გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

გივი მეფარიშვილი - უსასრულობა სასრულეთამდე

            სივრცე - სივრცითი არსებობის მთავარი დამაკავშირებელი რეალურ დროსთან არსებულ სივრცეში. ის უკვე თანმხვედრია და დრო როგორც არ უნდა დავადგინოთ, ის ვერ შეცვლის სივრცეს. სივრცეში კი ყოველთვის იცვლება დრო. განვმარტოთ, თუ როგორ შეუძლია ადამიანს დროისა და სივრცის მართვა თანდროულობით ისე, რომ სივრცითი წრე არ დაირღვეს და დრო არ დარჩეს წრეწირის მიღმა: საერთო აზრობრივი ანალიზით ჩვენ ვაკეთებთ აღქმადობას და შესაძლოა აქ გაგვაჩეროს ერთ-ერთმა სივრცის ელემენტმა და გვკითხოს:ინდივიდუალურია ადამიანი და შესაძლოა ყოველმა მათგანმა გააკეთოს სხვადასხვა აღქმა?! მაგრამ როცა საქმე გვაქვს სივრცესა და დროში არსებულის კავშირზე და არა მარტო, მათ დანახვა და მსგავსება-განსხვავების მიმართულებით, ანალიზს როდესაც ვაკეთებთ, ხდება განცალკავება. დროისადა სივრცის და მივდივართ ბუნების კანონამდე, რაც დღე-ღამის მონაკვეთია. ეს ის მომენტია, როდესაც ვხედავთ თეორიას დროის არარსებობის შესახებ და  რჩება სივრცე, რომელიც დროს არ მოთხოვს, არც დაკვირვებასა და ადამიანის განვითარებას.           ადამიანთა ჯგუფები უნდა გაიყოს ორ ჯგუფად: დღისა და ღამის ადამიანებად, რადგან მოხდეს დროის კონტროლი და სივრცეში მისი  დალაგება, გადანაწილება, რათა დრომ არ მოახდინოს სივრცის ამოვსება!
          დრო ამოძრავებს მასებს სივრცეში! აქედან ვიღებთ დროისა და სივრცის ამგვარ ხედვას, ხედვას იმისა, რომ ძალთა ბალანსი დაცული იყოს წრეში,რომელშიც არის დროცა და სივრცეც, როგორც გამანაწილებელ დამბალანსებელი.
          დროისა და სივრცის ვერ შემცნობი,ამოწურვადობის ძიების ამოწურვაში დაკარგული ადამიანის ადამიანური აზროვნება თვით გადარჩენით იწყება, რაც უშუალო კავშირშია ბალანსთან, ბალანსი კი თანაფარდობის შემცვლელია და თანდრუოულიც კი სივრცესთან! სივრცითი ბალანსი დაცულია გეოგრაფიულად და ეს დედამიწის თვისობრიობის დაცვაა, ბალანსია, აქედან გამომდინარე ის უშუალო დაცვას უკეთებს დედამიწას. უნდა მოხდეს დედამიწური სინჯები და სინჯი გვიჩვენებს შემდეგს:
მაგალითად:
ვაკეთებთ სინჯურ ანალიზს წყალზე, წყალი ფიზიკური სხეულია და ის გაჯერებულია სამყაროსა და ადამიანში, ანუ ის არის თანაკავშირედი დედამიწასა და ადამიანს შორის.
       სივრცით დროში მოგზაურობა გვასწავლის ადამიანისა და დედამიწის კავშირს გათვიცნობიერებისთვის და შემდგომში გათავისებისთვის. რომ მიწაა ადამიანი, რომელიც შესაძოა განვიხილოთ თავის მატერიით და გონით.
მაგალითისთვის: დედამიწა-სივრცე; ადამიანი-ჰაერი; დრო და სივრცე...
ყოველივე ადამიანური თანდაყოლილი ხილული მატერიაა, რის გარეშეც უხილაობა გამოყენებადობით ხდება ხილული დროისა და სივრცის მონაკვეთში!
            რამდენი კაცია, იმდენი აზრია! აზრთა შეკრება სხვადასხვა საკითხის შეკრებით, რაოდენობრივის შემცირება ერთში და გადმოცემა თეორიულად, - წიგნია! რაოდენ ვსწავლობთ ადამიანის ფსიქოლოგიას, იმდენად ვუახლოვდებით მთას, მაგრამ თუ ვერ მოვახდენთ შესწავლას, - გვიახლოვდება მთა, ან ვერ ვპოულობთ მასზე ასასვლელს. 
           ადამიანებს გვაქვს ორი ხელი და სრულყოფილია მასში ჩვენთვის გაჯერებული ათი თითი, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ აქვს საერთოდ, მაგრამ აქვთ თავი, რომელიც მოქმედებს აზრობრივად, კითხვები ქაოსურია, რადგან სტაბილურობა ქმნის განცდას ილუზიისა, რომელი ილუზიაც თვითონ მთაა, რომელი მთაც მოძრავია, ადამიანთა ფუნქციაც მოძრაობაა არა თითების, არამედ თავის! რომლითაც მიუღწევადი მხოლოდ ერთია... ,,ერთი´´ ამოუცნობი ფენომენია, ის მრავალწახნაგოვანია, სიგრძივი, ბრუნვადიც და შესაძლოა ობიექტურ-სუბიექტურიც.
           თანმიმდევრულობა არის კაცობრიობის განვითარების დასაწყისი და ამავდროულად ამ დასაწყისში არის დასასრული, რადგან ადამიანი იბადება, იქცევა ცოცხალ არსებად და კვდება, ანუ ის აღარ არის ამ ქვეყნად და გადადის თითქოსდა დაუსაბამობაში, რომელი დაუსაბამობიდანაც შესაძლებელია დაუსაბამობაში გადასვლა და ასე მოხდება მანამდე, სანამ იტრიალებას სამყარო, რომელიც ტრიალში გამოყოფს არსებობის მოძრაობას, რომელიც დასაბუთებულია მეცნიერულად. დედამიწის გაჩერებით - გვეკარგება სამყარო... თანმიმდევრული სამყარო გულისხმობს მართვად სამყაროს. რატომ?! ქაოსიც ხომ შეიძლება იყოს თანმიმდევრული?! რატომაც არა, შეიძლება! უბრალოდ, აქ ვაწყდებით არსებით სხვაობას: ვხვდებით უკვე თანმიმდევრულში განსხვავებულ აზრს, რომელმაც პატივისცემა მოგვთხოვა თავისი  მოწოდებიდან გამომდინარე, ანუ მოვიქცეთ და გავხადოთ სამყარო მართვადი, თანმიმდევრული. მე აღვნიშნე და შემოვიტანე ჩემს ტექსტსში მართვადობა, რომელიც თანდროულია და უშუალო საქმის შემსრულებელია, მიმთითებელიც კი, გააჩნია თანმიმდევრებს, თუ როგორია მათი უზენაესი სამართალი...
           მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, არსებობს საზოგადოების ფენებზე გამახვილებული ჯგუფები, რომელი ჯგუფებიც ახდენენ ქაოსს ადამიანთა გონებაში, რადგან ადამიანი მიიყვანონ თანმიმდევრულ მართვამდე და გახადონ ერთი მეორესთან კავშირში და ა.შ.
         დღეს, 21 საუკუნის  ეპოქაში ვცხოვრობთ, საუკუნისა, რომელიც დღითიდღე იზრდება თავისი განვითარებით, თავისი აზროვნებითა და შეხედულებებით...
       ადამიანი იბადება. მას, უმეტეს შემთხვევაში, მშობლები აძლევენ რელიგიას, რომელი რელიგიაც ახდენს ადამიანის სამყაროს ჩარჩოში მოთავსებას. რა მოხდებოდა თუ მართვად რგოლებს ამოვიღებდით სამყაროდან, მივიდოდით ქაოსთან, რომელიც იქნებოდა გაქცევადი.
      ჩვენ ქაოსურ სამყაროში ვცხოვრობთ, საიდანაც გავრბივართ დაუკითხავად, შესაძლოა, დაკითხულადაც, თუ ვისურვებთ ინდივიდის ამოქმედებას.
დიქტატურა-ინდივიდის შემოქმედებაა!
ინდივიდი-ადამიანი!
ადამიანი-დაისრული წრე!
დაისრული წრე-ამოუცნობია, რადგან ინდივიდუალურია ადამიანი...
       
       ***
         როცა - როცაშია; ბავშვი - კომაშია! ნერგი ნადგურდება, ქვეყანა ქვეყანაშია! ფული მაფიაშია! სული ავსტრიაშია, ხორცი - სტატიაშია! ხელი - ჯიბეშია! ფურთხი - კისერშია... ზოგიც ბორცვზეა, ზოგიც ბოლზეა, საქმეც ამაშია: ბავშვი - თამაშია; ნარდი - თამაშია! დუშაში - მადაშია... მოგება და წაგება ერთია. პრიზი მოგებულისთვის ერთია. სიტყვების თამაში, ნერვების ქაოსი... ქაოსში - ნაოსი. რა არის ანოსი?! ქვეყანა ანასია, ქვეყანა ბანასია; საზრისში კამათია. ნათელი თუ ბევრია, კაცობრიობა ქველია? კაცობრიობავ,  გამხმარი ფოთოლი ჩვენია! აზრი ერთია, ქარი ნელია. ქვეყანა, ხალხი ბევრია!.. ერი-ბერია, სიტყვა ერთია... ერთი - ერთია! ჩვენი მთებია, - ფილტვების გენია! იცოცხლე, იცოცხლე, რაია და ამ ,,რაიას“ დავდევდი უკვე კაი ხანია! მოვედი, ძამია! სამშობლო ერთია, ფიქრი და ფიქრია, მიწა მთხოვნელია - ერის კედელია... ტივი ტივია!ცხოვრება რისკია! ნათელი ერთია, სანთელი ბევრია! გონი ერთია... სიჩუმე - ღმერთია! სურნელი ლეშია. მთაში მხეცია. ერთი - ერთია! ბოლო ვერსია... დუშაში ჩემია! არა, ჩემია!.. ჩვენი სენიც ჩვენია, ტკივილი ხომ ბერია?! სიყვარულის ფერია, სიყვარული ერთია, სანთელი კი ბევრია!
        
*** 
       უსასრულობა სასრულში. დაღამდა, ჩამოწვა სიბნელე. ირგვლივ ისეთი სიშავე ჩამოწვა, მთვარესაც გადაფარებოდა ფარდის მსგავსად. მოხუცი ქუჩაში მიდის და ფიქრობს, თუ როგორ ჩქარა, ძალიან ჩქარა გავიდა დრო. დრო, რომელსაც მოხუცი უკვე წელშიც მოეხარა. ძალიან ნელი ნაბიჯით, მაგრამ მოხუცი კვლავ განაგრძობს გზას, გზას იმაზე ფიქრით, რომ კვლავ გათენდეს... ამ ფიქრებში გართულმა სახლში ისე მივიდა, მუხლის ჭრაჭუნით ისევ გათენებაზე ფიქრობდა, უცებ სანთებელა აინთო, იქვე სასანთლეც იდგა. განათდა. ოთახში სულ ორი საწოლი იდგა, რომელიც სულ ნახევარი მეტრიც არ იყო დაშორებული ოთახის სიმცირის გამო. მოხუცმა შავი პური ამოიღო შუას იქით გატეხა, პატარა მისთვის დაიტოვა, ორივეს პირჯვარი გადასახა და თავის მეუღლეს მისცა, რომელიც უკვე მწოლიარე იყო და ვერ დგებოდა... ჭამე გენაცვალე, დღეისათვის სულ ეს იყო რაც ვიშოვე, ისიც უბნის მაწანწალა ძაღლს რომ არ ამოეღო სანაგვედან, დღეს ალბათ ესეც არ გვექნებოდა, მოხუცი უფალს მადლობდა და კმაყოფილმა დაიძინა ფიქრით გათენებაზე... დაძინებამდე კი ხელი გადაუსვა მეუღლის ნაოჭიან სახეს, რომელსაც ტკივილის მიუხედავად, კვლავ სიყვარულით უნათებდა თვალები, როგორც სიყვარულის პირველ დღეს, სოხუმში, ,,ომამდე“ შესცქეროდნენ ერთმანეთს...
       სწორხაზოვნება და ორაზროვნება! ფიქრი საწყისისა და შემაკავშირებელი დასასრულისა! ტბა და ვულკანი... დღევანდელი საზოგადოება! გაგრძელება... ხელის ჩაქნევა?! უსასრულობა სასრულეთამდე. 
скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
გორვანელი - ცვლადები გორვანელი - ცვლადები ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / ფილოსოფია / მომხმარებლები მირიან ებანოიძე - ჰაიდეგერი და აღმოსავლური აზროვნება მირიან ებანოიძე - ჰაიდეგერი და აღმოსავლური აზროვნება ჟურნალი / სტატიები / კრიტიკა / ფილოსოფია / მეცნიერება / გამოქვეყნებული შოთა ბოსტანაშვილი - სივრცის პოეტიკა. კრიტიკული დისკურსი - ვიხსენებთ ბრწყინვალე მოაზროვნეს  (1948-2013) შოთა ბოსტანაშვილი - სივრცის პოეტიკა. კრიტიკული დისკურსი - ვიხსენებთ ბრწყინვალე მოაზროვნეს (1948-2013) ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / ფილოსოფია / გამოქვეყნებული თორნიკე სანიკიძე  -  მარადიულობის პრობლემა და კოსმოლოგიური კრეაციონიზმი თორნიკე სანიკიძე - მარადიულობის პრობლემა და კოსმოლოგიური კრეაციონიზმი ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / ფილოსოფია / ფიზიკა / მეცნიერება / გამოქვეყნებული გორვანელი (ლევან გოგაბერიშვილი)  - ავტორის დაბადება გორვანელი (ლევან გოგაბერიშვილი) - ავტორის დაბადება ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / ფილოსოფია / გამოქვეყნებული
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge