გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

თორნიკე ფახურიძე - სად არის სამყარო

სამყაროში არსებობს კანონზომიერებები,რომელთაც თავად სამყარო აყალიბებს,ასევე არსებობს ისეთი ცნებები,რომლებიც ადამიანებმა შემოიტანეს ჩვენს ცხოვრებაში,მათ შორის,ყველაზე პოპულარული და მისტიკური "კანონებია" დაბადება და სიკვდილი.თითქოს ყოველ მოვლენას ჩვენ ვაძლევთ კანონზომიერებას,სადაც ისიბადება დაშემდეგ კვდება.ეს ყველაფერი ხდება ობიექტურ რეალობასა და დროში. მაგრამ,შესაძლებელია რეალურად შეიქმნას რაიმე არაფრისგან? ანრაღაც დავიდეს არაფრამდე? მაგალითად,ადამიანის რეალური დაბადება არის თუ არადედამიწაზე მისი პირველი გამოჩენა ? რათქმაუნდა პასუხი იქნება - არა! რადგანაც ნებისმიერი ობიექტი ამსამყაროს ნაწილია.აქედან გამომდინარე,ნებისმიერი ის ნაწილი, რომელიც ჩვენს სამყაროშია,ვერც დაიბადება და ვერც მოკვდება.რელიგია დამეცნიერება ყოველთვის იყო დაინტერესებული ამ ფენომენით. მეცნიერებისაგანგანსხვავებით,რელიგია მარტივი ენით ცდილობს მოაგვაროს ეს პრობლემა,შემოჰყავს ღმერთი დამისი კანონები, რომელიც მოქმედებს ,,ყველაფერზე“.

მეცნიერება ყოველთვის ცდილობს ემპირიზმით მოახდინოს გამყარება თავისი არგუმენტების. ერთ-ერთი პირველები,რომლებმაცშეეცადნენამოეხსნათსამყაროს ფენომენი,გახლდათ ძველიბერძნები, მათშექმნეს ფილოსოფიურ-რელიგიური მოძვღება  ღმერთსა და სამყაროზე, სახელად ეწოდა ჰილოძოიზმი. ჰილოძოიზმი განავითარა კაცობრიობის ისტორიამ და მეთვრამეტე საუკუნეში მისი არსის გამომხატველი ტერმინი ,,პანთეიზმი“ მივიღეთ. ამ მოძღვრებათა მიმდევრები იყვნენ მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდი ნაწილი, მათ შორის გამორჩეული პერსონები: ალბერტ აინშტაინი,ბარუხ სპინოზა,ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი,ნიკოლა ტესლა,გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი,ჯორდანო ბრუნო,იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე დამრავალი სხვა.

პანთეისტური გაგება ალბათყველაზე კარგად ხსნის იმ მოვლენებს და კანონებს,რომლებიც აწუხებს ნებისმიერ მოაზროვნეს.პანთეისტური ტენდენციის დამმკვიდრებლის სახელი რთულად დასასახელებელია,რადგანაც არ არსებობს რეალურად დასაბუთებული ისტორია;თავად ტერმინი ,,პანთეიზმი“დაამკვიდრა ჯონ დონალდმა 1705 წელს.

პანთეიზმი თითქოს საზღვრავს როგორც ღმერთს,ასევე ბუნებას.მაგალითად,თუ ჩვენვიფიქრებთ,რომ ჩვენისამყარო არარის ღმერთის ნაწილი და მისგან დამოუკიდებელ ტერიტორიაზეა,მაშინ ღმერთი ხდებაშემოსაზღვრული და იკარგება ის ურთიერთდამოკიდებულება,სადაც ღმერთის ძალაუფლება ვრცელდება ჩვენზე.

ღმერთს არშეიძლება გააჩნდეს რაიმე ფიზიკური სახე ან დამახასიათებელი გრძნობები და დეტალები, როგორც რომელიმე ფიზიკურ საგანს.სამყარო - ღმერთია დათავად ღმერთია სამყაროა.ეს ორინაწილი განუყოფელია! არ მინდა თავსმოვახვიო პანთეისტური გაგება რელიგიურ პიროვნებებს, მრწამსი ყოველი ადამიანისათვის თავისუფალი არჩევანია,თუმცა ობიექტური რეალობა ვერ იქნება ყველასთვის ჭეშმარიტი...скачать dle 12.1