ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
ანნა კომლაძე - ლექსები
***
მე ენკენისთვეს ნაბოლარა შვილად გავუჩნდი,
როცა სხივები მზემ ფოთლებზე გადმოაფინა,
ეს სითბო მომდევს დაბადებით თანდაყოლილი,
და ოღონდ შემრჩეს, არაფერი მეტი არ მინდა.
მე ენკენისთვეს ნაბოლარა შვილად გავუშნდი,
და ენკენისთვემ დამაყენა ფეხზე აკვნიდან,
ბედნიერი ვარ... თუ დამიჯერებ,
ამ ფერთა მეტი, არც რა არ მინდა.
***
მალე შემოდგომა ქუჩებს აითვისებს,
გულსაც მიითვისებს ვითომც არაფერი,
მაგრამ მე მისი სევდაც კი მიყვარს,
ფოთლები მიწას ყვითლად დანაფენი.
მოვა და მერე წვიმებს მოიყოლებს,
და თავს შემახსენებს ფიქრი გადამფრენი,
წვიმა, სექტემბერი ქმნის ჩემ ისტორიას,
ბედის მზაკვრობაა ის სხვა დანარჩენი.
მიყვარდა, მიყვარს , ისევ
მეყვარება,
ეს უკვე არის შანსი გადარჩენის.
***
მიწას ოქროსფერი ხალიჩა აფარია,
ვიცი სიყვარული ჩემი ნაპარია,
გამოგონილია და ზღაპარია,
მიწას ოქროსფერი ხალიჩა აფარია.
მე მაინც ვინახავ სიყვარულს ნაპარავს,
აკეცავს ხალიჩას და თოვლით დაფარავს
ზამთარი ამ მიწას,
ჰოდა, დაიცა...
სანამ მზე ანთია და გულშიც სითბოა,
მერე კი რა იცი, ვინ წავა, ვინ მოვა,
როდის გათოვდება, ან როდის იწვიმებს,
გულში რომ მინთიხარ ახლა ეს ვიცი მე,
ფიქრებს და განწყობას ნუღარ დაიმძიმებ,
შეხედე მზეს და ისევ გამიცინე!
***
დღე ბნელ ღამეს ნებდება,
ცაზე მთვარე ივსება,
მე კი შენი ღიმილი,
რა ვქნა, მესაკლისება.
ხელისგულზე შერჩენილ
სითბოს ვუწვდი ბეღურებს,
მართლა ხომ არ მიწყრები,
მითხარი, რომ მეხუმრე.
დღე ბნელ ღამეს ნებდება.
შენ საბნად დამეხურე,
სიზმრებში გავუყვები,
მერე შენს ნაფეხურებს.
ხმას აღარ მცემ, ჩუმად ხარ
და თვალებიც მილულე,
ვიცი, ისევ მიყვები
ნაცნობ ძილისპირულებს.
დღე ბნელ ღამეს დანებდა,
ცაზე მთვარე სავსეობს.
თუ არ იცი, გეტყვი რომ
შენთვის მინდა სამზეო.
***
კრეფს ნოემბერი ბოლო აკორდებს,
ქუჩაში წვიმა სოლოს ასრულებს,
კარგო, მე ისევ შენზე მაბოდებს,
ვწუხვარ ზღაპარი რომ დაასრულე.
კრეფს ნოემბერი ბოლო აკორდებს,
ქუჩაში ქარის არის თარეში,
როგორ გავუძლო, როგორ არ მოვკვდე,
ქარებთან მარტო უნდა გაგეშვი?
კრეფს ნოემბერო ბოლო აკორდებს,
ისევ ქარების მარათონია,
ლამაზ სიტყვებით მინდა გამკობდე,
თუმც ბედი ამის მე არ მქონია.
კრეფს ნოემბერი ბოლო აკორდებს,
გარეთ ფოთლების მელანქოლია,
შენზე თბილი და შენზე კეთილი,
ჯერ მეგობარი მე არ მყოლია.
კრეფს ნოემბერი ბოლო აკორდებს,
შორს მთები ფიქრებს გადაჰყოლია,
ასე ახლოს და მაინც შორს ძლიერ,
მე ჯერ არავინ არა მყოლია.
კრეფს ნოემბერო ბოლო აკორდებს,
ზამთარს დაუთმობს მალე ასპარეზს,
მე გევედრები არ მომიძილო,
ჩვენ არ დავშორდით, წლებმა გაგვყარეს.
***
მოვდიოდით ხელკავით,
ჩემთვის უცნობ ქუჩაზე,
ჩემთვის უცნობ ქალაქში,
ჩემთვის უცნობ მხარეში,
მივდიოდით ხელკავით
არ მინდოდა გაგეშვი.
წამოვედი, მომყვება,
სითბო უკვე ნაცნობი,
ნაცნობია ქუჩა და
ნაცნობია ქალაქი,
მოვიგონე ზღაპარი,
ვერაფერი დავარქვი,
მოგნებად დამაქვს კი,
სითბო ლამაზ ქალაქის,
მივდიოდით ხელკავით
შენ ქუჩაზე, მე გავლით...
***
მალე მოფრიალდება
შემოდგომა გრძელ კაბით,
ქუჩაში გამოჩნდება
სექტემბერთან ხელკავით.
ფერადი ფოთოლცვენა
ბაღების წამლეკავი
მომაგონებს ქარიშხლებს
აწ უკვე გადანაქროლს.
კარგად რაც გახსენედბა
გულდან არ გააქრო,
მერე? არც არაფერი,
გაიქროლებს, გავა დროც.
***
პროგნოზშია დღები,
არამდგრადი ნალექით,
შენ ახლოს არ მოხვიდე
შორიახლოს დადექი.
და როდესაც სიცივე
გამოატანს ძვალ-რბილში,
ხელს ნურც მაშინ მომკიდებ,
მე არ გიწყენ, გამიშვი.
თვითონ ვივლი, მერწმუნე,
გზებზე ქარბუქიანზე,
შენ კი ნუ მოგატყუებს,
ეს ქალური სინაზე.
ხან ღრუბლრბში ვიფრენ და
ხან დავდგები მიწაზე,
ხან ბედს შევეურჩები,
ხან დავდგები მის აზრზე.
მე წავალ და თუ გინდა,
შენ სადმე დამიცადე,
და იყავი მართალი
შენ ცამდე, მე მიწამდე.
***
ჩემ სარკმლის წინ ატუზული ღამე,
ოთახში ვერ დატეული სევდა,
მე არ მინდა, რომ შეგემთხვეს რამე,
მედარდები, როცა ვეღარ გხედავ.
სასთუმალთან ჩამომჯდარი ბინდი,
ალბათ სიზმრებს თუ არჩევს და ნეტა,
ვინც უზომოდ მენატრება ახლა,
სიზმრად მაინც ყველას შემახვედრა.
***
ჩემ სარკმლის წინ ატუზული ღამე,
ოთახში ვერ დატეული სევდა,
მე არ მინდა, რომ შეგემთხვეს რამე,
მედარდები, როცა ვეღარ გხედავ.
სასთუმალთან ჩამომჯდარი ბინდი,
ალბათ სიზმრებს თუ არჩევს და ნეტა,
ვინც უზომოდ მენატრება ახლა,
სიზმრად მაინც ყველას შემახვედრა.
***
ერთი თვალით შემახედა,
დამანახა ჩემი ეზო,
რომ უხდება ზამთრისპირულს,
მშვენიერი ეგზომ.
გრძნობა სიტყვად გადმოვწერო,
როგორ მინდა შევძლო,
ნეტავ ერთი შემახედა
სიხარული მეგრძნო.
სოფლის სახლი, ჩემი ეზო,
მოჭრაჭუნე ჭიშკარი,
სიხარული,აღმაფრენა,
ჩემი მხოლოდ იქ არი.
ამიტომაც ვისწრაფი,
ამიტომაც ვიჩქარი
რომ შევაღო ჩემი სოფლის
სახლის ეზოს ჭიშკარი.
***
მენატრება ზამთარი სოფელში
და ბებია...
თბილ ღუმელს შემომსხდრები
ალბათ ახლა თბებიან
მამიდა და ბებია,
ჩემს სოფელში ზამთარი,
როგორ მომნატრებია,
ღუმელთან მიფიცხება
და დარდის მივიწყება,
ლამაზ დღეთა ის წყება,
რაც მაქვს სულ იქ იწყება.
მოგონებებს ლამაზებს,
დალაგბეულს წყებად,
ვაგროვებ და სადღაც
ჩუმად გული მწყდება.
ჩემს სოფელში ზამთარი
როგორ მენატრება.
ბებიას
მენატრები ბე...
შენი
-„გოგო გეყურება?“
რა ვიყურო, რა ვისმინო,
მოდი, ტკბილი მასვი ღვინო.
მენატრება,ბები, შენი წყრომა
_გოგო, გყურება?“
მე წავდი...
არ დაგტოვეს,
ჩვენი ეზოს ბეღურებმა,
მომსმინა, მეღო ყურად,
მიწყრებოდი მაშინ თუ რად.
ვერაფერი შემასმინე
_“გოგო, გეყურება“-თი
იცი, როგორ მენატრება
გაგონება მე მათი?
ბები, შენ თავს გეფიცები,
მოგისმენ და ვიყურებ,
განა ისევ ისეთი ვარ,
ეგრე კი ნუ მიყურებ,
სულ ყველაფერს დაგიჯერებ,
ზამთარს რომ გავისტუმრებ.
ახალი სტატიები
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა
გიგა ქურციკიძე - ნელთბილობა, ანუ არც იქითობა, არც აქეთობა
ქეთი დუღაშვილი - ლექსები
რაულ ჩილაჩავა - ლექსები
ერეკლე ბეჟუაშვილი - ტიბეტური საგანძური (ნაწყვეტი წიგნიდან)
გორვანელი - ცნებობრივი აღრევა (დემოკრიტე, პლატონი, არისტოტელე)
ზაალ ებანოიძე - წყალგაღმიდან მოიწერე
ლეილა მესხი - ,,თეთრი დუქანი“
ლანა ბიბილურიძე - ინტერვიუ პოეტ ზაალ ჯალაღონიასთან
ბექა ახალაია - ლექსები
ინგუ ჭუმბურიძე - ლექსები