გორვანელი (ლევან გოგაბერიშვილი) - ფილოსოფოსი, პოეტი, არტ-კრიტიკოსი.


დაბადების ადგილი: სოფელი ზედა გორა, ვანის მუნიციპალიტეტი. დაბადების თარიღი: 01.08.1995 წელი.

პლატონიზმის წარმომადგენელი. სოციალისტი.


დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 2018 წელს; იქვე გაიარა სამაგისტრო პროგრამა და 2020 წლის ივლისში მიენიჭა ფილოსოფია-რელიგიის კვლევების მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

2014 წელს საზოგადოებრივ-კულტურულ პროცესებში აქტიურად ჩაერთო და მეგობრებთან ერთად დააფუძნა პოეზიის ჯგუფი „ედელვაისი”, რომელშიც 5 წევრი შედიოდა; ჯგუფმა 10 თვე იარსება და ამ დროის განმავლობაში მნიშვნელოვნი წვლილი შეიტანა ქუთაისის ლიტერატურულ განვითარებაში; 2014-2017წწ. გამართა პოეზიის არაერთი საღამო; არის 13 საუნივერსიტეტო და 24 საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე, 60 სამეცნიერო-პუბლიცისტური სტატიის ავტორი; 2016 წელს გამოაქვეყნა პირველი წიგნი - ლექსების კრებული - ,,არსებობის ეიდოსი“.

იბეჭდება სხვადასხვა ლიტერატურულ და სამეცნიერო პერიოდიკაში. მისი ტექსტები თარგმნილია ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ, გერმანულ, თურქულ, სომხურ და იტალიურ ენებზე.

ცხოვრობს ქუთაისში.

2018 წელს ქუთაისში დააფუძნა მეცნიერულ-ლიტერატურული ჟურნალი ,,აფინაჟი“ და მისი მთავარი რედაქტორია;

2019 წელს დააფუძნა ქუთაისის ,,ფილოსოფოსთა კლუბი“ და მისი ხელმძღვანელია;

ეწევა სამწერლო-სამეცნიერო მოღვაწეობას;

72 ცალკეული წიგნის შემდგენელ-რედაქტორია;

2017 წლიდან საზოგადოება ,,ქუთაისელის“ წევრია;

2019 წლიდან საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრია;

2019 წელს მიენიჭა ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია;

2023 წელს მიენიჭა გიორგი ლეონიძის სახელობის პრემია;

2024 წელს მიენიჭა ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია;

2024 წელს მიენიჭა ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის პრემია.


ბიბლიოგრაფია:

1. ,,არსებობის ეიდოსი” (ლექსები) - 2016 წელი, გამომცემლობა ,,ხომლი ენ“, ქუთაისი.

2. ,,ატარაქსია” (წერილები/ესსეები/სამეცნიერო კვლევები) - 2018 წელი, გამომცემლობა ,,კალმოსანი“, თბილისი.

3. ,,ფაიუმის პორტრეტი” (მოთხრობები), 2018 წელი, გამომცემლობა ,,კალმოსანი“, თბილისი.

4. ,,ირაციონალური ვაშლი“ (ფილოსოფიური თხზულებები/წერილები) – 2024 წელი, გამომცემლობა ,,მერიდიანი“, თბილისი.