გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ორჰან ბერიძე - „...ბერიძეთა აღვადგინე ჯიში...“

ჩემი მეორედ დაბადების, კერძოდ გვარის დაბრუნების რიცხვია23.05.2017 წ.„... გარკვეულ რიცხვში და საათზე სასამართლო პროცესი დაიწყო.
გვარის აღდგენის მსურველი, მოსარჩლე ორჰან შარდაღი,  ადვოკატი სეზენ გონენჩ ოქჯანი და მოსახლეობის რეგისტრაციის წარმომადგენელი პროცესს ესწრებიან.
დამცველი:  ჩვენი მოწმეები მზად არიან. მოსარჩელეს  საქართველოს  მოსახელეობაშირეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი არ არსებობს. იგი მთელი ოჯახით თურქეთში ცხოვრობს...“
ასე დაიწყო თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის სასამართლოში ჩემი გვარის დაბრუნების შესახებ სასამართლო სხდომა. ადოკატმა სალომე ბარამიძემ, იგივე სეზენ გონენჩ ოქჯანმა მანამდე ჩემი გვარის შესახებ  მტკიცებულებები და საჭირო არგუმენტაცია წარადგინა სასამართლოში.
ძალიან ემოციური ვიყავი. ისტორიას ვწერდით თითქოს. ვფიქრობდი, რომ  გულის შეტევით მოვკვდებოდი, ჩემი ქალიშვილი ნათია- ქუბრა დარბაზში იყო და მას ვუყურებოდი ცრემლიანი თვალებით. დარბაზში რა ხდებოდა, ემოციობის გამო ყველაფერი  არ მახსოვს.
როცა თითქოს სიზმარიდან გავიღვიძე, მოსამართლემ მოწმეებს დაუძახა დარბაზში და მოწმეს,  ბატონ ერდოღან გუნეშს ჰკითხა:
მოწმე ერდოღან გუნეში: „ორჰანი 2004 წელს საქართველოსთან მეგობრობის ასოციაციაში გავიცანი. ვიცი, რომ მისი გვარიბ ე რ ი ძ ე ა. თვითონაც  ასე წარმოადგენს  თავს. ცოლ-შვილსაც ვიცნობ და ისინიც თავს ბ ე რ ი ძ ე ე ბ ა დ   ცნობენ. ასოციაციაში ყველა ასე იცნობს მას.   5-6 ჯერ საქართველოში ერთად ვიყავით, იქაც ნათესავები ჰყავს. ეს გვარი საქართველოში ცნობილი გვარია და იქ მოსარჩელეს  ნათესავებიც ამ გვარს ატარებენ. 
მოწმე მურად ქასაფ: „მოსარჩლე 2004 წელს საქართველოსთან მეგობრობის ასოციაციაში გავიცანი. ვიცი, რომ მისი  გვარი ბერიძეა. ოჯახსაც ვიცნობ და ისინიც თავს ბერიძეებად წარმოადგენენ.  მე ამავე დროს ისტორიკოსი და მწერალი ვარ და საქართველოსთან კავშირი მაქვს. მოსარჩელეს  გვარის მატარებელნი  ჩამოსულინი არიან  და ნაწილი ცხოვრობს   ბათუმის სოფელ წონიარისში, გვარს დღემდე ატარებენ“ო თქვა. 
დამცველი            : „წინანდელ განცხადებებს გავიმეორებთ“
მოსამართლე          : შემთხვევა მივიღეთ“
მოპასუხე             : „გვარის რეგისტრაციის წინააღმდეგი არავინ და არაფერია“
საჯარო მოსმენა დამთავრდა. 
დადგენილება:
1-შემთხვევის მიღება
2-ქ. გირესუნის ბულანჯაღის რაიონის სოფელ დამუდერეში რეგისტრირებულმა ...... ორჰან შარდაღის გვარის „ბ ე რ ი ძ ე“ დ შეცვლაზე. 
3- ............... ცოლის და ვაჟიშვილის სეფას გვარების „ბ ე რ ი ძ ე“ დ შეცვლაზე.
განაჩენი გამოტანილია... 23.05.2017 წ. 11:40:51 სთ.“ 
მოკლედ, ასე დამთავრდა პროცესი. მე მეორედ  დავიბადე, მაგრამ წინაპრები კი გავაცოცხლე. მაშინვე დავრეკე საქართველოში,  
ნათესავებს და მეგობრებს ემოციურად ავუხსენი საქმე და გავუზიარე ჩემი  სიხარული.ფეისბუკ
გვერდზეც  დავდე  მადლობის წერილი: 
„გვარი „ბერიძე“ კანონიერად დავიბრუნე. მადლობა თურქეთის რესპუბლიკის 
სასამართლოს! მადლობა საქართველოს, 
განსაკუთრებით ბერიძეებს, რომ ჩემი გვარი დღემდე შეინარჩუნეს. მადლობა ქართული 
კულტურის ცენტრის 
თანათავმჯდომარეს, ადვოკატ - ქალბატონ სალომე ბარამიძეს! მადლობა ჩემს მოწმეებს! 
ისტორიკოსს, მკვლევარს და 
მწერალს ბატონ მურად ქასაბს და საქართველოსთან მეგობრობის ასოციაციის მმართველი 
საბჭოს წევრს, 
ბატონ ერდოღან გუნეშს! 23/05/2017“

შემდეგ კი კონფერენციებში, ტელევიზიებში და პირად საუბრებშიც ჩემს ქვეყანას არაერთხელ   მადლობა გადავუხადე.
ქალბატონი სალომე პირობა დადო, რომ თურქეთის შემადგონლებში მცხოვრებ ქართელებს, ვისაც ქართული გვარის დაბრუნება
სურს  უფასოდ ვემსახურებიო. ჩემს შემდეგ რამდენიმე პიროვნებამ  გვარი დაიბრუნა... 

                                                                                                           
                                                                                                   თურქეთი/სტამბოლიскачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
გიორგი გოგოლაშვილი - ქართველური ენობრივი სივრცე იაკობ გოგებაშვილის თვალთახედვით გიორგი გოგოლაშვილი - ქართველური ენობრივი სივრცე იაკობ გოგებაშვილის თვალთახედვით ჟურნალი / სტატიები / პუბლიცისტიკა / კრიტიკა / მეცნიერება / მომხმარებლები ბაქარ ნადარაია - რელიგიური ფუნდამენტალიზმი ბაქარ ნადარაია - რელიგიური ფუნდამენტალიზმი ჟურნალი / სტატიები / ისტორია / მეცნიერება / მომხმარებლები ევგენი ბლიაძე  -  პირველი ქართული კონსტიტუცია საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური უფლებების შესახებ ევგენი ბლიაძე - პირველი ქართული კონსტიტუცია საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური უფლებების შესახებ ჟურნალი / სტატიები / ისტორია / პოლიტოლოგია / მეცნიერება / გამოქვეყნებული იაშა კუჭუხიძე   -  შალვა ნუცუბიძის მოგონებებიდან იაშა კუჭუხიძე - შალვა ნუცუბიძის მოგონებებიდან ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / ფილოსოფია / გამოქვეყნებული მარიამ მარჯანიშვილი - ეპოქალური მოვლენები მოგონებათა ნაკადში მარიამ მარჯანიშვილი - ეპოქალური მოვლენები მოგონებათა ნაკადში ჟურნალი / ესეისტიკა / ისტორია / სტატიები / მეცნიერება / გამოქვეყნებული
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge