გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ნუგზარ ჯორბენაძე - ლექსები

მონატრება
______
ნისლისფერი საღამოა
ნისლისფერი თოვა
ცაზე ღრუბლის სევდიანი
უსასრულო გლოვა.
მენატრება ის ღიმილი
ვარსკვლავებთან ერთად
მენატრება თაიგული
რომელიც არ ჭკნება.
მენატრება ის საღამო
ცოტახნით რომ რჩება
ალბათ ნისლი ჩამოწვება
გამეცლება ძალა.
ნისლისფერი საღამოა
ნისლისფერი გროვა
უსაშველოდ შორეული
ციდან ფიფქის ცვენა.
მომენატრა ის თვალები
ვარსკვლავების კრეფა
მომენატრა ვნებიანი
სავსე მთვარის ცქერა.
რაც იყო და რაც არ იყო
იქცა მოგონებად
ნისლისფერი საღამოდან
არაფერი შემრჩა.


პაემანი
______
ჯადოსნური მიზნები მაქვს
ნების მსაჯულს დასახული
გაგვემიჯნა ძრწოლვის ჯარი
გონებაში ჩასახული.
დაშოშმინდი მომხიბვლელო
თქმა გაცვითე დაზაფრული
ვიმედოვნებ დაბრუნდება
ის დიადი გაზაფხული.
საუკუნოდ გაიშლება
რტოლვის კვირტი ჩინებული
ისტორია მეორდება
ჩვენთვის მართლაც ღირებული.
პაემანზე გველოდება
მარწყვის ბაღი დიდებული
თურმე წყვილთა სიახლოვე
მისთვის არის მიღებული.
წარღვნის ხანძარს შეელევა
ნერწყვის მკვიდრი ბჭობის ღრმული
ფარ_ხმალს დაყრის ნებისამებრ
განშორება ვით ქვა რჯული.
შევეცდები გიანდერძო
თვით მელექსემ სასწაული
ყელს შეგაბა ქორწილის წინ
დახვეწილი სამკაული.
ცოტა კიდევ მოითბინე
წრეს შეიკრავს საზღაური
მერე ერთხმად მოვიფიქროდ
ზღვის ნაკვთების სათაური.
კვლავ მწყურია იღიღინო
რამე ჰანგი ქალაქური
მხოლოდ ერთხელ მუზის დარაჯს
გამიწიე სამსახური.


დარდიანი
______
სადღაც დავკარგე ქვეყნად სიმართლე
დამბინდებია თვალში სინათლე
არ დაიშურო ღმერთო წყალობა
ღმერთო ისმინე მწუხრის გალობა.
ვაი შემიპყრო დარდმა იმავემ
შიში მომგვარა ეულს სიბრმავემ
ბედმა გამწირა მწუხარებისთვის
დრო ნაბადს მიქსოვს მდუმარებისთვის.
ამად მრავალი წუთი დავთვალე
თვალმა მოირგო შავი სათვალე
ვერსად შევნიშნე მზე ნათელიო
რაღას მიშველის მე სანთელიო.


წუხილი
_______
უძირო დილას ცვარ_ნამი სტუმრობს
მუქი ფერები ურიგოდ ხუმრობს
ხელთ არსებული ლურჯი კალამი
წუხს რომ ფურცელმა არ თქვა სალამი.
ყველგან ბნელეთის ხელმწიფე მიხმობს
ფიცხი ტირიფი ცხარე ცრემლს მითმობს
ვეღარ ვიხილე წმინდა სიონი
ძველი მტკვარი და ძველი რიონი.
ფესვი გაგიხმა თმენის ნარგაო
გაუჩინარდი ცისკრის ვარსკვლავო
მკერდი უღირსად ჭირმა ჭამაო
გთხოვ შემოქმედი შველას მამაო.


გზა
______
თოვლიან გზაში ფიქრებს ვპოულობ
ცრემლები თვალებს მისველებს მაგრად
ლოცვებში ვითხოვ დამთავრდეს მხოლოდ
ერთი ტკივილის უსასრულო გზა.
ალბათ მე არ ვარ ჯერ სრულყოფილი
დიდი გრძნობის რომ ვირწმუნო რამე
მე დატანჯული შენს ფაქიზ გულს ვკლავ
თბილ მზესაც მოვკლავ შენი გულისთვის.


ტრფობა
______
უფსკრულს დავჯერდი სინანულითა
მიუსაფარი სიყვარულითა
ედემ_ბაღი ხარ დაუპყრობელი
გეძებ და მუხლს ვღლი სიარულითა.
ძალა არ შემწევს განცდის ქებისა
ძირს რომ დავეცი მონა მეფისა
აზრი არ მესმის ბრიყვი ბედისა
რადგან დაგვიშრა ის ტბა გედისა.
ხშირად მგონია როს დავიღლები
ვერცხლის სიმებით ვაწყობ ჩონგურსა
თან ვეუფლები სათნო სიმღერას
უცხო ბგერებით მარად მორთულსა.
არა მქონია ჟინი კოცნისა
მხოლოდ გარიყვა მსურდა გოდვისა
ტუჩზე მაგ ტუჩის კვალი გაქრა და
არსი შევიცან ხორცთა თრთოლვისა.
ტრფობას მიმიხვდა ჩემი ოჯახი
სადაც ვისწავლე ძმობა კაცისა
ხანს და ბრაზს შორის სიძვა მზაკვრული
წარმომშობია მდგრადი ღარისა.
გრძნობა მეწვია რუსთაველისა
ლხინი დავკარგე წერეთელისა
ხვედრი ტაბიძის არ მსურს ვიგემო
ტკბილი პოეტის ბუმბერაზისა.


დედაო ღვთისა
-
დედაო ღვთისა კეთილშობილო
მოწყალე კალთა გადაგვაფარე
წმიდაო მარიამ შვიდგზის ლოცვანი
დაბადებიდან ძლიერ ვიწამე.
დედაო ღვთისა მარადიულო
მიხსენ ავიდან გამაძლიერე
წმიდაო ქალწულო ნუ გამიწყრები
ცოდვით ავსილმა რომ შეგაწუხე.
კვლავ როს დარეკავს ზარი სამების
მუხლ_მოდრეკილი შეგთხოვ სიმშვიდეს
ნეტავ მარიამ ნაზარეველო
დავასამარო ქვეყნად სიყალბე.скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge