გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ალდა ტეოდორანი (Alda Teodorani) ... და რომი ტირის (E-Roma-piange)


         

ალდა ტეოდორანი (Alda Teodorani)

ჰორორის ჟანრის ნაწარმოები. რედაქციის
თხოვნით იტალიურიდან თარგმნა     მაია ტურაბელიძემ      
                  




            
 ... და რომი ტირის  (E-Roma-piange)

რომი საღამოობით ტირის... ასეთი შთაბეჭდილება შემექმნა, კალაბრიას პროვინციის ერთ-ერთი სოფლიდან წამოსულმა პირველად რომ ვნახე რომი.
ზამთარი იყო... საღამოობით ცა წითლად იღებებოდა, მკვეთრ წითლად. ბევრჯერ მქონდა გაგონილი რომის ცნობილ დაისზე, მაგრამ მაინც ვფიქრობდი, რომ ყველაფერი გადაჭარბებით, ტურისტების მისაზიდად იყო ნათქვამი, მაგრამ არა, ბოლოს სიმართლე აღმოჩნდა - ყოველ საღამოს ცა რომში წითლად იღებებოდა. სახლები, სახურავები, გზები, სატელევიზიო ანტენები, ყველაფერზე წარმოუდგენელი სისხლისფერი ირეკლებოდა.
რომ ჩამოვედი, ლუკმა-პურისთვის ფულის საშოვნელად დიდი წვალება დამჭირდა. შუქნიშნებთან ვდგებოდი და ქაღალდის ცხვირსახოცებს, სანთებლებსა და მანქანის სუნამოებს ვყიდდი. აღებული თანხა ძლივს მყოფნიდა, ბინის ქირა რომ გადამეხადა და ტრასტევერეზე, ტავერნაში რამე მეჭამა. მერე, თანდათან ხალხი ამ ადგილებსაც მიეტანა და ფასებმაც იმატა. ყოველდღიურად, ელეგანტურად ჩაცმული ადამიანები შედიოდნენ შიგ და ჩემისთანა ღარიბისთვის ყველაფერი ძვირი ხდებოდა. ერთ დღეს, ტუნისელმა მიმტანმა მენიუ წარმომიდგინა, რომელშიც მაკარონიან ლობიოს 15 000 ლირა ეწერა. მაშინ მივხვდი, რომ ტავერნა საჩემო ადგილი აღარ იყო და სადგურ ტერმინიში გადავედი.
რომის ცენტრალური სადგური ერთ დიდ ობობას ქსელს ჰგავდა. მასში ყველაფერი იყო გაერთიანებული, და მეც იქ მოვწესრიგდი. სადგურთან ახლოს, კარიტასის სასადილოში უფასოდ ვჭამდი და მათხოვრებთან ერთად ვიძინებდი. ერთმანეთზე ისე იყვნენ ეს მათხოვრები შეხურხლული, რომ ბევრი არიანო, ვერ იტყოდით. წიგნის მაღაზიის ან აფთიაქის წინ წვებოდნენ და ხალხს გავლა-გამოვლაში ხელს უშლიდნენ, მაგრამ არავინ არაფერს არ ამბობდა, რადგან მსგავსი რამეები ქალაქს ახასიათებდა; ყოველ შემთხვევაში, სანამ მე გამოვჩნდებოდი...
თავიდან, სადგურის მეთვალყურეები უბილეთოდ მიშვებდნენ, მერე საყვედურებზეც გადავიდნენ, მაგრამ მაინც ვახერხებდი შიგ ღამის გათევას.
ერთ დღესაც, სანთებლებს რომ ვყიდდი, მოხუცი კაცი მომიახლოვდა.
იტალიელი ხარ? - მკითხა.
კი, პოლისტენადან, კალაბრიას პროვინცია. - ასე ვუპასუხე, მაგრამ
სინამდვილეში, როზარნოდან ვარ.
არ გეზარება ეს ნაგვობა?
რა ნაგვობა?.. კარგი რა, ბაბუ!
ფული არ გჭირდება? არ გინდა კარგ სასტუმროში დაისვენო?
-    ამ გეივით ჩაცმულ მოხუცს, მგონი, ჩემი დაცინვა უნდა. - გავიფიქრე, და მერე ვუპასუხე. - ფული როგორ არ მინდა, მაგრამ მინეტს არ ვაკეთებ, იცოდე.
წამოდი ჩემთან!
ბებერმა ფასტფუდში მაჭამა და ფული თავად გადაიხადა. ჰამბურგერს განავლის გემო ჰქონდა, მაგრამ რადგანაც მაგრად ვიყავი გაციებული, ჩემს თავს დავაბრალე, იქნებ, მე ვიგრძენი ცუდი გემო-მეთქი. არც დამიჩივლია, რადგან მოხუცი თანდათან მოწონებას იმსახურებდა ჩემში.
ოდესმე თუ გიფიქრია მეეზოვეობაზე? - მკითხა, ჭამას რომ ვამთავრებდი.
თქვენც იფიქრებდით, ეს კაცი ავადააო. აბა, იმდენი მეეზოვეა!..
თანხის გადახდა იქნება ალბათ საჭირო მერიაში, მეეზოვედ რომ დაგნიშნონ. –
ვუპასუხე დაბნეულმა.
არა, მე სხვა რამეს ვგულისხმობ. - მითხრა და თან ფულის შეკვრა ამოიღო
ჯიბიდან.
იმ დღიდან ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, დამიჯერეთ!
მარსალასა და ჯოლიტის ქუჩები, ჩინქუეჩენტოს მოედანი, დიოკლეციანოს აბანოები, ამენდოლას ქუჩა (ზევით, ოპერის თეატრამდე; იმის იქით, არა), ნაციონალეს ქუჩა, ეზედრას მოედანი... ერთი სიტყვით, რაც სადგურის ირგვლივ მდებარეობდა, ყველაფერი ჩემს სამფლობელოში შევიდა. გიჟმა მოხუცმა, ბევრი ფული მაქვსო, გამიმხილა. ფილტვის კიბო ჰქონდა და სიკვდილის პირას იყო უკვე მისული. ეს უბედური დაავადება სიგარეტის გარეშე გასჩენია. არც არასოდეს მოუწევია, პირიქით, მის ოფისში, კედელზე აბრაც კი ჰქონდა გაკრული; აი, ის, თავის ქალაზე რომ წერია: „ნუ მოსწევთ!“
დამღალეს შუქნიშანთან მდგომმა მწმენდავებმა და სანთებლების
გამყიდველებმა, ყველგან არიან მოდებული. ზანგები, ციგნები... ერთმა საფულე მომპარა, - დაიჩივლა ჩემთან მოხუცმა, - ციგანი გოგო იყო, მეტროს ვაგონში მითვალთვალებდა. ბოლონიის მოედანთან, საფოსტო განყოფილების წინ ვიყავით უკვე მისული, სადაც მე ვცხოვრობ, რომ წამომეწია, სახეში გამარტყა და საფულე ამომაცალა პიჯაკის ჯიბიდან. შენ ამ დროს რას იზამდი?
მე მხრები ავიჩეჩე. აღარც კი მახსოვდა, ბოლოს როდის მქონდა საფულე.
გეტყვი, რაც გავაკეთე: ხელი მაისურში წავავლე და ჩემთან ერთად წავათრიე.
გეუბნები, არც არავის შევუნიშნივარ და ამიტომ არც არავის შევუჩერებივარ. შენ როგორ ფიქრობ, მოხუცი რომ ვარ, არ შემიძლია?
მე ისევ ავიჩეჩე მხრები. მოხუცი ისე მეკითხებოდა, სხვათა შორის, თორემ ჩემი პასუხი სულაც არ აინტერესებდა და მოყოლას განაგრძობდა. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ პენსიონერ მოხუცებს უფრო სიამოვნებდათ ახალგაზრდების გაჟიმვა.
ჰოდა, მეტროს გასავლელთან, ტუალეტში შევათრიე, კარი ჩავკეტე, მივაჭირე
პირზე ხელი და კარგად გავჟიმე, ჯერ წინიდან და მერე უკნიდან. უნდა გენახა, როგორ ყმუოდა. მერე კისერი გადავუწრიახე ქათამივით, როგორ ბაბუაჩემი კლავდა ქათმებს, აცხონოს უფალმა! - ყვებოდა კმაყოფილებით.
მინიმალურადაც კი არ მოუხდენია რეაქცია ჩემზე ამ ნაგავი მოხუცის მონაყოლს. იმდენი ილაპარაკა, რომ არც კი ახსოვდა, რისი თქმა უნდოდა თავიდან.
ჰო, მართლა... - გაახსენდა, - დავნიძლავდეთ, თუ გინდა, შენ ყველა ამ ჩათლახს
იცნობ. მე, როგორც გითხარი, მდიდარი ვარ და წყალობა მინდა გავუკეთო ისეთ ადამიანებს, როგორიც შენ ხარ. ვეღარ ვიტან ამდენი მათხოვრის დანახვას. ერთი წლის სიცოცხლე დამრჩენია და მინდა ტროტუარები და გზები გავწმინდო ამ ნაგვებისგან. და ამაში, სანამ ცოცხალი ვარ, შენ უნდა დამეხმარო.
თქვენი აზრით, რისი თქმა უნდოდა? თუ ხართ გონებამახვილები, კი გაიგებდით უკვე.
მე ჩემი ტერიტორია მქონდა სადგურ ტერმინის ირგვლივ. მოხუცს ჩემნაირი მწმენდავები სხვებიც ჰყავდა მთელი ქალაქის მასშტაბით და დარწმუნებული ვარ, თანხასაც უხდიდა ყველას. არც ვიცი, საბოლოოდ, კმაყოფილი წავიდა ამ ქვეყნიდან თუ არა, მაგრამ ამ ჩემ ფეხებს, რაში მაინტერესებს!
საუბრის შემდეგ, მოხუცმა შეხვედრის დრო დამინიშნა მეორე დღისთვის, თან ფულები ამიფრიალა ცხვირწინ.
- ხვალ საღამოს, თერთმეტის ნახევარზე შევხვდეთ ერთმანეთს ლაციოს სადგურში, 23-ე ლიანდაგთან და ვნახავ, რისი გამკეთებელიც ხარ.
რისი გამკეთებელი ვარ? - გავიფიქრე. ამან არ იცის, რომ ჩემს მხარეში მე
ცნობილი მკვლელი ვიყავი. იმდენ ადამიანს ვკლავდი ყოველდღე, რომ სიკვდილიანობის სტატისტიკის გაზრდასაც ვუწყობდი ხელს, რისთვისაც მიხდიდნენ კიდეც. ისეთი ადამიანებისთვის ვმუშაობდი, რომ განაწყენდებოდნენ თუ არა, მათ ანგარიშებს მე ვასწორებდი, მაგრამ ბევრი ფული მაინც არასდროს მქონია. ცოტა ხანში ყველაფერი დასრულდა: ერთ დღეს, მიმო, ჩემი საუკეთესო მეგობარი, ვიღაცამ თოფით მოკლა. ჩემმა უფროსმა (ასე ვუწოდებდი) მე დამაბრალა, რადგან ყველამ იცოდა, რომ მიმოს ცოლი მაგრად მომწონდა. დარწმუნებული ვარ, ვიღაცას ჩემი ადგილის დაკავება უნდოდა და ამიტომაც მოკლა მიმო. საბედნიეროდ, მეგობრებმა დროზე მაცნობეს, თორემ ახლა, ვინ მოგიყვებოდათ ამ ამბავს?! მეც დავკარი ფეხი და პირადი ნივთებიც კი არ ამიღია, ისე გამოვიქეცი. ასე მოვხვდი შუქნიშნებთან ქაღალდის ცხვირსახოცებისა და სანთებლების გამყიდველად. მოხუცისთვის ეს ამბავი არ მომიყოლია. მაინც, არავის არ უნდა ენდო ცხოვრებაში; მით უმეტეს, მას, ვინც ფულს გიხდის.
ჰო, ვამბობდი: იმ საღამოს მოხუცთან წავედი შეხვედრაზე - ლაციოს სადგური, ლიანდაგი 23-ე. როგორც კი მივედი, ბებერმა მიწაზე დაყრილი ძონძების გროვისაკენ მიმითითა:
აი, პირველი ის არის!
თვითონ სადგურის სვეტის უკან დაიმალა. მე მივუახლოვდი ძონძების გროვას და გადაქექვა დავიწყე. ის, ვინც შიგ იყო გახვეული, ფეხზე წამოხტა და ყვირილი დამიწყო:
შეჩერდი, შეჩერდი! გეყოფა, ნაგავო!
ვის უწოდებ შენ ნაგავს?! - ჩავძახე პირში და ყელში წავუჭირე ხელები. მერე
ზევით ავწიე. ის ფეხებს აქნევდა. იქნებოდა ასე, ოცდაათი წლის, წვერი მკერდამდე ჩამოზრდოდა. მე უფრო და უფრო ვუჭერდი ყელში ხელებს ყელში და უფრო და უფრო აფხარკალებდა ფეხებს. მალე ხროტინი დაიწყო, თვალები გადმოუცვივდა და ჩაიფსა კიდეც. ვიგრძენი, როგორ ტოვებდა თანდათან მისი სული სხეულს. ბოლოს, მთლად მოეშვა, მაგრამ უფრო რომ დავრწმუნებულიყავი მის სიკვდილში, კიდევ ერთხელ მოვუჭირე ხელები ყელში.
თქვენ გგონიათ, რომ შემეზარა მისი სახის დანახვა? არა, სულაც არ უმოქმედებია ჩემზე. შევამჩნიე, ბებერი მიახლოვდებოდა. ალბათ, უნდოდა გაეგო, როგორ მიდიოდა საქმე.
გინდა გაიგო, როგორ ვმუშაობ? აი, ნახე! - გავიფიქრე და თან მათხოვარს
თითები ვთხარე თვალებში. როგორც თხილი გადმოცურდება კანიდან, ისე გადმოუცვივდა სისხლიანი თვალები და მოხუცის ფეხებთან დაცვივდა. მერე, მათხოვარს შარვალი გავუხიე; ჯიბის დანა დავაძვრე და ყვერების კანი გადავუსერე. ადვილი მომეჩვენა ამის გაკეთება, სისხლიც არ გამოსვლია. ამავე დროს მოხუცის აღგზნებული ქშენაც მომესმა ყურებში. ყვერებს პატარა მილი აერთებდა ტანთან მხოლოდ. ერთი ხელის გაქნევა, და ჩემს ხელში იყო ორივე.
ახალი ხორცი! - შევძახე მე და მოხუცს მივაწოდე.
მან უარის ნიშნად, თავი გააქნია.
თუ არ გინდა, მე შევჭამ! - გავიფიქრე და ჩავიყარე პირში. ვერაფრის გემო ვერ
ვიგრძენი, ლოკოკინასავით რბილი და სრიალა იყო. კინაღამ გული ამერია, რადგან ლოკოკინები არასოდეს მომწონებია, ყოველთვის მეზიზღებოდა მათი ჭამა. ჩემს თავზე გავბრაზდი, რა ტყუილად დავკარგე დრო-მეთქი, და იმაზეც, ძირს რომ ეგდო, შარვალჩახდილი და ასოთი გადმოგდებული.
ახლა გაჩვენებ მე, შე ჩათლახო! - გავიფიქრე, და ერთი ხელის მოსმით
დანა მოვუქნიე. გაბრაზებულმა ასოც მოვჭერი უცებ. ახლა კი გამოუვიდა სისხლი. მკვდარი იყო, მაგრამ მაინც. ასო მის ტყუილად დაბჩენილ პირში ჩავატენე.
იმ საღამოდან მართლა დაიწყო ჩემი სამუშაო. მაპატიეთ, ასე უხეშად რომ გეუბნებით, მაგრამ არ გეგონოთ, ვიგონებდე. თუ ჩემი არ გჯერათ, მიდით და გადაამოწმეთ. რომში რომ მოხვდებით, საღამოობით გაიარეთ სადგურის ტერიტორიაზე და დააკვირდით, ყოველ კუთხეში ყრია სისხლიანი გულები. ხეების ზევით კი ფრინველები გუნდურად ფრენენ და შემზარავად ყვირიან. გაიარეთ ეზედრას მოედანზეც, ფანტანთან. ამ ადგილს ზოგი რომაელი რესპუბლიკის მოედანს ეძახის, მეტრო რესბუბლიკის გაჩერებაა ახლოში და მიტომ. ხდება ხშირად, როცა შეხვედრის ადგილს აქ ნიშნავენ. რესპუბლიკის მოედანზე შევხვდეთო, ეუბნებიან ერთმანეთს, თუმცა პუნქტუალური მაინც არავინაა. ყოველ შემთხვევაში, სცადეთ, გაიარეთ იმ ადგილებში საღამოობით, მზის ჩასვლისას, და დარწმუნდებით ჩემს სიმართლეში. მე რაც შემეძლო, გავაკეთე. მე-20 და 21-ე ლიანდაგებთან ოცდაათ მაწანწალას მაინც გამოვჭერი ყელი სამართებლით. ყოველ საღამოს ვაკეთებდი ასე. არც არავის უთქვამს რამე და არც არავინ მიმხვდარა ჩემს საქმიანობას. შეიძლება, ვინმეს აწყობდა კიდეც ეს. ჟურნალ-გაზეთებშიდაც არ თქმულა რამე, მხოლოდ რომის ქრონიკაში დაიწერა რაღაც ორი ხაზით. შიდსით დაავადებულებს, მეტროს მიწისქვეშა გადასასვლელებში ან საჰაეროების უკან რომ იძინებდნენ, შპრიცს ვთხრიდი თვალებში. არ დამიჯერებთ, და ის შპრიცები, ყველა ნაყიდი მქონდა; ზოგი, აპარატები დავამტვრიე და იქიდან ამოვიღე. ასეთი აპარატები რომის მერიამ დაამონტაჟა სადგურის ტერიტორიაზე, ტროტუარებზე, ნარკომანებს რომ სუფთა შპრიცებით ესარგებლათ და ერთმანეთიდან შიდსი არ გადადებოდათ. კარიტასის საძინებლებში დანა ვიხმარე. რადგანაც ძალიან მომწონს ჩემი სამსახურის შესაფერისი რაიმე სიმბოლური ნიშნის დატოვება, დანა ზოგ გოგოს მუცელში ჩავარტყი და ზოგს სასქესო ორგანოში ვთხარე. იმდენი ახალგაზრდა გოგოა მაინც იმ კარიტასში! მოხუცებიც არ დავინდე და ყველას ასე ჩავარტყი გულში. სულ ვიყავი სისხლში ამოსვრილი, რომელიც დაჭრილი, მომაკვდავი ადამიანებისგან მესხმებოდა. ჩვენთან, კალაბრიაში ნათქვამია, ვინც სისხლში ბანაობს, სიცოცხლეც გაუხანგრძლივდებაო. ციგან გოგოებს ისე გავუკეთე, როგორც ჩემმა მეგობარმა მოხუცმა. მეც მესაჭიროება ჟიმაობა, აბა! ტრანსსექსუალები სადგურთან ახლოს, სასტუმროებში წავათრიე. ყველას გამოვჭერი ყელი სამართებლით და თან ვჟიმავდი უკნიდან. დიდი სიამოვნება აღმოვაჩინე ამ ყველაფერში. ძალიან ლამაზია, სისხლად რომ იღვრებიან, გაქცევა უნდათ და ვერაფერს ახერხებენ, ფხარკალებენ მხოლოდ. მე მათ ზურგიდან ხელებს ვუჭერ ყელზე და ვერ გარბიან; ან როგორ გაიქცევიან, ჩემს ორგანოზე არიან მიმაგრებული. მერე, მშვიდად ეშვებიან ნელ-ნელა ძირს და უკანა ტანის ნახვრეტის კუნთი რომ დაეჭიმებათ უკანასკნელად, ზუსტად ის მსიამოვნებს მეც ძალიან და ამასობაში ვათავებ.
წარმოუდგენელი ძალადობააო, იტყვით თქვენ.
როცა მოხვდებით რომში, მზის ჩასვლისას, აუცილებლად იგრძნობთ, ქალაქი როგორ ტირის, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მე ავატირე ის, და ეს ჩემი ხელობაა.
სადგურის ტერიტორიაზე ვერსად ნახავთ მათხოვრებს, მაწანწალა ციგნებს, რადგან მე კარგად და ხარისხიანად ვიცი ჩემი სამუშაოს შესრულება. არავინ შეგაწუხებთ ამიერიდან, არავინ მოვა მანქანის მინების გასაწმენდად. როგორც მოხუცი იტყოდა, ამისთვის ბენზინგასამართი სადგურის პერსონალები არსებობენ.

скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge