გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

კოტე ყუბანეიშვილი - ლექსები

კოტე ყუბანეიშვილი

იმერეთი სხვა საქმეა შეუძლებლის შემძლებელი
სურნელი რომ დააფრქვია კაი ხალხის შემკრებელი
და სახელიც რადგან ქვიაქვეყნის აღმაშენებელი
ქუთაისი ქალაქია ინდუსტრიის მშენებელი

ევროპა კი კურორტია ჩვენი დასასვენებელი


*



დრო

მთავარ მოთხრობას
თავად დრო ყვება
გმირს რომ აურჩევს
დროს საფარფაშოს
მხოლოდ დრომ იცის
რას რა მოყვება
რას რა განსაზღვრავს
ან და რას რა შობს
ომი მიწის და გინდაც ომი ცის
ის სულ ერთია არ იორება
მარადისობა მხოლოდ დრომ იცის
და ციკლიური გამეორება
თუმც წარმოადგენს ისიც სამებას
შუქის სისწრაფით ბნელში მავალი
ვერც ასწრებ თვალის დახამხამებას
აწმყო წარსული და მომავალი
და ერთ წამს არ ღირს უკვე მოშვება
თორემ თვალებში გაგიორდება
მთავარ ცვლილებებს ისევ დრო შვება
და არაფერი არ მეორდება
ადამიანშიც ოთხი დრო არი
ჩვენი ცხოვრების ოთხი სეზონი
არც ერთზე არ ღირს რომ თქვა უარი
ოთხივეშია თავის რეზონი
გაღვიძებაა თუ გაზაფხული
ზამთარშიც ისევ მიეძინება
შემოდგომაა ეს თუ ზაფხული
სხვა და სხვა ტემპით მიედინება
დროს მოტანილიც ისევ დროს მიაქვს
დროვე განაგებს საკითხს დიდობის
დროა სულყველას ირგვლივ ომი აქვს
მერე დრო დგება უცებ მშვიდობის
გენიოსებიც ჩნდება დრო და დრო
დედამიწაზე ცოდნა გროვდება
და ალბათ მალე მართლაც მოვა დრო
როცა თავად დრო გაუდროვდება


*


ყველა ერებზე უფრო ძველები
როგორც ვწერივართ ამგვარ სიაში
ჩვენ ვართ პირველი ევროპელები
დასახლებული კავკასიაში

ვიღას ჭირდება დღეს საბუთები
ან დაბადების თავის მოწმობა
და ქაღალდებით სავსე ყუთები
რასაც მოქონდა კეთილმოწყობა
დღეს ინახება უკვე ჩიპებში
ვინ სად წერია რა მისამართზე
და საჭიროა ქეში ჯიბეში
ან ანგარიში ვიზა ბარათზე.

*

ქართველი კარგი ჯიშია
რაც ვიცი წინაპრებიდან
თუ ფულს არ გაუთიშია
გონების შეჯიბრებიდან
ყლეობაც აქ მასიური
რომ არ ვახსენო სხვა პრიზი
შარმია კავკასიური
და თბილისური კაპრიზი

*

მოდით ვკითხოთ უღირსს
უღირსობა უღირს ? 
სიტყვებს ნათქვამს ყალბად
ძვირად ყიდის ალბათ ? 
ან მლიქვნელთა რიგებს
როცა ავსებს იგებს ?
ძმაც თუ გაიმეტა
რას მისცემენ ნეტა ?
დანარჩენებს ძინავთ
და არ ესმით ეს ხმაც
ასე იყო წინათ
ასე არის ეხლაც

*

ვცხოვრობთ სიღარიბის ზღვარზე
სად გვცალია ვილამუროდ
ვერ დავდივართ ვეღარც ზღვაზე
ვეღარც მთაში ვთხილამურობთ
გული მიგვდის კედლის ბზარზე
გვეშინია ვიტყნაუროთ
ვკრთივართ მობილურის ზარზე
სახლშიც ვეღარ ვშინაურობთ
გვიგროვდება ბლომად ვალი
მთავრობა კი მძრეველია
ამიტომაც მომავალი ჩვენი გაურკვეველია

*


ცხოვრება ელემენტალური მათემატიკაა
იმდენი არ უნდა ისესხო
რომ ვერ გაისტუმრო
იმდენი არ უნდა წარმოიდგინო
რომ ვერ დაინახო
და იმდენი არ უნდა შეჭამო
რომ ვეღარ მოჯვა
სულ ეს არის და ეს

*


გმირთა ცამდე აყვანებმა
იცის გამოთაყვანება

*

ღვინო მიყვარს ოღონდ ტიკის
მძულს ახლობლის თვალთმაქცობა
დედა მოვტყან პოლიტიკის
სადაც კვდება ძმაკაცობა
მთავარია ჯანმრთელობა
ოღონდაც სინამდვილეა
რომ ძნელია ქართველობა
შვედობა კი ადვილია
იქ აძლევენ დახმარებას
მაღალია პენსიები
აქ ჩუქნიან სახარებას
მათხოვრებს ეკლესიები
თან იქ ფასი ადევს შრომას
კაცს არ უწევს იფაფხუროს
აქ კი ფული ქონდეს რო მას
ვინმეს უნდა ემსახუროს
აქ ხომ მისიონერები
ჭაჭას სვავენ კულისებში
იქ კი პენსიონერები
სეირნობენ კრუისებში
და თანახმად აზრის საღის
რადგან ტეხავს ლაქიობა
უკვე ჩალის ფასიც არ ღირს
ჩვენი მოქალაქეობა



скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge