გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

გორვანელი - ფილოსოფოსთა სავანეში

ეძღვნება სულით ფილოსოფოს ადამიანებს და დიადი ფილოსოფოსების უკვდავ ხსოვნას

ერთ დღეს გათენდა ჩვეულებრივ, მეც გავიღვიძე,
მყისვე განწყობა დამეუფლა შესანიშნავი.
ეს დღე უწყიდა რაღაც ახალს, მე გავიფიქრე,
მოვწესრიგდი და გზას გავუდექ მიზნის ნიშნამდის.

წინა დღით ბევრი ფიქრისაგან გზააბნეული,
ვიჯექ და ვწერდი უსასრულოდ, ვიქეც კალამად...
ახლა კი თითქოს მივდივარ და გზა მაქვს ბნეული,
მაგრამ რატომღაც მივაბიჯებ მაინც თამამად.

ქუჩებში ხალხი ირეოდა ჩემდა საოცრად,
ჯერ ხომ სისხამი დილა იყო, ვის რა უნდოდა?!
ყველა მეორე კითხვით მოდის: ეძებთ სალოცავს?
მე რა თქმა უნდა ,,არას" ვამბობ, რა დროს ღმერთია?!

გზა განვაგრძე და წინ შემომხვდა მოხუცი კაცი,
მან ირონიით სავსე მზერა გამომაყოლა...
მას ხელთ ეჭირა მოვერცხლილი კამკამა თასი, 
სითხე შესვა და წამად გაქრა, არც დააყოვნა.

მე თითქოს უნდა შევმკრთალიყავ, მაგრამ სრულიად
არ განმიცდია გაოცების განცდა წყეული,
მე კარგად ვიცი, რომ უხილავ გონში სულია
და ასე ფიქრში მივაბიჯებ, ისევ ეული.

ხალხთა ნაკადმა ეტაპ–ეტაპ მოიკლო თითქოს,
წინ მივიწევ და ერთეულიღანი მხვდებიან.
უსასრულო სჩანს ეს ბილიკი, მივიდე ვინძლო;
ფიქრთა ტალღები აბობოქრდა, იქნებ მელიან?!

ბილიკი მიდის, არ წყდება და მეც ჩემს ფიქრებში
ჩაფლული ჩუმად მივაბიჯებ, ვით განდეგილი...
ყოველივეზე ვფიქრდები და არ მაქვს ნუგეში,
მე ვგრძნობდი თურმე სიკვდილისთვის რომ ვიყავ ქმნილი.

ამ დროს ბილიკის დასასრული გამოჩნდა, ვხედავ,
წინ მე მეშლება ხეივანი მშვენებით სავსე...
მივუახლოვდი, მივედი და შესვლას ვბედავ,
მოყვარეობა საოცარი მე ცნობის ვავსე.

ხეივანშია სილამაზე, სიმწვანე უხვი,
ხეთა ნაკადი უზუსტესი განლაგებითა.
ძირს მოფენილი უამრავი ფოთოლი მწვანე
და ხალხთა ჩუმი საუბარი გამალებითა.

მივედი კარგად დავაკვირდი თითოეულ მათგანს,
გამარჯობა კი ომახიან ხმაზე შევსძახე...
როცა დავრწმუნდი, რომ ეს ხალხი მოკვდავთ არა ჰგავს,
შევყოყმანდი და ფიქრებით ღმერთსაც ვეძახე.

მცირე პაუზა... ჩვენ ხომ კიდევ ერთურთს ვუცქერდით;
მათგან მჭექარე მოსალმებამ არ დაახანა.
მე ხომ ამ სულის აფინაჟსაც მედგრად ვუძლებდი
და მათი სიტყვის გაგონებამ მე გამახარა.

თითოეულ მათგანს ყურადღებით რომ დავაკვირდი,
უფრო დავმშვიდდი, რადგან მივხვდი, თუ სად მოვმხდარვარ...
მათ შემხედვარე მე ეული ვდგავარ რიდით
და ახლა სრულად გავიაზრე, თუ რა მომხდარა:

მე სიბრძნის დიდმა სიყვარულმა დამასაჩუქრა,
ფილოსოფოსთა სავანეა, არ ვცდები, არა.
მე ავდექი და კადნიერად ვიღებ საჩუქარს;
ეძიებდე და ჰპოვებდეო, ძიება კმარა!

აქ ყველას თავის ჭეშმარიტებისთვის მიეგნო...
თალესს წყლის პირას ჩამოჯდომა ჰქონია ჩვევად,
ჰერაკლიტეს კი დანთება ცეცხლისა ერგო,
დათვრებაო და შემდეგ კარგა ხანს თბება.

პითაგორას კი უმადლოდნენ სიტყვის რაობას,
პირველ უწოდა თავის თავსო ფილოსოფოსი...
ამ საუბარში დავინახეთ არისტოტელე,
პლატონს იწვევსო საჭიდაოდ ნინფეონში.

ფილოსოფოსნი აღტაცებით შეხვდნენ ამ ფაქტს და
სოკტარეს ამცნეს სიხარულით, თუ რა ხდებოდა...
სიბრძნის მამა კი ამ ფაქტით გამხიარულდა
და დამსწრეთ სიაც ჩამოწერა, იქ ვინც ხვდებოდა...

იქ უცილობელ მოხვდებოდნენ სავანეს მკვიდრნი,
მაგრამ ყველაფერს დაწერა და დათვლა უნდოდა.
იქ თურმე ნადიმს გამართავდნენ და თათბირობდნენ...
თითოეულ ბრძენკაცს სოკრატე თვისკენ უხმობდა.

აქ თითქოს დროის უსუსური სჩანდა ზმანება,
დრო გაჩერდაო იფიქრებდი, ცხოვრება ლაღობს.
შორს მყოფი თეთრი ეკლესია რეკდა ზარებად,
ეს ხომ ზეიმის ნიშანია, არავინ ნაღვლობს.

სოკრატეს ესმა ზარის ხმები და ზე წამოდგა.
კანტი კი მყისვე შეტევაზე გადადის თითქოს...
როცა ის ფეხზე წამოიჭრა ღმერთიც გადმოდგა
იმ ეკლესიის აივნიდან და ასე ითქმობს:

–მოგესალმებით ფილოსოფოსთ, უშიშს ყოველთა,
რომელთა ძალგიძთ ჭეშმარიტი იპოვოთ თქვენში...
მოკვდავებისთვის მე ვიყავი უკვდავმყოფელთა
შორის, რომელიც დაამარცხეთ თქვენ ყველამ ჩემში!

ახლა მოვიხსნი იმ მანტიას, რომელსაც ვირგებ
და დაზავების პირობითაც მინდა მოგმართოთ...
თქვენი სავანე ჩემს სამოთხეს მეგობრად თვლიდეს;
მინდა სამყაროს მმართველობა თქვენც რომ მოგანდოთ.

ფილოსოფოსებს სიხარული თითქოს ჩამწარდათ,
კანტის სიცხარეს მარქსი და ენგელსი აყვნენ.
ბევრმა მათ სწრაფად დაეთანხმა, ბევრმაც უარყო...
ნიცშეს ორჭოფულ გამოხედვას გარემო ამჩნევს.

–ყველა დაწყნარდით! - მყისვე ისმა ხმა ბრძენთა მამის...
–მე აქ ღრეობის მონაწილე გავხდი მგონია...
საუბრით ღმერთმა დაგვანახა სიკეთე, დარდი,
რომლის არ მქონე მოკვდავთ თურმე ღმერთი ჰგონია.

ფილოსოფოსებს სიტყვა აღარ წამოსცდენიათ...
სოკრატე იცნეს, იცნეს, როგორც გონების ღმერთი
და რუდუნებით განიმსჭვალნენ მის მოსასმენად,
რადგან სოკრატე აპირებდა ღმერთზე მიმართვას.

–ღმერთო, მოკვდავთა, სულიერთა კერპო, ღვთაებავ,
რომელმან შექმენ ეს სამყარო, ვითომდა მარტომ...
თეოსოფია აპოვნინე მოკვდავთ განგებ და
მიუწვდომლობის ეს ბედშავი მოირგე ,,პალტო".

მაგრამ მოკვდავთა გამჭრიახი გონების მადლმა...
ფილოსოფია დაინერგა, მაცნე ზე არსის.
ლოცვით ხელები მოპყრობილი დავუშვით დაბლა
და მხოლოდ გონის სიძლიერით ვძლიეთ ეს ფარსი.

გარდავიცვალეთ, წამოვედით სავანეს ჩვენსა,
ჭეშმარიტება ძიებაში ვპოვეთ, როგორღაც...
შენ რომ არსებობ არ უარვყოფთ არსებას შენსა,
შენ კი სხვათა არსს აღიარებ ღმერთო, როგორღაც?!..

სიტყვით მოგვმართე და გვითხარი წადილი შენი...
მეგობრობაზე უარს არასოდეს არ ვამბობთ,
მაგრამ სამყაროს მმართველობას ჩვენ შენგან ველით
და იმ ლაფსუსებს, რასაც უშვებ, ჩვენ კვლავაც დავგმობთ!

სოკრატემ თქვა და ფილოსოფოსთ თვალი შეავლო...
მდუმარებითა შესცქეროდნენ ყველა სოკრატეს.
შემდეგ კი ღმერთსაც გადახედა, ნისლი შეაღო,
მისი პასუხის მოლოდინში უცქერდა ტაძარს.

ღმერთი წამოდგა და სიძნელე თვისი დიდების
თავად იწვნია და ფიქრებმა მოსპეს სიტყვები...
ინტროსპექცია მისი არის ერთობ ამაყი,
მაგრამ იცის, რომ სოკრატე ფარ–ხმალს არ დაყრის.

–ფილოსოფოსნო, უდრტვინელად, ჩუმი ღიღინით,
ჩვენი საუბრის მიმართება მოჰგავს არტისტულს.
სოკრატევ, მე შენს მართალ თქმულზე მშვიდად ვიღიმი,
როს ნეტარებით შეპყრობილი ვუმზერ ჩემს წარსულს.

აპოლოგეტი არ გახლავართ მე ჩემი თავის
და არც კამათის გაგრძელება მხიბლავს ძალიან...
მე მარტოობით გამოფიტულს სამყარო დამღლის
და ისევ ფიქრებს მივეცემი, ფიქრებს დარდიანს...

თქვენ ზეიმი გაქვთ, როგორც ვხედავ, დღეს ყველა ხარობთ,
არისტოტელეს და პლატონის ჭიდავს მოელით...
თქვენი ხალისის შემხედვარე მეც ერთობ ვლაღობ
და ღმერთობაზეც უარს ვიტყვი, ალბათ, დროებით.

მომიპატიჟებთ? თქვენ ნინფეონს მიდიხართ მგონი...
დიდი ხანია უკვე არსად აღარ წავსულვარ.
ჩემი გრძნობითი სამყაროა, თქვენია გონი,
მაგრამ თანხვედრად ხომ იქცევა აწმყო წარსულად?!

ფილოსოფოსებს აღარ ჰქონდათ პროტესტის გრძნობა,
ღმერთის ზავისკენ მოწოდება მშვიდად მიიღეს
და ერთობლივი ინერციით დაიწყეს ბჭობა,
ნინფეონისკენ წასვლისათვის მზადება იწყეს.

როცა სოკრატემ ღმერთი თვისკენ მოიპატიჟა,
ყველა ვუცქერდით სავანისკენ მომავალ უფალს...
თეთრი ტანსაცმლით შემოსილი მოაბიჯებდა
და რომ მოვიდა, მოგვესალმა ჩვენ ყველას უმალ.

მდუმარებითა შეპყრობილი ვიდექი ჩემთვის
და ვუცქეროდი მათ საუბარს მშვიდს და საამოს.
ამ არითმიით უცნაური ფიქრები მერთვის:
–სიკვდილიც ვეღარ შემაშინებს მე ამ საღამოს.

გზას გავუდექით, ნინფეონში წავედით ყველა,
ახლა ყველაფერს ზედმიწევნით ვეღარ გადმოგცემთ...
რომ მივდიოდით, გარდი–გარდმო ძაღლები ყეფდა
და ამ მეგობრულ საუბარში ღმერთიც დავმოძღვრეთ.

მივუახლოვდით ნინფეონს და ქალაქში შეველთ,
არენას ირგვლივ შევიკრიბეთ ყველა სრულებით.
საწუთროების სისასტიკე დღეს ხომ ჩვენ ვერ გვვნებს?!
დღეს ჭეშმარიტი ზეიმია ჩვენი სულების.

არისტოტელეს და პლატონის ჭიდავს ვუცქერდით,
შეძახილები გაისმოდა ობერტონებით...
თან სასიმღერო სერიათა ჟღერდა ბგერები
და რაფსოდების მოსმენასაც ჩვენ არ ვტოვებდით.

არისტოტელემ ვერ გაუძლო, მალე დამარცხდა.
პლატონს, გამოცდილ ფალავანს ხომ ვერ აჯობებდა?!
ამ დროის ვითომ პერცეფცია საზღვრებს გადასცდა,
სრულყოფილება ჩვენი არსის სულს აჯავრებდა...

როცა დასრულდა ჭიდაობა, ფალავანები
მოუახლოვდნენ იმ ტრიბუნას, სადაც ვისხედით.
ფილოსოფოსნი მივესალმეთ დიდი ყიჟინით
ჩვენს კოლეგებს და სამახსოვროდ იქცა ის ხედი.

უკვე ნადიმის სამზადისი როცა დაიწყო,
შესანიშნავი სუფრაც უმალ გაიწყო.
ღმერთის ვედრებით სოკრატე დადგა თამადად,
სადღეგრძელოს თქმა და დალევაც ვიწყეთ თანდათან...

ფილოსოფოსებს ღვინო თურმე სულაც არ ათრობს...
ბევრი დავლიეთ, მე კი ძლიერ, ძლიერ დავთვერი.
როგორც უფალი თვის დიდებას აროდეს დათმობს,
მეც ვერას ვთმობდი ამ დალევას, ვუშვი აფრები...

გამოვიფხიზლე, სავანეში ვიყავით უკვე,
ყველას ზარხოში ეტყობოდა, არაძლიერი...
დამემშვიდობნენ, წამოვედი, ფიქრებით უკვლევ
ბილიკს გამოვყევ, ისევ ჩემთვის, ისევ ეული.

მე შევამჩნიე უსუსური გულის ვედრება,
სამყაროს შობილ სამყაროში ცხოვრება მიდის...
როგორც მღელვარე წყალთა სრული სულისკვეთება
და უდარდელი სათნოება მდუმარე მიწის.
19.1.2015წ.скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge