გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

დათო კაკაურიძე - ვაისის ეფექტი

                                             
დასრულდა კიდევ  ერთი მატჩი,  რომელიც  კვლავინდებური  ინტერესით  და  იმედით იყო  აღვსილი,  საქართველოს  ნაკრებმა  წინა  მატჩის  მსგავსად დღეს  0:0 ითამაშა  და  ამით  ცოტა არ იყოს გაგვაკვირვა. სამხ.  კორეისა  და  დანიის  შემდეგ უკვე  წყევლად  ქცეულ  ირლანდიასთან  იგივე  შედეგი,  ერთქულიანი ფრე  მივიღეთ.
ბევრისთვის,  კვლავ  არ  იყო  სასურველი  შედეგი  და  ვერც  ვერავის  გაგვიკვირდება,  მაგრამ  საფეხბურთო  წრეებში  ამ  შედეგმა  ლამის  მისაღები  შედეგი  მიიღო  მატჩის  პერიპეტიების  მიუხედვათ (საქართვეოს  ნაკრები  დომინანტურ  მატჩს  ატარებდა,   საგოლე  იერიშების ნაკლებობით), ყველას  მიაჩნდა,  რომ  ვაისის  „ეფექტი“  შემოდგომისეულ  გამონათებას  წააგავდა. აქ  მინდა  შევჩერდე  და  შეტევაზე ვთქვა: დანიასთან  თუ  მეტი  აგრესიული თამაში  ვიხილეთ, ირლანდიასთან,  ამ   კომპონენტში,  ნამდვილად  მოვიკოჭლებდით,  მაგრამ    ვიხილეთ  ბევრად  მეტი  ბრძოლა  და  მასში  გამარჯვებული  ქართველი  ფეხბურთელები,  ამის  მიუხედავათ,    ნაკლები ხიფათი  იყო  ირლანდიელთა  კართან,  ფეხბურთელთა  სრულ  შეფასებას   ახლა  არ  დავიწყებ,  მაგრამ  ქვილითაიას,    უჩვეულო,  ინერტულობა  აღსანიშნავია,  რაც   გენტში  უთამაშებლობას ეხება.
ფაქტია,  რომ  მწვრთნელთან  ბევრი  კითხვაა  პასუხის  ნაწილს  პრესკომფერენციიდან  ვიგებთ  ბევრსაც  მისი  სათამაშო  ფილოსოფიიდან,  მაგრამ  მაინც  რჩება  კითხვები   იმ  ფეხბურთელებს  მიმართ,  ვისაც  ვერა  და  ვერ    მოარგო   პოზიცია  საკუთარ  სქემაში.  ამ ფეხბურთელთაგან  ზოგი  გამოიძახა,  ზოგიც - არა!  მოდი,  ვთქვათ,    რომ  დავით  სხირტლაძე  იმსახურებდა  შანსს,  რომელიც ბრწყინვალედ  წარმოაჩენს  თავს  პოლონურ  ჩემპიონატში,  ასევე  ბაჩანა  არაბული, რომელიც  ელინურ ლიგაში  მშვენივრად  გამოიყურება  და  მეტიც,  გასავარდნ  ზონაში  მყოფ   გუნდში  ბომბარდირთა  დავაში ლიგის  საუკეთესოთა  შორისაა.  უცნაურია,  რომ  ამ  ორ  ფეხბურთელს  შანსი  არ  მიეცა   იმის  ფონზე  რომ  მათ  იცნობდა  და   მაინც  ვერ  ენდო, მატჩის  შემდეგ  მათზე  და  ამავდროულად  ხარაიშვილ-ლობჟანიძეზეც  ვიფიქრე  დამესვა  შეკითხვა,  მაგრამ  თავი  შევიკავე  რადგან  ამ  კაცმა  ბოლო  მატჩებში   სიმპათიებით  განმაწყო  და  არ  ჩავთვალე  საჭიროდ  დაძაბულობა  შემეტანა  მის  ხასიათში  ფაქტია,  რომ  შედეგი  დადებითი  იყო  დანიასა  და  ირლანდიასთან, რომლებიც  ჯგუფის  ლიდერები    და  ამავდროულად  უხერხული  მეტოქეებია და  ფრე  მათთან  ვისის  ეფექტურად  მუშაობის  შედეგია!!!  
საბა  ლობჟანიძეზე  მაინც  დავსვი  შეკითხვა.
- „  ბატონო  ვლადიმერ  რატომ  გადაიფიქრეთ საბა  ლობჟანიძის  შემოყვანა? „
რაზეც  მისმა პასუხმა ერთობ  დამაინტერესა  მისი  თქმით  ის  კონტრშეტევისთვის  იყო  საჭირო რადგან  სწრაფია  და  კონტრშეტევისთვის  გამოადგებოდა , აშკარაა   იყო მისი  პასუხი  იმ  მომენტიდანაც,  როდესაც  ის  სარბენ  ბილიკთან  გაიხმო  ჯერ  კიდევ  პირველი   ტაიმის  შუა  პერიოდში.  იგი  ელოდა  ირლანდიელებისგან  მატჩის  გამწვავებას   და  მათ  დომინირებას  რასაც, შესაძლოა,  ირლანდიელები ეცადნენ  მაგრამ  ამაოდ!   გვერდიგვერდ მდგომი  ცენტრალური   დაცვის  ხაზი  ისევ  უდრეკი  იყო ( რაც  დანიელებთან  მატჩშიც  და  ირლანდიასთანაც  კარგად  გამოჩნდა)  და  ასევე  ვთქვათ  რომ   კიტეიშვილი  საუკეთესო  იყო  ორივე  გუნდის შემადგენლობაში  რაც ვაისმაც  ახსენა . აქვე  მინდა  იმედი  დავიტოვო  რომ  ხარაიშვილს  და  ასევე  ლობჟანიძეს,  რომლებიც  მწვრთნელის  ტაქტიკურ  თუ  პოზიციურ  მონახაზში   ვერ  შედის ( ხარაიშვილი) და ასევე  მხოლოდ  კონტრშეტევისას  „ჯოკერის“  (  საბა  ლობჟანიძე)  სტატუსი აქვთ  ვიმედოვნებ  გიბრალტართან  მაინც  ვიხილავ   ისევე  როგორც  ელგუჯა  ლობჟანიძეს  რადგან  მანაც  ნორმალურად  წარმოაჩინა  თავი,  ირლანდიასთან  და  იმსახურებს  მეტ  დროს  მოედანზე.  
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge