გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

დავით კაკაურიძე - საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის კონტექსტში




















დავით კაკაურიძე


საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის კონტექსტში


განცდა, რომ შენ ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებ, ეს არა მხოლოდ ფეხბურთელის შეგრძნებაა, არამედ ყველა იმ ქართველისა, ვინც კი ითავისებს მის გამარჯვებებს, დამარცხებებსა თუ ფრეს, რომელსაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენი სახელმწიფოებრივი მეხსიერება ინახავს. მე დღეს ვწერ, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანაში დაბადებული, მაგრამ ამ მეხსიერების წინარე ისტორიის გამთავისებელი და უიმედო, წარუმატებლობას მიჩვეული გულშემატკივარი, მოახლოებული ევროპის ჩემპიონატის წინ რომ ხარობს და ცხოვრობს ამ განცდით და თან ეშინია დაუძლეველი შიშის, ფსიქოლოგიური ტრავმით გამოწვეული. ერთი არაფრით გამორჩეულ ჯგუფში (რასაკვირველია, პორტუგალიას არ ეხება), საიდანაც, როგორც მინიმუმ, 2, უკეთეს შემთხვევაში კი 3 გუნდიც გავა, თუ ოთხ საუკეთესო მესამეადგილოსან შედეგს დააფიქსირებს. ჩვენს ჯგუფში თურქეთისა და ჩეხეთის ეროვნული ნაკრებებიცაა პორტუგალიასთან ერთად და კარგად თუ დავუკვირდებით მათ შემადგენლობას, აღმოვაჩენთ უამრავ პრობლემას ბევრ დადებით ასპექტთან ერთად. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ არც ჩეხეთი და არც თურქეთი დაუძლეველი ბარიერი არაა, ვინაიდან მათი არცერთი შემადგენლობა იმ ისტორიულად ძლიერი გუნდის თაობას არ ჰგავს, როგორც მათ 2000-2010-იან წლებში გვახსოვს.


ჩეხეთის ნაკრები


თხრობას ჩეხეთის ნაკრებით დავიწყებ, რომელიც ყოველთვის ანგარიშგასაწევი ძალა იყო ყველა "სინჯის" ნაკრებისთვის თამაშის ხარისხით თუ ფეხბურთელთა დონით. ვინაიდან სწორედ "ბოჰემიელების" ნაკრები 1996 წელს ევროპის ჩემპიონატზე ფინალშიც კი გავიდა, სადაც გერმანიის უძლიერეს ნაკრებთან დამარცხდა ოლივერ ბირჰოფის დუბლის წყალობით. ამ გუნდში განსაკუთრებით კარელ პობორსკიმ გამოიჩინა თავი, აღნიშნული ტურნირის შემდეგ მან მანჩესტერ იუნაიტედში მოსინჯა ძალები. ასევე გამოირჩეოდნენ პატრიკ ბერგერი, რომელმაც ფინალში გოლის გატანაც მოახერხა და, რასაკვირველია, პაველ ნედვედი, რომელიც სლოვაკური კოშიცედან ჯერ ლაციოში აღმოღნდა, ხოლო 5 წლის შემდეგ, 2001-2002 წლის სეზონში, იუვენტუსმა სარეკორდო თანხად 45 მილიონის სანაცვლოდ შეიძინა. ამ ტრიუმფალურ გუნდში ბოლომდე ვერ გაიხსნა კიდევ ერთი წარმატებული ფეხბურთელი ვლადიმირ სმიჩერი, რომელიც ძირითად ფეხბურთელად არ ითვლებოდა, მაგრამ მოგვიანებით მანაც მოახერხა პრემიერლიგური ლივერპულისთვის თავის მოწონება და წლების განმავლობაში ასპარეზობდა პრემიერ ლიგის ლიდერ გუნდში. მან ლივერპულთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო. შემდგომი თაობაც ძალზედ საინტერესო და ტიტულოვანიც აღმოჩნდა და რადგან სიტყვა ლივერპულზე ჩამოვარდა, შეუძლებელია არ გაგახსენდეს "მერსისაიდელთა" დიდებული ცხრიანი, მილან ბაროში, 2000-იან წლებში რომელიც ჩინებული გოლეადორული ნიჭით იყო აღჭურვილი. ასევე მილანის მარცხენა ფლანგის, შემტევი ტიპის, მცველი მარინ იანკულოვსკი, რომელმაც ბაროშის მსგავსად ჩემპიონთა ლიგა მოიგო, თანაც 2-ჯერ, მაგრამ თომაშ როსიცკი ალბათ ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი იყო იმ ნაკრებში, როგორც არსენალის ლეგენდა. ეს იმ არასრული შემტევი ტიპის ფეხბურთელთა ჩამონათვალია, რომელიც ამ ნაკრებს ელეგანტურობას სძენდა. თუმც შედარებით უკანა პლანზე, მაგრამ აუცილებლად აღსანიშნავი იყო თომას უიფალუშის, გრიგერასა და დავიდ იაროლიმის როლი აღნიშნულ ნაკრებში, ან თუნდაც იან კოლერის, გალასეკის, სიონკოსა და, რასაკვირველია, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარის პეტერ ჩეხის გახსენება.


ჩეხეთის წინარე თაობის ფეხბურთელების გახსენება იმიტომ არის საინტერესო, რომ შევძლოთ დღევანდელი ნაკრების რეალური პოტენციალი მიახლოებით მაინც განვსაზღვროთ ევროპის ჩემპიონატამდე, რომელიც სულ მალე დაიწყება.


ვიდრე დღევანდელი ჩეხეთის ნაკრების ლიდერებს შევეხებით, საინტერესოა აღინიშნოს, რომ ბოჰემიელებს ადგილობრივი მწვრთნელი ივან ჰასეკი წვრთნის, რომელიც აღნიშნულ პოზიციამდე ლიბიის ნაკრების მწვრთნელი იყო, ხოლო უფრო ადრე ალ ჰილალის, ალ აჰლის, გაბონის, ვისელ კობეს, სპარტა პრაღას და იგივე ჩეხეთის ნაკრებშიც უმუშავია. რაც შეეხება ნაკრების ლიდერებს, ამ ფორმაციის გუნდში ბრწყინვალედ ასპარეზობს ლევერკუზენის ბაიერის ცენტრფორვარდი პატრიკ შიკი, რომელიც უდავოდ ითვლება ჩეხეთის ნაკრების შეტევის ლიდერად. იგი უდავოდ გამორჩეულად მაღალი კლასის ფეხბურთელია, მაგრამ მას ჯერ კიდევ არ აქვს ბუნდეს ჩემპიონის ძირითად 11-ეულში ადგილი განაღდებული და უფრო ჯოკერად ითვლება "ფარმაცევტებისთვის". მას მუდმივად ბოლო 15-20 წუთს ენდობიან და მოკლე დროში ხშირად გააქვს გოლები. მაგრამ, რასაკვირველია, ის ვერც ბაროშის დონისაა და ვერც სხვა შემტევი ოქროს თაობის ჩეხეთის ნაკრების თავდამსხმელების. ასევე მის თანაგუნდელ ადამ ჰლოცეკს ვერ ვუწოდებთ იმ კალიბრის შემტევს, რომელმაც უნდა იტვირთოს ლიდერობა საკუთარ ნაკრებში. ბაიერ ლევერკუზენში მესამე ჩეხიც თამაშობს: მატეი კოვარი ასევე არაა ძირითადი მეკარე და იგი ფინელი ჰრადეცკის დუბლიორად მოიაზრება. მას ფაქტობრივად არც კი უწევს ლევერკუზენში მატჩების გამართვა. ხოლო გუნდის კაპიტან თომას სუჩეკს "ჩაქუჩების" რიგებში დიდი მისია აკისრია და წარმატებით ართმევს თავს. დედაქალაქური ვესთჰემის რიგებში უკვე წლებია საყრდენი ზონის ლიდერია. იგი დეკლან რაისის წასვლის შემდეგ ნახევარდაცვის ცენტრში ერთადერთი ლიდერი გახდა. ასევე აღსანიშნავია ფიორენტინას შემტევი ნახევარმცველი, ანტონინ ბარაკი, რომელიც წლევანდელ კონფერენს ლიგაზე ფლორენციელთა ტრიუმფალური გუნდის წევრია. ცალკე უნდა გამოიყოს ავსტრიული ბუნდესლიგის გამარჯვებული ჩვენებურის, ოთარ კიტეიშვილის, თანაგუნდელი მეკარის, ვიტესლავ იაროსის, ევროპის 2024 წლის მოხვედრა ნაკრებში, რომელმაც ახლახანს დასრულებულ ავსტრიის ბუნდესლიგაში წარმატებით იასპარეზა. თუმცა, ის მაინც არ ითვლება ძირითად მეკარედ აღნიშნულ ნაკრებში. ასევე გამოსარჩევია ენსხედეს ტვენტეს 24 წლის ცენტრალური ნახევარმცველის, მიხალ სადილეკის გამოჩენა, რომელიც გუნდის კაპიტან სუჩეკთან ერთად ნახევარდაცვის ზონას აკონტროლებს, რომლის წინაც ბარაკია. თავდასხმის ხაზში კი ჰლოსეკი და შიკი მოქმედებენ. ხოლო რაც შეეხება ტაქტიკას, მწვრთნელი ივან ჰასეკი 3-4-1-2 სისტემით ათამაშებს, როგორც ჩვენს ნაკრებს ბოლო მატჩებში - სანიოლი.


ჩეხეთის ნაკრები ძირითადად ადგილობრივი ჩემპიონატის ლიდერი გუნდებიდანაა დაკომპლექტებული. პრაღის სპარტასა და სლავიას გარდა აღნიშნულ ნაკრებში პლზენის ვიქტორიას ფეხბურთელებიც ხვდება. 


თურქეთის ნაკრები

ჩვენს ნაკრებს აღნიშნულ ჯგუფში თუ მეორე ადგილისთვის მოუწევს ბრძოლა, უპირველესად ეს თურქეთთან კონკურენციის გარეშე არ გამოვა. "მცირეაზიელები" ისტორიულად კვალიფიციურ ფეხბურთს თამაშობდნენ. 2000-იანი წლების გარიჟრაჟზე საკლუბო თუ სანაკრებო ფეხბურთში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს. ჯერ სტამბულის გალათასარაიმ უეფას თასი მოიგო, ხოლო თურქეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მე-3 ადგილი დაიკავა.

იმ დროის უდავოდ გამორჩეული ფეხბურთელები იყვნენ: ჰაკან შუქური, მილანის ინტერის ცენტრფორვარდი, რომელსაც იტალიური კარიერა არ აეწყო, მაგრამ სამუდამოდ დარჩება გალათასარაის და თურქეთის ეროვნული გუნდის ლეგენდად. მან ჯერ გალასთან ერთად ზემოაღნიშნული ევროპული ტურნირი მოიგო, შემდეგ პარმაში იტალიის თასსაც დაეუფლა. 1996 წლიდან 5-ჯერ დასახელდა საუკეთესოდ. მან 112 სანაკრებო მატჩში 51 გოლი გაიტანა. მასთან ერთად კი ჰასან შაშიც უნდა გამოვარჩიოთ, იმ ლეგენდარული თურქული გრანდის კაპიტანი, რომელმაც თურქეთის საფეხბურთო ისტორია დაწერა. სანამ აღნიშნული თაობა მეორე დიდ აღიარებას მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვებდა, სადაც თურქული გუნდი მასპინძელი სამხრეთ კორეის ძლევით ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა.

თურქეთის ნაკრებს მეკარეების პრობლემა არასდროს ჰქონია, მაგრამ განსაკუთრებით აღსანიშნავი რუშტუ რეჩბერია, გამორჩეულად ექსცენტრული, მებრძოლი, სახეზე შავი საღებავით, რომელმაც "ბარსელონას" რიგებში 6 მატჩის გამართვა მოახერხა. ლა ლიგაში ასევე უაღრესად საინტერესო ფეხბურთელიც გამოდიოდა: ნიჰათ კახვეჩი, რეალ სოსიედადისა და ვილიარეალის რიგებში მან არაერთი წარმატებული წელი დაჰყო. მაგრამ ყველასათვის გამორჩეულად დიდი ტალანტი ახალგაზრდა ემრე ბელოზოღლუ გახლდათ, რომელმაც ასევე ინტერში და ნიუკასლში გამორჩეული სეზონებიც ჩაატარა, უფრო ადრე კი ატლეტიკოშიც ირჯებოდა. ილდირაი ბაშთურქი, ბაიერ ლევერკუზენისა და შტუტგარტის მოძრავი, შეუჩერებელი პლეიმეიქერი.

ამის მიუხედავად, ამ ნაკრების სუსტი წერტილი მაინც ცენტრალური მცველების კვალიფიკაცია იყო, რომლებიც ადგილობრივი კლუბებიდან იყვნენ წარმოდგენილნი და აღნიშნული ნაკრების შემტევ პოტენციალთან შედარებით გაცილებით სუსტად გამოიყურებოდნენ. ხოლო დღევანდელი თურქეთის ნაკრები ამ კომპონენტში აშკარად სოლიდურად გამოიყურება: ლესტერთან ერთად ტრიუმფალური ჩაღლარ სოიუნჯუ, ლივერპულში ნათამაშები ოზან კაბაკი, ატალანტას დაცვის ლიდერი მერიჰ დემირალი, რომას მარჯვენა გარემარბი ზეკი ჩელიკი და სხვები.

თურქეთის ნაკრების დღევანდელი შემადგენლობის უდავო ლიდერი ჰაკან ჩალჰანოღლუა, რომელიც ნახევარდაცვის ლიდერია არა მხოლოდ ნაკრებში, არამედ ახლახანს იტალიის სერია A-ს ტრიუმფატორი კლუბის, მილანის ინტერის საყრდენ ზონაშიც. მასთან ერთად მოედნის ცენტრალურ მონაკვეთს ასევე ბენფიკას ნახევარდაცვის ლიდერი ორკუნ კოკჩუ ლიდერობს სალიჰ ოზანთან ერთად, რომელიც დორტმუნდის ბორუსიას ძირითადი 11-ის ფეხბურთელია. ხოლო ცენტრფორვარდის პოზიციაზე ახლახანს ხეტაფედან ბორნმუთში გადაბარგებული ენეს უნალი ლიდერობს. ასევე არ უნდა დავივიწყოთ მანჩესტერ იუნაიტედის მეკარე ალტაი ბაიინდირიც. რაც შეეხება სხვა ლიდერებს, გამოსარჩევია ფლანგებზე გალათასარაისა და ფენერბახჩეს გარემარბები კერემ აქტურქოღლუ და ჩენგიზ უნდერი, ასევე პლეიმეიკერი იუსუფ იაზიჯი.


ჩვენი მეზობლები ჩეხებისგან განსხვავებითამ ეტაპზევარსკვლავური პერსპექტივის რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელითაც წარსდგება საქართველოს ნაკრების წინააღმდეგრომელთაც თურქეთის ნაკრების მწვრთნელიიტალიელი ვინჩენცო მონტელა ყურადღებით აკვირდებაპირველ რიგში თხრობასრასაკვირველიაარდა გიულერით დავიწყებრომელიც მადრიდის რეალმა ადრეულ ასაკში შეიძინა და გასულ სეზონში პრიმერა ლიგაში 19 წლის ფეხბურთელი წარმატებულად ასპარეზობდა ძირითად გუნდშიბოლო დროს მან 10 ჩატარებულ მატჩში 6 გოლის გატანა მოახერხარასაც ნაკრებში ჩატარებული 6 თამაში და ერთი სადებიუტო გოლიც მოჰყვამასზე ზოგადად დიდ იმედებს ამყარებენისევე როგორც კენან ილდიზზერომელიც იუვენტუსის დუბლებიდან მთავარ გუნდში დაწინაურდამან 26 ჩატარებულ მატჩში 2 გოლი და 1 საგოლე პასის შესრულებაც მოახერხაცრუ ცხრიანზე მოასპარეზე თურქი ფეხბურთელი ნაკრებში ჩატარებულ 5 მატჩში 1 გოლით გამოირჩარაც შეეხება მესამე ახალგაზრდა ფეხბურთელსიგი ბერთუღ ილდირიმია, 21 წლის ცენტრფორვარდი ამ ეტაპზე რენის ფეხბურთელია და მის ანგარიშზე 3 ჩატარებულ მატჩში 2 გოლია.

ვინჩენცო მონტელა გუნდს 4-2-3-1 ტაქტიკით ათამაშებსსადაც ჩალჰანოღლუსა და არდა გიულერის წყვილს ექნება შეტევის სადავეები ხელში აღებული.

ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი - პორტუგალია

თანამედროვე ფეხბურთშიმეტ-ნაკლებად ვისაც კი შეხება აქვს მსოფლიო ფეხბურთის შესახებშეუძლებელია არ მოიხიბლოს პორტუგალიის ნაკრების დღევანდელი შემადგენლობითსელესაოს ამ ეტაპზე გადაუჭარბებლად შეიძლება ეწოდოს შემდგარი ვარსკვლავური შემადგენლობაბერნარდუ სილვაბრუნუ ფერნანდეშირუბენ დიაშინუნუ მენდეშიჟოაუ კანსელუდიოგუ ჟოტაჟოაუ ფელიქსიგონსალუ რამოსირუბენ ნევეში დარასაკვირველიაყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო შემტევიკრიშტიანუ რონალდურომლის გარეშეც დიდებული შემადგენლობა იყრის თავს ესპანელი მწვრთნელის განკარგულებაში.

რობერტო მარტინესირომელიც ბელგიის ნაკრების დატოვების შემდეგ გადმობარგდა პორტუგალიის ნაკრებში, 4-4-2 სისტემით ათამაშებს გუნდსმაგრამ ამ დიდებული შემადგენლობის მიუხედავადმარტის სანაკრებო მატჩებზე არც თუ ისე სახარბიელო შედეგით მოდისრადგან 26 მარტს სლოვენიასთან 2-0 დათმესევროპის ჩემპიონატის წინ უეჭველიარომ სელესაო ყველაფერს გააკეთებსჯგუფის სამივე მატჩი მოიგოს და პლეი-ოფში დაუბრკოლებლად გავიდეს.

მოდითაქ პორტუგალიაზე საუბარს შევწყვეტვინაიდან ამოუწურავი თემაა და უშუალოდ საქართველოს ნაკრების შესახებ მიმოვიხილავთ მიმდინარე პროცესებს.

რას უნდა ველოდეთ საქართველოს ნაკრებისგან?

საქართველოს ნაკრების შანსებზე საუბარი ყველაზე რთულად პროგნოზირებადიავინაიდან ჯვაროსნები დებიუტანტი გუნდია ევროპის ჩემპიონატზე და რთულია გამოვიცნოთთუ რა სიურპრიზების შემოთავაზება შეუძლია.



სუსტი საყრდენი ზონა

თუ რეალურად შევადარებთ ზემოაღნიშნულ გუნდებსჩვენი ნაკრების სუსტ წერტილებსაც აღმოვაჩენთ მეტოქეების ფონზემაგალითადცალსახაარომ ნახევარდაცვის ზონაში დიდი პრობლემებია და კვალიფიციური საყრდენი ნახევარმცველის პრობლემა მწვავედ დგასჩეხეთის ნაკრებს ამ პოზიციაზე კაპიტანი სუჩეკი ჰყავსრომელიც ვესტ ჰემის ლიდერია და ამ კომპონენტში აღნიშნულ გუნდთან ორთაბრძოლების მოგება გაგვიჭირდებათუ ქმედითი გამოსავალი არ მონახა ვილი სანიოლმაჩამშლელი ნახევარმცველის პოზიციაზე არც თურქეთის ნაკრებს უჭირსამ პოზიციაზე თითქმის თანაბარი დონის 3 უმაღლესი კლასის ნახევარმცველი ჰყავსსელიჰ ოზჯანიორკუნ კოკჩუ დარა თქმა უნდაჰაკან ჩალჰანოღლუხოლო პორტუგალიელთა ნახევარდაცვის დასახელება ისედაც ნათელს მოჰფენს ჩვენს მწვავე გასაჭირსამის დასტურად რუბენ ნევეშის (ალ ჰილალიდა პალინიას (პარი სენ-ჟერმენიდასახელებაც კმარა.

ვინაიდან ჯაბა კანკავა არ გვეყოლებაამოცანის შესრულება ძალიან გაგვიჭირდებარადგანსამწუხაროდსანდრო ალთუნაშვილიგიორგი ქოჩორაშვილი და ნიკა კვეკვესკირი ამ ეტაპზე თავს საუკეთესოდ ვერ წარმოადგენენთუმცა არსებობს ოთარ კიტეიშვილის ფაქტორიცრომელიც წელს ავსტრიის ბუნდესლიგის ჩემპიონი გახდათასიც მოიგო და საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა ავსტრიულ ლიგაშითუმცა ის საყრდენის პოზიციაზე გამოუვალ სიტუაციაში თუ შეგვეძლება რომ გამოვიყენოთრადგან ამპლუით უფრო შემტევი პლეიმეიქერია და ჯაბას ტიპის ჩამშლელი ნახევარმცველის როლს თუ იტვირთებსამ ეტაპზე განხილულ პოზიციას დინამოს ექს-კაპიტანი მეტ-ნაკლებად აკმაყოფილებსრომელმაც რუმინეთის ჩემპიონატის დასკვნით 8 მატჩში თავი ძალიან კარგად წარმოადგინა და არაა გამორიცხულისწორედ მან დაიწყოს ძირითადიდანრასაც ამხანაგურ მატჩში ნაჩვენები თამაშის ხარისხიც გამოაკრისტალებს.

ცენტრალური მცველების მდგრადობის პრობლემა

აქვე მინდა მეორე პრობლემატურ პოზიციასაც შევეხორომელიც ასევე მეტ-ნაკლებად მწვავედ დგას ჩვენს გუნდშიდაცვის ცენტრში დიდი ხანია უკვე გურამ კაშიას ლიდერის როლი რეგრესს განიცდისიგივე შეიძლება ითქვას საბა კვირკველიაზერომელიც ძველებურ კონდიციაში არაა და სისწრაფეც დაკარგული აქვსსამწუხაროარომ ამ ზონას კიდევ ერთხელ დააკლდება დათა ხოჭოლავარომელსაც უნდა ეტვირთა ლიდერის ფუნქცია დაცვის ცენტრშიმის არყოფნაში კი ლუკა ლოჩოშვილილაშა დვალიგიორგი გველესიანი და ჯიმი ტაბიძე იქნებიანთურქეთის ნაკრების მხრიდან უკვე განვიხილე სოიუნჯუსკაბაკისა და დემირალის შესახებრომლებიც დიდ ძალას წარმოადგენენ მეზობელ ნაკრებშიჩეხებს კი ამ პოზიციაზე ჩვენი ნაკრების მსგავსად კრიზისი აქვთსხვებთან შედარებით შეიძლება გამოვარჩიოთ პრაღის სლავიას გამოცდილი მცველი თომას ჰოლესი და პრაღის სპარტას 25 წლის მცველი ლადისლავ კრეიჩისხვათა შორისამ ნაკრებში ტორინოს ექს-ცენტრალური მცველიცაა გამოძახებულირომელიც საბა საზანოვის თანაგუნდელი იყო ტორინოშიმაგრამ დავიდ ზიმამ კონკურენციას ვერ გაუძლო და სამშობლოში მშობლიურ კლუბში დაბრუნდა.

რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი), ანტონიო სილვა (ბენფიკა), გონსალო იგნასიო (სპორტინგიდა პეპე - პორტუგალიის ნაკრების დაცვის ხაზირა თქმა უნდაიდეალურიამხოლოდ იმას თუ დავამატებთრომ პეპე (პორტუ) 40 წელსაა გადაცილებულიმაგრამ მაინც დიდებულ ფორმაშია და ნაკრებში უფუნქციოდ ნამდვილად არაა გამოძახებული.


მეკარე

მეკარის პოზიციაზე გიორგი მამარდაშვილი რომ შეუცვლელიაამაზე საუბარიც არც ღირსმაგრამ უნდა აღვნიშნოთრომ პირველ მატჩში გიორგი ლორია არ იქნება სათადარიგოთა სკამზე საბერძნეთთან მიღებული წითელი ბარათის გამო და მხოლოდ ორი მეკარით წავდგებითთურქეთთან მატჩის განაცხადში ლუკა გუგეშაშვილი იქნება.

მეკარის კომპონენტში ჩეხეთსა და თურქეთს აშკარად აღვემატებითთურქეთის ნაკრების მეკარეები ბაიინდირი და ჩაკირი ახლოსაც კი ვერ მივლენ მამარდაშვილთანისევე როგორც მატეი კოვარი და ვიტესლავ იაროსიხოლო დიოგუ კოშტა უდავოდ მაღალი კლასის მეკარეარომელსაც ანალიტიკურ საიტ ტრანსფერმარკეტზე უმაღლესი შეფასება აქვს კარის დარაჯებს შორის მსოფლიოშიიგი 45 მილიონი ევროთი ფასდება.

რას მოველით გარემარბებისგან?

ფლანგებზე კარგ ფორმაში მყოფი კაკაბაძე და ახლახანს მომჯობინებული ლევან შენგელია განიხილებიანთუმცა არც გიორგი წიტაიშვილი და გიორგი გოჩოლეიშვილი არ უნდა დავივიწყოთისინი ამ ეტაპზე საუკეთესო არჩევანიათუ არ ჩავთვლით აზაროვსრომელსაც ახლახანს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სელტიკი იწვევს და მზადაა 6 მილიონ ევრომდე გადაიხადოსამის მიუხედავადის ნაკრების მწვრთნელმა არ გამოიძახამაგრამ აჯობებს დაველოდოთ ევროპის ჩემპიონატსლევან შენგელია და ოთარ კაკაბაძე მართლაც გამორჩეულები იყვნენ სანაკრებო მატჩებშიკაკაბაძე კი სულაც ნაკრების ლიდერთა შორის ნამდვილად ტრიალებს და არც კლუბში დაეწუნება ასპარეზობამას ხშირად ვხედავთ კაპიტნის სამკლაურითაც ისეთ დროსროდესაც მოედანზე კამილ გლიკი გყავს (პოლონეთის ნაკრების ექს-კაპიტანიმონაკოს ყოფილი მცველი). ეს ნამდვილად მისასალმებელია.

ერთობ საგულისხმოარომ ოთარ კაკაბაძისა და ლევან შენგელიას პოზიცია ჩეხეთის ნაკრების გარემარბების იდენტურია და არც დიდად ჩამოუვარდებიან სათამაშო კლასითპრაღის სლავიას გარემარბები ლუკაშ პროვოდი და დავიდ დოუდერა არ განეკუთვნებიან იმ კალიბრის მოთამაშეებსვინც დიდი ზიანი შეიძლება მოგვაყენოს პოზიციური შეტევის დროსმაგრამ ამის მიუხედავადკონტრშეტევის დროს სისწრაფის ხარჯზე დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთმაგრამ რომას გარემარბი ზეკი ჩელიკი ნამდვილად წარმოადგენს სანერვიულოსმისი განეიტრალება ცენტრალური მცველის დაზღვევით უნდა მოხერხდეს კაკაბაძის მიერრადგან თურქი გარემარბი კარგად ერთვება შეტევებშიმაგრამ ამ პოზიციაზე პორტუგალიის ნაკრები საოცარ კონკურენციას ქმნის საკუთარ ნაკრებშიპსჟ-დან ნუნო მენდეშისმანიუნაიტედიდან დიოგო დალოტის და ბარსელონადან ჟოაუ კანსელუს ფონზე.

რა კოზირს ვფლობთ შეტევაში?

ჩვენს ნაკრებში ყველაზე იმედისმომცემი პოზიცია ამ ეტაპზე შეტევის ცენტრალური ხაზიასადაც ერთბაშად რამდენიმე მაღალი კლასის ფეხბურთელიაგავბედავ და ვიტყვიზურიკო დავითაშვილი ნამდვილად იმსახურებს ტოპ ხუთ ლიგაში თამაშს და იმედიამას ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული მატჩების შემდეგ აუცილებლად ვიხილავთ მაღალ ლიგაშიასევე კარგ ფორმაშია საბა ლობჟანიძერომელიც ამერიკის ლიგაში კარგად ასპარეზობსგიორგი ჩაკვეტაძეც ასევე იმსახურებს ტოპ ლიგის საშუალო დონის კლუბსამ ეტაპზე ის პრემიერშიფის უოტფორდშია და იმედიამასაც ვიხილავთ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ კარგ კლუბში.

ბუდუ ზივზივაძე იმ იშვიათ გამონაკლისთაგანიარომელიც ასაკის მატებასთან ერთად ძალიან უმატებს და მისი წლევანდელი მეორე ბუნდესლიგური სეზონის შემდეგ ქართველებს შორის პირველი მეორეა 12 გატანილი ბურთითარც ისაა შორს ტოპ ლიგისგანმას ახლახანს დაწინაურებული სანქტ-პაული იწვევს.

ცალკე შეიძლება გამოვყოთ ჟორჟ მიქაუტაძესაფრანგეთში დაბადებულ-გაზრდილი ლეგიონერირომელიც ლიონის აკადემიის აღზრდილიადღეს მეცის რიგებში საოცარ შედეგებს აფიქსირებსმან უკვე გადაუსწრო გოლებით გია გურულსრომელმაც 90-იან წლებში ლე ჰავრის შემადგენლობაში 12 გოლი გაიტანახოლო ჟორჟმა 13 და 4 საგოლე პასიც მიითვალაეს ყველაფერი არასრულ სეზონშიამ ეტაპზე მასაც მსუყე მსურველები ჰყავსმაგრამ მონაკოსა და ნაპოლის ინტერესებზე ჯერ ხმამაღლა ვერ ვისაუბრებთევროპის ჩემპიონატის შედეგებზე ისიც იქნება დამოკიდებულიხოლო რაც შეეხება კვარაცხელიასის შემდგარი ვარსკვლავია და თუ პორტუგალიის ნაკრებს არ ჩავთვლითმისი დონის არც თურქეთის ნაკრებში და არც ჩეხეთში არ მოიძებნება.

აქვე მინდა ჯაბა კანკავას შესახებ დავწერორომელმაც უარი თქვა ევროპის ჩემპიონატის მატჩებზე მისი ასაკიდან გამომდინარემას შეეძლო ბოლო შანსით ესარგებლა მისი ოცნების ასასრულებლადმაგრამ მან დაძლია დიდი ცდუნება და ახალგაზრდა გაბრიელ სიგუას სწორედ იმ ასაკში დაუთმო ასპარეზირა ასაკშიც მან პირველი მატჩი გამართა ჩვენს ნაკრებშიევროპის ჩემპიონატზე ასეთი გმირული პრეცედენტები იმედია ჩვენს ნაკრებს დაუფასდება და 18 წლის სიგუა კარგად წარმოაჩენს ჩვენს გუნდს.

ნაკრები მოსამზადებელ ეტაპზე 26 მაისს შეიკრიბება და ევროპის ჩემპიონატის წინ 9 ივნისს მონტენეგროს ამხანაგურად გაეჯიბრება.

აქვე წარმოგიდგენთ ურთიერთშეხვედრების სტატისტიკასჩვენს მეზობლებთან 5 მატჩი გვაქვს ჩატარებულირომლიდანაც 3 დავთმეთერთი ფრე ვითამაშეთხოლო ერთ მატჩში გავიმარჯვეთჩეხეთთან კი არასდროს გაგვიმართავს შეხვედრა და ეს სადებიუტო მატჩი იქნებახოლო რაც შეეხება პორტუგალიასისტორიას მხოლოდ ერთი მატჩი შემორჩაპორტუგალიელებმა 2008 წელს 2-0 დაგვამარცხეს.

ჩვენი ნაკრების მატჩების განრიგი:

18 ივნისითურქეთი - საქართველო 22 ივნისისაქართველო - ჩეხეთი 26 ივნისისაქართველო - პორტუგალია

10.06.24.


скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge