
ლექსები
ოლეს იურენკო
მირგოროდი და საგურამო
მირგოროდი, საგურამო,
გზებით ბედმა დააწყვილა -
ძმობაც რომ აქვთ სამუდამო,
დრომ ადვილად დაგვარწმუნა.
ღრუბლის ფთილა ცხად-სიზმარში
წუთით მიწვა, სურდა შვება -
ცოცხლობს ლესია ,სურამში
გაინაღდა უკვდავება.
უკვდავად რჩება ჩვენს გვერდით
ზედაზნის შვილი ერთგული -
დადიოდა ის ამ გზებით,
ამ ცვრიან ველს ფეხშედგმული.
მზეკაბანია? პიკნიკი?
ნიავს რად აქვს ღონი ქარის?
გურამიშვილი ბილიკით
ხალხისაკენ მოიჩქარის.
რად გვავსებს ყვავილით ბაღი?
რად კაშკაშებს განთიადი?
ქვეყნად გრგვინვით დადის ლაღი
სიმღერები გოლიათის.
რად ამაღლდა მწვერვალები?
უსამანო რამ ჰქმნა ველი?
დავითთან ჩვენც მღელვარებით
მეგობრობის ჰანგებს ვმღერით.
ირგვლივ ყვავილთ ჰფენს ხალიჩებს,
თითქოს ჟღერს გზა დიდებული,
მტკიცე ძმობით ზედ აბიჯებს
მირგოროდთან საგურამო -
ხელიხელჩაკიდებული!
1955 წ.
უკრაინულიდან თარგმნა თამარ გაბოძემ
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
*ოლეს იურენკო - 1969-1972წ.წ. იყო დ.გურამიშვილის მირგოროდის მუზეუმის დირექტორი
მიხაილო შევჩენკო
უკრაინის შვილი
უბიწო მირგოროდი მწვერვალებს ასწვდა ბედის,
ნეკერჩხლის ოქროხედთა , დიდ შვილთაც ამკობს ბრწყინვა,
ცისკარი საუკუნოდ ცოცხალთა ვარსკვლავედის,
სახელი დავითის ხომ ზეცამდე ატყორცნილა!
შორს, შორს უწვდება შუქი, თვით საგურამომდე და ...
ცვრით დანამული სტეპი გამხდარა ბედის ტილო
დაჭრილმა უკრაინას ნდობით მიმართე: დედა!
გარკვევით დაგიბრუნა პასუხი დედის: შვილო!
ჭრილობებს იშუშებდი ტკივილით გახედნილი...
ადვილად შეგიტკბო, გთხოვს, არ დასტოვო რომ თასი
ძმობის !.. შვილნი რჩეულნი გაწვია, ნახე დილით,
სკოვოროდა... ხომ სხვებიც, გარდა სკოვოროდასი?!
შენს სიმღერებს ისმენდა, გიმღერდა თვითონ ხშირად,
გთავაზობდა ყველაფერს თანაბარი სიკეთით -
შენ ჩემმა უკრაინამ როცა მიგიღო შვილად,
მას შვილი მოემატა, მე გავდიდრდი ძმით ერთით...
ალალსკი მიწა ჩემი ერთგულობს, ეფერება,
გაუწალდავს გზას ჩაგრულთ, უყვარს ხელის გაწვდენა,
ერთა ძმობას პოეტნი ვიდრე ჰყავთ შედევრებად,
ხალხის გულში ცოცხლობენ , როგორც ღმერთნი და რწმენა!
---------------------------------------------------------------------------------------------------
უკრაინულიდან თარგმნა თამარ გაბოძემ
*მიხ.შევჩენკო 1980 წ. ესწრებოდა დ.გურამიშვილის 275 წ. საიუბილეო „გურამიშვილობას“, საქართველოში, ს.ლამისყანაში.
კომენტარები
- ჯერ არავის დაუწერია — იყავით პირველი.



