ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
რედაქტორისგან
მთავარია განსხვავებული აზრების არ შეგვეშინდეს, არ გავხდეთ დემონიზირებული ტიპიური ქართული ჟურნალი, რომელშიც რედაქცია ისეთ ტექსტებს ანთავსებს, რომლებიც თავად მოსწონს და ეხასიათება! აზრთა სხვადასხვაობა, დიალოგი და კრიტიკული დისკურსი გახლავთ ჩვენი ამოსავალი პრინციპი; ამოსავალ პრინციპებზე არ კამათობენო, თუმცა ტრადიცია სხვა რაიმეს გვეუბნება.
ჩვენ ღიაობის მომხრეები ვართ, არ გვეშინია თანამედროვე გამოწვევების, ჯანსაღ დისკუსიას არასოდეს გავურბივართ, არ ვქმნით მწერლობის ,,უნივერსალურ" გაგებას და ,,ელიტურ მწერლებს", რომლებსაც თავი მართლა ელიტურები ჰგონიათ (საერთოდ მეჯავრება ეს სიტყვა, რადგანაც აზრობრივად ჭეშმარიტად გაბრძნობილ ადამიანზე უბრალო და სათნო არავინ მეგულება, ხოლო თვითკმარი ადამიანები ობსკურანტისტულ ჭაობში იძირებიან) და ათასგვარ ვერაგობას სჩადიან. ჩვენს ჟურნალში ერთმანეთის გვერდით დგას კლასიკა, მოდერნი და პოსტმოდერნი; ლიბერალიზმი, კონსერვატიზმი და პატრიოტიზმი; კაპიტალიზმი და სოციალიზმი; მეცნიერება და თეოლოგია.
ჟურნალი ,,აფინაჟის" ფუნდამენტი ფილოსოფიური მჭვრეტელობა და განაზრებაა. ჩვენ უნდა შევაკავშიროთ მეციერული და ლიტერატურული ბანაკები, რომლებიც ასე ქაოსურად გაფანტულან დღევანდელ საქართველოში, რაღაც საერთო ღირებულებებზე უნდა შევთანხმდეთ, რომ არ დაზიანდეს მომავალ თაობათა ინტერესები.
ვინც მხარს გვიჭერთ და იზიარებთ ჩვენი ჟურნალის იდეას - შემოგვიერთდით; ხოლო ვინც არ იზიარებთ - გავმართოდ დიალოგი, აკადემიურად და კულტურულად.
რედაქტორი

ახალი სტატიები
დავით კაკაურიძე - საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის კონტექსტში 22:53რაულ ჩილაჩავა - ლექსები 18:40ქევსერ რუჰი (ქეთი ხანთაძე) - გადაღმა მხარე 18:37ჯემალ შონია - ლექსები 18:33ზურაბ ვახანია - სიცოცხლის ფილოსოფია და მიღმასწრაფება 21:11ნინო დარბაისელი - ლექსები 20:08ნინიკო მშვიდობაძე - ლექსები 20:02ანნა კომლაძე - ლექსები 19:58
პირადი კაბინეტი