გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ანზორ სიფრაშვილი - ნაწყვეტი რომანიდან ,,ვახტანგ გორგასალი"

...ვახტანგ  მეფემ   პეროზ  შაჰან-შაჰანთან   დაუყოვნებლივ  წვევაზე   უარი  განაცხადა, შორი  მგზავრობით  დაღლა  მოიმიზეზა  და  იმავე  ელჩების  პირით  შეუთვალა  ერანის  მბრძანებელს,   რომ მხოლოდ  მესამე  დღეს  ეახლებოდა,  რასაც  კიდევ  იმითაც  ხსნიდა,  რომ სურდა  ღირსეული   საჩუქრები  მიერთმია მთელი  ერანისა  და  ანერანის  მეფეთ_მეფისათვის, რომლის  ბანაკი  ჯერაც  არსად  იხილვებოდა.ვიდრე  პეროზს  ეწვეოდა,  ვახტანგ  მეფემ  ერისთავებს  უხმო  და  მომავალ  საქმეთა  განხილვას  მიჰყო  ხელი. წინ  მართლაც ბევრი რამ  ჩანდა  მოსაფიქრებელი:  მას  შემდეგ, რაც შაჰან_შაჰს  შეხვდებოდა,  ვახტანგს  უნდა  გადაეწყვიტა  მასთან ერთად  განაგრძობდა  გზას  თუ   ცალკე  და  ეს  გზა  საით  იქნებოდა  მიმართული:  კვლავ  ჰინდოთა  დასაპყრობად,  როგორც  ეს    აქამდე  ჰქონდა  განზრახული  და  რასაც აქამდე პეროზიც მოითხოვდა  მისგან,  თუ  ერანის  მბრძანებელი  უმთავრეს  საქმედ  თავის  ცოცხლად  დარჩენილ ერთადერთ  ძმასთან__ვალარშთან__ შებრძოლებას მიიჩნევდა  და  ქართლის  მეფეს  უბრძანებდა  მის წინაააღმდეგ      ერთად გაელაშქრათ.
Kკიდევ  მრავალ  რამეს  სწონიდა  მსუბუქ  სალაშქრო  ტახტზე  ჩაფიქრებით  მჯდარი  ვახტანგი  და  გონების  თვალს  გავლილ  და   გასავლელ გზას  ავლებდა.  კარავი პირველივე  შემხვედრი ვეება  ხის  ქვეშ  დაედგათ,  რომელიც  ფართოდ  გაშლილ  ხეობას  გადაჰყურებდა,  ხეობის  შუაგულში  კი,  ალბათ ხუთ_ექვს  ფარსანგზე, ლურჯ_მწვანედ  მოლივლივე  ჰინდი  მიიკლაკნებოდა  და  ტალღებს სადღაც  სამხრეთით,  თვალუწვდენელ  სივრცეზე  მიაქანებდა,  იქით,  სადაც,  როგორც  მეფეს  მოახსენეს,  ისეთი  უზარმაზარი  ზღვა  გადაშლილიყო, რომელსაც  ვერც  ერთი  ფრინველი  ვერ  გადაუფრენდა  და  სწორედ ქვეყნიერების  დასასრულს  რომ  იტყვიან,  ის  იყო.
კარავში  ერთიმეორის  მიყოლებით შემოდიოდნენ     ერისთავები,  მეფეს     ქედს  უხრიდნენ და  რაკი  მას ჩაფიქრებულს  ხედავდნენ,  იქვე უხმოდ  ჩერდებოდნენ. მეფე  ხედავდა  და  თითქოს  ვერც  ხედავდა  მათ,  არას ამბობდა  და  არც  არას  ანიშნებდა,  ალბათ  ელოდა   ყველას  მოეყარა  თავი  და  მერმე  დაეწყო თათბირი.
არტავაზმა  თვალებით  შეეკითხა  ბივრიტიანს:  ხომ არ  უწყი  მეფემ  რისთვის  გვიხმოო  და  როდესაც მისგან  უარი  მიიღო,  ახლა საურმაგს  გადახედა,  მაგრამ  მისი  მზერა  ვერ  დაიჭირა  და  ამჯობინა  მოეცადა.
Bბოლოს  ბაკურ  ერისთავმაც შემოჰყო ჭაღარაშერთული, თმაშეთხელებული  თავი და  მეფეს  მდაბალი  სალამი  უძღვნა,  მაგრამ  ვახტანგმა  არც  მას  უპასუხა   და ფიქრებში  დაძირული  კვლავ კარვის ბოძზე  დაკიდულ  თავის  მგელ_ლომიან  მუზარადს  შეჰყურებდა.
კარავში  სიჩუმეს  დაესადგურებინა,  რომელსაც  გარედან  შემოსული  მცირე ხმაური  თუ  არღვევდა:  გუშაგთა  მორიდებული გადალაპარაკება,  ცხენთა უცაბედი  ფთქვინვა  თუ  ჭიხვინი,  ანდა  ცაში  გადაფრენილი  ქორის  ყიპყიპი.
Bბოლოს  ვახტანგ  მეფემ  თავი  ასწია, იქვე  მცირე  ტაბლაზე დადებული მოზრდილი  გრაგნილი აიღო,   იქ  მყოფნი  მოათვალიერა  და ისე,  რომ  არავისთვის  მიუმართავთ,  ბრძანა:
__კარის  მგოსანი  მიხმეთ.
ერისთავებმა  იცოდნენ  ვინც  ფლობდა  ამ  სახელოს  და როგორც  ყველაზე  ახალგაზრდამ,  საურმაგმა  კარვის  გარეთ  გასძახა:
__კარის  მგოსანი  ვარაზი  მეფესთან!
ვიდრე  ვარაზი  გამოცხადდებოდა, ვახტანგმა  ერისთავებს  დასხდომა  ანიშნა.
__დიდებულნო,  ბედმან  ჩვენმან  წარმატებით  გვატარა  წმინდა  ქალაქ  იერუსალიმიდან  ამ  შორეული  მდინარის__ჰინდის__ნაპირებამდე,  სადაც არც  ერთ  ჩვენს  ნათესავთაგანს ფეხი  არ  დაუდგამს,  და  დაე ვესავდეთ  უფალს,  რათა  ასევე კეთილად  გვატაროს უკანა  გზაზე  ჰინდიდან  ჩვენს  წმინდა  დედაქალაქ მცხეთამდე.  შევთხოვოთ  უფალს აგვაცილოს  ბოროტი, ძლევა  გვიბოძოს  მომავალ  ბრძოლათა  შინა და  გვყოს  მრთელად,  რამეთუ  კვლავაცა  გვმართებს  მსახურება მამულისა  ჩვენისა.  ვადიდოთ  უფალი, რომელმან  უწყის  ყოველივე  რაიცა  დაფარულ  არს  გონებათათვის  და  თვალთათვის  ჩვენთა.  ისმინეთ,  ვითარ  გალობს უფლისა  მიმართ  დიდი  წინასწარმეტყველი  დავით,  მეფე  ჰურიათა:
“__შენსკენ  აღვაპყარ, უფალო,  სული  ჩემი, ღმერთო  ჩემო, შენ  გესავ, ნუ  შევრცხვები,  ნუ  იზეიმებს  მტერი  ჩემზე.  Aასევე ყველა,  ვინც  შენით  სასოებს, ნუ  შერცხვება.  შერცხვნენ  ამაოდ შემცოდველნი. შენი  გზები  მაუწყე, უფალო,  მასწავლე შენი  კვალი.  წარმიძეღ  წინ  ჭეშმარიტებით  და  მასწავლე, რადგან შენა  ხარ  ღმერთი  ჩემი  ხსნისა. შენ  გესავ  ყოველდღე.  Gგაიხსენე,  უფალო,  წყალობა  შენი  და გულმოწყალება  შენი, რადგან  ისინი  საუკუნოა.”
ვახტანგ  მეფემ  კვლავ  მოავლო  თვალი  ერისთავებს,  რომლებსაც  მოლოდინის  მზერა  მდუმარედ მიემართათ  მისკენ.
__ადამის  ძეს მსახურება  ქვეყნისა  თვისისა  ყოველსა  ადგილსა  და  ჟამს  მართებს.  Eეს  მსახურება   მარადჟამს  უცილობელ  არს  და  უკეთუ  ერმან თვისმან  თუნდ  ერთ  წამად  არა  ჰქმნა  თავდადება  ეგე,  ქვეყანა  ისი  ფრიად  შეჭირვებული  შეიქმნება. Aახლა  ეგეცა  ვსთქვათ:  როდის  როგორაა  საჭირო  საქმის  მიგება  ქვეყნისათვის  და  როდის  როგორ.   დღეის დღესა  უცილობლად  გვიჩნს   ქართლსა  ჩვენსასა დიდება უმაღლესი ვუქმნათ  ამა  შორეულსა  მხარესა  ქვეყნიერებისასა,  სადა  ბრძოლითა  ჩვენითა განვადიდებთ  სახელსა ჩვენსა,  მამაცობასა  და  შემართებასა  ჩვენსა,  რათა  აქა  მცხოვრებთა  მარადჟამს  ახსოვდეთ  ქართლი__მამაცთა  და  მძლევართა ქვეყანა, ხოლო  ჩვენ  ამ  ჟამსა  მოალაფებითა   შევძენთ საუნჯეთა კვლავაცა  მშობლიურსა  ჩვენსა  ქართლსა  ქვეყანასა.  Aაქნობამდე  ჩვენ  მხოლოდ  ერთი  ბრძოლა  გარდაგხვდა  იერუსალიმიდან  გამოსვლისა  შემდგომად, და  აწ  ვუწყით    ბრძოლანი  ფიცხელნი  წინა  გველიან, რამეთუ  ჰინდონი  ნებით  არა  დასთმობენ საგანძურთა   თვისთა,  რაგინდ  ბევრიც  არ  უნდა  გააჩნდეთ  მათ  ოქრო  და  ვერცხლი,  თუმცა  უმეტესად ამბობენ   თვლებისა  პატიოსანისა  ქონებად და  ძვალთა  პილოთა,  ანუ  მათთა  ეშვთა,  რომელი მეტად  იოლად ითლების  და  დამუშავებულსა  მეტად  დიდად  საფასედ  ჰყოფენ. Aასე  რომ, ერთგულნო  ჩემნო,  აწ  უფრო  მტკიცე  და  ცხარე  ბრძოლანი  გველის  და  ვესავ  უფალსა  კვლავაცა გვიძღვნიდეს  ძლევისა  მადლსა.
Eეს  თქვა  ვახტანგმა  და სიტყვა  შეწყვიტა,  რადგან კარვის  კალთასთან მცირე  რამ ჩოჩქოლი  შემოესმა.  ერისთავებმაც  ყური  ცქვიტეს.
მეფე  მოლოდინის  თვალით  იყურებოდა   შემოსასვლელისკენ,  მაგრამ  როცა  დარწმუნდა  რომ  შიგნით  ფეხს  არავინ  დგამდა,  რადგან  ვერ  გაებედათ, თავად  ანიშნა  ძუძუმტეს  არტავაზს  და  მანაც  კარვის  კალთა  სწრაფად  ასწია.
წეღან  წარგზავნილ  მეფის  მალემსრბოლს გუშაგისთვის  საყელოში  ხელი  ეტაცა  და  ისე  მაგრად  აჯანჯღარებდა,  ლამის  იყო  სული  ამოეხადა,
კარვის  აწეული  კალთა  რომ  დაინახა და ისიც  იხილა,  კარვის  შიგნიდან  მეფე  და ერისთავები  უმზერდნენ,  ზორბა  მალემსრბოლმა მყისვე ხელი  უშვა გუშაგს,  რომელმაც  სული  ძლივს  მოიბრუნა  და  იქვე  ჩაიკეცა.
შიკრიკი  მეფის  დანახვისთანავე  მის  წინ  მუხლებზე  დაემხო.
__ყმაო, რას  ნიშნავდა შენი საქციელი?__დახედა  გამწყრალი  თვალით  ვახტანგმა.
__დიდო მეფეო,  მომიტევე,  მაგრამ  გუშაგს  არც  ჩემი  შემოშვება  ნებავდა  და  არც  ჩემი  ნათქვამის  შენთვის  მოხსენება.__თავი  აიღო  მალემსრბოლმა,  თუმცა  მეფის  შეხედვა ვერ  გაბედა.
__რატომ  უნდა  შემოეშვი  გუშაგს?__ჰკითხა  მეფემ.
__იმისთვის,  რომ  შენი  ბრძანების  აღსრულება  მომეხსენებინა, დიდო მეფეო, შენ  რომ  მიბრძანე  ვარაზის  ხმობა, მეც მაშინვე გავეშურე,  მოვძებნე  და  გადავეცი,  მერე  კი  უკან  შემოვიქეცი  და  გუშაგთან  აღმოვჩნდი.
__თუ  ჩემი  ბრძანება აღასრულე,  ვარაზი  სად არის?
__სწორედ  ეგ  მინდოდა  მომეხსენებინა, მეფეო:  ვარაზი  ერთ  გრძელწვერიან  ჰინდოსთან  ზის  და  შენთან  ხლებაზე უარი განაცხადა.
__რაო?
რაკი  ბრძანების შესრულებაზე  უარი  მეფისთვის აქამდის  ვერავის  გაებედა,  თვით  ვახტანგსაც  და  ერისთავებსაც  ეს  ამბავი  ძალზე  ეოცათ.  Eრა  თქმა  უნდა  მეფის  სიტყვა  ყველასთვის სავალდებულო იყო  და  მისი  შეუსრულებლობა დიდ  მკრეხელობად  ითვლებოდა  და   სასჯელსაც  გულისხმობდა. Eერთგული  ვარაზისგან კი ამგვარ  საქციელს  არც  მეფე  მოელოდა,   მით  უფრო,  რომ ოდესღაც  კონსტანტინეპოლში  მონად  ნამყოფი  ვარაზი კარის  მგოსნად  აღზევებაში  მისი დიდი მადლიერი  უნდა  ყოფილიყო, ამიტომ სულ  მალე  ალბათ გაკვირვებას  რისხვა  შეუცვლიდა, რასაც  ერისთავთა  აღშფოთება კიდევ  უფრო  ამძაფრებდა:
__ერთი  უყურე  იმ ურცხვს,  იმას, როგორ  აკადრა  და  მეფის  სიტყვა  არად  ჩააგდო?__თვალები  წამონთებოდა  ბაკურ  ერისთავს, ხოლო  ბივრიტიანი  კბილებს  აღრჭიალებდა  და  გაიძახოდა:
__სასტიკად  უნდა  დაისაჯოს  ეგ  რეგვენი, ამდენი  რომ  გაბედა  და  ვიღაც  ინდოელთან  ბაასი  ამჯობინა  მეფესთან  გამოცხადებას!
__მეფის  კარის  მგოსანი  მაინც  არ  იყოს!  თავს  ხომ  არ  გაუვიდა მაგ უჯიშოს დიდებულებში  ტრიალით?__მხარს უბამდათ  საურმაგიც,  თან  მეფეს  გასცეროდა  რას  იტყვისო.
მეფემ  მალემსრბოლი  ახლოს  მიიხმო:
__ვინ  მოხუცია, ვის  ესაუბრება  ვარაზი  ასეთი  გატაცებით?
__შენი  რისხვა  არ მომეცეს,  დიდო  მეფეო,  აგრე  მითხრა  ვარაზმა: ამ  ბრძენს  მეფეც  იცნობს, მეტად ჭკვიანურს  ლაპარაკობს,  მცირე  ხანს  შევყოვნდები  და  მერმე  ვეახლებიო.
ამ  სიტყვებმა არანაკლები  გაოცება  გამოიწვია  როგორც  მეფეში,  ისე  ერისთავებში: საიდან  უნდა  სცნობოდა  ვახტანგ  მეფეს  ვინმე  ინდოელი ბრძენი, ვიღაც  განდეგილი, ბერი  თუ მოგვი,  სად  უნდა  შეხვედროდა?   მეფე  ხომ  მხოლოდ  ახლა  მოუახლოვდა  ინდოეთის  საზღვრებს?  უეჭველია,  აქ  რაღაც  საიდუმლოება  იმალებოდა.
__არტავაზ, წადი  და  ვიდრე  მართლა  არ  განვრისხებულვარ, ვარაზსაც  და  იმ  ინდოელ  ბრძენსაც  გადაეცი  დაუცადებლად  მეახლონ,__უბრძანა  ვახტანგმა    და  ისიც  თავის დაკვრით  კარვიდან  გავიდა,  მერე  იქვე  მიბმულ  ცხენს  მოახტა  გააჭენა  და  მალევე  სწორედ  ვარაზსა და  ერთ  გრძელწვერა    მოხუცს  შეეჩეხა.  ახალგაზრდა  ერისთავი  თავის  ტოლ  კარის  მგოსანს  კეთილად  იყო  უყურებდა,  არაერთხელ  დამტკბარა  მისი    შაირით  ამ ხანგრძლივი  ლაშქრობისას,  როდესაც    რამდენიმე თავისი გუნება_ხასიათის  აზნაურთან  ერთად  მცირე  ნადიმის  გამართვას  მოახერხებდა,  სადმე  ჩრდილში  სუფრას  მიუჯდებოდა  და  მართალია  შემთბარი,  მაგრამ  მშობლიური  კუთხის  ღვინით    სამშობლოდან  შორს  ყოფნის  სევდას იქარვებდა.
ახლაც  არტავაზი  აპირებდა  ვარაზი გაეფრთხილებინა,  მეფე  უკმაყოფილოა  შენი  საქციელით და  ისწრაფე  რისხვა  მადლით  შეაცვლევინოო, რომ  მისი  ყურადღება იმ  ჰინდო მოხუცმა  მიიპყრო,  რომელსაც ხელთ  საკრავი  ეპყრა  და  არტავაზისთვის  უცნობ  ენაზე  ხმადაბლა  ღიღინებდა:

ანამდამთენა თუმამ  ფაინოო
ფაჰაენა ფადაჰასადენნაა,
მალლი  ლა  ჯჯაზი ნაქქასიი
დოჰაგგე Pაადიჯამთეე...


ვარაზი  ხელებს  იფშვნეტდა  რატომღაც,  თან თათბირის  შემდეგ  გამოშლილ  ერისთავებს  გასქეროდა,  რომელთაგან,  როგორც  ვთქვით,   მხოლოდ  ბივრიტიანმა  სცნო  იგი  შეხედვის  ღირსად,  ხოლო  ბაკურ  ერისთავსა  და  ნასარს  ზედაც  არ  შეუხედავთ  მისთვის,  ერთსაც  და  მეორესაც  გრძელტარიანი,  ვერცხლით  მოსევადებული  მათრახები  ეპყრათ  და  წაღების ყელზე  იტლაშუნებდნენ,  თითქოს  მის  სიმწვავეს  შინჯავენო.
__ვარაზო, მეფემ  რამდენჯერმე გიკითხა  უკვე  და ახლავ ეახელ,  ნუღარ დააყოვნებ,__უთხრა  არტავაზმა.
__ალბათ განრისხებულია  მეფე  ჩემზე,  არა?__ჰკითხა  ვარაზმა.
__არ  დაგიმალავ, მართლა ბრაზობდა.  ეს მოხუცია  ის  ბრძენი?
__ეს  გახლავს.  მეფე  სცნობებია  და  ზოგი  რამ  გაიხსენა, მიტომაც აღარ  მინდოდა  მისი  მიტოვება.  ნუთუ მართლა  განმირისხდა  მეფე?
__ასეა,  და  როგორ  გადაურჩები  არ  ვიცი,__არტავაზი  გაეცალა,  ვარაზმა  კი  კარავში შეაბიჯა და  მოწიწებით  ქედმოხრილი  გაჩერდა.
თეთრწვერა მოხუციც  შეჰყვა,  მანაც  მოიხარა  ქედი,  მერე  კი  პირქვე  დაემხო  და  პრონამი  შეასრულა__მეფის  წინ  მიწას  ემთხვია.
ვახტანგ  მეფე  სალაშქრო მსუბუქ ტატხზე  იჯდა  და  შემოსულთ გამომცდელად  უცქერდა,  მერე  ვარაზს  გამსჭვალავი  თვალი  მიაპყრო:
__რაო,  ვარაზ  მგოსანო, მეფის  ურჩობა  დაგიწყია? Aარ  ველოდი  შენგან!
__მიტევებას  გთხოვ,  დიდო მეფეო,__კვლავ  მოიხარა  წელში  ვარაზი,  და  აღელვებისგან სათქმელს  თავი  ვერ  მოუყარა,__შენს გონიერობასა და  განსწავლულობაში  დარწმუნებულმა  ისეთი  ბრძნული აზრების  მქონე  მოხუცი  მოგიყვანე,  რომ  უეჭველად  მოისურვებ  კიდევ უფრო აღივსო  ჭეშმარიტი  ცოდნით  და ჩასწვდე  ამ  ქვეყნიური  ცხოვრების  აზრს,  რასაც  ეს  ბრძენი იმეტყველებს.
__ვხედავ  მაგ  მოხუცის  სიბრძნეს  ძალიან  მოუნუსხვიხარ,  ვარაზო,  თუმცა  რაც  არ  უნდა  სთქვა,  ცხადია რომ  მეურჩე  და  ჩემთან  დაუყოვნებლივ  არ  გამოცხადდი,  რისთვისაც  მსჯავრს  იმსახურებ,  მაგრამ  იმ  მეფეს  რა  ვუთხარი,  კარის  მგოსანს  ბრძნული  აზრების  მოსმენისთვის  რომ  დასჯის,__მეფეს  ამის  თქმაზე  ოდნავ  გაეღიმა,__ვინაა  ეს  მოხუცი?
__ო, ბრწყინვალე  მეფევ  იბერიისა, ღვთის  რჩეულო  და  თავად  მსწრაფველო  ჭეშმარიტებისაკენ,__მოულოდნელად,  მცირე  დამახინჯებით, მაგრამ   ქართლელთა  ენაზე წარმოთქვა  მოხუცმა,__იქნებ ამ  ჭაბუკს არ  ერწმუნა სიტყვები  ჩემი,    შესახებ  წმინდა მოძღვრებისა  ღმერთთა  სწორი ბუდასი,  იგივე  შაკია_მუნისა, რომელმაც  გაცისკროვნებითა  გონებითა თვისითა  მიაღწია ჭეშმარიტებას, მაგრამ ოდეს  მე ვასმინე  მას, რომ  შენ, ყმაწვილობისა  ჟამსა  შინა ეწვიე ჩემს  მივარდნილ  სალოცავსა  შენითა  ნათესავითურთ  და  მე  ორთავ გქმენით  ურთიერთთა  სისხლითა  ძმობილებად, აი  ამისა  მოსმენის  შემდგომ ესე  ჭაბუკი, რომელიც  შენი  მგოსანი  ყოფილა  და თურმე მუდამ  ესწრაფოდა უცილობელსა კაცთათვის გზასა  ცხოვრებისასა__სიბრძნეს,__აი  მაშინ ეს ჭაბუკი  მერწმუნა  და  განეწყო  ჩემდა  სმენად.
მეფეს  ეცნაურა  ამ  მოხუცის ნათქვამი,  რადგან  მან  ის  ჟამი გაახსენა,  როდესაც  იგი,  ჯერ  კიდევ  ყრმა  უფლისწული,  დედამ,  დედოფალმა  საგდუხტმა  თავის  მამასთან,  მარზპან  ბარზაბოდთან იახლა  ტახტზე  დასამტკიცებლად.  მაშინ  იყო  სწორედ,  რომ  თავისმა  ბიძამ,  მარზპანის  ძემ  ვარაზ-ბაკურმა ვახტანგი  ერთ  უცნაურ  და  უცხო სამლოცველოში  შეიყვანა,  რომელიც  ნაკლებად  ჰგავდა  ქრისტიანულსა  თუ  მაზდეანურს  და  ვერც მერმე  შეიტყო,  ან  ის  ნაგებობა  რა  ტაძარი  იყო  და  ან ის  მოხუცი  ქადაგი  რომელ  სარწმუნოებას  მისდევდა.
მას  შემდეგ  აგერ  რა  ხანმა  გაიარა,  ეს მოხუცი  კი  თითქმის  არ  შეცვლილა:  ისეთივე  მოელვარე  თვალები,  ისეთივე  სპეტაკი  გრძელი  წვერი  და  ისეთივე  შემართებული დგომა  და სიარული!
ვახტანგმა  იმ  წამსვე  გაიხსენა  ყოველივე.
__აჰ,  ეს  შენ  იყავ,  ზურგზე  შოლტი  რომ  გადაგვიჭირე  მაშინ მე და  ვარაზ_ბაკურს?  Mმახსოვს  როგორ  არ  მახსოვს. Eეს კი ვერ  გავიგე  ვერც  მაშინ და  ვერც  მერმე:  რას  გვასწავებდი  მაშინ, ბრძენო  მოხუცო, ან  რას  და  ვის  მსახურებდი?
__ო,  თავადაც  ბრძენო  მეფეო, იმ  ჟამსაც და  შემდეგაც  მე  დავხეტიალობდი  დედამიწის  ზურგზე, ქვეყნიდან  ქვეყანაში,  ხალხიდან  ხალხში,  ვიცვლიდი სახელს,   გავეცანი  მრავალ  დიდებულ  მოძღვრებას, მომდინარეს  საუკუნეთა  სიღრმეებიდან, და სახელად დავირქვი  გოპატი   ანუ მწყემსი  და  ვაკვირდებოდი  ყოველივეს  რაც  სამყაროს  შემოქმედს  შეუქმნია.  ვაკვირდებოდი  და  ყველგან  მხოლოდ    იმ  სიბრძნის  დადასტურებას  ვაწყდებოდი,  რაც  დიდმა ბუდამ__გაუტამა  შაკია-მუნიმ__უანდერძა  ადამიანებს  და  რასაც  იგი  ქადაგებდა და  ასწავებდა,  ხოლო  შემდეგ მისი ნათქვამი  სიბრძნე  სხვა  წინასწარმეტყველებმაც  განავრცელეს,  რამეთუ  ყველა  მიწაზე  მოვლენილი ღმერთი: ბრაჰმაც,  მაზდაც  და  იესოც__იმ ერთი,  უზენაესი  ღმერთის  ხორცშესხმანი  არიან დედამიწაზე.
Mმეფე  მცირე  ხანს  ჩაფიქრდა.  Mმას  ახლა  უფრო  მოეწონა  ეს  მოხუცი,  ვიდრე მაშინ,  წლების  წინ,  როცა  ეგონა  რომ  მან  მათრახი  მხოლოდ იმიტომ გადაუჭირა  ზურგზე,  რომ მისი  ამტანობის  გამოცდა  სურდა.
__მეფეო,  მე  მაშინ  იმიტომ გადაგკარი  მათრახი,__თითქოს მიუხვდაო, განაგრძო მოხუცმა,__რომ  მეჩვენებინა: ამ  ქვეყნად  მრავალი  სხეულებრივი ტანჯვა  და  ტკივილი  არსებობს,  და    როცა  ამ  ტკივილს  დაითმენ, იმ  დროს  შენ  შენი სხეულის  პატრონი ხდები, ეს სულმა შეძლო    ამ  შენი ტკივილის  დათმენა  და სხეულიცა  და  სულიც ერთიანი  გახდა.  სწორედ  სხეულისა  და  სულის  ერთობას  ქადაგებს  ბრძენთა უბრძნესი  ბუდა  შაკია-მუნი.
__შენ  გინდა სთქვა,  მოხუცო,  რომ  ტკივილი  გვაიძულებს  სულიერ  სიმტკიცეს  ვუხმოთ?__შეეკითხა  ვახტანგი.
__არც უმაგისობაა, მეფეო, ტკივილი  და  ტანჯვა აღვიძებს  ჩვენში არსებულ საწყისებს  და  ისინი  უფრო  მტკიცედ  ერთდებიან ერთმანეთში:  ცეცხლს,  წყალს  და მიწას,  აგრეთვე  ვრცეულობასა  და  რაც  მთავარია,  სულის  მიმოქროლვას.  ტანჯვა  არის  ყველაფრის  დასაწყისი  და  დასასრული, და  ჩვენ  ვმოქმედებთ  ისე, რომ  ეს  ტანჯვა  აღარ  განმეორდეს,  მაგრამ  ამას  ვერ  ვაღწევთ  და  ასე ვართ  უსასრულო  ტანჯვაში.
__რატომ, ბრძენო  მოხუცო, განა  არ  ძალგვიძს  ისე ვიმოქმედოთ,  რომ  ტანჯვა  თავიდან  ავიცილოთ?
__ვიმოქმედოთ  დიდო  მეფეო, თუ  არ  ვიმოქმედოთ?__შეუბრუნა  კითხვა  მოხუცმა,__რა  ვიცით,  რომელი  სჯობია:  ქმნა  თუ  არქმნა?  Aადამიანმა  უნდა  იფიქროს  ერთი  დღე,  ათი  დღე,  ასი  დღე, მზერა  უნდა  ჩაიღრმაოს,  ჩაიბრუნოს, სულის  სიღრმეებს  ჩასწვდეს,  და  არც  ეს  იქნება  საკმარისი,  რომ  მიხვდეს:  იმოქმედოს  თუ  არ  იმოქმედოს?  Dდა  სანამ  არ  დარწმუნდება  რომ  მისი  მოქმედება  უფრო  საჭიროა,  ვიდრე  უმოქმედობა,  ანდა  პირიქით, აი  მაშინ  უნდა  გადადგას  შესაბამისი ნაბიჯი. Aამის  გაგება  და  მიღწევა კი  ყველას  არ  ძალუძს,  და  ვინც  ამას  მიხვდება__ისაა  ჭეშმარიტი  ბრძენი.
__როგორ  უნდა  მივხვდეთ:  ქმნა  სჯობს  თუ  არაქმნა?  რას  გვასწავებ  შენ,  ბრძენო  მიმდევარო შაკია-მუნისა?
__ო,  დიდო  მეფეო!  Uუწყოდე,  რომ  ამ  ქვეყნად  არსებობენ ორგვარნი  სხეულნი:  ქმნადნი  და  არაქმნადნი, ანუ  ისინი,  ვინც  იშობა  და  ისინი,  ვინც  არ  იშობა. ისინი,  ვინც  იშობა,  განწირულნი  არიან  დაბერებად  და  სიკვდილად;  ვინც  არ  იშობა,  მარადიულნი არიან.  Aადამიანის  მიზანი  უნდა  იყოს  ის,  რომ  გახდეს  მარადიული, ანუ   იქცეს  იმად,  ვინც  არ  ბერდება.
__როგორ  უნდა  გახდეს  ადამიანი  მარადიული?__შეეკითხა  მეფე.
__თუ  ადამიანი  მიაღწევს  და  მისწვდება  იმ  ჭეშმარიტებას,  რომ  შეიცნობს თავის  თავს  და გაიგებს  როდის  სჯობია  ქმნა  და  როდის  არაქმნა, ის  წარმავალიდან  იქცევა  წარუვალად, და  ეს  უნდა  იყოს  ყველა  ადამიანის  ცხოვრების  უმთავრესი  აზრი,__განმარტა  მოხუცმა,__სწორედ  ეს  შეიცნო  შაკია-  მუნი  გაუტამამ  და  იქცა  ბუდად  ანუ  გასხივოსნებულად.   Aაქედან  შორსაა  ვინდჰიის  მთები,  სადაც  ოდესღაც  ცხოვრობდა  ერთი  კაცი,  სახელად  ასიტა. აი  იმ  ასიტამ შეიტყო  რომ  დაიბადებოდა  შაკიების  გვარში  ყმაწვილი,  ვინც  შემდეგში  ბუდა  გახდებოდა,  რომლის  მოძღვარიც იყო არადფა  კალამა, რომელმაც  ბუდას  ასწავლა  ის  სიბრძნე,  რამაც  მას   შემდეგში  გონება  გაუცისკროვნა.
__ვინ  იყო  ეს  არადა  კალამა,  ვინც ბუდას  სიბრძნე  გადასცა?__ჰკითხა  მეფემ,  რომელიც,  როგორც  ყოველი  ბრძნული  აზრების  გაგონებისას, ახლაც  მეტად  გამოცოცხლებული  უსმენდა  მოხუცს.
__ო, არადა  კალამა  უამრავ არამიწიერ  ცოდნას  ფლობდა!__აღტაცებით  წარმოთქვა  მოხუცმა,__ის  იყო ბერი  და  მან  შეიცნო  სრულყოფილება,   ეს  მან  ასწავლა   ჩაღრმავება  საკუთარ  სულში  იმგვარად,  რომ  შაკია-მუნი  უერთდებოდა  მსოფლიო  სიბრძნეს  და  ამ  ცხოვრებიდან  გადიოდა,  რასაც  აკინჩანაიატანა  ჰქვია.   იმ  არადა  კალამამ  გადასცა  ბუდას    ხუთი  მადლის ნება: იმისთვის,  რომ  ადამიანი შეუდგეს  ხსნისკენ  მიმავალ  გზას,   აუცილებელია  რწმენა, სიფხიზლე, სიმამაცე, ჩაფიქრება  საკუთარ  სულში თავის  არსზე  და ბოლოს, სიბრძნისკენ  მისწრაფება.   Aამ  ყველაფრის  შემდეგ  ადამიანმა  უნდა  ესწრაფოს  სული  გაათავისუფლოს  სხეულის სურვილებისგან,  მოიქცეს  სწორად,  ანუ  დასძლიოს  არასწორად  მოქცევის  ძალა__ვიპრატიაია, გონება  გააცისკროვნოს ანუ ამბჰისამპლავად აქციოს,   თუმცა  ეს  ყოველივე  ყველას არ ძალუძს, ო,  ბრწყინვალე  მეფეო...
__მაგრამ,  ბრძენო,  თუ  სულს  სხეულისგან  გავათავისუფლებთ, ეს  ხომ სიკვდილია?__შეაწყვეტინა  მეფემ,  რომელიც  გულდასმით  უსმენდა  მოხუცს,__განა  სული  უსხეულოდ  იარსებებს  მიწიერ ცხოვრებაში?
__ო,  მეფეო!__შესძახა  მოხუცმა,__სწორედ  ამის მიღწევაა ბრძენთა  უბრძნესად გახდომის  მსურველის  მიზანი და მას  მიაღწევს  კიდეც,  თუ  სხეულებრივს  დასძლევს,  ისევე  როგორც  გაღივებული  და  ამოსული თესლი  იშორებს    თავის  გარეკანს, ჩენჩოს! თუ  ეს  ბედნიერება  უწერია ადამიანს  და  თუ  შეძლო  განდგომა  ყოველგვარი  მიწიერისგან,  ის  გახდება  ისეთი  არსება,  რომელსაც  სხეული  აღარ  ამძიმებს,  აღარ  ამძიმებს  ცოდვები,  სურვილები, სწრაფვანი, ანუ  აღარ  იტანჯება,  ესე  იგი,  სრულყოფილი  ხდება  და  მისი  ყოფნა  არის  მარადიული  გარინდება,  არაფრის  მოქმედება, რაც  ნეტარებაა  და  რასაც  “ნირვანა”  ეწოდება.Dდა  სწორედ  ამას  მიაღწია  ბუდამ.
__როგორ  უნდა  მიაღწიო  იმას  რომ  სულმა  დაძლიოს  სხეული?
__  სხეულებრივი  მოთხოვნები   უნდა   უარყო  და  სულიერზე იზრუნო  მხოლოდ.
__სხეულებრივ  მოთხოვნებს რას  უწოდებ?
__სიხარბეს,  ამპარტავნებას,  სიმდიდრისკენ  სწრაფვას,  შურს, მრუშებას, უვიცობას, განდიდების სურვილს...
__სამშობლოს,  მშობლიური  ქვეყნის  განდიდებას  თუ უწოდებ     შენ  სწორედ  სხეულებრივ  სურვილს?
__დიახ,  ასეა,  ყოველგვარი  განდიდებისკენ  სწრაფვა...
__ნუთუ ბუდას  არ  სურდა  თავისი  ქვეყანა  კიდევ უფრო განედიდებინა?        
__ბუდამ  დაძლია  ეს  სურვილი.  სხვაგვარად  ის ბუდა  ვერ  გახდებოდა.
__თუ  ასეა,  მე  არ  ვიწონებ  ამ  შენს სიბრძნეს, მოხუცო.
__ასეც  ვიცოდი,  დიდო მეფეო. შენ  სწორედ  იმიტომ  ხარ  ასე  შორს  წამოსული, რომ  განდიდება  გწადია.
__განდიდება  არა  ჩემი,  არამედ__ჩემი  ქვეყნისა.
__ასე ამბობთ  ხოლმე  მეფენი,  თუმცა  სინამდვილეში  საკუთარი  ზრახვანი გამოძრავებთ.
__და  არც ის  მესმის,  ამ ქვეყნად  სული  როგორ  უნდა  მოწყდეს სხეულს.  ნუთუ  ბუდას  ასეთი  რამ სწამდა?
__სიმართლე  რომ  გითხრა, მეფეო,  თავიდან,  ვიდრე  ბუდა  გახდებოდა,  შაკია-მუნი  ამბობდა:  “განა  ვინმეს  ცეცხლი  უნახავს  მისი გარეგნული  შესახედაობისა  და  სითბოს გარეშეო?”
__აი,  ხომ ხედავ,  მოხუცო!
__მაგრამ,  დიდო მეფეო,   ის  მაშინ  ჯერ  კიდევ  არ იყო  ბუდა!
__და  რა  თქმა  უნდა,  ცოდვებიც  ჰქონდა?
__შესაძლოა, Mმაგრამ  მაშინ ის ბუდა  არ ყოფილა!__გაიმეორა  მოხუცმა,__ო,  მეფეო,  შენ  ვერ  გამიგე:  როდესაც სული  სხეულისგან თავისუფლდება, ის  სხვა  არსებად  იქცევა!    აი  ეს მოხდა  შაკია-მუნის  თავზე და  ის  ბუდად  იქცა. მაგრამ  მსურს  მოგახსენო,  რომ  იმდენად  ბრძნულია  ეს  აზრები,  რომელთა  მცირეოდენი  ნაწილიც  მე  მოგახსენე__ზღვაში  წვეთი,  რომ  საჭიროდ  მიჩნს  შემდგომშიც  გესაუბრო  მასზე  თუ  ინებებ.  Aახლა  კი,  თავი  რომ  არ  შეგაწყინო,  ერთ  სიმღერას ვიმღერებ  მხოლოდ.
Dდა  მოხუცმა  მშვენიერი ხმით  წამოიწყო:


ვასატი დევო იათა სუგიტამ,
შანნა მე კუტიკა სუკჰა ნივატა,
სიტტამ  სუსამაგიტანსა მაიჰამ
ატჰა სე პატჰაიასი პავასა  დევა.

თქვენს  ენაზე,  მეფეო,  ეს  საგალობელი  ასე  ჟღერს:


ღმერთი  ისე  ასხამს  წვიმას, თითქოს  ლამაზ  სიმღერას  მღერის,
მე  კი  ჩემს  ქოხში მშვიდად ვზივარ,  სადაც ქარი  არ  უბერავს,
ვზივარ  და  ჩემს აზრებს  ერთად  ვუყრი  თავს,
Dდა  თუ  გნებავს,  აწვიმე  მარად,  ღმერთო!



როდესაც მეფემ ეს  უცხო  ენაზე  შესრულებული  სიმღერა  მოისმინა,  ფეხზე  წამოდგა  და  მოხუცს გულზე  ოქროს ძეწკვით  მცირე მრგვალი  ფირფიტა  ჩამოჰკიდა,  რომელზედაც მთებიდან  ამომავალი,  სხივებგაშლილი  მზე  იყო  გამოსახული. ეს ფირფიტა  სულ  ახლახან  გადახდილ  ბრძოლის  შემდეგ  მოართვეს  კავადის  მომხრე დამარცხებულმა   სპარსელებმა.
Mმოხუცმა  ინდოელმა  დახედა  საჩუქარს  და  მზერა  კვლავ  მეფეს  მიაპყრო:
__ო,  მეფეო, შენ  გგონია  რაკი  ეს  ოქროა,  რომელიც    კეთილს  ბოროტად  გადააქცევს  და  ბოროტს  კეთილად,  და  მე  მიბოძე, დიდად  გამახარე?   ვუწყი,  რომ  ის  შენს  ქვეყანაში  ბევრი  იშოვება, და  უფრო  მეტი მოიპოვებოდა, განსაკუთრებით  სადღაც  მთებისა  და  ზღვის  შესაყარზე,  სადაც  ის  ბრძენები  ცხოვრობდნენ,  რომლებმაც  ოქროს  სხვა  ლითონებიდან   მიღების საიდუმლო  იცოდნენ.   Eეს  საიდუმლო მეც  ვუწყი,  ამიტომ  უამრავი  ოქრო  მაქვს  ჩემს  მღვიმეში,  და  ჩემთვის  მისი შექმნა ისევე  იოლია,  როგორც  წყაროდან  წყლის  დალევა. Mმაგრამ იცოდე,  ოქროს  მხოლოდ  უბედურება  მოაქვს და  არა ბედნიერება,  ამიტომ ის  ჩემი  ოქრო  ისევ  ჩემთან  რჩება.
__მოხუცო,  ვხედავ  შენ  ყველა  ბრძენზე  აღმატებული  ხარ...…
__ო,  არა,  მეფეო,  ყველა ბრძენზე  უბრძნესი  მხოლოდ  Gგაუტამა  იყო, შაკია-მუნის  ტომიდან,  რომელმაც  ჭეშმარიტება შეიცნო.  Mმე მასთან  შედარებით  მხოლოდ ერთი  პაწია  მღილი  ვარ.
__მაგრამ  ოქროს მიღების საიდუმლო  ხომ  ბევრ რასმე  ნიშნავს,  აგრე  არაა,  მოხუცო?
__ო,  მეფეო, თავისთავად ოქრო  არაფერია,  მას ძალას  მხოლოდ ადამიანები  აძლევენ...  მისი  მიღება  შესაძლებელია,  თუ ხელთა  გვაქვს  შავი  დღვილო,   რკინის  სუფთა  ნაქლიბი,   წითელი  გოგირდი,  ბორაქსი,  წითელი  დარიშხანი,   ვერცხლი და  იმ  მცენარის  წვენი,  რომელსაც  ინდოეთში  სომას  ეძახიან.  Aაი  ესენი  უნდა  შეურიო  თავ-თავის  წილებად,  მაგრამ  ეს  საკმარისი არაა:  საჭიროა დუმილი, რომელიც  ყველა სიბრძნეზე  ბევრად მეტია, წმინდა  ცეცხლი, სავსე მთვარის  ღამე,  და რა  გგონია  ყველას შეუძლია  ოქრო  შექმნას? Aარა,  ეს  მხოლოდ ყველაზე  ბრძენებს, ყველაზე წმინდანებს  და ღმერთთან განდობილებს შეუძლიათ.
__ახლა  აღარ  მიკვირს  რად  ვერ  დასთმო  შენთან  საუბარი  ჩემმა კარის  მგოსანმა,  რომლისთვისაც  მიმიტევებია  ჩემდამი  გამოჩენილი  მცირე  ურჩობა,__უთხრა  ვახტანგ  მეფემ  თავდახრილ  მოხუცს  და  ვარაზსაც  კეთილი  თვალით  გადახედა, __მაგრამ  შენ  ეს  მითხარი, ბრძენო  გოპატი, ჰინდოთ  კიდევ  თუ  აქვთ  სხვა  სიმღერები  და  ჰიმნები,  რაც  ჩემს  ყურადღებას  მიიპყრობს?
__ო,  მეფეო,      ღმერთები  არ  დამძრახავენ,  და  განსაკუთრებით  ინდრა  მათ  შორის,  თუ  მოგიხსენიებ  იმ  სახელით, რითაც  სწორედ  ინდრას  მოვიხსენიებთ: “ჩაკრა”,  ესე იგი “ძლევამოსილი”,   რამეთუ  შენ  ძლევით  გამოგივლია  გზა  ქართლიდან  ამ  წმინდა  მდინარე ჰინდამდე.  Dდიახ,  მეფევ  ჩაკრა, შენ  ამ  მდინარე  ჰინდის  გადალახვის  შემდეგ  საოცრებათა  ქვეყანაში მოხვდები,  უამრავ  რამეს  ნახავ,  გაიგონებ,  შეეხები, შენი  გონება  უთვალავ  რაიმეს შეიცნობს,  მაგრამ  არაფერია  იმაზე  დიადი, რაც  ჰინდო  ხალხს  შეუქმნია  უდიდესი  შაირის  სახით,  რომელსაც  ჰქვია  “მაჰაბჰარატა”,  მრავალ ნაწილთაგან  შემდგარი.  Aაი  მასში  ამოიკითხავ  უდიდეს  სიბრძნეს, რომლის  მსგავსი  ადამიანის აზრს  არ  შეუქმნია.  ესაა  ლექსთა  ლექსი,  სიბრძნეთა  სიბრძნე, სადაც  ღმერთები  აფრქვევენ  შესანიშნავ  აზრებს, რომლებიც  უნდა  მივიღოთ  და  აღვასრულოთ.  Mმასში  არის  ბრძოლაც,  ძლევაცა  და  მარცხიც, შურიც,  მტრობაც,  ტრფობაც  და  ღალატიც,  ქალის სილამაზეცა  და  მიმზიდველობაც, რაც  ასე  ატკბობს  ჩვენს  თვალსა  და  სულს.
__მაშ  თუ  ასეა, გოპატი,  გვასმინე  თუნდ  მცირე  შაირი  მაგ  მშვენიერი  პოემისა  და  დაატკბე  ჩვენი  სმენა,__უთხრა  მეფემ.
__სიამოვნებით  დიდო  მეფეო,  ვხედავ  რომ  შენში ამ სიბრძნეთა  სიბრძნის სიყვარულმა  გაიღვიძა, მაგრამ  რადგან  ჰინდოთა  ენას  შენ  არ  იცნობ,  მისი  ჰანგის  მშვენიერება  შენთვის  მიუღწეველი  დარჩება,  თუმცა  მე  ვეცდები  შენს ენაზე  ავაჟღერო   ერთი  სტროფი  ამ  დიდი პოემიდან.  Aაბა მისმინე, როგორ ამკობს მეფე  დუშიანტა  მშვენიერ  ასულ  შაკუნტალას,  რომელიც  პირველად  დაინახა:

ვით  ვარდი  ახლად  გაშლილი,  ბაგენი  მისი  ფერია,
ეს  ქალი  კი არ  იქნება, არამედ  ნაზი  ფერია,

ამშვენებს ტანი__ალვის  ხე, მკლავები__ალვის  რტოები,
სახე_ფაქიზი, უმანკო, ყვავილად  ნასაზრდოები,  

მოხუცმა  სიმღერით  წარმოთქმული  ეს  სიტყვები  დაასრულა  და  მეფეს  შეხედა,  რომელსაც  ეტყობოდა  რომ  ძალიან მოეწონა  Gმოსმენილი.
__გნებავს კიდევ  წარმოვთქვა  რაიმე  ამის  მსგავსი?
__კეთილი,  მუხუცო.  სიამოვნებით  მოვისმენ.



__მან,  შაკუნტალამ მიიტაცა მთლად  გული ჩემი,
სულით  და  გულით,  მთლად  სხეულით  მის მონად  ვრჩები,

მას  ვერ სცილდება ფიქრი  ჩემი, მის  გვერდით  მოსჩანს,
მას  მიეწრაფის  ვით ქარისგან მღელვარე  დროშა.

შემყვარებია ამა  ქვეყნად  ყველაზე  მეტად,
თუ  არ  ვიხილე  ჩემად__ვიცი  დავრჩები  კენტად,

მწამს რომ ჩემდამიც ჩაუვარდა მას  ტრფობა  გულში,
დე  ასე  იყოს__ერთსულ  ვიქმნათ  ჩვენ  სიყვარულში...  



__კარგია,  მოხუცო,  დიდად  მასიამოვნე  შენი  სიმღერებით. Aაწ ნება  მომიცია  წახვიდე,  ხვალ  კი  კვლავ  მეახელი, რამეთუ  შენ  უკვე  უწყი  ენა  ჰინდოთა,  და  ძალგიძს  შეიტყო  მათი  ნათქვამი  და  ჩვენიცა  ამცნო.
__მადლობას  მოგახსენებ,  დიდო  მეფეო,  აწ  გიახლები  და  ამ  ჭაბუკსაც  თან  წავიტან,  ვასწავებ  რაიცა  ენებების,  უკეთუ  მისი  სურვილიც  იქნება.
__ფრიად  საშურ  საქმესაც  იქმ,  მოხუცო. ვარაზო,  კიდევ  ერთხელ  უნდა  გასწიო  სამსახური შენი  მეფის  წინაშე, ამჟამად  კი  ჰინდურად  გაიტეხო  ენა,  ისწავლო,  ლექსნი  და  აზრნი  მათნი აითვისო,  რამეთუ ქართლი განძლიერდების  ყოვლითა  კეთილითა  აზრებითა,  რომელნიცა  გვასწავებენ  რამ  კეთილსა  და გვმატებენ სიმხნესა  და სიბრძნესა.
მეორე  დღეს,  როგორც   ვახტანგი  ვარაუდობდა, ის  და  პეროზ  შაჰან_შაჰი ერთმანეთს  უნდა  შეხვედროდნენ.     Mმეფე ამდენი ხანი  ცდილობდა  თავი აერიდებინა  პეროზ  შაჰისადმი  წარდგომისთვის, მიუხედავად  იმისა  რომ  მან არაერთხელ  გაუგზავნა  წვევის  წერილი  და  არაერთხელ იხმო  თავისთან.  Gგარდა  ამისა,  პეროზმა  მას  რამდენჯერმე საჩუქრებიც  აახლა. Gგასახსენებელია  ისიც,  რომ  შაჰან_შაჰმა  თავის  დროზე  შეიწყნარა  ვახტანგის  თხოვნა  ცოლად  და დედოფლად    მიეცა    ერთ-ერთ ცოლთან__ბაქტრიის მეფის  ასულთა__შეძენილი ულამაზესი ბალენდუხტი   და  დიდი  პატივით  გაუგზავნა  ქართლს,  თან  კი  მზითვად  ქართლის  სამხრეთით  მდებარე   ქვეყანა__სომხითი__უბოძა,  რომელსაც ისევ  სპარსელთა  ნებით  აგერ  უკვე  სამ  ათეულზე  მეტია  მეფე  უკვე აღარ  ჰყავდა.
მაშინ  პეროზი  მძლავრი  და  მორჭმული  მეფეთ_მეფე  იყო  მთელი  ირანისა  და  ანერანისა.  Uუფროსი  ძმა__ორმიზდი__ტახტიდან  ჩამოაგდო  და  სიცოცხლეს  გამოასალმა,  უმცროსი  ძმები ვალარში და  მასთან  ერთად კავადი მეტად  მრწემები იყვნენ  და  მათგან  საშიში  არა  მოდიოდა  რა.  დიდებულ  ქალაქ  ქტესიფონში  განცხრომით  ცხოვრობდა  და  ნებივრობდა, ზოგჯერ  ჰეფალებს  ეომებოდა, ზოგჯერ  კი  ერთი  კუსტაკიდან  მეორეში  გადადიოდა  დიდი  ამალითა და    მცველებით, იღებდა  და  გასცემდა  მდიდრულ  საჩუქრებს  და  ხმელთაშუა  ზღვის  ნაპირებიდან ჰინდის  მდინარემდე ყველა  მის  მზეს  ფიცულობდა...
მაგრამ  მერმე  დროება  შეიცვალა.   სპარსეთში  არნახული  გვალვა  ჩამოწვა:  მთელი  შვიდი  წელიწადი  მთელს  ქვეყანაში წვეთი    ნამი არ ჩამოვარდნილა.  ხალხი დაიმშა,  გაღატაკდა,   უბედურნი სახლებს სტოვებდნენ  და  უგზო-უკვლოდ  გარბოდნენ, ანდა  შაჰან_შაჰის მოხელეებს  ევედრებოდნენ  თითო  მუჭა  ხორბალს  და  მათაც, სხვა რა გზა  ჰქონდათ, სამეფო ბეღელები დახსნეს, ხალხსაც გადასახადები აპატიეს, ხოლო თავად პეროზი  იძულებული  გახდა  ბიზანტიის  იმპერატორისთვის სესხად  ფოლიც  კი   ეთხოვა.
 ამ  ყველაფერმა  ჩაიარა.
ვალარში და  კავადი წამოიზარდნენ  და  ურჩობის  გზას  დაადგნენ,  ოლქების  უმრავლესი  განმგებლები__მალიქები  და  შაჰრდარები მიიმხრეს,  ჩრდილოეთით  ჰეფთალებს  დაუკავშირდნენ,  რომლებმაც  თავის  მხრივ ჰინდის  ნაპირას  მცხოვრები გუპტების  სამეფო  საგვარეულო    განაზრახეს  და  ყველა  ერთად პეროზს დაუპირისპირდა,  სწორედ  ისე,  ლომს  რომ  წინ  გადაუდგნენ  მგლები,  აფთრები,  ტურები,  ვეფხვებიც კი...
ლომი  ლომია  და  ყველას  გაუსწორდება__ერთადაც  და  ცალ_ცალკეც, მაგრამ  ბოლოს  ისიც  დაიღლება  და  ღონე  გამოელევა.  სწორედ  აგრე  დაემართა  პეროზსაც,  და ამიტომაც  უხმო  დამხმარედ ქართლის  ახალგაზრდა,  მამაც,  შემართებულ,  უკვე მრავალ  ომში  გამარჯვებულ მეფეს,  თავის   სიძეს,  იმ  იმედით, რომ  მასთან  ერთად     მოწინააღმდეგე  ხროვას გადამწყვეტ,  სასიკვდილო დარტყმას  მიაყენებდა.
თითქოს  იმედიც  გაუმართლდა:  სწორედ  ვახტანგ  მეფემ  შეძლო  და  ბოლო  მოუღო ერთ-ერთ მთავარ  მოქიშპეს__კავადს, რითაც  საგრძნობლად  დაასუსტა  ვალარში__ერთად-ერთი  ცოცხლად  დარჩენილი ძმა- მოწინააღმდეგე.  Pპეროზს  იმედი  აქვს  რომ  ახლა  უკვე თავისი  და  ვახტანგ  მეფის  გაერთიანებული ლაშქრით, რომელსაც,  იმედია,  ბიზანტიელნიც  მოერთვიან,  უკანასკნელ  ძმასაც გაანადგურებს და  კვლავ  გახდება  ერანისა  და  ანერანის  ერთადერთი  მორჭმული მეფეთ_მეფე.
დიახ, ამის  იმედი  აქვს  პეროზს.
მაგრამ  რას  ფიქრობს  თავად  ვახტანგ  მეფე,  რა  განზრახვა  ტრიალებს  მის  გულში?
ამას  ჯერ  მეფე  არავის უმჟღავნებს, იქნებ  თავის  თავსაც  კი,  თუმცა  მხოლოდ ერთხელ,  ყმაწვილობისას.  პირველ  დარბაზის  სხდომაზე,  რომელიც  მამის__მირდატის__გარდაცვალების  შემდეგ  შედგა,  ვახტანგმა  სხვათა  ნათქვამის  საპასუხოდ,  რომელიც  ქართლის  ასარჩევ  გზას  შეეხებოდა,  ასე  იკითხა:  “რატომ  ბიზანტია?   რატომ  სპარსეთი?”  და  ამ  კითხვას    იგი  შემდგომში  მხოლოდ  ასე  პასუხობდა:  “__მხოლოდ ქართლი!”  აი  ეს  იყო, არის  და  იქნება  მისი  ერთადერთი  არჩევანი,  უმტკიცესი  და  უმართლესი.
დაე  პეროზს სწამდეს,  რომ  ვახტანგი  სულით  და  გულით მისი  ერთგულია. დაე პეროზს  სჯეროდეს,  ქართლის  მეფემ  ეს  შორეული  გზა იმიტომ გამოიარა,  რომ  მისი მხარდაჭერა  სწადდა.  Dდაე  პეროზი  იმედოვნებდეს,  რომ  ვახტანგი  თავისი  და  ქართლელ  მოლაშქრეთა  სისხლის  ფასად  მოსპობს  მის  დარჩენილ  ძმასაც__ტახტის  მაძიებელ  მოსისხლე ვალარშსაც,  ვითარცა  კავადი გამოასალმა  სიცოცხლეს.  Dდაე  პეროზი სულდგმულობდეს  იმით, რომ  ქართლის  მეფე  მისი დიდებისა  და  ერანის  ძლიერებისთვის  იბრძვის.  Dდაე...
დიახ, ქართლი! ესაა  ვახტანგის  ცხოვრების  უმთავრესი  აზრი,  მიზანი,  მისწრაფება, მისთვის  იბრძოლა  უამრავ  ადგილას,  მისთვის  დაღვარა  თანამოძმეთა  სისხლი,  მისთვის  ჩაუყარა  საფუძველი  ახალ  დედაქალაქს,  სხვა  მრავალ  ქალაქებს,  ციხეებს,  ეკლესიებს...  მისთვის შემოიმტკიცა  ჩრდილოეთი  და  სამხრეთი  მიწები,  მისთვის  სწადია სრულიადიქართლად  გააერთიანოს  კავკასს  სამხრეთით, ჩრდილოეთით  და  აღმოსავლეთით  მდებარე  მხარეები, მისთვის  ჩავიდა  იერუსალიმს  და    პატრიარქ  მარტირიუსს  შეუთახმდა  ქართლის  ეკლესიის  თავისთავადობაზე...  მისთვის  ლაშქრობს ჰინდოთა ქვეყანაში__აგრე  შორეულ,  სამაგიეროდ  უმდიდრეს  ქვეყანაში...  მისთვის    ეახლება  შაჰან_შაჰ  პეროზს,  მის  განკარგულებას  დაუმორჩილებს  ასე  გალაღებულ  და ბრძოლებში    გამოცდილ  ქართლის  ლაშქარს...   ყველაფერს  გააკეთებს,  რომ  პეროზის  ხელით  თავისი  მიზნები  აღისრულოს__ქართლი  გააძლიეროს,  განავრცოს  და  განამტკიცოს,  გაამდიდროს  თავისი  უმთავრესი  მიზნის  აღსასრულებლად,  რის  მიღწევაშიც  თვით  უფალი  დაეხმარება,  რამეთუ წმინდა  არს აზრი მისი: იგი,  ვინც  სამშობლოსთვის  იბრძვის,  მუდამ  გამარჯვებულია.
ხოლო  როდესაც  ქართლი  ისე გაძლიერდება,  გაფართოვდება,  განმტკიცდება და   მისი  საჭურჭლენი  ოქრო_ვერცხლით  გაიტენება,  რაც  აუცილებელია  ისეთი  დიდი  მიზნის  განხორციელებისთვის,  როგორიც ვახტანგს  დაუსახავს,  ვახტანგ  მეფეს, ვახტანგ  გორგასალს,__მაშინ  დადგება  ჟამი  მოქმედებისა და  იმედია    მაშინაც  გაიმარჯვებს,  რის  შემდეგაც  ქართლი  გახდება...  დიახ,  ქართლი გახდება  ისეთი ქვეყანა, რომლის  ტოლი,  მსგავსი  და  შესადარი  არც  ერთი  ქვეყანა  აღარ  იქნება  არცა  ლაშქრით, არცა ქალაქ_ციხეების  სიმტკიცით,  არცა  აყვავებით,  და  რაც  მთავარია  იგი გადაიჭიმება  პონტოდან  კასპიამდე,    კავკასის  ჩრდილოეთიდან   თვით  ტიგროსსა და  ევფრატამდე...
და  ეს დრო  შორს  აღარაა.
… უდაბნოს  მოწითალო  ფერი უკვე  შეცვალა  ბუჩქებისა  და ბალახების  სიმწვანემ,  თუმცა  კლდოვანი  და  ქვა_ღორღიანი  ადგილები  კვლავ  საკმაოდ  მოჩანდა,  სიცხეც  ჯერაც  გაუსაძლისი  იყო  და  მოლაშქრენიც,  დაოსებულნი, სულს  ჯერაც  ძლივს  ითქვამდნენ. ცხენებს  ხომ  უჭირდათ  და უჭირდათ, უღონოდ  ფეხებს  ძლივას მიათრევდნენ,  სამაგიეროდ  აქლემები  მოდიოდნენ  ყოჩაღად და  გაუჭირველად  და  ქანაობ_ქანაობით  მოჰქონდათ  ზურგზე  აკიდებული  მძიმე  საპალნეები.
Pპეროზ  შაჰან-შაჰის  ბანაკი  ჯერ  არსად  ჩანდა.
შუადღისას ქართლელები  ფერდობს  მიუახლოვდნენ,  რომლის  იქით   ჰინდი  მდინარე   გაწოლილიყო.
  ვარაზს ცხენი თავის  მეგობრებთან  ერთად   მოჰყავდა,  თუმცა  მათს  გადალაპარაკებას  ყურს  არ  უგდებდა  და  გუშინდელ  საუბარზე  ფიქრობდა  იმ  უცნაურ  და  ბრძენ  მოხუცთან,  რომელსაც  თითქმის  მთელი  ქვეყნიერება  შემოევლო  და  ჰინდოთა ძველთაძველი  წიგნები  ისევე  კარგად  იცოდა,  როგორც  მათი   სიმღერები  და  თქმულებები.  Gგაახსენდა  როგორ  ჰყვებოდა  მოხუცი მეტად დიდი  შაირის  შინაარსს,  რომლის  სახელიც  ვარაზმა  ვერ დაიმახსოვრა  და  როგორ  ახსენებდა  იმ  პოემაში სწორედ   ვეებერთელა  გველს,  რომელიც  უნასთა  მეფეა  და  რომელსაც   ათასი  თავი  აქვს.
აი  ამ  გველზეო,  ამბობდა ის  მოხუცი, დგას  დედამიწაო.  ის  მოხუცი  ამ  გველის  სახელსაც  ახსენებდა,  რომელიც  ისევე  გამოითქმებოდა, როგორც ქართლელთა  ენაზე  “ჯირკი”  თუ  “ნახშირი”,  მაგრამ  ზუსტად  კი  ვერ  დაიმახსოვრა  ვარაზმა.
რად  გაახსენდა  გველი  ვარაზს? Hო, იმიტომ რომ  მდინარეები,  ჰინდოთა  ქვეყანაში  თუ  სხვაგან,  და  ეს ჰინდიც,  სწორედ გველებივით  არიან გაწოლილები  და როგორც ის  ქვეწარმავლები  იკლაკნებიან, ეს  მდინარეებიც ხან  მარჯვნივ   მისრიალებენ,  ხან  მარცხნივ,  ხანას სულაც მთლიანად  მარყუჟს  შეკრავენ ხოლმე.
ჩვენში  უამრავი მდინარეაო,  ამბობდა  ის  მოხუცი.  ალბათ  ის  ზღაპრული გველიც  იმიტომაა  ათასთავიანი.
იმ  გველთან  შეხვედრამდე  კი  ქართველებს  სხვა  გველი  უნდა  შეხვდეს, ახლა  უკვე სპარსელი  გველი,  რომელსაც  შაჰან_შაჰი  პეროზი  ჰქვია.  რატომაა  გველი? თუნდაც  იმიტომ,  რომ  როგორც  უხსენებელი  დაჟინებული  მზერით იტყუებს  და  მერმე უცებ  პირს  სტაცებს ხოლმე მსხვერპლს,  ისე  პეროზმაც  თავის მსხვერპლად  აქცია  ქართლელები,  ჩაიტყუა  რა  შორეულ  სპარსეთში  და  ჰინდოთა  ქვეყანაში,  სადაც  დღემდე  არც  ერთ  ქართლელს  ფეხი  არ დაუდგამს. პეროზს  სურს  რომ სწორედ გველივით  შთანთქას  ვახტანგ  მეფის  ლაშქარი,  მოწინააღმდეგეს  შეაწყვიტოს,  რითაც   ქართლს  დაასუსტებს,    და  მათი    დაღვრილი  სისხლით  თავად  გაძლიერდეს  და  განმტკიცდეს.
ვახტანგ  მეფე  ერისთავებთან ერთად  ბექობს  გაადგა  და  თვალი  ჰკიდა  ვეება  მინდორს,  სადაც  ადამიანები  ჭიანჭველებივით  ირეოდნენ,    მიმოდიოდნენ  და  ხან  ჯგუფდებოდნენ,  ხან  ისევ გაიშლებოდნენ, მხოლოდ  ველის  შუაგულში  მოჩანდა შედარებითი სიმშვიდე,  იქ,  სადაც  ყვითელ_წითლად  მორთული  ფართო  კარავი  იდგა,  რომელსაც  წრედ  შემორტყმოდნენ  გუშაგები, მოშორებით კი რამდენიმე  მცირე   ფანჩატური  მოეწყოთ, ხოლო იმის  იქით    ბაკში  მომწყვდეული ცხენები  მოჩანდა.
ვახტანგ  მეფემ მდუმარედ  უმზირა  იმ  დიდ  კარავს,  რომლის  წინ მაღალ ჭოკზე ასევე  წითელ_ყვითელი  დიდი  დროშა  ფრიალებდა.  როგორ  განსხვავდებოდა  ეს  ჭრელი, ჭყეტელა  ქსოვილი  ქართლელთა  სადა,  სპეტაკად თეთრი,  წითელარშიამოვლებული წმინდა  გიორგის  გამოსახულებიანი  დროშისგან,  რომელმაც  ძლევით  შემოიარა მთელი  ჩრდილოეთი,  დასავლეთი და  სამხრეთი  კავკასია  და  აქ,  შორეულ  ქვეყანაში  კიდევ  ერთხელ  გახდა მოწმე ქართლელთა  სახელოვანი  ბრძოლისა  და   გამარჯვებისა! დროშა,  რომელიც  ჯერ  არასოდეს  დახრილიყო,  არათუ  დაცემული და  მტრისგან  ოტებული  ყოფილიყო!
Nნეტავ  თუ  ასევე  ძლევით  იფრიალებს  მომავალ საუკუნეებშიც  ეს დროშა, გორგასლიანი, ქართლელთა  თავზე? Nნეტავ  თუ  გამოჩნდებიან  გმირნი,  მსგავსად  ვახტანგ  მეფისა,  გორგასლისა,  რომელნიც  არასოდეს  დახრიან მას  მარცხის  ნიშნად და  სახელოვნად, უძლეველად  გადასცემენ  თაობიდან თაობას,  შვილთა  და  შვილიშვილთა?
ღმერთო, ნეტამც  აგრე  იყოს, ნეტამც  მტერს  ვერასოდეს ენახოს  იგი დამაცხებული, შერცხვენილი  და  მგლოვიარე!
ვახტანგ  მეფე  კი  გასცქეროდა  პეროზ შაჰან_შაჰის კარავს  და გრძნობდა,  რომ  ახლა  დგებოდა  ის  ჟამი, როდესაც მას,  ქართლის  მეფეს,  ყველაზე  მეტად  უნდა  გამოეჩინა  ვაჟკაცობა,  სიმამაცე,  გონივრულობა, ეშმაკობა და გამჭრიახობა,  რათა ქართლისთვის  კიდევ  უფრო მეტი  სამსახური  გაეწია  და  ის მიზანი,  რომელსაც იგი  მთელი ცხოვრება  გულში  ატარებდა,  საბოლოოდ განეხორციელებინა და სინამდვილედ  ექცია.
აღმოჩნდა, რომ  პეროზმაც  უწყოდა   ქართლელთა  ლაშქრის  მოახლოება  და  ვახტანგ  მეფის  დასახვედრად  საპატიო  და თანაც მრავარიცხოვანი ამალა  გამოეგზავნა, რომელსაც  ნივდპეტი მოუძღოდა. Aდამხვდურნი  დინჯად  ვიდოდდნენ,   სურდათ ქართლელებზე  თავიანთი  აღმატება ეჩვენებინათ, ნივდპეტსაც  ოქროს  არგანი  ეპყრა, ძალზე ძვირფასი სამოსი ეცვა და  თავზეც  თავისი  სახელოს  შესაფერისი  გვირგვინი  ედგა,  რომელზეც  ძვირფასი  თვლები  ბრჭყვიალებდა  და  ციალებდა. Nშუახნისას  გრძელი ჭაღარა წვერი  და  უფრო  გრძელი  თმა მოუჩანდა,  რომელიც  დიაცივით  კავებად დაეგრაგნა  და  ლენტებითა  და  ოქროს  სამშვენისებით  შეემკო.  ფეხთაც  ოქრონემსული ქოშები  ეცვა, ჭვინტაწეული, პატარა  ქუსლებით, რომლებიც  ზოგჯერ  ქვიშაში ჩაეფლობოდა ხოლმე  და გაღიზიანებული ცეცხლმსახურთა  თავი ტუჩებშეჭმუხვნით    იღებდა  ფეხს.
ვახტანგ  მეფეც  საზეიმოდ  გამოწყობილიყო,  მაგრამ  სპარსელ  დიდებულთაგან განსხვავებით,  მისი ჩაცმულობა  უფრო  მხედრული და  საბრძოლო იყო,  თუმცა  მშვიდობიანობასაც წარმოსახავდა.  თუ  ნივდპეტს გრძელი,  ფართო  მოსასხამი მოუჩანდა მხრებზე,  რომლებზედაც  ერთ კალთაზე მზე   და მთვარე  იყო  ამოქარგული,  მეორეზე  კი   დაგზნებული   ცეცხლი,  რომლის  ქვემოთ  სხვადასხვა  ნიშნები მოჩანდა,  ვახტანგ  მეფეს ჯაჭვის  პერანგის  ზემოდან  მოკლე  კვართი ეცვა,    უსახელო, რომელზედაც  ოქროს  შვიდკუთხა,  პატიოსანი თვლებით  მოოჭვილი   გულსაბნევი  უბრწყინავდა, წელზე  ჩვეულებრივ  საბრძოლო  ხმალი  ერტყა,  მცხეთელი  მეიარაღის  ნახელოვნები,  სწორედ  ის, რომელიც  ნიკოფსისიდან  დაბრუნებულს  საზეიმო  მიღებაზე მოართვეს ხმლის  ოსტატებმა  და  რომელიც  მეტად  მოსწონდა;  ლურჯი  შარვალი   აბრეშუმისა  იყო,  ბიზანტიაში  დამზადებული, მტკიცე  ქსოვილისა,  მაგრამ თხელი,  რაც  სწორედ  რომ  მისწრება  იყო  ამ   აუტანელ  სიცხეში;
Nნივდპეტი  არ  ელოდა  რომ  რაიმე  განსაკუთრებულსა და  გასაოცარს  ნახავდა და  მოისმენდა ამ,  მისი აზრით, საიდანღაც  გადმოხვეწილი  მალიქისგან,  რომლისთანებიც  მას  ბევრი  ენახა შაჰან_შაჰის  კარზე, იმ  კარზე, სადაც  შინაურსა  თუ  უცხოს მუდამ თვალს  ჭრიდა ბრწყინვალება და  ყველა  სხვა  დიდებულის,  ერანელის  თუ  ანერანელის,  მეფის, მალიქის  თუ  შაჰრდარის  გამოჩინებულებას დიდად აღემატებოდა. ამიტომ  ნივდპეტმა  მხოლოდ უბრალოდ  შეავლო  თვალი, როგორც ის  ფიქრობდა,  სპარსეთის  ერთ-ერთ  ქვეშევრდომსა  და  მის  ჩაცმულობას  და  ალბათ მართლაც   არ  განცვიფრდებოდა, მასპინძლის  თავზე  მუზარადი  რომ არ  დაენახა,  ის  მუზარადი,  რომელიც უკვე  სახელგანთქმული იყო  მთელს ახლო  თუ  შორეულ  აღმოსავლეთში  და რომლის  პატრონიც  მხოლოდ ერთი  მეფე იყო:  ქართლის,  ბოლო  ხანს  უზომოდ განმტკიცებულ_გაძლიერებულ_გაფართოებული ქართლის,  მბრძანებელი  ვახტანგი,  გორგასალად  წოდებული.
მუზარადი,  რომლის  გამოც  დაერქვა ვახტანგს  გორგასალი  ანუ მგელ_ლომიანი,  ნამდვილად ღირს  რომ  აღვწეროთ და  შთამომავლობას  გავაცნოთ  ისეთი,  როგორიც  იყო  და  მტრებს  თუ  შიშის  ზარს სცემდა  და მუხლებში  ძაბუნს  უყენებდა,  მოკეთეს  იმედს  აძლევდა  და სიხარულს  ანიჭებდა,  რამეთუ იმ მხედარს,  ვისაც ის  ეხურა, თანამოძმეთა  და  თანამზრახველთათვის  სწორედ  რომ  შვება   და  სიხარული მოჰქონდა,  გამარჯვების  წყურვილს  უღვივებდა  და  სულითა  და  სხეულით  განამტკიცებდა, ხოლო მოქიშპეთ  და ბოროტგანმზრახველთ მარჯვენას უდუნებდა  და  მოსალოდნელი მარცხის  სიმწარეს  ნათლად  წარმოუდგენდა. Aაი  როგორი  გახლდათ ეს  მუზარადი, საქვეყნოდ ცნობილი  და სახელგანთქმული სხვა დიდი მეფეების  საომარ  თავსარქმელთა  შორის:
ის,  რომ  უმტკიცესი  ფოლადისგან გამოჭედილსა  და   შეკრულ_შემტკიცებულს წინ  მგელი ჰქონდა გამოსახული, უკან  კი  ლომი,  ეს უკვე  არაერთგზის  ვახსენეთ; ამ  ორი  ნადირის  თავიდან  უფრო  მგელი  იყო  საჩინოდ  და მეტყველად  გამოყვანილი,  ისე  რომ ვინც შეხედავდა, მაშინვე  ამ უწურთვნელ  ტყიურს  შეიცნობდა:  ნადირს  ხახა  დაეღო,  ეშვები  ელვარედ  გადმოეყარა, თითქოს  ვინმეს  გაფატვრასა და გაგლეჯას  უპირებსო,   კბილებთან  ერთად ენაც  კი მოუჩანდა  წითლად  შეღებილი,  რა  არის  და  სისხლიანიაო,  დრუნჩიც  კარგად ჰქონდა  წინ  წამოწეული,  თვალები  ანთებოდა,  გეგონებოდა  შიგ  ცეცხლი გიზგიზებსო, მაღლა  კი,  ზემოთ,  თავზე,  წვეტიანი გრძელი ფოლადის  ეკალი  მოუჩანდა, რომელსაც  შეეძლო  მტრის  მახვილი აესხლიტა და ფირფიტების  მოქლონებით შემაერთებელ ლასტივით მსხვილ ზოლზე გადაეგდო, ამ ლასტს  კი ვერა  მახვილი  ერთ  ნაკაწრსაც   ვერ  დაამჩნევდა.
Aაი  ასეთი გახლდათ  ჩვენი  დიდი მეფის ვახტანგ  გორგასალის  მუზარადის წინა  მხარე,  რამაც  ისე  ძლიერ  გააოცა  სპარსელი დიდებული,  რომ  კარგა ხანს  თვალი  ვერ  მოაშორა.  Mმუზარადის  უკანა  ნაწილი  კი  ნივდპეტს აღარ  დაუნახავს, რადგან გაახსენდა  რომ  დრო იყო  მოციქულობას  შესდგომოდა. Mმან  მხოლოდ  ის  დაიდასტურა,  რომ ვახტანგს  ეს მუზარადი  ახლა  მომაღლოდ  ეხურა,  ზარადიც აწეული  ჰქონდა  და  დიდი, ჭკვიანი,  გამსჭვალავი  ღრმა  თვალებით უცქერდა,  ხოლო  ამ თვალებში სიმტკიცე და გამჭრიახობა  გამოსჭვიოდა.
__მბრძანებელმა  მთელი  ერანისა და  ანერანისამ,__დაიწყო ელჩმა,  რადგან  პირველი  სიტყვა  მასზე  იყო,__დიდი  მაზდა  აჰურას  რჩეულმა,  მტერთა  შემრისხავმა და ქალაქთა  და ციხეთა  დამანგრეველმა,  ვის  წინაშე  თრთის ქვეყნიერების ოთხი  მხარე  და  ამ ოთხ მხარეს  მცხოვრები  ყველა  ხალხი,  დიდმა მეფეთ_მეფემ,  ძემ  დიდი იეზდიგერდისამ, ბრწყინვალე  ფარვიზმა  ღირს  გყო  შენ,  მეფევ  იბერიისა,  დიდი  ბედნიერებით,  რათა ეახლო მას, მუხლი მოიყარო წინაშე  მისსა  და  მორჩილ  ექმნე  ყოველსა ბრძანებასა  მისსა.
__ფრიად  ბედნიერ  ვარ  დიდ  შაჰან_შაჰთან  ხლებით, ოდეს  უფალი  მომანიჭებს  სიხარულსა  აღმატებულსა  ვიხილო  ღვთივგასხივოსნებული  სახე  მისი,__წარმოთქვა  ვახტანგმა,__ყოველსა  მდგომარეობასა  ზედა  მე  შევთხოვდი  მაღალ ღმერთს  კეთილად  ყოფილიყო  შაჰან_შაჰი,  გვირგვინი  მთელი  სპარსეთისა  და  რჩეული    ბედისა,  რათა  იმარჯვებდეს     სწრაფვანი მისნი,  განსამტკიცებლად  მისისისა საბრძანებლისა  და  ყოველთა  ქვეყანათა,  დიდთა  და  მცირეთა, რომელთაც  დაუსახავთ  ბრწყინვალე  მეფეთ_მეფე  თვისთა  მფარველად და  ესწრაფვიან  ბედნიერსა  მზერასა  მისსა.
Pპირველი  სიტყვა  მისალმებისა  თქმული  იყო, ახლა შეიძლებოდა    საქმეზე  გადასულიყვნენ  და  შაჰან_შაჰ  პეროზთან იბერიის  მეფის  წარდგენაზე  მოელაპარაკათ.
Mმართლაც,  ნივდპეტმა  მოისურვა  შეეტყო  თუ  ვახტანგ  მეფესთან  ერთად  იბერიის  რომელი  დიდებულები  წარუდგებოდნენ  კიდევ  შაჰან_შაჰს,  რა  საჩუქრები  უნდა  მიერთმიათ    პეროზისთვის  და  რამდენი, ჰყავდა  თუ  არა  ჩამოყვანილი  იბერიის  მეფეს  შაჰან_შაჰისთვის  ყოველწლიური  ხარკის  სახით  ყმაწვილი  ქალები  და  ჭაბუკები, რამდენი  მეომარი  ახლდა    ლაშქრად  იბერიის  მეფეს  და  კიდევ  მრავალი  სხვა,  რაზედაც  მან დამაკმაყოფილებელი  პასუხი  მიიღო და  ისღა  დარჩენოდა,  თვით  დარბაზობის  თაობაზე ეთქვა  სიტყვა:
__შენ,  იბერიის  მეფევ, დიდი  ბედნიერება  გელის,  რამეთუ   წარსდგები  მთელი  ერანისა  და  ანერანის  მბრძანებლის  წინაშე, ვინც თავად  უზენაესი  ღმერთის__აჰურა  მაზდას  ხორცშესხმა  და  მოადგილეა  დედამიწაზე,__გაიმეორა  ნივდპეტმა,__ამიტომ ხამს  წარუდგე  ისე,  ვითარც ღმერთთა  წინაშე  წარსდგებიან.
__როგორ  წარმოუდგენია ნივდპეტს იბერიის  მეფის  ხლება  შაჰან_შაჰ  პეროზთან?__ჰკითხა  ვახტანგ  მეფემ.
__ყველა,  ვინც დიდებული  შაჰან_შაჰის თვალთა  წინაშე  გამოცხადდება,  პირქვე  ეცემა  და  შუბლს  შეახებს იატაკს  ან  მიწას    და ჰკოცნის, თვალები  დახრილი  აქვს  და  ვიდრე  შაჰან_შაჰი  არ  უბრძანებს, თავს  არ  ასწევს,__განუმარტა  ნივდპეტმა,__ასევე მრავალნი  ემთხვევიან  ფეხზე,  რომელსაც  თავზე  იდებენ,  ნიშნად მორჩილებისა.  ვაი  მას,  ვინც  პროსკინესს  არ  შეასრულებს! უსაზღვრო  იქნება  მასზე  რისხვა შაჰან_შაჰისა  და  ვერაფერი იხსნის  უმკაცრესი  სასჯელისგან!
ვახტანგ  მეფემ  მშვენივრად უწყოდა  რომ  ასეთი  წესი  მართლაც  იყო  მიღებული  შაჰან_შაჰის  კარზე  და  მისი  დანახვისას  ყველა  მოკვდავი  პირქვე  ეცემოდა  და  მიწას  ჰკოცნიდა,  მაგრამ მტკიცედ მიიჩნევდა,  რომ  ეს  წესი  მხოლოდ  სპარსელებზე  ვრცელდებოდა,   რომლებიც  შაჰან_შაჰის  ქვეშევრდომნი  იყვნენ,  თავად  კი  სულაც  არ  მიიჩნევდა  თავს პეროზის  მორჩილად  და  ქვეშევრდომად,  გულის სიღრმეში  მაინც,  ამიტომაც  პროსკინესზე  უარი  განაცხადა:
__გეტყვი  შენ, ნივდპეტო, რომ ეგ  წესი  მხოლოდ  ერანელთ  შეეხება, მე  კი იბერიელი  გახლავარ, სადაც  მეფის  წინაშე  ქედს იხრიან,  იჩოქებენ  კიდეც, მაგრამ პირქვე  არ  ეცემიან  და  არც  მიწას  ჰკოცნიან.
_-მაგრამ ნუ  გავიწყდება,  ო,  იბერიის  მეფევ,  რომ  აქ  სპარსეთია და  შენ დიდი  შაჰან_შაჰის  წინაშე  უნდა  წარსდგე,__ნივდპეტის  ხმაში გაღიზიანება  გაისმა.
__დიახ, მაგრამ თავად  შენ  შეგახსენებ,  ნივდპეტო,   რომ  მე არ  ვარ  ერანელი,  არც  ვიღაც  უბრალო  მონა,  გინდ შაჰრდარი  ანდა მალიქი,__არანაკლებ გაღიზიანდა  ვახტანგ მეფეც,__და  ისიც გახსოვდეს,  რომ  შენ იბერიის  მეფეს ელაპარაკები!
__იბერიის  მეფეს,  რომელიც  დიდი შაჰან_შაჰის ხელდებულია  და  მას ემორჩილება!  Aასე  რომ  არ  იყოს, იბერიის  მეფევ,  განა აქ  ჩამოხვიდოდი,  ასე  შორს  შენი  ქვეყნისგან?
მაშინ  ვახტანგმა  კიდევ ერთი საბუთი  მოიშველია:
__მაგრამ მე  ხომ ქმარი  ვარ  შაჰან_შაჰ პეროზის  ასულის, ბალენდუხტისა! Aაქ  სწორედ  იმიტომ ჩამოვედი  ჩემი მამაცი  მოლაშქრეებით,  რომ  აღვასრულო  შაჰან_შაჰის  სათხოვარი  და დავეხმარო მას  მტრების  განადგურებაში!
Mმაგრამ  ნივდპეტი  ურყევი  იყო. ვინ  იცის, თავად  პეროზისგან  იყო დარიგებული,  რათა  ვახტანგ მეფე  თავისი  ნების  მორჩილად ჰყოლოდა.
__დიდებული შაჰან_შაჰი არავის  არაფერს სთხოვს,  გარდა  უზენაესი ღვთაების__მაზდა აჰურასი! Mმან გიხმო  შენ, როგორც  ქვეშევრდომი და  შენ უნდა დამორჩილებოდი!  Dდიახ,  ახლაც უნდა დაემორჩილო  და აღასრულო ის  წესი,  რაც  უცილობელია  ყველასთვის, ვინც მის მზერის  ქვეშ  აღმოჩნდება!  თანაც,  იბერიის  მეფევ,  მართალია  შენ  ქრისტიანი  ხარ  და  შესაძლოა  აპირებ  თქვა  რომ  ეს  წესი  მეფეთ_მეფის  წინაშე  წარდგომისა  მიღებულია  ერანში,  სადაც  აჰურა  მაზდა  უზენაესი  ღვთაებაა,  მაგრამ  უნდა  შეგახსენო,  რომ  მეფის  წინაშე  მიწაზე  დაცემის  წესი  თვით ბერძენ  იმპერატორებშიც  იყო  მიღებული,  ისინი  კი განა  ქრისტეს  არ  აღიარებენ?  Gგანა  არ  უწყი,  რომ  ყველა,  ვინც  კი იმპერატორს  ეახლება,  მიწაზე    უნდა  დავარდეს  და  შუბლით  მიწას შეეხოს,  რადგან  იმპერატორი  ღმერთის  ცოცხალ  სახიერებად  ითვლება?  ნუთუ  ეს არ  გსმენია?  Kკიდევ  მეტსაც  გეტყვი,__ნივდპეტმა  წამით  თვალები ზე  აღმართა, თითქოს  რაღაცას  იხსენებსო,  და  განაგრძო:__პროსკინესი  შემოიღო თვით  დიდმა  ალექსანდრემ  თავის  ლაშქარში  და  მისი  მეომრებიც  სწორედაც  რომ  ასრულებდნენ  მას!
__დიახაც  მსმენია,  დიდო  ნივდპეტო,  როგორ  არ  მსმენია ბიზანტიის  იმპერატორთა  კარზე  მაგ  წესის არსებობის შესახებ,__მიუგო  ვახტანგ მეფემ,  რომელიც  ცოტა  არ  იყოს  გააკვირვა ერანელი  დიდმოხელის  მიერ ბიზანტიელთა  წესების ცოდნამ,__ისიც  მახსოვს,  რომ  ალექსანდრე  მაკედონელმა მართლაც  მოითხოვა მებრძოლებისგან  ასე  მისალმებოდნენ  მას, თუმცა  ისინი  სულაც  არ  ასრულებდნენ მას დიდი  ხალისით. მაგრამ  მე  ვიტყვი  მხოლოდ  შუბლით  მიწის შეხებაზე და  არა  მიწის  კოცნასა  და  ფეხის  ამბორზე, ამასთან  ეს ბერძნების  წესია, მე  კი  ბერძენი  არ  გახლავარ,  მე იბერიის  მეფე  ვარ და  შეგიძლია  გადასცე შენს მბრძანებელს,  რომ როგორც ჩამოვედი  და  ლაშქარი  ჩამოვიყვანე,  რათა  დავხმარებოდი D მას__შაჰან_შაჰს, ჩემს  სიმამრს, ასევე შემიძლია  უკან  გავბრუნდე და  ჩემი  მეომრებიც  იბერიაში  დავაბრუნო!  დიახ!
ერთ  ხანს ნივდპეტი  უხმოდ უცქერდა ვახტანგ მეფეს,  რომელიც  მისი აზრით,  მეტად ურჩობდა  და  არ  ემორჩილებოდა შაჰან_შაჰის  კარზე  მიღებულ წესთაგან  უმთავრესს. Aარც  ვახტანგ  მეფეს  მოუცილებია მზერა,  რომელშიც  საკმაო რისხვა  იხატებოდა,  რადგან      არ  იყო მიჩვეული  მის  მიმართ  ესდენ  მოთხოვნებს.
Bბოლოს  ნივდპეტმა ღრმად  ამოისუნთქა  და  წარმოთქვა:
__მე, დიდი  პეროზის  მონა, მორჩილად მოვახსენებ  მას  შენს სიტყვებს.  Dდაე  მან  გადაწყვიტოს  ყოველივე,  შენ  კი,  იბერიის  მეფევ,  ხვალ  შეგეძლება  ბედნიერებას  მისწვდე  დიდებული  შაჰან_შაჰის  ხილვით  და  მასთან  ერთად  იხილო  მისი  მახლობელი  ადამიანები__მისი  ცოლნი,  ასულნი  და  სხვა ერთგულნი,  მრჩევლები  და  სხვადასხვა  სატრაპიიდან ჩამოსული  სტუმრები.
__კეთილი,   ნივდპეტო,  ვაფასებ  შენს  თავაზს, ხოლო ოდეს  ვიხილავ მეფეთ-მეფე  პეროზის  ღვთივშთაგონებულ  სახეს, დავტკბები  მისი  სიბრძნის  უმაღლესობით.  შენთვის კი ამ  შეხვედრის  აღსანიშნავად  ეს მცირე  საჩუქრები  მოგვირთმევია.
Mმეფის  ნიშანზე  კარავში  ლაშქრის საჭურჭლის  განმგებელი გამოჩნდა, რომელმაც  მდაბლად  თაყვანი  სცა   ვახტანგ  მეფეს  და  ვერცხლის   ლანგრით  ძვირფასად  მოოჭვილი ოქროს  გულსაკიდი და სამაჯურები შემოიტანა,  რომლებიც მოწიწებით  დახარა  ნივდპეტის  წინაშე.
Nნივდპეტის  თვალებში სიხარბის ცეცხლმა იელვა, მაგრამ  ეს  მხოლოდ  წამით, რადგან  მეორე  წამში  მან გულგრილი სახით  აიღო ყელსაბამი  და ხელებზე  გადაიფინა,  თან  მოასწრო  და  სამაჯურებიც  მოირგო:
__კარგი  ნაკეთობანი  ჩანს.
__დიახ,  დიდო  ნივდპეტო, აგრე  გახლავს,  ჩვენი  ოსტატების  ნახელავია, მცხეთელი  ოქრომჭედლებისა,__დაუდასტურა ვახტანგ  მეფემ და დასძინა:__უკეთუ შენ კვლავაც არ  დაივიწყებ  ამ  შეხვედრას, და  დიდი  შაჰან_შაჰის  მრჩეველთაგანაც მრავალნი გამოჰყვებიან  სიტყვასა  შენსა, ქართლელნი  მადლიერებას  არ მოგაკლებენ. Aაბა  გაიხედე!__ და  ვახტანგმა  ანიშნა  კარვის  კალთა აეწიათ,  რომლიდანაც  მშვენივრად გამოჩნდა  ცეცხლისფერი  ულაყი, საოცრად  მოხდენილი, ყელმოღერებული,  მღელვარე  ძუა_ფაფარით,  თვალებს  რომ აბრიალებდა,__ვგონებ  ნივდპეტს ასეთი  ცხენი  არსად  უნახავს.
__მრავლად  არიან ჩემს  საჯინიბოში  ულაყებიცა  და  ფაშატებიც, სხვადასხვა  ქვეყნიდან  ჩამოყვანილი  და  სხვადასხვა  სისხლისა,  მაგრამ  უნდა  ვაღიარო,  რომ  ასეთი მართლაც ჯერ  არსად შემხვედრია,__დაეთანხმა  ნივდპეტი, რომელიც  კვლავ ცხენს  გასქეროდა,  იქამდე,  ვიდრე  კარვის  კალთა  არ  დაიხურა,__პეროზის მრჩეველთაგან კი  მრავალი გაიზიარებს  შენს  მეგობრობას,  იბერიის  მეფევ,  განსაკუთრებით  კი   დაფირპეტი, რომელიც  შენი  თანამეცხედრე  ბალენდუხტს ნათესავად  ერგება, და  რომლისაც ყველაზე  მეტად  სჯერა  პეროზს,  რადგან ჯერ  ბაგეთაგან მისთა  არასდროს  გამოსულა  რამ   სიცრუე  და  მბრძანებელი  შეცდომაში  არასოდეს  შეუყვანია.  გირჩევ  მასთან მტკიცე  მეგობრობას,  აგრეთვე  ერთ-ერთ  ფრამატარს,   რომელმაც  იცის  რა  დროს  რა  უნდა  თქვას. Dდე  შენი ერთ_ერთი  დიდებული  თან  გამომყვეს  და მე  მას  ახლავ შევახვედრებ  იმ დაფირპეტს.    მაგრამ  ეს  მითხარი__როგორ  სალამს  უძღვნი  დიდებულ  პეროზს?
__ისეთს,  დიდებულო  ნივდპეტო, როგორიც  მოგახსენე.  ქართლის  მეფე  არავის  წინაშე  მიწას  არ  განერთხმება. Dდაე  მტკიცედ  ირწმუნო  ეს!
__კეთილი,  ვეახლები ბრწყინვალე შაჰან_შაჰს და  შენს  სიტყვებს  გადავცემ.
და  ნივდპეტი გამომშვიდობების  ნიშნად  ფეხზე  წამოდგა, ვახტანგ  მეფემ კი  თავის  ძუძუმტე  ერისთავს  უხმო.
__არტავაზ,__ხელით  ანიშნა  მეფემ  მომიახლოვდიო,__დადგა  ჟამი  რომ  დიდი  ხნის  წინ  ჩაფიქრებული  მიზანი  პეროზ  შაჰან_შაჰთან  ჩვენი  ერთგული  მოხელის  ყოლისა  განვახორციელოთ,__უთხრა  ვახტანგმა,__შევიტყვე  რომ  შაჰან_შაჰის  ერთ-ერთი დაფირპეტი  ბალენდუხტ  დედოფლის  ბიძაშვილია  და  ამდენად,  ჩვენთან დაახლოებაზე უარს არ  იტყვის,  მით  უფრო,  თუ  ძვირფას საჩუქარსაც მიართმევ. ეცადე დაუახლოვდე  და  ჩვენს  კაცად  გახადო  პეროზის  კარზე,  გაუშინაურდი  ბევრს  რასმე  დაჰპირდი  და  დაპირებისას არც  ჩემი  სახელი  დაგავიწყდეს.   Dდა   აი რა   კიდევ,__ვახტანგ  მეფე  შეჩერდა  და  ერისთავს  თვალი  თვალში  გაუყარა,__ეცადე  უეჭველად  გამიგო  კვლავ  შაჰან_შაჰთანაა  თუ  არა  ეგრისის  მეფე,  გუბაზი,  რომელიც  ვერსად  მოვიხელთე  რომ  პატიოსნად  შევბრძოლებოდი  და  დამემარცხებინა,  რათა  ამიერსა   და  იმიერსა ქართლსა  მეტოქე  აღარავინ  მყოლოდა. არტავაზ,  შენი  გამჭრიახობის  იმედი მაქვს, მოინადირე  დაფირპეტი, ყველანაირი  დაპირება  შესთავაზე, რასაც  საჭიროდ  მიიჩნევ.
ვახტანგ მეფე  მაინც  უკმაყოფილო  დარჩა  თავის  კარავში, თუმცა  დარწმუნებული  იყო  რომ  სწორად  მოიქცა,  რადგან ვინმეს  წინაშე  მიწაზე ხოხვას,  გინდაც  იგი  ერანის დიდი  მბრძანებელი შაჰან_შაჰი  ყოფილიყო, იბერიის მეფე  სიკვდილს არჩევდა, მით  უფრო,  რომ იცოდა  პეროზს  რა  დიდი იმედი  ჰქონდა  მისი  დახმარებისა  როგორც  საკუთარი ძმის,    ისე  ჩრდილოეთით  მცხოვრებ ჰეფთალთა  წინააღმდეგ. Aამიტომ   დარწმუნებული  იყო,  რომ  შაჰან-შაჰი  აღარ გაჯიუტდებოდა  და  პროსკინესის  შესრულებას  აღარ  მოითხოვდა. თუ  ასე  არ  მოხდებოდა,  ვახტანგს  გადაწყვეტილი ჰქონდა  მართლა  აეყარა  ლაშქარი  და  უკან, ქართლში გაბრუნებულიყო,  სიმამრი კი  თავისი  უგუნურების  გამო დაე  დასჯილიყო  როგორც  საკუთარი  ძმის,  ისე მოსისხლე  ჰეფთალების  მიერ.
Nნივდპეტმა  მართლაც  შეახვედრა  არტავაზი  დაფირპეტს,  თავად  კი  მბრძანებლისკენ  გაეშურა,  რათა  იბერიის  მეფესთან  თავისი  ხანმოკლე  ელჩობის  შედეგი  მოეხსენებინა.
Dდაფირპეტის მცირე  კარავში  არტავაზს საკმაოდ  უსახური  კაცი  დახვდა,  რომელმაც  მყისვე  დატოვა  ისინი  და  თვალს  მიეფარა.  Aარტავაზმა  მზერა გააყოლა  მას და  ცოტა  არ  იყოს, უსიამოვნებამ  გაჰკრა  გულში, რადგან ამ  შუახნის  ერანელ დიდებულს ცხირიც  მოკვეთილი  ჰქონდა,  მარჯვენა  თვალიც  ამოგდებული  და მარჯვენა  ხელიც   იდაყვს  ქვემოთ  მოჭრილი  მოუჩანდა. არტავაზმა  ერთი კი  მიხედა,  მაგრამ თვალი  აარიდა  და  შემდეგ აღარც  გახსენებია.
დაფირპეტი  მართლაც  მეტად უბრალო, თავმდაბალი,  თუმცა  წესიერი  და  პატიოსანი  კაცი  აღმოჩნდა.  Bბაქტრიის  მეფის  ნათესავი,  იგი  დიდი კმაყოფილებით  შეხვდა  Dთავისი  ნათესავი  ბალენდუხტის   მეუღლის,  ქართლის  მეფის  წარგზავნილს, და  ეს  კმაყოფილება  კიდევ  უფრო გაუძლიერდა,  როდესაც  არტავაზმა  ძვირფასი საჩუქარი  მიართვა  ვახტანგ  მეფის  სახელით:
__ჩვენ  ერთად ვიზრდებოდით,  მე  და ბალენდუხტი,__უთხრა  დაფირპეტმა  არტავაზს  და    საპატივცემულოდ  მსახურთ  მცირე  ტაბლა მოართმევინა,__ყმაწვილობიდანვე  ულამაზესი იყო,  არც  თავნება  და  არც  ამპარტანობა  არ მოსდგამდა.  შევიტყე,  მისი  თანამეცხედრე, თქვენი  მეფე,  მეტად მამაცი  და  გულოვანი  ყოფილა.
__დიახ,  აგრე  გახლავს,__დაუმოწმა  არტავაზმა,__ჩვენმა  მეფემ, ვახტანგმა,  რომელსაც    გორგასალად  უხმობენ,  ანუ  მგელ_ლომიანად, არაერთი  გოლიათი  მოწინააღმდეგე  და ფალავანი  დაამარცხა  და ღვთის  შეწევნით,  კიდევ  მრავალს  მოუღებს  ბოლოს.  იგი  აქ  დიდი შაჰან-შაჰის  ბრძანებით  ჩამოვიდა,  რათა  პეროზმა  ჩვენთან  ერთად  გაანადგუროს თავისი  ძმა  და  ჰეფთალებიც,  რომლებმაც  აგრე ძალიან  შეაწუხეს  მთელი  ერანი.
__დიახ,  შეაწუხეს,  ძალიან  შეაწუხეს,  მაგრამ, __სიტყვა  ჩამოართვა  დაფირპეტმა   და   შეთქმულივით  მოატარა  თვალი სამყოფელში,  ხომ  არავინ  გვისმენსო,__მაგრამ  პეროზმა  ყველაფერი  საკუთარ  თავს  დააბრალოს.
Aარტავაზი  მიხვდა  რომ  ქართლის  დედოფლის  ნათესავი  საკმაოდ  გულგახსნილი  იყო, ან იქნებ პეროზისადმი დიდხანს გულში  ნატარები  ბოღმა  ვეღარ  შეიკავა: ერანმა  ხომ  მისი  ქვეყანა,  ბაქტრია,  თავის  ქვეშევრდომად  აქცია  და  ვინ  იცის,  მის  ტახტზე  ოცნებასაც  მოუღო  ბოლო    და ახლა,  როგორც  კი  სხვა   ქვეყნის  ხალხს წააწყდა, რომელნიც,  მისი  ფიქრით,  მასავით  უკმაყოფილონი  იყვნენ  ერანის ბატონობით,  მათთან მოკავშირეობის  გაბმაც  მოისურვა.  Aასე  იყო  თუ  ისე,  დაფირპეტი  უკვე  ისე  გულახდილად  ესაუბრებოდა  ქართლის    ერისთავს, თითქოს  მისი  უახლოესი და  უერთგულესი  ადამიანი  ყოფილიყოს.
Dდა  არტავაზმაც  საუბარი  თავისთვის სასარგებლო  კალაპოტში  მიუშვა:
__ნუთუ  დიდი  შაჰან_შაჰი არაკეთილსასურველად  და  მისთვის  შეუფერებლად  მოიქცა  და   წინასწარ  ვერ  განსაზღვრა  მის  საქციელს  რა  მოჰყვებოდა?__შეეკითხა  იგი.
__სწორედაც!  სწორედაც რომ უკეთურად  მოექცა  ჰეფთალებს,__მხურვალედ  წარმოთქვა დაფირპეტმა  და  არტავაზს  გაახსენდა,  რომ ბაქტრიელები  და ჰეფთალები  ერთი  მოდგმის  ხალხი  იყო,  რომლებიც დიდად  მეომარნი  იყვნენ   და   სიტყვის  გატეხას  არავის  ჰპატიობდნენ,  არც  მტერს  და  არც მოყვარეს.
Aარტავაზს უცებ  ვახტანგ  მეფის  დავალება  გაახსენდა, გუბაზის  შესახებ,  და დაფირპეტს  მიმართა:
__შენი  ასეთი  კეთილსიტყვაობა და  გულახდილობა იმედს  მინერგავს, დაფირპეტო, შევიტყო  ზოგიერთი  რამ,  რაც  შენ კარგად  უწყი  და  რაც ჩემს მეფეს,  შენი  ნათესავის  მეუღლეს,  სურს რომ  იცოდეს,  ამიტომ ნება  მიბოძე  გკითხო  ეგრისის  მეფის,  გუბაზის  შესახებ,  რომელიც  ამ რამდენიმე  წლის  წინ გამოემგზავრა  სპარსეთს  შაჰან_შაჰის  კარზე.
__გუბაზი?__დაფირპეტმა  თვალები მოჭუტა,  თითქოს  იხსენებსო,__ეგრისის  მეფე?  Dდიახ, როგორ  არა,  შაჰან_შაჰის  კარზე  კარგა  ხანს  იმყოფებოდა.  Dდიახ.
__შევიტყეთ,  შაჰან_შაჰს  შაჰრდარობა  უბოძებია  მისთვის?
__ეგერც  მართალია,  უბოძა,__დაეთანხმა დაფირპეტი,__მასთან  ერთად  მისი  მრჩეველნიც    მეტად  მოეწონა  Pპეროზს, ორივეს  სხვა დიდი  წყალობაც მიაგო,  ამ  ექვსი  თვის  წინ  კი თავის ქვეყანაში გაისტუმრა.
__თავის  ქვეყანაში?__გაიკვირვა  არტავაზმა.
__დიახ, ეგრისში, მაგრამ სათხოვარი  კი  არ  შეუსრულა.
__სათხოვარი?  Gგანა  რას  სთხოვდა  გუბაზი  შაჰან_შაჰს?
__რას  და  ლაშქარს, ლაშქარს ბიზანტიის  წინააღმდეგ.  Eეგ  უგუნური  მეფე  ეგრისისა!  Gგანა  შეიძლებოდა  რომ  პეროზს  მისთვის  ლაშქარი მიეცა? არასგზით! ერანსა  და  ბიზანტიას  შორის  ზავი, თანხმობა  და  მეგობრობა სუფევს, გუბაზს  კი  სურდა  კვლავ დაეპირისპირებინა ერთმანეთთან!  იმისთვის,  რომ  ბიზანტიაზე განაწყენებული  სპარსეთს  შეევედრა  ქვეშევრდომობას, მოიწადინა,  რომ  სპარსეთისავე   ჯარით  ბიზანტიელებისთვის  სამაგიერო  გადაეხადა.  Mმაგრამ  ვის  სცხელოდა  მისთვის!
__გამოდის,  რომ ახლა  სპარსეთსაც შემოსწყრა?
__დიდი  მაზდაც  გასწყრომია! მართალია,  მეც  დიდად  არ  მეხატება პეროზი, მაგრამ  ბიზანტიასთან  ერანის  დაპირისპირება  არც  მე  მწადია! სპარსეთი,  რაც  არ  უნდა  იყოს,  მძლავრი სახელმწიფოა, პეროზიც არ  არის  მთლად  გადასაგდები.  მართალია, თავისი  ძმა  მოკლა,  ორმიზდი,  მაგრამ  ის  მეტად  უნიათო ვინმე  იყო, პეროზი კი ნამდვილი მეფეა!  ასეთი  ძლიერი  მეფე  რომ  არა,  მტრები  მთლად  წალეკავდნენ ერანს!   აქეთ  ვალარშიც  ცდილობს  მისთვის  ტახტის  წაგლეჯას, აბა  ასეთ  დროს  ერთი  ციცქნა  ეგრისის  სამეფოს  გამო პეროზი  ბიზანტიასაც  დაუპირისპირდებოდა?   Mმისი  მრჩეველი რომ  ვახსენე,  ისიც  კარგა  ხანს  ურჩევდა  მოეთმინა,  სპარსეთის  შაჰან_შაჰის  წყალობა  არ  დაეკარგა,  კვლავ  ერანის  მომხრე  ყოფილიყო  და  მისი  უზენაესობა  ეღიარებინა. ჭკვიანი  კაცი  იყო  ის  მრჩეველი!  Gგუბაზს  იგი  გამუდმებით  უმტკიცებდა,   მხურვალედ  უმტკიცებდა  თავის  მეფეს,  რომ  სპარსელნი  გვერჩიოს  ბიზანტიელთო: “ერანელნი  უფრო  კაცთმოყვარენი  და  გულკეთილნი არიან, სიყვარულით  მოგვეპყრობიან და  ჩვენთვის იბრძოლებენ”,  თუ  ჩვენ  არ  განვუდგებით და  კვლავაც  მათი  მოკავშირენი  დავრჩებითო.
იმ მრჩეველთან ერთად ეგრისის  მეფეს  მეორე  მრჩეველიც  ახლდა  თან.  Aაი  ის  სულ საპირისპიროს  უმტკიცებდა  გუბაზს!  ჩვენო,  ეუბნებოდა,  ქრისტიანები  ვართ,  სპარსელნი  კი  მაზდეანები არიან,  ამიტომ  ბიზანტიელები გვერჩივნოს, რომლებიც  ჩვენსავით  ქრისტეს  აღიარებენო! “აბა  რას  დაემსგავსება  ჩვენი  საქციელი,  თუ  უზენაესი  არსების  სასტიკ მტრებს მივემხრობითო?”__ეკითხებოდა  იგი.
Aარტავაზს  არაფერი  უთქვია, ის  კი  გაუკვირდა  რომ  თუ  წეღან დაფირპეტი  პეროზს  აძაგებდა,  ახლა  მისი მომხრე  გამოდიოდა,  მაგრამ   ერისთავი ყველაფერს  გულში  ინახავდა  და მხოლოდ  კითხვის  თვალით  შეჰყურებდა  მოსაუბრეს, რომელმაც  უკვე მშვიდად  განაგრძო:
__ჰოდა,  რაკი  შაჰან_შაჰმა ლაშქარი არ  უბოძა, უგუნურმა Gგუბაზმაც  არ  მოითმინა,  გაწყრა,  ადგა  და  ერთ  დღეს თავის  მრჩევლებიანად ერანი  დასტოვა.
_-მაშ,    როგორც  ჩანს,  გუბაზი მეორე  მრჩეველს  ერწმუნა?
__დიახ,  აგრე  გამოდის. Uუნდა  გითხრა  კი,  რომ  ფუჭი  მოლოდინი  ჰქონდა  გუბაზს, ახლა  მაინც,  როცა  პეროზ  შაჰან_შაჰს  იქით  ესაჭიროება  ჯარი! Aაი  გაიმარჯვებს  იგი,  დაამარცხებს  თავის  ძმას, ვალარშს,  მოსპობს  სხვა  მტრებსაც და  იბერიის  მეფეს,  რომელიც ლაშქრით  მოერთო, გაწეულ  სიკეთეს ათმაგად გადაუხდის.
__როგორც  ჩანს, ის ჰეფთალებიც  მეტად  მეომარი  ხალხია,__ჩაურთო არტავაზმა,  რომელიც  კმაყოფილი  იყო  რომ  იმაზე მეტი შეიტყო გუბაზ  მეფის შესახებ,  ვიდრე  ვახტანგ  მეფე მისგან მოითხოვდა.
__ჰეფთალები? მართლაც მეტად  შემართებულნი და მებრძოლნი  არიან, ამასთან ფრიად სიტყვის  ხალხია,  და  სხვებისგანაც  პატიოსნებას  მოითხოვენ, თუ ვინმეს  შეატყვეს რომ მათი  გაცურება  სურთ, არ დაინდობენ, გამუდმებით  თავს  დაესხმიან, როგორც ჩვენი შაჰან_შაჰის  მიმართ  სჩადიან  და  ჩრდილო_აღმოსავლეთიდან  წამდაუწუმ შემოიჭრებიან ხოლმე.
__განა პეროზ  შაჰან_შაჰმა  უწესო   რამ  ჩაიდინა  ოდესმე  ჰეფთალთა მიმართ?__გაიმეორა არტავაზმა.
Dდაფირპეტმა  დაკვირვებით  შემოხედა  ქართლელ  ერისთავს, რომელიც  დიდი  გულისყურით  უსმენდა,  მერე  ირგვლივ  მიმოატარა  თვალი და    ისევ  პეროზის  მოწინაამდეგედ  იქცა, იმად,  ვინც  შაჰან_შაჰის  საქმეების განქიქებას ეშურება.  არტავაზს    აღარ  გაჰკვირვებია,  იგი  მიხვდა,  რომ  როგორც  ბევრი  სპარსი  დიდებული,  რომელნიც  თავის  დროზე  ან  დამოუკიდებლად  განაგებდნენ  სამფლობელოებს,  ან  ტახტის  მემკვიდრენი  იყვნენ,  მაგრამ  ერანის შაჰან_შაჰმა მათ გამეფების  შესაძლებლობა წაართვა,  სწორედაც  რომ  ორგვარად  აზროვნებდნენ:  ხან  ერთიანი  ერანის  საქმეებს  აქებდნენ,  ხან მის  საპირისპიროს  ქადაგებდნენ.
__ მართალია მას  შემდეგ  ბევრმა  წყალმა ჩაიარა,  მაგრამ ეს ამბავი  ერანში  ყველას  ახსოვს, და რადგან სპარსელნიც  ვერ  ჰგუობენ  სიტყვის  გატეხას  და  მოტყუებას__პეროზმა  კი  თავის  დროზე  სწორედ  რომ ჰეფთალებისთვის  მიცემული სიტყვა  გატეხა  და მათი  გაცურება  მოიწადინა,__დაუნდობლად  კიცხავენ  ყველა მატყუარასა  და  თვალთმაქცს.
ავიდა  რა  ტახტზე,__დაიწყო  დაფირპეტმა,__პეროზს  მაშინვე  მოუწია  ჩრდილოელ მომთაბარეებთან  შეტაკება. ჰეფთალები  მაშინაც  ესხმოდნენ თავს  ერანის  ქალაქებს და  ძარცვავდნენ  და  აოხრებდნენ,  რამაც  საკმაოდ  დააუძლურა  ერანი  და შაჰან-შაჰმა  განიზრახა,  ჰეფთალების  მეფისთვის  თავისი ერთ_ერთი ასულის  მითხოვებით  ჩრდილოეთის  საზღვარზე მშვიდობა ჩამოეგდო.
კუნჰუმ__ასე  ერქვა ჰეფთალების  მეფეს,  რომელიც  შესახედად კარგი  ვაჟკაციც  იყო    და  კარგი მეომარიც,  ამასთან  საკმაოდ  გონიერიც__ერანის  შაჰან_შაჰის  შემოთავაზება  სიამოვნებით  მიიღო, რადგან უცოლო  გახლდა,  და  მათში  გავრცელებული  წესის  მიხედვით,  დიაცს  შეუძლია  მამაკაცი  ქმრობაზე  დაითანხმოს.  Pპეროზის  ასულს  კი  მეტად  ლამაზს  ამბობდნენ, რომელიც  ქალის  უნახავს  გახდიდა მის  ქმარს.
მაგრამ  რა  იცოდა  კუნჰუმ,  რას  უმზადებდა ცბიერი  შაჰან_შაჰი? Uუმზადებდა  იმას,  რასაც  მხოლოდ უზნეო  დეჰყანი თუ  ჩაიდენს,  მაგრამ  მერწმუნე  შენ, იბერიის  მეფის  დიდაზნაურო,  როგორც  თავს  უწოდე  ჩემთან შეხვედრის  დროს,   არც  ერთი  დეჰყანი  არ  მოიტყუება  და   თავის  პატიოსნებას  არ  შებღალავს.
პეროზმა  კი რა  მოიმოქმედა?   მოატყუა  ჰეფთალების  მეფე  და  ასულის ნაცვლად  მისი  მხევალი გაატანა!  შეატყუა! ჩააცვეს იმ  მხევალს სადედოფლო  სამოსი, მორთეს  ძვირფასი  ყელსაბამით,  სამაჯურებითა  თუ  ბეჭდებით, გამოაწყეს ვითარც  მეფეთ-მეფის  ასულს  შეეფერებოდა  და  კუნჰუმაც,  რომელიც  ვერც  კი  წარმოიდგენდა  მსგავს სიმდაბლეს, ის  მხევალი  როგორც  შაჰან_შაჰის  ასული ისე    წაიყვანა  ცოლად!
__მერმე,  ვერავინ  შეიტყო რა  მოხდა  სინამდვილეში? Dდაფირპეტო, ისე  წარმტაცად  ჰყვები  მაგ  ამბავს,  რომ  მგონია  მშვენიერ  ზღაპარს  ვისმენდე!__ვერ მოითმინა  და  ჰკითხა  არტავაზმა.
__ასეთი  რამ მართლაც მხოლოდ  ზღაპარში  ხდება!__დაეთანხმა  დაფირპეტი,  რომელიც თავისივე  თხრობას გაეტაცა,__მცირე  ხნის  შემდეგ  კუნჰუ დაეჭვდა  რომ მისი  ცოლი  ისე  არ  იქცეოდა,  როგორც   ნამდვილი მეფის  ასულს   შეეფერებოდა  და  ქალიც  იძულებული  შეიქნა  სიმართლე  ეღიარებინა.
__და  კუნჰუმაც პეროზს სამაგიერო  გადაუხადა?
__გადაუხადა  და მერმე როგორ!  სასტიკად! Kკუნჰუმ  სამასი  სპარსელი  დიდებული  მიიწვია  რაღაც  დღესასწაულზე  და  პეროზის შური  მათზე  იძია: ყველა  მათგანს  ჯერ მარჯვენა  მოჰკვეთა,  რომ  მის  წინააღმდეგ  ვეღარ ებრძოლათ,  მერმე  მარჯვენა  თვალი ამოთხარა,  ბოლოს  კი  თვითეულს  ცხვირი მოაჭრა,  როგორც  ამას  შეურაცხმყოფელთ  უკეთებენ ხოლმე.
Aამის  გაგონებაზე  არტავაზს  კარავში შემოსვლილსას  შეხვედრილი  კაცი  გაახსენდა,  რომელსაც ხელიც  მოკვეთილი  ჰქონდა,  ცხვირიც  მოჭრილი  და  ცალი  თვალითაც  დაებრმავებინათ.
Dდაფირფეტი მიუხვდა  თუ  რა  გაახსენდა  არტავაზს,
__დიახ,  ერთ-ერთი  იმ სამას  დიდებულთაგანი  შენ  წეღან  იხილე,  იბერიის  მეფის  დიდაზნაურო,__დაუდასტურა  მან  და   ხმადაბლა  დასძინა:__ის  კაცი  მამაჩემი  იყო,   იმ  სამას  დიდებულში  ისიც  ერია.
__მამაშენი?__გაოცდა  არტავაზი.
__დიახ.  სხვები სხვანაირადაც  დაასახიჩრა  იმ  კუნჰუმ: ზოგს  მთლიანად  მოჰკვეთეს  ხელი,  ზოგს  ენა  ამოაჭრეს,  ზოგიც  ორივე თვალით  დააბრმავეს.  Dდა  ეს იმიტომ,  რომ  ფარვიზ  შაჰან_შაჰი  ასეთი  ცრუპენტელა  აღმოჩნდა!
Aარტავაზს  გაუკვირდა  დაფირპეტისგან  თავისი  მბრძანებლის  აგრე უპატიოდ  მოხსენიება,  თუმცა  იმასაც  მიხვდა,  რომ  მეტად  გამწარებული  იყო.
Aამის  შემდეგ  არტავაზს  სხვა  აღარაფერი დარჩენოდა, თუ  არა  თავის  ბანაკში დაბრუნება, ამიტომაც  მასპინძელს მადლი  მიაგო    გულითადობისთვის, გამოეთხოვა    და  ვახტანგ მეფესთან დაბრუნდა,  რათა ამ  მცირე  ელჩობის  ამბავი მოეხსენებინა.
მეორე  დილით შაჰან_შაჰის მესტუმრემ,  რომელიც  ბრწყინვალე  სამოსითა  და ძვირფასეულობით  თავისი  მბრძანებლის  დიდებულებას  გამოხატავდა,  ვახტანგ მეფე    ერანის  მბრძანებელთან  მიიწვია, ისე რომ  წარდგენის  დროს  რაიმე  სავალდებულო წესის  შესრულებაზე  სიტყვაც  აღარ  დაუძრავს.
ვახტანგმა ლაშქარს  ადგილზე  დარჩენა  უბრძანა, თავად  კი  ერისთავებთან  ერთად შავრონზე  ამხედრდა და  შაჰან_შაჰის  სამყოფელისკენ  გაემართა.
კარავთან,  რომელიც  მთლად  ოქროთი  ზიმზიმებდა,  რამდენიმე  წყებად  გუშაგები  იდგნენ.  Yყველას  შუბი  აღემართა  და  მდუმარედ   იყურებოდა, თუმცა,  რა თქმა  უნდა,  ირგვლივ  ყველას  და  ყველაფერს  მშვენივრად  ხედავდნენ,  რათა  საჭიროების  შემთხვევაში  წამიერად  ამოქმედებულიყვნენ  და  შუბებით უკეთურად  მომქმედი  თავხედი  ერთიანად  დაეცხავებინათ.  ეს  ნახევრად შიშველი  მეომრები  არც  სიცხეს იტყობდნენ  და  არც თაკარა  მზეს,  თითქოს  სხეულიც იმ  შუბისწვერივით  ფოლადისა    გახდომოდათ.
როდესაც  გუშაგთა  რიგი  გალიეს, ქართლელებს  წინ  ახლა შაჰან_შაჰის  პირადი  დაცვის  უფროსი  დაუხვდათ  და თავაზიანად  მოსთხოვათ  ყოველგვარი  იარაღ_საჭურველი  იქვე დაეტოვებინათ,  მეფის  გარდა__მხოლოდ  ვახტანგ  მეფეს  ვერ  შეჰბედეს ეთხოვათ ხმლისა  და  მცირე  სატევრის  მოხსნა, რადგან ეს  მისი შეურაცხყოფა  იქნებოდა  და  თანაც  უკვე    არა  მხოლოდ  მის კეთილგანწყობაში,  არამედ  სანდოობაშიც  ეჭვის  შეტანას ნიშნავდა.  წელში  ორად  მოხრილი  მესტუმრე    შაჰან_შაჰის  კარებში  მოწიწებით შევიდა  და  თან  ხელით  ანიშნებდა ქართლის  მეფეს  შესვლას  და თავის  მოდრეკას, მაგრამ ვახტანგმა ქედმოუხრელად  გადააბიჯა ზღურბლს  და მხოლოდ  მაშინ  შეჩრდა,  როცა  უკვე  მაღალბეწვიან  ძვირფას  ხალიჩაზე  შედგა  ფეხი,  ესეც  იმიტომ,  რომ შიგნით  საკმაო  ბნელოდა  და  თაკარა  მზის  გულიდან შესულს ბინდ_ბუნდში რაიმეს  სწრაფად  გარჩევა გაუჭირდა.
Mმაგრამ ეს  მხოლოდ  ორიოდ  წამს  გაგრძელდა:  ვახტანგ მეფის გამჭრიახმა  თვალმა მყის ყოველივე  გაარჩია და  კარგად  დაინახა, რომ  ამ  ვეებერთელა,  ჭრელი  ფიანდაზებით  მოგებულ   სარაფარდის  შუაგულში  მაღალი  ტახტი იდგა, ტახტზე  მოკლედ შეკრეჭილწვერიანი  კაცი იჯდა,  რომელსაც  თითქმის  ყველგან  ოქროს  სამკაული  თუ  მოსართავი  უბრწყინავდა: ყურებზე  და   მაჯებზე ოქროს რგოლები,  მკერდზეც   ოქროს  ლომის  გამოსახულებიანი  ფირფიტა  ოქროსავე  ჯაჭვით, წელზე  ძვირფასთვლებიან  ოქროს  სარტყელს  შენიშნავდა  კაცი,  ზედ  რომ უძვირფასესი  ხმალი ჩამოეკიდა  და  ფეხთაც  ასევე  ყვითლად  მოციმციმე  ლითონის  აბზინდებიანი  და  ქუსლებიანი  ყელმოკლე  წაღები  ეცვა.
ვახტანგ  მეფემ  ახლაც  მხოლოდ  იმდენზე  მოიხარა  თავი, რამდენსაც სტუმრის  მოვალეობა  მოითხოვდა  და  მხოლოდ  მაშინ  წარმოთქვა პეროზის  მესტუმრემ  მშვენიერ  სპარსულ ენაზე  ის  მისალმება, რომელიც  სწორედ  ამ  მესტუმრის  ქართლელებთან  შეხვედრის  დროს  იქნა  შეთანხმებული:
_ერანის  უბრწყინვალეს  მბრძანებელს  მტერთა  ძლევას  უსურვებს    მეფე  იბერიისა ვარან  ხუასრო  თანგ__ვახტანგ, რომელ  იწოდა   გორგასალად, ძე  მირდატისა, ყოვლისა  კავკასიისა  მფლობელი,  ვისაც  ჰმორჩილობენ არა  მხოლოდ  ქართლელნი,  არამედ ლეკნი,  დურძუკნი,  ღლიღვნი,   ჯიქნი,  აფსილნი,  აბაზგნი,  ეგრისელნი,  ტაონი,  კლარჯნი,  სპერნი, რომლისა  საგამგეოსაც ეკუთვნის  სომხითი,  ბოძებული შენს  მიერ, მარადის  უკვდავო მეფეთ_მეფევ მთელი  ერანისა   და  ანერანისა, მზითვად  ასულისათვის  შენისა,  თანამეცხედრესთვის  ამა  ვახტანგისა  გორგასალისა,   რომელიც  გეახლა  შენ  თავისი მამაცი  სპით,  რომელნიც  ისეთივე  შემართებულნი და  გაბედულნი  არიან,  ვითარცა  დიდებული შაჰან_შაჰის მიერ  მტრის ასალაგმავად აღძრული თავდადებული ერანელი   მეომრები...
Dდიდ  სამეფო  კარავში, რომლის  ერთ  კედელთან  შაჰან_შაჰის  ტახტი  იდგა, სამ  და  ოთხ  რიგად ჩაემწკრივებინათ  შედარებით  მომცრო ტახტები,  რომლებიც    ნაკლებ  ძვირფასად  იყო  შემკული,  აგრეთვე სელები, რომლებზეც ერანის  თითქმის  ყველა  დიდებული მოწიწებით  იჯდა  ისე, რომ    შაჰან_შაჰი პირდაპირი დასანახი  ყოფილიყო.  ვიდრე  მესტუმრე მჭევრმეტყველად  ამბობდა  სათქმელს  და    იბერიის  მბრძანებელს  წარუდგენდა პეროზს,  რომელსაც ისედაც  კარგად  მოეხსენებოდა  თავისი  სიძის ძლევათა  შესახებ, ვახტანგ  მეფემ  სწრაფად  ჩამოატარა თვალი  იქ მსხდომებზე  და  რაკი  სწორედ  ამ  მესტუმრესგან  უწყოდა  რომელი  ერანელი მოხელე  იმყოფებოდა  ამჟამად  შაჰან_შაჰთან, ამასთან  უწყოდა  რომ  თვითეულ  მათგანს  თავისი  ადგილი  ჰქონდა  განკუთვნილი  შაჰან_შაჰის  ტახტის  ახლოს  თუ  მოშორებით,  სხვებისგან  განსხვავებული  როგორი  ტახტი  ედგა, რომელზედაც  იდო  მხოლოდ  მისი  სახელოს  შესაფერისი  ბალიში, თავს კი  ასეთივე,  სხვისგან განსხვავებული  დიადემა  უმშვენებდა,  და   რით  გამოირჩეოდა თვითეული  მათგანი  გინდ  შესახედავად  და  გინდაც  ჩაცმულობით,   მყის  მიხვდა  რომ კარავში მართლაც  რჩეულ  დიდებულებს  მოეყარათ თავი:
მოგვპეტი;
შაჰრდარები;
ნივდპეტი,  რომელიც  ყველაზე  ახლოს იჯდა  შაჰან_შაჰის  ტახტთან;
პელისკტპეტი;
ჰაზარაპეტები;
სპასპეტი,  
ფრამატარები    
მიდკნპეტი
ზინდნიქპეტი;
ჰევრპეტი;
ჰარგპეტი.
მეფემ  თავისი  მახვილი თვალით  მყისვე  შენიშნა, რომ  კარავში არ  იმყოფებოდა  არც  ერთი ქალი:  არც დედა  პეროზისა,  არც  ცოლები,  რომლებიც  ჩვეულებრივ  თითქმის  ყველა სხდომას  ესწრებოდნენ  ხოლმე,  და  არც სპასტანი__საჭურისთა  უფროსი.
Mმესტუმრის  მიერ  ვახტანგ  მეფის  სამფლობელოთა  ჩამოთვლისას  კარავში  მყოფთ არავითარი ყურადღება  არ  გამოუხატავთ,  სამაგიეროდ  მოწონების  მრავალი შეძახილი  გაისმა  მაშინ,  როცა  მესტუმრემ  დიდი  პატივით  მოიხსენია  შაჰან_შაჰი და  მისი მოლაშქრენი.
Eეს წამოძახილები  და  შაჰან_შაჰის  ქება_დიდება  მცირე  ხანს კიდევ  გრძელდებოდა,  რის  შემდეგაც  პეროზმა  ოდნავ  ასწია  ხელი,  მაგრამ  ისე  რომ  ყველას  დაენახა  და  გაჩუმებულიყო,  და  სრულ სიჩუმეში  წარმოთქვა:
__სახელითა აჰურამაზდასი,  ანიჰიტასი,  და  ყოველთა  ღვთაებათა, თქვენ,  დიდებულნო,  ვინც წინათაც და  ახლაც აღიარებთ  რომ ერანშაჰრს  განაგებს  ერთი  მეფეთა  მეფე,  რომელიც  მტკიცედ ზის ტახტზე, და  რომელსაც აჰურამაზდამ და  სხვა ღმერთებმა  მიანდეს  წესრიგის დამყარება  და  შენარჩუნება  მთელს  ერანსა  და  ანერანში, რაიცა ჩემამდე  ჰქმნა  მამამან  ჩემმან, დიდმა იეზდიგერდმა,  ხოლო  აღვაღორძინე  მე,  რამეთუ  ჩემმა ძმამ, უღირსმა და  უუნარო  ორმიზდმა  ვერ  შეძლო სიმშვიდე  ჩამოეგდო  ჩვენს  ქვეყანაში,  მე, შაჰან_შაჰი ფარვიზი,  ვიქმ ყოველივეს ჩემთა ქვეშევრდომთა  საკეთილდღეოდ.
__უსაზღვროა  დიდებულება  შენი,  ბრწყინვალე  მბრძანებელო  ერანისა  და  მეფეთ_მეფეო,  მორჭმულო  და  რჩეულო  დიდისა  მაზდა  აჰურასი,__მოწიწებით  წარმოთქვა პეროზის სიახლოვეს  მდგარმა  ერთ-ერთმა სპარსმა დიდებულმა, რომელიც ყველა  ნიშნის  მიხედვით  სპასპეტი  უნდა  ყოფილიყო,__შენდა  თაყვანსაცემად  დედამიწის  ყველა  კუთხიდან მოისწრაფიან  სხვადასხვა  ქვეყნის  მეფენი,  რომელთა  შორის  დღეს შენს  წინაშეა მეფე  იბერიისა, ვარან_ხუასრო_თანგი, ლაშქრითურთ  თვისითა. Aაწ  გვიბრძანე  ჩვენ, შენს  მონებს,  რათა  დავძრათ ერთიანი  სპა ჩვენი  მტერთა  შენთა  წინააღმდეგ, ხელთ   ვიგდოთ ჰინდთა ქვეყანა, გავანადგუროთ  ჰეფთალნი, და  ბოლო  მოვუღოთ ვერაგ ძმას შენსას,  ვალარშს,  რამეთუ ისღა დარჩა დიდი  იეზდიგერდის  იმ ძეთაგან, ვისაც განუზრახავს  ერანის ტახტის  მიტაცება,  ტახტისა,  რომელიც  გეკუთვნის  შენ  სრულიად სამართლიანად.
შაჰან_შაჰი  ყურადღებით უსმენდა  თავისი  ჯარების  უზენაეს  სარდალს, რომელმაც  უახლოესი  მოქმედების  გეგმა  სწორედ  ისე წარუდგინა,  როგორც  ეს  თავად  პეროზს ჰქონდა  ჩაფიქრებული.
__დიახ, დიდი  მაზდა  თავისი  ციური  მეუფებით  გვაკურთხებს  რათა დავამარცხოთ ეს  სამი  ვერაგი მოწინააღმდეგე,__ღირსებით  წარმოთქვა  შაჰან_შაჰმა,__შენ,  მეფევ  იბერიისა, მართალია, ჩემს  რამდენიმე  მოწოდებას,  გამოცხადებულიყავ თვალთა  ჩემთა  წინაშე,  რასაც  უკვე  რამდენი წელია  გიგზავნიდი ჩემი  მალემსრბოლების  ხელით, მხოლოდ  ახლა  დაემორჩილე, მაგრამ  იმის გამო,  რომ  შენ  შესძელი და  დაამარცხე ერთ-ერთი უღირსი ძმა  ჩემი,  სიცოცხლეს გამოასალმე მაზდასგან  შერისხული კავადი,  მოგიტევებ ხანჩაგდებით  გამოცხადებასა, და  აწ ვბრძანებ    შენი  მოლაშქრეებით  ჩემს  მეომრებთან ერთად მტკიცე მზადყოფნად  იყო  რათა  გადავლახოთ მდინარე  ჰინდი  და  გავანადგუროთ  მის  აღმოსავლეთ ნაპირზე მდებარე  სამეფონი, რომელნიც  ჰმორჩილებენ ჰინდოთა  მეფეს  ბუდჰაგუპტას,  ღირსს  განადგურებისა  ჩვენგან,  რამეთუ  იგი მეგობრობს  ყველაზე ველურ  ხალხს  ვინც  კი ჩვენს  ახლო  არემარეში გამოჩენილა__ჰეფთალებს.
Dდა  პეროზმა    კიდევ ერთხელ  გამომცდელად შეათვალიერა  ვახტანგ მეფე,  რომელიც  დიდი  დარბაზის შუაგულში იდგა  ყველაზე  გამორჩეულად  განათებულ   ადგილას, მზერა  პეროზისკენ მიეპყრო,  მის  ნათქვამს  ყურადღებით  ისმენდა  და  თან იქ  მსხდომ  დიდებულთ  ათვალიერებდა,  რომელთაც  სახეზე  მოწიწება  და  მორჩილება გამოხატოდათ.
Mმეფე წარმტაცად,  მახევრად  მხედრულად    იყო გამოწყობილი და  მისი   ჩაცმულობა  თითქმის  არ  ჩამოუვარდებოდა სპარსეთის  მბრძანებლის სამოსს:  
Mმეფეს ახლა მუხლებამდე  კაბა  ეცვა,  მეწამული  ფერისა,  რომელსაც მარცხენა  მხარეს ორ მწკრივად   მსხვილი  მარგალიტები  ჩასდევდა,   მარჯვნივ კი,  იქ,  სადაც   ჩახსნილი იყო, ასევე  ორ  მწკრივად  ესხდა  ლალის  თვლები, რომლებიც თავისი  ელვარებით  მზერას  იტაცებდა;  მხართან    დიდი  ოთხკუთხა,  ოქროს  ბუდეში  ჩასმული მწვანე  ზურმუხტის  ღილი  ანათებდა, ხოლო  ამ  სამოსს შიგნით მეფეს მსგავსი  ფერის,  მაგრამ  ოდნავ  ღია  კვართი  მოუჩანდა, ყელთან სამკუთხედად  ამოჭრილი. კაბა ოქრომკედით  მოქარგული  ქობით  ბოლოვდებოდა,  ზედ კი   ფართო  სარტყელი  ეკეთა, ისიც  ოქრონემსული,  აბრეშუმის    ქსოვილისა,  სარტყელში  მოკლე,  სწორი  მახვილით,  რომლის  ქარქაშიც  იმდენად ლამაზად  იყო  მოზარნიშებული,  რომ ერთ  ნახვად ღირდა.
მეფეს ფეხთ მომცროქუსლებიანი  ყვითელი  ნატის  მოგვები ეცვა,  თითქმის  მუხლებამდე, ოქროს  აბზინდებით. Mმოგვებზეც ლამაზი  ხელით  ოსტატს  სხვადასხვა  ხაზები  ამოექარგა,  რომლებიც  უსურვაზივით  ჩახვეოდნენ  ერთმანეთს.
სპარსი დიდებულნი  მოხიბლული შეჰყურებდნენ  მოხდენილად  გამოწყობილ  იბერიის  მეფეს,  რომელიც  ტანის  ახოვნებით  ყველა  იქ  მყოფს  აღემატებოდა,  განიერი  მხრები  სამოსში  ვერ  ეტეოდნენ,  ხოლო  ამაყად აწეულ  თავზე  უძვირფასესი გვირგვინი  ედგა,  თაჯი,  რომელიც  ზღაპრული  სილამაზისა  იყო  და  ალბათ  ერთი  სამეფოს  საფასე  იქნებოდა.  ხუთკუთხედად  შეკრულ  ოქროს  ნაყშებიან თავსარქმელს ამდენივე  პაწია ბურთობი  მოუჩანდა,   რომლებიც  ციცქნა  შუბისწვერებით  ბოლოვდებოდა, ხოლო გვერდებზე  მსხვილი  თვლები  უელვარებდა,  და  ცხადად  განსხვავდებოდა  არათუ  სპარსელ  დიდებულთა  წოპწოპა,  ბეწვიანი, ყუნწიანი, წვეტიანი, მომრგვალებული, ნესვისმოყვანილობის  და  სხვა  მრავალი ფორმის  და  სახის  “ხუდისგან”, არამედ  შაჰან_შაჰის  სახელგანთქმულ  თაჯსაც  არაფრით  ჩამოუვარდებოდა.
ვახტანგ  მეფე  არა  მხოლოდ  ბრძოლის  ძლევითა  წარმმართველი,  არამედ  სიტყვის დიდებული  გზათმკვლევიც  გახლდათ  და  ამიტომ მისი  ნათქვამი  სწორედ  იქ  და  იმდაგვარად ხვდებოდა  პეროზს,  სადაც  და  როგორც  უნდა  მოხვედროდა,  რათა  საჭირო  შთაბეჭდილება  მოეხდინა:
__უკვდავი  იყავი, დიდებულო  მბრძანებელო  მთელი  ერანისა  და  ანერანისა,  ვის  სიტყვაზეც  აღმოსავლეთით  მზე  აღმოხდების  და მთვარე ვალს  ღამის  ცის  ტატნობზე!__წარმოთქვა  ვახტანგ  მეფემ,__მე  თავს  მოვალედ  ვრაცხ ჩემი  მარჯვენით  ულმობლად  ვჟლიტო  ყოველი  უწმინდური   მტერი  შენი,  ვინც გაბედა  და  ყურად არ  იღო ბრძანება  დედამიწის  ზურგზე ყველაზე  აღმატებული  გვარის__სასანიანების__დიდი  მეფეთ-მეფის  ფარვიზისა! ჩემი  მოლაშქრენი,  რომელნიც  აგერ  რამდენი დღეა  მოემართებიან შენისა  ნებისა  აღსრულებად,  ბრწყინვალისა და  სამართლიანისა, და მზად არიან ეკვეთონ  მტერს,  ვითარც  ეს  ქმნეს წინააღმდეგ შენისა  ტახტის  მოცილისა  და  შენგანვე  შერისხული  კავადისა,  და  მოგიპოვონ საუკუნო  ძლევა და  დიდება,  რადგან  სამართლიანობა  მარადის წინ  გიძღვის  შენ,  ხოლო  იბერიელნი  კი მარადჟამ  მართალი  საქმისთვის  იბრძვიან.
Eეს  დახლართული  მრავალსიტყვაობა უფრო  და  უფრო  არწმუნებდა  პეროზს,  რომელსაც  თავადაც  უყვარდა  უხვი ნათქვამის  საფარველში ჭეშმარიტი  სათქმელის  გახვევა, რომ  ქართლელნი  მართლაც თავს  დასდებდნენ მისთვის, მარცხს  აგემებდნენ  მის  მტრებს__ჰეფთალებს  და  მათს მოკავშირეებს__ჰინდებს,  და  ბოლოს  მოუღებდნენ  მის  საძულველ ნახევარძმა  ვალარშს,  რომელიც ბოლო  ხანს  მეტად გაძლიერდა,  ისე, რომ  პეროზს  კარგა  ხანია  გულში შიშის  ქარიც      კი უქროდა,  და  ამ  ქარს  შეიძლება  თანაც    გადაეყოლიებინა,  იბერიელთა მეფე  რომ  არ მოშველებოდა  თავისი  ლაშქრით.
__ჩემთა  წინაპართა  ღვთაებანი: ღმერთების  მბრძანებელი დიდი  მაზდა  აჰურა, ღმერთების  დედა ანაჰიტა, ცეცხლის  ღმერთი მიჰრი,  ომის  ღმერთი  ვერეთრანგა,   სიკეთის ქალღმერთი  არდოხში, მთვარის  ღვთაება  მაო__შთამაგონებენ,  რომ  შემიძლია ვენდო  შენს  სიტყვებს,  იბერიელთა  მეფევ,  ვარან_ხუასრო  თანგ,  რომელიც  მპირდები ჩემი  ორი,  სხვათაგან  უდიდესი  და  უბოროტესი.  მტრის__ჰეფთალთა ბელად თორამანისა და ჩემი საზიზღარი  ძმის__ვალარშის  განადგურებას.  Dდაე  ამ  ბრძოლებში    შენ წარუძღვე  ერანელთა  და  იბერთა  ერთიან  ლაშქარს, შენი  ხმლით მოუწოდებდე მათ  მტრის  ბანაკთა  აღსაგველად,  და  დაე  აღსრულდე  ნება  ჩემი__არვინ  იყოს  მბრძანებელი  მთელს  აღმოსავლეთში  ცინთა  ქვეყნამდე  თვინიერ  ჩემისა და გაბრწყინდეს  დიდება  ერანისა კიდით  კიდემდე,  ვიდრე  ქვეყნის დასალიერამდე!  ვბრძანებ:   ორი დღის  შემდეგ  დაიძრას ერთიანი  ლაშქარი  ესე  და  მეხივით  დაატყდეს იგი  ჯერ  ჰინდოთ, შემდეგ  ჰეფთალთ და  ბოლოს__ჩემს უღირს ძმას_ვალარშს!
Aამ  სიტყვებზე  პეროზმა  მრისხანედ  აღმართა  ხელი  და  აღმოსავლეთით  გაიწოდა,  საითაც, მდინარე  ჰინდის მეორე ნაპირზე,  ჰინდოთა  სამეფოები  იწყებოდა,  ნიშნად  იმისა,  რომ იგი  დაუყოვნებლივ  იწყებდა  დიდ ლაშქრობას  ამ  უმდიდრეს და  სპარსეთზე არანაკლებ  ვრცელ  სახელმწიფოზე.  Yყველა, ვინც იქ  იმყოფებოდა,  ამ  ნიშანზე  პირქვე  დავარდა და  მიწას განერთხო, ყველა, გარდა ვახტანგ  მეფისა, რომელიც  კვლავ  წელგამართული  და  თავაწეული  ამაყად  იდგა და კუშტი  მზერით  დასქცეროდა  სპარს  დიდებულებს,  შემდეგ თავად შაჰან_შაჰს შეხედა  და  როცა  მისი შემოხედვაც დაიჭირა,  მოურიდებლად გაუსწორა  მზერა.
Dდა  პეროზი  მიხვდა, რომ იბერიის  მეფე სპარსი  დიდებულებივით  მისი  უსიტყვო  მორჩილი  ხომ არც  აქამდე  იყო  და არც ამის  შემდეგ არასოდეს არ იქნებოდა. მიხვდა,  მაგრამ მეტი  აღარაფერი  ითქვამს, რადგან მას  ახლა  ჯარების  წინამძღოლად   სწორედ  ასეთი გაბედული  და შეუდრეკელი  სარდალი  სჭირდებოდა.
Aამის  შემდეგ,  როგორც  წესი  იყო,  ვახტანგ  მეფის  სახელით  ბრწყინვალე  საჩუქრები  მოართვეს  შაჰან_შაჰს, რომელიც  ფრიად  კმაყოფილი  დარჩა  და როდესაც თავის  წინ აბრჭყვიალებულ  თუ  აციმციმებულ  ძვირფას  მოსაკითხებს  უცქეროდა,  გონების  თვალით  მომავალ  ბრძოლის  ველს  გაჰყურებდა  და  სიამით ხედავდა  როგორ გარბოდნენ თავქუდმოგლეჯით  მისი  მოწინააღმდეგენი,  როგორ  ეცემოდნენ  მუხლზე  შებრალების  ვედრებით და  როგორ  იღვრებოდა  მტრის  მეომართა  სისხლი,  რაც გამარჯვებათა   მომასწავებლად  მოჩანდა.
იმ  დღეს  კიდევ  ერთი  რამ  მოხდა,  რამაც  ვახტანგ  მეფეს ძველი  ამბები  გაახსენა  და  ამასთან,  კიდევ  უფრო  კარგად  გაარკვია  ქართლის  უმთავრესი  და  უმძლავრესი მეზობლის__ბიზანტიის__იმპერატორთა  სასახლის  ინტრიგებსა  და  იმ  ამბებში,  რომელთა  შესახებ  მცხეთამდე  მხოლოდ  შორეული  ექო  აღწევდა: როდესაც  ის იყო  ვახტანგ  მეფე  ამხედრდა  და  თავისი  ლაშქრისკენ  მოუდრიკა  სადავე  ერთგულ  შავრონს,  სადღაც  ახლოდან  ნაცნობი  ბერძნული  სიტყვები   შემოესმა:
__ბასილევს!  ო, მეგას   ბასილევს!
ვახტანგ  მეფეს  შეეძლო  დაეფიცა  რომ  ასე  მას  მხოლოდ  ერთი  ადამიანი მიმართავდა  ხოლმე__ბერძენი  იპატიოსი  ქალაქ  კორინთოდან, ვინც  პირველად  მცხეთაში  ეწვია კეისრისგან  საჩუქრად  გამოგზავნილი  საბრძოლო  ეტლებით, თერგისკენ  გაჰყვა  და  იქ  ქართლელთაგან  ოვსთა  და  ხაზართა  ძლევა  იხილა,  რის შემდეგ  უკან  გამობრუნდა  და  კონსტანტინეპოლს  გაემგზავრა, მეორედ  კი  ნიკოფსისში  შეხვდა,  როდესაც  ის  და  მისი  ძმა  ვალერიუსი ვახტანგის  მეომრებმა მეკობრე ჯიქთა  ტყვეობიდან  იხსნეს.
__იპატიოს?__მაშინვე  შემოაბრუნა  ვახტანგმა  ცხენი  და  იმ მხარეს  გაიხედა,  საიდანაც ეს  ნაცნობი შეძახილი  შემოესმა,__ნუთუ  ეს  შენა  ხარ?__დაუბრუნა ბერძნულადვე,__ხომ  არ ვცდები?
__დიახ,  მე  გახლავარ,  დიდო ბასილევსო,  მე  გიძღვნი  თავმდაბალ  სალამს   და  ვმადლობ  იესო  მაცხოვარს,  რომ  ეს  უკვე  მესამედ მომანიჭა  ბედნიერება  შენს მარჯვენას  ვემთხვიო,__და  იპატიოსი  მართლაც  ფეხის  წვერებზე  აიწია,  რათა  ვახტანგის  მარჯვენას  მისწვდომოდა.
Mმეფემ  ხელი  არ  დაანება,  თავადაც  ჩამოხდა და  ბერძენს  სიხარულით  გადაეხვია.
იპატიოსს  ბედნიერებისგან  თვალთაგან  ცრემლი  სდიოდა, მაგრამ  ვერ  გრძნობდა  და არც  იწმენდა.
__მახსოვს  ნიკოფსისში რომ დატყვევებული  გაგათავისუფლეს  ჩემმა  მეომრებმა,__ეუბნებოდა  ვახტანგი,__აქ კი  რას  მივაწერო შენი  ხილვა?  ნუთუ  აქაც  ტყვედ  იმყოფები?
__ო,  არა, დიდო  ბასილევსო, ტყვეობა  უფალმა  მაშოროს, ჩემი  დატუსაღება  ახლა  აგრე  იოლი აღარ  არის,__მიუგო ბერძენმა  და  მისმა  ამ  სიტყვებმა  მეფეს ცოტა  არ  იყოს ღიმი  მოჰგვარა,__ჩვენმა  სარდალმა  წარმომგზავნა  რათა  შაჰან_შაჰისთვის  მომეხსენებინა  რომ  ის  ჯარი, რომელიც  მან გამოითხოვა  და  ნიჯადად  მოიწვია,  სულ  მალე  აქ  იქნება.
მეფეს  ეუცხოვა  ეს  ამბავი:
__რომელი  ჯარი,  იპატიოს?  Gგანა  ჰრომნი  მიექირავნენ შაჰან_შაჰს?
__სწორედ  აგრე  გახლავს,  დიდო  ბასილევსო,__დაეთანხმა  იპატიოსი,__სპარსელთა  მიერ ბერძენ  მეომართა დაქირავება,  ისევე  როგორც ბერძენთაგან  სპარსელებისა,  ეს  ხომ  ჩვეულებრივი ამბავია  და მრავალჯერაც  მომხდარა. Kკარგად  მახსოვს,  დაახლოებით  ამ  ოცი  წლის  წინ  სწორედ  ამ  პეროზ  შაჰან_შაჰმა თავის  ჩრდილო  მტრებთან  საბრძოლველად იმპერატორ ლევს  ასევე  სთხოვა  ჯარი  და  კიდარიტები  დაამაცხა.
__დიახ,  ეგ მეც  მსმენია,__მიუგო  მეფემ,__მაშ  ახლა პეროზს  ბერძნებიც  შემოუერთდებიან?
__ხვალ  ჩვენი  ლაშქარი  აქ  იქნება,__გაიმეორა  იპატიოსმა,__ვიდრე  შენ  შეხვდებოდი, მე  უკვე  გახლდი  შაჰან_შაჰთან  და  მოვახსენე ეს ამბავი,  ფრიად  სასიხარულო  მისთვის,  რისთვისაც  საჩუქრად  აი  ეს ძვირფასი ხალათი  მიბოძა,__და  იპატიოსმა  ხელი ჩამოისვა  მართლაც  რომ  მშვენივრად  გაწყობილ  მოსასხამზე.
__მაშ  გამოდის  რომ  როდესაც  პეროზი  ჩემგანაც  ისმენდა მისთვის  საამო  სიტყვებს,  შენ  სხვა ელჩებთან  ერთად  იქ  იყავი?
__სწორედ  რომ  აგრე  გახლდა,  დიდო  ბასილევსო.  შაჰან_შაჰი, როგორც გავიგე,  დიდი  იმედით  და  მომავალ  გამარჯვებათა  რწმენით  გიმზერს,  ხოლო  შენ რომ  მისალმების სიტყვა წარმოთქვი, ყველა  სიამოვნებითა  და  აღტაცებით  გისმენდა. შენი ჩამოსვლის  შემდეგ  შაჰან_შაჰს  ეჭვი  აღარ  ეპარება,  რომ  ვინც  არ  უნდა  იყოს,  თავის მტერს  სასტიკად დაამარცხებს.
__და  ახლა,  როცა ბერძენთა  დიდი  სპაც  მის  დასახმარებლად  მოიწრაფის, თავის  გამარჯვებაში იგი  მართლაც დარწმუნებული  იქნება.  ვინაა  თქვენი  ლაშქრის სარდალი, იპატიოს? ალბათ რომელიმე  გამოჩენილი კონსული იქნება, ან  პრეფექტი, სენატორი, იმპერატორის  ერთგული  და  მასთან  დაახლოებული.
Aამ  სიტყვებზე  იპატიოსი  ჯერ მცირედ შეკრთა,  შემდეგ ორჭოფულად  გადაიქნია  თავი:
__დიახ,  დიდო  ბასილევსო, ლეონტი  მართლაც იმპერატორ  ზენონის მახლობლად  ითვლება...  ითვლებოდა...__მყისვე  შეასწორა  ნათქვამი,  რამაც ვახტანგ მეფის  გაკვირვება  და  დაეჭვება  გამოიწვია:
__ითვლებოდა?  რას ნიშნავს  ეგ, იპატიოს?
ბერძენმა  პასუხად მიმოიხედა,  ხომ არავინ  გვისმენსო,  თუმცა  კონსტანტინეპოლისგან  ამდენი  ფარსანგით დაშორებულ ადგილას  ვისი შიში  უნდა  ჰქონოდა ძნელი  ამოსაცნობი იყო,  მაგრამ  ვახტანგ მეფე  მიხვდა, რომ იპატიოსის  სიტყვებსა  და  საქციელში რაღაც  იმალებოდა,  ამიტომ მხარზე  ხელი  მოხვია  და თავისთან  მიიწვია,  რაზედაც  იგი  სიხარულით  დათანხმდა, და  სულ  მალე  ვახტანგ  მეფეცა  და კორინთოელი   ბერძენიც  საღამოს  მზის  სხივებით  განათებულ  ფანჩატურში ისხდნენ.  ოდესღაც  მცხეთაში ნამყოფი  და  ახლაც შაჰან-შაჰის  კარზე დესპანად მოვლინებული იპატიოსი მასპინძელს ბიზანტიის  სამეფო  კარზე  უკანასკნელ  ხანს  დატრიალებულ  ამბებს  მოახსენებდა:
__როგორც  მრავალგზის  მომხდარა,  იმპერატორ ზენონსაც არაერთი შეთქმულება  მოუწყეს  როგორც  თვით მისმა ახლობლებმა,  ისე  დიდგვაროვნებმა.  ამ  შეთქმულთა  შორის ყველაზე  ძლიერი  აღმოჩნდა   მხედართმთავარ ილის აჯანყება,  რომელსაც  მხარს  უჭერდა   თრაკიაში  ბერძენთა  ჯარის  წინამძღოლი  ლეონტი.  Aაი  ეს  ლეონტი იმ ილის  ხელში  სათამაშო    თოჯინა  აღმოჩნდა  და    მას  იგი ისე  იყენებდა,  როგორც  სურდა,  რათა  ტახტიდან  ზენონის  ჩამოგდებისთვის  მიეღწია,  რაც    საქვეყნოდაც  განაცხადა.
__იპატიოს,__გააწყვეტინა  ვახტანგმა,__ შენ  თქვი,  რომ  როგორც არაერთხელ, ახლაც  ზენონს  შეთქმულება  მოუწყესო.  Mმსმენია,   იმპერატორის  წინააღმდეგ  ადრეც ამბოხებულან ბიზანტიაში. Mმნებავს  უფრო დაწვრილებით შევიტყო  ყოველივე  ეს  ამბავი.
__ო,  ბასილევსო,  როგორც  ვხედავ ძალზე ძველი  დროიდან  მომიწევს  ყველაფრის  მოყოლა, თუნდაც  ათი  წლის  წინანდელი  ამბებიდან,  როდესაც ბიზანტიაში  ტახტი  იმპერატორ  ლევს  ეკავა...
__იმპერატორი  ლევი,  რომელიც  ნიკოფსისში  ჩემი  ლაშქრობის  დროს  სკვითებს  ებრძოდა...__ჩაურთო  ვახტანგ  მეფემ.
__ჭეშმარიტი  ბრძანებაა,  დიდო  ბასილევსო,__კვერი  დაუკრა  იპატიოსმა,__და  მისი  ერთ-ერთი სარდალი  ასპარი  გახლდათ,  ალანი...
__ალანი ასპარი...  თერგზე  რომ  Aშეგვებრძოლა,  თუმცა, როგორც  შენ  მაუწყებდი, კონსტანტინეპოლში სჯეროდათ,  რომ  იგი  კარგა  ხნის  მკვდარი  იყო.
__დიახ,  აგრე  გახლდა, ბასილევსო,__კვლავ  დაუდასტურა  ბერძენმა,__რაც   შეეხება  იმპერატორ  ლევს, ვიდრე ამ  ასპარის  ძალისხმევით  ტახტზე ავიდოდა   “ყასაბს” ეძახდნენ,  რადგან  ხორცით ვაჭრობდა,  ხოლო  უფრო  ადრე,  როგორც  ამბობდნენ,   მას  ღვთისმშობელი გამოეცხადა,   ვიღაც მწყურვალე  ბრმისთვის წყურვილი  მოაკვლევინა და იქვე  ხეთა  კორომის ჩრდილში  აღებული მიწით თვალებიც  აახელინა.   გამეფებისთანავე  ახალმა  იმპერატორმა  ლევმა  იმ ადგილას ღვთისმშობლის სახელზე  მშვენიერი  ტაძარი  ააგო.  Eეს  ის  დროა,  როდესაც კონსტანტინეპოლში  ხანძარმა ნახევარი ქალაქი გადაწვა,   მალევე კი  საშინელი  მიწისძვრა  მოხდა.
Aამ  უბედურებებს  თან  დაერთო  ის, რომ ჩრდილოეთიდან    ჰუნებმა  გააძლიერეს  თავდასხმები. შენ,  ბასილევსო,  ალბათ  გსმენია  მათი  ბელადის,  ატილას, სახელი?
__დიახ,  მსმენია,  იპატიოს,  მაგრამ რა  შუაშია  აქ  ატილა?
__ამ  ატილას  ვაჟებთან  მოუხდა  იმპერატორ  ლევს  ბრძოლა: დენგიზიჰსა  და  ორნაჰთან, რომელთაც  იმპერატორის  სარდლებმა   გუთები  მიუსიეს  და  დაამარცხეს კიდეც.
Aამ  ლევს  დედოფლად  ესვა  საკმაოდ  მოხერხებული  და  პატივმოყვარე  ქალი,  სახელად ვერინა,  მას  კი  ჰყავდა ძმა,  სარდალი,  რომელსაც  ვასილისკი ერქვა.  ბასილევსო,  მე  ამ ვასილისკს  მოგვიანებითაც  ვახსენებ, რამეთუ  ბედმა  მას  ბევრი  საქმე  დააკისრა, რომელთაგან  არც  თუ  ბევრი  მის სასარგებლოდ  მეტყველებს,  რადგან  არაერთხელ  უღალატია  იმპერატორისთვის.
__ზენონზე რას  მაუწყებ, იპატიოს,  იმპერატორ  ზენონზე?__გააწყვეტინა  ვახტანგმა  ლაპარაკით  გატაცებულ ბერძენს,  მაგრამ  მან  ოსტატურად  გააგრძელა თავისი  სათქმელის  ძაფი:
__ზენონი?  Dდიდო  ბასილევსო,  მისი  ნამდვილი  სახელი  ცოტა უცნაურად  წარმოითქმის: “ტარასიკოდისი”.  იგი  ლევ  იმპერატორის   სამშობლოდან  იყო,  ისავრიიდან, და  ლევმა იგი “ექსკუვიტების”__თანამემამულეთაგან  შედგენილი  პირადი დაცვის  რაზმელების__უფროსად  დანიშნა,  თანაც  თავისი  ასული არიადნა  მიათხოვა  ცოლად.  Aამის  შემდეგ  მან  დაირქვა  სახელად  “ზენონი”  და კონსულობის  ხარისხიც  მიიღო.  Aაქედან  იწყება  მისი აღზევება:  ხდება  იმპერიის  ჯარების  სარდალი  მთელს  აღმოსავლეთში.
ისმინე, დიდო ბასილევსო,  რა  მოხდა  შემდეგ: ზენონსა  და  არიადნას  შეეძინათ  ვაჟი, რომელსაც პაპის  სახელი__ლევი დაარქვეს.  Lლევ  დიდი  დარდობდა,  რომ ვაჟი არ  ჰყავდა  და  მისი სიკვდილის  შემდეგ ტახტზე  ალბათ  ზენონი  ავიდოდა,  ვის  ძარღვებშიც  სხვა სისხლი    ჩქეფდა. Aამიტომაც  ლევმა  გადაწყვიტა ტახტზე  შვილიშვილი  აეყვანა__ლევ  II, რომელიც  იმ  დროისთვის  მხოლოდ  ოთხი წლის  იყო. Pპაპამ გვირგვინი  დაადგა  შვილიშვილს  და  დასძინა:  “ბედნიერად  გეტარებინოს!~
__იმპერატორები  კურთხევის  შემდეგ  მეომრებსა  და  ხალხს  მიმართავდნენ  ხოლმე,  ხომ  აგრეა,  იპატიოს?__შეაჩერა  ვახტანგმა,__როგორ მოიქცა  ყრმა  იმპერატორი?
__სწორედ  ისე,  როგორც  უნდა  მოქცეულიყო__სიტყვით  მიმართა  მეომრებსა  და  ხალხს! Aამის  მიუხედავად,  იგი  მაინც  ბალღად  რჩებოდა,  სულ  მალე  კი  ლევ დიდი  გარდაიცვალა და  ლევ მცირემ თანამმართველად  თავისი  მამა,  ზენონი  გამოაცხადა.
__ზენონი__დღევანდელი  იმპერატორი?
__ჭეშმარიტს  ბრძანებს  დიდი  ბასილევსი, რომელიც ჭეშმარიტად ფიქრობს რომ  ამ  გადაწყვეტილების მიღებაში ყრმა იმპერატორს ბებია  ვერინა და დედა  არიადნა  მიეხმარნენ, თუმცა  არც  ზენონი  დააკლებდა  ხელს, იქნებ  ცოლიცა  და  სიდედრიც მისი  კარნახითაც    მოქმედებდნენ...  ზენონისგან  ეს  სულაც  არაა  გასაკვირი, რადგან სულ  მალე სხვა  ხმაც  გამოვიდა  სასახლიდან:  ლევ  მცირე  მალე  გარდაიცვალა  და  როგორც  ამბობდნენ,  ამაში  მას  სწორედ   ზენონი  ანუ  მამამისი  მიეხმარაო...
__მეეჭვება რომ  აგრე ყოფილიყო,  იპატიოს, რადგან  ზენონს შვილის სიკვდილის დაჩქარება  სულაც არ  სჭირდებოდა,__მტკიცედ უარყო ეს  ჭორი ვახტანგმა.
__ეგ  როგორ,  ბასილევსო?
__იპატიოს,  ხუთი_ექვსი  წლის  ყმაწვილი  ისედაც  ვერასგზით შეუშლიდა ხელს  მამამისს, რომელსაც  მთელი  ძალაუფლება  ხელთ  ეპყრა.
__ჭეშმარიტად  ბრძანებ,  დიდო ბასილევსო. ის,  რომ ეს  მართლაც ასე  იყო, იქიდანაც ჩანს,  რომ  ზენონმა  ძალზე  იდარდა  მისი  გარდაცვალება, რასაც  მეორე  ძის გარდაცვალებაც დაერთო, თან  ქვეყანას საფრთხე  მრავალი  მხრიდან  მოეძალა  და  იმპერატორს ყოველგვარი ხალისი  დაეკარგა,   ისე  რომ    იმპერიის  მართვას ვეღარ  ახერხებდა, რითაც,  როგორც  ხდება  ხოლმე, ისარგებლეს  და ტახტი  გამოჰგლიჯეს.
__ესე  იგი,  იმპერატორობიდან  გადააყენეს?__გაიკვირვა  ვახტანგმა,  რომლისთვისაც უცხო  იყო ასეთი თამაშები სამეფო ტახტზე.
__ო,  დიდო  ბასილევსო,  არ  იკითხავ როგორ  მოხდა  ეს?  როგორ  და  ლევ  დიდის  მეუღლე ვერინამ  იგი   თავის  სასახლეში  მიიწვია და  ურჩია  გადამდგარიყო,  რადგან დიდებულები  უარესს  უპირებდნენ.  ზენონიც  დამორჩილდა, რადგან  იმ  ვითარებაში  სხვა გზა არ  ჰქონდა.  ტახტზე  კი ვერინას  ძმა, ვასილისკი ავიდა,  სწორედ  ის,  წეღან  რომ  ვახსენე.
__ნუთუ  ზენონი  აგრე  იოლად  შეეგუა ბედს  და  ტატხის  დაბრუნებაზე  აღარ  ფიქრობდა?  რას  იტყვი, იპატიოს?
__დიდო  ბასილევსო, ვინც  ისე  ჩაიგდებს  ხელში  მმართველობას,  რომ მის  შენარჩუნებაზე  არას იფიქრებს  რასმე,  დიდხანს ვერ  შეძლებს ქვეშევრდომნი მორჩილებაში  იყოლიოს.  ვასილისკმა  თავისი  წინდაუხედაობით, მოუხეშაობითა  და  უაზრობით  თავადვე  აიმხედრა  მომხრეები,  რომლებმაც ნელ-ნელა ყოფილი  იმპერატორის   მხარეს  იწყეს  გადასვლა,  რაც  საბოლოოდ  იმით დასრულდა,  რომ სულ  რაღაც  ერთი  წლის  შემდეგ ზენონის ჯარებმა  ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე  დაიკავეს  კონსტანტინეპოლი  და  ზენონიც  კვლავ  იმპერატორად  გამოაცხადეს. რაც  შეეხება ვასილისკს,  მას  იმედი  ჰქონდა    დამინდობს ზენონიო.  თავის  მხრივ  მანაც  დაიფიცა,  ვასილისკის  სისხლს  არ  დავღვრიო,  და  არც დაღვარა__ ცოლ_შვილთან  ერთად    სატუსაღოში ჩაკეტა  და  ყველას  შიმშილით  ამოხადა სული.
იპატიოსი შეჩერდა  და  ვახტანგ მეფეს  შეხედა,  რათა  გაეგო  რა  შთაბეჭდილება  მოახდინა  მისმა მონათხრობმა,  მაგრამ  ვახტანგს  სახე  უძრავი  ჰქონდა,  დუმდა  და  სადღაც შორს იყურებოდა.
__შემდეგ,  იპატიოს? Mმე  რაც  ბრძოლებში  ვიმყოფებოდი,  კონსტანტინეპოლში  თურმე მეტად  საგულისხმო ამბები ხდებოდა.  Bბევრი რამ კი მესმოდა, მაგრამ  სულ  მინდოდა  დაწვრილებით  მცოდნოდა  ყოველივე.
—დიდო  ბასილევსო,  ახლა  გადავალ იმ  ამბავთა  თხრობაზე, რაც  გახდა  საფუძველი  ჩემი შაჰან_შაჰ პეროზის კარზე მოსვლისა, ხვალ  კი,  როგორც  მოგახსენე, ბერძნების  ჯარით  სარდალი  ლეონტიც  მიესალმება ერანის მბრძანებელს.
როგორც  მოგახსენე,  იმპერატორი  ზენონი  თავისმა ერთგულმა მეომრებმა აიყვანეს  ხელმეორედ  ტახტზე.  მათ  შორის  იყო მისი თანამემამულე, ისავრიელი სარდალი  ილი.  ზენონი  დიდ  პატივს  მიაგებდა  ხოლმე  მას და როცა  ორჯელ  კონსულად  ნამყოფი  ილი  კონსტანტინეპოლში  ბრუნდებოდა,   სხვადასხვა  ბრძოლაში გამარჯვებული,  იმპერატორი  დედაქალაქიდან  შორ მანძილზე  ეგებებოდა.
Mმაგრამ ზენონს  დიდად არ  სიამოვნებდა  ილისთან ვალში  ყოფნა  და  როგორც მუხანათ  ადამიანებს სჩვევიათ, მთლად დაივიწყა    მისი  დამსახურება,  ის,  რომ  თავადვე მის  გარეშე  არაფერს  წყვეტდა, მთხოვნელს ცოლის  შერთვის  საკითხზეც  კი  ასე პასუხობდა: “სთხოვე  ილსო”! ჰოდა,   ადგა და  მკვლელი  მიუგზავნა, რომელიც ილის მცველებმა შეიპყრეს, თუმცა  მან მოასწრო,  მიეჭრა და   ყური ჩამოათალა.  Mმეორე  მიგზავნილმა  მკვლელმაც  ვერა  გააწყო, ხოლო  ეს ყველაფერი    ლევ დიდის  ცოლს, ვერინას  დაბრალდა, რომელიც  ზენონმა  ილს  გადასცა, მან  კი მონაზვნად  აღკვეცა   თავის  სამშობლოში,  ისავრიაში,  სადაც  მხოლოდ თავისი  მისი მომხრენი  ცხოვრობდნენ  და  ვერინა  ვერავითარ თანაგრძნობას ვერ ჰპოებდა.
ილს კი ყელში ამოუვიდა  ზენონის  მხრიდან  მისი   მოშორების  მცდელობა, და  სულ  რამდენიმე  ხნის წინ  საჯაროდ  განაცხადა,  დროა ეს  მზაკვარი  და  ფლიდი ზენონი  ტახტს  ჩამოვაცილოო.   ილს  ბევრი სარდალი  არ  მიმხრობია,  მაგრამ  მის მხარეზე მაინც მხადართმთავრების საკმაო  რაოდენობა აღმოჩნდა,  თუმცა ილი  ხვდებოდა,  რომ  მისი  ლაშქარი  იმპერატორის  მეომართა დასამარცხებლად  საკმარისი არ  იყო  და  კარგი  იქნებოდა,  თუ  სხვა  ქვეყნიდანაც  მოიშველიებდა  რაც შეიძლება  რიცხვმრავალ სპას.
Aამ  მიზნით  ილმა სწორედ სამი  მსგეფსის  წინ    სპარსეთში  გამოგზავნა  თავისი  ერთგული  ლეონტი,  იგივე  ლეონი, გამოატანა  მას  ლაშქარი და  დაავალა  რომ  ჯერ  შაჰან_შაჰ პეროზს  დახმარებოდა, ვის  წინააღმდეგაც  არ  უნდა  ყოფილიყო,  შემდეგ კი  ერანის  მბრძანებლისგან  გამოეთხოვა  დიდძალი რაოდენობა  მეომრებისა  და  მათთანN და  თავის  ჯართან ერთად  სასწრაფოდ  დაბრუნებულიყო  კონსტანტინეპოლს.  ილს იმედი  აქვს,  რომ პეროზი  მტერს  დაამარცხებს და სარდალ  ლეონტის  მართლა  გაატანს  ლაშქარს  ილის  დასახმარებლად,  რომელიც  აპირებს  გადამწყვეტი  ბრძოლა  გაუმართოს  ზენონს.   A  სწორედ  ამიტომ ლეონტიმ    მე  დამაწინაურა,  რათა  პეროზისთვის  ბერძენთა  ჯარის  მოსვლა მეუწყებინა.
Aაი  როგორ  მოხდა,  დიდო  ბასილევსო,  რომ  მე  შაჰან_შაჰის  კარზე  აღვმოჩნდი და გიხილე  შენ, ჩემთვის  ყველაზე ახლობელი  ადამიანი, დიდი  მეომარი,  ბრძენი მეფე და ღმერთების რჩეული.
ლეონ  ბერძენს  უკვე  შეეტყო,  რომ  შაჰან_შაჰმა  პეროზმა  Mმთელი  თავისი  ჯარები სულერთიანად  ჩააბარა ვახტანგ მეფეს,  რომლის  ძლევამოსილ  გამარჯვებათა  სახელი  მას  უკვე  კარგა  ხანი  სმენოდა, და  ამიტომ, როგორც  კი  იბერიის მეფის პირისპირ  აღმოჩნდა,  ბერძენთა სარდალმაც  თავისი  ლაშქრის  უფროსობა  ვახტანგ  მეფეს  შესთავაზა.
Dდა  შეკრბა ვახტანგის  ბრძანებისა  ქვეშე  ბერძენი  და   ქართლელი  და  სომეხი ორმოცდაათი  ათასი მხედარი  რჩეული, ხოლო  სპარსელ  მეომართა  რიცხვი  მართლაც რომ  არ განისაზღვრებოდა.
Aახლა  ვახტანგ  მეფეს  უკვე  თამამად  შეეძლო დარწმუნებული  ყოფილიყო   რომ  მისი  ჩანაფიქრი ჰინდოთა ქვეყნის  დაპყრობისა უცილობლად  აღსრულდებოდა: ასეთი  დიდძალ  ჯარს  წინ  მართლაც   ვერა  მოწინააღმდეგე  ვერ  გადაუდგებოდა  და  თუ ამას  გაბედავდა,  უეჭველად  მარცხს იგემებდა,  ხოლო მეფე მტრის  მსახვრალის    კიდევ  უფრო  დიდი  შარავანდედით შეიმოსებოდა,  თანაც      დამარცხებულთაგან  იმდენ  ნაალაფევს  წამოიღებდა,  რომ აქლემთა,  ცხენთა  და  ჯორთა ათასსულიანი  ქარავანიც  ვერ  ზიდავდა.
Mმდინარე  ჰინდი  თვალუწვდენელ სივრცეზე  მოედინებოდა  და  მთელ  აღმოსავლეთ   მხარეზე  წყლის მოძრავ  კედლად  გაწოლილიყო. ვრცელი კალაპოტის  “მდინარეთა  მამა”,  როგორც  ჰინდნი  უწოდებდნენ,  ვეება, ცადაზიდული მთებიდან   მოედინება,  რომლებთან  შედარებით იალბუზიცა  და მყინვარწვერიც სათამაშო გორაკებად  მოჩანან;      ჰინდი ტალღებს  მოაგორებს  ვრცელ  კალაპოტში, რომლის  სიგანე  ზოგ  ადგილას  ათი_თხუთმეტი  ფარსანგია, გვერდს  უვლის  როგორც  ნაყოფიერ  მიწებს, ისე   ვეებერთელა  თარის  უდაბნოს და  ჩაედინება   დიდ  ზღვაში,  რომლის  სიგრძე-სიგანე ჯერ არავის  გაუზომია.   სად  შეიძლებოდა  ამ  მდინარის  გადაკვეთა  და  მის  მარცხენა  სანაპიროზე  გადასვლა__აი  კითხვა,  რომელიც  ვახტანგ  მეფეს  აწუხებდა.
Mმეორე  დღეს  მეფე  თავად  ეწვია შაჰან_შაჰს   და  ბერძენი სარდალი ლეონტიც იქ  მიიხმო.  Mმცირე  თათბირზე  გადაწყდა,  რომ გაერთიანებული ლაშქარი “მდინარეთა  მამას”  აღმა   აჰყოლოდა,  იქით,  საითაც  ჰინდთა პატარ_პატარა  სამეფოები  მდებარეობდა, იქ  გადაელახა ეს  ვრცელი  წყალი  და  გადასულიყო მის  მეორე  ნაპირზე, რომელსაც პენჯაბს __“ხუთი  მდინარის  ქვეყანას”__უწოდებდნენ.
როგორც  ვახტანგ  მეფეს მოახსენეს, პენჯაბში  მართლაც  ხუთი დიდი  მდინარე  მოედინებოდა:  ჰიდასპი, აკესინა, ჰიდრაოტი,  ჰიფასისი   და სატლეჯი. AAAAამ  მდინარეთა  ნაპირებზე ქალაქებიც  საკმაო  იყო, რომელთა  სიმდიდრეზე სპარსელები  ზღაპრებს  ჰყვებოდნენ.
ვახტანგ  მეფის  გეგმა  ასეთი  იყო: იქ, სადაც ჰინდი  შედარებით თავთხელად  მიედინება,  მთელი  ჯარი  სასწრაფოდ უნდა  გადასულიყო  აღმოსავლეთ ნაპირზე,   პენჯაბში,  მოულოდნელად  დასხმოდა  თავს  ქალაქებს,  უცაბედი  დაკვრით ხელთ  ეგდო  ისინი,  შემდეგ  გზა  განეგრძოთ  სამხრეთით,  სინდეთისკენ, რომელსაც  იმედია  ასევე  სწრაფად  დაიპყრობდნენ  და  ამ ვეებერთელა  მიწა_წყალზე  არსებული  სამეფოების  განადგურებით  ისინი ჰეფთალებს  მოკავშირეებს  გამოაცლიდნენ,  რის  შემდეგაც  კვლავ ჩრდილოეთით  დაიძვრებოდნენ,  ჰინდს  ისევ  დასავლეთ  მხარეს  მოექცეოდნენ და  უკვე  თვით  ჰეფთალთა  სამეფოს  შეესეოდნენ.
როგორც პეროზ  შაჰან_შაჰმა, ისე  ლეონ  ბერძენმაც  ძალზე  მოიწონეს ვახტანგ  მეფის  ჩანაფიქრი  და   თავის სარდლებს  უბრძანეს  მეომრები მდინარე  ჰინდის  ჩრდილოეთისკენ  დაეძრათ, რათა  პენჯაბში   გადასულიყვნენ.
Aაქ სიტყვას აღარ გავაგრძელებ  იმაზე, თუ რამდენი  დღე  მიჰყვებოდნენ მოლაშქრენი  მდინარეს  აღმა, როგორ  ავრცელებდნენ შემხვედრ  მოსახლეებში აზრს  რომ  ვითომ  მეორე  ნაპირზე  გადასვლასა და  იქ  არსებული ქალაქების  დაპყრობას  კი არ  აპირებდნენ,  არამედ კიდევ უფრო ჩრდილოეთით განეზრახათ  სვლა, სწორედ  რომ ჰეფთალების წინაააღმდეგ.  Eეს  ხმები  სწრაფად  ვრცელდებოდა  ჰინდის ხეობაში, მის  ახლო_მახლო   სოფლებში  და  რაღაც  გზებით ჰინდის  მარცხენა  მხარეშიც  გადადიოდა.  Eესეც  ვახტანგ მეფის  მოფიქრებული  იყო, რამაც  ძალიან  მალევე გამოიღო  შედეგი.
როდესაც    იმ  ადგილებს  მიაღწიეს,  სადაც დაბლობი  ჩრდილოეთ  მხარეს არც  თუ მაღალ ბორცვებს  ებჯინება   და სადაც     ჰინდი ძალიან  ნელა  მიედინება,    ისე  რომ მეორე  ნაპირზე  გადასვლა დიდ  საძნელო  საქმეს  აღარ  წარმოადგენს,  ლაშქარი  უცებ აღმოსავლეთით შემობრუნდა  და მდინარის  გადალახვა  დაიწყო.
ვახტანგ  მეფემ შავრონი ჰინდის  ნაპირას, წვრილი  ქვებით  მოფენილ ნაპირზე  შეაჩერა    და  ყურადღებით დაუწყო  ცქერა თუ  მოლაშქრეებს  როგორ  შეჰყავდათ  ცხენები  მდინარეში  და  როგორ  გადადიოდნენ  მეორე მხარეს. პირუტყვნი კრთებოდნენ,  ჟინიანობდნენ,  ფრუტუნებდნენ,  თავს  იქნევდნენ,  ცდილობდნენ ლაგამი  მიეცილებინათ, მაგრამ ბოლოს  მაინც მხედრების ქუსლები  და  მოქნეული  მათრახები  აიძულებდათ  ცივ  წყალში  ჩაედგათ  ფეხი და  როცა  მდინარე  უკვე  მუცლამდე  შემოადგათ,  ცურვით  გააღწიეს  გაღმა.  შაჰან_შაჰ  პეროზს  სამზერად  მოშორებით  წამომაღლებული ბორცვი  აერჩია,  ბიზანტიელ ლეონს  კი მეომართა  შორის  მოჰყავდა თავისი  ნისლა,  დიდმკერდა ბედაური, და  მათთან ერთად შევიდა  მდინარეში,  წინასწარ  ხელის  აწევით  მიესალმა რა  ვახტანგ მეფეს,  რომელმაც  ასევე  უპასუხა  სალამზე.
ისეთი რიცხვმრავალი  ლაშქრის გადასვლას, როგორიც  სპარსელთა,  ქართლელთა  და ბერძენთა    ჯარი იყო, მეფის  ვარაუდით ერთი  დღე  არანაირად  არ ეყოფოდა,  მაგრამ  აღმოჩნდა,  რომ  ერთდროულად  უამრავი  მეომარი შევიდა  წყალში  და  მეორე ნაპირსაც  მებრძოლთა  დიდმა  რაოდენობამ იოლად  მიაღწია.
Aაქედან  უკვე  ჰინდოთა  ქვეყანა  იწყებოდა, რომელიც  რამდენიმე  მცირე  სამეფოებს აერთიანებდა:  იაუდჰეიას, არჯუნაიანას, ნაგაების ორ ქვეყანას,  რომელთაგან  ერთის  დედაქალაქს  ერქვა  Mმათჰურა,  მეორისას  კი  პადმავათი.  Aაი  ამ  ქვეყნებს__მათთვის  სახელმწიფოები არც  კი  შეიძლებოდა  გვეწოდებინა,  იმდენად  მცირენი  იყვნენ__და  მათ მეფეებს ანუ  მაჰარაჯებს უნდა  შებრძოლებოდა  გაერთიანებული  ჯარი  ვახტანგ  მეფის  მეთაურობით.  
როდესაც ლაშქარი  მთლიანად  გადავიდა ჰინდის  აღმოსავლეთ  ნაპირზე და  პენჯაბის  პირველი  მდინარისკენ,   ჰიდასპისკენ  დაიძრა,  იმდენად  მრავალრიცხოვანი გამოჩნდა,  რომ  ინდიდან ჰიდასპამდე  თითქმის  მთელი  ველი  დაიკავა.  Aაქლემების,  ცხენების,  ჯორების ხმიანობა  შორს  გაისმოდა  და ეს  ვრცელი  მინდორი  ერთიან  გუგუნს  მოეცვა, თითქოს  “მდინარეთა  მამა”  ადიდებულა,  კალაპოტიდან  გადმოსულა  და  ყველაფერს  წალეკვით  ემუქრებაო. მისი  დამნახავი  აქაური მაცხოვრებელნი  თავქუდმოგლეჯილნი  გარბოდნენ  საითაც  მოუხვდებოდათ,  ოღონდ  გადარჩენილიყვნენ  და  შიშით  გულგახეთქილნი  კიდევ  უფრო შემაძრწუნებელ  ამბებს  ავრცელებდნენ,  რასაც  ის  მოჰყვა, რომ ლაშქარმა  ისე  გაიარა  გზა  ჰიდასპამდე,  მცირე  წინაააღმდეგობასაც  არსად  წასწყდომია.
ვახტანგ  მეფე  ცოტა  არ  იყოს  გამწყრალიც  კი  გაცქეროდა  ასე  თავისუფლად  მიმავალ  გაერთიანებულ  ჯარს,  რომელმაც  ვერც  კი  გაიგო  ისე  უცებ  მიაღწია  მდინარე  ჰიდასპამდე__რას ჰგავდა  ეს, განა  იმიტომ წამოვიდა  ამხელა  მანძილზე,  რომ ახლა  თავისი ხმალი ერთი  მოწინააღმდეგისთვისაც  კი  ვერ  ეგემებინა?  უბრძოლველად  გამარჯვებას  რა ფასი აქვს, Gგამარჯვება ხომ  ბრძოლით მიიღწევა, ისიც  თანაბარ  ბრძოლაში, როდესაც მოქიშპენი ყველა  ხერხითა  და იარაღით  უტევენ  და  ერთმანეთს არ  ჩამოუვარდებიან  არც  სიმამაცით,  არც  მოხერხებულობით  და  არც ძალ_ღონით.
Aაქ  კი  რა  ხდება?  Mმეომრები  წინ მიიწევენ,  ისე თამამად  მიემართებიან,  თითქოს ქორწილში  მაყრები  არიანო,  უკან  იტოვებენ  სოფლებს,  სახლებს,  ბოსტნებსა  და  ყანებს, ხელთ იგდებენ   ძვირფას  ნივთებს, რომელთა  შორის    სჭარბობს  ყვითელი  ძვლისგან გამოკვეთილი ბუდას__მათი  ღმერთის__დიდი  თუ  პატარა  ქანდაკება,  ეს ძვალი  კი თურმე  სპილოს ეშვები ყოფილა,  ხოლო სპილოები, როგორც  ამბობენ, მეტად  მრავლად  ჰყავთ  ჰინდოთ. Hჰოდა,  წინ  მიიწევენ  და  არსად  რაიმე  წინააღმდეგობა,  რაიმე  შეტაკება!
Dდიახ,  ჰინდოთ  ჰყავთ  ძალიან  ბევრი  სპილოები და... ბერები!   Bბერები!  ყველგან  ბერები, მოხეტიალენი,  რომელთაც აქაურები  ბჰიქშებს  უწოდებენ!  იმდენი  მსოფლიონი  ანუ  ერისკაცნი  არა,  რამდენნიც  ბერნი!  თავგადაპარსულები, ყვითელწამოსასხამიანები,  ფეხშიშველნი,  გამხდრები, ვეება  ულვაშებითა და წვერით, ხელში მოწყალების  შესაგროვებელი  ჯამით,  ყველა ერთმანეთის   მსგავსი,  რომელთაც  აკრძალული  აქვთ ყოველგვარი  საქმიანობა,   რათა  მხოლოდ თავის  ფიქრებსა  და  ლოცვას  მიეცნენ!    Mმიდიან,  არ  ჩქარობენ,  თავს  აფარებენ გამოქვაბულებს,  მაღალ ხეებს, ისვენებენ,  ლოცულობენ  ანდა ხარისხით  მაღალ თანამოძმეს  უსმენენ   და ერთიანდებიან  თემად  ანუ სანგჰად.  Yყველა  მათგანი  უფრთხის    რაიმე  ცოცხალი  არსების  მოკვლას, ტყუილის  თქმას, თუნდ  მცირე მორთულობასაც  კი  და   საჩუქრის  მიღებას.  მათ საკუთარი არაფერი გააჩნიათ,  გარდა  უბადრუკი  ძონძებისა  და  ქაშქულისა__ჯამისა, რომლითაც  მოწყალებას  აგროვებენ.  ერთ-ერთ  მათგანს  ჰინდის  გადალახვისთანავე  გადააწყდნენ ვარაზი და   ძმები  ქისიყელები,  რომლებიც მთელი  ეს  გზა  შესაშური  სილაღით  მოაჭენებდნენ  ცხენებს  და  რადგან წინაააღმდეგობას  ვერსად  ხვდებოდნენ, ქარქაშიდან  ხმალს  არც  კი  იღებდნენ.  
აგერ ერთი  ბერი არსად  გარბის  და  სწორედ ამით  გამოირჩევა  სხვა  ბერებისა  და  უბრალო  ჰინდოთაგან.
ვარაზმა რომ ცხენი  მიაგდო, ეგონა ბერი შეშინდებოდა  და  მოკურცხლავდა, მაგრამ  მან მხოლოდ შემოხედა, ქვიდან  კი არც   ამდგარა.
Aამ  დროს  მაჩხაც  მოვარდა  და  ბერის  თავზე მათრახი აღმართა,  მაგრამ იმ  ჰინდომ  ახლა  მას  გაუსწორა  თვალი  და მზერით  შეაჩერა.
__რაო,   ისეთი    გულადი  და  მამაცი  ბერია,  რომ სიკვდილისაც  არ  ეშინია?__გადაულაპარაკა  მაჩხამ ვარაზს,__რატომ  ესეც სხვებივით არ  გარბის?
__როგორც  ჩანს, მართლაც  არ  ეშინია,__დაუდასტურა  ვარაზმა, __იცის  რომ  მაინც  ვერსად  გაგვექცევა. Eჰეი,  ბერო,__დაუყვირა  შემდეგ,__წამოხტი და  გაგვასწარი,  თორემ სიკვდილი გელის!
Bბერმა, რა  თქმა  უნდა, ვარაზის  ნათქვამი  ვერ  გაიგო,  მაგრამ ხელი ისე გააქნია, რომ აგრძნობინა__მივხვდი, რასაც მეუბნები,  მაგრამ  გაქცევა სულაც  არ  მიფიქრიაო.
ვარაზი  მიხვდა,  რომ  ჰინდოს  მისი ენა  არ ესმოდა,  და,  რადგან  სხვა  ენებს  შორის ცოტაოდენ მხოლოდ ბერძნული  იცოდა, სწორედ ამ  ენაზე  დაუყვირა  იგივე  სიტყვები,  თუმცა სრულიადაც  არ მოელოდა, რომ ბერი  მის  ნათქვამს  გაიგებდა და  პასუხსაც  გასცემდა,  მაგრამ მისდა გასაოცრად სწორედ ასე  მოხდა:
__რისთვის  გავიქცე?__უპასუხა ინდოელმა  ბერძნულადვე,__თუ  სიკვდილი  მიწერია,  გაქცევა  ვერ  გადამარჩენს. Bბედისწერას  ვერსად  წაუხვალ.
ვარაზმა  ამის  გაგონებაზე   პირი  დააღო  და  მეგობარს  გადახედა,  რომელიც  არანაკლებ თვალებდაჭყეტილი  ხან  ერთს  უცქერდა  და ხან  მეორეს.
__ვინა  ხარ,  რა  გქვია?__ამის  კითხვაღა  მოახერხა  დაბნეულმა  ვარაზმა  და ცხენიდან ჩამოხდა, სადავე  კი  მაჩხას  მიაჩეჩა.
__ბჰამაჰის  მეძახიან,__მოკლედ  მიუგო  ბერმა,   ყვითელი   სამოსი  გაისწორა  და ქაშქული ერთი  ხელიდან  მეორეში  გადაიტანა.
__ბჰამაჰი?__გაიმეორა  ვარაზმა  და  მხრები  აიჩეჩა,  რადგან ამ სახელმა მას  არაფერი  უთხრა,__ბჰამაჰი!
__დიახ, სპარსელო  მეომარო,  ჩემი  სახელია  ბჰამაჰი,   ეს_ესაა დავტოვე დჰარმარაჯიქის  წმინდა  მონასტერი  და  მინდა ხალხში  მცირეოდენი  მოწყალება  მოვაგროვო,  რადგან მალე  წვიმების დრო  დადგება  და  მე  ვეღარაფერს ვიშოვი,  ვერც  ტყავს  და  ვერც მელანს,   აღარც  ძალა მექნება  ჩემი დაწერილი გავაგრძელო.
ვარაზს თვალში  მოუვიდა  ეს  ბერი,  რომელიც,  როგორც მან  თქვა,  რაღაცას  წერდა,  იქნებ  ცხოვრების  ავ-კარგიანობაზე, ან  როგორც  თავად  ვარაზი,  ლექსებსაც  თხზავდა.
E  ეს წაგრძელებული,  გაწეწილთმიანი  თავი  ვინ  იცის  რა  სიბრძნეს  იტევდა!
მაჩხას  ბერძნულისა  არაფერი  გაეგებოდა,  მაგრამ  იმდენს  კი  მიხვდა,  რომ  იმ  ინდოელმა  და  ვარაზმა  რაღაც  საერთო  ჰპოვეს  და  ერთმანეთს  გაუგეს,  ამიტომ  მეგობარს  შესთავაზა:
__ვარაზო,  თუ  წამოგვყვება,  ჩვენთან  წავიყვანოთ  და რაღაც_რაღაცეები ვათქმევინოთ.   წინ  ხომ დიდი  გზა გვიდევს და   აქაური  ვინმე,  შენი  რომ  ესმოდეს,  ძალიან  გამოგვადგება.
__მეც მაგას  ვფიქრობდი.  Hეი,  მეგობარო,__მიუბრუნდა  ბერს,__შენთან  საუბარი გვწადია,  წამოგვყევი, არაფერს  დაგიშავებთ.
__გინდაც  რაიმე  დამიშაოთ,  ალბათ  ასეთია  ჩემი  დჰარმა,__წარმოთქვა ბერმა  და  წამოდგა, მოსასხამის  კალთა  ხელში  აიკრიფა  და  დასძინა:__და ალბათ  არუნამ და მთვარემ  ასე  გადაწყვიტეს.
ვარაზმა  და  მაჩხამ  კიდევ  ერთხელ გადახედეს  ერთმანეთს  იმის  ნიშნად,  რომ  ბჰამაჰის  ნათქვამში  ზოგი  რამ  ვერ  გაიგეს,  ბერმა  კი სიმღერით  განგრძო:

როს  ჩადის  მთვარე, სამკურნალო ბალახთა  ღმერთი,
დიად  არუნას  მზე  ამოჰყავს  აღმოსავლეთით,
და  სწორედ  მათი  ერთდროული  მოძრაობისგან
ხდება  ცვლილება  ადამიანთ  ბედისწერისა.
B
ბერმა დაამთავრა  სიმღერა  და  ვარაზს  მიუბრუნდა:
__ეს ჩემი  დიდი  მასწავლებლის,  ბრძენთა  ბრძენ კალიდასას დაწერილია.
ვარაზი  დარწმუნდა,  რომ ბჰამაჰთან  მართლაც  ღირდა  საუბარი,  რომ  ეს  ბერი  ჭკვიანი  კაცი  ჩანდა, როგორც   ის  მოხუცი,  თავის  თავს  რომ  “გოპატი”  უწოდა და  რომელიც  ამ  მცირე  ხნის  წინ შეხვდა. ისიც  ბრძენი  იყო  და  ეს კაციც,   ვარაზი  კი  დიდი  მოყვარული  იყო ყოველგვარი  სიბრძნისა, ამიტომ მარცხენა  ხელი  მხარზე  დაადო  გულითადობის  ნიშნად,  მარჯვენათი  კი  ანიშნა  ჩვენთან  წავიდეთო.
ის  საღამო  ვარაზმა  და  ბჰამაჰიმ  გულითად  საუბარში  გაატარეს.    ბერი  მეფის  კარის  მგოსანს  უამრავ  რამეს უყვებოდა,  რადგან  ხედავდა,  რომ ვარაზს  ბევრი  რამ  სურდა  გაეგო  ამ  ვეებერთელა  ქვეყნისა  და  იქ  მცხოვრები  მრავალი   ხალხის  შესახებ,  რომლებიც  ძლიერ  განსხვავდებიან ენითაც, შესამოსელითაც, რწმენითაც,   ზნეობითაც  და სხვა უამრავი  რამითაც.
Mმაგრამ ვარაზს ყველაზე  მეტად მოლექსეთა  ამბავის  გაგება  სურდა,  ბჰამაჰი  კი  იმდენად  თავისთავზე  არა, რამდენადაც  თავის  მასწავლებელზე  ჰყვებოდა:
__მე  მხოლოდ  ერთი  უბადრუკი შეგირდი  ვიყავი ჩემი დიდი  მოძღვრისა,  რომელსაც ამ  ქვეყნად ტოლი  არ  მოეძებნება,__აღფრთოვანებით  ამბობდა   ბჰამაჰი  და  სმენად  ქცეულ  ვარაზს  კიდევ  უფრო  აოცებდა,__მე უამრავ  რამეს  მოგიყვები  მის  შესახებ, ზეპირად  გეტყვი  მის შესანიშნავ  სტრიქონებს,  თუმცა  შენ  მათ  ვერ  გაიგებ, მაგრამ  დატკბები  მათი უმშვენიერესი ხმოვანებით, ისინი  ისე  ჟღერს, რომ  ვერავითარი საკრავის    ხმა მათ ვერ  შეედრება.  Aამბობენ, რომ  ცეკვისას  შეიძლება  ათნაირად  შევატრიალოთ  თავი,  ოცდათექსვსმეტნაირად_თვალები, ოცდაჩვიდმეტნაირად__ხელები და ოცნაირად__ტანი, რათა  ულამაზესი მოძრაობა  ვიხილოთ. Kკალიდასას  დაწერილი სიტყვები  კი ასჯერ  აღემატება  Fყველაფერს  სილამაზით  და  მშვენიერებით.  გინდათ  გიმღეროთ  მისი  ერთი  სტროფი?
__დიახ,  კარგი  იქნება, მაგრამ  რადგან  ჩვენ  თქვენი ენა  არ  გვესმის, იქნებ  ბერძენთა ენაზე  გვითხრა,  ბრძენო  ბჰამაჰ,__სთხოვა  ვარაზმა,  რომელმაც  კარგა  ხნის  წინ  შეამჩნია,  რომ  მათ  საუბარს  ათი_თორმეტი ქართლელი  მეომარიც  შემოერთებოდა.
__კეთილი, ყური  მიდგეთ, აი  როგორ  აქებს  ჩემი  დიდი  მასწავლებელი  კალიდასა   უსაყვარლეს  და  უმშვენიერეს  მანგოს  ყვავილს,  რომელსაც  ღვთაებათა საყვარელი  სურნელი  ასდის:

“ო,  წითელ-მწვანედ მოღაჟღაჟე მანგოს  ყვავილო,
შენ,  გაზაფხულის  პირველი თვის  ნაზო  მერცხალო,
მე  ძლივს  მეღირსა შენი  ხილვა და  თავს  გავედრებ,
ყველა სიცოცხლის  საწყისი ხარ, მეც მიმფარველე”.

Mმაგრამ,  თუ გსურთ  ამ  სიტყვათა  სიდიადე  შეიცნოთ, ჩემი  ბრძენი  მასწავლებლის  დიდებული თხზულება, “აბჰიჯნიანა  შაკუნტალა”  უნდა  წაიკითხოთ,  
თუ  მის  სხვა  დაწერილებს  ვერ  წაიკითხავთ,  მაგალითად, “მეგჰადუთას” , “რითუსანჰარას”, ან  თუნდაც “ვიკრამურვანშის”.    Kკალიდასა  უდიდესი   ბრძენი და უფრო  დიდი მელექსეა,  მან  მეცა  და  ჩემს მეგობრებსაც  მრავალი რამ გვასწავლა  და  თვალი  აგვიხილა.
__თვით  შენც  ბევრს  რასმე   თხზავ, ხომ,  მეგობარო  ბჰამაჰო?__შეეკითხა ვარაზი.
__მე სად მოვალ  კალიდასასთან!__მგზნებარედ  შესძახა ბერმა,__მე  ვსწავლობ  ლექსების  წერის  ხელოვნებას,  რათა იგი  სხვებსაც  გავაცნო და მერმე მელექსეთ  კარგი სტრიქონები  შემოგვთავაზონ.   ჩემს ნაწერს  “კავიალანკარა” ჰქვია.K    კიდევ  მრავალნი  არიან  მელექსენი  და  ბრძენნი, რომელთაგან  ბევრს  თვით  რაჯები  ეკითხებიან ქვეყნის  ბედის  წარმართვას.
Eეს  სიტყვები,  ისევე  როგორც  უმრავლესობა  ბჰამაჰის  წარმოთქმულისა, ვარაზმა თავის  მეგობრებს  გადასცა, რომელნიც  გულისყურით  უსმენდნენ  ყოველივეს, ბერი  კი  განაგრძობდა:
__დიდი  კაუტილია  იტყვის: “რაჯა რაჯიიამ  ითი  პრაკტისამკსეპაჰ”, ანუ მეფისა  და  სამეფოს  ერთობა__ესაა  სახელმწიფო”. ხოლო  სახელმწიფო  მაშინაა  ძლიერი თუ  ყველა იცავს და  ასრულებს დჰარმას. მაშინ  აღსრულდება  აღთქმანი  დიდი  ბრაჰმასი,  დიდი  ვიშნუსი  და  დიდი  შივასი__ჩვენი უზენაესი  ღვთაებებისა.  პურანებში__წმინდა  წიგნებში__მოხსენიებულია  საქმენი  მათნი  ქვეყნიერების  ყოველი დასასრულისა  და შემდგომი  აღორძინების  ხანაში.
ვარაზი მთელი  გულისყურით  უსმენდა  და გრძნობდა,  ეს  ბერი,  ბჰამაჰი,  თავისი  ცოდნით  ბერძენ სიბრძნისმოყვარეებს  არ  ჩამოუვარდებოდა,  ის  კი არა,  ბევრ  რამეში აღემატებოდა  კიდეც, თუნდაც  აი  ამის__ქვეყნიერების  რამდენჯერმე  კვდომისა  და  აღორძინების  აზრში.
_-შენ  გინდა  თქვა,  ბრძენო ბჰამაჰ,  რომ ქვეყნიერება, მას  შემდეგ რაც  ღმერთმა  ის შექმნა,  როდესაც  თქვა :  “__იყავნ!~, არაერთხელ  მოისპო  და შემდეგ ხელახლა  გაჩნდა?__ჰკითხა  ვარაზმა  იმ  მიზნით,  რომ  კიდევ მრავალი  რამ  ეთქმევინებინა  ინდოელი  ბერისთვის.
Dდა  მეცა,  უღირსი  ეპისკოპოსი  ბოდბისა  მის  მონასტრისა,  რომელი  მუდამ  თანა  ვჰყვანდი  მეფესა  ჩემსა ვახტანგს,  გორგასალად  წოდებულსა,  გარნა  აქამომდე  უიშვიათესად ვახსენებდი თავსა  ჩემსა,  და  აწცა  არა  ვიტყვი  მრავალგან,  თვინიერ ორი_სამისა  ვითარებისა,  რამეთუ  სიმდაბლითა  ჩემითა  ვუწყ რომ  არა  ღირს ვარ მალი_მალ  ვახსენებდე  მკითხველსა თავსა  ჩემსა,  ხოლო  უკეთუ  ჩემსა  შემდგომად  ამა  უბადრუკითა  ნაწერითა  ჩემითა  ვიეთნიმე მწერალნი  ისარგებლებენ და  კიდევ  უფრო ვრცელსა  ცხოვრებას დასწერენ მოღვაწეობისასა შესახებ დიდისა  მეფისა  ვახტანგისა,  მე  ფრიად  ბედნიერ  შევიქნები.  დიაღ,  მეცა,  ეპისკოპოსი ბოდბისა  ეკლესიისა,  სადა  დამარხულ  არს  განმანათლებელი  ქართლისა ქვეყანისა  მოციქულთასწორი იგი  ქალწული  ნინო,__მეცა  იქა  ვმყოფობდი,  ოდეს  მგოსანი  მეფისა  კარისა  ვარაზ  ეკითხებოდა  მას ბჰამაჰსა,  ჰინდო ბერსა,  ქვეყნიერებისა  შექმნისა  და  ვითარ  მან  თქვა,  შემდგომი  არაერთი  დაღუპვისა  და  კვლავ  აღორძინების  შესახებ, მეცა ვკითხევდი:
__შენ,  რომელსაც მე  სხვანაირად  ვერ  მოგმართავ,  თუ  არა  როგორც  “ძმა”,  გთხოვ   მიპასუხო:  განა  ქვეყნიერება  მამა  ღმერთისა ჩვენისა  მიერ მისი  ძის,  მაცხოვარისა   იესო  ქრისტეს  შობამდე  ხუთი ათას  ექვსას  ოთხ წელს  არ  შეიქმნა  და  მას  შემდეგ  ღვთის  შეწევნით   არ მოვიდა  დღემდე,  ოდეს  ვიშვით  ჩვენ,  ძენი  უფლისანი?
Mმე, მდაბალმან,  კონსტანტინეპოლს  რამდენჯერმე  ყოფნისას ბერძენთა  ენა  დია  კარგად  შევისწავლე   და    ბერი  ბჰამაჰისთვის  ჩემი  აზრის  თქმა  არ  გამჭირვებია.
__უნდა  იცოდე შენ,  ვისაც  ცხადად  გეტყობა  რომ  ღვთის მსახური  ხარ, ვითარცა  მე,__მომიგო მან  ბერძნულადვე,__რომ  სამყარო  თავისი  თავიდან  შექმნა  ღმერთმა ბრაჰმამ__უზენაესმა ღმერთმა,  რომელიც  ყოველივეს  განაგებს  შივასა  და ვიშნუსთან  ერთად. Mმანამდე   ქვეყნიერება  არ  არსებობდა. Uისმინე  რას  გვამცნობს  ჩვენი  წმინდა  წიგნი, რომელსაც  “რიგვედა”  ეწოდება:


Aარ  იყო არა-ცოცხალი  და  არც ცოცხალი  არ  იყო მაშინ,
A არ  იყო ჰაერი და  არც  ცა  მას ზედა,
რა იძროდა  იქით  და  აქეთ? სად?  ვისი  მფარველობით?
რა წყალი  იყო  იგი__უფსკრული  უფსკერო?
A    არ  იყო  არც  სიკვდილი  და  არცა  უკვდავება,
A     არ  იმჩნეოდა  რაიმე  ნიშნით  დღეი თუ  ღამე,
თავისი  წესებით სუნთქავდა რაღაც  ერთიანი, თუმც  ჰაერს  არ  არხევდა,
D    და  არ  იყო  სხვა  არაფერი, ამ რაღაც  ერთიანის  გარდა...

Eეს  თქვა  რა  ინდოელმა  ბერმა  ბჰამაჰიმ,  მე  მყისვე   გამახსენდა   ჩვენი  წმინდა  წიგნი  “შესაქმისაი”,  სადაც სწორედ ასეა  თქმული   თუ  რა  იყო მამა_ღმერთის  მიერ  ქვეყნიერების  შექმნამდე,  და  ვუთხარი  იგი  ინდოელ  ბერს:
__აი  როგორი  იყო ქვეყანა ჩვენი  წმინდა  წიგნით,   ვიდრე  ღმერთი  ცასა  და  მიწას  შექმნიდა:  __ “...ხოლო  ქუეყანა  იყო უხილავ  და განუმზადებელ. Dდა  ბნელი  იყო  ზედა  უფსკრულთა და  სული  ღვთისა  იქცეოდა  ზედა წყალსა...”
ბჰამაჰი  გამოცოცხლა:
__ზედა  წყალსაო, ასე  სწერია?  ჩვენი  წმინდა  წიგნებითაც, სწორედ  წმინდა  რიგვედადან, უპირველესად  იყო  წყალი  და ყოველივე  მისგან მომდინარეობს.   შემდეგ, ღმერთებმა ქვეყნიერების  შექმნა  მოისურვეს  და პირველად  შექმნილი  ადამიანი, სახელად პურუშა,  მსხვერპლად  შესწირეს, დაანაწევრეს და მისი თვალებისგან  შექმნეს მზე, პირისგან__ღმერთები ინდრა  და  აგნი, სუნთქვისგან__ქარი,   ჭიპისგან__საჰაერო  სივრცე, თავისგან__ცა, ფეხებისგან__დედამიწა, ყურებისგან__ქვეყნის  მხარეები.  Gგარდა  ამისა,  პურუშას  პირიდან  წარმოიშვნენ  ბრაჰმანები__ღმერთის  მსახურები, ხელებისგან__ქშატრიები, მუცლისგან__ვაიშიები  და მუხლებისგან__შუდრები.  იმ დროსვე  წარმოიშვნენ  მცენარენი,  ცხოველნი და  ფრინველნი.
__მაგრამ შენ სთქვი,  ბჰამაჰ,  რომ სამყარო ღმერთმა  ბრაჰმამ  საკუთარი  თავისგან შექმნაო?__შეახსენა  ვარაზმა.
__დიახ,  ეგეც მართალია,  და დღეს  სამყარო ვეებერთელა გველს,  სახელად შეშას,  უდგია თავის  უამრავ  თავზე,__დაუდასტურა  მან  და  მოსაუბრენი  გაურკვევლობაში დატოვა,__მაგრამ ესეც  რომ  აგიხსნათ, ძალზე დიდი  დრო დამჭიდება.
__და ეს  ქვეყნიერება უკვე რამდენჯერმე დაიღუპა და აღდგა?__არ მოვეშვი მე,  რამეთუ  აგეთი  რამ  არ  მჯეროდა  და  ვერც  დავიჯერებდი.
__დიახ,  აგრეა.  D  მოვალს  ჟამი, როცა  ეს  ქვეყნიერებაც  დაიღუპება  და  კვლავ ახლად  წარმოიშვება.
Aამ  სიტყვებზე  ახლა  იოანე  ნათლისმცემლის  “გამოცხადება”  მომაგონდა,  სადაც  ნათქვამია:  
“და  ვიხილე  ცაი  ახალი  და  ქუეყანაი ახალი, რამეთუ  პირველი  იგი ცაი  და  პირველი  ქუეყანაი  წარხდეს...
თქუა  მჯდომარემან მან საყდარსა ზედა:  აჰა ესერა ყოველსავე ახალ-ვჰყოფ.
ვიქმენ  მე  ანი  და ჰოე,  დასაბამი  და  დასასრული...”
მაგრამ ბჰამაჰისთვის  აღარ  მითქვია,  რომ  ქრისტიანული რჯულის მცნებანი  მათსას  ემთხვეოდა.
__შენ  წეღან  ვიღაც  ბრაჰმანები, ქშატრიები, ვაიშიები  და შუდრები ახსენე,__გაიხსენა  ვარაზმა,__იქნებ  გვითხრა,  ვინ არიან  ეგენი და რას  წარმოადგენენ?
ბჰამაჰი როგორც  ჩანს,  დაიღალა,  მაგრამ მაინც გვითხრა:
__განა  თქვენს  ქვეყანაში  კი  არ არიან ადამიანები,  რომლებიც  სხვადასხვაგვარად ცხოვრობენ და  განსჯიან?  Qქონებაც  სხვადასხვა აქვთ,  სახელოც  და  საქმესაც  სხვადასხვაგვარად აკეთებენ. გყავთ  მეფე, სპასპეტი, ღვთისმსახურნი, ერისკაცნი, მდიდარი და  ღარიბი...
__დიდერისთავნი  და  მცირეაზნაურნი, თავისუფალნი  და  მონანი,__წაეშველა  ვარაზი.
__აგრეა  ჩვენს  ქვეყანაშიც.  Aაქ  სულ  ოთხი ცხოვრების  ნირის  მქონე ადამიანები  არიან,  რომელთაგან  უმაღლეს  ადგილს  ბრაჰმანნი  იკავებენ__ღვთისკაცნი, მბრძანებელნი  ყველა  არსებისა.  Mმერმე  არიან  ქშატრიები:  მეომარნი  და  ხელისუფალნი.   ვაიშიები  ის  ხალხია, ვინც  გადასახადებს  იხდის,  ხოლო  შუდრები  შრომობენ  და  სხვებს ემსახურებიან.
სწორედ  ამ  დროს მე,  უღირსსა  ეპისკოპოსს,  გამახსენდა  რომ    იმ  ქვეყანაში  ვიმყოფებით, სადაც  მაცხოვრისა  ჩვენისა  მოციქულმა  თომამ  შეიტანა წმინდა  ჯვრის  მადლი    და  ვითარც  წერენ   ქრისტიანი  სწავლულნი, განანათლა  მათი  მეფე,   სახელად  გონდოფარა. როდესაც  ამის  შესახებ ვიწადინე შემეტყო  რამ ამბავი ბჰამაჰისგან, მან  თავი  გაიქნია:
M__მსგავსი რამ არც  მე მსმენია  და  არც  ვინმე  სხვას.  ჩვენ  ბევრი ბრძენი გვყოლია, მაგრამ  არც  მათ  გაუგიათ  რამე.  Aაი  თუნდაც  უჭკვიანესი  არიაბჰატა, რომელმაც  ისეთი რამ შეისწავლა,  რაც  დღემდე მეც  ვერ გამიგია  და ვერც  სხვანი  ვერ  მიმხვდარან,__და  ბჰამაჰიმ  მოსაუბრეთ  შემოხედა, აბა  თუ სურთ  გაიგონ  რაზე  ვლაპარაკობო, და  როცა მათს  ცნობისმოყვარე  მზერას  კიდევ  ერთხელ  წააწყდა, განაგრძო:__თქვენ  ყველას  გინახავთ სამაჯურივით  მრგვალი ხაზი,  განა  არა?
__დიახ, რა  თქმა  უნდა გვინახავს,__დაბნეულად  დავუდასტურეთ ჩვენ,  ხოლო  ვარაზმა  მიამიტად  დასძინა:__აი  იმდაგვარი,  როგორიც  ურმის  თვალია, ხომ  მართალი  ვარ?
Bბჰამაჰის  ჩაეღიმა  მოსაუბრის  ამ მარტივ პასუხზე.
__ჰოდა,  აი  იმ  წრეს  რომ  ზუსტად  შუაზე  გავავლოთ  ხაზი  და  წრის  სიგრძე  იმ  ხაზზე  გავყოთ,  რაც  არ  უნდა დიდი  ან  პატარა  იყოს  ის  წრე,  ამ  გაყოფის  შედეგი  მუდამ  ერთნაირი  იქნებაო__ამბობდა    ბრძენთა  ბრძენი არიაბჰატა  და  ასეცაა.
ვარაზმა  ერთმანეთს  გადავხედეთ,  რადგან  ვერც ერთი  ვერ   მოვხვდით  ბჰამაჰის  ნათქვამის  მნიშველობას,  ამიტომ  მხრები  ავიჩეჩეთ  და  კვლავ  ინდოელ  ბერს  მივაცქერდით.
__არიაბჰატამვე გვაჩვენა  როგორ  მოძრაობს  მზე,  მთვარე  და ცაში  მოძრავი  დედამიწის  მსგავსი  მრგვალი ბურთები...
__როგორ, დედამიწა  ბურთივითაა  და  მრგვალია?__შეჰყვირა  გაოცებულმა  ვარაზმა,  მე  კი არანაკლებ  ხმამაღლა წარმოვთქვი:
__შენ  ამბობ  მზე  დადისო,  Aარა?   Eეგ  რანაირად? Dდაუჯერებელს  იტყვი,  ბჰამაჰო.
__დიახ, აგრეა,  და ის ჩვენს  დედამიწას  ერთ  მხარეს  ამოუდის  და  მეორე  მხარეს  ჩაუდის.
Bბჰამაჰიმ  უცნაურად  შემოგვხედა  ორივეს,  რადგან მიხვდა  რომ ჩვენ  უკვე  ვფიქრობდით,  რომ  იგი სიცრუეს ამბობდა.  Aამიტომ   გადავწყვიტეთ აღარაფერი  გვერწმუნა მისი.  Eეს რა  თქვა,  რა მოიგონა და მოროშა:  დედამიწა მრგვალიაო,  მზე   თავის  ჭკუაზე მოძრაობსო,  დედამიწისნაირი  ბურთებიც ბევრია ცაშიო... ღმერთო,  ნუ  მიწყენ  და   ეს  ბჰამაჰი  მე  მგონი დიდი ცრუპენტელა  ვინმე უნდა  იყოს_მეთქი,__ვფიქრობდი  და  მგონია  რომ  ვარაზმაც იგივე  გადაწყვიტა.
Mმაგრამ  ბჰამაჰის  კიდევ  ერთი  უცნაური  სანახაობა  ჰქონდა  მომზადებული  ჩვენთვის:  წაგვიყვანა  და  ერთი  ვეება  რკინის  ბოძი  დაგვანახა,  რომლის  მგავსის  მხილველნიც  არც  მანამდე  ვყოფილვართ  და  არც  შემდეგ  გვინახავს   რამე.
__აბა  შეხედეთ  ამ  ფოლადის  თვალუწვდენ  გოლიათს!__გვეუბნება  ბჰამაჰი,__ეს  ჯადოსნური  სვეტია,  რომელიც  ადამიანს  ბედნიერებას  ანიჭებს.
__რკინამ  რა  ბედნიერება  უნდა  მოგვანიჭოს?__დაეჭვებით  იკითხა ვარაზმა, __რკინაა  და  მეტი  არაფერი! Mმე  კი  მეგონა...
__მოიცა,  ჩემო  მეგობარო, მოითმინე  და მისმინე:  აგერ  ოთხმოცი  წელია, ეს  რკინის ბოძი  მზესა  და  წვიმაში დგას.  ჩვენთან  წვიმა  ხშირად  იცის,  მაგრამ  აბა  შეხედეთ,  ჟანგი  თუ  ეტყობა  სადმე?  ერთი ნამცეციც  კი  არსად  მოჩანს!  Dდა  ასე  იდგება  საუკუნეები,  გჯეროდეთ!
__ეგ  იქნებ  შესაძლებელია, მაგრამ  ბედნიერების  მომნიჭებელი  კი რანაირად  უნდა  იყოს?__ახლა  მე  შევეკითხე,__ბედნიერებასაც  და უბედურებასაც  მხოლოდ  უფალი  ანიჭებს  ადამიანს,  განა  თქვენში  კი  აგრე  არ  არის?
__შესაძლოა  შენ  მართალი  იყო,__მომიბრუნდა  ბჰამაჰი,__მაგრამ  ამ სვეტის  ძალაც ცნობილია:  თუ  ზურგით  მიეყრდნობი  და  შეძლებ ხელები უკუღმა შემოხვიო  ისე,  რომ  თითები  ერთმანეთს  შეახო,  ბედი  არ გიღალატებს  და  სურვილიც  აგისრულდება!
__აბა  ერთი  ვცდი,  მამაო,__მითხრა  ვარაზმა, სვეტს  მიეყრდნო  და  ხელები  მოხვია.
Uუნდა  ვთქვა, რომ  მცირედ  კი  გაუჭირდა  ვარაზს  თითების  ერთმანეთზე შეხება,  მაგრამ  მაინც მოახერხა  და  კმაყოფილი  მოსცილდა  იმ  ბოძს, მე  კი  ცრუკერპების არასოდეს  მჯეროდა და  ბჰამაჰის  ზღაპრებთან  ერთად  არც  ეს  ვირწმუნე.
Bბოლოს   ბერი  მიხვდა,  რომ  მისი  უკვე  აღარ  გვჯეროდა,  ერთი  კი  გაიქნია  თავი  და  დამცინავადაც  შემოგვხედა,  მაგრამ  არაფერი  უთქვამს  და  ჩვენც  ხმა  აღარ  ამოგვიღია,  მე  დავტოვე  ისინი  და  რადგან  საკმაოდ  შეღამებული  იყო, მწუხრის  ლოცვად  დავდექი.
Aახლა  კვლავ  ისე  აღვწერ  მძლეთამძლე  მეფის,  დიდი  ვახტანგ  გორგასალის ცხოვრებასა  და  მოღვაწეობას,  მის  განუზომელ  ღვაწლს განსამტკიცებლად ქართლისა  სამეფოსი,  ფრიადი  და  სრულიადიქვეყნისა, რომელსაც  ყოველთა  მეფეთა  შორის  აღმატებულმა ღმერთკაცმა  მთელი  თავისი  სიცოცხლე  შესწირა,  ვითარც აქამდე  ვწერდი.
Mმეორე  დღეს  ვარაზს  აცნობეს, ვახტანგ მეფე  გიხმობსო, და  ისიც  საჩქაროდ  გაეშურა  იქით,  საითაც  იგი  ეგულებოდა,  მაგრამ ვეღარ მიუსწრო:  ვახტანგ  მეფე  ქართლელთა  ჯარით ადრიანად დაძრულიყო მდინარე ჰიდასპის  სიახლოვეს  მდებარე მცირე  ქვეყნის მფლობელთან  საბრძოლველად.  Aამ  ქვეყანას განდჰარას ეძახდნენ  და  მართალია,  ვრცელ  სამეფოს  არ  წარმოადგენდა,  სამაგიეროდ, როგორც  შემდეგ  აღმოჩნდა,  ისევე  როგორც  მასზე  ბევრად  დიდი  სინდის  ქვეყანა, ძალიან  მდიდარი  იყო.
ვახტანგ  მეფე ფრიადი  მოსურნე იყო  დიდი ბრძოლისა,  რათა  ერთის  მხრივ, შაჰან_შაჰ პეროზისა  და აგრეთვე,  ბიზანტიელი  სარდლის  ლეონტისთვის დაემტკიცებინა, რომ  მის  უძლეველობაზე გავრცელებული  ხმები დიახაც სიმართლე  იყო,  მეორე  მხრივ კი,  მიუხედავად  იმისა რომ    უკვე  არამცირედ    შეიჭრა  ჰინდის ქვეყანაში, ნადავლი   ჯერაც არაფერი მოეპოვებინა,  ის  ნადავლი,  რომელიც მას შორეული მიზნის მიღწევისთვის  სჭირდებოდა.
Aამიტომაც  გასაგებია  თუ  რატომ  აენთო სიხარულით  და ბრძოლის  წყურვილით  ვახტანგ  მეფის გული, როდესაც  ჰიდასპის აღმოსავლეთით  გაშლილ  ველზე უცხო  ლაშქარს  მოჰკრა  თვალი, რომელიც, აშკარად  ჩანდა,  რომ  საომრად იყო  დაწყობილი.  შორიდანვე  იხილვებოდა  ლაპლაპა ხმლები და  შუბები,  მოელვარე  თავსარქმელები,  შავტუხა მეომრები  რომ  იქნევდნენ  მუქარის  ნიშნად. მათს  რიგებში  მრავლად  მოჩანდნენ  მხედრები,  საომარი  ეტლები   და  რამდენიმე  სპილოც კი,  რამაც თავიდან  მცირედით  ნირი  შეაცვლევინა  ქართლელებს, მაგრამ  როდესაც  ვიღაცამ თქვა, რომ  მაგ სპილოებს  ყველაზე  მეტად  ღორის ჭყივილისა  ეშინიათო,  ყველაზე  შეშინებულებსაც  კი გულიანად გაეცინათ.
Dდა აი,  ჩაბერეს  ბუკებს,  გაისმა საომარი შეძახილები, ვახტანგ  მეფემ  ხმალი აღმართა  და  ის  იყო,  შავრონისთვის  ქუსლი უნდა  ეკრა,  რათა ქართლელნი გრიგალივით  დაძრულიყვნენ  და ქარიშხალივით  მიელეწ_მოელეწათ  განდჰარელი ჰინდონი, რომ  მათ  მოულოდნელად  პირი იბრუნეს  და  თავქუდმოგლეჯილებმა  ბრძოლის ველი მიატოვეს.
ქართლელნი  პირდაღებულნი  უყურებდნენ  როგორ  გარბოდა  მოწინააღმდეგე და მზად იყვნენ დასდევნებოდნენ, მაგრამ  ვახტანგ მეფე ადგილიდან  არ  დაძრულა, რადგან  ეჭვობდა ხაფანგში არ შეგვიტყუონ  და  ალყაში  არ  მოგვაქციონო, მაგრამ  როცა  ეს  ეჭვი  გაუქარწყლდა,  პირველმა  გააქანა ცხენი და  დიდ  მანძილზე  სდია  გაქცეულებს,  ვიდრე  კიდევ  ერთ მდინარეს  არ  მიაღწია,  მერე შედგა  და  თავის  მოლაშქრეთა  რისხვა  იმით დააოკა,  რომ   ხალხმრავალ  სოფლებს შეუსია,  მერმე  კი იმ ქალაქებს   შემოარყა ალყა, რომლებიც    არც  თუ ისე  ცოტა  მოჩანდა:  თაქსილას,  ჩაქალას და  კიდევ რამდენიმე  სხვას,  თავად  კი  შაჰან_შაჰთან დაბრუნდა  და  ყოველივე  აუწყა.
Yყველას  იმედი ჰქონდა,  რომ ამ ქალაქებს სწრაფად იგდებდნენ  ხელთ, მაგრამ  ისინი  მეტად მტკიცედ გამაგრებული  აღმოჩნდა. შაჰან_შაჰს არ  სურდა  ერთ  ალაგას ჯდომით  დრო  დაეკარგა  და ამიტომ  ვახტანგ  მეფეს ურჩია  ალყა  მოეხსნა,  ლაშქარი  კი სამხრეთისკენ  დაეძრა, სადაც  უფრო  მდიდარი და  აღორძინებული ქვეყანა  მდებარეობდა,  რომელშიც გუპტების  საგვარეულოს  წარმომადგენელი, სახელად ბუდჰაგუპტა  მეფობდა.
Nნადავლი  კი  დიდძალი იგდეს  ხელთ ქართლელებმა: მუშკი ლიტრი ათასი, ამბარი ეგზომივე,  ალვა  ნავი  ათი, თუალები იაკინთი და ზურმუხტი  ნავი  ერთი,  და  მის თანა  საფირონი თვითოსახე, ოქრო  აქლემი  ასი, ვეცხლი  აქლემი ხუთასი. .
სულ  მალე  კიდევ ერთ მდინარეს  მიადგნენ, რომელსაც ქართლელთა   გასაკვირად   მეტად ნაცნობი  სახელი  ერქვა:   ჰიფასის.
__ჰიფასის?__გაუკვირდა  ვახტანგ  მეფეს,  როცა მდინარის  სახელი  შეიტყო,__ნაცნობი  სახელია:  ჰი_ფასის!  ჩვენშიც, იმიერქართლშიც  ხომ  ესე  ჰქვია:  ფასის!  
__ჩვენ   პენჯაბის  ამ  ერთ-ერთ  მდინარეს  ბიასს  ვეძახით  და  ჰინდონიც  აგრე  უხმობენ,__თქვა  შაჰან_შაჰმა,  რომელიც  დიდად კმაყოფილი  იყო  წინა  დღეების ამბებით  და იმ  ალაფით,  რაც  ჰინდოთ  წაართვეს.
__ცხადია, ეს  სახელი  ბერძნებმა  უწოდეს,  ისევე  როგორც  ჩვენს  მდინარეს,  პონტოში  რომ  ჩაედინება,__ივარაუდა  ვახტანგ  მეფემ და მალე  დარწმუნდა  რომ  სწორედ  ასეც იყო.
__რაც  უნდა  ის  ერქვას, მთავარია  დროზე  გადავლახოთ,__შაჰან_შაჰი  ვეღარ  ითმენდა,  კვლავ  და  კვლავ  სურდა მოწინააღმდეგეებზე  გამარჯვებით  დამტკბარიყო: ჰინდოთა  ძლევა  დიახაც მის  სულს  სიამით  ავსებდა, მაგრამ  მთავარ  მოქიშპეებად  მაინც ჰეფთალები და  თავისი  ძმა  ვალარში ეგულებოდა,__სინდის  ქვეყნებიც  სწარაფად დავამარცხოთ  და  ჩრდილოეთით  შევბრუნდეთ,  ვერაგ  ჰეფთალებს  საკადარისი  მივუზღათ.
__იმედი  მაქვს ბრწყინვალე  შაჰან_შაჰს  სწამს  რომ  ჩვენს  გაერთიანებულ  ლაშქარს წინ  ვერავინ  დაუდგება,__ვინ  იცის  მერამდენედ  არწმუნებდა  ვახტანგ  მეფე  სიმამრს, და  ლეონ ბერძენიც  კვერს  უკრავდა:
__სინდელთ  არავინ  ჰყავთ ჩვენთან  ბრძოლის  გამსწორებელი,  ისევე  როგორც  ჰინდოთ.  Mმომავალ  ბრძოლაშიც  გამარჯვებას მივაღწევთ,  ღმერთი  მოწყალეა.
__უკეთუ  დიდ  შაჰან-შაჰს  სხვა  რამ  ბრძნული  ჩანაფიქრი  არაფერი  აქვს, და  მამაცი  სარდალი  ლეონტიც  წინააღმდეგი  არ  იქნება, მე ვიზრახვი  ახლავ  წავიყვანო ჩემი  ქართლელნი და  ჰიფასისი რაც  შეიძლება  სწრაფად  გადავლახოთ,  რათა ისე ანაზდად დავეცეთ  სინდელთ, რომ  გონს მოსვლა ვერ მოასწრონ,__შესთავაზა ვახტანგ  მეფემ  შაჰან_შაჰსა  და ბიზანტიელ სარდალს,__უკეთუ თქვენც  მალევე  დასძრავთ  თქვენთა  სპათა, ეს  სინდელთა  ძლევას   გაგვიადვილებს. ბრძენთ  უთქვამთ: სისწრაფე  გამარჯვების  საწინდარიაო.
ვახტანგ  მეფე ორივეს  გამოეთხოვა  და  არტავაზს,  რომელიც ყველგან  თან  ახლა  თავის  მეფეს, უბრძანა   ერისთავთათვის  შეეტყობინებინა  რომ  ჰიფასისი  რაც შეიძლება  სწრაფად  გადაელახათ,  რათა  სამხრეთისკენ  მობრუნებულიყვნენ  და სინდეთისთვის შეეტიათ.
მართლაც,  სულ  მალე  ქართლელთა  ლაშქარი  მდინარეს  მიადგა,  მაგრამ  შიგ არავინ  შესულა,  ყველა  ვახტანგ  მეფეს  შეჰყურებდა,  რომელიც გულზე  ხელებდაკრეფილი, მდუმარედ  იდგა და მდინარის მღვრიე ტალღებს  თვალმოუშორებლად დასქეროდა.  ერისთავები  უკლებლივ მასთან  იყვნენ  და  მის  ბრძანებას ელოდნენ.
ჰიფასისი  კარგა  მოზრდილი  მდინარე იყო,  თუმცა ინდთან  შედარებით   ისე ჩანდა,  როგორც ბეღურა  არწივთან:   მდინარეთა  მამას  უფრო ფართოდ  გაეშალა  მხრები, უფრო  დინჯად  მოაგორებდა  ტალღებს  და  შეუდარებლად მეტ გზას  გადიოდა,  ვიდრე  პენჯაბის  რომელიმე  მდინარე. Hჰიფასისს ჭალები  თითქმის  არ  გააჩნდა და მხოლოდ  მაშინ   იძენდა რიხსა და  მედიდურობას, როცა  მთებში  წვიმები  მოდიოდა,   თუმცა  ახლა  პატარა  გორაზე  მდგარი  ვახტანგ მეფე ხედავდა,  რომ  ეს  არც თუ  ისე  დიდი შენაკადი ჰინდისა ქართლის ყველა  მდინარეს,  მათ შორის  მტკვარსაც აღემატებოდა  გინდ  სიგანით  და  გინდ  წყლის სიუხვით.
რადგან  ვახტანგი   ფიქრებს  მისცემოდა,  მისმა  მესაჭურვლემ, იმისთვის,  რომ მბრძანებლის  მყუდროება  არ  დაერღვია, მეფის  ცხენი  აღვირით მოშორებით მიწაში ჩასობილ  რკინის  პალოზე მიაბა,  მაგრამ  შავრონი მოუსვენრად  იქნევდა კუდს  და  ფეხებს მიწას  უშენდა, მერე კი  ერთი  მძლავრად  გაიწია  და თავი ისე  მაგრად გაიქნია,  რომ  პალო მიწიდან  ამოაძრო.
მესაჭურვლე მყის მივარდა  და  ლაგამზე სტაცა  ხელი,  მეორე  მესაჭურვლე  კი პალოს  მივარდა, რომელიც  შავრონს  აეთრია,  მაგრამ როდესაც დახედა,  გაოცებისგან  პირი  დააღო:  რა  პალო, რის  პალო! Eეს  მოზრდილი  შუბი  იყო,  მთლად რკინისა,  წვრილი წვერით, ჩვეულებრივზე გრძელი   და ასეთივე სქელი ტარით, რომლის ხელთ  პყრობა  უბრალო  მოლაშქრეს  დიახაც გაუჭირდებოდა.        
მესაჭურვლემ ძლივს  ასწია ეს  ვეება შუბი და მეფისკენ გაიხედა,  მაგრამ  მას უკვე  შეემჩნია ეს  უჩვეულოდ  დიდი იარაღი  და  ჩქარი ნაბიჯით  აქეთ  მოდიოდა.
__დიდო მეფეო,__შეჰბედა  მესაჭურვლემ,__მე  უბრალო რკინის ჯოხი  მეგონა... აი  ინებე, შუბი  ყოფილა,  მთლიანი ფოლადისაა.
ვახტანგ  მეფემ  შუბი   გამოართვა  და დააკვირდა.
__აგერ  იმ  ადგილას  იყო,__განაგრძობდა მესაჭურვლე,__ვეებერთელა  კია,__დასძინა თავისთვის,  მეფე  კი იმ ადგილისაკენ იყურებოდა,  სადაც  ეს  იარაღი იყო  მიწაში ჩაფლული.
__აბა ნახე,  მეომარო,  იქ კიდევ  რაღაც უნდა  იყოს,__ანიშნა  მესაჭურვლეს,  რომელიც იმ  ადგილს  მივარდა  და  რაკი  მანაც  შეამჩნია მიწაში  მცირედ  ამოჩრილი  მახვილის  წვერი, წეღან აღმოჩენილი  შუბით  თხრა  დაიწყო.
სულ  მალე  ვახტანგს  ხელთ  ახლა     სატევარი ეპყრა,  ისიც  უჩვეულო სიდიდისა, ისეთი,  რომ თავადაც  კი,   გოლიათი  აღნაგობის  მქონეს,  საკმაოდ  ემძიმა.
__კიდევ ხომ არაფერია?__იკითხა  მეფემ,__კარგად  ნახეთ!
__როგორ  არა,  დიდო მეფეო, აი  ფარსაც მივაგენით!__ერთად  შესძახეს  მესაჭურვლეებმაც  და  უკვე მოგროვილმა მეომრებმაც და რამდენიმე  ხანში ვახტანგს წინ  ვეება  გრძელი  ფარი  დაუდეს,__ესეც    უზანგები  და   ცხენის  საყბეურები  გახლავს!__მოახსენეს  მცირე  ხნის  შემდეგ.
Yყველა  იარაღი მიწით  იყო  მოთხვრილი,  თუმცა  რაღაც წარწერები ზედ მაინც  შეინიშნებოდა.  ხოლო  როდესაც  ვახტანგის ბრძანებით  სამივე  იარაღი  იქვე,  ჰიფასისის  წყალში  კარგად გარეცხეს  და  გაასუფთავეს, მეფემ  მახვილზე    ბერძნული  ასოებით  გამოყვანილი  ერთადერთი  სიტყვა ამოიკითხა: .
__ალექსანდრე!__შესძახა  ვახტანგმა,__ალექსანდრე  მაკედონელი!  Aაი  ადგილი,  სადამდეც  მან თავისი  ლაშქარი  მოიყვანა!   Eეს  ალექსანდრეს   მიერ  ჩაფლული იარაღია! ვაშა  მაკედონელს!
__მეფეო,  აქაც  წერია  რაღაც,__კიდევ  ერთხელ  მიართვა მესაჭურვლემ  პირველად ნაპოვნი შუბი, სხვა  მეომარმა  კი  გრძელი  ფარი:
__აქაც, დიდო მეფეო!
ვახტანგმა  ჯერ  შუბს  დახედა,  მერე ფარს.  ““__მოკლედ ეწერა  შუბზე,  ხოლო    ფარს სამსიტყვიანი  ბერძნული  წარწერა   ამშვენებდა: “”.
Mმეფემ  ორივე  წარწერა იოლად ამოიკითხა:
__”ანდრეია”__“სიმამაცე”!  აი  რა  დაუწერიათ  ამ  შუბზე! ხოლო  ფარზე არანაკლებ  უკეთესი  სიტყვები გამოუსახავთ: “გეგენემთა  ტე პატრიდი”__“ჩვენ  დავიბადეთ  სამშობლოსათვის!”  კიდევ  ერთხელ ვაშა  დიდ  ალექსანდრე  მაკედონელს! Aაი  სად  წავაწყდით  მის  ნაკვალევს! ეს  იარაღები  კი  დაე ისევ  იქ  იყოს,  სადაც  მან დაფლა  მიწაში,  რათა მომავალში კვლავაც გააკვირვოს  და  აღაფრთოვანოს  ისინი,  ვინც  მათ  წააწყდება!
Aამის  შემდეგ  მეფემ შავრონს  ქუსლი  ჰკრა  და  ჰიფასისის  ტალღებში შეაგდო,  რათა  მეომრებს  სამხრეთით,  სინდეთისკენ გაძღოლოდა. M
ქართლელთა,  ერანელთა  და  ბერძენთა  გაერთიანებული  ლაშქარიც  მას  მიჰყვა.
Gგრძელი  და  ბრტყელრქიანი  კამეჩებითა  და  კუზიანი  ხარებით  გატკეპნილი  გზა  ნელა  ეშვებოდა დაბლობში. Gგზის  შორიახლო   კარგად  მოჩანდა შენობათა  ნანგრევები,  რომლებზეც უკვე  ბალახი  კი  არა,  ხეებიც  იყო  ამოსული  და  ზედ  სხვადასხვა  ჯიშის  ცხოველები   დახტოდნენ,  რომელთა  შორის  ქართლელნი ყველაზე ხშირად ციდამტკაველებს ხედავდნენ, რომლებიც მარდად გარბოდ_გამორბოდნენ  და  ყურისწამღები  წივილ_კივილით ძვრებოდნენ  ტოტებზე.  ნანგრევებს  ჯერ  კიდევ შერჩენოდა  მჭვარტლი და მური,  რაც  მოწმობდა,  რომ მტრის  შემოსევა  სულ ახლახან მომხდარიყო.  როგორც  ვახტანგ  მეფეს  მოახსენეს,  მტრები ჩრდილოელნი  ყოფილან   და  მათ თურმე ჰეფთალებს  ეძახდნენ, სწორედ  ისინი,  რომლებიც  თავად       ერანსაც  ესხმოდნენ თავს, რის  გამოც შაჰან_შაჰმა  გადაწყვიტა სამუდამოდ  აელაგმა  ისინი. Mმაგრამ,  როგორც  ვახტანგმა  დაარწმუნა  შაჰან_შაჰი, ჯერ  სინდეთის მოთარეშება  სჯობდა,  ხოლო ჰეფთალები  არსად  გაიქცეოდნენ.
ერთიანი  ლაშქარი    სამხრეთისკენ  მოემართებოდა,  ველებზე  გადადიოდა,  ზოგჯერ  რომელიმე  ხეობაში შემდოვრდებოდა,  ზოგჯერ  კი  ისევ  გაიშლებოდა,  სწორედ ისე,  მდინარე  რომ  ადიდდება  გაზაფხულობით,  კალაპოტიდან  გადმოვა  და  მთელ  ჭალას   წალეკავს.  Qქართლში მართლაც  სწორედ  ამგვარად დიდდებოდნენ მდინარეები,  რომლებსაც  მთაში  დამდნარი  თოვლი  ლანქერად  დაედინებოდა  ხოლმე, აქ  კი ვერავინ  გაიგებდა,  რა დრო იყო,  გაზაფხული, ზაფხული  თუ შემოდგომა,  რადგან  ხეები  ერთდროულად  ყვაოდნენ კიდეც და  ნაყოფსაც ისხამდნენ, ფოთლები  კი  არც  ერთს არ  სცვიოდა.
Kკვლავ  მიუახლოვდნენ  “მდინარეთა  მამას”,  რომელიც თითქოს  მიესალმა  ძველ ნაცნობებს  და  ტალღებიც  მხიარული შხრიალით  მიაგება,  მაგრამ  არც ქართლელებს, არც  ერანელებს  და არც  ბიზანტიელთ  ბუნების  სილამაზით  ტკბობისთვის  არ  ეცალათ:  შორიახლოს  საკმაოდ  კარგად  გამაგრებული  ციხე  აღიმართა,  რომლის  ქონგურებზეც  მეციხოვნენი  გადმომდგარიყვნენ  და  მათკენ მომავალ  ლაშქარს გადმოსცქეროდნენ.
როდესაც  შაჰან_შაჰთან  სათათბიროდ  შეიკრიბნენ,  პეროზმა  ვახტანგ  მეფესა  და  სარდალ  ლეონტის  ამცნო  რომ მათ  წინაშე  იყო  ქალაქი  პრაიაგა, სადაც  მეფედ  იყო   აჯატაშატრა,  ლიჩჰავების  გვარიდან,   რომელიც  ფლობდა  როგორც  ამ  ქალაქს,  ისე მეზობლად  მდებარე ვარანასის არანაკლებ  ძლიერ  ციხეს.
Pპეროზის  ბრძანებით  ლაშქარმა  პრაიაგას ციხის  სიახლოვეს  მოიყარა  თავი  და  დაიბანაკა. შაჰან_შაჰმა  გალავნიდან  ერთი  ისრის  გასროლის მანძილზე  ორი კაცი  დააყენა და მათი  პირით ციხისმცველებს  დანებება  მოსთხოვა,  სამაგიეროდ  ყველას  სიცოცხლესა  და  ხელსეუხებლობას  შეჰპირდა,   მაგრამ  ამან  მხოლოდ  ის  შედეგი  გამოიღო,  რომ თვალჩუბინმა  მეციხოვნეებმა ისრებით ორივე     განგმირეს,   თავის  მხრივ კი ლანძღვა_გინება გადმოსძახეს  და  გაცლა  ურჩიეს.
Pპეროზი  გამწარდა და  თავის  მოლაშქრეებს  უბრძანა  მჭიდრო  ალყად შემორტყმოდნენ  ციხე_გალავანს, ხოლო  ვახტანგ მეფესა  და ლეონ  ბერძენს ახლო_მახლო  სოფლების  მოოხრება  და  განადგურება  დაავალა,  რის  შემდეგაც  მათ    მეორე ქალაქი, ვარანასი,  უნდა  ეგდოთ  ხელთ.
ის  იყო  ქართლელები  და  ბერძნები სწორედ  იმ  მეორე  ციხისკენ  გაემართნენ  და  პრაიაგას  კარგა  მანძილით  დაშორდნენ,  რომ ზურგს  უკან  დიდი  საბრძოლო  ხმაური მოესმათ:  მეომართა  ყიჟინა, ხმალთა  ჩახაჩუხი  და   ცხენთა  გადაბმული ჭიხვინი. აშკარა  იყო  ქალაქის  მცველნი  გამოუხტნენ  მოალყე  სპარსელებს  და ბრძოლა  გაუმართეს.
ერთ  ხანს  ვახტანგ  მეფემ  გადაწყვიტა რომ  შაჰან_შაჰისთვის  თავისი  ლაშქარი  მიეშველებინა,  მაგრამ  შემდეგ  სინდისის  წინააღმდეგ  წავიდა  და  მხოლოდ იმით  დაკმაყოფილდა,  რომ  შავრონი მაღლობზე  ააჭენა  და  ბრძოლის  ველის თვალიერებას  შეუდგა, ლეონ  ბერძენიც  მას  მიჰყვა, გაიზიარა რა  მისი  აზრი  საკუთარი  მეომრების გაფრთხილების  შესახებ:  სპარსეთი  ყურის  ძირში  იყო  და  როცა  უნდოდა, პეროზი  მაშინ  შეავსებდა მებრძოლთა რიგებს,  ქართლი  და  ბიზანტია   კი  შორს  იყვნენ  და  იქიდან  მებრძოლთა  ჩამოყვანა  დიდ  სიძნელეებთან  იყო დაკავშირებული.  თვითეულ  მეომარს  უნდა  გაფრთხილებოდნენ, რადგან ლაშქრობის  დიდი  ნაწილი ჯერ კიდევ  წინ  ედოთ.
სპარსელნი  და  პრაიაგას  მცველნი   სამკვდრო_სასიცოცხლოდ შებმოდნენ  ერთმანეთს.  გრძელ გზას,  როგორც  ჩანდა,  ერანელნი დაეღალა,  მაშინ  როცა  სინდელნი  დიახაც  ძალღონემოკრეფილნი  იბრძოდნენ  და დიდი  მოხერხებითაც  იგერიებდნენ  მომხვდურებს,  ხშირად შეტევაზეც გადადიოდნენ და  სპარსელნი   ძლეულნი ეცემოდნენ  მიწაზე.
__მეჩვენება  თუ  მართლაც  სჯაბნიან  სინდელნი  ერანელთ?__შესძახა ლეონ  ბერძენმა,  როდესაც  თვალი მიადევნა  შორს  გაშლილ ბრძოლის  ველს  და არაერთგზის  შენიშნა,  რომ პრაიაგას  მცველნი მოალყეებს    არათუ  ბრძოლას უსწორებდნენ,  არამედ  ამარცხებდნენ  კიდეც.
__პეროზ  შაჰან_შაჰი  იმდენადაა გაგულისებული  მტრებზე  გამარჯვების სურვილით,  რომ,  ვითარც  ვხედავ,   ამგვარ  მცირე  შეტაკებათა  წარმართვის  უნარიც კი  წართმევია,__მიუგო  პასუხად  ვახტანგ  მეფემ,__განა  მან  არ  უწყის, რომ პირდაპირი  მიტევებით  გამარჯვების  მიღწევა  საძნელოა, უკეთუ  გვერდებიდანაც არ  დაჰკრეს?  Dდიდი ალექსანდრე,  ვის  ნაქონ  იარაღსაც    წავაწყდით  მდინარე  ჰიფასისთან,  მტერს ათასგვარ მახეს  უგებდა  ბრძოლისა  ჟამს. ლეონ  ბერძენო,  კეთილ  არს    გაიხსენებდე ვითარ  გადმოლახა მან სწორედ  ამ  ადგილთა  სიახლოვეს  მდინარე    ესე ჰინდი და  ვითარ მოატყუა მეფე ჰინდოთა, რომელიც  სულ  სხვა  მხარეს  მიეტევა  თვისი  ლაშქრით,  რამეთუ იქა  ჰგონებდა   მაკედონელის  იმ ნაპირზე   გადასვლასა?
Lლეონ  ბერძენმა მხრები აიჩეჩა,  რაც იმას ნიშნავდა  რომ  ამ  ამბისა არაფერი მსმენიაო,  სამაგიეროდ ვახტანგ  მეფის  ძველი  ნაცნობი იპატიოსი  გამოდგა  სპარსთისა და  ჰინდოთა  ამ დიდი დამპყრობის  ცხოვრების  მცოდნე:
__დიდი  ბასილევსო,  და  შენც,  დიდო  სარდალო,  უფლის  რჩეულნო, მე  გავცნობივარ  ალექსანდრე  მაკედონელის  ბრწყინვალე  ლაშქრობათა  შესახებ  დაწერილ  არაერთ  თხზულებას  და  შემიძლია  გითხრათ  თუ,  სახელდობრ,  რას ამბობს  ცნობილი  არიანე: მას  შემდეგ,  რაც  ალექსადრემ მოატყუა  ჰინდოთა  მეფე,  სახელად  ფორი, და   მდინარე ჰიდასპი გადალახა  არა  იქ,  სადაც  დამხვდურთა  ჯარი  ელოდა,  არამედ  სულ  სხვაგან,   კიდევ  ერთხელ შეძლო  მისი  გაცურება:  ფორი  თვლიდა,  რომ  ლაშქრის  შუაგულში  სპილოების,  მათს  უკან კი  ქვეითების  მძლავრი  რაზმი  შუაზე  გაკვეთდა  ალექსანდრეს  ლაშქარს, მაგრამ  მან  მეისრე  მხედრები ჯარის მარცხენა და  მარჯვენა მხარეს  დააყენა და  ისე  შეუტია.  Fფორი  ადგა  და  სპილოები  და  ქვეითნი  აქეთ_იქით  გადააჯგუფა,  მაგრამ  ალექსანდრემ  ისევ შეცვალა  წყობა  და   მხედრებით  მოწინააღმდეგის  შუა  ადგილს დასცხო!  დამფრთხალი  ჰინდონი თავქუდმოგლეჯილი  გარბოდნენ  და  თავიანთივე  სპილოების  ფეხქვეშ  იჭყლიტებოდნენ,  დიახ,  აგრე  იყო.
__აი  ვითარ  ეგების     წარმართვა ბრძოლისა,  მამაცო  სარდალო,__მიუბრუნდა  ვახტანგი  ლეონ ბერძენს,__ხოლო პეროზი    პირდაპირ,  ჯიქურ  ეკვეთა  მტერსა და  აგერ,  შენითა  თვალითა  იხილე,  რაოდენი  სპარსელი  დაეცა    ძირს განგმირული!  Mგარნა ჩვენ    მიზანი  ჩვენი გვაქვს   და  უმჯობეს  არს ვესწრაფოდეთ ხორცსესხმასა მისსა.  მაშ გავემართოთ წინ და  ქალაქი,  რომლის დაპყრობაც    გვარგუნა ბედმა  ჩვენმა,     უსწრაფესად  ვიგდოთ  ხელთ!
ვახტანგ მეფემ ხმალი  შემართა  და  შავრონს შეუძახა.  ქართლელნი და  ბიზანტიელნი მყის  მის კვალს მიჰყვნენ,  ხოლო   როდესაც  შორს  ციხის  გალავანი  გამოჩნდა,  ყველამ  ერთად  შეაყენა  ცხენები.
Mმეფემ   ქართლის  ერისთავები: საურმაგი, არტავაზი, ნასარი და ბივრიტიანი  იხმო.
__რას  იტყვით?__გადახედა  მეფემ,  მაგრამ  ოთხივე  დუმდა  და  ხმის  ამოღებას  არ  აპირებდა,  ჩანს, მეფის  სიტყვას  ელოდნენ.
__არტავაზ, შენი  აზრის  გაგება  მწადს,__მიმართა  მეფემ ძუძუმტეს,__ შევუტიოთ დაუყოვნებლივ    თუ  მოცდა  ვამჯობინოთ?
__დიდო  მეფეო, წეღან  შენ  თავად  ბრძანე:  ჯიქურ  შეტევაზე  მხოლოდ  უგუნური გადავაო, ჰოდა, რა  თქმა  უნდა,  სჯობს  ადგილს  გავეცნოთ,  ციხე შევათვალიეროთ,  სუსტი  ადგილი  მოვუძებნოთ...
__რას  ფიქრობს  ერისთავი  საურმაგ?__მეფემ ახლა ძუძუმტის  ბიძაშვილს  შეხედა,__იქნებ  სხვა რამ აზრს  მოგვახსენებს  უკეთესს?
საურმაგი  მიხვდა,  რომ ახლა დუმილი  აღარ გამოადგებოდა:
__ვგონებ  სჯობდა  დანებება  შეგვეთავაზებინა  და პირობები  წაგვეყენებინა,  ბრწყინვალე მეფეო... ალყა  კი  ყველა  შემთხვევაში უნდა  დავადოთ,__წარმოთქვა მან  და ნასარიც  წამოეშველა:    
__დიდი ციხე  არ  უნდა  იყოს,  მეფეო, მეციხოვნენიც მრავლად  არ  ეყოლება... ვფიქრობ დანებების  პირობაც  შევუთვალოთ,  ალყაც დავადოთ  და  ალაყაფზეც  მივიტანოთ  იერიში, ძალა დავანახოთ  და ვაგრძნობინოთ  რომ  ან ალყით დავამარცხებთ,  ანდა ალაყაფს შევუმტვრევთ...
__ბივრიტიანი?...__ახლა  მას  მოხედა მეფემ.
__ვფიქრობ  ნასარ  ერისთავის  აზრი  მისაღებია,  დიდო  მეფეო...  დანებება  კი  ახლავ  შევუთვალოთ.
ერთგული ერისთავების  აზრი რომ მოისმინა,  მეფე  ერთხანს  კვლავ  წინ  აღმართულ  ციხეს  გასქეროდა  და მოქმედების გეგმას ხვეწდა, შემდეგ  მობრუნდა  და  განაცხადა:
__ყოველი  თქვენგანი სიმართლეს ამბობს.  Aამიტომ  დაე ასრე განვაგოთ ბრძოლა  ციხის  ასაღებად:  შენ,  საურმაგო,  წაიყვან  მოლაშქრეებს  და  ალყად  შემოერტყმები  ციხეს,  ისე  რომ  გალავანზე    ვერ გადაფრინდეს ერთი ჩიტიცა; შენ, არტავაზო, კარგად  დაზვერ  მთელს  ამ  მიდამოს, კედელთ  ციხისას და  ბურჯთა  მისთა,  და უკეთუ სადმე სუსტ  ადგილს  იხილავ, მაცნობებ  დაუყოვნებლივ;  ნასარ  ერისთავო,  შენ  ციხის ალაყაფის წინ  ხალხს  დააყენებ და  შესთავაზებ დანებებასა.  დე    უძახონ,  ვიდრემდის მათი  ციხისთავი  არ  გაცნობებს პასუხსა  მას..  ხოლო  შენ,  ბივრიტიანო, სპა  მზად გყავდეს, თუ  საჭიროდ  ვცან, ცრუიერიშს მივიტანთ,  რათა მეციხოვნეთ  შიშმა  თავგზა  წარუღოს. მიიღე ბრძანებაცა  ჩემი  აქაურთა  შენს განკარგვაში  გადმოგცემისა, მათი,   ვინც  თვისთა  ენაზე შეძლებს  ეუბნოს ციხეში  მომწყვდეულთა.
Dდა აი, დიდმა ვახტანგ  მეფემ,  გორგასალად  წოდებულმა,  იწყო  ბრძოლა შორეულ ქვეყანაში  მცხოვრებ სინდთა წინაააღმდეგ,  რათა დაემარცხებინა  ისინი,  ხელთ  ეგდო  დიდძალი  ალაფი, დაეხარკა  და მოპოვებული  სიმდიდრე  წარემართა  იმავ სპარსთა  წინააღმდეგ, ვის  გვერდითაც ახლა ლაშქრად  იმყოფებოდა,  მაგრამ,  როგორც  ჩაფიქრებული  ჰქონდა,  ეს ერთად  ყოფნა  მხოლოდ  დროებითი  იყო,  მხოლოდ  ერანელთა  შაჰან_შაჰის თვალის  ასახვევად,  სინამდვილეში კი  დიდი გორგასალი  თავისი  ქვეყნის  საქმეზე  ზრუნავდა,  რადგან  უწყოდა, რომ  ერანელთა  უზარმაზარ  სამეფოს  იგი  პირდაპირი  შეწყვეტით  ვერ  დაამარცხებდა. ის,  რომ  მცირე ჯარს არაერთხელ დაუმარცხებია დიდი  ლაშქარი,  პატარა ქვეყანას კი  ძირს  დაუცია დიდი სამეფო__ეს მხოლოდ  მოხერხებით,  ჭკუით და  შორსმჭვრეტელობით  მოხდარა, რის  გარეშეც  ვეება  ქვეყნის განადგურება  მასზე  ბევრად  პატარა  სამეფოსგან  შეუძლებელი  იქნებოდა.  ვახტანგ  მეფემ, გორგასალად  წოდებულმა, ამ  ხერხს მიმართა   სინდეთში,   და  დარწმუნებული  ვარ  რომ  შემდეგში  ქართლის არაერთი  მეფეც  მიმართავს  მას.
რა  თქმა  უნდა, იმ  დღეს არავითარი  ბრძოლა  არ გამართულა. საურმაგ ერისთავმა  მისთვის  მინდობილი  ლაშქარი  ფრხთილად   ჩაასაფრა,  თან  ციხე-კოშკებს  გაჰყურებდა   და  ხედავდა,  რომ  თვით  გალავანი  იმდენად  მაღალი  არ  იყო,  რამდენადაც   ქალაქში  მდებარე  ნაგებობანი,  რომლებიც  შორიდანვე  იტაცებდა  თვალს  მომხიბლელობითა  და   სილამაზით, მერმე  კი, როდესაც   უფრო  ახლოს იხილეს, ქართლელები  დარწმუნდნენ,  რომ მათი  მსგავსი  ქართლელებს  მანამდე არსად  ენახათ:  შენობების კედლები  მთლად დაფარული  იყო ქვაში  გამოკვეთილი  გამოსახულებებით,  რომელთა  შორისაც  განირჩეოდნენ  უცნაურად  მდგარი,  მჯდარი  თუ  წამოწოლილი  ადამიანები,    რომლებიც თითქოს დღესასწაულობდნენ, შრომობდნენ, ცეკვავდნენ, იბრძოდნენ,  სჯიდნენ  და  ეფერებოდნენ  ერთმანეთს, ცხოველები, ფრინველები, ზღაპრული არსებანი...  ეს  შენობები  უფრო ტაძრები  იყო,  რომლებზედაც,  როგორც  შემდეგ  გაიგეს, ბუდას  ქანდაკებანი   იყო მრავლად  გამოსახული,  თუმცა მოჩანდა სხვა  ღმერთების  გამოსახულებანიც,  და  მათი  სახელებიც  გაიგეს  ქართლელებმა:  შივა,  ბრაჰმა, ინდრა, სურია  და მრავალი სხვა.
Aარტავაზი  გულდასმით  სწავლობდა  ციხე_გალავნის  თვითეულ  ბურჯსა და  კედელს,  რომლებიც   ლოდებისგან მტკიცედ  იყო აგებული  და  დახელოვნებულ  მშენებლებს ისინიც   ლამაზი  გამოსახულებების  ადგილად ექციათ: კედლები  დაყოფილი  იყო  სვეტებად,  კამარებად, წრეებად,  შუაზეგაჭრილ ბურთებად, რომლებზეც  ასევე  მრავალი სახის  გამოსახულება  მოჩანდა,  რამაც  ძალიან  გააოცა ქართლელები.
Aციხის  გალავნის  გარეთ  კი  თვალს  სულ  სხვანაირი  ნაგებობანი  ხვდებოდა:  უბადრუკი  ქოხმახები,  დაბალი და უსახო, რომლებსაც  კედლები  მუქ  წაბლისფერად  მოუჩანდა,   ზედ  რომ მსგავსი  ფერის  უამრავი  გუნდა თუ  თონის  ლავაშის  მსგავსი  რაღაცეები  მიეკრათ, რამაც  ასევე გაკვირვებაში  ჩააგდო  ქართლელები,  რადგან   აღმოჩნდა,  რომ  ამ ქოხების  იატაკიცა  და  კედლებიც  ძროხის  ნაკელით იყო  მოლესილ_შელესილი, ხოლო  ის გუნდები  სხვა  არაფერი იყო,  თუ  არა  წივა__გამხმარი ნაკელი,  რომელსაც, როგორც  შემდეგ გაიგეს,  წვავდნენ  და ფერფლს სახეზე  იცხობდნენ,  რადგან ის წმინდა ცხოველის__იმ ძროხების   ცხოველმყოფობის  შედეგი   იყო, სწორედ  იმ  კედლებთან  მშვიდად  რომ  ბალახობდნენ, უამრავნი, ზანტად  დააბიჯებდნენ  და არავისი  და  არაფრის  არ  ეშინოდათ.
ვარაზი,  რომელიც არტავაზის  მოლაშქრეთა შორის  იმყოფებოდა, დიდი  გაკვირვებით  შეჰყურებდა  ამ  სურათს.   სადაც ომია,  იქ  განა  ასე თავის ნებაზე  მიუშვებენ საქონელს?   Aახლა კიდევ  უფრო  დიდი  საკვირველება: აგერ   ერთ გამხდარ,  გაშავებულ ფეხშიშველა  ჰინდოს,   მხოლოდ  თეძოები  რომ დაუფარავს ძონძით, კუდში  ხელი ჩაუჭიდია ძროხისთვის,   თან დაჰყვება  და  ყელზე  ჩამოკიდებულ  ზარს  მიაწკარუნებს!  Aარც  მოალყეებისკენ იყურება,  არც ციხისკენ,  თან ბღუჯა ბალახი დააქვს და  დროდადრო პირუტყვს  სთავაზობს!  Aაი  მოიხედა,  დაინახა  უცხო მეომრები, მაგრამ  რა, ძროხის  კუდს  ხელს  მაინც არ  უშვებს!  გაიცინოს ვარაზმა  თუ  გაიკვირვოს?  Aარა,  მაინც რად  უნდა  ყელზე  ზარი-სარაკუნა რომ  ჩამოუკონწიალებია?  
ვარაზი  მოლაშქრეებს  გამოეყო და  იმ  ბერიკაცთან  მივიდა,  ვინც აგრე მოუშორებლად  დაჰყვებოდა ძროხას  და ხელში  მისი  კუდი ეკავა. ინდოელმა  მხოლოდ  შემოხედა  მასთან  მისულ  შეიარაღებულ უცხოელს,  შიში  კი  არაფერში  გამოუხატავს,  ხოლო  როდესაც  ვარაზმა როგორღაც მიანიშნა,  ეგ ძროხის  კუდი  რად  გიჭირავს  ხელში და  რად  არ  უშვებო, მან  მხოლოდ  ერთი  სიტყვა მიუგო:
__ვაიტარან!
__რაო?__ვერაფერს  მიხვდა  ქართლელი.
__ვაიტარან,  ვაიტარან!__გაიმეორა  ინდოელმა  და ზარის  წკარუნით ძროხას  მიჰყვა.  
Aამ  დროს  კიდევ  გამოჩნდა  ერთი ოქროს საყურეებიანი ინდოელი,  რომელსაც ბეჭდებასხმული  ერთი  ხელით  სურა  მოჰქონდა,  ალბათ  წყლით  სავსე,  მეორეში  კი  ლამაზად  მოხატული  ბამბუკის ჯოხი  ეჭირა, ხოლო    ტანზე  შემოხვეული  სამოსის გრძელი  ბოლო  მარცხენა  მხარზე  ჰქონდა  გადაგდებული.  როდესაც გაუსწორდა,  იმ  ყელზე   სარაკუნაშებმულმა  ბერიკაცმა  სარტყელად  შემოკრულ  ძონძზე ჩამოკონწიალებული  ხის  ჯამი  მოიხსნა  და გაუწოდა,  მაგრამ მეორემ  არათუ  წყალი ჩაუსხა,  არამედ  საწრაფოდ  სირბილით  გაშორდა,  თან  მალ-მალე  მიწაზე  იყურებოდა,   თითქოს თავის ჩრდილს  დასქერისო.
ვარაზმა,  რომელიც  ამ  ყველაფერს უცქერდა,   მხრები აიჩეჩა  და  მოლაშქრეებს შეუერთდა.
__რაო,  ვარაზო, რა  გითხრა  მაგ ინდოელმა? ძროხა  ძალიან  მიყვარსო?  __გამოეხმაურა  მაჩხა,  რომელიც ძმებთან  ერთად  არტავაზ  ერისთავს  გამოჰყოლოდა.
__კაცო, ჩვენში  სარაკუნას  ძროხას  შეაბამენ  ხოლმე  და  არა  ადამიანსა!__ჰკვირობდა  ტიბაც,__ეს  რა  საოცარი  ქვეყანაა!
__აბა  რა  ვიცი, მაჩხავ,  ერთი სიტყვა მითხრა,  ვერაფერიც ვერ  გავიგე.  გაგონილა პირუტყვის აგრე  დევნა,  როცა  შეიძლება  სიცოცხლეს  გამოგასალმონ?  ხალხიც არა  ჩანს  კარგი,  ერთმანეთისთვის  წყალსაც არ  იმეტებენ!
მოგვიანებითღა  მიხვდა  ვარაზი,  როცა ქალაქის  მცხოვრებლებმა  აუხსნეს,  თუ  რატომ  დასდევდა ეს  ბერიკაცი  ძროხას,  მის  კუდს  ხელს  არ  უშვებდა  და  რას  ნიშნვდა  სიტყვა  “ვაიტარან”,  რომელიც  იმ ინდოელმა მიუგო კითხვის  პასუხად. რაც  შეეხება  სარაკუნასა  და ერთის  მიერ მეორისთვის  წყლის არმიცემას,  აბა  ვარაზმა  საიდან  იცოდა,  რომ  პირველი  ბერიკაცი “მიუკარებელთა” წარმომადგენელი  იყო, ყველაზე  უმდაბლესი  ადამიანთაგანი ინდოეთში,  რომლის ჩრდილთანაც  კი   შეხება  მიუღებელი იყო სხვათათვის,  განსაკუთრებით  ბრაჰმანებისთვის__ინდოელი ქურუმებისთვის,  ხოლო მეორე  კაცი სწორედ  რომ  ქურუმი  გახლდათ, და  რათა  პირველთ  მორიდებოდნენ,  აიძულებდნენ  მათ  რომ  ყელზე  სარაკუნები  ჰკიდებოდათ.
მართლაც  რომ გასაოცარ  ქვეყანაში  მოხვდნენ  ქართლელები!
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge
სხვადასხვა
ზურაბ კიკნაძე - მიწიერი კედლები ცირა ყურაშვილი - მეწამული მაგნოლია ზურა ოდილავაძე - ქართველ დედასა და მეძავ ქურთუკებზე ზურა ოდილავაძე - როგორ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და მოვიპოვოთ ბედნიერება, ანუ გზა თავისუფლებისაკენ გიორგი სოსიაშვილი - გადამყვარებელი მედიკო ბენდელიანი - წმინდა ნინოს წარმომავლობის საკითხისათვის (ჰერმენევტიკული მეთოდის გამოყენებით) სოფიკო ჭუმბურიძე - გენდერული ძალადობა, როგორც უსამართლო სოციუმის ერთ-ერთი მახასიათებელი ეგნატე ნინოშვილის „ჩვენი ქვეყნის რაინდის“ მიხედვით ზურა ოდილავაძე - სოციალური რევოლუციების სპირალი, ანუ ბედნიერების დევნაში მარიამ ვაჩიბერაძე - ლექსები ირინა ტაბაღუა - ლექსები