გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

თეიმურაზ ლანჩავა - ლექსები

თეიმურაზ ლანჩავა              ***
ჩემი სალამი ტაკიმასხარებს
და ოინბაზებს სასახლის, ქუჩის,
კარგს ცუდისაგან რომ ვერ ანსხვავებს,
სიკეთის ქმნა და დანახვა უჭირს.

ჩემი სალამი ქურდებს, ბაცაცებს,
ჭაჭის არაყით გაჟღენთილ ლოთებს,
სამამაძაღლოდ თვალს რომ აცეცებს,
საჭირისუფლოდ გიწვევს და გოდებს.

სალამი ყველას, მტყვანსა და მართალს,
უარაფროს და მორწმუნეს ღმერთის,
ვინც რომ ყოველდღე კონცერტებს მართავს
და დედამიწის ლტოლვილი ეთქმის.

მრუშსა და მეძავს გაყიდულს ვერცხლად,
სასომიხდილს და დაბოღმილს ბედით,
ვისაც სიცოცხლე წამებად ექცა,
ვისაც არ უდგას იმედი გვერდით.

სასოწარკვეთით და თავის დაკვრით
მოგესალმებით და მომწონს რომ ხართ!
რადგან ცხოვრება სავსეა ნაკლით,
ტკივილებისგან ჩემსავით ოხრავთ...

მე ვცხოვრობ თქვენში და თქვენთან ერთად
ვსუნთქავ იმ ჰაერს, ჰაერს რომ არ გავს,
რომ ასდის ბოლი ცეცხლწაკიდებულ,
ერთად დაგროვილ შმორსა და ნაგავს.

მე ვარ ნაწილი ქართული მიწის,
ნაწილი სისხლის, ნაწილი ხორცის,
მე ვარ ნაწილი თავდავიწყების,
იუდას ზოგჯერ შუბლზე რომ კოცნის.

მე ვარ, რაც შენ ხარ, რაც თქვენ ბრძანდებით,
ჩვენ ყველას გვიცავს დედის მანდილი,
ჩვენ ყველას ერთად სამშობლო გვქვია —
გული მკერდიდან ამოვარდნილი.

ჩემი სალამი მრუდსა და მართალს,
უპირველესად, სიკეთის მთესველს...
მარადიულად ვინც რწმენით გვმართავს
და სიყვარულზე გვთავაზობს ლექსებს!...











































        

    სიკვდილის დასაშინებლად

ხელებს გავშლი და ჯვარი ვარ,
ბატკანს ავიყვან _ ნიკალა,
დაბადებიდან ცრემლი მდის,
წვიმამ არ გადაიკარა,
დრომ უსაშველოდ გამთელა,
გამცვითა, ფიქრად მაქცია,
მე რომ სიცოცხლე მგონია,
იქნებ სიცოცხლე არც კია,
იქბებ სიკვდილი არც კია
თვალის მოხუჭვა მარადი,
იქნებ ქურდობა არც კია,
დროს რომ სიყვარულს ვპარავდი.
მჯიჯგნიდა წუთისოფელი,
ყვავი, ყორანი, ჭილყვავი,
დღემდე ვერ დამიდგენია,
ვიყავი თუ არ ვიყავი.
მიანც შემოვრჩი ჩემს საფლავს,
რომ იარსებოს ვულკანმა,
სიკვდილის დასაშინებლად
ერთი სიცოცხლე თუ კმარა...










***
მინდოდა  თქვენი მეგრძნო სურნელი,
შემოგცქეროდით ძვირფას განძივით,
გვერდით გიჯექით და გშორდებოდით
ასაკობრივი დროით, მანძილით.
მე შემოდგომის მტანჯავდა განცდა,
თქვენ გაზაფხულის ფერი გემოსათ
და მე ვხვდებოდი, რომ იყო გვიან,
დავაგვიანე თქვენში შემოსვლა.
ახლა შორიდან მჭვრეტელი განცდით,
გიცქერ და ვხვდები მინდვრის ქარი ხარ,
რა მოხდა, დროით ერთმანეთს ავცდით...
სხვაზე ნაკლებად არ მიხარიხარ. 





გაღვიძებული სიზმარი

ორმოცდაშვიდში დედის მუცელს გამოვექეცი.
მოდის, გაჩნდაო, დაიყვირა ვიღაც ოხერმა. დავკარგე სითბო, დედის სითბო და  ნეტარება
ავტირდი, ვიდრე დედა გულში ჩამიხუტებდა.
მერე კი მამამ ძველი თოფი ცას შეახალა, ბიჭი გაჩნდაო, ფეხზე დადგა მთელი სოფელი.
სვამდნენ, მღეროდნენ და აკვანში ჩამხობილ დედას რას ულოცავდნენ, აღარ მახსოვს, არც თვითონ ახსოვს.
იჯდა აკვანთან ამის შემდეგ დიდედა ხშირად, ნახშირით, დანით, შელოცვებით, მთქნარებ-ჩურჩულით.
ან, კაცმა რომ თქვას, ვისი თვალი უნდა მცემოდა.
ან, ქალმა რომ თქვას, რა მქონდა, სხვას შეხარბებოდა.
ვიყავი ერთი გალეული, დიდი ყურებით, ბავშვი, რომელსაც არაფერი ესიზმრებოდა.
Gგაიზარდებაო, ტანს აიყრის, დაკაცდებაო, ანუგეშებდნენ მშობლებს ჩემსას, ეცინებოდათ და არ სჯეროდათ, თუ მათ ნათქვამს გავამართლებდი.
მიმცეს ნათლიებს და სახელი მიბოძეს მეფის. ბრძანა დიდედამ, ასწავლეთო ლოცვა, ახსოვდეს ღვთის მორჩილება, ბორკილებს არ შეეჩვიოსო.
ვანთებდი სანთელს, მომსვლელს, წამსვლელს ვეკითხებოდი: არსებობს მართლა უკვდავება თუ მოვიგონეთ.
აივსო ჩონჩხი ხორცით, სისხლით  და იმედებით. თქვა მამაჩემმა, დაკაცდაო, ამხედ-დამხედა და შემაქცია ზურგი, გაქრა თვალთახედვიდან.
რამდენი წელი მომისაჯეს, არ ვიცი, ვწვალობ, დავათრევ სხეულს, თუ სხეული დამათრევს, მაჩვევს, ღამეს უმთვაროს, დღეს უმზეოს, რომ ვიგრძნო შიში.
... და მეშინია ...
რის გეშინია, შე გლახაო დამტუქსეს, მცემეს.
მცემელშიც იყო რაღაც სათნო, კეთილმოსურნე.
უნდა აჯობო!!! – ყვირის ვიღაც, მიმერეკება, გავრბივარ საით, უცნობია, ულმობელ  მათრახსვერ გამოვსტაცე ფიქრი, ტანი და ბედისწერა.
დაიბადაო, მამამ თოფი ცას შეახალა.
ჩათვლემილ სოფელს დაბადება ამცნო, მღეროდნენ...

II
ჩამთვლიმა ერთხელ და მე ვიხილე, ჩემს ირგვლივ როგორ შეგროვდა ჭორი.
დუღდა ეს ჭორი, იხარშებოდა ტყუილ-მართალი ვეება  ქვაბში და ყველა ისე  ჰყვებოდა ამბავს, როგორც სჯეროდა და გაიმეტა.
ზოგისთვის ჩრდილი ვიყავი კაცის, ზოგისთვის ფიქრი და მღელვარება, ზოგი კი თვლიდა, იმისთვის გავჩნდი, რომ ბევრი რამე მექცია ზრაპრად.
რთულია, ყველას მოარგო სიბრძნე, იცხოვრო ისე, ეძებდე საშველს, ჰპოვებდე იმას, რაც არ არსებობს.
მე კი ჩამთვლიმა  და წამიერად ჩემს ირგვლივ გაჩნდა ჭორი, მართალი და ისე უღვთოდ დავხარჯე ნიჭი, ვერ დავარწმუნე ბრბო თვალხილული, რაა სიკვდილი სიცოცხლეს იქით, ანდა სიცოცხლე რაა საერთოდ, ტანჯვა-წამება თუ მოთმინება,  გაწელილ დროში რომ იხარჯება.
შეძახილია ცხოვრება კაცის, ამ შეძახილში მჟღავნდება ფიქრი, განწყობა, განცდა და მღელვარება.
ცოცხლად უხმობენ ხანდახან მკვდარსაც, როცა სიცოცხლე  ვერ სჯაბნის სიკვდილს და შველას ითხოვს გონიერება.
გარდასულ დღეთა ამბორი სჯაბნის დღევანდელობის პირმოთნეობას და სამშვენისად გაჩენილ ღიმილს ახლავს ტკივილი მოურჩენელი.
დუმილს – ყველაფრის ლოგიკურ წერტილს, ხანდახან ტოლფასს გაბმული მოთქმის, ბევრჯერ რგებია წყევლა და კრულვა, მხოლოდ იმისთვის, არ ახმაურდა და სიჩუმეში  შთაინთქა ის ხმა, ვიღაცის  ყურს რომ ამოავსებდა სიფხიზლით, ამბის მონაცვლეობით.
ჩამთვლიმა  ერთხელ და მე ვიხილე, ჩემს ირგვლივ როგორ შეგროვდა ჭორი და აჩხრიალდა, ვით უდაბნოში ჩახჩახა  მზის ქვეშ ორკაპა ენით გველი ბებერი, რომელიც ეძებს და უთვალთავლებს აქლემს – ვება ქარავნის ნაწილს, საითკენღაც რომ მიემართება და კუზით მიაქვს მზის მხურვალება.

III

… ...და მე დუმილში ვიცხოვრე დიდხანს.
და კითხულობდნენ თვალებში სევდას.
გზა იყო გრძელიდა უსასრულო. თვალსაწიერზე დნებოდა ფიქრი, იცრემლებოდა ტკივილი, წუხდა და ჩამოთოვილ ვარსკვლავთა შუქზე იკითხებოდა სიმწარე სოფლის.
წუთისოფელი სხვა რაა, თუ არ სიმწარე, ტკბობა და ფოთოლცვენა.
ამბოხებული მღვრიე ტალღები აღრჩობენ ფიქრებს, უსუსურ ფიქრებს და ზღვის  ფსკერისკენ  მიაქანებენ ქვიშას, რომელიც ნაპირმა დათმო.
შენ უნდა შენში იპოვო ღმერთი, რომელიც სხვისთვის სიმშვიდედ გაქცევს.
რთულია ,მძიმე  და შეუვალი,  გათავისება სამყაროს ბედის, ხარ მოლეკულა და ერთი ციცქნა – მიწისთვის, ცისთვის, არსებობისთვის.
იშვი იმისთვის, რომ იგრძნო, რაა ამობრწყინება და ჩასვლა მთვარის.
ზეცა იმისთვის დაგადგეს  თავზე,რომ იგრძნო შური ნათების ბრწყინვის, აღმატებულის, რის გამოც წუხარ და ებრძვი  შენს  თავს გაჩენის დღიდან.
მე ბევრჯერ მოვკვდი, გავცოცხლდი ისევ და სიკვდილები დავიმორჩილე.
ნახვამდის, ჩემო დაღლილო ლანდო, დამდევ ნიადაგ, გსურს, არ ჩამორჩე და მებლანდები   ფეხებში ზოგჯერ, რომ დაანახო ვიღაცა მაცდურს, ლანდის  გარეშე რაა ცხოვრება.
წვიმს, სამზეურზე უხმობენ ზეცას ფრთამოტეხილი თეთრი ყანჩები და მიფრინავენ იქ, საიდანაც უნდა დაბრუნდნენ  მონაცვლეობით. დაბრუნდებიან?! ხმაურობს  ფიქრი და ცალი   თვალითზეცისკენ   მჭვრეტელს თანახლავს   რწმენა  მოლოდინებით,მოუთმენლობით და სევდით სავსე.



IV
გამოიგონა სიკვდილი ღმერთმა, რომ დაესაჯა ადამიანი, ვერ უერთგულა ღვთის შვილმა სინდისს, ვერც უკვდავებას დაუთმო დრო, რომ მარადიულში გვენახა შვება.
დრო ჭედდა ბორკილს მონებისათვის, რამეთუ მონა მორჩილად იტანს ყოველგვარ  წყრომას და ეგუება მათრახის წივილს, კანს რომ უჭრელებს.
გავს უკვდავება ხავსიან სიბრძნეს, ჟამიდან ჟამში რომ ეძებს საშველს და უსაშველოდ  ფლანგავს თავის თავს, რომ ამოწუროს სიბრძნიდან სევდა, რომ მიამატოს ტკივილი ტკივილს და ფერდაკარგულ, ურჩ სიხარულებს აჩუქოს რწმენა მარადისობის.
მიფრინავს წამი, ბრუნავს სამყარო და სივრცეეში ჩაკარგულ დროებს იმეორებენ წლები, ის წლები, რომლის გარშემო ტრიალებს ფიქრი, განცდა, სიმშვიდე და ნეტარება.
არავის ისე არ შეუძლია, ტკიოდეს სული, ვით ადამიანს, რომელსაც მისცეს სასჯელად რწმენა, რომ იყოს მუდამ მოშიში ღმერთის, თაყვანს სცემდეს დასიმშვიდით ზიდოს შიში ვეება უსასრულობის, რომლის გარეშეც უმწეო სულში ჩასახლდებიან მოლოდინები და ღამეულად ქცეულ ნუგეშებს გამოეცლებათ ხელიდან ღამე ვარსკვლავთ ნათებით და ფერთა მსხვრევით.
რა მარტივია სიცოცხლე, უმზერ, შენს თვალწინ როგორ ფერმკრთალდებიან მოგონებები და უსახური ხდება წარსული, რომლის გარეშეც იწყებ თავიდან გამოგონებას გარდასახვისთვის, რომ კვლავ იპოვო ის მოლოდინი, შენს ფიქრებში რომგამოიგონე, მომავლის ხილვის უარყოფისთვის, გუშინ რომ გკბენდა, გიღრღნიდა სურვილს, გებრძოდა განცდის აღსასრულისთვის და შეუღწეველ ლაბირინთებში   გეძებნა ლანდი, რომელიც დათმე, რომ ლანდის იქით გეპოვა თავი.
რა პატარაა სამყარო ზოგჯერ და რა დიდია, როცა ფიქრს იქით ოცნებებს სჯიან თავნებობისთვის.
რა დიადია განცდა, რომელიც გულს და გონებას ვერ ეგუება და ცდილობს, ჰპოვოს თავშესაფარი ყოფიერების დასამშვიდებლად.
წუთისოფელის მწარე იმპულსებს მოაქვს შეგრძნება, რომ იგრძნო თავი ამ კოსმიური დიდების მტვერში ცოცხალ არსებად, რომელიც ცდილობს, ალღო აუღოს მომავლის სუნთქვას, ზურგი აქციოს გაუგებრობას და ჩნდება, როგორც ღამეში ფერი, ციცინათელებს რომ მოაქვთ ქვეყნად, ჩაქრობ-ანთების წყვეტილი სევდით.
ვიგონებთ ახალს, რაიც ძველია და ობმოდებულ, ხავსიან დროში მოუსვენრობა დაეძებს საშველს, რომ ამოწუროს დრო წუთიერში.
გამოიგონა სიკვდილი ღმერთმა.
ღმერთი ჩვენ თვითონ გამოვიგონეთ სიკვდილ-სიცოცხლის გასამართლებლად, უკმარისობის დასათრგუნავად, რომ საკუთარ თავს გავექცეთ ზოგჯერ და დავანახოთ უსასრულობას, როგორ დაეძებს დაღლილი ლანდი საკუთარ სხეულს, რომელიც დათმო.
















***
მზე შემოდგომის ხსოვნაში ჩადნა,
გაიყოლია თითქოსრიჟრაჟი,
ეს ყველაფერიშორიდან ჩანდა,
ეს ყველაფერიიყო მირაჟი.

ეს ყველაფერიწინადღეს ჰგავდა
თავმომწონედ რომუნდა გასვენდე,
ეს ყველაფერისამზადის ჰგავდა,
სიკვდილის წინრომ ხალხსგაახსენდე.

დრო მოთმინების დასარწყურებლად
შესაძლებლობის ნულისტოლია,
საკუთარ თავისდასარწმუნებლად
ხვდები რამდენი  მტერი გყოლია,

მიაყურადე ტაშსვინ გიკრავდა,
ვისგან დარისთვის  გერგო პატივი
და დაინახედიდ სირთულიდან
ყველაზე მეტადრაა მარტივი.



მზე შემოდგომის ხსოვნაში ჩადნა,
გაიყოლია დილისრიჟრაჟი,
ეს ყველაფერი  შორიდან ჩანდა
და ყველაფერიიყო მირაჟი.

















***                  
ვნახე დედაღვთისმშობელი
ჩემს საფლავზეყვავილს რგავდა,
დედაჩემის კაბაეცვა,
დედის მონატრებას ჰგავდა.

შეკრთა,თვალიამარიდა,
დამინახა გამეცალა,
თქვა ტირილიაღარ გინდა,
დედა არგარდაგეცვალა.

წუხილს  ძლივს წავართვითავი.
მსურს სიზმარიმართალს  ჰგავდეს,
ვიყო სიყვარულით მკვდარი,
ღვთისმშობელი დედადმყავდეს.



























                               ხვალ...


ხვალ სასამართლო იმსჯელებს ჩემზე,
გამოცხადდება ხვალგანაჩენი,
ხვალ გაირკვევარას მომისჯიან,
დავიღუპები თუგადავრჩები.

ხვალ გამჟღავნდება უპირველრსად,
რომ დამნაშავეჩემი გულია,
რომ სიყვარულიმარადიული,
მარადიულად აკრძალულია.

ხვალ გაირკვევადანაშაული
რომ უმთავრესად ჩემი ლექსია,
გულს წამართმევენ,ეს იმასნიშნავს
სიცარიელეს აღარესვრიან.

გამოცხადდება რომმეკრძალება
ტკივილი,ლექსშიაღარ ვახსენო,
ხვალ  შეუძლიათ   გასცენბრძანება,
რომ უკვემოგვკვდი,  აღარ ვარსებობ.


ხვალ სასამართლო იმსჯელებს ჩემზე,
სიტყვას მისცემენმსაჯულს ნაფიცებს,
მაინტერესებს,ვისაცგული აქვს,
ჩემს უგულობასრით დაამტკიცებს.














* * *

სულ ტირის ჩემი ვიოლინო,
                  ტირის და ტირის
და ახმოვანებს  ჩაბუდებულს
                    სხეულში ტკივილს,
თუმცა ტკივილი ზოგჯერ,თითქოს
                  სიმღერად უჩანს,
მოეფინება ხმაურად და 
                    სიფხიზლედ ქუჩას,
აგიყოლიებს,აგაჩქარებს,
                      ფიქრში ჩაგძირავს,
ხვდები ჩასახლდა გონებაში,
                   ძილშიც არ  გძინავს,
და  ეძებ საშველს
                   ვიოლინოს დარდში,ნაღველში,
  შენს სურვილს ეძებ,
                    ვიოლინოს მწარედ ნამღერში.
სულ ტირის ჩემი ვიოლინო,
                     ტირის და ტირის....    




















***
აღვესრულე....სული ჩემი
ვუწილადე  ცათა ...მმართებს,
ამიერში აღარ ვრჩები,
იმიერში ვეძებ ნათელს.

გავეც,რაიც მომყვა დღემდე,
ვიწინამძღვრე ცათა შინა,
აღვევლინე ზეციურში,
მიწიერმა დამაშინა.

წამიერი იყო შფოთვა,
წამი შემრჩა წამებისა,
ვარსკვლავთ ვუკჟინე  შორთა,
მწარეობა წამებისა.

შთანთქა უნიათო დღენი
ჟამთა მთოვარებამ, ნისლმა,
უფალს შევავედრე თავი,
ისევ ზეციურმა მიხსნა.














***
გადააგორეთ დედამიწა, ცოდვით დამძიმდა,
გადააგორეთ, რადგან უკვე ეჭვის ბურთია,
ერთადერთია, შეუცვლელი ღმერთის განძიდან,
რომელსაც მხოლოდ ვარსკლავების ცეცხლი უნთია.

გაინაწილეთ სიყვარული, რაც დარჩა მიწის,
ტოლი არა ჰყავს ამ სიყვარულს, არ ჰყავს შემცვლელი,
თორემ, ხომ ხედავთ, სიყვარული ჩვენს თვალწინ იწვის,
და ჩვენც, სიმშვიდით, როგორ იწვის იმას შევცქერით.

ტრიალებს, მაგრამ უშედეგოდ, ცოდვით ტრიალებს,
ჰგავს უცხო სხეულს, პლანეტებში მოხეტიალეს,
გადააგორეთ, ვიდრე ბრწყინავს, ვიდრე ციმციმებს,
არ დაუღრღნია ვიდრე ცოდვებს, ცოდვის სიმძიმეს.
























                     ***

აპრილი?!
                       არ მიყვარს აპრილი,
პირველად აპრილში ავტირდი,
              პირველად აპრილში გაკოცე,
პირველად აპრილში ამტკივდი.
მოვედი,
             ვიყავი ,
                             მივდივარ,
საფლავშიც აპრილი მიმყვება,
წაიღეს დღეებმა რაც მქონდა,
აპრილი ვერ მოკლეს ბრიყვებმა.

ძვირფასო, სიკვდილს რომ უცინი,
გგონია ვერ გხედავ,ვერ გამჩნევ?
უჩემოდ გამხდარხარ გულცივი,
დრო მოვა, სიკვდილსაც შეგაჩვევ,

მწარეა სიბერე უძლური,
გიყვარდეს ადვილი როდია,
მომწყინდა ამქვეყნად ძუნძული,
მოვეშვი უსაქმოდ ბოდიალს.

ატმების ყვავილთა ალში ვარ,
გულს ცეცხლი უნთია კმაყოფილს,
მე ისევ პატარა ბავშვი ვარ,
მე ერთი სიცოცხლე არ მყოფნის.

ნუ მეტყვით,
ისედაც განვიცდი,
რომ წლები ჩათავდა წამებად,
ის წლები, ღმერთმა რომ მაჩუქა,
ოცნებად,ტკივილად,წამებად.

აპრილი?!
არ მიყვარს აპრილი,
პირველად აპრილში ავტირდი,
პირველად აპრილში გაკოცე,
პირველად აპრილში ამტკივდი.







































***
მიწის ზემოთ ვინ დაგტოვებს,
შენც სამარეს გაგითხრიან,
იმ მიწაში დაგმარხავენ,
სადაც მეფე დავითია.

სადაც რუსთაველი სახლობს,
წაიყრიან მიწას ძვლები,
მთავარია მოახერხე
და სიკვდილი შეიძელი.

ხარ სიკვდილშიც ბედნიერი
(რასაც ვამბობ, ჩვენში დარჩეს),
ზოგი სიკვდილამდე კვდება,
შენ სიკვდილი გადაგარჩენს.


























***
იმდენი ვწერე სიკვდილზე,
ვეფერე მის მადლს, ღირსებებს,
წავიდა გალაღებული,
სამშვიდობოში ისვენებს.

თვალყურს მადევნებს შორიდან,
მიწონებს კაცურ თვისებებს,
მე როგორ ავხმიანდები,
თუ თვითონ არ გამიხსენებს.

































განიწმინდენით

ნათელმოსილხართ, 
სალოცავად მიემგზავრებით...
განიწმინდენით!
წამდაუწუმ
რეკენ ზარები. 
განიძარცვენით არამისგან, 
განსრულდით ღვთისებრ, 
თუ გელით ჯვარცმა,
შიში ნუ გაქვთ,
აღსდგებით ისევ.

განიწმინდენით...
განიძარცვეთ არამისგან. 


 დათმო.








        

    სიკვდილის დასაშინებლად

ხელებს გავშლი და ჯვარი ვარ,
ბატკანს ავიყვან _ ნიკალა,
დაბადებიდან ცრემლი მდის,
წვიმამ არ გადაიკარა,
დრომ უსაშველოდ გამთელა,
გამცვითა, ფიქრად მაქცია,
მე რომ სიცოცხლე მგონია,
იქნებ სიცოცხლე არც კია,
იქბებ სიკვდილი არც კია
თვალის მოხუჭვა მარადი,
იქნებ ქურდობა არც კია,
დროს რომ სიყვარულს ვპარავდი.
მჯიჯგნიდა წუთისოფელი,
ყვავი, ყორანი, ჭილყვავი,
დღემდე ვერ დამიდგენია,
ვიყავი თუ არ ვიყავი.
მიანც შემოვრჩი ჩემს საფლავს,
რომ იარსებოს ვულკანმა,
სიკვდილის დასაშინებლად
ერთი სიცოცხლე თუ კმარა...










***
მინდოდა  თქვენი მეგრძნო სურნელი,
შემოგცქეროდით ძვირფას განძივით,
გვერდით გიჯექით და გშორდებოდით
ასაკობრივი დროით, მანძილით.
მე შემოდგომის მტანჯავდა განცდა,
თქვენ გაზაფხულის ფერი გემოსათ
და მე ვხვდებოდი, რომ იყო გვიან,
დავაგვიანე თქვენში შემოსვლა.
ახლა შორიდან მჭვრეტელი განცდით,
გიცქერ და ვხვდები მინდვრის ქარი ხარ,
რა მოხდა, დროით ერთმანეთს ავცდით...
სხვაზე ნაკლებად არ მიხარიხარ. 






















***
მზე შემოდგომის ხსოვნაში ჩადნა,
გაიყოლია თითქოსრიჟრაჟი,
ეს ყველაფერიშორიდან ჩანდა,
ეს ყველაფერიიყო მირაჟი.

ეს ყველაფერიწინადღეს ჰგავდა
თავმომწონედ რომუნდა გასვენდე,
ეს ყველაფერისამზადის ჰგავდა,
სიკვდილის წინრომ ხალხსგაახსენდე.

დრო მოთმინების დასარწყურებლად
შესაძლებლობის ნულისტოლია,
საკუთარ თავისდასარწმუნებლად
ხვდები რამდენი  მტერი გყოლია,

მიაყურადე ტაშსვინ გიკრავდა,
ვისგან დარისთვის  გერგო პატივი
და დაინახედიდ სირთულიდან
ყველაზე მეტადრაა მარტივი.



მზე შემოდგომის ხსოვნაში ჩადნა,
გაიყოლია დილისრიჟრაჟი,
ეს ყველაფერი  შორიდან ჩანდა
და ყველაფერიიყო მირაჟი.

















***                  
ვნახე დედაღვთისმშობელი
ჩემს საფლავზეყვავილს რგავდა,
დედაჩემის კაბაეცვა,
დედის მონატრებას ჰგავდა.

შეკრთა,თვალიამარიდა,
დამინახა გამეცალა,
თქვა ტირილიაღარ გინდა,
დედა არგარდაგეცვალა.

წუხილს  ძლივს წავართვითავი.
მსურს სიზმარიმართალს  ჰგავდეს,
ვიყო სიყვარულით მკვდარი,
ღვთისმშობელი დედადმყავდეს.



























                               ხვალ...


ხვალ სასამართლო იმსჯელებს ჩემზე,
გამოცხადდება ხვალგანაჩენი,
ხვალ გაირკვევარას მომისჯიან,
დავიღუპები თუგადავრჩები.

ხვალ გამჟღავნდება უპირველრსად,
რომ დამნაშავეჩემი გულია,
რომ სიყვარულიმარადიული,
მარადიულად აკრძალულია.

ხვალ გაირკვევადანაშაული
რომ უმთავრესად ჩემი ლექსია,
გულს წამართმევენ,ეს იმასნიშნავს
სიცარიელეს აღარესვრიან.

გამოცხადდება რომმეკრძალება
ტკივილი,ლექსშიაღარ ვახსენო,
ხვალ  შეუძლიათ   გასცენბრძანება,
რომ უკვემოგვკვდი,  აღარ ვარსებობ.


ხვალ სასამართლო იმსჯელებს ჩემზე,
სიტყვას მისცემენმსაჯულს ნაფიცებს,
მაინტერესებს,ვისაცგული აქვს,
ჩემს უგულობასრით დაამტკიცებს.














* * *

სულ ტირის ჩემი ვიოლინო,
                  ტირის და ტირის
და ახმოვანებს  ჩაბუდებულს
                    სხეულში ტკივილს,
თუმცა ტკივილი ზოგჯერ,თითქოს
                  სიმღერად უჩანს,
მოეფინება ხმაურად და 
                    სიფხიზლედ ქუჩას,
აგიყოლიებს,აგაჩქარებს,
                      ფიქრში ჩაგძირავს,
ხვდები ჩასახლდა გონებაში,
                   ძილშიც არ  გძინავს,
და  ეძებ საშველს
                   ვიოლინოს დარდში,ნაღველში,
  შენს სურვილს ეძებ,
                    ვიოლინოს მწარედ ნამღერში.
სულ ტირის ჩემი ვიოლინო,
                     ტირის და ტირის....    




















***
აღვესრულე....სული ჩემი
ვუწილადე  ცათა ...მმართებს,
ამიერში აღარ ვრჩები,
იმიერში ვეძებ ნათელს.

გავეც,რაიც მომყვა დღემდე,
ვიწინამძღვრე ცათა შინა,
აღვევლინე ზეციურში,
მიწიერმა დამაშინა.

წამიერი იყო შფოთვა,
წამი შემრჩა წამებისა,
ვარსკვლავთ ვუკჟინე  შორთა,
მწარეობა წამებისა.

შთანთქა უნიათო დღენი
ჟამთა მთოვარებამ, ნისლმა,
უფალს შევავედრე თავი,
ისევ ზეციურმა მიხსნა.














***
გადააგორეთ დედამიწა, ცოდვით დამძიმდა,
გადააგორეთ, რადგან უკვე ეჭვის ბურთია,
ერთადერთია, შეუცვლელი ღმერთის განძიდან,
რომელსაც მხოლოდ ვარსკლავების ცეცხლი უნთია.

გაინაწილეთ სიყვარული, რაც დარჩა მიწის,
ტოლი არა ჰყავს ამ სიყვარულს, არ ჰყავს შემცვლელი,
თორემ, ხომ ხედავთ, სიყვარული ჩვენს თვალწინ იწვის,
და ჩვენც, სიმშვიდით, როგორ იწვის იმას შევცქერით.

ტრიალებს, მაგრამ უშედეგოდ, ცოდვით ტრიალებს,
ჰგავს უცხო სხეულს, პლანეტებში მოხეტიალეს,
გადააგორეთ, ვიდრე ბრწყინავს, ვიდრე ციმციმებს,
არ დაუღრღნია ვიდრე ცოდვებს, ცოდვის სიმძიმეს.
























                     ***

აპრილი?!
                       არ მიყვარს აპრილი,
პირველად აპრილში ავტირდი,
              პირველად აპრილში გაკოცე,
პირველად აპრილში ამტკივდი.
მოვედი,
             ვიყავი ,
                             მივდივარ,
საფლავშიც აპრილი მიმყვება,
წაიღეს დღეებმა რაც მქონდა,
აპრილი ვერ მოკლეს ბრიყვებმა.

ძვირფასო, სიკვდილს რომ უცინი,
გგონია ვერ გხედავ,ვერ გამჩნევ?
უჩემოდ გამხდარხარ გულცივი,
დრო მოვა, სიკვდილსაც შეგაჩვევ,

მწარეა სიბერე უძლური,
გიყვარდეს ადვილი როდია,
მომწყინდა ამქვეყნად ძუნძული,
მოვეშვი უსაქმოდ ბოდიალს.

ატმების ყვავილთა ალში ვარ,
გულს ცეცხლი უნთია კმაყოფილს,
მე ისევ პატარა ბავშვი ვარ,
მე ერთი სიცოცხლე არ მყოფნის.

ნუ მეტყვით,
ისედაც განვიცდი,
რომ წლები ჩათავდა წამებად,
ის წლები, ღმერთმა რომ მაჩუქა,
ოცნებად,ტკივილად,წამებად.

აპრილი?!
არ მიყვარს აპრილი,
პირველად აპრილში ავტირდი,
პირველად აპრილში გაკოცე,
პირველად აპრილში ამტკივდი.







































***
მიწის ზემოთ ვინ დაგტოვებს,
შენც სამარეს გაგითხრიან,
იმ მიწაში დაგმარხავენ,
სადაც მეფე დავითია.

სადაც რუსთაველი სახლობს,
წაიყრიან მიწას ძვლები,
მთავარია მოახერხე
და სიკვდილი შეიძელი.

ხარ სიკვდილშიც ბედნიერი
(რასაც ვამბობ, ჩვენში დარჩეს),
ზოგი სიკვდილამდე კვდება,
შენ სიკვდილი გადაგარჩენს.


























***
იმდენი ვწერე სიკვდილზე,
ვეფერე მის მადლს, ღირსებებს,
წავიდა გალაღებული,
სამშვიდობოში ისვენებს.

თვალყურს მადევნებს შორიდან,
მიწონებს კაცურ თვისებებს,
მე როგორ ავხმიანდები,
თუ თვითონ არ გამიხსენებს.

































განიწმინდენით

ნათელმოსილხართ, 
სალოცავად მიემგზავრებით...
განიწმინდენით!
წამდაუწუმ
რეკენ ზარები. 
განიძარცვენით არამისგან, 
განსრულდით ღვთისებრ, 
თუ გელით ჯვარცმა,
შიში ნუ გაქვთ,
აღსდგებით ისევ.

განიწმინდენით...
განიძარცვეთ არამისგან. 


скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge