გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

loading...

ანა ბებოშვილი - ლექსები


***
ფეხის დადგმისთვის ვერ გაგიმეტე, 
მე ხომ ყველაში გაზაფხულს ვხედავ,
იებს, შროშანებს, გვირილებს მინდვრად 
ვკრეფ და ფიქრებში ფეხს მიწად არ ვდგამ.
მზემ გაიმეტოს თბილი სინათლე, 
ცისკენ თვალებით ვიმზერ ნაწყენი,
შენ გულს ვერ გატკენ, სანაცვლო ვიყო, 
ყვავილს ხომ ფეხით მე ვერ შევდგები. 
შენ თუ ვერ მიხვდი, მაშინ მე გეტყვი, 
სიყვარულს ვეტრფი ათასფერებით,
ფერები ჩემი ხასხასებს, როგორც 
ფიქრები მინდვრად, მე ყვავილებით!
     20.03.2020


განთიადი

დილის სიზმრებს მივეფიცხე, 
ღამე მექცა ჭირვეული, 
განა ასე მოგეჩვიე,
განა ასე მჭირდებოდი. 
ისე, შენთან მოვყვებოდი, 
ლექსებს ჯერ რომ დაუწერელს,
ავაფრენდი მტრედებს ცისკენ, 
უმანკოებს თეთრებს,თეთრებს.
ასე მსურდი,ასე გგრძნობდი
აბა სხვას მე არ ვნატრობდი,
გგრძნობდი.... ახლაც მახსენდება, 
ღამე ჩემი ჭირვეული. 
დილით წამწამს ცრემლი ედგა, 
ისევ ისე შეუშრობი, 
დარჩეს უფრო ალამაზებს 
შვენის თვალებს დიალოგი...
                         1.02.2020


გულის ძახილი

გამიღე გულის კარები ჩქარა, 
ჩქარა სანამ ძგერს, გრძნობამ იარა,
იარა,იარა შემოიარა, 
ცხრა მთა და ცხრა ზღვა გადაიარა.
კარი დაუხვდა შენი ღია და,
სულ მოკრძალებით შემოგიარა, 
ხოდა სანამ ძგერს გული აჩქარდი, 
რომ არ გაუჩნდეს სევდის იარა.
14.12.2019


სიზმარში გნახე 

წუხელ შენთან მოვირბინე, 
გელოდი და არსად ჩანდი,
გკითხე სად ხარ გენაცვალე, 
მერე გულში ჩამიკარი. 
მერე ია ვარდი ვკრიფეთ
მერე ლექსი წამიკითხე
მერე გთხოვე ყავილებით 
გვირვინები გამიკეთე. 
მერე,თმაში წანი ,წანი, 
ვიღიმოდი ,ვიცინოდი,
წუხელ შენთან რად თბილოდა ?
ახლა არის აქ ზამთარი.
წუხელ ცანი იღიმოდნენ,
ახლა სევდის არის კვალი, 
აღარც ია ვარდი არის , 
ვწუხვარ,ვზივარ თმაგაშლილი. 
ნაწნავებში ია ვარდი, 
მახსოვს უფრო მიხდებოდა 
ამ სიცივეს ახლა როა
მე ის სითბო მიხაროდა.
გამახსენდა მერე, მერე. 
მერე იყო, და არ იყო,
ყველაფერი გამქრალიყო, 
სიზმარია ყველა-ფერი, 
იყო არა ,არა იყო.
განთიადსაც შევეგებეთ 
მახსოვს რა ვქნა გენაცვალე....
აი მერე გაფერმკრათალდა
                                   7.12.2019


***
მიყურე,ეგებ გაიმეტო ღიმილი ჩემთვის,
მიყურე,იქნებ შეამჩინიო, რომ შენთვის ვკვდები, 
მიყურე რადგან სხვა არავინ გიყურებს ასე , 
ასეთ სიყვარულს ეტრფიან და ზურგს არ აქცევენ. 
მიყურე,მოდი,გელი, გისმენ მიყვარხარ ძლიერ, 
თორემ დაჭკნება, ეს ზაფხულიც გაქრება გარეთ, 
მალე ოქტომბრის რთველში ბადაგს შევურევ რამსებს
ჩემო ,შენ მოდი,თორემ უკვე აცივდა გარეთ!!!
6.10.2019


არ მსურს

არ მსურს - კალამზე მელანი შეშრეს, 
არ მსურს - ბაგეზე სიტყვები შეხმეს,
არ მსურს - რომ ვინმემ მითხრას მადლობა, 
არ მსურს - მოისპოს ახალგაზრდობა. 
არ მსურს - დასწყევლოს ვინმემ მამული, 
არ მსურს - არ გვქონდეს მიწა ნამული, 
მე მსურს - სიმღერა სჭექდეს კახური, 
ღვინო შეისვას გადანახული. 
მე მსურს, ისმოდეს სიტყვა ძლიერად, 
მსურს ყველას ჩვენთან ებედნიერა
მე მსურს მამული, იყოს მზიანი,
მსურს, რომ ისმოდეს ტყეთა შრიალი.
მსურს, რომ იცოცხლოს ჩემმა მამულმა, 
მისმა მთაველმა გადანამულმა. 
არ მსურს, რომ მტრულად ვინმემ შეხედოს,
სიტყვაც კი ცუდი ვინმემ შებედოს.
მე მსურს, სიმღერა სჭექდეს კახური 
ღვინო შეისვას გადანახული!
   3.12.2019


***
შენ ამბობ, ვგევარ ანგელოზს?
ნუ ამბობ, რადგან ანგელოზს
ვერასდროს ვერ შევედრები, 
ნუ ამბობ, ის ღმერთთან ახლოს დგას
მერე მე ცოდვილს, რას მერჩი?!
კმარა ამდენი ისედაც,
ვერ ვითვლი, ვტირი, ეული.
გული ბობოქრობს, თვალი ცრემლს 
არ იშრობს, ჰოდა გაჩუმდი.
ნუ ამბობ, გრძნობა როდია, 
გული ამ მკერდში ერთია, 
ნუ ამბობ, ჩუმი სიშმაგე 
ორივეს შემოგვჩვევია
ნუ ამბობ, თორემ ეშმაკი, 
პერანგს ორივეს გვიკვერავს.
ნუ ამბობ,მოდი გაჩუმდი, 
გზა ნათელ გულის მშვიდობას. 
ეშმაკს ვერ მივცემ ჩემს ერთ გულს, 
ღმერთთან ისედაც ვალი მაქვს!


***
მე აღარ მინდა
ხმა უსიტყვო, ზეცა უნისლო. 
მე გული მოგცე, 
სითამამე სხეულზე ვინძლო.
ჩურჩული აღარ! ხმურობდეს 
კოცნით ხომალდი, 
თუნდ ჩამძირავდეს მიჯობს...
ვყვირი თავისუფალი. 
ხედავ? დღეები მოკლდებიან 
მალე ღამდება.
თუ სიყვარული შენებაა
მაშ რა შავდება? 
მოდი პირველად მომეხვიე, 
გეტყვი - მიყვარხარ! 
ვიცი, რომ კოცნით 
ცამდე ავალთ, მზე კი დაგვმალავს...
13.02.2019        


***
წკაპ,წკაპ,წკაპ 
თოვლი დნება,დნება,
გაზაფხულს გავუღოთ კარები, 
მიწაზე ბალახი ჩნდება. 
აფეთქდა ყვავილად ნუში და ატამი, 
კოკრები,კოკრები, ვარდს, 
აყვავდა მინდორი და ველი, 
ბალახი მოურწყავს ნამს. 
სიცოცხლე ზეიმობს,ზეიმობს,
ყვავილობს ფერხული შვენით. 
შოშიას ხმას უწყობს მერცხლები,
დამდგარა იმათი ჯერიც. 
წკაპ,წკაპ,წკაპ, 
თოვლი დნება, დნება, 
გაზაფხულს გავუღოთ კარები,
მიწაზე ბალახი ჩნდება. 
     15 მარტი 2017


***
და დრო გარიყავს, 
დაფანტულ ფურცლებს,
ჯერაც რომ მელნის მკრთალი კვალია. 
დრო კეცავს ,კეცავს , 
ინახავს ამბავს, 
დრო წაუშლელი ნაკვალევია.
   
 21.04.2020скачать dle 12.1
loading...
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge