ბათუ შარელი - ლექსები
ციკლიდან "ARTეკლები"
დაუბრუნებლები
თითქოსდა გვათბობდეს მზე მათი სხეულების,
როს ვნატრობთ შორს წასულ ძამიებს, დაიკონებს...
მეფუტკრეც, თანახმად საქმის და ჩვეულების,
ფუტკრის ხმას ცარიელ სკაშიაც გაიგონებს...
ცასვხედავთ გადამფრენ ფრინველთა გუნდებიანს.
ტყეს ამკობს მრავალი, ახალი, ლაღიბუდე...
გამოჩდნენ მერცხლები, ქედნებიც ბრუნდებიან,
მაგრამ ეს ჩვენები ვერაფრით დაგვიბრუნდნენ...
აქსულ რომ ვხედავდით სამიდღის მოშიებულთ,
სხვა ქვეყნის დღეები ჩათვალეს ზღაპრულებად...
და მწყრები დაბრუნდნენ, დაბრუნდნენ შოშიებიც,
ჩვენებს კი ისევე არუნდათ დაბრუნება...
ჩვენმათი ლოდინი როდემდე ვაუთავოთ?!
უმათოდ ვერ ვუძლებთ ცხოვრების ქარბორიას...
თუმცა არ წასულან ისინისამუდამოდ -
ველით და! ველით და! ველით და არმოდიან...
ციკლიდან "ARTეკლები"
ლექსი მოცარტების გასაჩენად
ქალს სურნელთა მზე ვუყიდე ორიკონა -
სიყვარულში გრძნობასავით დროცარდის...
ზოგს აქეთკენ ეზიდება მორიკონე,
ჩვენ კი იქით - მელოდია მოცარტის,
სადაც, ხეებს მიყუდებულ ყარიბებთან,
მოცარტს უკრავს მუსიკოსი ღარიბი.
უმოცარტოდ ბედ-იღბალიც ღარიბდება -
ერთ რიფს გავლევთ, დაიწყება სხვარიფი...
დაეს მიწა ვიდრეცისკენ გაგვიშვებდეს,
ვიდრე სული ცის სარკმელში შეცვივდა,
არ არსებობს - ჩვენისისხლის კლავიშებზე
ყრმა მოცარტი არ მორბოდეს ზეციდან.
არარსებობს! არარსებობს! არარსებობს,
არ ილტვოდეს ჩვენსსაშველად მხსნელიდა...
ღმერთს დიდება უძლიერეს "ხვარაზმების"
შემთხვევით არ უვარდება ხელიდან!..
მაგრამ ჩვენვე ვიტორებით, როცავტორავთ
გზას, რომლითაც მადლი უნდამობრძანდეს,
რადგან ჩვენვე ვკლავთ ბავშვებში მოცარტსთორემ
არ არსებობს არვაჩენდეთ მოცარტებს!
ციკლიდან "ძველებურები"
აგვისტოსავით
ცეცხლია ჩემში ყველგანმდებარე -
გულის კედლებსაც რთავენ კვარები...
მე მკვდარ სიყვარულს ვერგავეპარე
და ცოცხალს როგორ გავეპარები!..
მიწაინატრის წვიმის მალამოს,
ფესვამდე ატანს ხვატი ბულვარებს.
შენც გახვითქულხარ, ძმაო კალამო,
მზე აგვისტოსი ისე მცხუნვარებს...
მაინცარ ვუშვებ მუზასგულიდან,
რომ ბევრი თეთრი ველიაკინძოს...
სიყვარულია - უსასრულოდა
მარადიული ცხელი აგვისტო!..
აღარმთავრდება პულსისმარულა...
ცრემლშიაც დაფრენს ლაღიფრთოსანი.
მე სიკვდილამდე მსურსსიყვარულმა
დამწვას თაკარა აგვისტოსავით!.
ციკლიდან "ძველებურები"
სკა და სამშობლო
ნელა-ნელაა ეს თუ ერთიან,
თან ვბერდები და თანაც ვბინდდები
და ეს მბორგავი ჩემი მკერდია -
აოხრებული ქართლის მინდვრები...
გაშალეთ ჩემისიცოცხლე აფრად!..
გზებზე დააგეთ ჩემი კურცხლები!..
მე სპასალარი არავარ, მაგრამ
წინ სტრიქონების ლაშქარს ვუძღვები...
მცირეა ჩემისამშობლო, მაგრამ
გულის ხელით მაქვს ნასათუთარი.
სკაც პატარაა ძალიან, მაგრამ
აბა, გარეკეთ სკიდან ფუტკარი!
ციკლიდან "ARTეკლები"
ტკივილსა და უტკივილობაზე
თუ გავჩნდი ტკივილების სახატავად,
ხელს ვეღარ შემიშლიან "მუტანტები"...
რაღაც თუ მეტკინება - საღადავარ.
რაღაც თუ არა მტკივა - ცუდადვხვდები...
დათუკი არ მეტკინა ლოდინიან
იმედი - აფრასავით არვიშლები,
არადა პოეზიას მოდენიან
მარტოკა ტკივილების ქარიშხლები...
ამქვეყნად რა ნაკლები როდენია -
ღვთისაგან რა ცოტაა დანიშვნები!..
ციკლიდან "ძველებურები"
გვალვაში წასაკითხი ლექსი
ოჰ, მიყვარს წვიმის დაწყება -
აჟრჟოლებს მწყურვალ ალაგებს...
მიწა რომ წვიმით გაძღება -
ყვავილებს ამოალაგებს
მინდვრების ჯიბეებიდან,
ვით პატარძალი მზითევებს...
სისველეს კიბეებიდა
ფანჯრები ვეღარ იტევენ...
ოჰ, ვიჭერ ღრუბლის ტაიჭებს...
ოჰ, მიყვარს წვიმის დაწყება,
როდესაც გვალვებს დაიჭერს
და მზის პურები დაცხვება...
ამლექსისათვის, მაისში,
მადლობა მითხრეს ცაცხვებმა.
ციკლიდან "ARTეკლები"
მკვდარი კაცი
უცებშემოვიდა მკვდარიკაცი,
სიტყვა ჩამომიგდო გარიყვაზე,
თურმე მოუნდომეს გარიყვადა
მამულს მაინც ედგა ბარიკადად...
სმენას ვამშვიდებდი ფაფარაშლილს,
მას კი, ნაღალატევ ტარიგივით,
მტრობა ეტყობოდა ლაპარაკშიც...
ნასაფლავარსა დანაუკუნევს
მკვდრობაც დამჩნეოდა საუკუნის.
შიშში რას გაიგებ რაღამოჩანს! -
ვიდექ ფანჯარასთან საღამოჟამს,
გულზე მონატრება შემოვიდე
და, ვით რძეშემოდის კაკაოში,
უცებ მკვდარი კაცი შემოვიდა.
ერთბრძენს მივამგვანე ძველებიდან...
გულზე დაიკრიფა ხელებიდა,
მითხრა: თუ ერთურთი არაფასეთ,
ყმობა გელოდებათ ბარაბასი,
მისი გახდებითო საუფლოდა...
მაგრად მივეყრდენი დარაბაზე -
ჩემ წინ მკვდარი კაცისაუბრობდა.
სიტყვა უცვიოდა ნაყოფივით!..
თმები შუა ჰქონდა გაყოფილი...
შიშით მახსოვრობა დაიდაღა -
მაკლდა გაქცევამდე "ჰაიდაღა",
რომ მკვდარ მოსაუბრეს დანთხეული
სისხლი გამოექცა საიდანღაც,
შუბლიც გამოუჩნდა ჩამტვრეული...
ციკლიდან "ARTეკლები"
ძველი ფოტოების ნახვისას
ვუცქერ ძველ ფოტოებს, მიცქერენ ხატებივით.
ხედავენ, ეს გული როგორ მაქვს გატეხილი.
ეს გული, რომელიც ვერაფრით დაავრდომეს.
ეს გული, რომელიც სულ ჰგავდა ნააღდგომევს...
ეს გული, რაც წინ მყოფ ჭირს და ლხინს გამოთვლიდა...
იმასაც, თუ სული რას ნახავს სამოთხიდან.
ამაზე ფიქრისგან ვდნები და ვიწურები
და მჯერა, რომ ცაშიც არიან მიწურები,
რომლებიც ელიან ალალ და წმიდასულებს,
ოღონდაც ამას აქ არავინ მიდასტურებს...
ციკლიდან "ARTეკლები"
უკვე
ხსოვნავ, მარხევ, როგორც სიოს ჩქამიტბორებს,
მე კი ყოფნა არც შენგან მსურს დამადლებით...
მაგრამ, ზოგჯერ, კამათლებს რომ გამიგორებ,
მეც გიგორებ, თუ ვიპოვე კამათლები...
ოღონდ, ხსოვნავ, არ მატირო, არმაყვირო
გაელვებით გაყრების და შეხვედრების.
უკვე, ჩქერში დიდ ქვებსმთვრალი კალმახირომ
ეხეთქება, დღეებს ისე ვეხეთქები...
ციკლიდან "ARTეკლები"
მხატვრები
ბევრი კარგი ფერმწერი და მხატვარი გვყავს რადგან -
ავდექი და, საგანგებოდ, პირველს ვეძებ მათგან:
გუდიაშვილ-კაკაბაძეს შევადარებ ერთურთს
და, თუ რამე შემეშალა, მაპატიე, ღმერთო!
ვასახელებ ედმუნდსა და ჩუბჩიკას და პიკოს,
თითქოს, დიდი ექსპერტი და კრიტიკოსი ვიყო.
ელენე თუ ქეთევანი, ნათელა თუ ესმა! -
მსურს ყველაზე უკეთესის სადღეგრძელოს შესმა.
თოიძე თუ ერისთავი, გოცაძე თუ... იქნებ,
სხვებზე კარგი მავიწყდება! და გონებას ვიკრებ:
როგორ უნდა დამავიწყდეს ჯაფარიძე თემო! -
მახსოვს მაგის ტილოებზე წვიმაქოლგის გემო...
გავიხსენებ ზოგის "კულულს", ზოგის "თივის ბულულს"...
და როგორღა დავივიწყო დადიანი ლულუ!
როგორ უნდა დამავიწყდეს ( გაგიჟდება კაცი)
ბუღაძე, ან ჭოღოშვილი, ან ხორავა მაცი!
ფარჯიანი! კაჭარავა! - გულმავიწყი ვარდა,
თითქმის ყველა ჩამოვთვალე, ერთიორის გარდა.
ქუთათური ბერნარდი და "პარიზელი" ვარლა,
რუსუდანი, პირველყოფილ დროს რომ ესაყვარლა...
და "ლოტრეკა" "ობლებიდან", მინდობილი შიმშილს...
და ვარაზი, ნიკალა რომ გაგვიცოცხლა ფილმში...
ცინცაძე და ნემსაძე და ჩვენი ჯემალადა
ვინც ვერ შეძლო მოლბერტისთვის წუთით ეღალატა...
ყველა, ვინც კი ფერთა სიმებს ფუნჯის ხელით უკრავს:
წერეთელი, თუმცა მასთან სულ ვიქნები უბრად...
რურუა და ქანდარია, ადამია რეზო,
ვისი "თოვლის" დანახვაზე გინდა თოვლი თესო...
ბოლოს მაინც ფიროსმანი უნდა ავირჩიო -
ჩვენი მიქელანჯელო და ჩვენი და ვინჩია!..