გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

დიალოგი დროში - გორვანელსა და მასწავლებელს შორის (ლევან გოგაბერიშვილი, მირიან ებანოიძე)

გორვანელი: ბატონო მირიან, როგორ გიკითხოთ? ჩახვედით, ხომ?
მასწავლებელი: გაუმარჯოს ლევანს. კი. როგორ გრძელდება შუასაუკუნეების ფილოსოფია? 
გორვანელი: იცოცხლეთ, კარგად გრძელდება ყველაფერი, ბადრი გვიკითხავს და წიგნებსაც ვამუშავებთ. თქვენ როგორ მოეწყვეთ მაქეთ? ჟურნალს ვაფუძნებდა პირველინომრისათვის მასალებსვამზადებ. მინდაგთხოვოთ, რომთქვენი ტექსტიდავბეჭდოთ. მქონდესთქვენი იმედი? 
მასწავლებელი: არამიშავს ლევან. რომელ ტექსტს გულისხმობ. წიგნიდან? რა თქმა უნდა, შეგიძლია დაბეჭდო. 
გორვანელი: ლექსები მომეწონა. მე ასეთ ჟანრს არ ვაღიარებ, როგორც პოეზიას, თუმცა აზროვნების საინტერესო პროდუქტია, მრავლისმთქმელი. თქვენი ეს ტექსტი ნამდვილად მშვენიერია. რატომ არ აქვეყნებთ?
მასწავლებელი: ჯერჯერობით, დისტანციას ვგრძნობ მათდამი.  ვნახოთ, როდესმე იქნებ რაიმე შეიცვალოს.
გორვანელი:  დისტანციას ვისთან? თუ თქვენილექსები არგამოაქვეყნეთ, ნაწილიმაინც, მაშინდისტანციაც არიარსებებს. საკუთარითავისთვის შექმნილიდისტანცია არარის პროტესტი.
მასწავლებელი:  პროტესტი არც მქონია, მაგრამ წიგნიდან ორი წერილის გარდა ძალიან ცოტას აქვს წაკითხული და იმათაც უკუღმა. კლასიკის ცნება ბუნდოვანი დარჩა... 
გორვანელი:აღნიშნავთ, რომბუნდოვანია კლასიკისპერსპექტივა...თქვენთვის რაარის კლასიკა,  ცალსახად ამასარ ამბობთ, ლავირებთ, სიტყვებითთამაშობთ. თქვენ რომანტიზმის წარმომადგენლად მიიჩნევთგალაკტიონს, გულუბრყვილო რომანტიზმის. კლასიკად კიმიიჩნევთ დანტეს, შოთას დაელიოტს. ძრითადად,ელიოტის ფრაზებიმოგყავთ თქვენიპოზიციების გასამყარებლად. ამ ტექსტებიდან ჩანს, რომ მიჯნავთ რომანტიზმსა და კლასიკას, თქვენთვის მოდერნიზმის ეიდოსია კლასიკა. მოდერნიზმს აიდიალებთ საბოლოოდ.

მასწავლებელი: - რომანტიზმია, რაც კლასიკას უპირისპირდება თავისუფლების ფილოსოფიით. მოდერნიზმი და პოსტმოდერნიზმი რომანტიზმის ნაყოფებია. ჩემი პოზიცია წიგნში ნათელია: ცეცხლის ხაზი გადის ტრადიციასა და ,,თანამედროვეობას’’ შორის. მე მათ ვუპირისპირებ. კლასიკის მხარეს ვარ, თუნდაც გალაკტიონის წინააღმდეგ. წიგნის კრიტიკის საგანია მოდერნიზმი. ნუთუ ასე გაუგებარია?
გორვანელი:- გამოაქვენეთ ლექსებიც, გამოაქვეყნეთ. ის, რისი გაკეთებაც დღეს შეიძლება, ხვალისთვის არ უნდა გადავდოთ, მე ასე ვფიქრობ. ჩვენ ვართ თავად დრო, ბატონო მირიან. მაშინ იმის სურვილიც არ უნდა გქონდეთ, რომ შექმნათ, ყველაფერს გარკვეული მიზანი გააჩნია. თქვენი მსგავსი მოაზროვნეებით არ არის განებივრებული დღევანდელი საქართველო და ეს თქვენც იცით, ვფიქრობ.
მასწავლებელი:- დროზე უნდა გავიმარჯვოთ. შეიძლება ყველაფერი შესწირო იმას, რაც გინდა გამოვიდეს, ასე ვფიქრობ. წარმატებაც კი... 
გორვანელი: საკუთარ თავზე გამარჯვება არ არის მიღწევადი, ეს ილუზიაა. რა დროს ასკეტიზმია, როცა ადამიანია ყველაფრის შემოქმედი, კულტურა, ისტორია, კაცობრიობა... ჩვენ მუდმივ პროცესში უნდა ვიყოთ. აბსოლუტური მიზანი არ არსებობს. შედეგი მარადიულად მოძრავი მიზანია.
მასწავლებელი: _ ეგ თოკზე გამობმული ყოფნაა. მთავარია, ამოვიცნოთ რას ემსახურება ყოველივე ეს. მხოლოდ პრიმიტიული მოძრაობა ძველიდან ახლისაკენ პროგრესის სამსახურში... ძალიან ბანალურია. 

გორვანელი: - ფილოსოფია უნდა შეისწავლო, მაგრამ იმდენად არა, რომ მისგან თავი ვერ დაიხსნა. ჩვენ არ უნდა გადავღალოთ გონება კონკრეტული ცოდნით, ეს ჭეშმარიტად აზროვნების უნარს გვიკარგავს და გვაქცევს დაქვემდებარებულად. ჩვენ უნდა ვიყოთ დამქვემდებარებელი. ყოფნის მიზანი ფლობაა. თქვენეული გაგებით უფასურდება ყოფნა. 
ჩვენ ვერ შევთანხმდებით. რატომ არ გესმით რასაც ვამბობ? 
თქვენს ხედვებში ვხედავ კონფორმიზმს. ბრმა ცოდნა, უსარგებლო, მიმბაძველი, შემგუებელი- ჩემთვის იგივეა, რაც უცოდინრობა. თუ არ არის სურვილი, რომ ჩარჩოები დაიმსხვრეს. არსებობენ პიროვნებები, რომლებიც სულაც ვერ დადგომიან ჭეშმარიტების გზას. თქვენც ასეთ პიროვნებათა კატეგორიას მიეკუთვნებით და ფორჩხიძეც.
თქვენ ვერასოდეს გათავისუფლდებით დოგმატური აზროვნებისაგან, სადაც ახალი აზრი ვერასოდეს დაიბადება. ჩვენ სხვების აზრების პერიფრაზირებით ვერ ვიქნებით ფილოსოფოსები. უნდა გავითავისოთ შექმნილი, მაგრამ შემდეგ უნდა უარვყოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერასოდეს იტყვით თქვენსას და ინტერპრეტატორი დარჩებით. თქვენ ვერ დამიპირისპირდებით დანტეს, დოსტოევსკის, გოეთეს, პლატონის ფრაზებით, იესოს რჩევა-დარიგებებით. ეს  მკვდარი ფაქტებია. მე გავექეცი მათ გავლენას და ჭეშმარიტებას ვებღაუჭები, რომლის კვალშიც ვდგავარ.
ვის სახელს უკავშირდება ,, კატეგორიული იმპერატივი’’? ვის უკავშირდება ,,ალეთოლოგიური რეალიზმი’’ ?ჩვენ რატომ ვერ უნდა შევქმნათ ზემოთაღნიშნულთაგან თითოეულ მიმდინარეობასა თუ სისტემაზე ძლიერი მიმდინარეობა თუ სისტემა? ეს კითხვა არასოდეს დაგისვამთ საკუთარი თავისთვის? რაღაც აბსტრაქტულ, მოუხელთებელ იდეალიზმს აღიარებთ, რომლითაც პიროვნული განვითარების ყოველგვარ შესაძლებლობებს ანადგურებთ.

მასწავლებელი:- არ გიპირისპირდები. ჭეშმარიტება ჰარმონიაა და საკუთარ თავშია მოსაძებნი. მგონია, რომ სხვებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებ. ეს არაა ომი სხვებთან, არამედ საკუთარ თავთან. მოწინააღმდეგეზე ნუ გათვლი, რომ იქვე არ დარჩე, ან ცოტათი მაღლა. ჰეგელთან მარტოობაში გატარებული წლები სჯობია. სკოლა უნდა გაიარო. ამას მოთმენა უნდა. თუნდაც მცდარი სკოლა. თუ ეს ინდივიდუალობას მოკლავს, ეს არ ყოფილა ინდივიდუალობა. შეგირდობა სირცხვილი არ არის. ბევრი შრომა და საკუთარი თავის მრავალგზის უარყოფა სჭირდება, რაც მხოლოდ გაგამდიდრებს. ეს უფსკრული ყველა გენიოსს გაუვლია, უბრალოდ გარედან მოცარტები სჩანან. ორიგინალობაში სატრაბახო არაფერია. ქათამი ახალია, მელა ორიგინალური, ლომი იმეორებს. გალაკტიონი, მაგალითად, მუდმივად იპარავდა სტრიქონებს. ყველა გენიოსია, ვინც ,,თავისას’’ ამბობს, მაგრამ თუ არ დავასახელებთ, ეს ჰეგელის აღარ იქნება? დაპირისპირება არ ნიშნავს ძლევას. სისუსტის ნიშანია მიკროკლიმატის შექმნა მარშუტკაში. უბრალოდ, არ ვიცი რომ ,,ეს’’ ჰეგელისაა. ამიტომ თვალი უნდა გაუსწორო, სხვის სახელმწიფოში ხომ არ ხარ. არ ვიცოდი, არაა გამართლება. პირიქით, უნდა მოინელო ან გადაყვე. 

გორვანელი:- მე თუ არ ვიცი, რომ ნიცშემ თქვა ,,ეს’’ და მე მისგან დამოუკიდებლად ვთქვი, ეს მიგნება მე მეკუთვნის, ჩემი თვითმყოფადი გონების პროდუქტია და არა ვიღაც გამოსირებული ნიცშესი. გონება არ უნდა გადავტვირთოთ უსარგებლო ცოდნით, თორემ თვითმყოფადობის ნიშან-წყალიც აღარ დარჩება. ჩემი დაკვირვებით, ჩემი მსჯელობით მივედი ამ დასკვნამდე და გადმოვეცი, როგორც სამყაროს წიაღში არსებული, ჩაკარგული მუდმივობა, რომელიც ვიღაცამ უნდა აღმოაჩინოს. თქვენ ვერ გახდებით ჰეგელი მისი მიბაძვით, მაგრამ შანსი გაქვთ ფილოსოფოსი მირიან ებანოიძე გახდეთ. ჰეგელმა დააღწია თავი კანტს, კანტმა დეკარტესა და ჰიუმს. ეს პროცესი შეჩერდება, როგორ ფიქრობთ? კიდევ უამრავი თეორია შეიქმნება და კვლავ თავდაყირა დადგება ყველაფერი. თქვენ თუ დაგიჯერებთ, შეგვიძლია სიცოცხლის ბოლომდე შეგირდებად დავრჩეთ.  მე სიცოცხლეში მჭირდება აღიარება, დიდება.
მასწავლებელი: - სიახლე და ორიგინალობა მთავარ ღირებულებად მოდერნიზმს მიაჩნია. ჰეგელთან მოხსნა-შენახვაა, რაც უარყოფას არ ნიშნავს. როცა ყველაფერი შენ ხარ, ესაა უმაღლესი მდგომარეობა და არა გათავისუფლება სხვებისაგან. ამიტომ ჰეგელი კანტიცაა, ბადრიც, ლევანიც და მირიანიც, არაფერია ჰეგელში ორიგინალური. არც არავისში... ეს ერთი სამყაროა, ყველა ჩურჩული შენში ისმის. რუსთაველი გახსოვს ბავშვი... ჰომეროსიც ვიყავი ოდესღაც.
    ვისაც რამეს შექმნა არ შეუძლია, სხვების პატივისცემა არ იცის. ჰგონია, რომ სხვებიც მასავით ცრუობენ, ან აღიზიანებთ, ვინც ქმნის. ვაჟა ფშაველას არ რცხვენია მონა უწოდოს თავს: ,,და მე ხომ ყველას მონა ვარ, პირზე ოფლგადამდინარე’’. მთების სიმაღლე პირველთ აღიზიანებს, მეორეეებს კი აღაფრთოვანებთ.  თუ მთები არ მოჩანს, გორაკზე დგომა უმაღლესი წერტილია, მაგრამ არ უნდა მოვიტყუოთ თავი - მთები არსებობენ. რა კარგი იქნებოდა, მთები რომ არ არსებობდეს, ფიქრობს ლიბერალური აზრი. ყველაფერი თაბარსწორია... მთები არ უნდა დავფაროთ, არამედ უნდა ვაჩვენოთ სხვებს. უმაღლეს მთაზე ბალახად ყოფნა მეტია, ვიდრე ვაკეში თივის ზვინად. მთებს ეცინებათ, როდესაც ჩაგრავენ, გორაკები კი - მუდმივად უსამართლობაზე გაჰყვირიან. 
ჰეგელის მერე თუ მოვახერხებ ორიგინალობას, ესაა ძნელი, თორემ სამტრედიაში რას ვიზამ -არაა საინტერესო.ნამდვილი ამბიცია ისაა, ჰეგელს რას მოვუხერხებ,  მერე თუნდაც მეეზოვე ვიყო. ამ ამბიციას სოციალურ მნიშვნელობაზე ვერ დავიყვანთ. 
ჩვენ ვართ ის, სინამდვილეში რასაც ვებრძვით. მემარცხენეები ამას ვერ იგებენ, როდესაც ძალაუფლებას უპირისპირდებიან.ეს ყველაფერი, რასაც ვებრძვით, ჩვენი შექმნილია, ოღონდ ძილში. სიფხიზლეში აღარ გვახსოვს. როდესმე ამას ვიხსენებთ.

გორვანელი: - ამას დრო გვიჩვენებს, ვინ რას შექმნის, ვისი შექმნილი გახდება ზოგადი მნიშვნელობის. ათწლეულების შემდეგ უკეთ გამოჩნდება ყველაფერი, თუ დაგვცალდება. თქვენ ვერიტანთ განხვავებულ აზრს, ამაზე ღიათკი არბრაზდებით, როგორც,ვთქვათ, ზოგიერთები, არამედ ტექნიკურად ცდილობთ მოწინააღმდეგის განადგურებას ავტორიტეტებით. თქვენ  სხვები იმისათვისგესაჭიროებათ, რომიმათ ხარჯზეწარმოჩინდეთ. გამეორება ვერშედგება ნებით, ეს უნებლიედუნდა განხორციელდეს, უნებლიედ, დამოუკიდებლად, საკუთარიჭვრეტით უნდამივიდეს ადამიანი. მიბაძვაარასოდეს სრულდებაჭეშმარიტი გარდასახვით, მიბაძვა ყოველთვისქაოსურ პროცესადრჩება, სადაცმიმბაძველი გამუდმებით კოშმარულ სიზმრებსხედავს.
მასწავლებელი: - ნუ ცხარობ ლევან. ეგაა ტრადიციონალისტების მოდერნისტებისაგან მთავარი განმასხვავებელი -ავტორიტეტების სიყვარული, გამეორება, ტრადიცია. მხოლოდ საკუთარ თავს თანამედროვე ადამიანი ეყრდნობა. მას არ სჭირდება ავტორიტეტები. ელიოტი მიუხედავად თავისი რეაქციონერობისა, ლექსებში უკიდურესი მოდერნისტი ჩანს. მაგრამ ამან არ უნდა მოგვატყუოს. მისი სახით, მის ადგილზე იგივე დანტეა, ოღონდ ნიღბით. წაკითხვა უნდა შევძლოთ. იგი არა თავისი სახელით, არამედ ევროპული კულტურის სახელით ლაპარაკობს. 
თუ მიაქციე ყურადღება, გარეკანზე ჩემი სახელი და გვარი ქვემოთ ეწერა, როგორც ხელმოწერა.
გორვანელი: - ,,რა არის კლასიკა’’- ეს სათაური ბრჭყალებში რატომჩაწერეთ. ელიოტის ტექსტირა შუაშიაამ სათაურთან?სათაური ბრჭყალებში გაქვთ ჩასმული.
მასწავლებელი: - ამ სათაურით ოთხი ცნობილი წერილია დაწერილი. ჩემი ტექსტი მათთანაა დიალოგში. 
გორვანელი:- მე გითხარით, რომმეასეაღვიქვიტექსტი-თქოდათქვენმიმტკიცებთ, რომმევერ წამიკითხავს სწორად და ვერ გამიგია თურმე ტექსტი. როგორ შეიძლებათ ქვენუნივერსალური გაგება მოითხოვოთ ამტექსტების მკითხველის მხრიდან? ეს მეთოდი მასწავლებლებ სჰქონდათ სკოლებში საბჭოთა კავშირის დროს. ტექსტის გაგება არ შემოიფარგლება ტექსტის ავტორის გაგებით, ამაზე უნდა შევთანხმდეთ. ეს მეთოდი არ გამოგადგებათ ჩემთან. ტექსტი ზოგადდება, დროისა და სივრცის ნაწილიხდება, თქვენარაფერშუაშიაღარხართ, ტექსტის მთლიანობა ქმნის ავტორს. ტექსტის მთლიანობის გაგება ბადებს ავტორს. ავტორი ტექსტზე კარგავს უფლებას ქმნდადობის პროცესში, ანუ როცა ის ტექსტს ქმნის. თქვენი ტექსტი თქვენ აღარ გეკუთვნით. 
მასწავლებელი: - ის, რომ ტექსტი ცალსახა ინტერპრეტაციას არ ემორჩილება(თუ იდეოლოგიურად კორექტული არაა), არ ნიშნავს, რომ მისდამი ერთგულება არ მოგვეთხოვება. ავტორის ერთგულებაზე არ ვლაპარაკობ რასაკვირველია, არამედ ტექსტის. წესით, არც უნდა ვუკეთებდე კომენტარებს ჩემს წიგნს, მაგრამ მგონია მცდარი წაკითხვა კი არა, საერთოდ წაუკითხავობა შეხვდა ბედად. მცდარი წაკითხვა შეიძლება გენიალური იყოს.
რათქმაუნდა, ყველა ინდივიდუალურად გებულობს, მაგრამ რასთან აქვთ საქმე? გაუგებრობაც გაგებაა, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც შედგება. არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ ოღონდ გახმაურდეს და ყველაფერი ტექსტის სასარგებლოა. ამან შეიძლება უფრო დააზარალოს ნაწარმოები, ვიდრე წაუკითხაობამ... რაიმეზე ლაპარაკი არ ნიშნავს რაიმეს. ბაზარზე გამოტანა და ლაყბობა ამცირებს შანსს ტექსტთან ურთიერთობისა. 
ლაპარაკი მარხავს... 
გორვანელი: -ჩვენ ვართმესაფლავენიც დასამარხი ობიექტებიც.
მასწავლებელი: -   გამეხარდება, თუ ტექსტთან შეხვედრა შედგება, თუნდაც კრიტიკული. თუ ეს არ მოხდა, უკიდურესი ქებაც აზრსმოკლებული მგონია და არაფერს ნიშნავს. ,,რაიმეზე’’  ლაპარაკი არ ნიშნავს ,,რაიმეს’’. ასე რომ, ველოდები...
ყველაფრის კითხვა შეუძლებელია. რახმანინოვი უნდა გაიხსნას, ამას ყურის კონფიგურაციის შეცვლა სჭირდება. მანამდე სხვანაირად კი არ ვგებულობდი, სხვა რამეს ვგებულობდი.  გარდა ამისა, უნდა შევეგუოთ დაფარულს, თანავიარსებოთ მასთან. ყველაფერი ვერ გაიხსნება... ესაა კლასიკა. ,,თანამედროვე’’ ამას გამოწვევად და შეურაცხყოფად ღებულობს.

გორვანელი: -ჩემი ტექსტები ყოველთვის ღრმააზროვანია, რაღა ახლაგამიწყრება იესო.
მშვენიერი გამოვა, პასუხისმგებელი ვარჩემს სიტყვებზე, მაგრამ ამას თქვენ როგორგაიგებთ, ესმე აღარმეხება, ბატონომირიან. თქვენცასეთი დამოკიდებულება უნდა გქონდეთ.   
პიროვნულობა რაშუაშია? მეთქვენ დიდპატივს გცემთ,იცით, დამიწასთან რომ გავასწორო თქვენიტექსტი, არ უნდაგეწყინოთ ანზეცაში რომავიყვანო - არუნდა გაგიხარდეთ; დღევანდელი ჩვენიმეგობრული დამოკიდებულება კრიტიკამ არუნდა გააფუჭოსდა ქებამკიდევ არუნდა გაამყაროს. როგორც არუნდა ვიკამათოთტექსტის პასაჟებზედა ტექსტისგაგებაზე, პიროვნულიდამოკიდებულება არუნდა შეიცვალოს.
მასწავლებელი: - არა, სხვა რამეს ვგულისხმობდი. ტექსტის კითხვისას ვერ ვთავისუფლდებით ავტორის ,,ხმისგან’’. ძნელია თვითონ ტექსტის კრიტიკა. უფრო ხშირად, ავტორს ვაკრიტიკებთ.
,,მეს’’ ანიჭებ გადაჭარბებულ მნიშვნელობას. სამყარო ბევრად საინტერესოა. ამიტომ იწყება ფილოსოფია გაკვირვებით. ვინ აღმოაჩინა რა აზრი აქვს? მხოლოდ სახელი და გვარი?! პლატონი ხშირად იმეორებს: ,,ძველები ამბობენ’’, მაშინაც კი, როდესაც თავის აზრს გვეუბნება. ,,მეში’’ ბევრი კი არაა ამბიციურობა, არამედ ცოტაა. ის ზღუდავს სამყაროს. სხვად ტოვებს მას. 
გორვანელი: - მაშინ რატომ დაწერა ამ ახვარმა პლატონმა ამდენი დიალოგი? რატომ დააპირა დემოკრიტეს განადგურება? მშვენივრად იცით რა ,,პროპაგანდას’’ ეწეოდა პლატონი თავის აკადემიაში, დემოკრიტეს მემკვიდრეების წინააღმდეგ!
მასწავლებელი: - დემოკრიტეს ატომია ,,მე’’, განუყოფელი. მეს მხოლოდ აღიარება სურს პლატონისგან, მეტი არაფერი, მაგრამ ვერ პოულობს პლატონს, რადგან დემოკრიტეს დაწვით პლატონის ,,მე’’ გაქრა.
ეს ყველაფერი ძალაუფლების ტერმინებში არ აღიწერება. ლიტერატურა დასცინის ძალაუფლებას. ვინ ლაპარაკობს? ლევანი თუ მირიანი... ავტორის პრობლემა ცრუ პრობლემაა. ავტორები კი არ ლაპარაკობენ, ტექსტები ლაპარაკობენ მათი მეშვეობით.  მათ კამათი აქვთ სხვა დიდ ტექსტებთან მარადიულობაში... იქ წარსულს და მომავალს ერთნაირად შეუძლიათ იკითხონ ერთმანეთი. ესაა ნამდვილი კრიტიკა.

გორვანელი: - მე არვარ თანამედროვე, არც თანამედროვეობაში ვცხოვრობ დაარც თანამედროვეობით ვვაზროვნებ. თანამედროვეობა განსაზღვულია, აბსოლუტური აწმყოარ არისგანსაზღვრული. აბსოლუტური აწმყოარის კლასიკა. თქვენი წიგნის საზრისსვეთანხმები საბოლოოდ. უბრალოდ ამისგანსხვავებულად გადმოცემას ცდილობთ დაეს ქმნისბურუსს, რომელიცსაბოლოოდ კონკრეტულდასკვნებს მაინცვერ გაკეთებინებთ.
მასწავლებელი: -  არა. ტრადიციის გათანამედროვება არ ხდება. იგი თვითონაა თანამედროვე, იმით, რომ დროში იღებს მონაწილეობას. სწორედ ამ გაგებით ამბობს კირკეგორი, რომ ქრისტე ჩვენი თანამედროვეა. მოდერნი კი, ახალ ბარიერს აღმართავს ჩვენსა და ტექსტს შორის - მას ,,თანამედროვედ’’ ყოფნას თხოვს - მიმდინარეს მნიშვნელობით. 
მოდერნიზმიც ორაზროვანია: ჯოისი ამსხვრევს, მაგრამ მსხვრევას დავინახავთ, თუ ამ ნამსხვრევებში ტრადიციას, ორი სრულიად სხვა რამეა. 
გორვანელი: - პლატონი უდიდესიმოდერნისტი იყო. თქვენი ლოგიკითრომ მივყვეთ, პლატონის შემდეგარაფერი არდაწერილა, ყველაპლატონის ინტერპრეტატორები ვართ, მაგრამ არარის ასე, ჩემის აზრით, რადგან ყოველმაგიგანტმა განსხვავებული სისტემა შექმნა.ინტერპრეტატორი ხართჰეგელის, ნიცშეს, ფუკოს, დერიდას დაასე შემდეგ, ესგგონიათ თქვენნამდვილი ფილოსოფია, გიგანტების მხრებზედგომა, მაგრამთქვენ ვერასოდესგახდებით თავადგიგანტი. რატომ არგესმით, მეცმინდა, რომსისტემა შევქმნადა ასეშევიდე ისტორიაში, ჩემი მიმდევრებით.
მასწავლებელი: - შენი ენა მთლიანად მოდერნულია. ამას ვერ გრძნობ. მითოლოგია აღწერს ღმერთებისა და გიგანტების ომს. პრომეთემ ცეცხლი მოტაცა ღმერთებს. თანამედროვეობა ესწრაფვის გიგანტიზმს. ინდური რელიგიის მიხედვით კალი იუგას ეპოქაში ვცხოვრობთ, რკინის ეპოქა და არა ოქროსი, სადაც გიგანტები ამარცხებენ ღმერთებს. პლატონი მარადიულზე ლაპარაკობს. როგორ შეიძლება მოდერნისტი იყოს. ისტორია დროშია, პლატონის მარადიულობა ზედროულია. 
გორვანელი: -მარადიულობაა ზუსტად კლასიკა. და ესარის ჭეშმარიტიმოდერნიზმი, როცა ზედროულ სინამდვილემდე მაღლდები, როცა წარსულიც ხარდა მომავალიც. როცა ისტორიასამთავრებ დადროსაც ანადგურებ, ეს არისჭეშმარიტი მოდერნიზმი.
მასწავლებელი: - ერთმა მოწაფემ უღალატა ქრისტეს, რათა განეხორციელებინა მისი პროგრამა -ესაა მოდერნი. ვინც ვერ უღალატა, არათანამედროვეა, პოსტმოდერნია. სიღრმეში სწორედ ესაა - განსხვავება.  მოდერნისტები დროში ცდილობენ მარადიულობის გადმოტანას. ეს ღალატია და ეგოიზმის მწვერვალი. ჰეგელი უმაღლესი მოღალატეა, რადგან გაცნობიერებული აქვს ეს. 
გორვანელი: -კარგად აწარმოებთდისკუსიას, კონფორმისტს ადვილად მიიმხრობდით. თქვენ ისეარ გებულობთჩემს თქმულს, როგორც მევამბობ, თქვენროგორც გსურთისე გებულობთ. ხატოვანი შედარებებით ქმნითფონს. მეგეუბნებით, რომიუდას ღალატიიყო ზედროული, ეს არიყო ისმოდერნული, რომელიცთქვენ წარმოგიდგენიათ, ნამდვილი მოდერნიაკლასიკა. მე არვარ მოდერნისტი თქვენეული მოდერნისგაგებით
მასწავლებელი: - ლევან, ლევან, რაისათვის მდევნი მე... საშინელი მოსასმენია. 
გორვანელი: - რა ჩემიბრალია...
მასწავლებელი: - მოსმენილი მაქვს ეს ერთხელ, ოდესღაც და შევიცვალე. მგონი მიხვდი, რა არის განსხვავება.
გორვანელი: -  მგონისხვადასხვა სიტყვებითდა გამოხატვით ერთ აზრამდემივდივართ.
მასწავლებელი: - ვექტორია განსხვავებული. ეს ის განსხვავებაა, რომელიც არ ფიქსირდება. შეიძლება ერთიდაიგივეს ვამბობდეთ და სხვაობა დარჩეს. ,,ეს არის ის’’ და ,,ეს არის ის’’ - ორი სხვადასხვა ფრაზაა, პლატონი იტყვის თუ ჰეგელი. ერთი კლასიკაა, მეორე მოდერნი, ოღონდ ძალიან ჩახლართული საკუთარ თავში და თავისთვის.
გორვანელი: - მაინც ვერვთანხმდებით.  მე არვცდილობ თქვენიხედვების შეცვლასდა არცვეცდები, უბრალოდდიალოგი ყოველთვისშედგება, მთავარიაგვესმოდეს რასვამბობთ. ეს გვაახლოვებს კლასიკასთან.
მასწავლებელი: - ჰო, მთავარია ნიუანსები. ეგ თუ დაიკარგა, რაღა დიალოგია. გამარჯვება არაა მიზანი. 
გორვანელი: - რა თქმაუნდა. გამარჯვება არარის თვითმიზანი.
მასწავლებელი: - ხედვას აქვს უკანა წერტილი, როდესაც თვალი შემოტრიალდება... ასე რომ, ხედვაზე ზევითაცაა რაღაცეები. 
გორვანელი: _ ეს წმინდათეორიულობაა დაამას არაფერიაქვს საერთოჭვრეტასთან. ხედვაზე ზევითარაფერი აღარაა, გააჩნია თქვენრა ხედვასგულისხმობთ. მე აქთქმულ სიტყვა ,,ხედვაში" ჭვრეტასვგულისხმობ, ჭვრეტას! ჭვრეტა არარის დამოუკიდებელი, ჭვრეტა უნდაშედგეს სამყაროსადა ადამიანსშორის; სუბიექტსა და ობიექტს შორის.
მასწავლებელი: _ სიბრმავეა, როცა თვალი ამოტრიალდება. 
,,ზევით’’ ისევ არასწორად ჟღერს თანამედროვე ყურისთვის. მე არ ვარ ,,ხედვა’’ და არც ,,მეზე’’ მთავრდება ყველაფერი. ეს თვალი საკუთარ თავს ჭვრეტს. 
ძალიან სასაცილოა თანამედროვე ადამიანის ,,მე’’ ,,ჩემი’’ ,,ხედვა’’ ,,მაქვს’’. ოთხივე სიტყვა ყალბია.პლატონთან მისვლაა ამის გადალახვა.

გორვანელი: _ სამყარო პერმანენტულად  მოდერნიზაციას განიცდის. ცოცხალი ორგანიზმია.
მასწავლებელი: _ პლატონი დროს მდინარის გაქვავებული ნაკადის სახით წარმოადგენს.
გორვანელი: _სამყაროსენით ლაპარაკობს ადამიანი, რადგან თავადლაპარაკი არშეუძლია სამყაროს, სამყაროს გააჩნიაენა, მაგრამეს ენაარ ეკუთვმნისსამყაროს, ესენა ადამიანსეკუთვნის.
მასწავლებელი: - ენაში მთავარი დუმილია. მაგრამ მასაც გაჟღერება სჭირდება. 
გორვანელი: _ ეს მარადიულიდაბრუნებაა, დუმილისცნება არარსებობს ლაპარაკისცნების გარეშე, დუმილი სრულყოფილი ხდება ენის მეშვეობით. 
მასწავლებელი: _ პოსტსტრუქტურალისტების მთავარი აღმოჩენა ისაა, რომ ენას მივყავართ და არა პირიქით. ,,ადამიანი’’, ,,სუბიექტი’’, ,,მე’’, ენის ფუნქციებია. 
გორვანელი: _ალბათბედნიერი ხართ, რომ ასემარტივად გეჩვენებათ ყველაფერი. ბედნიერი კაციხართ.
მასწავლებელი: _ ეს არაა ინდივიდუალური გამოცდილება მხოლოდ. ამას სხვას ვერ აუხსნიო, პლატონმა. მხოლოდ გამოცდილებაა. გემართება.  საფუძველი და წყარო ტრადიციისა და ავტორიტეტისა არაა პიროვნული ძალაუფლების ვერტიკალი. უკან ესაა. მაგრამ უკვე ხარ მასში. 
გორვანელი: _ საუბრობთ ელიოტისსიტყვებით დალევი სტროსისსტრუქტურალიზმს აღმერთებთ.ტექსტის დანაწევრების შედეგად აღვიქვამთმის მთლიანობას - ავტორიც დაიბადება.ეს პერმანენტული პროცესია, ეს არის დაუსრულებელი.
მასწავლებელი: _ ან უფსკრული, რომელიც ამუნჯებს, და მერე ცეკვა, ნიცშეანური.
ტექსტშივეა დუმილი და არა მის მის მიღმა. 
გორვანელი: - ეს არისკლასიკა დაეს არის ,,მიჩქმალული" მოდერნიზმი, გადავიწყებული მოდერნიზმი, ნამდვილი, დიდებული მოდერნიზმი. წარსული, მომავალი დააწმყო ერთწერტილში, ჩვენვაუქმებთ მომავლისმიზანს, წარსულსგამოვიყენებთ დაშევინახავთ აწმყოში, მაგრამ არაწარსულის გაგებით, არამედ აწმნყოსგაგებით.
მასწავლებელი: - მკვდარს რა ვუყოთ?
გორვანელი : - მკვდარს ცოცხალიცვლის იგივეშინაარსით,
ეს არაფერსნიშნავს. 
მასწავლებელი: - ეგ ქართული ცრუოპტიმიზმია, რისიც მერაბ მამარდაშვილს სწამს.  ტრაგიკულია ოღონდ. თვალებზე ხელის აფარებაა სიკვდილის წინაშე. ოქშიო და მორჩა. 
გერმანული სული სიკვდილს ეძებს. ანტიქართულია. ნიცშეს ცეკვა პირუკუა. 
გორვანელი: - ქართული რაშუაშია, ესარის ნამდვილიკლასიკა, ოპტიმიზმსვერ ვუწოდებდი, რადგან ოპტიმიზმიმოჩვენებითი იდილიაა, ნამდვილ მოწესრიგებულობას მე არვარქმევ ოპტიმიზმს. სიკვდილი არარის გადაულახავი და სწორედასე გადაილახება, მისი უგულვებელყოფით. სიკვდილზე ყურადღებაარ მახვილდება ,,მერე რაიქნებას" კონტექსტში.
მასწავლებელი: -რა თქმა უნდა, ის თავიდანვე აქაა. 
გორვანელი: - სამყარო ხომარის ცოცხალიორგანიზმი, ჰოდა მარადიულიდა-ბრუნება ყოველთვისხორციელდება. მკვდარიცოცხალის ნაწილია. არაფერი მისტიურიდა ქრისტიანული.
მასწავლებელი: მაგას სმაილიკი მოუხდება და თვალის ჩაკვრა. მაგ აზრს. თვალთმაქცობაა, როგორც ჰაიდეგერი უწოდებს.
გორვანელი: -,,იქნებ’’, ვაგზავნიდი დათქვენ რომდამასწარით აღარგამოვგზავნე...
ჰაიდეგერს რაცსურდა გააკეთა, თქვენ დაკიდევ ბევრიმასზე საუბრობს. მისი ფრაზებითსაუბრობს დაის ავტორიტეტად მიაჩნიათ.
მასწავლებელი: - ციტირება არაფერს ნიშნავს. მთავარზე ვდუმვართ და არ ვასახელებთ. მის მაგივრად სხვებზე ვლაპარაკობთ. ნიშნების ფუნქცია წარმოჩენა კი არაა, არამედ დამალვა.
გორვანელი: - რა მნიშვნელობა აქვს, თქვენ გეთქვათეს, რომთვალთმაქცობაა, მირიანსგეთქვათ, თუნდაცჰაიდეგერის ფრაზა, რომელიც თითქოსარ გაქვთწაკითხული. ან შეიძლება მართლაცარ გაქვთდა უბრალოდავტორიტეტს იხმობთ, რომ გამყარდეს. 
მასწავლებელი: - არა, მინდა ჩემს ხმას, როგორც უცხოს, მოვუსმინო. ხმა ისედაც ,,უცხოა’’, ავტორიტარულია. მაგრამ მეორე მხარეს რატომ არ ვამბობთ, განსხვავებულობის დაჟინება რომ ასევე კონფორმიზმია?  მოდერნიზმში ინდივიდუალურობის ჯოგები რომ გვხვდება? არ ვიტყვი, რომ ეს ჟიჟეკის ტერმინია. თანამედროვე მარქსისტი ფილოსოფოსის.
გორვანელი: - თქვენს ხმასისედაც მოუსმენთ, როცა თქვენიტექსტები განზოგადდება.
მასწავლებელი: - მაგრამ შენ რომ მოგატყუო, კაცობრიობას მოვატყუებ? 
გორვანელი: - თქვენ იგივეაზრი სხვანაირად თქვით, რომ შემდეგ მკითხველმა თქვენ მოგიხმოთავტორიტეტად!
მასწავლებელი: - ანუ ვიეშმაკო, გავაცურო. კაცობრიობის მოტყუებაც არაა ძნელი.
გორვანელი: -აზრი მრავალნაირად შეიძლებაითქვას დაავტორიტეტის გამუდმებით მოხმობა ანადგურებს პერსპექტივას იმისა, რომ თქვენგახდეთ ავტორიტეტი როდესმე.
მასწავლებელი: - ლოკალური ავტორიტეტი იმედია არ გაკმაყოფილებს. ნუ ვანში, ან დედამიწაზე... მაშინ ამბიციური არ ყოფილხარ!
გორვანელი: - უნდა დაუშვა, რომ შენცისევე მოგიშრებენ, როგორც შენმოიშორებ იმავტორიტეტებს, მკვდარფაქტებს. ჩვენ მკვდარი ფაქტებიარაფერში გვესაჭიროება, ინტერპრეტაცია გვესაჭიროება - მკვდარი ფაქტებისგარეშე. 
თქვენ ისემოქმედებთ, როგორცბოდრიარი მოქმედებდა, ,,სიმულაკრებში დასიმულაციებში" წანამძღვარად რომ აქვსფრაზა დაქვემოთ აწერსეკლესიასტემ თქვაოდა თავსაცუთითებს, მაგრამის განსხვავებაა, რომ ბოდრიარმათავი დაიხსნაავტორიტეტებისაგან, თქვენ თუგგონიათ ამითსაკუთარი ავტორიტეტის შექმნას ცდილობდა, არა, ისამით აშარჟებდაავტორიტეტს , აშარჟებდაიმ მკვდარფაქტებს, მაგალითად, როგორიც ეკლესიასტე იყო.
მასწავლებელი: - ჰო, ეგ პოსტმოდერნისტები, სასარგებლო იდიოტებია, რომელთაც მოდერნს ძირი გამოუთხარეს და ჰაერში დატოვეს. პოსტმოდერნიზმის ბაცილა ანადგურებს მოდერნიზმის პრეტენზიებს და აჩვენებს მის საზღვრებს და ბოლოს... ეს ნახევარი გზაა კლასიკისაკენ. მაგრამ ამის მერე გზები იყოფა: ზოგი შენს მსგავსად ამას კიდევ უფრო წინ წასულ მოდერნიზმად იგებს, ზოგი კი შანსად, დავუბრუნდეთ ტრადიციას. აქაა ელიოტი და მეც.  მგელი, მგელიო და ერთხელაც მართლა მოვა მგელი სიმულაკრების გავლით. 
გორვანელი: _ თქვენ სადხართ? რომელბანაკს აკუთვნებთთავს? სადარის თქვენიკლასიკა? ასედავწერ ზუსტადწერილში - სად არის ებანოიძისკლასიკა -თქო, ნეტავ სადვეძებოთ-თქო.
მასწავლებელი: _ ტექსტი გამოუთქმელია. გეთანხმები, რომ ერთ გაგებაზე არ დადის, თუმცა არც მრავალი გაგება ამოწურავს. პირიქით, კლავს... საერთოდ არ დადის გაგებაზე, მაგრამ შეგიძლია შეეხო, როგორც ურწმუნო თომა ქრისტეს...
გორვანელი: _  ოჰ, ეს ალეგორიები.
მასწავლებელი: - კარგი დიალოგი გამოგვივიდა, ხომ არ დავბეჭდოთ? რედაქტირება დაჭირდება და წნეხის ქვეშ გატარება, ჭაჭა რომ მივიღოთ. 
წყალი და შაქარი გვინდა?

ქუთაისი, 2017 წლის დეკემბერი


скачать dle 12.1