ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
გერმანე საზანოელი - ლექსები
ჩემო სამშობლოვ
ჩემო სამშობლოვ, ვიდრე წარსულს შეგადარებდე,
შენ,ოქროსწამებ მოხატულო, დღეთა ქმნილებავ,
მანამდე მანძილს ვეფერები შენს და მთვარემდე,
რომ საალერსომ საკაშკაშოდ მოსვლა ინება.
მსურს,ყველა ფერდში ნაბიჯ-ნაბიჯ მოგინახულო
და, როგორც ფოტო, გულის სკივრში ჩაგკეცო მინდა,
ეს ყველაფერი ჩემს გონებას ისე მარხულობს,
მსურს,რომ დავიფქვა და უკლებლივ მოგფინო მინდად.
რამდენი შუბი მოგხვედრია ბრგეს, სპეტაკ გულში,
რამდენი ცრემლი დასდენია ჟამთა სიცივეს,
როგორ გეძებო, მე პასუხის სიწრფელედ თუში,
როცა დროების შებინდებას ვხედავ იგივეს.
იგივეს,რასაც ჩვენ შევარქვით ვერხსნის ღალატი,
საკუთარს ვკრძალავთ და ვადიდებთ ენად სხვის დედას,
შადიმანობით გვიალერსებს დღეს ბრმად ფანატი,
მოვერცხლილ ღალატს შემდეგ ვიღაც ძერწავს დიდებად.
ყოჩაღთსამშობლოვ, უთბილესო, ხსნავ ერთადერთო,
ვინც აქ მოვიდა, ყველა გმტრობს და სუნთქავს ტიალედ,
საკვირველია, ყველა გერის სიმწვავეც ერთობ,
გულში ისვამ და მაინც ორხმად, თან მგლად ტრიალებს.
თვალსაწიერიც აცრემლდება სევდის ნავივით,
როცა უიღბლო ნაბიჯებად ღელავს ფურცელიც.
მადლობა ღმერთს, რომ გენი მოგვდევს დიდი დავითის,
თამარისა და ქეთევანის ზეცას ვუცქერით.
ყოველი მხრიდან დაგიკოდეს გული არწივის
და ხასიათის სიურჩეც კი დარს აერია,
ნაღვლიანს, ტკბილო,მოგაშორეს გულის ნაწილი,
რადგან სისხლ-ხორცი მშობლიური ტახტს დაერია.
მე ვენაცვალე ყველა მწერლის მწიფე ბგერის ხმას,
ორგულთა გულის ვაებათა მუდმივ სამიზნეს.
ტიციანისა, პაოლოს და სხვათა ლექსის ძნას,
სატიალეებს, რომ დამართეს სულის ავი ზნე.
შენ არ იღელვო, დიდო გმიროვ, წრფელო იოთამ,
არც თქვენ, ქართლის ხმას შერჩენილნო ქიმის ყლორტებად,
ან ამოსუნთქვავ აფრენილო ზედ მთად რიონთან,
კავკასიონთან მოხატულოვ დილის ნოტებად.
შენს ასაკს არა, შენს სინორჩეს ვისმენ მწვერვალად,
ჩემო გულთბილო, ჩემო კარგო, ჩემო კეთილო,
ირგვლივ მტერს ურიცხვს, შენი სისხლის ნადენს ბევრს ვალად...
შენ,ჩემო ყოფავ, ზნეობათა საგაკვეთილოვ.
ამაყი ვხდები, როცა ვუცქერ მე ჩემს ფარნავაზს,
თუნდ სხვათა გზები ყველა ერთად შენთან ვერ ტოლობს,
ნეტავ ამდენ შურს რით გაუძლო გელათის ზეცამ,
ან კი ვის ვუთხრა ჩვენზე ვრცელი ბოლოს და ბოლოს.
ასობით წელი ღამდებოდა სხვადასხვა ჯიშის
და გლოვის ლექსებს წერდა ღამით ჩვენი შავი ზღვაც,
მოჩუქურთმებულ სამზეოში უკვდავად იშვი
და ბედ-იღბალიც გამადლიდა თითქოს თავის ზღვარს.
თურმე,ნუ იტყვით, ჩვენც მოგვპარეს ჩვენი წილი მზე,
და მაინც ბრწყინავს ჩვენი მიწის ყველა ნაოჭი,
კვლავაც ააფრენს საამბოროს სიკოხტავის ზნე.
ვდარდობ, ამჟამად რომ ვერ იშრობს ქართულ ნამს სოჭი.
სიტკბოც გულის ზედ გეფინება, ჩემო სამშობლოვ,
საღამოს ნიავს ყოველ წამს სურს შენი შეხება.
დიადი ხარ და სადიადო ნეტავ სად ობლობ,
თანაც მიტაცებ, სიყვარულით თავბრუ მეხვევა.
ჩემო სამშობლოვ, ვიდრე წარსულს შეგადარებდე,
შენ,ოქროს წამებ მოხატულო დღეთა დიდებავ,
მანამდე მანძილს ვეფერები შენს და მთვარემდე,
რომ საალერსომ საკაშკაშოდ მოსვლა ინება.
ათოვს
იისფერი ზეცა,
სუსხიანი შუქი,
ნაფეხურიც მკრთალა...
თან იმედიც მუქი.
არეული ყოფა,
ბოლო სიტკბოს მართმევს,
გამაყოლეთ მზის სხივს,
მასთან უნდა დავთვრე.
შორს ხარ, მაგრამ სულით
ჩემს ფრთებქვეშ თვლემ ალბათ,
ჰგავხარ პირმცინარი
გუგულიან რაბათს.
მინდა დავაარსო
სიყვარულის დაბა.
ტრფობილს ვენატრები,
როგორც წყნეთელს - კაბა.
უნებურად მსტუმრობს
გაფრენილი სითბო,
ურცხვად პროტესტანტობს
ქარიშხლობას ითხოვს.
ჩემს შავგვრემან ტკივილს
ვერაფერი კურნავს,
თითქოს შეაჩერა
დედამიწამ ბრუნვა.
მკთალა მოგონება
იპყრობს ჩემს ფიცს, ფართოს,
აცრემლებულ ფიქრებს
ათოვს, ათოვს, ათოვს.
****
ნიშა დაადო ჩემს სხეულს ღამემ...
რა ძვირფასია ქართველი ქალი.
მე გამაოცა მღივანმა მახემ,
მიმოხატულმა სახებამ მქრქალის.
წმინდად იბრძოდა მქროლარედ ხსნაზე,
კვნესოდა ჩვილთან ნამღერი ნანაც,
თუმცა უფსკრულთან, ტყიბულის მთაზე,
მტერს გაახარებს?! არა და არა!
ის მიდიოდა კლდის მწირ ნაოჭში
აკვნით ხელში და კვალში ცხენოსნით,
თვალდახუჭულა სევდის ჭაობში,
საუფსკრულოს ფლობს შიშით შემოსილს.
ამ ბეწვის ხიდზე არვინ არასდროს,
არც მტრად მოსული და არც მოყვასი,
რადგან მანძილი კი არ დარაბობს,
არა, ის არის კვდომის ტოლფასი.
სადიადე მზემ, ქალის - ქართველის
ბოღმა მდევარიც აღაფრთოვანა,
ნათელქალობას მისას ყოფს ფასი
და ის დიდების ბრწყინავს ხმოვანად.
ახალი სტატიები
დალილა ბედიანიძე - ლექსები 05:14ეთერ სადაღაშვილი - თურქული პოეზიის თარგმანი 05:10ნინო დარბაისელი - ლექსები 05:01ბექა ახალაია - ლექსები 04:56გია ხოფერია - წარსულის ღია ფანჯრები 04:52ნანული კაკაურიძე, ირაკლი ცხვედიანი - მხატვრული აზროვნების რემითოლოგიზაცია: მეთოდოლოგიური პრობლემები 04:50ვალტერ ბენიამინი - დოსტოევსკის „იდიოტი“ (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე) 04:45ფისო ნავროზაშვილი - ვინ დაწერა „დათა თუთაშხია“ და ფიესტა ქუთათურად 04:39
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა
ქეთი დუღაშვილი - ლექსები
ერეკლე ბეჟუაშვილი - ტიბეტური საგანძური (ნაწყვეტი წიგნიდან)
ინგუ ჭუმბურიძე - ლექსები
რაულ ჩილაჩავა - ლექსები
იოსებ ჭუმბურიძე - განკვირვება და გულ-ზრახვა*
ლუკა ბაქანიძე - ორი ნოველლა
კარლ იასპერსი - შიზოფრენიისა და შემოქმედების კავშირი (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე)
სოფიო ღლონტი - ლექსები
თეიმურაზ ლანჩავა - ლექსები
ზაალ ებანოიძე - წყალგაღმიდან მოიწერე