ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
ლევან კაკლიანი - ლექსები
ბოჰემური პაემანი
არ წაიკითხო ჩემი ტექსტი დეკლამაციით
და ეს იცოდე, არ მორჩება ლექსი გრაციით!
ვიცი, მოელი სიტყვათწყობას პალინდორმით,
განა გეკუთვნის?! ვინ გაგიშლის სუფრას ღომით.
Bohème გასდევს ამ ჩემს სიტყვებს ლაიტმოტივად,
როგორც პაოლოს ლექსში, ჩემი სიმღერაც არ შეკრა ტივად.
ვით რუსეთის ოფიცერი, ამ ჩვენს „მგზავრის წერილებში“
არ აღწერო ეს ამბავიც, უნებართვო, ლიტოტესით...
ჩვენი ბივერჰაუზენი - კერენ უოლკერის ალტერ ეგო,
ასეთია ეს სოფელი, მე მოლაყბის ბედი მერგო.
ვიცი, აპირებ იყო ტექსტის პროტაგონისტი
და რომ იცოდე, მე ვიქნები ანტაგონისტი!
„მთელი სამყარო თეატრია“ - ამ შექსპირის სენტენციას
კარგო, მოდი, ნუ შეადრი უაზრობის ტენდენციას.
გუშინ რომ შემომთავაზე ხანგრძლივი ანგაჟემენტი,
ხომ იცი, არ დამვიწყნია ეგ შენი ალიმენტი...
ვით შაჰნაზარ ხანი, მოგიძღვნი ლექსებს მაჯამით
და საზღაური რით მელის?! ალბათ, მორიგი სმა-ჭამით...
არ მინდა დიდხანს იწვალო, როცა გაშიფრავ ჩემს კატრენს.
ხომ იცი, მე შენ მიყვარხარ და რომ გამსგავსებ, STAR გარდნერს!..
***
რა უსიტყვოა შენი ფიქრები,
და რა მეტყველი შენი თვალები,
დარჩი ასეთი, როგორიცა ხარ,
გემუდარები, გემუდარები!
***
განუწყვეტელი ფიქრის გუნდები
თავს მახვევია,
გული დამძიმდა, ამდენი ფიქრით,
დარდით, ვარამით.
ასე ობლობა მე არასოდეს
არსად მიგრძვნია,
ასე ცხოვრება - მე არასოდეს
არ მიფიქრია...
ის ფიქრობს
თავისუფალი ხარ მაშინ, როცა
გაქვს არჩევანის თავისუფლება,
თავისუფალი ხარ მაშინ, როცა
ვერვინ შეგბოჭავს და დაგიმონებს.
თავისუფალი სწორედ ისაა,
ვინც აირიდა ეს უმწიფრობა...
შეხედა ნათელს და შეიმეცნა...
ფიქრი, კრიტიკა, ბევრი ამპლუა,
ვიცი, არ მოგწონს ეს მანაგუა,
ვით მერანი მიისწრაფვის,
სდიე შენსას, არ დაჰკარგო,
ვით კანტი იტყვის, მოდი, ჩვენც ერთხმად:
გავბედოთ აზროვნება...
ახალი სტატიები
ერეკლე ბეჟუაშვილი - ტიბეტური საგანძური (ნაწყვეტი წიგნიდან) 00:10ქეთი დუღაშვილი - ლექსები 22:50ზაალ ებანოიძე - წყალგაღმიდან მოიწერე 22:12თეიმურაზ ლანჩავა - ლექსები 21:58რაულ ჩილაჩავა - ლექსები 21:49იოსებ ჭუმბურიძე - განკვირვება და გულ-ზრახვა* 21:22გიორგი ბუნდოვანი - ლექსები 21:14სოფიო ღლონტი - ლექსები 19:10
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა
ქეთი დუღაშვილი - ლექსები
ინგუ ჭუმბურიძე - ლექსები
ერეკლე ბეჟუაშვილი - ტიბეტური საგანძური (ნაწყვეტი წიგნიდან)
რაულ ჩილაჩავა - ლექსები
იოსებ ჭუმბურიძე - განკვირვება და გულ-ზრახვა*
სოფიო ღლონტი - ლექსები
კარლ იასპერსი - შიზოფრენიისა და შემოქმედების კავშირი (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე)
ლუკა ბაქანიძე - ორი ნოველლა
გიორგი გოგოლაშვილი - მეც წუთისოფლის სტუმარი ვიყავ (ნაწილი პირველი)
თეიმურაზ ლანჩავა - ლექსები