
თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძისა
წერო – არაა აუცილებელი თავს მოახვიო განცდილ მასალას ფორმა (გამოხატვა). ლიტერატურა უფრო უფორმობის ან დაუსრულებლობის მხარეზეა, როგორადაც ამბობდა და როგორადაც პრაქტიკაში გამოიყენებდა გომბროვიჩი.1 წერა – ესაა ქმნადობა, რომელიც არასოდეს არ მთავრდება და ყოველთვის არის კეთება, რომელიც გადის ყოველგვარი შეჩვეული ან დახარჯული მასალის ჩარჩოებს გარეთ. ესაა პროცესი, მომდინარე შეჩვეულისა და დახარჯულისაგან, ანუ სიცოცხლის გადასასვლელი. ლიტერატურა განუყოფელია ქმნადობისაგან: წერის პროცესში იქცევიან ქალებად, ცხოველებად, მცენარეებად, მოლეკულებად. ეს ქმნადობები ერთმანეთზეა გადაბმული და მიჰყვება, როგორც ლეკლოზიოს2 რომანში, რაღაც განსაკუთრებულ ხაზს ან თანაარსებობს ყველა დონეზე, გამომდინარე, როგორც ლევ–კრაფტის3 ძლიერ შემოქმედებაში, კარებიდან, ზღურბლისა და ნაკვეთებიდან, რომელიც შეადგენს მთელ სამყაროს. ქმნადობა უკუსვლით არ მიმდინარეობს და ადამიანებად არ იქცევიან, ვინაიდან ადამიანი, რამდენადაც ეს შესაძლებელია, გამოაჩენს თავის თავს გამოხატვის გაბატონებული ფორმით, რომელიც პრეტენზიას აცხადებს იმაზე, რომ თავის თავს მოახვიოს ყოველგვარი მასალა, მაშინ როდესაც ქალში, ცხოველსა და მოლეკულაში ყოველთვის არის თავის დაძვრენის შესაძლებლობა, ფორმალიზაციისაგან თავის არიდება. სირცხვილია ადამიანად ყოფნა – არსებობს კი უკეთესი საბაბი წერისათვის? მაშინაც კი, როდესაც ქმნადობის პროცესში აღმოჩნდება ქალი, მას მართებს შედეგს ქალად და ამ ქმრადობას არაფერი საერთო არა აქვს მდგომარეობასთან, რომლისთვისაც მას შეეძლო მიეღწია. რაიმედ გახდომა – ეს რაიმე ფორმის მიღწევა კი არაა (გაიგივება, მიბაძვა, მიმეზისი), არამედ სამეზობლო უბნების, განურჩევლობის, იმგვარი არადიფერენცირებულობის პოვნა, რომ უკვე შეუძლებელია გაარჩიო საკუთარი თავი ქალისაგან, რომელიღაც ცხოველისა ან რაღაც მოლეკულისაგან: არა ბუნდოვანით ან ზოგადით, არამედ წინასწარ გაუთვალისწინებელით, წინასწარ არ არსებულით, თავისი ფორმით მით უფრო განუსაზღვრელით, ვინაიდან ისინი თავისებურებებს იძენენ თავის სახეში. მეზობლობის უბანი ყველაფრით შეიძლება მოაწყო, თუ გინდა ვარსკლავით, როგორც ეს ანდრე დოტელთანაა4, თუმცა იმ პირობით, რომ ამისათვის შეიქმნება ლიტერატურული საშუალებები. სქესთა, მოდგმათა ან სამყაროთა შორის რაღაც ხდება.5 ქმნადობა ყოველთვის ხდება „შორის“ ან „გარემოში“: ქალთან ქალთა გარემოში, ცხოველთან ცხოველთა გარემოში. მაგრამ რაღაც განუსაზღვრელობა გადაშლის თავის ძალას მხოლოდ მაშინ, როდესაც ის, რადაც უნდა იქცეს, თავის თავად კარგავს ყოველგვარ ფორმალურ მახასიათებლებს, რომელიც ხელს უწყობს ვილაპარაკოთ განსაზღვრულობის შესახებ („აი ეს ცხოველია...“). თუკი ლეკლოზიო ხდება ინდიელი, ეს ინდიელი ყოველთვის შორსაა დასრულებულობისაგან, ასე რომ არ შეუძლია „არც სიმინდის მოყვანა და არც პირაგუას გამოთლა“: იგი უფრო ფეხს დგამს მეზობლობის უბანზე, ვიდრე ფორმალურ მახასიათებლებს შეიძენდეს. ზუსტად ასეა კაფასთან5 - ჩემპიონმა ცურვაში არ იცოდა ცურვა. წერა გულისხმობს ათლეტიზმს, მაგრამ ეს ათლეტიზმი სრულიადაც არ აკავშირებს ლიტერატურას სპორტთან და არ აქცევს წერას ოლიმპიურ თამაშებად, არამედ პრაქტიკას ეწევა ორგანულ არიდებასა ან თავის დაძვრენაში: ზარმაცი სპორცმენის, მიშოს გამოთქმით.6 ცხოველად იქცევი მით უკეთ, როდესაც ცხოველი კვდება; სპირიტუალისტური ცრუ შეხედულების მიუხედავად, სწორედ ცხოველს ძალუძს სიკვდილი, ფლობს სიკვდილის გრძნობას ან წინათგრძნობას. ლოურენსის თანახმად, ლიტერატურა იწყება ველურის მსგავსის სიკვდილთან ერთად, ხოლო კაფკას თანახმად – თხუნელას სიკვდილთან ერთად: „ჩვენი საწყალი წითელი თათები, გაჭიმული რაღაცნაირი ნაზი სიბრალულით“. წერენ მომაკვდავ ხბოთათვის, როგორც მორიცი7 ამბობს, ენას მართებს მიაღწიოს ქალის, ცხოველის, მოლეკულის ეშმაკობამდე, და ყოველი ეშმაკობა – ესაა სასიკვდილო ქმნადობა. არც საგნებში, არც ენაში არ არის პირდაპირი ხაზები. სინტაქსი – ესაა აუცილებელ ეშმაკობათა ერთობლიობა, საგნებში სიცოცხლის ხელახლა აღმოჩენისათვის. წერო – არ ნიშნავს საკუთარი მოგონებების, მოგზაურობების, სიყვარულისა და მწუხარების, საკუთარი სიზმრებისა და ცდუნებათა თხრობას რა იქნებოდა რეალიზმის სიჭარბით ან წარმოსახვით შეცოდება: ორივე შემთხვევაში მარადიული „დედ–მამა“, ოიდიპოსური სტრუქტურა, რომელიც პროეცირებს რეალიზმზე ან შევყავართ წარმოსახულში. ლიტერატურის ინფანტელურ კონცეფციაში, მოგზაურობის დასასრულს, ისევე როგორც სიზმრის სიღრმეში, უსათუოდ ეძებენ მამას. წერენ დედ–მამისათვის; მარტა რობერმა8 ლიტერატურის ეს ინფანტელიზაცია, ეს ფსიქოანალიზაცია მიიყვანა იმ დონემდე, რომ არ დაუტოვა რომანტისტს სხვა არჩევანი, გარდა ბასტარდისა9 ან ნაიდენიშისა.10 თვით ცხოველად გარდაქმნაც კი ექცევა ოიდიპოსურ რედაქციაში: „ჩემო ფისუნია, ჩემი ძალუნიას“ სულისკვეთებაში. როგორც ლოურენსი ამბობდა, „თუკი მე ჟირაფი ვარ და თუკი ჩვეულებრივი ინგლისელები, რომლებიც წერენ ჩემ შესახებ, არიან საყვარელნი, ზრდილობიანი ფინიები, მაშინ ამით ყველაფერია ნათქვამი, ცხოველები ერთმანეთს არ ჰგვანან... თქვენ ინსტიქტურად გძულთ ცხოველი, რომელსაც მე წარმოვადგენ“. როგორც წესი, ფანტაზმები წარმოადგენენ იმგვარ გაურკვევლობას, რომ თთქოსდა ეს არის მხოლოდ პირადული და საკუთარი ნიღაბი: „ვიღაც ბავშვი ნაცემია“ სწრაფად გარდაიქმნება „მამაჩემმა მცემაში“. მაგრამ ლიტერატურა საპირისპირო მხარეს მიდის, თავის თავს აცხადებს ნამდვილად ისე, რომ ხილვადი პიროვნებების წინ გადაშლის უპიროვნობის ძალას, რომელიც არასგზით არ წარმოადგენს საყოველთაოს და აღმოჩნდება უმაღლესი ხარისხის მთლიანობა: ვიღაც მამაკაცი, ვიღაც ქალი, რომელიღაც მხეცი, რაღაც მატლი, ვიღაც ბავშვი... პირველ და მეორე პირს არ ძალუძს ემსახუროს ლიტერატურულ გამოთქმას; ლიტერატურა იწყება მაშინ, როდესაც ჩვენში იბადება ვიღაც მესამე პირი, რომელიც გვისპობს „მე“-ს თქმის ძალას (რაღაც „ნეიტრალურს“, ბლანშოს გამოთქმით)11. რა თქმა უნდა, ლიტერატურული პერსონაჟები უაღრესად ინდივიდუალურია, არა ბუნდოვანი და არა საყოველთა; მაგრამ ყველა ინდივიდუალური თვისება ამაღლებს მათ ხედვის იმ დონემდე, რომლებიც გაიტაცებს მათ რაღაცნაირ განუსაზღვრელობაში, რომელიც მათთვის წარმოადგენს მეტად ძლიერ ქმნადობას: აქავი და მობი დიკის ზმანება. სუსტი არასგზით არ წარმოადგენს ტიპს, პირიქით მისი ინდივიდუალური თვისებები (ტრფიალება ახალგაზრდა ქალისადმი და ა.შ.) უხსნის შესაძლებლობას ისეთი ხედვისაკენ, რომ იგი ხედავს ოქროს, ასე რომ იწყებს თავის დაღწევას, რაღაც ჯადოსნური მიმართულებით, სადაც, სწორედ რომ, იძენს განუსაზღვრელ ძალას – ვიღაც ძუნწი... ოქრო, კიდევ ოქრო... ლიტერატურა არ არსებობს გამონაგონის გარეშე, მაგრამ, ისე როგორც ეს შეძლო დაენახა ბერგსონს,12 გამონაგონი, ფაბულური ფუნქცია არ დაიყვანება იმაზე, რომ წარმოიდგინო ან პროეცირება მოახდინო ვიღაც „მე“-სი. იგი უფრო აღწევს ამ ხედვებამდე და ამ ქმნადობათა ან ძალთა დონეზე მაღლდება.
ნევროზებით არ წერენ. ნევროზი, ფსიქოზი არის სიცოცხლის არა გადასვლები, არამედ მდგომარეობა, რომელშიდაც ვვარდები, როდესაც პროცესი წყდება, შეეჩეხება დაბრკოლებებს და ჩერდება. ავადმყოფობა პროცესი კი არაა, არამედ პროცესის შეჩერებაა, როგორც „ნიცშეს შემთხვევაში“. ამიტომაც მწერალი, როგორც ასეთი – ავადმყოფი კი არაა, არამედ უფრო ექიმია – ექიმი საკუთარი თავისა და მთელი მსოფლიოსი. მსოფლიო კი არის იმ სნეულების სიმპტომთა ერთობლიობა, რომელიც არ განირჩევა ადამიანისაგან.
მაშასადამე ლიტერატურა, წარმოადგენს ჯანსაღ საქმეს: ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მწერალი აუცილებლად გამოირჩევა განსაკუთრებული ჯანმრთელობით(მოცემულ შემთხვევაში წარმოიშვება ისეთივე ორაზროვნება, როგორც (ათლეტიზმთან), იგი ხარობს მცირეოდენი სიჯანსაღით, რომელიც მომდინარეობს იქედან, რომ მან დაინახა და გაიგონა მისთვის რაღაც მეტად დიდი, მეტად ძლიერი, აუტანელი, გადასვლა იმაზე, რაც მას ქანცავს, თუმცა, ქმნადობათა მომნიჭებელი, რომელიც ყველაზე უფრო ჩინებული ჯანმრთელობის შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა13 . იმის გამო, რაც დაინახა და გაიგონა, მწერალი ბრუნდება შეწითლებული თვალებით და გამსკდარი აპკებით. როგორი ჯამრთელობაა საჭირო, რათა გაათავისუფლო სიცოცხლე ყველგან, სადაც იგი ჩაკეტილია ადამიანში და ადამიანით, ორგანიზმებსა და სახეობებში, ორგანიზმებითა და სახეობებით? სპინოზას სუსტი ჯანმრთელობა, სადამდეც მას ის ინარჩუნებდა, ჩანს ახალი ხედვის დასასრულამდე, რომელიც ვინმეს გადაეშლება საქმის მსვლელობაში.
ჯანმრთელობა, როგორც ლიტერატურა, როგორც წერა, მდგომარეობს იმაში, რომ გამოიგონო ვინმე ხალხი, რომელიც არ გყოფნის. ფაბულური ფუნქციისათვის დამახასიათებელია ხალხის გამოგონება. საკუთარი მოგონებებით არ წერენ, თუკი ისინი არ გარდაიქმნებიან კოლექტიურ საწყისად ან მომავლი ხალხის, გარკვეულ დრომდე საკუთარი ცვლილებებით და განდგომით დაფარულ დანიშნულებად. ამერიკული ლიტერატურა ფლობს მწერალთა დაბადების ამ განსაკუთრებულ ძალას, რომლითაც შეუძლიათ თხრობა თავისი მოგონებების ისე, რომ თითქოსდა ის იყოს მთელი მსოფლიოდან მოსული ემიგრირებულებით შექმნილი მთელი ხალხის მოგონება. თომას ვულფი14 „ნაწერში გვიჩვენებს მთელი ამერიკის ცხოვრებას, რამდენადაც ეს შეასაძლებელია იყოს ერთი ადამიანის გამოცდილებაში“. მთელი ლაზათი იმაშია, რომ საუბარი არაა მსოფლიოში ნიჭიერი ხალხის ბატონობაზე. საუბარია რევოლუციურ ჩამოყალიბებაში ჩაბმული, მცირე, მუდამ მცირე ხალახზე. შესაძლებელია იგი არსებობს მწერლის ატომებში – ბასტარდი ხალხი, უმდაბლესი ხალხი, დაბეჩავებული, მუდამ ჩამოყალიბებაში მყოფი, დასრულებისგან მუდამ შორსმყოფი. ბასტარდი უკვე ნიშნავს არა ოჯახურ მდგომარეობას, არამედ პროცესს და დრეიფს მთელი რასებისა. მე მხეცი ვარ მხეცებში, უმდაბლესი რასის საუკუნოდ ზანგი. აი ქმნადობა მწერლისა. კაფკა ცენტრალური ევროპისათვის, მელვილი15 ამერიკისათვის წარმოადგენენ ლიტერატურას, როგორც კოლექტიურ გამონათქვამს, რომელიმე მცირე ხალხისა ან ქვეყანაზე არსებულ ყველა მცირე ხალხისა, რომლებიც თვითგამოხატვას პოულობენ მხოლოდ მწერლებში და მწერალთა მეშვეობით16 . მიუხედავად იმისა, რომ ის ყოველთვის მიგვმართავს თავისებურად მოქმედი პირებისაკენ. ლიტერატურა–ესაა გამონათქვამის მოქმედებაში მოყვანა. ლიტერატურა–ბოდვაა, მაგრამ ბოდვას არანაირი საქმე არა აქვს „დედა–მამასთან“: არ არსებობს ისეთი ბოდვა, რომელიც არ იზიდავდეს ხალხებს, რასებს, ტომებსა და არ იყოს საცდური მსოფლიო ისტორიისათვის. ყოველგვარი ბოდვა გამოირჩევა ისტორიული მასშტაბით, ესაა „რასებისა და კონტინენტების გადაადგილება“. ლიტერატურა ბოდვაა და ამ სახით გაითამაშებს თავის ბედს ბოდვის ორ პოლუსს შორის. ბოდვა–დაავადებაა, დაავადება უპირატესად ყოველთვის, როდესაც განადიდებს რასის სიწმინდსა და ბატონობის პრეტენზიას. იგი არის სიჯანსაღის საზომი, როდესაც დაჩაგრული რასის ბასტარდების ფიქრებს იწვევს, რომელიც განუწყვეტლივ ღელავს ბატონობის ჩექმის ქვეშ, ყოვლისადმი წინააღმდეგობის გამწევი, რაც ახშობს და იმონებს, მკაფიოდ გამოჩნდება ლიტერატურის სიღრმეებში როგორც პროცესში. ამ შემთხვევაში ავადმყოფური მდგომარეობა საცაა შეწყვეტს პროცესს ან ქმნადობას. წარმოიშვება ისეთივე ორჭოფობა, როგორც სიჯანსაღის ან ათლეტიზმის დროს მუდმივი საშიშროება იმისა, რომ ბოდვის ბატონობა არ შეერიოს ბასტარდის ბოდვას და არ გაიტაცოს ლიტერატურა ფარული ფაშიზმის მიმართულებით, დაავადებისკენ, რომლის წინააღმდეგ ის იბრძვის და მიდის იქმადე, რომ ააშკარავებს მას თავის თავში და ებრძვის მას საკუთარ თავშივე. ლიტერატურის უკიდურესი მიზანია გამოავლინოს ბოდვში ეს ქმნადობა რაღაცნაირი სიჯანსაღის ან გამოგონება ახალი ხალხის, ანუ სიცოცხლის რაღაცნაირად შესაძლებლობა; წერა იმ ხალხისთვის, რომელიც გვაკლია... ახლა ნათლად ჩანს რას აკეთებს ლიტერატურა ენაში: პრუსტის17 სიტყვებით, – იგი სწორედ მასში გამოჭედავს ერთგვარ უცხო ენას – არა რაღაც სხვა ენას, არა ხელახლა აღმოჩენილ კილოს, არამედ თვით ენის სხვად ჩამოყალიბებას, ამ უფროსი ენის გაახალგაზრდავებას, რაღაც ბოდვას, რომლითაც მოცულია იგი, ჯადოსნურ ხაზს, რომელიც თან არიდებს გაბატონებულ სისტემას. კაფკასთან ცურვაში ჩემპიონი ამბობს: მე ვლაპარაკობ იმავე ენაზე, რომელზედაც თქვენ საუბრობთ, მაგრამ ერთი სიტყვაც ვერ გავიგე თქვენი ნათქვამისგან. სინტაქსის, სტილის შექმნა– აი ენის ქმნადობა: არაა რამდენადმე ღირებული ახალი სიტყვები, არანაირი ნეოლოგიზმი სინტაქსურ ეფექტთა გარეშე, რომლითაც ისინი ვითარდებიან. ასე რომ, ლიტერატურა წარმოდგება ორი ასპექტით, თუკი გავითვალისწინებთ, რომ სიტაქსის შექმნით იგი შემადგენელ ნაწილებად შლის ან ანგრევს მშობლიურ ენას. მაგრამ ამასთანავე ენის შიგნით გამოიგონებს რაღაცნაირ ახალ ენას. „ერთადერთი საშუალება ენის დაცვის–მასზე შეტევაა... მწერალი იძულებულია შექმნას თავისი საკუთარი ენა ...“ შეიძლებოდა გვეთქვა, რომ ენა მოცულია რაღაც ბოდვით, რომელიც აიძულებს მას გამოვიდეს საკუთარი გზიდან. რაც შეეხება ლიტერატურის მესამე ასპექტს, იგი აიხსნება იმით, რომ უცხო ენას ვერ ამოვჭრით საკუთარ ენაში იმის გარეშე, რომ ამასთანავე არ შეირყეს, თავის მხრივ, ყოველნაირი მეტყველება, იმის გარეშე, რათა არ იქნას მიყვანილი ზღვარამდე, რაღაც საზღვრამდე ან საპირისპირო მხრისკენ, რომელიც შედგება ზმანებისა და ყურისგდებისგან, რომლებიც არ მიეკუთვნება არანაირ ენას. ასეთი ზმანებანი წარმოადგენენ არა საცდურს, არამედ ჭეშმარიტ იდეებს, რომელსაც მწერალი უყურებს და ესმის შუალედებში, ენის გადახვევებში, საუბარია არა პროცესის წყვეტილობებზე, არამედ მასში შემავალ რაღაც მარადიულ შეჩერებებზე, რომელიც არ გამომჟღავნდება ქმნადობის გარეშე ან პეიზაჟში, რომელიც მხოლოდ მოძრაობაში ჩანს. ისინი არ დევს სადღაც ენის იქით, ისინი მისი საზღვრებია. ლიტერატურის მიზანია: სიცოცხლის ენაში გადასვლა, რომელიც აფუძნებს იდეებს. სწორედ ეს სამი ასპექტი იმყოფება მუდმივ მოძრაობაში არტოსთან18: ასოთა დამხობა მშობლიური ენის პროცესში(R.T...). განმეორებითი მიბრუნება ახალ სინტაქსში ან შექმნა ახალი სინტაქსური მიმართულების, არსებითი სახელების, ახალი ენის შემქმნელი ელემენტების( “eTReTe”); და ბოლოს სიტყვა–ამოსუნთქვები, ასინტაქსური ზღვარი, რომლისკენაც მიისწრაფვის ყველა ენა სელინიც19 კი ვერ იკავებს თავს, რომ არ თქვას ეს თითქოსდა მიახლოვებით ჩვენც არ ვგრძნობდეთ მას: „მოგზაურობა“, ან დაშლა საკუთარი ენისა; „სიკვდილი კრედიტით“ და ახალი სინტაქსი, როგორიც ენა ენაში“ „Guignol’s Band” და ჰაერში დაკიდებული წამოძახილი, როგორიც ზღვარი ენისა, ფეთქებადი ზმანებანი და ჟღერადობა. წერისთვის ალბათ, საჭიროა, მშობლიური ენა მოგბეზრდეს იქამდე, რომ ახალმა სინტაქსურმა წესებმა გამოაჩინოს მასში თავისებური სახის უცხო ენა და მთელი მეტყველება, მთლიანად და სავსებით, უკუღმა გადაბრუნდეს, აჩვენოს ყოველგვარი სინტაქსის უკუ მხარე. ხდება ისეც, რომ მწერალი ზეიმს გამართავს, მაგრამ მან იცის, რომ ის ჯერ კიდევ შორსაა იმ ზღვარამდე, რომელსაც ის თავის თავს თვითონვე უწესებს და რომელიც სულ უფრო და უფრო შორდება მას და ჯერ კიდევ შორსაა საკუთარი ქმნადობის დასასრული. წერა–სხვათა შორის, ხდება მწერლისაგან რაღაც გამორჩეული. მათ, ვინც ვირჯინია ვულფს22 ეკითხება, რისგან შედგება წერა, იგი პასუხობს: ვინ გეტყვით წერის შესახებ? მწერალი ამას არ გააკეთებს, მას სხვა საზრუნავი აქვს. თუკი ვაღიარებთ ასეთ კრიტერიუმებს, მაშინ ნათელია, რომ მათ შორის, ვინც აკეთებს წიგნებს ლიტერატურაზე დამიზნებულს, თვით გიჟთა შორისაც კი, მეტად მცირეა, რომელთაც შეუძლიათ თავიანთ თავს მწერალი უწოდონ.
შენიშვნები და განმარტებანი
- ვიტალდ გომბროვიჩი – პოლონელი მწერალი; გროტესკული ნაწარმოებების ავტორი.
- ჟან მარი გუსტავ ლეკლეზიო – ფრანგი მწერალი; ნობელის პრემიის ლაურეატი.
- ჰოვარდ ფილიპს ლევკრაფტი – ამერიკელი მწერალი, ჟურნალისტი.
- ანდრე დოტელი – ფრანგი მწერალი. იხ.: Andre Dhotel, Terres memoire, Ed. Universitaires (ვარსკვლავად გახდომის შესახებ იხ.: La Chronique Fabuleuse, p.225)
- ფრანც კაფკა – ჩეხი ებრაელი, გერმანულ ენაზე მოლაპარაკე მწერალი.
- ანრი მიშო – ფრანგი პოეტი და მხატვარი
- იუნა მორიცი – უკრაინელი ებრაელი პოეტი
- მარტა რობენ – ფრანგი გლეხი ქალი. დაიბადა 1902 წ. და გარდაიცვალა 1981 წ. 30 წლის მანძილზე ლოგინად იყო ჩავარდნილი. უსინათლო, ვერ ჭამდა და ვერ სვამდა. მისი ინიციატივით გაიხსნა 60 „მოწყალების ცენტრი“.
- ბასტარდი – უკანონოდ შობილი.
- ნაიდენიში – მიტოვებული, ნაპოვნი ბავშვი.
- მორის ბლანშო – ფრანგი მოაზროვნე, მწერალი, ესეისტი.
- ანრი ბერგსონი – ფრანგი ფილოსოფოსი. ნობელის პრემიის ლაურეატი.
- ლიტერატურის შესახებ, როგორც ჯანსაღ საქმეს, მართალია ხელს ჰკიდებენ ისინი ვინც არაჯანსაღი ან სუსტი ჯანმრთელობისაა, შეად. მიშოს ბოლოსიტყვაობა ჩემს „ჩემი სამფლობელოები“, La nuit remue, Gallimard. ასევე Le Clezio, hai, p.7: „ერთხელაც ადამიანები გაიგებენ, რომ არ არსებობდა არანაირი ხელოვნება, არამედ იყო ერთთავად მედიცინა“.
- Andre Bay, preface a Thomas Wolfe, De la mort au matin, Stock.
- ჰერმან მელვილი – ამერიკელი მწერალი, მეზღვაური; „მობი დიკის“ ავტორი
- შეად. კაფკას აზრები ე.წ. მცირე ლიტერატურაზე: Journal Livre de poche, p. 179-182, და მელვილის შეხედულებები ლიტერატურაზე: D,ou viens-tu Hawthorne? Gallimard, p.237-240.
- მარსელ პრესტი – ფრაგული მოდერნიზმის სახელგანთქმული მწერალი.
- ანტონენ არტო – ფრანგი მწერალი, სცენარისტი, მსახიობი, რეჟისორი.
- ლუი ფერდინან სელინი (დეტუში) - ფრანგი მწერალი, პროფესიით ექიმი.
კომენტარები
- ჯერ არავის დაუწერია — იყავით პირველი.



