გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

დათო კაკაურიძე - რანი ვართ მოედანზე


პორტულ  სამყაროში,  ჩვენ, ქართველებს,  არაერთი  წარმატებისთვის  მიგვიღწევია; მათ შორის,  სპორტის მეფედ წოდებულ - ფეხბურთში.  ჩვენი  წინარე  თაობები  აღტაცებით გვიამბობდნენ  ქართული   ფეხბურთის  მამამთავრებსა თუ  ვასკვლავებზე,  რომლებზეც  ბევრი  ჭორ-მართალი  თქმულა და დაწერილა,  უდავოა,  რომ  ამ  მეტად  მომხიბვლელ  სპორტს  აქვს  ჩვენს გენთან  კავშირი,  თორემ  არ იქნებოდა ის  ნანატრი  თარიღები (1964, 1978 თუ 1981), რომლებმაც ჩვენს მამებს  თუ  ბაბუებს  ბედნიერების,  სიამაყის და თვითგამორკვევის ურყევი განცდა არგუნა!
დღეს  ის  თაობა  მოდის,   რომელთაც  ამის  ნოსტალგიაც  არ  ღირსებია და  საოცნებოდ  დროს  არ  იშურებენ,  თუმცა  ეს  ვერ  გამოდგება მალამოდ  დღევანდელი  ქართული  ფეხბურთის სასიკეთოდ! აქვე  ვაღიაროთ,  „ციდან  ვასკვლავი  არც  წინა  თაობის  ფეხბურთელებს  მოუწყვეტიათ“,  მაგრამ   რასაც  მივაღწიეთ,    ქართველ  ერში მისი გაერთიანების,  საქართველოს  სიყვარულის,  პატივისცემის  და  დაფასების  ცეცხლი  ააგიზგიზა  მოედანზე, იმ  პერიოდის დატყვევებულ ქვეყანაში,  სულ  რომ  ყველაფერს   თავი  დავანებოთ, მხოლოდ  იმისათვის  იმსახურებს  ქართველი  ერი  მცირედ  გამარჯვებებს,   ფეხბურთის  გადამეტებული სიყვარული  რომ  ჰქვია...  აბა  როგორ  შეიძლება  აიხსნას 80 000-იან  სტადიონზე  100  000 მაყურებელი  ესწრებოდეს  გართ  კი ხალხი  იცდიდეს  იმის  მოლოდინში,  იქნებ  მოგვახერხებინა  თუნდაც  10  წუთით  ფეხბურთის ცქერაო.  ჰო და,  ეს  ვიგრძენი იმ  მშვენიერ  დღეს (19  ნოემბერი)  სტადიონზე, როდესაც  52 000  ათასზე  მეტი  მაყურებელი მივიდა ფეხბურთის საცქერად,  რომელასაც,  გარკვეულწილად,  სიმბოლური  დატვირთვა ჰქონდა,  მაგრამ პრინციპულობით გამორჩეული  (D ლიგის საუკეთესო  მექულის გამოსავლენი,  უაღრესად საჭირო მატჩი),  ამის შემდეგ  ჩვენ  ხომ  ვინაღდებდით ნანატრ, თუ  სასურველ IV  კალათაში  მოხვედრას,  რაც  უდავოდ  მატჩის მნიშვნელობას  (ჩვენთვის)  ზრდიდა  ისეთ  მეტოქესთან,  რომელსაც წინა  წლებში უხერხულად  აღვიქვამდით.   მეტიც, მათი  მიზანი  ჯგუფიდან გასვლის  შემდეგ  შურისძიება  იყო,  ქალაქ  ასტანაში  განცდილი  მარცხის  შემდეგ.
გაისმა  სასტვენი... კიდევ  ერთხელ  გვასახელა  „ოქროს  ბიჭმა“  (გიორგი  ჩაკვეტაძე) !   მან  ხომ  ჯერ  ასტანაში 2:0 გაგვამარჯვებინა, შემდეგ  შინ  მის  მიერ გამომუშავებული  პენალტის  შედეგად -ლატვიასთან (პრინციპული მეტოქე) ! შემდეგი  სიხარული  ვაკო  ყაზაიშვილმა  გვაჩუქა კაპიტნითურთ, რასაც მოჰყვა ლატვიასთან  გასლით  მატჩზე გამარჯვება (3:0)!  არავის  ეგონა ასე  გულგამხნევებელი საქართველოს  ნაკრები თუ  წაიფორხილებდა  არა  თუ  ჯგუფში,  არამედ   D  ლიგაშიც  კი!  ანდორის  ნაკრები  ბევრი   ვერაფერი „კვაჭია“,  მაგრამ  თავისსავე  სტადიონზე   კარგად  მომალულ  კლანჭს,  მეტოქის  მიუხედავად,  სახიფათოდ  იქნევს,  რასაც   „ოქროს  ბიჭის“  გოლმა  ვერა  უყო რა,   ანდორა  არენიდან   მაშინ  (15 ნოემბერი) მახსოვს  ვაისის  სიტყვები  19  წლის  ბიჭზე:  ყოველ  წამს  არ  უნდა  ვთხოვდეთ  მას  გამარჯვებას!  იმ უიღბლო დღეს გაჩნდა კრიტიკა მწვრთნელის მიმართ, რაც სავსებით  ნორმალურია. ჩვენს  ნაკრებს   დააკლდა ოქრიაშვილის, ანანიძის, მჭედლიძის, კობახიძის, პაპუნაშვილის, ებრალიძის და ასევე მაკარიძის,  განსაკუთრებულად,   არყოფნა ოქრიაშვილის, ჯანოს, პაპუნაშვილის, კობახიძის, მაკარიძისა და  მჭედლიძის არყოფნა  ტრამვით  იყო  გამოწვეული,  მაგრამ  ამ  გრძელ  სიას  სრულიად  გაურკვეველი ვითარებით  ებრალიძეც  დაემატა.  როდესაც  ძირითადი გუნდის განახევრებულ ფეხბურთელებს  შევსცქეროდი ანდორაში როგორ  გაეყარნენ ფრეზე   იმ  გუნდს, რომელიც  უსუსტესად ითვლებოდა, გამოუცნობ კითხვად რჩებოდა ებრალიძე!..  გულს  მიღრღნიდა კითხვა, რაც  ყაზახეთთან  გამარჯვების  შემდეგ  ვაისისთვის  რომ  არ  დამესვა  არ  შემეძლო! ამ კითხვის  სიმწვავე ჩემში  შეარბილა  სტადიონზე,  მედია-ლოჟიდან, გახარებული  ქართველი  ერის  შეძახილმა, აგრეთვე, ჩემმა  უზარმაზარმა  ბედნიერებამ, გამარჯვებულის  განცდამ  რომ გამოიწვია! მაშინ მალამოსავით მოალბო გული წარმატებამ  და კითხვის პათოსი  შევცვალე. „ოქროს  ბიჭუნა“,  ,,ოქროს  ფეხებით“, ასე  ვხედავდი  ჩაკვტაძის  თამაშებს  გულში კი  რაღაც  გრანდიოზულს ვგრძნობდი მის  მიმართ,  მაგრამ  მუდამ  კრიტიკულად,  ყოველ დადებით სტატიას  მასზე,  როდესაც  თვალს  გადავავლებდი, თან  მიხაროდა,  თან  ელდად  მეცემოდა  ხოლმე! გულში წამოვიაძახებდი:  „რად  უნდა ასეთი გაფეტიშება  ის  ხომ  ამომავალია  და  არა  ამოსული, გასხივოსნებული  მზე   ყველას რომ გვათბობს  მისი  გაბრწყინება,  მაგრამ  თავი  დავანებოთ! ასე  სჯობს  მისთვის  და  ქართული  ფეხბურთისთვის,  ვინ მოსთვლის გადაჭარბებულმა  სიტყვებმა  რამდენ  ფეხბურთელს  დაუნგრია  კარიერა!!!
თექვსმეტი  ქულით   D  ლიგის საუკეთესო გუნდი  ვართ, ეიფორია  ისეთი  მაქვს, თითქოს ევროპს  ჩემპიონატზე  მოვხვდით და  აქ არ უნდა  სრულდებოდეს  ჩვენი  ამბიცია, საქმე  ბოლომდეა  მისაყვანი,  როდესაც პლეიოფის  დრო  დადგება  (2020 წლის).   მარტში ევროპის ჩემპიონატზე  მოხვედრის კიდევ  ძველი,  ნაცადი, შესარჩევი  ეტაპი  იწყება.  არავინ  იფიქროს,  რომ  საქმე  მოვილიეთ  ან  ამ  შესარჩევ  ტურნირს უნდა  გამოვეთიშოთ,  ზემოთ  ხსენებულ მე-4  კალათაში  ვართ  და  აგვცდა  ისეთი  მეტოქეები,  როგორებიც  ალბანეთი, ისრაელი, სლოვენია, საბერძნეთი და  სხვანია, ჩვენ  წინ კენჭისყრით, შესარჩევ  ეტაპზე,  ბედმა  შვეიცარიის,  დანიის, ირლანდიის და გიბრალტარის  ნაკრებები გვარგუნა, რაც, ერთი შეხედვით, გრანდის არმქონე,  მაგრამ  მადიანი აფთრებივით გაშმაგებული მეტოქეები გვყავს, რაც ნათლად დაგვარწმუნებს  D ლიგაში გამარჯვება რამდენად  ფასობს!  
შვეიცარია ერთა  ლიგის  A ჯგუფში ისეთი მრისხანე დუელის გამარჯვებულია (ბელგია), რომ აქ  ყველაფერი ნათქვამია! დანია  მუდამ  ანგარიშგასაწევ ფეხბურთს თამაშობდა, ახლაც  ასეა და მათი მწვრთნელი მეტოქედაც  არ  გვთვლის,  რაც  ჩვენთვის შესანიშნავია.  მესამე ირლანდიაა, რომელიც უხერხული  მეტოქეა  ჩვენი  ნაკრებისათვის...  თვით  მსოფლიო ჩემპიონიც  კი  არ გვყოლია მსგავსად გადაკიდებული. ირლანდიასთან  ბოლოს  ფრედ ვითამაშეთ,  რაც  იმის  იმედს  მაძლევს,   რომ  ჩვენ  მას  აუცილებლად  დავამარცხებთ,  თან ჩვენი  კოზირი ამ იმედს  ერთიორად ზრდის თუ მეორე, მესამე  და მეხუთე  კალათის  გუნდებს  შევხვედრილვათ  და  კარგად  მხოლოდ გიბრალტართან დაგვრჩა  მოგონება,  შვეიცარიას საწყის ტურში სახლში პირველად დავუხვდებით და  აქ  დავუმტკიცოთ ქართველ  ხალხს - რანი  ვართ  მოედანზე!

ახლა,   როდესაც  აღმავლობის  გზას გავდივართ,  ჩვენ,  მაყურებლები, პირობას  არ  დავარღვევთ  და გავავსებთ მოედანს...

скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge