აფინაჟი
ჟურნალი „აფინაჟი“ დაარსდა 2018 წელს, პირველი ნომერი გამოვიდა 28 მარტს. ჟურნალის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორია — ლევან გოგაბერიშვილი (გორვანელი). ჟურნალის იდეა გულისხმობს მეცნიერებისა და ლიტერატურის სინთზირებას, ახალგაზრდა მეცნიერებისა და მწერლების სრულფასოვან ადაპტირებას სამწერლო და სამეცნიერო ატმოსფეროში, სახელმოხვეჭილი, კულტად ქცეული „ავტორიტეტების“ ბუნებრივ დეკონსტრუქციას, კლასიკის, მოდერნიზმისა და პოსტმოდერნიზმის ფარდობითობას და ამ მთლიანობისაგან წარმოებულ ტრიალიზმს. ჟურნალის განვითარების საქმეში დიდი წვლილი მიუძღვით: თეიმურაზ ლანჩავას და ელგუჯა ბერიშვილს, რომლებიც ჟურნალის რედკოლეგიის შეუცვლელი წევრები გახლავთ; ისინი, ლევან გოგაბერიშვილთან ერთად, პირველივე დღიდან იბრძვიან ჟურნალ „აფინაჟის“ სრულყოფილებისათვის. ჟურნალში თქვენ იხილავთ ესთეტიკურად დახვეწილ და საზრისული შინაარსით დატვირთულ ტექსტებს. საიტის შექმნელია თორნიკე ფახურიძე.
კონტაქტი
გამოწერა
მიიღეთ ახალი პუბლიკაციები ელფოსტაზე.
© 2026 აფინაჟი · ყველა უფლება დაცულია