გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

სალომე ბულია - ჩანახატები


ახალგაზრდა ავტორს ვუსურვებთ წარმატებასა და შემოქმედებით ზრდას!



***
რა არის სიყვარული? ეს ხომ ერთადერთი მთავარი გრძნობაა გრძნობებს შორის, სიყვარულია, როცა მისი დანახვისას გული გამალებით გიცემს, სიყვარულია, როცა მისი  პირიდან წარმოთქმული თითოეული სიტყვა ყურში ჰანგებივით ჩაგესმის, მისი დანახვისას ირგვლივ სამყარო ითიშება და რჩება მხოლოდ ის ერთი. აჟიტირებული ხარ და ისეთი შეგრძნება გაქ, თითქოს მუცელში პეპლები დაფრინავდეს, სიყვარულია, როცა მისთვის ბევრს დათმობ  და დათმობს, სიყვარულია, როცა გიყვარს და უყვარხარ, სიყვარულია, როცა მის შესანარჩუნებლად არ გიწევს ბრძოლა, როცა თვალები სხვისკენ არ გაგირბით, როცა არ ეჭვიანობ, რადგან იცი, რომ მის გულში მხოლოდ შენ ხარ, როდესაც მის სულს გრძნობ და ერთმანეთის უთქმელად გესმით.  სიყვარული ორი გული და ერთი ფეთქვაა და გრძნობა, რომელიც უძვირფასესია ჩემთვის, მე ამ გრძნობით ვარსებობ და ეს გრძნობა ჩემით!


***
ნაძვები, კოცონი, კალმახი და ხალხის სტუმართმოყვარეობა... დიახ, ეს გურიაა, ვზივარ კოცონის წინ, უკვე ქრება, ნაკვერჩხლებიღა დარჩა, ხალხი ნელ-ნელა იშლება, ნისლი ამოსულა, ცივა, მაგრამ მე მაინც შენზე მეფიქრება, ირგვლივ ნისლმა ყველაფერი გადამალა, მაგრამ ძლივს მოჩანს მთების წვერზე ზამთრიგან შემორჩენილი თოვლი, რომელიც ჯერ არ გამდნარა, ვზივარ ჩაით ხელში, თითქოს ბუნება მესაუბრება, რომ ჩემი ნატვრა გავანდო, რომლებიც ადრე თუ გვიან აუცილებლად ამიხდება, მე შენ ჩაგიფიქრე, ვინატრე, რომ ჩემს გვერდით ყოფილიყავი და უბრალოდ ჩაგხუტებოდი, რაც წახვედი უშენობა ვერ ვიგრძენი, სულ ვგრძნობ, რომ ჩემს გვერდით ხარ, უბრალოდ ვერ მცემ კითხვაზე პასუხს, ვერ გეხუტები და ძველებურად ვერ გესაუბრები, მაგრამ მაინც ვგრძნობ, რომ აქ ხარ, უბრალოდ მე, შენ, კოცონი და ბუნება, ძალიან მჭირდები, აქ მჭირდები, ჩემს გვერდით. მე მართლაც გავანდე ჩემი ნატვრა ბუნებას, მაგრამ ვინ იცის, იქნებ არც ამიხდეს, გულის სიღრმეში მაინც ვიცი, რომ ისევ ერთად ვიქნებით და ერთად დავბერდებით,  უბრალოდ იცოდე, რომ შენ ხარ ამბავი, რომელსაც ყოველდღე ვუყვები ჩემს თავს. და მაინც, რა სასტიკი ყოფილა ცხოვრება.


***
ღამეა, ბნელა, ნისლი გზას ფარავს, მცივა, მაგრამ ვერ ვგრძნობ, სახლში მივიჩქარი, კომენდატს ვუფრთხი, მინდა მალე მივიდე და დავწერო, ჰო, დავწერო, რადგან მხოლოდ წერაა ის საქმე, რასაც მუდამ სიამოვნებით ვაკეთებ... გადმოგაქ მთელი დღის დაძაბული ემოციები ფურცელზე და თავისუფლდები, სული უფრო მსუბუქი ხდება, თითქოს ცოდვისგან თავისუფლდები, რომელსაც დიდ ხანს მხრებით დაათრევდი, წერა - ეს ხომ ლოცვას ჰგავს. მივედი სახლში, სანამ წერას დავიწყებდი, სიგარეტს მოვუკიდე, ვიფიქრე, ასე ჯერ ვერაფერს ვერ დავწერ-თქო, მოვწიე ერთი ღერი, მოვწიე მეორე, გარეთ ცივა, ირგვლივ სიმშვიდეა, მესმის როგორ ვარდება ძირს წვიმის წვეთი, ავიღე კალამი, ავიღე ფურცელი და შევუდექი წერას, მაგრამ ამაოდ, არ გამოვიდა, გამუდმებით მასზე მეფიქრებოდა, ვერც ვწერდი, ვერც ვჭამდი, ვერც ვიძინებდი, გადავწყვიტე ეზოში გავსულიყავი, იქნებ ბუნებამ და სუფთა ჰაერმა მაინც მიშველოს-თქო, მაგრამ ისევ ამაოდ, უბრალოდ გაუჩერებლად დავდივარ, ვწუხვარ და მენანება...


***
დილის 6 საათია, მზე ლამაზად ამოდის, აივანზე ჩამძინებია. პლედშემოხვეული, დილით ჩიტების ჭიკჭიკმა გამაღვიძა, შენზე ფიქრებით ჩამძინებია და დილითვე შენზე ფიქრებით გავიღვიძე, ნელ-ნელა მუზა მომდის და მინდა წერა დავიწყო, ისევ პლედშემოხვეული, აივანზე ჩიტებთან ერთად, ვგრძნობ მზის სხივები ნელ-ნელა როგორ მათბობს, აქ სიმშვიდეს ვპოულობ, ამას კი ქაოსურ სიმშვიდეს ვუწოდებ, უეცრად ამინდი შეიცვალა, წვიმა დაიწყო და აცივდა, მაგრამ შინ შესვლა არ მინდა, წვიმა ჩემს განწყობაზე უარყოფითად მოქმედებს, მაგრამ მაინც მიყვარს, რადგან წვიმის დროს არ ჩანს თუ როგორ ვტირი, ამინდმა ისევ შენზე ჩამაფიქრა. მიყვარხარ, იმ დონეზე მიყვარხარ, რომ სული შიგნიდან მეტანჯება, მინდა ვიტირო, მაგრამ რატომღაც თავს ვიკავებ, ეს კი უფრო მტანჯავს, მინდა უბრალოდ ვიყვირო, ემოციები გამოვხატო ისე, რომ არავინ გაიგოს და არავინ არაფერი მკითხოს, სულის დაცემამდე მიყვარხარ! "რა არის სიყვარული? ყველაზე დიდი ნიჭი, რაც ღმერთმა ადამიანს უბოძა და უბედურია ის, ვინც ამ ნიჭის განცდის გარეშე წავა ამ ქვეყნიდან"... მაგრამ სიყვარული ტკივილია, თუ არ გტკივა, არ გიყვარს და თავს ვალდებულად ვთვლი, ჩემს თითოეულჯერ ნათქვამ "მიყვარხარს" პატივი ვცე და დავაფასო. შენ წახვედი, წახვედი ისე, რომ დამივიწყე და შენი ჩემთვის ნათქვამი "მიყვარხარ", "მჭირდები" და "მენატრებიც" დაივიწყე, მაგრამ მე შენ არ გგავარ, ჩემი თითოეული სიტყვა გულწრფელია და მე ჩემი პირიდან წარმოთქმულ თითოეულ სიტყვაზე პასუხისმგებელი ვარ და თითოეულ სიტყვას სიცოცხლის ბოლომდე დავაფასებ! მხოლოდ და მხოლოდ ამის გამო, თავს ვალდებულად ვთვლი, ამ გრძნობით სიცოცხლის ბოლომდე ვიტანჯო!..
скачать dle 12.1