ქევსერ რუჰი (ქეთი ხანთაძე) - გადაღმა მხარე

ქევსერ რუჰი(ქეთი ხანთაძე)
გადაღმა მხარე
თურქულიდან თარგმნა - ნანა კაჭარავამ
აპრილის წვიმებით გალუმპული ბათუმი და მისიმტირალი ცა ქვემოთდარჩა. ქედა გავიარეთ. ხათუნა ბებიას სოფელშიავდივართ.
ბოსელშიდაბმული მოზვრის თბილისუნთქვა; საქათმეში ქათმებისკრიახი; შეთვალული ბლისსიწითლე; ალუბლის მოტკბო-მომჟავოგემო; თხილისმწვანე ნედლი ჩენჩო; სიმინდის ფოჩი; ყეფაგაბეზრებული ძაღლის წკმუტუნი; კრუტუნა კატის ზმორება; მამლის მედიდური სიარული; ქორისგამჭოლი შემოხედვა; ცაშიშევარდნის ლივლივი; წყლისრაკრაკი, წისქვილის ქვასრომ აბრუნებს; ღელეშიქვის სრიალა დალიპი ზედაპირი; წყავისტოტები; წიფლის ხეებისმუსაიფი მუხასა დარცხილასთან; მარადმწვანე ბზისადა თხმელას გაუთავებელი კამათი; გვიმრის ურცხვობა; ცაცხვის გამაბრუებელი სურნელი; მთის ყვავილების ფერები; განა მისთვის ყველაფერი ამის გადაღმიდან ჩამოტანაშეგვეძლო? არ ვიცი.
მაღლობზეავივაკეთ და ხათუნაბებიას ბაღჩა-ბაღსმივადექით. იქ კისაპირველაპრილო ხუმრობისა არიყოს, ქათქათა თოვლიდაგვიხვდა. ძმა, დედა, მამა, ძმისწული, ბიძები, დეიდა, მამიდა, ყველაახლობელი ვინც კიჰყავდა ხათუნა ბებიას, ზუსტად ამ 90 წლისწინათ დატოვა “გადაღმამხარეს”; სწორედ იმმხარეს, საიდანაც ჩვენამ დილით გამოვემგზავრეთ... ფეხდაფეხ დადევნებული სიყვარულისათვის მაგრად ჩაუჭიდიახელი და ახალიცხოვრება დაუწყია. ცხოვრებაც, აქ, საზღვრისამ მხარეს, ნელ-ნელათავისი დინებით წასულა: გადაღმა დატოვებულთა მონატრებით; მონატრება სადღაც პატარაწერტილიდან დაწყებულა დათანდათან გაღრმავებულა, თოვლის დიდზვავად ქცეულა, თავისგზაზე ყველაფერს რომლეკავს; მაგრამ ამზვავის სულში წვეთაარავისათვის უგრძნობინებია...
თოვლშივიარეთ და მივადექით უზარმაზარ დარბაზს _ სოფლისსახლს, რომელსაც ასევეუზარმაზარი გუზგუზა ღუმელიათბობდა. ჩემს წინაშეახათუნა ბებია. მისგამოხედვაში იგრძნობა უშუალობაბავშვისა, რომელსაც დიდადარ აინტერესებს ქვეყანაზე რა ხდება. ვცდილობ გავიაზრო, გავითავისო, როგორია იცხოვრო 105 წელი.
სტუმარი მოსულაგადაღმიდან. რომელი გადაღმიდან? საითაა ეს გადაღმა? დამავიწყდა.
ლოგინში იჯდა, წამოდგომას შეეცადა. ბალიშისპირი გაასწორა. ესჟესტი ადამიანის შეგნებაში ადათ-წესების დედაენასავით შესისხლხორცებას ნიშნავს. სტუმრისფეხზე დახვედრა, საწოლისგადასაფარებლის გასწორება, სიცილისდროს პირზე ხელისაფარება, უცხო კაცებთანლაპარაკისას თვალების დახრა, მორიდება და სხვაამგვარი ჩვეულება, თაობიდან თაობაში განმეორებული, გადაცემული, შეთვისებული დასისხლში გამჯდარი, ამქვეყნად ქალად მოსვლის, ქალად დაბადების ცხოვრების წესია...
სტუმარს რომარ შეეგებო, არშეიძლება. მინდა, მაგრამმუხლები აღარ მომდევს. ფეხები აღარ მემორჩილება. ეჰ, ისევ ისჩემი ხელები მომცა, ჩვენს ქალებს რომბავშვების გაჩენაში ეხმარებოდა; ეჰ, ისევის ჩემი ხელებიმომცა, ღონივრად ძროხებს რომწველიდა. ისევ ისჩემი ფეხები მომცა, ბაღჩა-ბაღს რომყოჩაღად დაივლიდა.
საუბრის დასაწყებად ყველაზე ჩვეულებრივი, ყოფითიკითხვა შევარჩიე. ჩემიხმა ამ უზარმაზარ ოთახში რუპორში ნათქვამივით გაისმა:
“როგორ ხარ, ბებია?”
ქალიშვილს გადახედა. მიხვდა, მოკლე კითხვამისადმი იყო მიმართული. მაგრამ აშკარაა, ხმამფრაზის მნიშვნელობას ვერმიახვედრა. მაიამ (მემეგონა ისე ვიყვირე, ნამდვილად სირცხვილი იყო-თქო) ჩემს ტონზე გაცილებით უფრო ხმამაღლა, რუპორივით დასჭექა:
“დედა, როგორახარო, გეკითხებიან”.
ჯერ თავსაფარი შეისწორა. მერე ბგერებიუკბილო პირიდან ჩიფჩიფითდაიღვარა ოთახში:
“მე რავიცი, კაი ვარ, კაი”.
რამიჭირს, კარგად ვარ, მაგრამ მუხლები...
ენის წვერზემადგა რაც უნდამეკითხა. უცბად შემრცხვა. არ გამაჩნია არანაირისაჩუქარი გარდა იმისა, რომ იგი ერთ-ერთნოველაში სამარადჟამოდ უკვდავყო. დიდი-დიდი გადაღმარაც დატოვა იმით, ცხოვრების ფერადად დახატვას თუმოვუხერხებ, ეგაა დაეგ. ერთი ნოველისსაფასურში მთელი ცხოვრების გახსენებას ვთხოვ. რასირცხვილია!
...გზიდან მოსულან. გადაღმიდან. თვალმიშტერებული რომვუცქერდი, იმ მხრიდან. გადაღმიდან, თვალმოუშორებლად რომ ვუმზერდი მუდამ... მამლები ყიოდნენ. ჩიტებისჭიკჭიკი აღწევდა. გადაღმამთიდან ქარს სიმღერამოჰქონდა. შევარდენი ცაშიკამარას ჰკრავდა. ფუტკარიბზუოდა.
ათობით კითხვიდან, რომელიც მოფიქრებული მქონდა, მხოლოდ რამდენიმეს შეკითხვამოვახერხე. საუბრისას დროდა დრო თითქოსრაღაც ავიწყდებაო, სიტყვა უწყდება. ეს რომ არა, თოვლში უცაბედად ამოსულიყელმოღერებული ენძელა* მეგონებოდა. ისევ თავიდანიქცა ამ მთების ლაღ, თავისუფალ შვილად; უკმაყოფილოა, საწოლს რომ არისმიჯაჭვული.
ბატკანიქვეყნიერების ყველა ადგილასერთნაირად კიკინებს. ბულბული
ერთიდაიგივე გალობითდახტის ტოტიდან ტოტზე. ძაღლი ერთნაირად ყეფს... არა, მთლად ასეარაა საქმე. აქ, ამ მხარეში ყოველი სულიერიორ ენაზე, სამენაზე ლაპარაკობს. ყველამათგანი ვიცი... ყველაენაზე ვისწავლე მონატრების მნიშვნელობა. მონატრებაში გაილიაჩემი ცხოვრება.
ჰყვება, ჰყვება, ჰყვება... თუამასობაში სხვა კითხვასჰკითხავ, გპასუხობს, მაგრამსად გაჩერდა, იმისგახსენება უკვე შეუძლებელია. გული მეწურება. სხვარა გზაა, ახალკითხვაზე გადავდივარ.
“გადაღმათუ იყავით? იქვინ ნახეთ?
“სამჯერვიყავი. ყველანი ვნახე.”
ყველანი ვინარიან? აი, ჩემსგარდა ვინც არის, ყველანია. ლაპარაკი არადა გახსენება მღლისუკვე, ვიძაბები. დაღლილობა, ცხოვრების თანამგზავრი უმცროსიძმაა... მოურჯულებელი უხეიროუმცროსი ძმა...
მე, ჩემიგადასახლებული წინაპრების ნაკვალევის აღმოსაჩენად გზას დამდგარიგამოუცდელი მგზავრი; ის, ამაყი, მედიდური მეგზური, რომელმაცსაკუთარ სულში გამოატარა გადასახლების მბორგავი გზები... წყლისპირას გზის დასაწყისში სულს მოვითქვამთ, გულითადად ვისაუბრებთ-თქო მეგონა. სულ სხვაადგილებში მატარა. რა მოსატანია და ეპოქის მთელითავისი სიდიადით ჯუღაშვილი შემობრძანდა უცებ ჩვენსშორის... ციმბირიო, ამბობს, _ სიტყვა ‘გადასახლების’ ხმარებასგაურბის _ ციმბირში ერთკოლხოზში გატარებულ ექვსჯერსამას სამოცდახუთი დღისშესახებ საუბრობს:
“სასჯელი იყო? არ ვიცი. იქვმუშაობდი მე... ძროხებიმყავდა. ხელქვეითებიც...”
საზღვარი, სადაცვერა სულიერი, ვერცანადირი და ვერცაფრინველი, ვერ აღწევს... სასაზღვრო ხაზი, რომელიც ხალხისათვის დაუნდობელ აკრძალვად იქცა... დანაშაულად ჩათვლაიმისა, რომ გაღმამხარეს ხარ დაბადებული და გამოღმა მოგიწიაცხოვრება; ამ დანაშაულისათვის მძიმე სასჯელისმისჯა; სასჯელისადმი უდრტვინველი მორჩილება... და მეუნებლიეთ დავფიქრდი სარფისსაზღვარზე, რომელიც ამრამდენიმე საათის წინგადმოვლახე და საღამოსისევ უკან უნდაგავბრუნდე. ეს რომხათუნა ბებიას ვუთხრა, ნეტავ ზღაპარი ეგონება?
ის, რაცმისგან მოვისმინე, ახლაარანაირ ლოგიკაში არჯდება. მისი სიტყვებიექოდ იფრქვევა, მრავლდება, ირევა, იმღვრევა, ივლება, ნიავდება. მერე უკანბრუნდება და ამმაღალმთიანი სოფლის მაღალჭერიან სახლში სულს მიყინავს. გაოგნებული ვარ; თურმესიტყვებიც კი, რომელთაცსაზღვრის იქეთა მხარესირჩიეს არსებობა, უცხოვდება. ხათუნა ბებიასთან ხელ-ცარიელიჩავედი გადაღმიდან. მანკი მე, ჯერნახევრად დაუმთავრებელ ნოველაში, სიყვარულის საზღვრისგადალახვას მოყოლილი თავისი “ტანჯვად” ფერიცვალება მისახსოვრა. ჯიბეში მიდევს ჩანაწერი, რომლის მიხედვით ვისწავლესიყვარულის ახალი მნიშვნელობა: სევდა;** თითის წვერებზემომადგა სევდიანი მოთხრობა; ამ საღამოს აიასეთი დატვირთული გადავალგადაღმა...
მინდოდა მცოდნოდა, მოგონებები მას როგორესახებოდა, რას ახსენებდა, რას გამოხატავდა.Mმობეზრდათხრობა. დაღლილი წერტილიდასვა:
“ლამაზად ვიცხოვრე,” _თქვა. “ ახლა, ამწუთას რომ მოვკვდე, მშვიდად მოვკვდები”.
გაჩუმდა. გამოვემშვიდობეთ ერთმანეთს.
ხათუნა ბებია დავტოვე იმმოგონებებთან, რომლებიც მევერ გამანდო. ქედასგავცდით. თოვლიანი მწვერვალები უკან მოვიტოვეთ უკვე. ერთ დღეს, მაგიდასთან მჯდომს დაფიქრთა ზმანებისეულ მოგზაურობაში გართულს თუ შემომხვდება, ეგება ნაწყვეტ-ნაწყვეტმოთხრობილი მოგონებები დამიმთავროს...
* ბოტ. თეთრყვავილა; იალაღებზე თოვლში ამოსულიზარის ფორმის ყვავილი;
ჩვენებურების ენაზემას “შაშორთი ქალიც” ჰქვია (მთარგმნ.-ისშენიშვნა).
** ‘სევდა’ არაბულინასესხობაა და თურქულენაზე ნიშნავს ‘ძლიერშეყვარებას, სიყვარულს’, ქართულშიკი ‘დარდი, მწუხარების’ მნიშვნელობით დამკვიდრდა. აქავტორს მოაქვს სიტყვათათამაში, რადგან სწორედახლა გაიგო ხათუნაბებიასაგან, რომ თურქული ‘სიყვარული’ ქართულად ‘სევდას’ ნიშნავს. ხათუნა ბებიათავისი სიყვარულის ანუქმრის გვერდით დარჩა. მაგრამ ამ არჩევანსბევრი სხვა ნაღველიდა სევდა მოჰყვა. მთელი ცხოვრება იგიმშობლების, და-ძმებისადა ნათესავების მონატრებამ და მათი ნახვისდაუოკებელმა სურვილმა დატანჯა (მთარგმნ.-ის შენიშვნა).
.