გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

დავით კაკაურიძე - ტყიბული და მისი შემოგარენი

დათო კაკაურიძე

ქალაქ ტყიბული და მისი რაიონი, რომელიც საქართველოს ისტორიული მხარის - იმერეთის რეგიონს წარმოადგენს, მდებარეობს კოლხეთის დაბლობსა და იმერეთის მაღლობს შორის, 600–800 მეტრ სიმაღლეზე, იგი გაშენებულია მდინარე ტყიბულას ორივე ნაპირზე, რომელიც შემოფარგლულია ტყით დაფარული მთაგორიანი ტერიტორიით.   ტყიბული, ისტორიულ რეგიონთან - ქუთაისთან საკმაოდ ახლოს მდებარეობს, ალბათ ამ გარემოებამ განაპირობა მის შემოგარენთან ახლოს მყოფი თემის ისტორიულ–მემკვიდრეობით საგანძურთა არსებობა, რომელიც რაიონის თემისთვის  ფასდაუდებელ განძს წარმოადგენს.
უნიკალურობითა  და  მნიშვნელობით მდიდარ ამ რაიონს, მატერიალურ–კულტურული ძეგლები და არამატერიალური ბუნებისპეიზაჟი  მართლაც  ღირსშესანიშნავ  ადგილად აქცევს საქართველოში.  ოკრიბაშიუხვადაა   საკულტო თუ არასაკულტო დანიშნულების ძეგლები ციხე–სიმაგრეები, ციხედარბაზები, მონასტრები, ეკლესიები, რომლებიც, თავის მხრივ, ამდიდრებს რაიონს  და  ფასდაუდებელ საუნჯედ ხდის ქვეყნისათვის. უპრიანი იქნება, ვიდრე კულტურული ობიექტების კონკრეტულად ჩამოთვლას დავიწყებთ გავეცნოთ ოკრიბის ისტორიას.

   სახელწოდება ,,ოკრიბა“ 1071 წლიდან მოიხსენიბა ნიკორწმინდის  „იადიგარში“( საეკლესიო  შიდაგანაწესი). იმ დროისათვის, ის ფართო ნაწილს მოიცავდა (იგი გადაჭიმული იყო რაჭიდან  გურიამდე ), ვიდრე დღესაა და მათ შორის ქუთაისსაც, ხოლო უშუალოდ ტყიბული 1259–1293  წლით დათარიღებულ წყაროებში. ,,შეწირულების დაწერილ დეკანოზ იაკობისა ხახულის ღვთისმშობლისადმი“ არის პირველი წყარო ტყიბულის ხსენებისა.
    რაიონში მდებარე კულტურული ძეგლების რაოდენობა 50–ზე მეტს მოიცავს, რომლებიც ქალაქის შვიდ სათემოსა (სოჩხეთი, გურნა, ჯვარისა, საწირე, კურსები, ხრესილი, ორპირი) და ორ სოფელში - მუხურასა და ცუცხვათში არის განაწილებული.

  1. ბუეთის მთავარანგელოზის ერთნავიანი ეკლესია.
  2. გადაღმა წყალწითელას ანტიკური ხანის ნასახლარი.
  3. გელათის მონასტერი.
  4. გურნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.
  5. დაბაძველის ეკლესია, მაცხოვარის ფერისცვალების სახ. ეკლესია.
  6. ზედუბნის  ფეოდალური ხანის საწირის ციხე.
  7. კისორეთის წმ.გიორგის ეკლესია.
  8. კურსების წმ.გიორგის ეკლესია, "ზელუბნის" (ზედაუბნის) მაცხოვარის ეკლესია, ანტიკური ხანის ნასახლარები,  XV ს-ის  სამი კოშკი.
  9. ლეღვას გოგირდოვანი წყლები (წყაროებში  მოხსენიებულია XVIII ს-ში)
  10. მოწამეთას მონასტერი.
  11. მუხურას ელდათის წმ.გიორგის ეკლესია, ადრ. შუა ს-ის ციხე „შეუპოვარი“, ნოხტას წმ.გიორგის ეკლესია (XIX ს.), მთავარანგელოზის ეკლესია, წმ.ბარბარეს ეკლესია, წმ.სიმონის ეკლესია, ბრელისის ეკლესია.
  12. ორპირის თამარ მეფის სახელობის ეკლესია.
  13. ოხომირა–ცუცხვათის ციხე, ანტიკური ხანის ნამოსახლარები.
  14. ოჯოლას არქეოლოგიური ძეგლი (1960 წელს აღმოჩენილი ბრინჯაოს ხანის განძი).
  15. საწირის ციხე (XI ს).
  16. სოჩხეთის ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია.
  17. ციხიას შუა საუკუნეების ეკლესია და ციხე.
  18. ცუცხვათის და ჭალისთავის საზღვარზე მდებარე ღვთისმშობლის ეკლესია (მინერალური წყლები), პალეოლითური ხანის ნასახლარი "ცუცხვათის მღვიმე".
  19. ძიროვანის ეკლესია, მრავალძალის წმ.გიორგი (X-XI სს.), ციხე - დარბაზი და "თამარის ციხე".
  20. ძმუისის X საუკუნის ეკლესია.
  21. ძუყნურის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესია.
  22. წყნორის წმ.გიორგის სახელობის ეკლესია (XVIII ს).
  23. ჯვარისას ეკლესია, ჯვარის ციხე (სოფ.ჯვარისას ეკლესიაში დაცული "ძელი ჭეშმარიტი", ბუდეში ჩასვენებული ჯვარი).
  24. ჯონიას  X ს-ის წმ.გიორგის ბაზილიკური ეკლესია (ლაპიდარული.წარწ), შუა საუკუნეების ციხე, არქეოლოგიური ძეგლი - 1967 წელს აღმოჩენილი ჯონიას "კოლხური თეთრის" განძი). 

    ამ ძეგლებისა და სოფლისყველა ისტორიული ობიექტის შესახებ ქვემოთ უფრო ვრცლად ვისაუბრებთ.


                             


                                    სოფელი ძიროვანი 
     

           სოფელი  ძიროვანი ქალაქ  ტყიბულთანახლოს, საწირისსათემოში მდებარეობს,რაჭის ქედისსამხრეთ კალთაზე, მდინარე მთისჭალისზემოთში,ზღვის დონიდან 600 მეტრზე,ტყიბულიდან10 კილომეტრის დაშორებით.2002 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 627 ადამიანი. აქ არისთავისი  სიძველით  გამორჩეული შუა საუკუნეების  მთავარანგელოზის  სახელობისეკლესია,  რომელიც   თარიღდებაXI-XII საუკუნით და ამ საუკუნეებისათვის დამახასიათებელიორნამენტებით გამოირჩევა. ეკლესია თითქმის დანგრეულია, ამის მიუხედავად, აქ არსებული მოჩუქურთმებული, დეკორაციული პილასტრის (სვეტის) ორიგინალურობა მნიშვნელოვანი და შესამჩნევია. მას ამშვენებდა წმინდა გიორგის გამოსახულებით შესრულებული ქვაზე კვეთა, რომელიც დასავლეთ კარის შესასვლელს ამკობდა ზემოდან.  ის დროთა განმავლობაში ჩამოვარდა. განსაკუთრებით საინტერესო გახლავთ  დასავლეთ ფასადის შიდა დაბალ რეესტრში  აღმოჩენილი მხატვრობა (ფერწერული), რომელიც წითელი საღებავით არის შესრულებული. ის მცირე ფორმითაა შემორჩენილი, მაგრამ აქ მყოფი  უძველესი (დაახ. XI-XII ს) ფრესკა ფასდაუდებელმნიშვნელობას  ანიჭებს ძეგლს. შემდგომ, როგორც გაირკვა,  მასზე  გამოსახული იყო ნადირობის სცენა,  რაც აღრმავებს მე–11 მე–12 საუკუნის ფრესკული მოხატვის შესაძლებლობას,  რომელიც ამშვენებდა ეკლესიას. არქიტექტურა მეორდებაჭყეპის,  ცუცხვათის, ზედუბნის  ეკლესიებისმსგავსად. თამარის წყარო გვიამბობს, რომ აქ არის გვიანი შუა საუკუნეების ციხეკოშკი, რომელიც სავარაუდოდ შიგაგზების გამაკონტროლებლად ითვლებოდა. დღევანდელი მდგომარეობით, ციხე დანგრეულია, თუმცა შემორჩენილია მისი დასავლეთი კედელი, რომელიც 9–10 მეტრის არის. მას აქვს სათოფურები და ქონგურებიც. ასევეა ქაშვეთის ეკლესია. დღეისათვის, მისი ნანგრევებია შემორჩენილი. აქვე უნდა ითქვას, რომ უცნობია მისი აგების პერიოდი. სოფელს  დიდ მნიშვნელობას ანიჭებს  სასახლის არსებობა, რომელიც ნანგრევებადაა ქცეული. ასევე, ამ სოფელში დგას წმინდა გიორგის  სახელობის ეკლესია. იგი  მოჩუქურთმებულია ,,ტეშენიტზე“ ამოკვეთილი ჯვრის ორნამენტით, რომელიც დასავლეთ შესასვლელს ამშვენებს. აქ, ისევე, როგორც სხვა სოფლებში, დემოგრაფიული პრობლემა დგას. სოფლიდან დრო და დრო  გაედინება სოფლის მაცხოვრებლები.


                                        ცხრაჯვარი

         ნაქერალას  ქედზე (რაჭის ქედი),   1570მეტრ სიმაღლეზე, სალი კლდის წვერზემყოფი წმინდა გიორგის სახელობის მთასაყდრის უგუმბათო ეკლესია  დგას. ამ ადგილიდან ხელის გულივით იშლება ყველა ის ობიექტი,  რომელიც  ტყიბულისმიდამოებში არის აგებული. ცხრაჯვარისწმინდა გიორგის საყდარს აქვს საინტერესო ისტორია, რომელიც  მოგვითხრობსმისი აშენების შესახებ: ყოველი წლის (ძველით) მაისის ბოლო შაბათს, ცხრაჯვარი განსაკუთრებულ სიცოცხლეს იძენს და დღესასწაულის საბაბი ხდება. წმინდა გიორგის სახელობის სალოცავი, რომელიც საკუთარი არსებობის ლეგენდას ატარებს, ამ დღეს მომლოცველთა სიმრავლით ხარობს.
ცხრაჯვარისლეგენდამოგვითხრობს:

         ლეგენდა: დიდი ხნის წინათ, სვანეთში ძმებ სოფრომიანებს თავადი მოუკლავთ, სვანეთიდან გადასახლებულან და ოკრიბის პატარა სოფელში ჩასახლებულან; გვარი კი ,,სოფრომაძედ“ გადაუკეთებიათ. რამდენიმე ხნის შემდეგ, სოფრომაძეების გვარს ღვთისრისხვა დასტყდომიათ თავს, სოფრომაძეების ახალშობილები ვერაფრით აღწევდნენ სრულწლოვან ასაკს და იღუპებოდნენ. შეძრწუნებული მოსახლეობა ერთ დღესაც ღია ცის ქვეშ შეკრებილა და უფლისთვის უთხოვიათ: ოღონდ ძე გაგვიზარდე, ჩვენ მტრედს ავაფრენთ და სადაც ის დაჯდება, იქ უფლის სადიდებლად სალოცავს ავაშენებთო… მართლაც, აუფრენიათ მტრედი უხუცეს სოფრომაძეებს. მტრედი თურმე ამ მთის თავზე დაფრენილა… სულ ხელით უზიდავთ ქვები დაბლობიდან მთაზე სოფრომაძეებს, ბევრი კიდეც შესწირვია სალოცავის მშენებლობას, მაგრამ საბოლოოდ, დიდი შრომის და წვალების შემდეგ, მთაზე პატარა სალოცავი აუგიათ. სალოცავის აგების ბოლო დღეს, სოფრომაძეებს ნადიმი გაუმართავთ, დაუკლავთ უამრავი დეკეული, თუ ფრინველი. შუა ნადიმის დროს, შეზარხოშებულებს ჩხუბი მოსვლიათ, იარაღად კი დეკეულის ბასრი ძვლები გამოუყენებიათ, ცოდვილებს ერთმანეთი სასტიკად დაუჭრიათ და სისხლი დაუღვრიათ. როცაგამოფხიზლებულან, სინანულში ჩავარდნილან, მუხლებზე დამხობილან და უფლისთვის უთხოვიათ პატიება. მას შემდეგ სოფრომაძეები ყოველი წლის მაისის ბოლო შაბათს უფალს ადიდებენ და ხორცს არ ჭამენ.

        ლეგენდა თაობიდან თაობაზე გადადის და ყველას სისხლში შეგვერია მაისის ბოლო შაბათის სიხარული… პატარა სოფელი, რომელიც თითქმის ყოველთვის ცარიელია, ამ დღეს ერთიორად ივსება და ბედნიერდება. ძე თუ ასული სოფრომაძეების ჟრიამული ლაჟვარდისფერ ცას ცდება და უფალთან ადის…



                                სოფელი მუხურა

      

         სოფელი მუხურა მდებარეობს ტყიბულთან  ახლოს, რაჭისქედის სამხრეთ  კალთებზე. იგი დასავლეთ საქარველოში სიდიდით  მესამე სოფელია. აქ, გარდა ბუნებრივი (ულამაზესი, 60 მეტრიანი წყალვარდნილის) ძეგლებისა, არის ადრეული შუა საუკუნეების ციხე „შეუპოვარი“,რომელიც    მნიშვნელოვან  სტრატეგიულადგილზე მდებარეობდა. აქ ასევეა ელდათისა დანოხტას წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიები, ბრესილის (XVIII საუკუნის) ეკლესია, ოქონის ეკლესია და ციხე.


   


სოფელი  ბუეთი


              სოფელ  ხრესილისთემში. ისტორიული ოკრიბისტერიტორიაზე, მდინარეწყალწითელას მარცხენა მხარეს, მდებარეობს  სოფელი ბუეთი. ზღვის დონიდან 420 მეტრი,ტყიბულიდან15 კილომეტრი.2002 წლისაღწერის  მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 175 კაცი. იგი  ქუთაისი–ტყიბულის  შიგა საქალაქო გზაზე მდებარეობს, რომელიც ეკლესიის  შემაღლების ქვედა წელშია. იგი  ბარელიეფურიგამოსახულებითაა  წარმოდგენილი. მასზე გამოსახულია  იმ დროისათვის გავრცელებული  (ოკრიბაში და არამხოლოდ) ცხვრის თავის გამოსახულება, რომელიც  კარნიზის ქვემოთაა. ტაძარი არ არის თლილი ქვით ნაგები,  მის  მშენებლობაში ვხვდებით სხვადასხვა დასახელების მოსაპირკეთებელ ქვებს: ტეშენიტი, კირქვა და სხვა. ტაძარს არ აქვს მოპირკეთებული პერანგი, თუმცა მრავლადააბარელიეფური გამოსახულებანი ოთხივესკედლის ფასადზე.

       ეკლესია ერთნავიან ბაზილიკას წარმოადგენს. მას აღმოსავლეთით, საკურთხევლის მხარეს აქვს სამი სარკმელი. მას თავზე ჯვრის მოჩუქურთმებული, რელიეფური გამოსახულება ამშვენებს. ეს ეკლესია იდეალურად აღიქმება (სიმაღლე და  სიგანე). მისი შემკულობებით ტაძრის შიგა ინტერიერი  წარმოდგენილიაXIX საუკუნის ხის კანკელით (ანალოგია ბარაკონის ეკლესიის),  რომელზეც სიუჟეტურადაა 21 რელიგიური სცენა წარმოდგენილი. კანკელს  უზარმაზარი ფორმა აქვს, რაც რუსული  საეკლესიო არქიტექტურის  დამახასიათებელი ნიშან–თვისებაა. ეკლესიას(2009 წელს?)  გაუკეთდა რესტავრაცია,  რა დროსაცტაძრის შიდა ინტერიერი  შეთეთრებულია. ტაძარს აქვს სარკმლები რომელიც საკმაოდ ღვრის სინათლეს  ეკლესიაში. ტაძარი ბრეგაძეების საგვარეულო ეკლესიაა.  ტაძრისსიახლოვეს არსებობდა სოფლის დასახლება,მაგრამ  სრულიად გაურკვეველი მიზეზით  დღეისათვის ეს ტერიტორია  არათუ  სოფლის  მოსახლეობას,არამედ ნათესებსაც არ უკავია. 

         სოფელიბუეთი  ცნობილია X-XI საუკუნის  მთავარანგელოთა სახელობის  ეკლესიით.მასთან ახლოს კი,  50 მეტრის  ქვემოთ, გამოედინება მინერალური (გოგირდოვანი) წყალი. აქ  ბუნების უმშვენიერესი  პეიზაჟი იშლება. მდინარე ლაშიღელეს იქვე  ჩანჩქერი ამშვენებს. საგულისხმოა, რომ  ეს  ტერიტორია დღეისათვის ნასოფლარია, გასულ  საუკუნეში დაცარიელდა.  მდინარესთანშემორჩენილია  ძველი  წყლის  წისკვისლები. 

                                             


                                           სოფელი ჯონია

   

            ორპირის თემში  არსებული სოფელი ჯონია მდებარეობსმდ. წყალწითელასა დაღვანანასწყალგამყოფზე. ზღვის დონიდან 480მეტრზე, ტყიბულიდან  21კილომეტრის მოშორებით.2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 76 კაცი.

        სოფელ ჯონიაში მდებარეობსX  საუკუნის  წმინდაგიორგის  სახელობის  ეკლესია.მშენებლობის  პროცესში,  გამოყენებულია დაუმუშავებელი  ტრავენტინი (პორტიკო, შირიმი). იგი  ერთნავიანი ბაზილიკური  ეკლესიაა. დასავლეთით მინაშენი აკრავს (დიდი ნაწილი დანგრეულია დროთა განმავლობაში, შემდგომ პერიოდშიიმავე  ქვებით  ამოყვანილიაკედლის ქვედა  რეესტრი). ეკლესიის პერანგი ნაგებია  მოუპირკეთებელი ქვით.  განსხვავებულია  ნაგებობის ფორმა:  რიგ შემთხვევაში გამოყენებულია კირქვა და ტრავენტინი. ეკლესიას  სამხრეთ ფასადზე აქვს ასომთავრული ლაპიდარული წარწერა, რომელიც  ძლიერ  დაზიანებულია. იგი აგების წელს  გვამცნობს.

       ტაძარის  სახურავი  მოჭიქულიკრამიტითაა   გადახურული,  რომელსაც რესტავრაცია ახლახანს ჩაუტარდა. ტაძარს 2 კარი აქცს: სამხრეთით და დასავლეთით. შიდა  ინტერიელი შებათქაშებულია ცემენტით.არ არის  შემორჩენილი ფრესკა. რესტავრაციამდე ეკლესია დაზიანებული იყო. ტაძარში  ინახება  უძველესი საღვთისმსახურო  მანტია. ტაძარს აქვს მცირე ზომის  ახალი ხის კანკელი. დასავლეთით  ღვთისმშობელი მარიამია გამოსახული, ხოლო აღმოსავლეღით - უფლის გამოსახულებაა. მათ შორის კარებს  ამკობს  მთავარანგელოზთა  გამოსახულება, ხოლო კანკელის თავზე საიდუმლო სერობისსიუჟეტია წარმოდგენილი. დღეისათვის, ეკლესია მოქმედია. გარდა ამისა, ამავე სოფელში 1967 წელს აღმოაჩინეს „კოლხური თეთრის“  მონეტები,რომელიც ერთი–ორად  ზრდის  სოფლის  ისტორიულ მნიშვნელობას. 

                                      სოფელი კისორეთი


             კისორეთი მდებარეობს გურნის სათემოში, ტყიბულიდან 45 კილომეტრის მოშორებით. აქ მცხოვრებთა რაოდენობა 100 კაცს აჭარბებს. მდებარეობს რაჭის (ნაქერალას) ქედის სამხრეთ მთისწინეტში, ზღვის დონიდან  600  მეტრზე.

       სოფელი გამოირჩევა თავისი თვითმყოფადი კულტურით. სოფელი კისორეთი მდიდარია  არქიტექტურული ძეგლებით, მათ შორის  გამოირჩევა წმინდა გიორგის სახელობის X-XI  საუკუნის ერთნავიანი დარბაზული ეკლესია. ტაძრის  შესასვლელ აღმოსავლეთ ფასადს ამშვენებს  ცხვრის ბარელიეფური გამოსახულება, რომელიც კარნიზს ქვემოთაა. აღმოსავლეთით  საკურთხევლის  გარე  ფასადს რელიეფური გამოსახულების ჯვარი ამშვენებს, რომელიც  სარკმლის ჩრდილო–აღმოსავლეთით არის  ამოჩუქურთმებული. ტაძრის სამხრეთ კართან აღმოსავლეთით უცნაური ფორმის თითებით ამოკვეთილი  ქვაა, სადაც ოთხი თითი ფიგურირებს. მასზე არის მითი, თითქოს ამ  ტაძრის ამგებს ეკლესიის აგების შემდეგ  თავად გაუკეთებია ქვაზე თითებით ნათვირფალი. ეკლესიის პერანგი დარღვეულია.  მოყვითალო ქვით  ნაგებ ეკლესიას  შემოძარცვული აქვს  აქა-იქთლილი ქვის პერანგი.   ტაძარი არის სხვადასხვა სცენის ფრესკებით მოხატული.  წითელიფერის პალიტრით შესრულებული   მხატვრობა, რომელიც სიუჟეტურად იკითხება, გვაფიქრებინებს, რომ  იგი  XI საუკუნეშია შესრულებული. საკურთხევლის კონქი მოხატულია დეისისით:  მაცხოვარი მჯდომი ტახტზე;  მისგან მარჯვნივ მდგომი  ღვთისმშობელი ჩანს, ხოლო მარცხენა მხარე წაშლილია და არ იკითხება. ასევე, არის ჯვარცმის სცენა  გამოსახული, რომელიც დანარჩენთან ერთად  XI-XII საუკუნის  მხატვრობას(ფერწერას) მიეკუთვნება. ეკლესიის შიდა ფასადი  დროთა განმავლობაში დაზიანდა და ჩაუტარდა რესტავრაცია, გადაიხურა სახურავი. იგი  კონტრასტულადერწყმის  ბუნებას: დგას შემაღლებულ  ბორცვზე, რაცმშვენიერ ნაზავს  გვაძლევს ბუნებისა და მატერიალური  მემკვიდრეობისა. ტაძარს არ აქვს სამრეკლო. მიუხედავათ ამისა, რუსეთში დამზადებულ  ზარს (მე–20 საუკუნეში), რომელიც ხეზეა  ჩამოკიდებული,რელიგიური რიტუალების შესრულების დროს იყენებენ. ტაძარს ლომთაძეები პატრონობენ. სოფელში, გარდა  აღნიშნული ძეგლისა, ასევე არის  VI საუკუნის ეკლესიის ნანგრევები, აქვეა  გვიანი შუა საუკუნეების ციხე, რომელიც მთის მეორე ფერდობზეა აღმართული.  სოფელი გამოირჩევა ღვინისწარმოების მარალი კულტურით, რომელსაც ,,ლაიტმოტივად“ ძველი თქმულებაც    დარჩა:„დავით აღმასენებელი მხოლოდ  კისორეთის  ღვინოსმიირთმევდა,“  სამწუხაროდ,  სოფელი თანდათან იცლება მოსახლეობისაგან და ეს დღითიდღე შეუქცევადი პროცესი ხდება.

                                 სოფელი  ნაბოსლევი

   

       ორპირის სათემოში  მდებარე სოფელი ნაბოსლევი ტყიბული–ქუთაისის  შიგა სახელმწიფოებრივ  გზასთანახლოს  მდებარეობს. ტყიბულის რაიონის კულტურულ მემკვიდრეობათა ძეგლებს შორის ყველაზე ახალგაზრდა ნაბოსლევის ეკლესიაა, იგი  XX საუკუნის 10–იანი წლების  პერიოდში  ააგეს, მანამდე აქ უგუმბათო ეკლესია იყო. ეს უიშვიათესი ფორმის ჯვარ–გუმბათოვანი ტაძარია. მიუხედავად იმისა, რომ იგი XX საუკუნის პერიოდის ძეგლს წარმოადგენს,  თავისი დახვეწილი  არქიტექტურიდან  გამომდინარე, ქართულ ხუროდმოძღვრებაში განსხვავებულ სიტყვად არის აღქმული თავისი  დახვეწილი  დეკორითა და ფასადური მოხატულობით, ამიტომაც, მიმზიდველს  ხდის  მნახველისათვის. ტაძარს  ამშვენებს  კარიბჭე, რომელიც ქონგურიანი კოშკით არის   დაგვირგვინებული. ეკლესიას მრავლად აქვს რელიეფური გამოსახულებანი: დასავლეთის ფასადზე წმინდა გიორგის გამოსახულებით, ასევეა ჯვრის გამოსახულებები. ტაძრის შიდა ინტერიერი მოხატულია  ფრესკებით,რომელიც ლურჯ ფერადაა შესრულებული. ასევეა ფრესკა - უფლის გამოსახულებით.

                                            გადაღმაწყალწითელა

     სოფელიგადაღმა  წყალწითელა  თავისი ისტორიულ–კულტურული მონაპოვარით ერთ-ერთი  მნიშვნელოვანია ტყიბულის  სოფლებსშორის.  ამ  სოფელში ანტიკური  ხანის  ნამოსახლარია  ნაპოვნი. ასევეა მნიშვნელოვანი მდინარე საბელასურის ნაპირას მდებარე, ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარი. ასევეა სოფელ ციხიასა და ოჯოლაში ნაპოვნი ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარები. ამით გამოირჩევა სოფელი სოჩხეთიც.

                                            


                     სოფელი  კურსები

         სოფელ კურსების შესახებ, მნახველს უმალ უჩნდება შთაბეჭდილება. კურსების ეკლესიათა  განსხვავებულობა მეტად შესამჩნევი და დასამახსოვრებელია. ის გამოირჩევა დახვეწილი სტილით  და  წარმოდგენილია რუსულ სტილში. მისი ორიგინალურობაც იმაში გამოიხატება,  რომ ტაძარს მიდგმული აქვს სამრეკლო, რომელიც სულ სხვა  ელფერს სძენს ეკლესიას. ამ სტილით  ნაგები ტაძრები  ბევრი არ არის საქართველოში. აქ არსებული ხუროთმოძღვრული ნაგებობები ძალზედ დასამახსოვრებელია მნახველისათვის.
      სოფელი კურსები  ცნობილია XIX ს. წმინდა გიორგის  სახელობისეკლესიით, რომელიც გამოირჩევა  ტაძარზე მიდგმული  ულამაზესი სამრეკლოთი. ზელობანშიმდებარეობს (კურსების ერთ–ერთი  დასახლება)  მაცხოვრის სახელობის  X-XI საუკუნის   ერთნავიანი დარბაზული ეკლესია, რომელიც გამოირჩევა სინგური წარწერით  შესრულებული  ფრესკით.სოფელში  აგრეთვე  გვხვდება დედაღვთისას (ღვთისმშობლის)  სახელობის VI საუკუნის ეკლესია,  რომელიც რესტავრირებულია. იგისავარაუდოდ  XII-XIII საუკუნეს ეკუთვნის. პროპორციული და კედლის წყობის განსხვავებული, მტკიცედ ნაგები  ფორმითა და შიდა სივრცის გაფორმებით, მართლაც ფასეულს ხდის მნახველისათვის. ეკლესიას იქვე ვიწრობში  თეთრი ქვით ნაგები  კარიბჭეაქვს,  რომელიც ორი სართულისაგან შედგებოდა. კარიბჭეს თავზე  აქვს უხეში ქვით ამოყოლებული  რკალისებრი კიბე,  რომელსაც თავზე  ჰქონდა დადგმული ფანჩატურიანი  სამრეკლო. ამაზე მიუთითებს წრიულად დაწყობილი ქვების რიგი. ეზოს  ტერიტორიაზე დარჩენილი  მცირე  ნაგებობის  ნაშთები გვაფიქრებინებს, რომ  აქ მხოლოდ და მხოლოდ რიგითი  სოფლისეკლესია არ იყო, არამედ უფრო მნიშვნელოვანი ფუნქციის მქონე  რელიგიურიტიპის ნაგებობა გახლდათ. დასავლეთიდან მას მინაშენი აკრავს (მეოცე საუკუნის 30 –ანი წლები ნიშნიანიძეებს  მიუშენებიათ ძველი ნანგრევებად ქცეული მინასენის საფუძველზე, მისივე   ქვის ფილებით). ასევე აქვს ორი კარი, დასავლეთისა და  სამხრეთის მხრიდან. თავად ეკლესია ნაგებია ღია ფერის  კიქვით, რომლის  გათლილი კვადრები ისე მჭიდროდ არის მიბჯენილი ერთმანეთზე, რომ მიუხედავად ქვების წყობის არარეგულარობისა, კედელი ლამაზ, გლუვ და ერთიან ზედაპირად აღიქმება. კედლის ზოგიერთ ადგილას შეიმჩნევა გადაწყობის კვალი. განსაკუთრებით სამხრეთის ფასადზე. აშკარაა, რომ  ნაგებობის პერანგი  დროთა განმავლობაში რღვევას განიცდიდა და ანახლებდნენ. სამხრეთ კედელში გაჭრილი სარკმელი  ტლანქი პროფილირებული საპირით  უეჭველად გვიანია (მეცხრამეტე საუკუნემდე). ტაძარში შევყავართ ორ კარს: დასავლეთიდან და სამხრეთიდან. საკურთხევლის გვერდით ჩრდილოეთ ფასადს  აკრავს გაჭრილი,  კიდევ ერთი კარი,  მაგრამ იგი ამოქოლილია. საკურთხეველში გაჭრილია  ორი სარკმელი, დარბაზის კამარის  საბჯენით. პილასტრების კაპიტელები  შემკულიაჩუქურთმებით. ფართო,  გაშლილი  აფსიდის კაპიტელები  კი მარტივად არის პროფილირებული. პილასტრების „ჩამოკვეთა“  საკმაოდ ტლანქი  და დაუდევარია, არ გააჩნია  სიმკაფიოვე,სიზუსტე, რაც მაღალი რანგის  ძეგლებს ახასიათებს. ამჟამად ტაძარი მორთულია  ფრესკული მხატვრობით, რაც XII საუკუნის გარდამავალ პერიოდსუნდა  ეკუთვნოდეს. საკურთხევლის კონქი მოხატულია  დეისისით (უფლის გამოსახულება მაღალზურგიან ტახტზე მჟდომი), რომლის მარჯვნივ ღვთისმშობელი არის გამოსახული. ეკლესია  მთლიანად მოხატულია ფრესკებით, რაც დიდწილად  შენარჩუნებულია. ფრესკები შესრულებულია  მეწამური ფერის საღებავით. ეკლესიის ინტერიერს ამკობს  ორნამენტებითმოჩუქურთმებული კაპიტელები, რაც, ძირითადად,  X-XI საუკუნეების ძეგლებში გხვდება (ბაგრატი). ჩუქურთმაზე შესრულებულია  ფოთლებიანი ყლორტების გამოსახულება, რომელიც შესრულებულია კაპიტელზე - ზემოდან ქვემოთ,  რაც ასევე X-XI საუკუნეების  ორნამენტებს მიეკუთვნება. ეკლესია მორთულია მრავალმხრივი რელიეფური და ბარელიეფური  სემანტიკური ორნამენტებით. სამხრეთის ფასადზე გამოსახულია ხარისა და ვერძის თავები; ჩრდილოეთ ფასადზე კი - ლომისა და არწივის.  ორიოდე სიტყვით შევჩერდებით წარწერაზე, რომელიცსამხრეთის  კარის ბალავრის  ქვაზე არის ამოკვეთილი არათანაბარი, ცოტა  დაუდევრადშესრულებული  ასოებით. სამწუხაროდ, ეს სამსტრიქონიანი  წარწერა დაზიანებულია,  რომელზეც რაიმე ინფორმაციის  მიღება ჯერჯერობით  არ მოხერხდა. იმ ჩამოთვლილ უძველეს ეკლესიათაგან  განსხვავებით.

       

                                  სოფელიძმუისი
     

          სოფელ ძმუისში, შემაღლებულ მთაზე, მოსახლეობისაგან მოშორებით მდებარეობს X საუკუნიეში  აგებული  მონასტერი, რომელიც ,,მთასაყდრის“ სახელს ატარებს.  მიუხედავად იმისა, რომ  ძეგლი ძლიერ დაზიანებულია, ინტერესს იწვევს ტაძრის კედლის ბარელიეფები. ასევე, სოფელ ძმუისს ამშვენებს ულამაზესი ჩანჩქერი.




                                     სოფელი ცუცხვათი

       მდებარეობს არგვეთის ქედის სამხრეთ კალთაზე,  შემაღლებულბორცვზე. იგი ზღვის დონიდან 600 მეტრზეა. კულტურულ–მატერიალური  მემკვიდრეობის ძეგლების  გარდა, ბუნებრივ ლანდშაპტურ  გარემოში და ამ ბუნების წიაღში ჩასახულ სოფელ ცუცხვათში ცნობილია 14  სართულიანი კარსტული   მღვიმე. განსაკუთრებით  მნიშვნელოვანია მეორე სართული,  200  მეტრის სიგძისა და 14 მეტრის სიმაღლის ბუნებრივი  დარბაზით. ასევე, მე–4 და მე–5 სართულები, სადაც დათვისა და სხვადასხვა ცხოველის  თავის ქალაა ნაპოვნი. გამოვლენილია ტოტემიზმის (ცხოველთა  გაღმერთების) რელიგიური მიმდევრობის არსებობა. ცუცხვათში მდებარეობს წმინდა  გიორგისსახელობის   ეკლესია, აქვეა VI საუკუნის სტელა  ლაპიდარული ასომთავრულით შესრულებული. ნაპოვნის ახლოს მდებარეობს წმინდა გიორგის სახელობის VI  საუკუნისეკლესია (იგი ჟამთა სიავემ ძლიერ დააზიანა), აქვეა თავისი მნიშვნელობით ფასდაუდებელი ქვის სტელა და მასზეა ამოკვეთილი ლაპიდარული ასომთავრული წარწერა, რომელიც ასევე VI საუკუნით თარიღდება.  სოფელში, ასევეა ,,დავითის კონცხი“, იგი ისტორიული მნიშვნელობის ადგილს წარმოადგენს. არის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, წმინდა გიორგისა და მაცხოვრის სახელობის  XIX  საუკუნის ეკლესიები. 




скачать dle 12.1