გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

რენიკო საკანდელიძე - საქართველოში ფიზიოლოგიის ფუძემდებლის ივანე ბერიტაშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა

ივა­ნე სო­ლო­მო­ნის ძე ბე­რი­ტაშ­ვი­ლი და­ი­ბა­და 1885 წლის 10 იანვარს (ძვ. სტ. 29 დე­კემ­ბერს 1884წ.) კა­ხე­თის პა­ტა­რა სო­ფელ ვე­ჯინ­ში, რო­მე­ლიც იმ­ხა­ნად ერთ-ერთ რე­ლი­გი­ურ ცენტრს წარ­მო­ად­გენ­და. ის მშობ­ლე­ბის მე­თერ­თმე­ტე შვი­ლი იყო. მა­მა­მი­სი წმ. იო­ა­ნე ნათ­ლის­მცემ­ლის ეკ­ლე­სი­ის მღვდე­ლი იყო. წე­რა-კით­ხვა პა­ტა­რა ვა­ნომ სოფ­ლის სკო­ლა­ში ის­წავ­ლა. 1892 წელს მშობ­ლებ­მა იგი დაწ­ყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად თე­ლა­ვის სა­სუ­ლი­ე­რო სას­წავ­ლე­ბელ­ში მი­ა­ბა­რეს, სა­დაც დაჰ­ყო 1899 წლამ­დე. ვა­ნო ბე­რი­ტაშ­ვილს სწავ­ლის სიყ­ვა­რუ­ლი სწო­რედ თე­ლა­ვის სა­სუ­ლი­ე­რო სას­წავ­ლე­ბელ­ში გაღ­ვი­ძე­ბი­ა, რად­გან იმ­ხა­ნად სას­წავ­ლე­ბელ­ში ბევ­რი შე­სა­ნიშ­ნა­ვი პე­და­გო­გი და სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის ცნო­ბი­ლი პი­როვ­ნე­ბა მოღ­ვა­წე­ობ­და.

თე­ლა­ვის სა­სუ­ლი­ე­რო სას­წავ­ლებ­ლი­დან მა­მამ ვა­ნო ტფი­ლი­სის სა­სუ­ლი­ე­რო სას­წავ­ლე­ბელ­ში გა­და­იყ­ვა­ნა. ორი წლის სწავ­ლის შემ­დეგ, 1901 წელს იგი ტფი­ლი­სის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ა­ში ჩა­ი­რიც­ხა. სო­ლო­მონს სურ­და, რომ ვა­ჟი მის კვალს გაჰ­ყო­ლო­და და მღვდელ-მსა­ხუ­რი გა­მო­სუ­ლი­ყო.

სე­მი­ნა­რი­ა­ში სწავ­ლის დროს, 1902 წლის აპ­რი­ლი­დან, ვა­ნომ და­იწ­ყო დღი­უ­რის წარ­მო­ე­ბა. ჩა­ნა­წე­რებს თით­ქმის ყო­ველ­დღე აკე­თებ­და, ხან ქარ­თულ, ხან კი რუ­სულ ენებ­ზე. თა­ვის ფიქ­რებს და გრძნო­ბებს დღი­ურს ან­დობ­და და უზი­ა­რებ­და. გა­სა­ო­ცა­რია ახალ­გაზ­რდა კა­ცის კრი­ტი­კუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სას­წავ­ლე­ბელ­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზე, სო­ფელ­ში არ­სე­ბულ ცხოვ­რე­ბის წეს­ზე, სა­კუ­თარი ოჯა­ხის წევ­რებ­ზე და სხვ. ის ვერ იტან­და უქ­მად ყოფ­ნას, დრო­ის ტყუ­ი­ლუბ­რა­ლოდ ფლან­გვას უაზ­რო მას­ლა­ათ­ში, სტუმ­რად სი­ა­რულს ფორ­მა­ლუ­რი მი­ზე­ზე­ბის გა­მო და ა.შ. მას ერ­ჩია რა­ი­მე წიგ­ნი წა­ე­კით­ხა და სუ­ლი­ე­რად, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რად გამ­დიდ­რე­ბუ­ლი­ყო. იშ­ვი­ა­თად ლექ­სებ­საც წერ­და.

სე­მი­ნა­რი­ა­ში ვა­ნომ მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი გულ­მოდ­გი­ნე­ო­ბით და­იწ­ყო მე­ცა­დი­ნე­ო­ბა, მაგ­რამ შემ­დგომ სას­წავ­ლე­ბელ­მა ძი­რე­უ­ლი ცვლი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა ყმაწ­ვი­ლის აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე. იმ დრო­ი­სათ­ვის თბი­ლი­სის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რია რე­ვო­ლუ­ცი­უ­რად გან­წყო­ბი­ლი მარ­ქსის­ტი ახალ­გაზ­რდე­ბის სა­ბუ­და­რად გა­დაქ­ცე­უ­ლი­ყო. სე­მი­ნა­რი­ა­ში გა­მე­ფე­ბუ­ლი შავ­რაზ­მუ­ლი რე­ჟი­მით აღ­შფო­თე­ბულ­მა ჭა­ბუკ­მა 1903 წელს მი­ა­ტო­ვა სე­მი­ნა­რია და სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­ულ მოძ­რა­ო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად ჩა­ე­ბა. ივ. ბე­რი­ტაშ­ვი­ლი თა­ვის ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში, რომ­ლის სე­მი­ნა­რი­ი­სად­მი მიძ­ღვნი­ლი ნა­წი­ლი მან ჩა­წე­რა 1940 წელს, ასე იგო­ნებს იმ პე­რი­ოდს: `სე­მი­ნა­რი­ამ მომ­ცა ის, რაც არ შე­ეძ­ლო მო­ე­ცა არც ერთ სკო­ლას, - ხან­გრძლი­ვი გო­ნებ­რი­ვი მე­ცა­დი­ნე­ო­ბის უნა­რი, მუ­შა­თა სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­ულ მოძ­რა­ო­ბას­თან მი­ერ­თე­ბა. არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის გა­მო, ივ. ბე­რი­ტაშ­ვილ­მა გა­დაწ­ყვი­ტა რუ­სეთ­ში წა­სუ­ლი­ყო სას­წავ­ლებ­ლად და გა­ნათ­ლე­ბა მი­ე­ღო სო­ცი­ალ-ეკო­ნო­მი­ურ სა­კით­ხებ­ში. იგი სა­თა­ნა­დოდ მო­ემ­ზა­და და 1906 წელს ახალ­გაზ­რდა ივა­ნემ წარ­მა­ტე­ბით ჩა­ა­ბა­რა გამოცდები ტფილისის მე-2 გიმ­ნა­ზი­ა­ში სიმ­წი­ფის ატეს­ტა­ტის მი­სა­ღე­ბად. იგი თავ­და­პირ­ვე­ლად გა­ემ­გზავ­რა მოს­კოვს, ხო­ლო აქე­დან სანკტ-პე­ტერ­ბურგს. და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ყმაწ­ვი­ლი კა­ცის შეხედულებები, აზ­როვ­ნე­ბა და მის­წრა­ფე­ბა ძალზედ უს­წრებ­და დროს. იმ პერიოდში მის­და სამ­წუ­ხარდ, ხოლო შემდეგში საბედნიეროდ, სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბის ფა­კულ­ტე­ტი იმ დრო­ი­სათ­ვის არც მოს­კო­ვი­სა და არც სანკტ-პე­ტერ­ბურ­გის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში არ აღ­მოჩ­ნდა. ამის გა­მო ივა­ნემ გა­დაწ­ყვი­ტა დრო­ე­ბით პე­ტერ­ბურ­გის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტის სა­ბუ­ნე­ბის­მეტ­ყვე­ლო გან­ყო­ფი­ლე­ბა­ზე შე­სუ­ლი­ყო იმ იმე­დით, რომ მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­იხ­სნე­ბო­და მის­თვის სა­სურ­ვე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა. თუმცა იგი კარ­გად იც­ნობ­და ბუ­ნე­ბის­მეტ­ყველ მეც­ნი­ერ­თა შრო­მებსც. მე­სა­მე კურ­სზე სწავ­ლი­სას, სტუ­დენ­ტი ივა­ნე ისე გა­ი­ტა­ცა ფი­ზი­ო­ლო­გი­ამ, რომ სულ გა­და­ა­ვიწ­ყდა თა­ვი­სი პირ­ვან­დე­ლი გა­ტა­ცე­ბა.

ბე­რი­ტაშ­ვილ­მა, მე­სა­მე კურ­სის სტუ­დენ­ტმა, ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი კვლე­ვა და­იწ­ყო ცნო­ბი­ლი რუ­სი ფი­ზი­ო­ლო­გის ნი­კო­ლაი ვე­დენ­სკის (1852-1922 წწ.) ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, რო­მე­ლიც აგ­რეთ­ვე გახ­ლდათ მღვდლის შვი­ლი და სწავ­ლობ­და სა­სუ­ლი­ე­რო სას­წავ­ლე­ბელ­ში. მსოფ­ლიო ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა მას იც­ნობს, რო­გორც ე.წ. `ოპ­ტი­მუ­მი~-სა და `პე­სი­მუ­მი~-ს ფე­ნო­მე­ნე­ბის აღ­მომ­ჩენს. მის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ბე­რი­ტაშ­ვი­ლი სწავ­ლობ­და ჩონ­ჩხის კუნ­თე­ბის რე­ციპ­რო­კუ­ლი ინერ­ვა­ცი­ის პრობ­ლე­მას და და­ად­გი­ნა, რომ დორ­სა­ლუ­რი რქის ლო­კა­ლუ­რი სტრიქ­ნი­ნი­ზა­ცია არ არ­ღვევს `მო­ცი­ლე­ბის~ რეფ­ლექ­სის კო­ორ­დი­ნა­ცი­ას. მი­სი პირ­ვე­ლი შრო­მა გა­მოქ­ვეყ­ნდა 1911 წელს. წი­ნა წელს ბე­რი­ტაშ­ვილ­მა და­ამ­თავ­რა უნი­ვერ­სი­ტე­ტი და ვე­დენ­სკიმ მი­იწ­ვია იგი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ზი­ო­ლო­გი­ის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში სა­მუ­შა­ოდ, თავ­და­პირ­ვე­ლად 2,5 წლით, ხო­ლო შემ­დგომ კი­დევ 2 წლით.

1911 წელს ბე­რი­ტაშ­ვი­ლი ნ.ვე­დენ­სკის რე­კო­მენ­და­ცი­ით გა­ემ­გზავ­რა ქ. ყა­ზანს პროფ. ა. სა­მო­ი­ლოვ­თან, ნერ­ვე­ბი­დან და კუნ­თე­ბი­დან ელექ­ტრუ­ლი დე­ნის სი­მი­ა­ნი გალ­ვა­ნო­მეტ­რით რე­გის­ტრა­ცი­ის მე­თო­დის ასათ­ვი­სებ­ლად. თა­ვის მხრივ, სა­მო­ი­ლოვ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­თო­დი შე­ის­წავ­ლა 1904 წელს ქ. ლე­ი­დენ­ში ჰო­ლან­დი­ელ ვი­ლემ ეინ­ტჰო­ვენ­თან მუ­შა­ო­ბი­სას. (1921 წელს, ეინ­ტჰო­ვენ­მა და­იმ­სა­ხუ­რა ნო­ბე­ლის პრე­მია ელექ­ტრო­კარ­დი­ოგ­რა­ფი­ის აღ­მო­ჩე­ნი­სათ­ვის).

1914 წლის გა­ზაფ­ხულ­ზე, ვე­დენ­სკის მხარ­და­ჭე­რით, ბე­რი­ტაშ­ვი­ლი გა­ემ­გზავ­რა ჰო­ლან­დი­ის ქ. უტ­რეხ­ტში, რუ­დოლფ მაგ­ნუს­თან სა­მუ­შა­ოდ, რა­თა აეთ­ვი­სე­ბი­ნა ძუ­ძუმ­წოვ­რებ­ში ნე­ი­რო­ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბი (დე­ცე­რებ­რა­ცია, დორ­სა­ლუ­რი ფეს­ვე­ბის გა­დაჭ­რა და სხვ.), შე­ეს­წავ­ლა სხე­უ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბის, კის­რი­სა და ლა­ბი­რინ­თის ტონური რეფ­ლექ­სე­ბი. პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის დაწ­ყე­ბის გა­მო ბე­რი­ტაშ­ვი­ლი იძუ­ლე­ბუ­ლი შე­იქ­ნა შე­ეწ­ყვი­ტა კვლე­ვი­თი მუ­შა­ო­ბა და დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო სანკტ-პე­ტერ­ბურ­გში.

რო­გორც ცნო­ბი­ლი ამე­რი­კე­ლი მეც­ნი­ე­რი მე­რი ბრე­ზიე იგო­ნებს, 1962 წლის აგ­ვის­ტო­ში, ჰო­ლან­დი­ის ქ. ლე­ი­დენ­ში ფი­ზი­ო­ლო­გი­ურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­გრე­სის დროს. პრო­ფე­სო­რი ბე­რი­ტაშ­ვი­ლი მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ეს­ტუმ­რნენ რუ­დოლფ მაგ­ნუ­სის საფ­ლავს. `რო­დე­საც ვი­დე­ქით ხე­ებს შო­რის და ვის­მენ­დით ბე­რი­ტაშ­ვი­ლის სიტ­ყვას, მიძ­ღვნილს რუ­დოლფ მაგ­ნუ­სი­სად­მი, რო­მელ­საც ის კით­ხუ­ლობ­და გერ­მა­ნულ ენა­ზე, ბედ­ნი­ე­რი სა­მეც­ნი­ე­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მო­გო­ნე­ბე­ბი წარ­მოგ­ვიდ­გა, რო­მე­ლიც ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნის წი­ნათ ჩა­ი­სა­ხა და რა­საც ახ­ლდა ძლი­ე­რი ნოს­ტალ­გია.

1915 წელს ბე­რი­ტაშ­ვილ­მა და­ტო­ვა სანკტ-პე­ტერ­ბურ­გი და გა­და­ვი­და ქ. ოდე­სა­ში, ნო­ვო­რო­სი­ის­კის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის სა­ბუ­ნე­ბის­მეტ­ყვე­ლო გან­ყო­ფი­ლე­ბის ფი­ზი­ო­ლო­გი­ის კა­თედ­რა­ზე. ერ­თი წლის შემ­დეგ ბე­რი­ტაშ­ვი­ლი არ­ჩე­უ­ლი იქ­ნა პრი­ვატ-დო­ცენ­ტად და და­ე­ვა­ლა ნერვ-კუნ­თო­ვა­ნი სის­ტე­მის ფი­ზი­ო­ლო­გი­ის კურ­სის კით­ხვა. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში მან და­იწ­ყო თავ­დაც­ვი­თი რეფ­ლექ­სე­ბის შეს­წავ­ლა ვ. ბეხ­ტე­რე­ვის მე­თო­დით.

1917 წლის რუ­სე­თის რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ სა­ქარ­თვევ­ლომ მცი­რე ხნით, 1918-1921 წლებ­ში, მი­ი­ღო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა. სწო­რედ ამ დროს, 1918 წელს სანკტ-პე­ტერ­ბურ­გი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ­მა ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან ერ­თად და­ა­არ­სა ტფი­ლი­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტი და ბე­რი­ტაშ­ვი­ლი მი­იწ­ვია ფი­ზი­ო­ლო­გი­ის კა­თედ­რი­სა და ფი­ზი­ო­ლო­გი­ის სას­წავ­ლო კურ­სის შე­საქ­მნე­ლად. 1919 წელს ბე­რი­ტაშ­ვილ­მა და­ა­არ­სა აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­თედ­რა და ამ დრო­ი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, პროგ­რე­სუ­ლად გა­ნა­ვი­თა­რა ფი­ზი­ო­ლო­გი­ის სწავ­ლე­ბა და ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი კვლე­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში. უკ­ვე 1920-1921 წლებ­ში მან გა­მოს­ცა ფი­ზი­ო­ლო­გი­ის პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო ორ ტო­მად, პრაქ­ტი­კულ წიგ­ნთან ერ­თად, ხო­ლო 1922 წელს რუ­სულ ენა­ზეც. იმა­ვე დროს მან ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა ფი­ზი­ო­ლო­გი­ის კვლე­ვი­თი ლა­ბო­რა­ტო­რია და და­იწ­ყო ინ­ტენ­სი­უ­რი მუ­შა­ო­ბა. ამით ბე­რი­ტაშ­ვილ­მა ხორ­ცი შე­ას­ხა რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ცნო­ბი­ლი ფი­ზი­ო­ლო­გის ივა­ნე თარ­ხნიშ­ვი­ლის (1846-1908 წწ.) ოც­ნე­ბას - სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი­ყო ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი ლა­ბო­რა­ტო­რია.

1937 წელს ბე­რი­ტაშ­ვილ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა ფუნ­და­მენ­ტუ­რი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო მოს­კოვ­ში, რუ­სულ ენა­ზე, სა­ხელ­წო­დე­ბით `Общая физиология мышечной и нервной системы~, რომ­ლის­თვი­საც იგი და­ჯილ­დოვ­და სტა­ლი­ნუ­რი პრე­მი­ით 1941 წელს. შემ­დგომ ამ წიგ­ნის შეს­წო­რე­ბუ­ლი და გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი და­ი­ბეჭ­და 1947 და 1959 წლებ­ში. ეს წიგ­ნი სა­მა­გი­დო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს წარ­მო­ად­გენ­და `საბ­ჭო­თა~ ფი­ზი­ო­ლო­გე­ბის მრა­ვა­ლი თა­ო­ბი­სათ­ვის. კი­დევ ორი ფუნ­და­მენ­ტუ­რი მო­ნოგ­რა­ფია - `Общая физиология нервной системы~ (მე­ო­რე გა­მო­ცე­მა 1948 წ., მე­სა­მე შეს­წო­რე­ბუ­ლი და გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი 1966 წ.) და `Структура и функция коры головного мозга~, 1969 წელს, - გა­მო­ი­ცა მოს­კოვ­ში.

1935 წელს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ზი­ო­ლო­გი­ის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ბა­ზა­ზე ბე­რი­ტაშ­ვილ­მა და­ა­არ­სა ფი­ზი­ო­ლო­გი­ის სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტი, რო­მელ­საც ფაქ­ტი­უ­რად და­არ­სე­ბის­თა­ნა­ვე (ბე­რი­ტაშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბი­დან 50 და სა­მეც­ნი­ე­რო მოღ­ვა­წე­ო­ბი­დან 25 წლის­თა­ვის გა­მო) მი­ე­ნი­ჭა მი­სი სა­ხე­ლი. სულ მა­ლე ინ­სტი­ტუ­ტი გა­და­იქ­ცა ფი­ზი­ო­ლო­გი­ი­სა და ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის კვლე­ვის ერთ-ერთ წამ­ყვან ცენ­ტრად. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში მან სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­უ­ყა­რა ფი­ზი­ო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის შრო­მა­თა კრე­ბუ­ლე­ბის გა­მო­ცე­მას, რომ­ლის პირ­ვე­ლი ტო­მი უკ­ვე 1936 წელს და­ი­ბეჭ­და.

1938 წელს ივა­ნე ბე­რი­ტაშ­ვი­ლი და­ჯილ­დოვ­და ივ. პავ­ლო­ვის სა­ხე­ლო­ბის პრე­მი­ით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი­სათ­ვის, რო­მე­ლიც მან შე­ი­ტა­ნა პე­რი­ფე­რი­უ­ლი და ცენ­ტრა­ლუ­რი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის შეს­წავ­ლა­ში. ხო­ლო 1962 წელს ივ. ბე­რი­ტაშ­ვი­ლი და­ჯილ­დოვ­და ივ. სე­ჩე­ნო­ვის სა­ხე­ლო­ბის პრე­მი­ით წიგ­ნი­სათ­ვის `Нервные механизмы поведения высших позвоночных животных~, რო­მე­ლიც ჰ. ჯას­პე­რის თა­ნად­გო­მით ითარ­გმნა რუ­სუ­ლი­დან ინ­გლი­სურ ენა­ზე ამე­რი­კე­ლი პრო­ფე­სო­რის უოლ­ტერ ტ. ლი­ბერ­სო­ნის მი­ერ და გა­მო­ი­ცა ქ. ბოს­ტონ­ში (აშშ).

1939 წელს ბე­რი­ტაშ­ვილ­მა და­ა­არ­სა სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ზი­ო­ლოგ­თა, ბი­ო­ქი­მი­კოს­თა და ფარ­მა­კო­ლოგ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბა. იმა­ვე წელს იგი არ­ჩე­უ­ლი იქ­ნა საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის აკა­დე­მი­კო­სად, ხო­ლო 1944 წლი­დან იგი იყო საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი წევ­რი და აკა­დე­მი­კო­სი.

1941წ. ის იყო სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის ერთ-ერ­თი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და ბი­ო­სა­მე­დი­ცი­ნო მეც­ნი­ე­რე­ბა­თა გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი. 1935 წ. მას მიენიწა მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება.

ის გახლდათ მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის დამფუძნებელი და საპატიო წევრი:

კერძოდ, 1965წ. ამერიკის ელექტროენცეფალოგრაფიული საზოგადოების, ხოლო 1959წლიდან ნიუ-იორკის მეცნიერბათა აკადემიის საპატიო წევრია, 1960წ. ამერიკელ ფიზიოლოგებთან ერთად არის “ტვინის კვლევის საერთაშოსო ორგანიზაციის (IBღO)” დამფუძნებელი, 1969 წლიდან არის “უმაღლესი ნერვული მოქმედების საერთაშორისო კოლეგიის” და ამერიკის ბიოლოგია-ფსიქიატრიის, ხოლო 1970 წლიდან ივანე პავლოვის სახელობის ფიზიოლოგთა სრულიად საკავშირო საზოგადოებების  საპატიო წევრი.

ივ. ბე­რი­ტაშ­ვი­ლი იყო სუ­ლის­ჩამ­დგმე­ლი ამი­ერ­კავ­კა­სი­ის რეს­პუბ­ლი­კე­ბის ფი­ზი­ო­ლოგ­თა, ბი­ო­ქი­მი­კოს­თა და ფარ­მა­კო­ლოგ­თა ყრი­ლო­ბე­ბის მოწ­ვე­ვი­სა, რომ­ლე­ბიც მო­რი­გე­ო­ბით იმარ­თე­ბო­და ამ რეს­პუბ­ლი­კებ­ში. პირ­ვე­ლი ყრი­ლო­ბა გა­ი­მარ­თა ერე­ვან­ში 1948 წელს. სა­ქარ­თვე­ლო­ში თბი­ლი­სის გარ­და ის იმარ­თე­ბო­და ბორ­ჯომ­სა და წყალ­ტუ­ბო­ში. სამ­წუ­ხა­როდ, ბე­რი­ტაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ეს ყრი­ლო­ბე­ბი აღარ გა­მარ­თუ­ლა.

ხან­გრძლი­ვი და აქ­ტი­უ­რი სი­ცოც­ხლის მან­ძილ­ზე ბე­რი­ტაშ­ვი­ლი იყო თით­ქმის 400 სა­მეც­ნი­ე­რო შრო­მის, მათ შო­რის მრა­ვა­ლი მი­მო­ხილ­ვი­თი სტა­ტი­ის ავ­ტო­რი. აღსანიშნავია რომ, შრო­მებს იგი თა­ვად წერ­და და არა­სო­დეს მი­ე­წე­რე­ბო­და თა­ვის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის სტა­ტი­ებ­სა და თე­ზი­სებს. მან გა­მოს­ცა 12 მო­ნოგ­რა­ფია, ფუნ­და­მენ­ტუ­რი 3-ტო­მი­ა­ნი მო­ნოგ­რა­ფია-სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო, 2-ტო­მი­ა­ნი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო სტუ­დენ­ტე­ბი­სათ­ვის, რო­მელ­თა გა­და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი და შევ­სე­ბუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი რამ­დენ­ჯერ­მე და­ი­ბეჭ­და. მან გა­მოს­ცა თა­ვი­სი პირ­ვე­ლი წიგ­ნი 1916 წელს, 32 წლის ასაკ­ში, ხო­ლო უკა­ნას­კნე­ლი მო­ნოგ­რა­ფია, შეს­წო­რე­ბუ­ლი და გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი 1974 წელს, მი­სი გარ­დაც­ვა­ლე­ბის წელს, თით­ქმის 90 წლის ასაკ­ში. სულ მა­ლე მი­სი გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან რჩე­უ­ლი შრო­მე­ბის დიდ­ტა­ნი­ა­ნი კრე­ბუ­ლი გა­მო­ი­ცა მოს­კოვ­ში რუ­სულ ენა­ზე, ხო­ლო მე­ო­რე, უფ­რო დი­დი კრე­ბუ­ლი, მიძ­ღვნი­ლი მი­სი და­ბა­დე­ბი­დან 100 წლის­თა­ვი­სად­მი, გა­მო­ი­ცა თბი­ლის­ში.

ივა­ნე პავ­ლო­ვის მსგავ­სად, ივა­ნე ბე­რი­ტაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა პნევ­მო­ნი­ით 1974 წლის 29 დე­კემ­ბერს, მი­სი და­ბა­დე­ბი­დან 90-ე წლის­თა­ვის იუ­ბი­ლემ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ად­რე. იგი დაკ­რძა­ლუ­ლია თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბაღ­ში, უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­მა­არ­სებ­ლის ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სი­ახ­ლო­ვეს.


ივა­ნე ბე­რი­ტაშ­ვი­ლი სანკტ-პე­ტერ­ბურ­გში

ივა­ნე ბე­რი­ტაშ­ვი­ლის სა­მეც­ნი­ე­რო გე­ნე­ა­ლო­გია და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სანკტ-პე­ტერ­ბურ­გის ფი­ზი­ო­ლო­გი­ურ სკო­ლას­თან. მა­ნამ­დე, 1877-1895 წლებ­ში სანკტ-პე­ტერ­ბურ­გის სამ­ხედ­რო-ქი­რურ­გი­ულ აკა­დე­მი­ა­ში მოღ­ვა­წე­ობ­და ივა­ნე თარ­ხნიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც აქ ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და  ფი­ზი­ო­ლო­გი­ის კა­თედ­რას. როცა ის გარდაიცვალა ივა­ნე ბე­რი­ტაშ­ვი­ლი მე­ო­რე კურ­სის სტუ­დენ­ტი იყო. უკვე მე­სა­მე კურ­სი­დან მან მთე­ლი თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა ფი­ზი­ო­ლო­გი­ას და­უ­კავ­ში­რა. პე­ტერ­ბურ­გის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ზი­ო­ლო­გი­ის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში (ხელ­მძღვა­ნე­ლი ნი­კო­ლაი ვე­დენ­სკი) ის გა­ი­ზარ­და და ჩა­მო­ყა­ლიბ­და მსოფლიო მას­შტა­ბის თვალ­სა­ჩი­ნო მეც­ნი­ე­რად. იქ მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა ბე­რი­ტაშ­ვილ­მა წარ­მა­ტე­ბით გა­მო­ი­ყე­ნა თბი­ლის­ში ქარ­თუ­ლი ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი და ნე­ი­რო­ბი­ო­ლო­გი­უ­რი სკო­ლე­ბის ჩა­მო­სა­ყა­ლი­ბებ­ლად.

სტუ­დენ­ტი ივა­ნე ბე­რი­ტაშ­ვი­ლი  ვე­დენ­სკის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში მი­ვი­და 1909 წლის აპ­რილ­ში, ფი­ზი­ო­ლო­გი­ა­ში ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი პრაქ­ტი­კის გავ­ლის შემ­დეგ. ამ პე­რი­ოდ­ში ვე­დენ­სკი შე­ის­წავ­ლი­და სხვა­დას­ხვა ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბის გავ­ლე­ნას  ზურ­გის ტვი­ნის რეფ­ლექ­სე­ბის ცენ­ტრებ­ზე. მან ბე­რი­ტაშ­ვილს ამო­ცა­ნად მის­ცა ამ რეფ­ლექ­სებ­ზე ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბის - სტრიქ­ნი­ნის, ლო­კა­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­ის გავ­ლე­ნის შეს­წავ­ლა. სა­ინ­ტე­რე­სოა აღი­ნიშ­ნოს, რომ ბე­რი­ტაშ­ვილ­მა, უაღ­რე­სად მონ­დო­მე­ბულ­მა სტუ­დენ­ტმა, ვა­და­ზე ად­რე ჩა­ა­ბა­რა გა­მოც­დე­ბი მე­სა­მე და მე­ოთ­ხე კურ­სის საგ­ნებ­ში, რა­თა სწავ­ლე­ბის ბო­ლო წელს დრო არ და­ე­კარ­გა ლექ­ცია-სე­მი­ნა­რებ­ზე დას­წრე­ბით და მთე­ლი დრო და­ეთ­მო ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ინ­ტენ­სი­უ­რი მუ­შა­ო­ბის­თვის. წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის შემ­დეგ მან წა­რად­გი­ნა კვლე­ვის შე­დე­გე­ბი, რო­გორც სა­დიპ­ლო­მო ნაშ­რო­მი, რო­მე­ლიც შემ­დგომ გა­მოქ­ვეყ­ნდა სტა­ტი­ის სა­ხით. ამ ნაშ­რო­მი­სათ­ვის იგი და­ჯილ­დოვ­და პირ­ვე­ლი ხა­რის­ხის დიპ­ლო­მით. ეს ფაქ­ტი ნათ­ლად მი­უ­თი­თებს, თუ რო­გო­რი ენ­თუ­ზი­ას­ტი და ბე­ჯი­თი ახალ­გაზ­რდა იყო ივა­ნე. მარ­თლაც, მის პირ­ველ პუბ­ლი­კა­ცი­ებ­ში ბე­რი­ტაშ­ვი­ლი წარ­მოდ­გა, რო­გორც თა­მა­მი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მეც­ნი­ე­რი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ხაზ­გას­მით ით­ქვას, რომ ჩონ­ჩხის კუნთების რე­ციპ­რო­კუ­ლი ინერ­ვა­ცი­ის შეს­წავ­ლით იგი გას­ცდა ი. სე­ჩე­ნო­ვის შრო­მას ზო­გა­დი შე­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ.

ბე­რი­ტაშ­ვი­ლის დას­კვნა გან­სხვავ­დე­ბო­და მისი მასწავლებლის- ვე­დენ­სკის კონ­ცეფ­ცი­ის­გან. თა­ვის პირ­ველ სტა­ტი­ა­ში, რო­მე­ლიც ორ ნა­წი­ლად გა­მო­ვი­და 1911 წელს, ი. ბე­რი­ტაშ­ვილ­მა აჩ­ვე­ნა განსხვავებული შედეგები, რომ ზურ­გის ტვი­ნის მხო­ლოდ ერ­თი სეგ­მენ­ტის მო­წამ­ვლა მკაც­რად ზრდის მის რეფ­ლექ­სურ მოქ­მე­დე­ბას; ამ­დე­ნად, აგ­ზნე­ბი­სა და შე­კა­ვე­ბის პრო­ცე­სე­ბის ურ­თი­ერ­თქმე­დე­ბის ბუ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია მხო­ლოდ ზურ­გის ტვი­ნის მა­კო­ორ­დი­ნი­რე­ბე­ლი `აპა­რა­ტის~ აქ­ტივ­ო­ბა­ზე.

შემ­დგომ ამი­სა, ვე­დენ­სკი­სა და სხვა­თა მო­ლო­დი­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, ბე­რი­ტაშ­ვილ­მა აჩ­ვე­ნა, რომ რე­ციპ­რო­კუ­ლი შე­კა­ვე­ბა არ აღ­მო­ცენ­დე­ბა აგ­ზნე­ბის სუს­ტი ფორ­მი­დან, არა­მედ მის ნაც­ვლად, - რო­გორც ცნო­ბი­ლი ინ­გლი­სე­ლი მეც­ნი­ე­რი ჩარლზ შე­რინ­გტო­ნი (1857-1952 წწ.) ვა­რა­უ­დობ­და, - უნ­და წარ­მო­ად­გენ­დეს აგ­ზნე­ბის ზუს­ტად სა­წი­ნა­აღ­მდე­გოს. ბე­რი­ტაშ­ვი­ლი იმ­დე­ნად იყო აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ამ შე­დე­გე­ბით, რომ სას­წრა­ფოდ სურ­და ეც­ნო­ბე­ბი­ნა ამის შე­სა­ხებ შე­რინ­გტო­ნი­სათ­ვის ტე­ლეგ­რა­ფით, მაგ­რამ გა­და­ა­ფიქ­რე­ბი­ნა, პროფესორმა ა. უხ­ტომ­სკიმ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ახალ­გაზ­რდა ბე­რი­ტაშ­ვილ­მა მაინც მი­ი­ღო ორი უაღ­რე­სად და­დე­ბი­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა შე­რინ­გტო­ნის­გან მის მი­ერ Pფლუ­გერ'ს Aრცჰი­ვე-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ებ­ზე.

ე. ედ­რი­ა­ნი, რო­მელ­მაც გა­ი­ნა­წი­ლა 1932 წელს ნო­ბე­ლის პრე­მია შე­რინ­გტონ­თან ერ­თად, მოგ­ვი­ა­ნე­ბით იგო­ნებ­და თა­ვის წე­რილ­ში, რო­მე­ლიც გა­მოქ­ვეყ­ნდა ბე­რი­ტაშ­ვი­ლის 90-ე წლის­თა­ვი­სად­მი მიძ­ღვნილ შრო­მა­თა კრე­ბულ­ში, - რომ `პრო­ფე­სორ ბე­რი­ტაშ­ვი­ლის შრო­მის გაც­ნო­ბა მე მაბ­რუ­ნებს საწ­ყის პე­რი­ოდ­თან - 1913 წელ­თან, რო­დე­საც ის იყო 28 წლის, ხო­ლო მე - 24. ბე­რი­ტაშ­ვი­ლი მუ­შა­ობ­და, რო­გორც მახ­სოვს, პრო­ფე­სორ ვე­დენ­სკის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში სანკტ-პე­ტერ­ბურ­გში, ხო­ლო მე ვი­ყა­ვი კე­იტ ლუ­კა­სის მო­წა­ფე პრო­ფე­სორ ლენ­გლის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, კემ­ბრიჯ­ში. ბე­რი­ტაშ­ვი­ლი და მე, ორი­ვე ვსწავ­ლობ­დით იმ­პულ­სის გავ­რცე­ლე­ბას ნერ­ვულ ბოჭ­კო­ებ­ში. ნერ­ვის ან კუნ­თის `მოქ­მე­დე­ბის დე­ნის~ ჩა­სა­წე­რად კე­იტ ლუ­კა­სი იყე­ნებ­და `კა­პი­ლა­რულ ელექ­ტრო­მეტრს~, ჩვენ­ზე ორი­ვე­ზე დი­დი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა ი.ს. ბე­რი­ტაშ­ვი­ლის სტა­ტი­ამ სა­თა­უ­რით "ძურ Kენ­ნტნის დერ Eრრე­გუნ­გსრჰყტჰმიკ დეს Nერ­ვენ - უნდ Mუს­კელ­სყსტემს", ძე­იტ­სცჰრიფტ ფურ Bი­ო­ლო­გიე, 62 Bამდ, 1913. ბე­რი­ტაშ­ვი­ლი იყე­ნებ­და ეინ­ტჰო­ვე­ნის სი­მი­ან გალ­ვა­ნო­მეტრს, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ მგრძნო­ბი­ა­რე იყო, რა­თა ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა ნერ­ვულ ღე­რო­ში მოქ­მე­დე­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლის წარ­მოქ­მნა, რაც ადას­ტუ­რებ­და, რომ ყვე­ლა ნერ­ვუ­ლი ბოჭ­კო ერ­თად იყო ჩარ­თუ­ლი მოქ­მე­დე­ბა­ში (Aდრი­ან, 1975).

რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, თა­ვის პირ­ველ სტა­ტი­ა­ში ბე­რი­ტაშ­ვი­ლი გა­მო­ვი­და მი­სი პრო­ფე­სო­რის, პა­რა­ბი­ო­ზის თე­ო­რი­ის მო­წი­ნა­აღ­მდე­გედ და აღ­წე­რა აგ­ზნე­ბი­სა და შე­კა­ვე­ბის პრო­ცე­სე­ბი, რო­გორც ერ­თმა­ნე­თი­სა­გან  და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ფე­ნო­მე­ნე­ბი. ეს დას­კვნა უფ­რო მკაც­რად და გარ­კვე­ვით იქ­ნა წარ­მოდ­გე­ნი­ლი მის პირ­ველ მო­ნოგ­რა­ფი­ა­ში, რო­მე­ლიც წა­რუდ­გი­ნა სანკტ-პე­ტერ­ბურ­გის (პეტ­როგ­რა­დის) სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო საბ­ჭოს, რო­გორც სა­მა­გის­ტრო დი­სერ­ტა­ცია. ამ წიგ­ნის ზე­რე­ლე გა­და­ხედ­ვაც კი არ­წმუ­ნებს მნახ­ველს, რომ იგი სრუ­ლი­ად შე­ე­სა­ბა­მე­ბა და აკ­მა­ყო­ფი­ლებს არა თუ სა­მა­გის­ტრო, არა­მედ სა­დოქ­ტო­რო ხა­რის­ხის მოთ­ხოვ­ნებს.

1917 წლის აპ­რილ­ში პავ­ლოვ­მა უაღ­რე­სად და­დე­ბი­თი და სა­ქე­ბი შე­ფა­სე­ბა მის­ცა ბე­რი­ტაშ­ვი­ლის წიგნს. კერ­ძოდ, მან ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ ბე­რი­ტაშ­ვი­ლის აღ­მო­ჩე­ნას, რე­ციპ­რო­კუ­ლი შე­კა­ვე­ბის რით­მუ­ლი ბუ­ნე­ბის შე­სა­ხებ, დი­დი მნიშ­ვნე­ლო­ბა გა­აჩ­ნია. ასე­ვე მან თქვა, რომ `სა­ზო­გა­დოდ, ახალ­გაზ­რდა ფი­ზი­ო­ლო­გის შრო­მებ­ში ნათ­ლად გა­მოს­ჭვი­ვის ავ­ტო­რის კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა, ინი­ცი­ა­ტი­ვის ძლი­ე­რი უნა­რი, ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი ოს­ტა­ტო­ბა და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ენ­თუ­ზი­აზ­მი~.

თუმ­ცა, ამას წინ უს­წრებ­და უაღ­რე­სად არა­სა­სი­ა­მოვ­ნო ფაქ­ტი იმი­სა, რომ პეტ­როგ­რა­დის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო საბ­ჭომ ნე­ბა არ დარ­თო ბე­რი­ტაშ­ვილს და­ეც­ვა სა­მა­გის­ტრო დი­სერ­ტა­ცია ვე­დენ­სკის კრი­ტი­კუ­ლი დას­კვნის გა­მო. ფორ­მა­ლუ­რი მი­ზე­ზი კი ის იყო, რო­გორც ვე­დენ­სკი წერ­და თა­ვის დას­კვნა­ში, რომ ბე­რი­ტაშ­ვი­ლის წიგ­ნში თავ­მოყ­რი­ლია სხვა­დას­ხვა დროს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც არ არი­ან კონ­ცეპ­ტუ­ა­ლურ ერ­თი­ა­ნო­ბა­ში. მე­ო­რე ფორ­მა­ლუ­რი მი­ზე­ზი იყო ის, რომ სა­მა­გის­ტრო ფი­ზი­ო­ლო­გი­ის გა­მოც­და­ში მას ჰქონ­და და­ბა­ლი, `და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი~ ნი­შა­ნი. სა­გა­მოც­დო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე აქაც ნ. ვე­დენ­სკი იყო.

რო­გორც ბე­რი­ტაშ­ვი­ლი იგო­ნებს თა­ვის მე­მუ­ა­რებ­ში (1969), იგი იმ დროს იმ­დე­ნად იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი მუ­შა­ო­ბით, რომ სრუ­ლი­ად უპა­სუ­ხის­მგებ­ლოდ მო­ე­კი­და სა­მა­გის­ტრო გა­მოც­დებს და მხო­ლოდ `და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი~ ნიშ­ნე­ბი და­იმ­სა­ხუ­რა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სპე­ცი­ა­ლუ­რი მომ­ზა­დე­ბის შემ­დეგ, მან წარ­მა­ტე­ბით გა­და­ა­ბა­რა ეს გა­მოც­დე­ბი, მაგ­რამ დი­სერ­ტა­ცი­ის დაც­ვა ვე­ღარ მო­ა­ხერ­ხა რუ­სეთ­ში დი­დი არე­უ­ლო­ბის გა­მო, აგ­რეთ­ვე იმის გა­მო, რომ საც­ხოვ­რებ­ლად და სა­მუ­შა­ოდ გა­და­ვი­და ოდე­სა­ში, ხო­ლო შემ­დეგ კი დაბ­რუნ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში.

აქ უნ­და აიღ­ნიშ­ნოს, რომ ერ­თის მხრივ, მო­ნოგ­რა­ფი­ის და­წე­რა და გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა, რო­მე­ლიც შე­ი­ცავ­და ვე­დენ­სკის პა­რა­ბი­ო­ზის ძი­რი­თა­დი დოქ­ტრი­ნის მწვა­ვე კო­მენ­ტა­რებს და ხელ­მძღვა­ნე­ლის სა­მეც­ნი­ე­რო კრე­დოს და­უ­ფა­რავ კრი­ტი­კას, მი­უ­თი­თებს სანკტ-პე­ტერ­ბურ­გის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ზი­ო­ლო­გი­ის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში არ­სე­ბულ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი კვლე­ვი­სა და სა­მეც­ნი­ე­რო აზ­როვ­ნე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე. მაგ­რამ მე­ო­რეს მხრივ, სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ ამ წიგ­ნის გა­მო ბე­რი­ტაშ­ვი­ლი იძუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნა მი­ე­ტო­ვე­ბი­ნა უნი­ვერ­სი­ტე­ტი და პეტ­როგ­რა­დი 1915 წლის ბო­ლოს­თვის. ამ შემ­თხვე­ვა­ში ფორ­მა­ლუ­რი მი­ზე­ზი შე­იქ­მნა ის, რომ 4,5 წლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ, მას ვერ გა­მო­უყ­ვეს ვერც ასის­ტენ­ტის ად­გი­ლი კა­თედ­რა­ზე და ვერც მკვლე­ვა­რის ად­გი­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში.

სა­მო­ი­ლო­ვი­სად­მი გაგ­ზავ­ნილ წე­რილ­ში ბე­რი­ტაშ­ვი­ლი აღ­წერს, თუ რა მძი­მე პი­რო­ბებ­ში უწევ­და ცხოვ­რე­ბა და წიგ­ნზე მუ­შა­ო­ბა, უსახ­სროდ დარ­ჩე­ნი­ლი, მხო­ლოდ წყალ­ზე და პურ­ზე იყო, და ამ უკა­ნას­კნე­ლი­თაც მომ­ჭირ­ნედ იკ­ვე­ბე­ბო­და. მი­უ­ხე­და­ვად დი­დი გა­ჭირ­ვე­ბი­სა, ბე­რი­ტაშ­ვილ­მა თა­ვის წიგ­ნში გა­მოკ­ვე­თა ღრმა, მის­თვის იდუ­მა­ლი სა­მეც­ნი­ე­რო იდე­ე­ბი, რო­მელ­თაც იგი ატა­რებ­და მრა­ვა­ლი წლის მან­ძილ­ზე და ჩვენს წი­ნა­შე წარ­მოდ­გა, რო­გორც პირ­და­პი­რი, უკომ­პრო­მი­სო და არა­კონ­ფორ­მის­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბა, თა­ვი­სი მო­საზ­რე­ბე­ბის დამ­ცვე­ლი გა­ნურ­ჩევ­ლად ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბი­სა. არ და­ე­თან­ხმა ბე­რი­ტაშ­ვი­ლი თა­ვის პრო­ფე­სორს - ვე­დენ­სკის, მის მი­ერ მი­ღე­ბუ­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი შე­დე­გე­ბის ახ­სნა­ში.

მი­უ­ხე­და­ვად გარ­კვე­უ­ლი რთუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სა ოს­ტატ­სა და შე­გირდს შო­რის, ი. ბე­რი­ტაშ­ვი­ლი ყო­ველ­თვის მად­ლი­ე­რი იყო ვე­დენ­სკი­სა, რო­მელ­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რო­ლი შე­ას­რუ­ლა მის მეც­ნი­ე­რად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში, და აგ­რეთ­ვე კვლე­ვით მუ­შა­ო­ბა­ში იმ მხარ­და­ჭე­რის­თვის, რო­მელ­საც იჩენ­და ცნო­ბი­ლი პრო­ფე­სო­რი ახალ­გაზ­რდა მეც­ნი­ე­რი­სად­მი. ამას ბე­რი­ტაშ­ვი­ლი ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნავ­და თა­ვის პირ­ვე­ლი წიგ­ნის შე­სა­ვალ­ში. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ის თა­ვის მე­მუ­ა­რებ­ში წერ­და: `ცხოვ­რე­ბა­ში მე მქონ­და რამ­დე­ნი­მე კრი­ტი­კუ­ლი მო­მენ­ტი, რო­დე­საც ვმუ­შა­ობ­დი ვე­დენ­სკის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში, მაგ­რამ ყვე­ლა ისი­ნი უაღ­რე­სად წა­მად­გნენ შემ­დგომ სა­მეც­ნი­ე­რო მოღ­ვა­წე­ო­ბა­ში~.

მის სა­მეც­ნი­ე­რო ხა­რის­ხთან და­კავ­ში­რე­ბით, რო­გორც დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბის გა­მოს­წო­რე­ბა, სანკტ-პე­ტერ­ბურ­გის (ლე­ნინ­გრა­დის) უნი­ვერ­სი­ტეტ­მა 1935 წელს ბე­რი­ტაშ­ვილს მი­ა­ნი­ჭა დოქ­ტო­რის სა­მეც­ნი­ე­რო ხა­რის­ხი და­ბა­დე­ბი­დან 50-ე და სა­მეც­ნი­ე­რო მოღ­ვა­წე­ო­ბის 25-ე წლის­თა­ვის გა­მო.

ივა­ნე ბე­რი­ტაშ­ვი­ლი სა­მუ­შა­ოდ გა­და­ვი­და ქ. ოდე­სა­ში, ნო­ვო­რო­სი­ის­კის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­დაც დაჰ­ყო ოთ­ხი წე­ლი 1915 წლის შე­მოდ­გო­მი­დან 1919 წლის შე­მოდ­გო­მამ­დე. იგი არ­ჩე­უ­ლი იქ­ნა პრი­ვატ-დო­ცენ­ტად, კით­ხუ­ლობ­და ლექ­ცი­ებს და დი­დი სი­ბე­ჯი­თით მუ­შა­ობ­და ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში.

1919 წლის სექ­ტემ­ბერ­ში ახ­ლად­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი მეუღლესთან ერთად ოდე­სი­დან გე­მით გა­მო­ემ­გზავ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ტფი­ლი­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­ფუძ­ნე­ბელ­თან წი­ნა­სწა­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბის შე­დე­გად 1919 წლის შე­მოდ­გო­მი­დან ივა­ნე ბე­რი­ტაშ­ვი­ლი შე­უდ­გა ფი­ზი­ო­ლო­გი­ის სას­წავ­ლო კურ­სის კით­ხვას ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბით და აგ­რეთ­ვე კვლე­ვით მუ­შა­ო­ბას. აქ, მშობ­ლი­ურ მი­წა­ზე, მან მყა­რი სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­უ­ყა­რა ფი­ზი­ო­ლო­გი­ი­სა და ნე­ი­რო­მეც­ნი­ე­რე­ბის ქარ­თულ ეროვ­ნულ სკო­ლებს, სა­მეც­ნი­ე­რო ტრა­დი­ცი­ებ­სა და ექ­სპე­რი­მენ­ტულ პრაქ­ტი­კას, რო­მელ­თაც დღეს აგ­რძე­ლებს ქარ­თველ მკვლე­ვარ­თა მე­ექ­ვსე თა­ო­ბა.

უაღ­რე­სად რთულ პი­რო­ბებ­ში უხ­დე­ბო­და ივა­ნე ბე­რი­ტაშ­ვილს სრუ­ლი­ად ახა­ლი სა­მეც­ნი­ე­რო მი­მარ­თუ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა სამ­შობ­ლო­ში. რო­დე­საც იგი ოდე­სი­დან თბი­ლის­ში გად­მო­ვი­და, უნი­ვერ­სი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ მას საკ­მა­ოდ დი­დი ფარ­თო­ბი გა­მო­უ­ყო ლა­ბო­რა­ტო­რი­ის მო­საწ­ყო­ბად. მაგ­რამ ცა­რი­ე­ლი კედ­ლე­ბის მე­ტი არა­ფე­რი იყო. სა­ქარ­თვე­ლო­ში ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი ხელ­საწ­ყო­ე­ბი არ­სად მო­ი­ძებ­ნე­ბო­და, უც­ხო­უ­რი აპა­რა­ტუ­რის შე­სა­ძე­ნი ფუ­ლი კი უნი­ვერ­სი­ტეტს არ გა­აჩ­ნდა.

პატ­რი­ო­ტუ­ლი სუ­ლის­კვე­თე­ბით გუ­ლან­თე­ბულ­მა ახალ­გაზ­რდა მეც­ნი­ერ­მა დი­დი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რუ­ლი ნი­ჭი გა­მოვ­ლი­ნა და სულ მა­ლე იპო­ვა გა­მო­სა­ვა­ლი. მან თბი­ლი­სის სხვა­დას­ხვა სა­ხე­ლოს­ნოს და­უკ­ვე­თა ზო­გი­ერ­თი ხელ­საწ­ყო, ხო­ლო შემ­დგომ ლა­ბო­რა­ტო­რი­ას­თან გახ­სნა მე­ქა­ნი­კუ­რი სა­ხე­ლოს­ნო. ამ მიზ­ნით ბე­რი­ტაშ­ვილ­მა სა­მუ­შა­ოდ მი­იწ­ვია თა­ვი­სი საქ­მის შე­სა­ნიშ­ნა­ვი ოს­ტა­ტი კარლ შტრა­უ­სი, რო­მელ­მაც უმოკ­ლეს ვა­და­ში და­ამ­ზა­და სხვა­დას­ხვა ხელ­საწ­ყო არა მარ­ტო სტუ­დენ­ტებ­თან პრაქ­ტი­კუ­ლი მე­ცა­დი­ნე­ო­ბე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად, არა­მედ კვლე­ვი­თი მუ­შა­ო­ბის­თვი­საც. შემ­დგო­მ ბე­რი­ტაშ­ვილ­მა ისიც მო­ა­ხერ­ხა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს შა­ვი ქვის (მარ­გა­ნე­ცის) მრეწ­ვე­ლო­ბის სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბით გერ­მა­ნი­ი­დან გა­მო­ი­წე­რა იმ დრო­ი­სათ­ვის მე­ტად იშ­ვი­ა­თი აპა­რა­ტუ­რა, მათ შო­რის სი­მი­ა­ნი გალ­ვა­ნო­მეტ­რი ელექ­ტრო­ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის­თვის. ამა­სო­ბა­ში მოგ­ვარ­და სხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი სა­კით­ხე­ბიც: აშენ­და ვი­ვა­რი­უ­მი ცხო­ვე­ლე­ბის შე­სა­ნა­ხად და გა­მო­ი­ყო მომ­ვლე­ლი პერ­სო­ნა­ლის შტა­ტი; სტუ­დენ­ტი ახალ­გაზ­რდე­ბი და­ინ­ტე­რეს­დნენ ფი­ზი­ო­ლო­გი­ით და მხარ­ში ამო­უდ­გნენ ახალ­გაზ­რდა მას­წავ­ლე­ბელს. შემ­დგომ­ში სწო­რედ ეს ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი ლა­ბო­რა­ტო­რია გახ­და სა­ფუძ­ვე­ლი კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტის და­სა­არ­სებ­ლად.

გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge