გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

დათო კაკაურიძე - ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა და ნუგეშა გაგნიძე



არ იყო ადვილი წარმოსადგენი, რომ ჩვენს ქვეყანას როდესმე მიეცემოდა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსით გამოსვლის შესაძლებლობა. იმ გარემო ფაქტორების ფონზე, რაც დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან საქართველოში იქმნებოდა, იმ მდარე მწერლობისა და უნიჭო წაბაძვით შექმნილი მეცნიერულ-ლიტერატურული ტექსტებით, მუსიკალურ-დრამატურგიული ნაწარმოებებით თავის გამოჩენა მსოფლიო ასპარეზზე მართლაც აუსრულებელ ოცნებას ჰგავდა. თუმცა გამოხდა ხანი, დაიხვეწა თანამედროვე ქართული მწერლობა და საერთაშორისოდ ჰპოვა გარკვეული აღიარება.
სიმართლე გითხრათ, N სუბიექტების ტექსტები 190 ენაზეც რომ ითარგმნოს, მათი ღირებულება ამით ვერ გაიზრდება. არსებობს გარკვეული დაჯგუფებები, რომლებიც მარკეტინგულად კარგად მუშაობენ ბაზარზე, თანამშრომლობენ დიდ გამომცემლობებთან, ქმნიან ერთგვარ ,,ელიტურ მწერლებს“ და მწერლობის ,,უნივერსალურ“ გაგებას გვთავაზობენ. ეს ტენდენცია სრული მარაზმია ქართულ ლიტერატურაში.
2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით წარსდგა. ათეულობით ქართველმა მწერალმა(?) წარადგინა საკუთარი ნაწარმოები; იმ იშვიათ გამონაკლის პროფესიონალთა შორის, რომლებიც საქართველოდაც ფრანკფურტში იმყოფებოდნენ, უნდა აღინიშნოს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ფილოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი ნუგეშა გაგნიძე, რომელმაც სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის შექმნა გერმანულ ენაზე წიგნი: „ქართული კრიტიკული რეალიზმის მოკლე კურსი“ („Einführung in die Georgische Literatur des Kritischen Realismus“), რომელშიც მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრისა და მეოცე საუკუნის დასაწყისის ქართული მწერლობა განიხილა.
გაგნიძის გამოსვლა შედგა 13 ოქტომბერს. მან წარადგინა როგორც ზემოაღნიშნული, ისე რამდენიმე წლის წინათ გამოცემული წიგნიც: ,,გრიგოლ რობაქიძე (1880-1962), ქართველი მწერალი ორ ენასა და კულტურას შორის“ (,,Grigol Robakidse (1880-1962). Ein georgischer Dichter zwischen zwei Sprachen und Kulturen“). აღნიშნულმა წიგნებმა დიდი მოწონება დაიმსახურა და გაგნიძის პროფესიონალიზმი კიდევ ერთხელ დადასტურდა.
ნუგეშა გაგნიძე გამორჩეული გერმანისტია არა მხოლოდ აწსუ-ში, არამედ სრულიად საქართველოში. მას გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე საგულისხმო ნაშრომი, როგორც გერმანულ, ისე ქართულ ენაზე. ის იკვლევს ისეთ ავტორებს, როგორებიც არიან: პაულ ცელანი, ინგებორგ ბახმანი, ჰაინრიხ ბიოლი, კრისტა ვოლფი, ფრიდრიხ ნიცშე, იოჰან გოეთე, მაქს ფრიში, გრიგოლ რობაქიძე და გივი მარგველაშვილი.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ნუგეშა გაგნიძის გამოსვლა უდავოდ აღსანიშნავი და ყურადღებაგასამახვილებელი ფაქტია. დიდ წარმატებებს ვუსურვებთ გამორჩეულად შრომისმოყვარე, მიზანსწრაფულ, სიღრმისეულად მოაზროვნე და მშვენიერ ქალბატონს.
скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
ევგენი ბლიაძე  -  პირველი ქართული კონსტიტუცია საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური უფლებების შესახებ ევგენი ბლიაძე - პირველი ქართული კონსტიტუცია საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური უფლებების შესახებ ჟურნალი / სტატიები / ისტორია / პოლიტოლოგია / მეცნიერება / გამოქვეყნებული გორვანელი (ლევან გოგაბერიშვილი)  -  დაკარგული კლასიკა გორვანელი (ლევან გოგაბერიშვილი) - დაკარგული კლასიკა ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / ფილოსოფია / მეცნიერება / გამოქვეყნებული დიალოგი დროში - გორვანელსა და მასწავლებელს შორის (ლევან გოგაბერიშვილი, მირიან ებანოიძე) დიალოგი დროში - გორვანელსა და მასწავლებელს შორის (ლევან გოგაბერიშვილი, მირიან ებანოიძე) ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / დრამატურგია / გამოქვეყნებული რენიკო საკანდელიძე - საქართველოში ფიზიოლოგიის ფუძემდებლის ივანე ბერიტაშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა რენიკო საკანდელიძე - საქართველოში ფიზიოლოგიის ფუძემდებლის ივანე ბერიტაშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა ჟურნალი / კრიტიკა / ბიოლოგია / სტატიები / მეცნიერება / გამოქვეყნებული იზოლდა რუსაძე - მხატვრული ნარკვევი იზოლდა რუსაძე - მხატვრული ნარკვევი ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / გამოქვეყნებული
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge