ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
მარი ჩაკვეტაძე - ლექსები

ქუთაისი
უძველესი აიაა ეს ქალაქი,
ოდითგანვე მეფე ტახტზე აქაც მჯდარა,
ქუთაისი კურთხეული ხელმწიფეთა....
დავითის თუ...ბაგრატის თუ..ვისი არა.
მარჯვენაში ხმალი ეპყრათ,_
მარცხნივ ქაფჩა,
და გელათი ასე აუშენებიათ,
უბრძოლიათ,შეუწირავთ და ზეცაზე
ვარსკვლავები მათი სისხლის შხეფებია.
გარინდულა დღეს ბაგრატის ნანგრევები,
ნაქვემეხარს შერჩენია სიამაყე,
წმინდა ტაძრის ყრუ კედლები რას არ გეტყვის...
აიარე,შეეხე და თავად ნახე.!
მის წინ წმინდა გიორგია საუკუნის,
მოილოცავ, ინახულებ, დამშვიდდები,
ხელის გულზე მოსჩანს მთელი ქუთაისი,
რომ გახედავ - სიამაყით აივსები.
დრო გასულა და შეცვლილა ყოველივე,
ახლა სხვაა_ სულ სხვა იყო ძველისძველად,
ნატახტარი ქუთაისი დარჩენილა,
მატიანედ, ისტორიად, ძეგლთა ძეგლად!
***
ვარსკვლავები ზეცას გულმკერდს დაუკაწრავს,
აატირებს მთვარეს ,-ღამის ლამაზ წაწალს,
და შენს სულში გავაგრძელებ ისევ წანწალს,
ხეტიალს და თუ ვიპოვი იმას რაც მწამს.....
შევაჩერებ და გავყინავ იმ ლამაზ წამს.
როცა ფიფქი დაადნება დარდით წამწამს,
მზე რომ შემოურიგდება რიდით ზამთარს,
თოვლი ცრემლად დაადნება იმ მაღალ მთას,
მერე მარტი ადგება და უცებ გამთქვამს.
***
როგორ მინდა ახლა თოვდეს,
თეთრ პეპლებად ფრიალებდეს
ია ტიტასამბორს თხოვდეს_,
სიყვარული ტრიალებდეს.
ღამის ცაზე დანისლული
ძლივს რომ ახელს მთვარე თვალებს,
თეთრ ფანტელზე დანიშნული
პატარძლობას დაიბრალებს!..
***
დღეს მეღვენთება თვალებში მთვარე,
თითქოს მიმშრალებს უჩინარ ცრემლებს,
და პოეზიას რომ შეიყვარებ..
ნიშნავს გულში გრძნობ პატარა გრდემლებს.
გააფთრებული დაქროდა ქარი,
ეხეთქებოდა სულს სიმწუხარით,
და პოს ყორანი ათენა პალადს,
ემუქრებოდა შავი მუქარით.
როს აახილა წამწამი დილამ,
თქვენთვის მზად მქონდა ეს "ჰექსამეტრი",
რა უნდა მეთქვა ამაზე მეტი
მთვარით გამთბარი თვალებით ვწერდი.
***
ფიქრები ღამეს სულში ჩაიკლავს,
სურვილს ჩაიცვამს წითელ წინდებად,
მთვარე ვარსკვლავებს გულში ჩაიკრავს,
და ალმასივით აციმციმდება.
***
შემოდგომაა ვალსი ფოთლების,
შეფერილია ჩემი გრძნობებიც,
სადღაც შორეთში გადავერთვები,
ვუსმენ შოპენს და მაინც ვერ ვხვდები,
ეს გენიები როგორ ჩნდებიან,
ტანჰოიზერზე როგორ ყვებიან,
ვერდი და თუნდაც პუჩინის ტოსკა,
და რეკონდიტა არმონიები,
მე თუნდათ მომკლათ ვერ შევქმნი შედევრს,
თავს თუ გავირთობ მხოლოდ რითმებით,
და წლების მერე შევხედავ შედეგს,
რომ წაიკითხავთ,მასში რით თბებით.
მე შემოდგომის ვისმინე ვალსი,
გავცქერი ზეცას ცოტა შებურულს,
მინდოდა რამე შემექმნა "კლასი"_
ახლა მოვისმენ ქოლგებს შერბურულს.
ახალი სტატიები
ზურაბ კიკნაძე - “ვეფხისტყაოსნის” ორი სამეფო და ისტორიის დასასრული 22:04ვირჯინია ვულფი - ორი ესსე (თარგმანი - მაგდალენ გელაშვილი) 20:18თამარ ჩიხლაძე - ფენტეზის პარადოქსი, ანუ ფენტეზი გადაარჩენს ლიტერატურას? 20:06ლუიზ გლიკი - ორი ლექსი (თარგმანი - მარიამ გაბუნიასი) 19:56ქეთი იმერლიშვილი - ორი მოთხრობა 19:38ანა (ქალთამზე) სურმანიძე - ლექსები 19:03თეა ხასაია - ლექსები 18:57ნანა მეფარიშვილი - ლექსები 18:51
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა
ზაზა შათირიშვილი - რას ნიშნავს “შედარებითი ფილოსოფია”?
თამარ ჩიხლაძე - ფენტეზის პარადოქსი, ანუ ფენტეზი გადაარჩენს ლიტერატურას?
ზურაბ კიკნაძე - “ვეფხისტყაოსნის” ორი სამეფო და ისტორიის დასასრული
ქეთი იმერლიშვილი - ორი მოთხრობა
ვირჯინია ვულფი - ორი ესსე (თარგმანი - მაგდალენ გელაშვილი)
ანა (ქალთამზე) სურმანიძე - ლექსები
თეა ხასაია - ლექსები
ზაალ ებანოიძე - ლექსები
ნანა მეფარიშვილი - ლექსები
ლუიზ გლიკი - ორი ლექსი (თარგმანი - მარიამ გაბუნიასი)