გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

შოთა ზივზივაძე - საზრისული ძიებისათვის

შოთა ზივზივაძე        ამ სტატიისთვის დაგვჭირდება: ორი თითი, პირი და ტაშტი, რადგან მინდა გაცნობოთ, თუ რას უშვრება თანამედროვე მასკულტურა ხელოვნებას და უფრო კონკრეტულად კი -მუსიკას.

     თუმცა, არ არის საალდებულო მაინცდამაინც მუსიკას შევეხოთ, ნებისმიერი რაიმე, რაც შედის თქვენი ინტერესის ობიექტში, ადრე თუ გვიან მაინც გახდება ამ რაღაცის მსხვერპლი.
  მაგალითად ავიღოთ იუთუბი (youtube.com), სადაც მუსიკა, როგორც შემოქმედებითი პროდუქტი, ყველაზე სოციალურად განიხილება და უბრალოდ მოვძებნოთ რაიმე მუსიკის სახელი. ამ მომენტში, დიდი შანსია თქვენ გახდეთ ეგრეწოდებული ,,ქლიქბეითის“ (clickbait) მსხვერპლი, რომელი ტერმინიც გაჩნდა მას მერე, რაც იუთუბმა ჩართო მონეტიზაცია (ფულის შოვნის რეჟიმი), ხოლო კონკრეტული ადამიანს, რომელიც მუსიკას განათავსებს იუთუბზე, ძალიან მარტივად შეუძლია იცრუოს სათაურში და ვიდეოს გარეკან სურათში, რაც შეგიყვანთ შეცდომაში და იმ კონკრეტული რეპერტუარის ავტორად, რომელიც, ვთქვათ რეალურად არის -სტივი რეი, დაგიწერთ, რომ ეს არის ჯიმი ჰენდრიქსი. ის ადამიანი კი, ამ ხრიკით, რომ თქვენ მოგატყუათ და ვიდეო ჩაგართვევინათ, შემოსავალს ღებულობს.
  გასაგებია, რომ ამ ყველაფერს ჩვეულებრივი ადამიანები აკეთებენ და დიდი ტრაგედია არ არის, რადგან ისტორიაში მუდამ იყო და ასევე მუდამ იქნება მსგავსი ფაქტები, მაგრამ საქმე ძალიან რთულდება, როცა მივადგებით ამ რეპერტუარების ოფიციალურ მფლობელებს (vevo), რომლებიც დაახლოებით იგივეს აკეთებენ, რასაც ჩვეულებრივი ადამიანები. 

  ნამდვილი ხელოვნება არასდროს ერგებოდა საზოგადოებას, პირიქით, ხელოვნება თავისთავადი იყო, რაზეც შემდეგ საზოგადოება ცდილობდა ადაპტირებას, დღევანდელ სამყაროში კი, აღარ არსებობოს ნამდვილი იდეები. ყველაფერი იყიდება, თუნდაც ეგრედწოდებული „ხარისხიანი ხელოვნება“, მაგრამ კიდევ არის ერთი: ადამიანები, რომლებიც გამოვლენ იმის წინააღმდეგ, რომ ყველაფერი იყიდება, სწორედ ეს ადამიანებიც იმაზე ფიქრობენ, რომ შემოსავალი მიიღონ ამ სიმართლის თქმით და, აი, თუნდაც მე, ერთი კონკრეტული ადამიანი, რომელმაც უბრალოდ დავალება მიიღო, რომ სტატია დაეწერა და ამხელს ორ ჯგუფს, რათა მისი დავალება პირნათლად შეასრულოს. 

     სად არის აქ ნამდვილი იდეა? არის კი ნამდვილი იდეების არსებობის საჭიროება?
პირველ რიგში, როცა სვამ კითხვებს ნამდვილ იდეებზე, გახსენდებიან ისეთი ადამიანები, როგორებიც იყვნენ: ადოლფ ჰიტლერი, იოსებ ბესარიონოვიჩი, ჩარლზ მენსონი, ანდრეს ბრეივიკი და სხვა მრავალი ადამიანი, რომლებიც მზად იყვნენ იდეებისთვის თავი გაეწირათ. დღეს ასეთი ადამიანები სულ უფრო და უფრო ნაკლებად იბადებიან, რასაც მთელი საზოგადოება მივესალმებით, რადგან „ნამდვილი იდეები“ ნიშნავს შეურაცხადობას.
მაგრამ საქმე ისაა, რომ საზოგადობა ყოველთვის წუწუნებს იმაზე, რომ მათ ირგვლივ რეალური არაფერია, ყველაფერი ყალბი და დადგმულია... ეს თანამედროვე საზოგადოების დეპრესიაა, რასაც გაუზრებელი სევდა ახლავს თან. თუმცა, არავინ არ ამბობს მადლობას იმის გამო, რომ მათი ქვეყანა არ იბომბება, - ზუსტად „ნამდვილი იდეის“ გამო. 

    ესეც პარადოქსი.



скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge
სხვადასხვა