გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

აზა გოგიტაური/ნაწიფაშვილი - ლექსები


***
სადამდე უნდა ვზიდოთ მონობის უღელი?!
რისთვის მოგვიყვანა გმირებმა დღემდე?!
რომ გაუშალონ მტრებს ფიანდაზები
და შიმშილით ქართველებს კლავენ.
სადამდე იყოს სამშობლოს ღალატი?!
ამას სწავლობდნენ სკოლაში?!
შეჩვენდეს ის მასწავლებელი,
ვინც ვერ აუხსნა ბავშვებს,
ვინ არის მტერი და მოყვარე!
რა უნდა გადასცეს მომავალ თაობას?!
რას უნდა ეწამოს ქვეყნად?!
არ მინდა მე ასეთი ქართველი!
ვინც ვერ იქართველებს ვერსად!
27ივნისი 2019 წელი
  

***
ლექსი მეძახის,
არ ვარ პოეტი,
არც ნიშანს ვითხოვ,
საქართველოს ვარ პატრიოტი.
სულით მოვივლი მთა ველს,
არც კუთხეს დავტოვ უნახავს,
მერე მეტყვიან სხვები:
მომავალს რას შეუნახავ?
ჩემ ხიდზე სიცოცხლის
მატარებელი ვატარე.
იქ, შორს, გვირაბის ბოლოში
თვალს ბროლი შემოანათე.
ბუნების კანონს ყურს ვუგდებ,
თაობამ ერთურთი გაცვალა.
მე არ მოვკვდები არასდროს,
მე ახლა გარდავიცვალე.
რუსთავი 7 ნოემბერი 2018


***
საქართველო დასჯილია,
მე ზეციდან ველოდები,
პატიების სიგელს!
ნუ გაწირავ, ამასა გთხოვ!
ღმერთო, ეგებ შენი
შუამდგომლობა გვიწევს.
პატიების სიგელს
დღეს ზვიადი გამოგვიწერს!
უსასრულოდ დასჯა
საქართველოს გაუქმებას იწვევს!
გვაპატიე, ბატონო პრეზიდნტო!
ზეციდან მოგვმადლე მშვიდობა...
საქართველოს ღირსება!
და გამთლიანება!
            
ქართველს
რა წახდეს ესე ქართველი,
შემოიხვიოს ისლამის ჩალმა,
აწ, ნუღა ევლოთ ქართულ მიწაზე ,
საიქიოში ქართული მიწის დაყრა...
ნურც აერიოთ ქართული სიტყვა,
ახლა რომ მოდის ,,პასკა".
ხატია ჩვენი სამშობლო,
ვაცხოთ ხატის პურები ახლა,
რა, რომ საუკუნეა,
სულში გვიძვრება რუსი.
20 მაისი 2019 წელიскачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge