გერმანულ სამეცნიერო ლიტერატურაში ცნობილია თომას მანის დიდი ინტერესი შოპენაუერის ფილოსოფიისადმი. დიდი გერმანელი მწერლის შესახებ არსებულ სამეცნიერო გამოკვლევებში მუდმივად ხაზგასმულია მწერლის განსაკუთრებული ინტერესი სამი დიდი შემოქმედის - ე. წ. „სამვარსკვლავედის“ - მიმართ (ნიცშე, შოპენჰაუერი, ვაგნერი). სწორედ ეს დამოკიდებულება ერთ-ერთი მათგანის, შოპენჰაუერის, მიმართ აისახა მის ესეში „შოპენჰაუერი“, რომელიც მწერლის მიერ ემიგრაციის პერიოდში, 1938 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიქმნა ამერიკის შოპენჰაუერის საზოგადოების წინადადების საფუძველზე.

შოპენჰაუერის შესახებ ესეს შექმნამდე თომას მანი ამერიკული პერიოდის დღიურებში აღნიშნავდა, რომ ინტერესით წაიკითხა შნაიდერის წიგნი შოპენჰაუერის ბიოგრაფიაზე, ხოლო 1937 წლის 23 ივლისს იგი თავის დღიურში მიუთითებდა: „Studien über die Schopenhauers“. („შტუდიები შოპენჰაუერების შესახებ“), რაც უკავშირდებოდა მის მიერ მასალის მოძიებას რომანისათვის „ლოტე ვაიმარში“, სადაც, როგორც პერსონაჟი, არტურ შოპენჰაუერის დედა - ადელე შოპენჰაუერი, ჩნდება.

თომას მანის ესე „შოპენჰაუერი“ პირველად ამერიკაში გამოიცა 1939 წელს, ხოლო შემდგომ ინგლისში. მომდევნო წლებში ესე ითარგმნა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში (ჰოლანდია, საფრანგეთი, დანია, ნორვეგია, ესპანეთი, ბულგარეთი, პორტუგალია, შვედეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, საბერძნეთი, იაპონია და ა.შ.).

თომას მანის ინტერესი შოპენჰაუერის ფილოსოფიისადმი და მისი გამოყენება მხატვრულად ტრანსფორმირებული ფორმით ინტენსიურად ჩნდება მწერლის შემოქმედებაში.(იხ.: Adam: 2012., Brann: 1962. Frizen: 1980., Reents: 1995., Heftrich E., Wysling H.:1986., Wysling: 1983. )

თომას მანი თავის ესეში შოპენჰაუერის ფილოსოფიას აღიქვამს როგორც ხელოვნების ფილოსოფიას par exellence, არა მარტო იმიტომ, რომ იგი, უმეტეს წილად, როგორც თავად მიუთითებს, ხელოვნების ფილოსოფიაა, არამედ იმიტომაც, რომ აგებულია ნათლად, ელეგანტურად, იუმორით, კლასიკური სიწმიდით, ენისა და სტილის სინათლითა და სიმკაცრით, რაც, მწერლის აზრით, არც ერთ სხვა გერმანელ ფილოსოფოსს არ გაუკეთებია. ეს ფილოსოფია, მწერლის აზრით, „ხელოვნების ფილოსოფიაა“: „Die Philosophie Arthur Schopenhauers ist immer als hervorragend Künstlerisch, ja als Küntlerphilosophie par exellence empfunden worden. Nicht weil sie in so hohem Grade, zu einem so großen Teile Philosophie der Kunst ist“ (Mann, Th., 1955: 295).

თომას მანს თავის ესეში მოჰყავს მსოფლიოში ცნობილი ხელოვანებისა და მოაზროვნეების შეხედულებები შოპენჰაუერზე, აღნიშნავს, რომ ტოლსტოი მას უწოდებდა „ყველაზე გენიალურს ადამიანთა შორის“, რიჰარდ ვაგნერისათვის შოპენჰაუერის მოძღვრება იყო „ზეცის ჭეშმარიტი საჩუქარი“, ნიცშე კი მასში ხედავდა დიდ მოძღვარს და თავის შრომაში „დროის შეუსაბამო შეხედულებები“ („Unzeitgemäße Betrachtungen“) მიუძღვნა მას ერთი თავი სათაურით: „შოპენჰაუერი როგორც აღმზრდელი“ („Schopenhauer als Erzieher“), ხოლო ნიცშეს შრომა - „ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან“ („Die Geburt der Tragödie aus dem Geiste der Musik“) -თომას მანის აზრით, შექმნილია შოპენჰაუერული აზროვნების ფორმით.

თომას მანი თავის ესეში მიუთითებს, რომ შოპენჰაუერის აზროვნების ისტორია უკან უბრუნდება დასავლური ფილოსოფიური აზროვნების საწყისებს - უპირველესად კი პლატონის ფილოსოფიას, რომლის მიხედვით საგნებს რეალური ყოფიერება არ გააჩნიათ: არსებობს მხოლოდ იდეები როგორც საგანთა წინარე ფორმები: „Die Dinge dieser Welt, lehrte der griechische Denker, haben kein wahres Sein: sie werden immer, sind aber nie“. (Mann, Th., 1955: 296).

პლატონის გარდა, თ. მანის აზრით, შოპენჰაუერის მეორე მასწავლებელი, რომელიც მას დაეხმარა შეექმნა საკუთარი აზროვნების სისტემა, იყო კანტი, რომლის ფილოსოფია ძალიან ჰგავს ათენელი ბრძენის მოსაზრებებს. შოპენჰაუერი ორთავეს უწოდებდა „დასავლეთის უდიდეს ფილოსოფოსებს“. მან იმემკვიდრა პლატონის „იდეა“ და კანტის „საგანი თავისთავად“. ამ უკანასკნელს კი შოპენჰაუერმა უწოდა „ნება“, რომელიც, მისი გაგებით, ყოფიერების პირველი მიზეზია, იგი არის მთელი ხილული სამყაროსა და ცხოვრების ყველა მოვლენის წყარო. ამიტომ არის იგი ცხოვრების, სიცოცხლის ნება.

თ. მანის აზრით, შოპენჰაუერულ ნებას სურს მუდამ ერთი რამ - სიცოცხლე. ავტორი სვამს შეკითხვას - რატომ?

მწერლის აზრით, ნება არის უპირობო ინსტინქტი, იგი არამოტივირებული და დამოუკიდებელი, თავისთავად არსებულია. სივრცის, დროის, მიზეზობრიობისა და ყოველგვარი მოტივაციის მიღმა მდგომი ნება ესწრაფვის ყოფიერებას, ცხოვრებას, ობიექტივაციას, რასაც შეიძლება ვუწოდოთ principium individuationis. ეს არის სიმრავლის შესაძლებლობა, ნების ობიექტივაცია დროსა და სივრცეში: „Der Wille wollte nur Eines: das Leben. Und warum wollte er es?... Der Wille also, dieses außerhalb von Raum, Zeit und Kausalität stehende An sich der Dinge, verlangte blind und grundlos, aber mit wilder und unwiderstehlicher Gier und Lust nach Sein, nach Leben, nach Objektivisierung, und diese Objektivisierung vollzog sich auf die Weise, daß aus seiner ursprünglicher einheit eine Vielheit wurde, was treffend als das princirium indivituationis zu bezeichnen war“. (Mann, Th., 1955: 303).

თომას მანის აზრით, შოპენჰაუერის მიხედვით სამყარო მთლიანად არის ნების პროდუქტი, მისი გამოხატულება დროსა და სივრცეში. ამავდროულად სამყარო, შემმეცნებელი ინტელექტის მეშვეობით, არის ჩვენი წარმოდგენა (Vorstellung). ნება წარმოშობს ინტელექტის ნაპერწკალს, რომ სამყარო წარმოდგენად აქციოს.

თომას მანის ესეში შოპენჰაუერი წარმოდგენილია არა მარტო როგორც მნიშვნელოვანი ფილოსოფიური ნაშრომის - „სამყარო როგორც ნება და წარმოდგენა“ - („Die Welt als Wille und Vorstellung“) - ავტორი, არამედ როგორც პიროვნება სპეციფიკური გერმანულ-ბიურგერული თვისებებით, გოეთესთან მიმართებით და ნიცშეზე მისი ზეგავლენის პრიზმაში. მწერალი გარდა შოპენჰაუერის შრომის ანალიზისა თავის ესეში წარმოაჩენს შოპენჰაუერის ხასიათს, ბუნებას, განათლებას, მიუთითებს მის ანტირევოლუციურობაზე, მის დამოკიდებულებაზე გერმანიის 1848 წლის რევოლუციის მიმართ, რაც, თავად თომას მანის აზრით, შეიძლებოდა მნიშვნელოვანი ფაქტორი ყოფილიყო გერმანულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მწერალი ამას ახსნის ფილოსოფოსის მსოფლმხედველობით, მისი ეთიკური პესიმიზმით, მისი დამოკიდებულებით „ჯვრის, სიკვდილისა და საფლავის“ კულტის მიმართ, მისი ანტირევოლუციურობით, პესიმისტური ეთიკით და მიუთითებს, რომ შოპენჰაუერს არ მოსწონდა ოპტიმისტური დემაგოგია. ეს პოზიცია, ავტორის აზრით, გერმანული სულიერების დამახასიათებელი ნიშანი იყო. შოპენჰაუერის აზროვნების კონსერვატიზმი განაპირობა მისსავე ფილოსოფიურმა სისტემამ, ამიტომ, თომას მანის აზრით, მისი ფილოსოფიაც მიმართულია არა ადამიანის გათავისუფლების, არამედ მისი ხსნისაკენ. პოლიტიკური ინდიფერენტიზმი კი, მწერლის აზრით, განპირობებულია შოპენჰაუერის ობიექტივიზმით, მისი ობიექტური მჭვრეტელობით, რასაც იგი სწორედ მხსნელის ფუნქციას ანიჭებს . შოპენჰაუერისათვის გენიალობა სხვა არაფერია თუ არა თუ ობიექტურობა, ანუ ყველაფრის აღქმა მჭვრეტელობით, იგი შემმეცნებიელი სუბიექტია. „Aber seine apolitisch-antipolitische, i.e. konservative Gesinnung wurzelt selbsverständlich tiefer, sie ergibt sich aus seiner Philosophie, für die eine Verbesserung und Höherführung der Welt als der Erscheinung eines an sich bösen und schuldhaften Prinzips, des Willens, grundsätzlich ausgeschlossen ist, und die auf Erlösung, nicht auf Befreigung zieht... Vor allem aber erklärt sich die politische Indiferenz dieser Philosophie aus ihrem Objektivismus, aus dem Heilswert, den sie der objektiven Anschauung, und Ihr allein, zuschreibt. (Th., 1955: 330-331).

თომას მანი არტურ შოპენჰაუერს უწოდებს გერმანელ „ბიურგერს“, რადგან მისი თვისებები გერმანულ სულიერებაში მჟღავნდება, რაც ინტიმური, მშობლიური, მიმზიდველი და ნამდვილად გერმანულია. შოპენჰაუერის სულიერების სისავსე, მისი კონსერვატიული რადიკალიზმი, გაუცხოება დემოკრატიული პრაქტიკულობისაგან, მისი ღრმა აპოლიტიკურობა, მწერლის აზრით, შესაძლებელი და კანონზომიერი შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ გერმანიაში, იგი სულის სიღრმემდე გერმანელი ბიურგერია: „...das alles zeugt ebenso stark für die Bürgerlichkeit seines menschlichen Teils, wie es Ausdruck bürgerlicher Geistigkeit war, daß er das romantische Mittelalter, Pfaffentrug und Ritterwesen so entschieden verabscheute und durchaus auf klassischer Humanität bestehen zu sollen meinte“... (Th., 1955: 333)

თ. მანი წარმოაჩენს შოპენჰაუერის პიროვნულ თვისებებს, აღნიშნავს მის „ძველმოდურ ელეგანტურობას“, კანტისებურ პედანტურობას, პუნქტუალობას, ხაზს უსვამს მის ჰანზეატურ-ბიურგერულ წარმოშობას: „Man braucht nur sein Leben anzusehen: seine hanseatisch-kaufmännische Herkunft, die Seßhaftigkeit des stets mit altmodischer Eleganz gekleideten älteren Herrn in Frankfurt am Main, die kanntisch-pedantische Unwandelbarkeit seines Tagelaufes... (Th., 1955: 332).

თომას მანი აღნიშნავს, რომ შოპენჰაუერი თავისი პოზიციით გარკვეულწილად ეხმიანება გოეთეს, რომლითაც ფილოსოფოსი უსაზღვროდ აღფრთოვანებული იყო. შოპენჰაუერისათვის გენიალობა ნიშნავს ობიექტურობას, ანუ უნარს, რომ ყველაფერს მიუდგე მხოლოდ მჭვრეტელობით, როგორც შემმეცნებელი სუბიექტი, როგორც „სამყაროს ნათელი თვალი“.აქ, თ. მანის აზრით, შოპენჰაუერის მოსაზრება ეხმიანება გოეთეს: „Für Schopenhauer ist ja Genialität nichts anders als Objektivität, d.h. die Fähigkeit, sich rein anschauend zu verhalten, nur als verkannendes Subjekt, als klares „Weltauge“. Hier berührt er sich mit Goethe, den er grenzenlos bewunderte, und auf dessen prägende Wirkung ja ebenfalls die Politikfremdheit der deutschen Bildung zurückgeht. (Th., 1955: 330-331).

თომას მანი იხსენებს არტურ შოპენჰაუერის წერილს გოეთესადმი, სადაც წერდა, რომ მისი, როგორც მეცნიერის, წარმატება და ქმედება განაპირობა ერთგულებამ და კეთილსინდისიერებამ, რაც მან პრაქტიკიდან თეორიულ-ინტელექტუალურ სფეროში გადაიტანა: „...die Ruhe, Zähigkeit, Sparsamkeit, gleichmäsißigkeit seiner Arbeitsmethode (-er reduzierte für den Druck ausschlißlich während ersten beiden Morgenstunden und schrieb an Goethe, daß Treue und Redlichkeit, die von ihm aus dem Praktischem ins Theoretische und Intellektualische übertragenen Eigenschaften seien, die das Wesen seiner Leistugen und Erfolge ausmachten)... (Th., 1955: 332-333). .

თ. მანის დახასიათებით შოპენჰაუერს აინტერესებდა სხვადასხვა საუკუნის ევროპული ლიტერატურა, ფლობდა ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ, ესპანურ ენებს. ამ ენებზე მრავალი ციტირებაა მის შრომებში, ციტირებებია როგორც გოეთეს შემოქმედებიდან, ასევე საერთოდ გერმანული პოეზიიდან. ამიტომაა, მწერლის აზრით, მისი ქმნილებები საყოველთაო, ზესაგნობრიივ, ზემეცნიერული, გლობალურად ლიტერატურული ნიმუშები.

შოპენჰაუერის მოძღვრება, თ.მანის აზრით, განმარტავს გენიოსს როგორც წმინდა ობიექტივიზაციას, იგი, მწერლის აზრით, „სრულიად აპოლონურ-გოეთესებურია“, იგი გოეთეს თანამოაზრედ, „კლასიკოსად“ მიიჩნევს თავს, ხოლო თავისი აზროვნებით კი იგი „გერმანულ-ბიურგერულია“: „Klassischer Humanist ist Schopenhauer vor allem als Ästhertiker, in seiner Theorie des Schönen: seine Lehrmeinung, die das Genie als reinste Obijektivität bestimmt, ist durchaus apollinisch-goethisch: auf Goethe beruft er sich, auf seiner Seite glaubt er zu stehen, fühlt sich als „Klassiker“ und ist es Sehr weitgehend nach seinem Denken und Urteilen, nämlich in einem deutschbürgerlich humanen Sinn...“

(Th., 1955: 334)..

თომას მანის აზრით, შოპენჰაუერი პატივს მიაგებდა ადამიანს, როგორც იდეას. ჰუმანიზმის ეს ფორმა მორგებულია მის პოლიტიკურ სკეპტიციზმსა და ანტირევოლუციურობაზე. მისი აზრით, ადამიანი თაყვანისცემის ღირსია, რადგან იგი შემმეცნებადი არსებაა. პესიმიზმისა და ადამიანურობის შეერთება - ეს არის შოპენჰაუერის მიერ შეძენილი სულიერი ცდა (Versuch ), სადაც ერთი მეორეს არ გამორიცხავს.

თ. მანს არ აღელვებს საკითხი შოპენჰაუერის ინტერპრეტაციების ჭეშმარიტებაზე, განსაკუთრებით მის მსჯელობებზე სილამაზისა და ესთეტიზმის შესახებ, რაც მან კანტისაგან აიღო. ეს არის ცნობილი კანტისეული სილამაზის აღქმა ინტერესის გარეშე („ohne Interesse gefallen“), ანუ „დაუინტერესებლობა“, რაზეც ფსიქოლოგიურად უფრო დახვეწილი ნიცშე ხუმრობდა, რადგან „დიონისელი ნიცშე“, ავტორის აზრით, წინააღმდეგი იყო ხელოვნებისა და ხელოვანის მორალიზაციისა, თუმცა მან მაინც ბევრი რამ იმემკვიდრევა შოპენჰაუერისაგან.

რა აიღო ნიცშემ შოპენჰაუერისაგან?

თომას მანის აზრით, ეს ეხება სილამაზისა და ესთეტიკის სფეროს. ნიცშე, ავტორის აზრით, ჩაეჭიდა შოპენჰაუერის თეზისს სამყაროს, როგორც წარმოდგენის, შესახებ, რომელიც ხელოვნებაშია განმეორებულ-წარმოსახული, რაც მისთვის ესთეტიკური წარმოდგენა და სილამაზის ფენომენია. თ. მანი ციტირებს ამონარიდს შოპენჰაუერის შრომიდან „სამყარო ვითარცა ნება და წარმოდგენა“: „...das An-sich des Lebens, der Wille, das Dasein selbst, ein stetes Leiden und teils jämmerlich, stets schräklich ist. Dasselbe hingegen als Vorstellung allein, rein angeschaut, oder durch die Kunst wiederholt , frei von Qual, ein Bedeutsames Schauspiel gewährt...“, - და დაასკვნის: „so greift Nietzsche diese Rechtfertigung des Lebens als eines esthetischen Schauspiels und Schönheitsphänomens vollkommen auf...“ (Th., 1955: 337).

ავტორის აზრით, ყოველივე - ცხოვრების არსი და ნება, მხოლოდ წარმოდგენაში, ან ხელოვნებაში განმეორებულნი, არის ნიცშესათვის ცხოვრების გამართლება, სილამაზის ფენომენი, დიდებული სანახაობა. ამას, როგორც ცხოვრების გამართლებას, ეჭიდება ნიცშე, ისევე როგორც შოპენჰაუერი კანტის „დაუინტერესებლობას“. ესაა, ავტორის აზრით, ცხოვრების დიონისური გამართლება ნიცშეს მიერ. შოპენჰაუერისადმი ნიცშეს დამოკიდებულების შესახებ თომას მანი დაასკვნის: შეიძლება იყო დიდი მოაზროვნის ანტაგონისტი, მაგრამ სულიერად მაინც მის მოსწავლედ დარჩე: „Stellen wir fest, daß man zum Antagonisten eines Denkers werden und doch geistig vollkommen sein Schüler bleiben kann“. (Th., 1955: 338), ანუ: ნიცშე იყო შოპენჰაუერის ანტაგონისტი, მაგრამ სულიერად მაინც მის მოსწავლედ დარჩა.

თ. მანი მიუთითებს შოპენჰაუერის ექსტრემალური ხასიათის მოსაზრებებზე, რომელთაც რომანტიკულს უწოდებს ამ სიტყვის ფერწერული გაგებით. ეს, ავტორის აზრით, აშორებს შოპენჰაუერს გოეთესაგან იმდენად, რასაც თავად ვერ წარმოიდგენდა. მწერლის აზრით, შოპენჰაუერი აზროვნებს სრულიად კანტისებურად, როდესაც ესთეტიკურ მდგომარეობას განსაზღვრავს როგორც შემეცნების დაშორებას ნებისაგან, როდესაც სუბიექტი უკვე აღარაა ინდივიდუალური, როცა იგი თავისუფალია სუბიექტური შემეცნების ნებისაგან. კანტი, ბუნებით არაემოციური, არასდროს განსაზღვრვდა „საგანს თავისთავად“, როგორ ცნებას, ინსტინქტს, ბნელ ვნებას, რომელთაგან დროებითი გათავისუფლება იქნებოდა ესთეტიკური მდგომარეობა. კანტის დაუინტერესებელი ჭვრეტა არის არა ნებისა და წარმოდგენის რომანტიკულ-ზნეობრივი დუალიზმის რეზულტატი, არა იმ სამყაროს კონცეფცია, რომელიც, ერთის მხრივ, გრძნობიერებისა და ასკეზის კონტრასტზეა აგებული, და, მეორეს მხრივ, ცივი სპირიტუალიზმის შედეგია. ესთეტიკური მდგომარეობის აღსაწერად, მწერლის აზრით, კანტმა ვერ იპოვა ნათელი მადლიერების სიტყვები, შოპენჰაუერს კი ისინი მრავლად აქვს, რადგან ის არის ემოციებისა და იმპულსების ფილოსოფოსი.

თ. მანი აღნიშნავს, რომ იშვიათია ნაშრომის გამომსახველობითი და ამომწურავი სათაური, როგორიც შოპენჰაუერის ამ წიგნისა. ყველა დანარჩენი მისი შრომა განავითარებს მხოლოდ ერთსა და იმავე მტკიცებულებებს, რაც მანამდე ჰქონდა. მის შრომებში არ არის მხოლოდ ზუსტ ფორმულამდე დაყვანილი აზრი, მათში ჩანს ადამიანი, მამაკაცი, პიროვნება, ცხოვრება, ტანჯვა.

ძალზედ მნიშვნელოვნად შეიძლება ჩაითვალოს თომას მანის, როგორც ხელოვანის მოსაზრება შოპენჰაუერის ფილოსოფიურ სისტემის შესახებ: მწერალი თომას მანი მიუთითებს, რომ ფილოსოფოსი შოპენჰაუერი სამყაროში ხედავდა კონტრასტებსა და კონფლიქტებს, მტკივნეულ რყევას ორ პოლუსს - ნებასა და წარმოდგენას - შორის და კითხვას სვამს: რა იქნებოდა, რომ შოპენჰაუერს ეპოვა სამყაროს ერთიანობა, გაეგო, რომ გენია არ არის დაკონსერვებული მგრძნობელობა და ნების უარყოფა, რომ ხელოვნება არა სულის ობიექტივაციაა, არამედ ორივე სფეროს ცხოვრების პროდუქტიული და გამაკეთილშობილებელი შერწყმა და ურთიერთგამსჭვალვა, რა იქნებოდა, რომ მას გაეგო, რას ნიშნავს იყო ხელოვანი და რა არის შემოქმედება, გაეგო, რომ ეს ნიშნავს ხორციელი გრძნობიერების განსულიერებას, სულის ამაღლებას ხორციელის მეშვეობით გენიალობის ხარისხში: „Wie, wenn er ihre Einheit in seinem Künstlertum, seinem Genie gefunden, wenn er verstanden hätte, daß Genie durchaus nicht stillgelegte Sinnlichkeit und ausgehäntger Wille, - Kunst nicht spirituelle Objektivität bedeutet, sondern daß sie produktive und lebenserhöhende Vereinigung und Wechseldurchdringung der beiden Sphären ist, - bezaubernder, als jede für sich, Geschlecht oder Geist, je sein kann?“ (Th., 1955: 340

თომას მანი იქვე მიუთითებს, რომ გოეთე ხედავდა და განიცდიდა ამას ყველაფერს, არა ისე როგორც პესიმისტი შოპენჰაუერი, არამედ როგორც ბედნიერი, ჯანსაღი, სიცოცხლის მოყვარული „კლასიკოსი“ ყოველგვარი პათოლოგიის გარეშე, ანუ არარომანტიკულად. გოეთესათვის „იდეა და სიყვარული“ იყო ყველაზე ყველაზე ღირებული რამ ცხოვრებაში, შოპენჰაუერთან კი პირიქით - ყველაფერი მიდის ასკეტიზმისაკენ: „Goethe sah und erlebte das alles ganz anders als der Pessimist Schopenhauer: glücklicher, gesunder, heiterer, „klassischer“, unpathalogischer, - das Wort „Pathalogisch“ in einem geistigem, nicht klinischen Sinn verstanden - ich will also sagen: unromantischer...“ (Th., 1955: 340)

გოეთე, თომას მანის აზრით, შემეცნებაში ხედავს „სულის სიმშვიდეს“, ხელოვნებაში კი- ნების დამშვიდებას. ეს არის სულისა და ხელოვნების ობიექტივისტურ-კლასიკური აღქმა. შოპენჰაუერის მიდრეკილება უკიდურესობებისა და ასკეტიზმისადმი კი ნამდვილი რომანტიზმია იმ გაგებით, რაც გოეთეს გემოვნებისათვის მიუღებელი იყო. გოეთეს უარყოფითი დამოკიდებულება იმაში გამოიხატა, რომ შოპენჰაუერის ნაშრომი გვერდზე გადადო და ბოლომდე არ წაუკითხავს. თუმცა თომას მანი იქვე დაამატებს, რომ გოეთეს გაუცხოებამ შეცდომა არ უნდა გამოიწვიოს: თ. მანის აზრით, გოეთე, თავისი დალოცვილი ნიჭიერებით, ერთდროულად კლასიკოსიც იყო და რომანტიკოსიც. ეს, ავტორის აზრით, გოეთეს სიდიადეზე მეტყველებს. იგივე ტერმინები -„კლასიკოსი“ და „რომანტიკოსი“- არ მიესადაგება შოპენჰაუერს, არ შეესატყვისება მის სულიერ კონსტიტუციას, რადგან იგი უფრო მოგვიანო ფენომენია და უფრო ახლოა თავად მწერლის, თომას მანის, ეპოქასთან, მისი სულიერი კონსტიტუცია არა რომანტიკული, არამედ თანამედროვეა. ამ ცნებაში თ. მანი მისივე სიტყვებით, „უფრო მეტს გულისხმობს“ : ეს ეხება დასავლეთევროპელის სულიერ წყობას, რომელიც გოეთეს პერიოდისაგან დაშორებულია. თომას მანის აზრით, შოპენჰაუერი დგას გოეთესა და ნიცშეს შორის: „Schopenhauers Geistesform, jene gewisse dualistisch-groteske Überreiztheit und Überheiztheit seines Genies, ist weniger romantisch als modern, - und ich möchte in diese Bezeichnung sehr Vieles legen, sie aber im Ganzen auf eine abendländische Seelenlage beziehen, deren Leidenderwerden in dem Jahrhundert zwischen Goethe und Nietzsche nur zu deutlich in die Augen springt. In dieser Beziehung steht Schopenhauer zwischen Goethe und Nietzsche, er bildet den Übergang zwischen ihnen, - „moderner“ , leidender, schwieriger als Goethe, aber sehr viel „klassischer“, robuster, gesunder als Nietsche, - woraus man ersehen mag, daß Optimismus und Pessimismus, Bejahung und Verneinung des Lebens nichts mit Gesundheit und Krankheit zu tun haben“. (Th., 1955: 342).

თომას მანის აზრით, შოპენჰაუერი გარდამავალი ხიდია გოეთედან და ნიცშეზე, ამავდროულად ძნელია იმის მტკიცება, რომ ნიცშეს დიონისურ-ანტიქრისტიანული ენთუზიაზმი უფრო ჯანსაღი და ადექვატურია, ვიდრე შოპენჰაუერის მიერ ცხოვრების მძაფრი უარყოფა, რომ ნიცშემ შოპენჰაუერზე მეტად გააჯანსაღა სამყარო. ნიცშე დიდად ინტერესდებოდა ბიოლოგიური ანტითეზით - „ავადმყოფი-ჯანსაღი“ და სააბოლოოდ გააცოცხლა ცრუ წარმოდგენა „სიჯანსაღის“ შესახებ. სულიერება, რომელსაც შეიძლებოდა გადაერჩინა ევროპა ამ წარმოდგენით ფეხქვეშაა გათელილი. თავად ნიცშეს მოსაზრებები ახალი ეტაპი იყო „ტანჯვის თეორიისა“. ამ სფეროში ის ყველაზე მეტად შეიძლება ჩაითვალოს შოპენჰაუერის მოსწავლედ, რადგან შეიტანა მის თეორიაში დახვეწილობა, ახალი ტალღა, ახალი ტენდენცია. ნიცშე იქცა ფსიქოლოგად: „Viel zu viel und auf eine verwirrende Weise hat Nietzsche mit diesem biologischen Gegensatz gearbeitet und falsche Gesundheit auf den Plan gerufen, die heute das Geistige, woran Europa genesen könnte, zertrampelt. Er selbst aber bedeutet einen Schritt weiter im Leiden, im Raffinement und in der Modernitätät – besonders in der Eigenschaft, in der er so ausgesprochen wie nirgends sonst der Schüler Schöpenhauers ist, nämlich als Psycholog.“(Th., 1955: 342).

შოპენჰაუერმა, როგორც ნების ფსიქოლოგმა, სათავე დაუდო ყველა თანამედროვე მეცნიერებას ადამინური სულის, შემეცნებისა და აზროვნების შესახებ. სწორედ მისგან - ნიცშეს ფსიქოლოგიური რადიკალიზმის გავლით, მიემართება ეს ხაზი ფროიდისა და მათ მიმართ, ვინც ამუშავებდა სიღრმის ფსიქოლოგიას ჰუმანიტარულ მეცნიერებებში. ნიცშემ თავისი მტრული დამოკიდებულებით ინტელექტის მიმართ, თავისი ანტისოკრატიზმით დაამტკიცა და განადიდა შოპენჰაუერის პესიმისტური აღმოჩენა: ნება პირველადია, ინტელექტი მეორადი და მისი მსახური, რომელიც ვალდებულია ემსახუროს ნებას, გაამართლოს იგი, გონებით გაიაზროს მისი იმპულსური სწრაფვები: „Schopenhauer, als Psycholog des Willens, ist der Vater aller modernen Seelenkunde: von ihm geht, über den psychologischen Radikalismus Nietzsches, eine gerade Linie zu Freud und denen, die seine Tiefenpsychologie ausbauten und auf die Geisteswissenschaften anwandten. Nietzsches Intellekt-Feindschaft und Anti-Sokratismus ist nichts als die philosophische Bejahung und Verherrlichung von Schopenhauers Entdeckung des Willensprimats, seiner pessimistischen Einsicht in das sekundäre und dienende Verhältnis des Intellekts zum Willen“. (Th., 1955: 342-343).

თ. მანის აზრით, ნებისმიერი ფსიქოლოგიის საფუძველია ირონიული ნატურალისტური წინასწარჭვრეტა და სულისა და ინსტინქტის მხილება. ამის მაგალითად მწერალს მოჰყავს უნებური წინასწარგანწყობის მისტიკა გოეთეს რომანში „არჩევითი თვისობა“ („Wahlverwandtschaften“) და ციტირებს შეყვარებული ედუარდის სიტყვებს ოტილიასთან პირველი შეხვედრის შემდეგ, რომ იგი „სასიამოვნო მოსაუბრეა“, რაზეც მისი საკუთარი მეუღლე პასუხობს, რომ ოტილიას „პირი საერთოდ არ გაუღია“. თ. მანი დაასკვნს, რომ ეს დიდებული, კლასიკურად ნათელი მაგალითია შოპენჰაუერული თეზისისა იმის შესახებ, რომ ადამიანს სურს რაღაცას დაეუფლოს არა იმიტომ, რომ ეს ნივთი მას კარგად მიაჩნია, არამედ პირუკუ: მას ეს ნივთი კარგად ეჩვენება იმიტომ, რომ სურს მას დაეუფლოს: „Im Grunde ist alle Psychologie Entlarvung und ironisch-naturalistischer Scharfblick für das vexatorische Verhältnis von Geist und Trieb. Es entspricht ganz der mystischen Natur-Konnivenz der „Wahlverwandschaften“, wenn Goethe in diesem Roman den schon verliebten Eduard nach dem ersten Zusammensein mit Ottilie sagen läßt: „Sie ist eine unterhaltende Person“ - und seine Frau ihm antwortet: „Unterhaltend? Sie hat ja den Mund nicht aufgetan!“ Schopenhauer hat gewiß seine Freude gehabt an dieser Pointe. Sie ist eine artige, noch klassisch-heitere Illustration seines Satzes, daß man eine Sache nicht will, weil man sie als gut erkennt, sondern daß man sie gut findet, weil man sie will“. (Th., 1955: 343).

ესეში შოპენჰაუეზე თ. მანი იხსენებს თავის სიტყვას ფროიდზე, რომელიც მან ვენაში წარმოთქვა და აუდიტორიის ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ შოპენჰაუერული ნების პირქუში იმპერია აბსოლუტურად იდენტურია იმისა, რასაც ფროიდი უწოდებს „ქვეცნობიერს“, ისევე როგორც „ინტელექტი“ შოპენჰაუერთან სრულად შეესატყვისება ფროიდის „მე“-ს, ანუ სულის იმ მხარეს, რაც გარე სამყაროს მიემართება: „In einer Wiener Rede über Freud habe ich darasauf hingewiesen, daß Schopenhauers finsteres Willenreich mit dem, was Freud das „Unbewußte“, das „Es“ nennt, durchaus identisch ist - wie anderseits Schopenhauers „Intellekt“ dem Freudschem „Ich“, diesem der Auswelt zugekehrten Teil der Seele, durchaus entspricht. (Th., 1955: 344)..

ესეს დასასრულს თომას მანი გამოხატავს თავის პოზიციას პესიმიზმისა და ჰუმანიზმის ურთიერთმიმართების შესახებ შოპენჰაუერის ფილოსოფიაში. იგი ხაზგასმით მიუთითებს, რომ მწერლის თანადროულ ეპოქაში ჰუმანიზმი მძიმე კრიზისშია. შოპენჰაუერის პესიმიზმში კი - ჰუმანიზმია. მისი მოძღვრების პესიმისტურ შეფერილობაში , რომელსაც იგი მიჰყავს სამყაროს უარყოფისა და ასკეზის გაიდეალებისაკენ, აშკარაა, რომ მან ადამიანი აამაღლა მარტივ ბიოლოგიასა და ბუნებაზე, აქცია მისი მგრძნობიარე და შემმეცნებელი სული ნების გარდასახვის სცენად, აქცია იგი სამყაროს გადარჩენის, ხსნის შესაძლებლობად - ეს ყოველივე არის შოპენჰაუერის ჰუმანიზმი და სულიერება: „Es ist der Wunsch, einer Gegenwart, deren Humanitätsgefühl sich in schwerer Krise befindet, das Erlennis der eigenartigen Verbindung zu überliefern, weleche Melancholie und Menschenstolz in dieser Philosophie eingegangen sind. Schopenhauers Pessimismus, das ist seine Humanität.“ (Th., 1955: 344).

თომას მანის აზრით, მეოცე საუკუნის პირველი სამი ათეული წელი ევროპაში ხასიათდება კლასიკური რაციონალიზმისა და ინტელექტუალიზმის მიუღებლობით და, ამავდროულად, არაცნობიერით აღფრთოვანებით, განდიდებულია ინსტინქტი, რამაც შეუმსუბუქა მდგომარეობა ცუდ ინსტინქტებს. პესიმისტური შემეცნება გადაიზარდა ბოროტებაში, ჭეშმარიტების აღიარება-ზიზღში, რომელიც მიმართულია სულიერების წინააღმდეგ. ადამიანი უპირისპირდება სულიერებას, დაივიწყა სულგრძელობა და კეთილშობილება, დაიჭირა „ძლიერის“ მხარე. ცხოვრებაში კი სულს განსაკუთრებით სჭირდება დაცვა.: „Das zwanzigste Jahrhundert hat sich in seinem im ersten Drittel rein rückschlägig gegen den klassischen Rationalismus und Intellektualismus verhalten und sich einer Bewunderung des Unbewußten, einer Verherrligung des Instinktes ergeben, die es dem „Leben“ glaubte schuldig zu sein und die den schlechten Instinkten nur allzu gute Tage bereitet hat. Oft ist hier pessimistische Erkenntnis in Schadenfreude umgeschlagen, die geistige Anerkennung bitterer Wahrheiten in den Haß auf den Geist selbst und die Verachtung für ihn, gegen den man sich ohne jede Generosität auf die Seite des Lebens schlug: auf die Seite des Stärkeren also, denn wenn irgend etwas gewiß und erwiesen ist, so dies, daß das Leben vom Geist und von der Erkenntnis nichts zu fürchten hat und nicht jenes, sondern der Geit der schwächere, schutzbedürftige Teil auf Erde ist“. (Th., 1955: 344-345).

თავისი ეპოქის „ანტიჰუმანურობის“ („...die Antihumanität unserer Tage...“) კრიტიკული შეფასების შემდეგ თომას მანი ხაზგასმით მიუთითებს, რომ საჭიროა პასუხი გაეცეს კითხვას: რა არის ადამიანის არსი და მისი ბედი. მწერალს მიაჩნია, რომ სამყაროში საჭიროა დარღვეული წონასწორობის აღდგენა და ამაში შესაძლოა შოპენჰაუერის ფილოსოფია დაგვეხმაროს. იქვე აღნიშნავს, რომ მან ფილოსოფოს შოპენჰაუერს „თანამედროვე“ უწოდა და შეიძლებოდა მომავალშიც ასე ეწოდებინა, რადგან მისი ბუნების შემადგენელი ბნელი და ნათელი მხარეები, მისი კრისტალურად ნათელი პროზის პარადოქსები, ადამიანურობის მისეული იდეა, რაც, ფაქტობრივად, პესიმისტური ჰუმანიზმია, მიმართულია მომავლისაკენ: „Aber auch die Anti-Humanität unserer Tage ist zuletz ein humanes Experiment, eine einseitige Beantwortung der ewig sich stellenden Frage nach dem Wesen und Schicksal des Menschen ...und ich meine, daß die hier erinnerte Philosophie dabei gute Dienste leisten kann. Ich nannte Schopenhauer „modern“ – ich hätte ihn zukünftig nennen sollen. Die Elemente seiner Persönlichkeit, ihr hell-dunkler Zusammenklang, ...das Paradox seiner klassisch-klaren Prosa, die vom Untersten, Nächtigsten kündet, seine stolze Melancholie, die nie die Ehrfurcht vor der Idee des Menschen verleugnet, kurz, was ich seine pessimistische Humanität nannte, erscheint mir voll von Zukunftsstimmung ...“ (Th., 1955: 345).

თომას მანის საბოლოო დასკვნა: შოპენჰაუერის სულიერი მგრძნობელობა, მისი მოძღვრება, ცხოვრება, აზროვნება და ფილოსოფია არ იყო მხოლოდ მისი გონების მუშაობის შედეგი, არამედ ეს იყო პიროვნების ქმედება გულითა და გონებით, სულითა და სხეულით, ეს იყო მოღვაწეობა. შოპენჰაუერის შემოქმედება ადამიანურია, იგი თავისუფალია განსჯების, რეფლექსიების მშრალი დაფიქსირებისაგან, იგი კაცობრიობას ეკუთვნის და შეუძლია მას დაეხმაროს ადამიანურობის აღდგენაში. ხელოვნება, რომელიც ადამიანს მუდამ თან ახლავს მისი ცხოვრების რთულ გზაზე, ყოველთვის აღწევდა თავის მიზანს.: „Seine geitige Sinnlichkeit, seine Lehre, die Leben war, daß Erkenntnis, Denken, Philosophie, nicht nur Sache des Kopfes, sondern des ganzen Menschen mit Herz und Sinn, mit Leib und Seele sind – sein Künstlertum, mit einem Wort, gehört einer Menschlichkeit jenseits von Vernunftdürre und Instinktvergottung an und mag behilflich sein, sie hervorzubringen. Denn die Kunst, den Menschen begleitend auf senem mühsamen Wege zu sich selbst, war immer schon am Ziel.“ (Th., 1955: 345).

გამოყენებული ლიტერატურა:

Adam Th. -Die willensmetaphysischen Einflüsse Schopenhauers auf das Wirken Thomas Manns.

Pre-University Paper. 2012. München, GRIN Verlag.

Brann H. W.-Thomas Mann und Schopenhauer. in:Schopenhauer-Jahrbuch 43. (1962)

Frizen W.– Zaubertrank der Metephysik. Quellenkritische Überlegungen im Umkreisder Schopenhauer-RezeptionThomas Manns. Frankfurt am Main, Bern,Cirencester.1980.

Koopmann H. –Thomas Mann und Schopenhauer. In:Thomas Mann und die Tradition. Hg. von von P. Pütz. Frankfurt am Main. 1971

Kurzke H. - Thomas Mann. Ein Porträt für seine Leser. Verlag C.H. Beck. München. 2009.

Mann, Th. – Schopenhauer. In: Gesammelte Werke. Zehnter Band. Aufbau-Verlag Berlin, 1955.

Reents, A. –Von der Welt als Vorstellung zur Welt als Wille: Schopenhauer und Thomas Manns „Enttäuschung“. In: Thomas Mann Jahrbuch 1995. N8. Verlag Vittorio Klostermann. GmbH.

Wysling H. – Schopenhaue -Leser Thomas Mann. in: Schopenhauer Jahrbuch 1983. Verlag Vittorio Klostermann. GmbH.