გაზაფხული ლონდონში გავატარე და თუმცა ყველაფერი, რაც ჩაფიქრებული მქონდა, ვერ ავისრულე, ჩემს ცხოვრებაში მაინც სასიამოვნო ეპიზოდად დარჩა. მაგრამ კვირა კვირას მისდევდა და ზაფხულიც მოახლოებული იყო და
დროში მხოლოდ და მხოლოდ ერთხელ ვიმოგზაურე. ეს ამბავი მარტის ბოლოს გადამხდა თავს. დროს გვიანი არ ეთქმოდა, თუმცა, აღარც ადრე იყო. დღის ის მონაკვეთი იდგა, ესპანელები რომ პირველად იკრიბებიან სავახშმოდ.
აცივდა. გაუსაძლისად აცივდა... არა, აქამდეც რა, განა არ აციებულა, მაგრამ... ეტყობა სინორჩ_ სიქორფის ძალით იყო ის სულისგამყინავი ქარიც, რომ მეთბილებოდა, თორემ აბა, სხვას, რას დავაბრალო ჩემი ასე
მერცხლები, ბეღურები და მტრედები, ქათქათა ღრუბლით დამშვენებულ ცაში კამარას კრავენ და თითქოს სცენიდან გადიანო, ფანჯრის ჩარჩოს უკან იკარგებიან. შემდეგ ახალი პარტია შემოიჭრება ჟივილ-ხივილით და ჰაეროვანი
ვიცი, ღვინობის თვეში დაიწყება, _ ჩემთვის ვბოდავ... _ აბა, რაზე გეუბნები თუ მიხვდები. ეგ მარტივი საქმე არ არი. ამ ჩემი უცნაურობების კორიანტელ-ქარბუქში, როგორ გინდა გამოიცნო რაზე გეუბნები, ათასი აზრი
მზემ ამოანათა, სამყარომ გაიღვიძა. დათო კვლავ საწოლზე კოტრიალობდა, თითქოს მისთვის არ გათენებულაო. სამსახურში უნდა წასულიყო, 9 საათზე ეწყებოდა მუშაობა. ბანკში მუშაობდა კრედიტ-ოფიცერად. ივნისის თვე იყო,
მე ეს მოთხრობა ერთი გოგოსთვის დავწერე, რომელმაც არც კი იცოდა, რომ მე ის მიყვარს. ასი წელი ვწერდი, ან იქნებ მეტიც. დავწერე მიწის ქვეშ. ნუ გიკვირთ, ადამიანებო, მე ახლა გიამბობთ, თუ როგორ გარდავიცვალე
უცხოვრებო ცხოვრებაც ცხოვრებად ითვლება იქ, სადაც შენი ფეხის ხმა დახშულ ყურებს ანადგურებს. ცივ ქუჩებს ისე უხდები. ლოლუებჩამოკიდებულ ასფალტზე მზის სხივი თავისი ფუნჯით ხატავს სახეს, რომლის წარმოდგენა
ამას წინათ დავგუგლე და შევეცადე ერთი უჩვეულო სიტყვის განმარტება მომეძებნა, თუმცა ვერაფერს მივაგენი. არადა, „სინკაპუ“, კარგად მახსოვს (90-ანი წლების დასაწყისში ერთ ,,ბომონდურ“ ჟურნალში ამოვიკითხე)
საღამოობით, როდესაც მნათე ეკლესიის ზარებს მოზიდავდა, მამიდა შარმაღი ჩაბნელებული ქოხის მძიმე კარს ოხვრით აღებდა. ძველი კარები, როგორც აღმოსავლური სევდიანი სიმღერა, ხანგრძლივად და ხრინწიანად ჭრიალებდა,
ამალია თქვენ ისეთი ქალი კი არ გეგონოთ, ზაფხულობით, მამიდაჩემივით, ღოღნაშოს მურაბას ხარშავდეს, ზამთრობით კი - იმ წარუმატებლად მოხუფულ ქილებში ჩაშაქრულ მურაბას გულდაწყვეტილი წამოადუღებდეს და წელიწადის