
***
როგორც სიბნელე ებრძვის სინათლეს
და წყვდიადს უნდა შუქი დასრულდეს
ისე ტყუილი ებრძვის სიმართლეს
რომ სიტყვის აზრი გაუფასურდეს
თუმც განათლება ტვინებს გვინათებს
ყველა გამოთქვავს ფიქრში რაც უდევს
და არაფერში ჩვენ არ გვიმართლებს
რაც ნელა ნელა კარგსაც აცუდებს
როგორც გლეხკაცი საკუთარ ბაღჩას
თუ ის ფიქრებით მიწას მოება
ნამდვილი ბრძოლა არასდროს არ ჩანს
და შეუმჩნევლად იწარმოება.
***
ყვითელი და მწვანე
ხეზე ერთად წვანან
როგორც ტყუპი ძმანი
თეთრად მოთოვს სანამ
შემოდგომას გვანან
უწითლდებათ კანი
მოწყდებიან მანამ.
***
წარმოსახვასთან ნაჯვარი
და გამომწვევი ცდუნების
ენა ეს არის ფანჯარა
ადამიანთა ბუნების
სადაც ცხოვრობენ შიშვლები
სახელები და ცნებები
და რაშიც მოჩანს შიშები
რწმენა ეჭვი და ვნებები.
14 აპრილი, ქართული ენის დღე
***
მე ერთადერთი რაც მწამს
არის რაც ხდება ამ წამს
შენი არასდროს დაწყევლო მტრები
რადგან ჩათვალე არიან მკვდრები
ნურც სულელებზე ნუ გაბრაზდები
და სულიერად გალამაზდები
თუ გაგინებენ უშვერად ნუ გწყინს
რას გულისხმობენ ეშმაკმა უწყის
მაღლა დადექი ცოტათი ბრბოზე
საკუთარ საქმით დაკავდი დროზე
უნდა ხვდებოდე თუ ვინ რას იზამს
რომ მიაღწიო დასახულ მიზანს
და გაგიჭირდეს ძალიან თუნდა
ადამიანად გადარჩე უნდა
როგორც ბატონი ამბობს ოტია
ათასში ერთი არის მგოსანი
უმრავლესობა იდიოტია
ერთი-ორია პატიოსანი
მიწით დაკავდეს უკეთესია
რომ მოიცილოს გულზე დარდები
იკმარო ის რაც უკვე თესია
და არ მოგინდეს მილიარდები.
***
Standwithukraine
ხალხს გამღმერთებელს ოქროს და ვერცხლის
და შემგროვებელს სიმდიდრის ერთის
ვეჭვობ რომ რამე ამ ქვეყნად შეცვლის
რადგანაც იმათ არა სწამთ ღმერთის
არც სიყვარულზე მიუდით გული
ავსებენ სხეულს ნაგვით და ცლიან
და ერთადერთი არსებობს ფული
რაშიაც მართლა ყველაფერს ცვლიან
***
დამიჯერე დამიჯერე
ვერც მოვასწრებთ ვინმეს შველას
და ბოზები დაგვიჭერენ
პატიოსნებს ალბათ ყველას
სათითაოდ შეგვარჩევენ
სულერთია არც კაცს არც ქალს
ერთ სიტყვას არ შეგვარჩენენ
მათი მისამართით ნათქვამს
ფულებს დაგვადებინებენ
აგვივსებენ გულებს ტკენით
პასუხს რომ გვაგებინებენ
ყველაფერზე რაც კი ვქენით
დედებს ჩვენსას ატირებენ
გვანანებენ შაირობას
არაფრით გვაპატიებენ არაიმათნაირობას.
ქართველი ემიგრანტების სიმღერა
მახსენდება დედა მამა
და ოჯახი ყოფილი
დროს ტარება სმა და ჭამა
გიტარა აწყობილი
მაგრამ მერე ,,შუქი ჩაქრა"
დრო დადგა საზიზღარი
და ეს ყველაფერი გაქრა
როგორც ღამის სიზმარი
ეხლა უკვე გვიანია
მორჩა ეს სილამაზე
ყველა ჩვენგანს გვინანია
რა თქმა უნდა ამაზე
არ გამოგვდის დავიწყება
მოშორებულთ სახლიდან
ვიცით აღარ დაიწყება ეს ცხოვრება ახლიდან
მაგრამ თქვენ ვერ დაგვაშინებთ
დაკარგულებს თვალიდან
ჩამოვალთ და ავაშენებთ
საქართველოს თავიდან
,,საქართველო ლამაზოო
სხვა საქართველო სად არის...“.
***
უკეთესი რა ვთქვათ ღმერთზე
სამყაროა დიდებული
ყველაფერი ერთმანეთზე
არის დამოკიდებული
ცეცხლი ჰაერი და წყალი
იქცევიან ბოლოს მიწად
ისმენს ყური ხედავს თვალი
და რასაც ფიქრობენ ის სწამთ
ღამეს რიჟრაჟი ცვლის დილის
და სიბნელის ის მტერია
სიცოცხლისა და სიკვდილის
თამაშდება მისტერია
ყველაფერი არის ერთი
კანონები სამყარული
და რასაც ქადაგებს ღმერთი
არის ცოდნის სიყვარული.
***
ქვეყნად რამდენი რაღაცა ხდება
რაც ადრე მომხდარს თან გავს თან არ გავს
დაიბადება კაცი და კვდება
და იმ ყველაფერს რაც ქონდა კარგავს
ხასიათი აქვს ყველას და ჯიში
რითიც ამტკიცებს თავის სიმართლეს
დაყვება გენით სიბნელის შიში
და აზროვნებით ეძებს სინათლეს
თუმცა გონებით ნაკლებად წვდება
ფაქტებს რომლებიც მაგრად აშინებს
და როცა ხედავს სხვა როგორ კვდება
თავთან ამ სიკვდილს არ აკავშირებს
და ბედიც ოდნავ როდესაც წყალობს
თავის ოჯახში კარგად სადილობს
როდესაც ჭკუით ცხოვრებას სწავლობს
და ცდილობს ყოფა გაიადვილოს
ამაყობს თავის მამით და დედით
და როცა უყვარს თვლის რომ არ ცდება
მაგრამ საბრალოს მე ვატყობ ბედით
რაც უწერია ის არ აცდება.
***
წლები უაზრო წრიალში გარბის
ბედიც ზურგიდან მიზანში გესვრის
კარგის გაგებას ნატრულობ ამბის
და ყურში ცუდი ამბები გესმის
ამ ქვეყანაზე დარჩება ხსოვნა
ის ხე იხარებს რომელსაც დარგავ
სულ მუდამ გინდა რაღაცის პოვნა
და წამდაუწუმ ვიღაცას კარგავ
ოქროზე იოლი სახარჯი როა
თანახმად აზრის უბრალოდ საღის
ყველაზე ძვირი ამ ქვეყნად დროა
და მისი კარგვა ამიტომ არ ღირს
წლები უაზრო წრიალში გარბის
ბედიც ზურგიდან მიზანში გესვრის
კარგის გაგებას ნატრულობ ამბის
და ყურში ცუდი ამბები გესმის.
***
აქ ეთგულება აღარ არსებობს
ერთფულებაა გამეფებული.
ლოცვა
კითხვით რომ ვეღარ ვერთობი
ვერც ენა ვერ გავაჩუმე
ერთ რამესა გთხოვ ღმერთო მე
გონება შემინარჩუნე
ხალხს კი მიეცი ერთობა
იმედი გამოუჩინე
დაუთბე ურთიერობა
და რწმენა გადაურჩინე.
კომენტარები
- ჯერ არავის დაუწერია — იყავით პირველი.



