გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

თამთა ჯულაყიძე - ლექსები



***
ფერი უცვლიათ კედლის სურათებს,
გარეთ ქარია ხომ...
მას მოაქვს ჩემთან ღია ბარათი,
ამბები შენზე ხომ...
ფერთა გამაა ახლა ჩემს სულში.
გული კვლავ სიყვარულს მთხოვს.
სუფთა ფურცლიდან ვიწყებ იგივეს,
ამჯერად დარჩენას გთხოვ...
დრო მიდის ნიკორას ხუნდებით,
დრო მიდის,ვინ იცის სად...
ამაოდ დამპირდი დარჩენას,
ამაოდ ვიტყუებ თავს.
ფერი უცვლიათ კედლის სურათებს,
გარეთ ქარია, ხომ…
მას მოაქვს ჩემთან ღია ბარათი,
ის შენზე მიყვება ხომ.




***
მარტო შენ იცი როგორ ჰქრიან სულში ქარები
და როგორ უჭირთ საწყალ ბეღურებს დაზამთრების ჟამს.
მეც ბეღურების მსგავსად მიჭირს ზამთარში ყოფა,
არა იმიტომ, რომ სიცივის მე მეშინია...
მე მეშინია მარტო დარჩენა საკუთარ თავთან,
ის ხომ გაბმული სუიციდის დიდი ძაფია...
ნეტავ იცოდე, რა რიგ მიჭირს ეხლა უშენოდ,
ძლიერ მაკლიხარ ჰაერივით სჭირდები ფილტვებს.
მარტო შენ იცი, როგორ ჰქრიან სულში ქარები
და როგორ უჭირთ საწყალ ბეღურებს დაზამთრების ჟამს.




როცა დღეები შეიცვლება კიდით კიდემდე,
კვლავ დაუვიწყარ ფიცის მსგავსად მომაგონდები,
ბევრისთვის უცხო ერთგულება შემოგინახე,
წლები რა არის? საუკუნოდ დაგელოდები.
ცხოვრება მიდის და ყველაფერმა იცვალა ფერი,
მარტოდენ გრძნობა არ შეცვლილა მარად ურყევი,
გარდუვალობა მარტოობის დე იყოს ხვედრი,
წლები რა არის ?! საუკუნოდ დაგელოდები.
დაგელოდები ფერ უცვლელი, სახეუცვლელი,
დე გწამდეს სამგზის წინაზე უფრო, რომ მეყვარები.
რა საჭიროა სიყვაულის სიტყვით მტკიცება,
როცა თვალები უკეთესად ლაპარაკობენ
და მხოლოდ წლები იქნებიან ჩვენი მეგზუნი,
რომელიც ერთად ჩვენ ცალ-ცალკე გამოვიარეთ.



***
სულში ისეთი ქარტეხილია,
გარდაცვალება ახლა ახლოა,
უიმედობა უფრო მეტია,
ცამეტზე მეტი და ცა ახლოა,
თუმცა მწადია ფეხზე დადგომა,
ასე გაქცევა ლაჩრებს ჩვევიათ...
ზოგჯერ რთულია ჩემი გაგება,
როცა ვნებდები და ცა-ახლოა.
ვბრუნდები კვლავაც იმედით სახში...
სახლი თბილია ფიქრებით სავსე...
ჩიმი გაგება მართლაც რთულია...
საკუთარ მარცხზე ვნებდები მალე...
სულში ისეთი ქარტეხილია,
გარდაცვალება ახლა მადლია.
მიზეზი წასვლის ახლა ბევრია...
პანდორამ ყუთი ისევე გახსნა...
ყველა ნაბიჯში ქუხს "დეპრესია"...
ტკივილს მოშივდა ნუგეში ახლა.
სულ სისხლიანი დარაბებია
და გაზაფხული არსაიდან სჩანს.





***
იქნებ ითოვოს და მეც შევძლო ფიფქების დათვლა,
თორემ ტკივილებს აღარააქვთ სულში საშველი.
იქნებ ითოვოს მაისის ღამეს და ამით მორჩეს...
მერე კი ვიაროთ მარტოებმა ჩვენ–ჩვენი გზებით.
ეხლა მწყურიხარ! ეხლა მინდა, რომ დაგეწაფო...
იქნებ გაფანტო დარდები და მღვრიე ნაღველი,
წამოვალ ყველგან! საითაც კი ითოვებს ჩვენთვის,
თორემ ეს გული დაიღალა წვიმის მატებით.
იქნებ ითოვოს და მეც შევძლო ფიფქების დათვლა,
თორემ ტკივილებს აღარააქვთ სულში საშველი,.





***
მზე ჩადიოდა, მიჰქონდა სითბო,
ველოდით, მაგრამ არ ჩანდა მთვარე...
ვიდექით ორნი ცისფერ ნაპირას
და ბურუსებში გვახვევდა ღამე.
არცერთი სიტყვა არ განძრეულა
და ესე ვგრძნობდით დაცვარულ სხეულს,
სხეული მძიმე ქარში ნათრევი,
ვერსად წაუვა იდუმალ ღამეს.
ცა მოიქუფრა აპირებს წვიმას,
დრო აღარ იცდის დე გავყვეთ ქარებს  
და ერთმანეთში ისე ჩავსახლდეთ,
მერე სიცოცხლე მივანდოთ ტალღებს.


* * *
მთელი ცხოვრებაა გეძებ,
მთელი ცხოვრებაა გნატრობ,
და ვიღაც უცხო ქალზე,
როგორ დამეთმე კარგო?!
იცი, ძლიერი არ ვარ,
არც მთლად სუსტი ვარ კარგო...
შენგან ვისწავლე თმენა და მოლოდინი მათოვს...
სიყვარული ხარ ჩემი,
ჩემში მარადის სახლობ!
და ვიღაც უცხო ქალზე ,როგორ დამეთმე კარგო...
ბედნიერება მსურდა და შენ გამოჩნდი უმალ...
და ამიტომაც გთხოვდი ჩემთან დარჩენას მარად.
მთელი ცხოვრებაა გეძებ,
წლები ფიქრებად მათოვს…
არას დიდებით დაგთმობ!



***
გაზაფხულდება, ამოვისუნთქავ, გამიხარდება, ჰო…
შენ დამიკრიფავ იებს, ლურჯ იებს, მომეფერები ხომ?!
გაზაფხულდება,გაიკვირტება ჩვენი ატმის რტო,
სულ ერთად ვივლით არ დავშორდებით,
ერთად ვიქნებით ხომ?..
გაზაფხულდება, გაიმზიანებს, წყენა დარჩება შორს,
უერთმანეთოდ გაგვიძნელდება, გაგვიძნელდება ხომ…



***
მკლავენ უფალო, სულსა მიკლავს ადამის მოდგმა,
ცრუობენ, როცა მპირდებიან მარად სიყვარულს…
ცრუობენ, როცა ემპირიით ნასაზრდევ გულზე,
ეპოლეტებით ბაასობენ ვით სანუკვარზე.
შფოთიანი ვარ, ქარიშხლები მიღვივა სულში,
როს ჩემი წასვლა უპირობოდ გარდუვალია,
ამ სამყაროში თუ არ არის ჩემი ადგილი,
მაშ, ზეცაშია! მაშ, ზეცაშია!  მაშ, ზეცაშია!
უუფლებოა ახლა ჩემში ყველა პროტესტი
და აკრძალული სუიციდის ისმის გოდება...
როს ჩემი წასვლა უპირობოდ გარდუვალია!
ამ სამყაროში თუ არ არის ჩემი ადგილი,
მაშ, ზეცაშია... მაშ, ზეცაშია... მაშ, ზეცაშია!...

скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge