გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

გორვანელი - ამაოების სისტემური დაფუძნება ბადრი ფორჩხიძის ფილოსოფიაში

           
         
          ამა წლის 30 მარტს, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ,,მწვანე დარბაზში“, გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე ,,ამაოების ფილოსოფია“, რომელიც წაიკითხა ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორმა, ფილოსოფია-ფსიქოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა - ბადრი ფორჩხიძემ. ღონისძიებას ესწრებოდნენ სხვადასხვა დარგის დამსახურებული სპეციალისტები, მაღალი სამეცნიერო კვალიფიკაციის მქონე ლექტორ-პროფესორები, ეროვნული მოძრაობის წევრები და სტუდენტები, რომელთა მხრიდანაც აღნიშნულმა ლექციამ დიდი მოწონება დაიმსახურა. უსაზღვრო ინტერესის ფონზე, რაც ბადრი ფორჩხიძის საუბარმა და საკითხის აქტუალურობამ განაპირობა, მსმენელებს არაერთი კითხვა გაუჩნდათ, რომელ კითხვებზეც ფორჩხიძემ საინტერესო და ამომწურავი პასუხები გასცა.         ეზოთერული პერცეფციის ცხოველმყოფელი სიშმაგით, ბ.ფორჩხიძე ჭეშმარიტების დაუფლების სტადიაშია... ის იდეალისტურ საფუძვლებზე დგას, მაგრამ ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ იდეალისტია; რამდენადაც მისი ფილოსოფია მატერიალისტურ ნიუანსებს შეიცავს, იმდენადვე შუამავლის ფუნქციას ითავსებს ფორჩხიძე და მთელის ორი გაყრილი ნაწილისათვის კვლავ განუყრელობის დაბრუნებას ცდილობს. ის სვამს კითხვას ,,ღირდა ამად?!“ და აზროვნების უსასრულო ლაბირინთში იწყებს სვლას, სადაც ქაოტურ მდგომარეობაში მყოფ ცალკეულ ჭეშმარიტებებს სძენს ესთეტიკურ მშვენიერებას და სისტემურ გამოხატულებას ანიჭებს.         ბ. ფორჩხიძე უფრო მეტაფიზიკოსია, ვიდრე ეგსისტენციალისტი, რაც განაპირობებს მისი ვოლუნტარისტური ბუნების ფატალისტურად წარმოჩენას... ეს აპრიორისა და აპოსტერიორის განუყრელობაა.
         ჩემის აზრით, ფორჩხიძე კანტიანელია, რასაც მისი ტრანსცენდენტალური მისწრაფებები ცხადყოფს.
შეუძლებელია, რომ ავტორიტეტებს აბსოლუტურად გაექცეს მოაზროვნე, თუმცა ამ ჭეშმარიტებათა მრავლობაში გამოკვეთოს და თვითმყოფადი ხელწერით დანერგოს გარკვეული ჭეშმარიტება, რომელსაც ორიგინალური სისტემის სახე ექნება - ეს სავსებით შესაძლებელია, მაგრამ საოცრად რთულიც!
ყველაფერი, რის წარმოდგენასაც ადამიანის გონება შეძლებს, სამყაროში არსებული - მარადიული უცვლელობაა, ამდენად, ყოველი სიახლე, სინამდვილეში, სულაც არ არის სიახლე, ეს ყოველივე - დაუცხრომელი ინტეპრეტაციების სფეროა.
         ბ. ფორჩხიძის გონების წიაღში ისახება სისტემა - ამაოების ფილოსოფია!
         სწორედ ეს არის ადამიანური აზროვნების ამაღლების აპოგეა, როცა სამყაროში გაფანტულ ჭეშმარიტებათა გარკვეულ ნაწილს დაეუფლები და წარმოადგენ თვითმყოფადი ინტერპრეტაციით, - მთლიანობის სახით.
         ამაოების პოზიტიური და ნეგატიური მხარეები, ჯერჯერობით, ფორჩხიძეს გამიჯნული არ აქვს. ის მყარი არგუმენტებით ასაბუთებს სკეპტიციზმისა და ამაოების თვისობრივ განსხვავებას, რაც დროის აბსოლუტურობის აუცილებლობას მოითხოვს. აქ დრო სივრცული მთლიანობა არ არის, სივრცე გახლავთ დროული მთლიანობა! 
         მახსენდება მარკუს ავრელიუსის სიტყვები: ,,კაცი, რომელიც სიკეთედ თვლის მხოლოდ მას, რაც დროულია, და რომლისთვისაც სულერთია, რამდენ ხანს იმოქმედებს გონების თანახმად ან რამდენ ხანს უჭვრეტს ამქვეყნიურ ამაოებას, - ამგვარი კაცი არ უფრთხის სიკვდილს...“ ფორჩხიძე სწორედ ასეთ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნება, რადგან მისი წინსწრაფულობა ნაკარნახევია გონების აბსოლუტურობით, დროის თავისთავადობით და ამაოების გარდაუვალობით. მისთვის წარსული უცილობელი საშუალებაა, აწმყო - ფორმალური მდგომარეობა, ხოლო მომავალი - ჭეშმარიტი შთამაგონებელი. 
         ბ. ფორჩხიძისათვის ამაოება გონებით განსჯილი და გრძნობით განცდილი წარსულია, რომელიც მიმართულია აბსტრაქტულ განფენილობაში მყოფ მომავლისაკენ... მისი მონადა დისკურსიული მეთოდით პერსონალისტურია, რაც იმთავითვე უშვებს პანთეისტური მთლიანობის ასახვას და გვაფიქრებინებს, რომ ფორჩხიძე ლაიბნიცის საფუძვლებზე მყარად დგას. ინდივიდუალიზმით მიღწეული სამყაროს აპოთეოზი ქმნის იმაგინაციურ სიუჟეტს, სადაც აპათიური სუბლიმაციით მიიღწევა ეზოთერული სისავსე. სუბსტანციური მოცემულობები ფორჩხიძისათვის რელატიურია და ასახვის ფორმალიზაციისაკენ მიისწრაფვის.
და მაინც, სად გადის ზღვარი ადამიანის შესაძლებლობებსა და ობიექტურად არსებულ ჭეშმარიტებას შორის?! შეუძლია კი ადამიანს მოიხელთოს სამყარო და მოვლენებისა თუ ცნებების სახით გამოხატული ფორმალური ჭეშმარიტებებისათვის შექმნას უნივერსალური სისტემა?! შესაძლებელია, რომ განისაზღვროს ამაოების სტრუქტურა და მისი გარდაუვალობის აუცილებლობა უეჭველად მივიჩნიოთ?!.. ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ბადრი ფორჩხიძეს მივანდოთ, რომელიც აზრში ჩავარდნილი, დაუცხრომელი ენერგიისა და შესაძლებლობის მქონე მოაზროვნეა.
        ვისურვოთ, რომ ამაოების ფილოსოფია ჩამოყალიბდეს სრულყოფილ სისტემად, რომლის წიაღსვლებში წვდომისას, სიმულაციური მანევრირებებით, ფორჩხიძეს გააჩნია სიმულაკრი... ,,სიმულაკრი არასოდეს არ არის ის, რომელიც ფარავს ჭეშმარიტებას - ჭეშმარიტება არის სწორედ ის, რომელიც ფარავს, რომ იქ არაფერი არ არის... სიმულაკრი არის ჭეშმარიტი!“ - როგორც ჟან ბოდრიარი იტყოდა - ეკლესიასტეს პირით...

2017 წლის მაისი          скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
გორვანელი - მეოცე საუკუნის ქართული ფილოსოფიის მნიშვნელობა შალვა ნუცუბიძისა და მერაბ მამარდაშვილის მოძღვრებათა შედარებითი ანალიზის საფუძველზე გორვანელი - მეოცე საუკუნის ქართული ფილოსოფიის მნიშვნელობა შალვა ნუცუბიძისა და მერაბ მამარდაშვილის მოძღვრებათა შედარებითი ანალიზის საფუძველზე ჟურნალი / სტატიები / პუბლიცისტიკა / ისტორია / ფილოსოფია / მეცნიერება / მომხმარებლები დათო კაკაურიძე - ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა და ნუგეშა გაგნიძე დათო კაკაურიძე - ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა და ნუგეშა გაგნიძე ჟურნალი / სტატიები / პუბლიცისტიკა / მომხმარებლები გორვანელი (ლევან გოგაბერიშვილი) - აწსუ 85 გორვანელი (ლევან გოგაბერიშვილი) - აწსუ 85 ჟურნალი / სტატიები / პუბლიცისტიკა / მომხმარებლები რენიკო საკანდელიძე  -  დასაწყისი იხილეთ წინა ნომერში რენიკო საკანდელიძე - დასაწყისი იხილეთ წინა ნომერში ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / ბიოლოგია / მეცნიერება / გამოქვეყნებული იზოლდა რუსაძე - მხატვრული ნარკვევი იზოლდა რუსაძე - მხატვრული ნარკვევი ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / გამოქვეყნებული
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge
სხვადასხვა