ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
ნუგეშა გაგნიძე - ნიცშეს ლირიკა
ნუგეშა გაგნიძე
ნიცშეს ლირიკა
მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის უდიდეს მოაზროვნეს, ფრიდრიხ ვილჰელმ ნიცშეს (1844-1900), მეტწილად იცნობენ, როგორც ღრმად ფილოსოფიურად მოაზროვნე შემოქმედს, რომელმაც „სიცოცხლის ფილოსოფიით“ ერთგვარი კლიმატი შექმნა დასავლეთ ევროპის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში. მისი ლირიკა ნაკლებადაა ცნობილი მკითხველთა ფართო წრისათვის. სტილისა და მხატვრული სიტყვის დიდოსტატმა თავისი ლექსებითა და ფილოსოფიური ძიებებით დიდი ზეგავლენა იქონია მე-20ß საუკუნის გერმანულენოვანი პოეზიის განვითარებაზე. ისევე, როგორც მხატვრული პროზისა და ფილოსოფიური ნაშრომების, ნიცშეს ლირიკული ნაწარმოებების პირველი სრულყოფილი სურათი წარმოდგენილია გიორგიო კოლისა და მაძინო მონტინარის მიერ 1969-1989 წლებში გამოცემულ თხუთმეტტომეულში („შäმტლიცჰე ჭერკე: Kრიტისცჰე შტუდიენაუსგაბე ინ 15 Bäნდენ“). ამ ფუნდემენტურმა გამოცემამ დიდი სამსახური გაუწია ნიცშეოლოგებსა და ნიცშეს შემოქმედებით დაინტერესებულ მკითხველს მისი შემოქმედების საფუძვლიანად გაცნობის, შესწავლისა და კვლევის საქმეში.
ნიცშეს ლირიკაზე მსჯელობისას იკვეთება ორი უმნიშვნელოვანესი მიმართულება: ნიცშე, როგორც ლირიკის თეორეტიკოსი და ნიცშე, როგორც პოეტი. იგი, მისი წინამორბედი გერმანელი ავტორების მსგავსად, ჯერ საკუთარ ლიტერატურულ-ესთეტიკურ პრინციპებს აყალიბებს და შემდეგ განასხეულებს მათ მხატვრულად. თეორიულ ნაშრომებსა და „ფრაგმენტებში“ მწერალი-ფილოსოფოსი საქმის ცოდნითა და დიდი გულისყურით ეკიდება ნაწარმოების მხატვრული ფორმისა და სტილის საკითხებს, რადგან ეს მიაჩნია თვითმყოფადი გერმანული ლიტერატურის შექმნის აუცილებელ წინაპირობად. ამის შესახებ მწერალი-ფილოსოფოსი ვრცლად მსჯელობს როგორც ადრეულ ნაწარმოებებში („ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან“, „დროის შეუსაბამო მსჯელობები“), ასევე სიცოცხლის სხვადასხვა პერიოდში შექმნილ „ფრაგმენტებშიც“. Aამ ნაწარმოებებში ის სტილის საკითხს წარმოადგენს, როგორც ანთროპოლოგიურ კატეგორიას, რისთვისაც დიდმნიშვნელოვანია ყოფიერების არსის გაცნობიერების საკითხი. 1885 წლის ზაფხულის ჩანაწერში ნიცშე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ადამიანი თავად არის ფორმებისა და რითმების შემქმნელი, რაშიც უბადლოდაა დაოსტატებული (KშA 11, 608). ფორმა, სახე და რითმიზირება სასიცოცხლო აუცილებლობაა ადამიანის ეგსისტენციისათვის. მხატვრული სახეებისა და რითმების მეტამორფოზის გარეშე აზრი არ ექნებოდა „მარადიული დაბრუნების იდეას“ („Oჰნე დიე Vერწანდლუნგ დერ ჭელტ ინ Gესტალტენ უნდ ღჰყტჰმენ გäბე ეს ფüრ უნს ნიცჰტს „Gლეიცჰეს“, ალს აუცჰ ნიცჰტს ჭიედერკეჰრენდეს, ალსო აუცჰ კეინე Möგლიცჰკეიტ დერ Eრფაჰრუნგ უნდ Aნეიგნუნგ, დერ E რ ნ ä ჰ რ უ ნ გ .“ KშA 11, 608).
ნიცშეს ფორმისა და სტილის დიდოსტატად და მისაბაძ მაგალითად გოეთე მიაჩნია, რის შესახებაც ის აღნიშნავს 1873 წელს შექმნილ ფრაგმენტში. მისი აზრით, გოეთე თავისი სტილითა და მანერით უპირველესია გერმანელ მწერალთა შორის („Gოეტჰე სოდანნ ისტ ვორბილდლიცჰ: დერ უნგესტüმე Nატურალისმუს: დერ ალლმäჰლიცჰ ზურ სტრენგენ ჭüრდე წირდ. Eრ ისტ, ალს სტილისირტერ Mენსცჰ, ჰöჰერ ალს ჯე ირგენდ ეინ Dეუტსცჰერ გეკომმენ. […] Mან ლესე Eცკერმანნ უნდ ფრაგე სიცჰ, ობ ჯე ეინ Mენსცჰ ინ Dეუტსცჰლანდ სო წეიტ ინ ეინერ ედლენ Fორმ გეკომმენ ისტ.“ KშA 7, 686). გოეთესადმი როგორც სიტყვის დიდოსტატისადმი სიყვარული და მისადმი მიმბაძველობა ნიცშეს ცხოვრებისა და შემოქმედების სახვადასხვა ეტაპზე სხვადასხვაგვარად იჩენს თავს. როგორც თეო მაიერი მიუთითებს, ადრეულ პერიოდში შექმნილ ნაშრომებში გოეთე ნიცშესათვის არის მეტწილად „მრავალგზის ციტირებული ავტორიტეტი“. ლირიკოს ნიცშეს პოეტური რეფლექსიებისათვის იგი იდეალია, რომელიც მასში ღრმა და „ოქროსავით ნათელ“ იდეებს აღვიძებს. ამდენად, ახალგაზრდა ფილოსოფოსი ხშირად ახდენს გოეთეს სტრიქონებისა და სენტენციების ციტირებას. ხოლო „ტრაგედიის დაბადებაში...“ გოეთე შოპენჰაუერისა და ვაგნერის ჩრდილში დგას (Mეყერ, 223-224). ამ პერიოდში იგი უფრო მეტად დიდებული და ამავდროულად „საბრალო ჰოლდერლინის“ სოკრატესეული ენითა და სტილითაა მოხიბლული. გოეთე, როგორც ცენტრალური სახე, ნიცშეს შემოქმედებაში იკვეთება ვაგნერთან „ბზარის“ გაჩენის შემდეგ. იგი თანდათანობით იკავებს „ფრაგმენტებსა“ და წერილებში პრიორიტეტულ მდგომარეობას და ხდება ავტორიტეტული სახე, რომლის გარშემო თემათა სამი დიდი წრე იკვრება: ცხოვრება, ხელოვნება და კულტურა.
ნიცშესათვის განსაკუთრებით საყურადღებოა გოეთეს მოსაზრებები მხატვრული ნაწარმოების ფორმისა და სტილის შესახებ. იგი თითქმის ბოლომდე იზიარებს გოეთეს მოსაზრებას „შინაგანი ფორმის“ შესახებ, „შინაგანი ფორმისა“, რომელიც მხატვრული ნაწარმოების შინაგან კანონზომიერებას წარმოადგენს და „ორგანულის“ გაგებას ერწყმის. გოეთეს თანახმად, „შინაგანი ფორმის“ ცნება ორგანულად უკავშირდება აგრეთვე „შინაგანი აზრის“, „შინაგანი ჭეშმარიტების“, „შინაგანი ცხოვრების“ გაგებას და წარმოადგენს განსაკუთრებულ შინაგან სტრუქტურას. იგი არის ნაწარმოების შინაგანი პოეტური ძალა და განსაზღვრავს მის გარეგან ფორმას (Gოეტჰე, „Gოეტჰეს ჭერკე ინ ზეჰნ Bäნდენ“. Bდ. 3: „Dერ ჯუნგე Gოეტჰე“, 322). ნიცშესათვის მისაღებია სწორედ გოეთესეული ესთეტიკური პრინციპები მხატვრული ნაწარმოების ფორმისა და სტილის შესახებ და არა დარვინისტული მოძღვრების ხელოვნებასა და ლიტერატურაში გადატანა, რომლის არსიც ბუნებრივი გადარჩევის გზით ახალი ფორმების წარმოშობაში მდგომარეობს და რომლის თანახმადაც ევოლუციის პროცეს-ფაქტორებს ცვალებადობა, მემკვიდრულობა და გადარჩევა წარმოადგენს. წინააღმდეგ დარვინისა, ნიცშე მიიჩნევს, რომ ხელოვნების განვითარების ბუნებრივ კანონებს ფსიქოლოგიური ხასიათი აქვს, ანუ, როგორც „ფრაგმენტებში“ აღნიშნავს: „Dიე N ა ტ უ რ გ ე ს ე ტ ზ ე დ ე რ K უ ნ ს ტ – E ნ ტ წ ი ც კ ლ უ ნ გ სინდ ეიგენტლიცჰ დიე Fოლგენ პ ს ყ ც ჰ ო ლ ო გ ი ს ც ჰ ე რ Dინგე, Eიტელკეიტ, Eჰრგეიზ უსწ.“ (KშA 8, 546). ამდენად, ნიცშეს შეხედულებებს ხელოვნების ფორმის საკითხებზე ანთროპოლოგიურ-ფსიქოლოგიური ხასიათი აქვს, ხოლო „ზარატუსტრას“ მხატვრული ფორმის სპეციფიკურობასა და მომხიბვლელ სტილს „შინაგანი ფორმა“ და ღრმა ფსიქოლოგიზმი განსაზღვრავს. ჰაინც შლაფერი წიგნში „გათავისუფლებული სიტყვა: ნიცშეს სტილი და მისი შედეგები“ („Dას ენტფესსელტე ჭორტ: Nიეტზსცჰეს შტილ უნდ სეინე Fოლგენ“. 2007) იკვლევს ნიცშეს „მაღალ სტილს“ „ვაგნერის ფენომენის“ წინასიტყვაობის მაგალითზე. მისი მიზანია წარმოაჩინოს ნიცშესეული ენის რევოლუციის სტილური, გრამატიკული და ტიპოგრაფიული თავისებურებები. შლაფერის აზრით, ნიცშე არღვევს სინტაქსის წესებს, ტვირთავს პროზას პოეზიით, ამკვიდრებს შპრუხს, როგორც ხელოვნებისა და აზროვნების ფორმას და ქმნის ზარატუსტრას მხატვრულ სახეს, როგორც ნიღაბსა და მეგაფონს. იგი მართებულად აღნიშნავს, რომ მწერლის სტილის თავისებურებას წინასწარმეტყველური მანერა განსაზღვრავს, რასაც ემატება პოეტური (რითმიზირება, განმეორება, რთული ქვეწყობილი წინადადებების პერიოდული გაწყვეტა) საშუალებების მოჭარბებული გამოყენება პროზაში. ელეგანტურად და გასაგებად დაწერილი ნიცშეს „ზარატუსტრა“ განკუთვნილია იმათთვის, ვისაც სურს იცოდეს, რა არის სტილი და როგორ ზემოქმედებს იგი მკითხველზე. ამ თავისებურებებით, ნოვატორული სტილითა და მანერით, ნიცშე აბსოლუტურად განსხვავდება მისი დიდი მასწავლებლისაგან. თუმცა გოეთე კვლავ სამაგალითოა მისთვის, როგორც ძველ სალექსო ფორმათა ხელახლა აღმომჩენი, ახალ გამომსახველობით საშუალებათა მაძიებელი და დამამკვიდრებელი.
ხელოვნებასა და, უპირველეს ყოვლისა – ლიტერატურაში, ნიცშეს ფორმა ესმის, როგორც ინდივიდის სტილი, ასევე სტილი, როგორც ხელოვნების კონკრეტული სკოლისა ან ეპოქისა. ნიცშესეული „მაღალი სტილის“ გაგება შეიცავს ორ – დიონისურ და აპოლონურ მომენტს. პირველი – ეს არის შინაგანი სიმდიდრე, ვნებათა ღელვა, დაძაბულობა, ყველაფერი, რასაც ჰქვია „აფექტთა მელოდია“. მის მისაღებად კი საჭიროა დაოსტატება. „მაღალი სტილი“ დიონისური სიმთვრალისაგან წარმოიქმნება, მაგრამ საბოლოოდ იხვეწება და სრულდება აპოლონურ სიმშვიდეში. ნიცშე თავისი მოძღვრებითა და მხატვრული პრაქტიკით ახალი სტილის შემოქმედად გვევლინება, რომლის ენას განსაკუთრებული შესაძლებლობები აქვს. უფრო მეტიც, იგი ძალაუფლების ნების „ექოა“. როცა ნიცშე აყალიბებს მოსაზრებებს კონკრეტულ „სტილებთან“ დაკავშირებით, მისაღებად მიიჩნევს ლირიკაში დითირამბის გამოყენებას, ხოლო პროზაში სენტენციისა და აფორიზმისა. მისი აზრით, მხატვრულ ნაწარმოებს უნდა ჰქონდეს იმდენად ამაღლებული ფორმა და სტილი, რომ იგი ერთნაირად კარგად აღიქმებოდეს როგორც თვალით, ასევე ხმამაღლა კითხვისას. სანიმუშო მაგალითად ნიცშე ანტიკურ ავტორებს ასახელებს და უდიდეს შეფასებას აძლევს მათ სამწერლობო და სამეტყველო სტილს („Dერ Dეუტსცჰე ლიესტ ნიცჰტ ლაუტ, ნიცჰტ ფüრ’ს Oჰრ, სონდერნ ბლოსს მიტ დენ Aუგენ: ერ ჰატ სეინე Oჰრენ დაბეი ინ’ს შცჰუბფაცჰ გელეგტ. Dერ ანტიკე Mენსცჰ ლას, წენნ ერ ლას – ეს გესცჰაჰ სელტენ გენუგ – სიცჰ სელბსტ ეტწას ვორ, უნდ ზწარ მიტ ლაუტერ შტიმმე […]. Dამალს წარენ დიე Gესეტზე დეს შცჰრიფტ-შტილს დიე სელბენ, წიე დიე დეს ღედე-შტილს […]. Eინე Pერიოდე ისტ, იმ შინნე დერ Aლტენ, ვორ ალლემ ეინ პჰყსიოლოგისცჰეს Gანზეს, ინსოფერნ სიე ვონ Eინემ Aტჰემ ზუსამმენგეფასსტ წირდ.“ KშA 5, 190). სამწერლობო და სამეტყველო სტილით გამორჩეულ ნაწარმოებთა შორის ნიცშე პირველ რიგში აღნიშნავს „ბიბლიას“, და რა თქმა უნდა, მის გერმანულ თარგმანს. „Dას Mეისტერსტüცკ დერ დეუტსცჰენ Pროსა ისტ დესჰალბ ბილლიგერწეისე დას Mეისტერსტüცკ იჰრეს გრöსსტენ Pრედიგერს: დიე B ი ბ ე ლ წარ ბისჰერ დას ბესტე დეუტსცჰე Bუცჰ“ (KშA 5, 191).
დითირამბის ფორმა, ნიცშეს აზრით, მარადიულია, ყოველი დროისა და ეპოქისათვის შესაფერი. მასზე ვრცლად მსჯელობს იგი წიგნში „Eცცე Hომო“. ფრაგმენტში, „რატომ ვწერ წიგნებს“, ნიცშე აქცენტს აკეთებს საერთოდ ხელოვნების სტილზე და აჯამებს სხვა ნაწარმოებებში მოცემულ კონცეფციებს სტილის შესახებ და თავის თავს დითირამბის აღმომჩენს უწოდებს. იგი აღნიშნავს, რომ ეს ფორმა სუბიექტურ განწყობილებათა გამოხატვის საუკეთესო საშუალებაა, ამიტომ თავის ქადაგებებს სწორედ დითირამბის სტილის ლექსებით წარმოგვიდგენს. ამ ფორმითაა შექმნილია „დიონისოს დითირამბები“ და „ზარატუსტრას სიმღერები“. ეს უკანასკნელი განსაკუთრებულ ცხოველმყოფელობას ანიჭებს რომანს „ესე იტყოდა ზარატუსტრა“, რომელშიც ნიცშემ დითირამბთან ერთად ჭარბად გამოიყენა სენტენცია და აფორიზმი.
ნიცშე ვრცლად მსჯელობს დითირამბული დრამატურგების შესახებ ნაშრომში „რიჰარდ ვაგნერი ბაიროითში“ („ღიჰარდ ჭაგნერ ინ Bაყროიტჰ“). მისი აზრით, დითირამბული დრამატურგის წარმატება დამოკიდებულია მსახიობის, მწერლისა და მუსიკოსის ხელოვნებაზე. ასეთ დითირამბულ დრამატურგებად ნიცშე მიიჩნევს ვაგნერს, ესქილეს და საერთოდ ბერძენ დრამატურგებს და არა გოეთეს, რომლის ლირიკაშიც ხალხურ ლექსთან სიახლოვე ჭარბობს, „სელბსტ დას Gოეტჰისცჰე Lიედ ისტ დემ Vოლკსლიედე ნაცჰგესუნგენ, ნიცჰტ ვორგესუნგენ“ (KშA 1, 503). როგორც ცნობილია, ხალხური პოეზია და ფოლკლორი გოეთესათვის წარმოადგენდა ყველაზე ნაივურ, ცოცხალ და ჭეშმარიტ ხელოვნებას, რომელიც საუკეთესოდ გამოხატავდა ადამიანთა გრძნობებს, ემოციებსა და განწყობილებებს. მისგან განსხვავებით ნიცშესათვის დიდმნიშვნელოვანია „მარადიული ფორმების“ – დითირამბისა და აფორიზმის ხელახლა აღმოჩენა.
„ზარატუსტრას“ „მაღალი სტილის“ თავისებურებას განსაზღვრავს ასევე თხრობით პერსპექტივათა ცვალებადობა ნაწარმოებში და დროის, როგორც ყოფიერების არსებითი ნიშნის პრობლემა. დროის მედიუმს „ზარატუსტრას სიმღერებში“ სიტყვა წარმოადგენს. ადამიანები შთანთქმულნი არიან დროში – ის განსაზღვრავს კაცობრიობის ეგზისტენციას. ჩვენ ვცხოვრობთ დროში, როგორც სიზმარში, – მიიჩნევს ნიცშე, – ვერ ვამჩნევთ მას, ისევე, როგორც ვერ ვამჩნევთ ჰაერს, რომელსაც ჩვენ ვსუნთქავთ. დრო მოძრაობს და იკარგება წარსულში, მიაქვს ყოველივე ცოცხალი და გამუდმებით ღრმავდება ადამიანთა სასოწარკვეთილება. დრო მხოლოდ მაშინ იხსნება ადამიანებისათვის, როცა ისინი იღვიძებენ. ღამის სიჩუმეში ისინი მხოლოდ დროის უხმო სრბოლას, მის სუნთქვას გრძნობენ. ყოველივე გარდასული არის ტანჯვის, სამყაროს მარადიული ვნების სიმბოლო, რომელშიც ყოველივე შთაინთქმება და სიკვდილის მსხვერპლად იქცევა. ტანჯვას, სიხარულსა და სამყაროს დრო ამთლიანებს. ამ დროს ადამიანი არის მოკვდავი, იგი უკვდავია მხოლოდ დროში. მხოლოდ ადამიანს, როგორც დროის მედიუმს, შეუძლია მარადიული დაბრუნება ერთსა და იმავესადმი. მხოლოდ კაცობრიობის საშუალებით იხსნება ყოველი სულიერის საიდუმლო. ამ სულისკვეთებით არის გამსჭვალული „ზარატუსტრას სიმღერები“ და საერთოდ ნიცშეს პოეზია და პროზა, რომელთა კეთილხმოვანება ქმნის სიტყვათა მაგიურ სამყაროს. ყოველი ლექსი იბადება მუსიკის სულიდან და მარადიულის ადექვატური ფორმა აქვს.
„დიონისოს დითირამბებისათვის“ დამახასიათებელია რითმზე უარის თქმა, სიმბოლოთა განუწყვეტელი ვარირება (ცეცხლი, მიწა, ცა, ზღვა, ქარი), ეპითეტები, ფერადი სიმბოლიკისა და ნატურფილოსოფიური ლექსისათვის დამახასიათებელი თემების მოჭარბებული გამოყენება (მარადიულობა, აუცილებლობა, უსასრულობა, სასოწარკვეთა და ა. შ.). ნიცშე თითქოს თამაშობს რითმებით, ახდენს სხვადასხვა სტილის იმიტირებას, რითაც „მოთამაშე პოეტის“ შთაბეჭდილებას ტოვებს. დითირამბების „ზარატუსტრაში“ ჩართვით ნიცშე გვიჩვენებს ზარატუსტრას მხატვრული სახის სპეციფიკურ ნიშნებს, იძლევა გასაღებს სხვადასხვა პოეტოლოგიური კატეგორიის ახსნისათვის. მაგალითად, „ზარატუსტრას“ ერთ-ერთი ბოლო დითირამბი – „სიმთვრალის სიმღერა“ – არის თანადროული ეპოქის განცდის უმაღლესი წეტილი, „დროის ექსტაზი“, თუკი „ექსტაზს“ გავიგებთ, როგორც გამოსვლას საკუთარი თავიდან.
„ჰე ადმიანო! ყური უგდე!
რას ამბობს ღრმა შუა ღამე?
„მე მეძინა – ,
„ღრმა სიზმრისგან გამომეღვიძა: –
„ქვეყანა ღრმაა;
„ღრმაა თქვენი მწუხარება –
„სიხარული – უფრო ღრმაა, ვიდრე გულის მწუხარება:
„მწუხარება იტყვის წარვედ: წარვედ!
„ხოლო ყოველ სიხარულს მარადისობა ჰსურს –
„– ჰსურს ღრმა, ღრმა მარადისობა!“
(ნიცშე, „ესე იტყოდა ზარატუსტრა“, 241)
დრო ამ შემთხვევაში გაგებულია, როგორც ზოგადი კატეგორია – კონკრეტული დრო გამქრალია, რჩება მხოლოდ ყოფის ელემენტარული სიმბოლოები. ტრაგიზმის ამგვარი განცდა ზარატუსტრას აპოპათიკურ დისკურსში ფორმულირდება.
ზარატუსტრა წარმოგვიდგება, როგორც „ტრაგიკული ფილოსოფოსი“, რომლის მეშვეობით აყალიბებს ნიცშე „სიცოცხლის ფილოსოფიის“ ძირითად ესთეტიკურ პოსტულატებს, რისთვისაც იგი იყენებს დითირამბს, აფორიზმს ან სენტენციას, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ნიცშე თეორიულ შრომებში სენტენციას ხშირად აფორიზმის სახელით მოიხსენიებს. მისი რეფლექსიები აფორიზმებისა თუ სენტენციების შესახებ კვლავ ფორმის პრობლემას უკავშირდება. იგი მიიჩნევს, რომ ცალკე აღებულ სენტენციას არა აქვს იმდენი ეფექტი, რამდენიც მხატვრულ ნაწარმოებში მის გამოყენებას. იგი კრავს, ამთლიანებს ტექსტს, აჯამებს მნიშვნელოვან მოსაზრებებს (KშA 8, 452). აფორიზმი და სენტენცია ნიცშეს დითირამბის მსგავსად მრადიულ ფორმებად მიაჩნია. მათ იგი „ზარატუსტრაში“ ხან პროზაული, ხან კი ლირიკული ფორმით წარმოგვიდგენს. უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, მთელი რომანი აფორიზმების დიდი კრებულია.
განსაკუთრებით საყურადღებოა ზარატუსტრას შეგონება მაღალი ადამიანებისადმი, რომელსაც ერთის მხრივ დითირამბული შეფერილობა აქვს, მეორეს მხრივ კი, აფორიზმების ნაკრებს წარმოადგენს: „ახალმა დილამ ახალი ჭეშმარიტება მომცა: მაშინ ვისწავლე თქმა: „რა არის ჩემთვის ბაზარი და ბრბოს აურზაური და ბრბოს გძელი ყურები!“
თქვენ მაღალო ადამიანებო, ისწავლეთ ესე ჩემგან: ბაზარში არავისა სწამს მაღალი ადამიანებისა. და თუ გსურთ იქ ლაპარაკი! ბრბო თვალებს ახამხამებს: „ჩვენ ყველანი თანასწორნი ვართ“.
„თქვენ, მაღალო ადამიანნო, – ესე ახამხამებს თვალებს ბრბო, – მაღალი ადამიანები არ არიან, ყველანი თანსწორნი ვართ, ადამიანი ადმიანია, ღვთის წინაშე – ყველა თანასწორია“.
ღვთის წინაშე! – აწ ეს ღმერთი მოკვდა. Bბრბოს წინაშე ჩვენ თანასწორობა აღარ გვსურს. თქვენ მაღალო ადამიანნო, ერიდეთ ბაზარს!“ (ნიცშე, „ესე იტყოდა ზარატუსტრა“, 212-213].
ნიცშეს დითირამბებისა და აფორიზმების კითხვა თვალის ერთი გადავლებით არ შეიძლება. ასეთ შემთხვევაში გაუგებარი დარჩება არა მარტო მათი, არამედ მთელი ნაწარმოების არსებითი შრე, მისი ღრმა აზრი. როგორც თავად ნიცშე მიუთითებდა „მორალის გენიალოგიაში“, აუცილებელია იყო თითქმის მცოხნავი არსება, ყოველ შემთხვევაში არა „თანამედროვე ადამიანი“: აუცილებელია მრავალჯერ გადაღეჭვა (KშA 5, 256). მხოლოდ ამ გზით შეიძლება ნიცშეს სტრიქონებში დაფარული აზრის სწორად ამოკითხვა და მისი ფილოსოფიის მეტაფორა-ფიქციის სიბრტყეში გააზრება, ანუ ნიცშეს მიერ ჭეშმარიტების ტრადიციული გაგების უკუგდება და ახალი მოდელის სწორად გაგება. ეს ახალი მოდელი კი ცნებათა მეტაფორად წარმოდგენას გულისხმობს, რაც თავისთავად მიახლოებით, არაზუსტ, მოსახერხებელ ტყუილს ნიშნავს, რომელიც არანაირად არ შეეფერება ყოფიერებას. აფორიზმების მეშვეობით ნიცშეს შემოაქვს ახალი მორალი, ახალი აზროვნება, რომლისთვისაც არსებითია ძალაუფლების ნება და მარადიული დაბრუნება. ეს უკანასკნელი კი ნიცშესათვის იყო ადამიანსა და დედამიწას შორის კავშირის გამოცდა, რომელიც მიუხედავად თავისი სიმცდარისა და ჭეშმარიტებისა, ადამიანს ზეკაცად გარდაქმნიდა. ზეკაცად, რომელსაც სურს მარადისობა, სიცოცხლე, ქმნადობა. ამ აზრის გამომხატველია „მეორე საცეკვაო სიმღერა“, რომელიც ზარატუსტრამ მაშინ აღმოთქვა, როცა გააცნობიერა, რომ ცხოვრება უფრო საყვარელი და ძვირფასი იყო, ვიდრე მისი სიბრძნე.
ნიცშე თავად გვევლინება თავისი ნაწარმოებების შემფასებლად. თემატურ და იდეურ ღირებულებებთან ერთად, იგი ხაზგასმით მიუთითებს საკუთარ „მაღალ სტილზე“ და თავის თავს ისეთ დიდოსტატებს ადარებს, როგორებიც არიან გოეთე, რუსო, ბეთჰოვენი. თუმცა მათ შორის გოეთე, როგორც აღვნიშნეთ, ყოველთვის პრიორიტეტით სარგებლობს. იგი მისთვის დიდმნიშვნელოვანი მცდელობაა მე-18 საუკუნის დასაძლევად ბუნებისაკენ მიბრუნების გზით (KშA 6, 151). ნიცშეს აზრით, გოეთე უძლიერეს ინსტიქტთა მფლობელია. მან თავისი პრაქტიკული საქმიანობისათვის გაითავისა ისტორიის დიდი მემკვიდრეობა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი, ანტიკურობა, სპინოზა. „ჭას ერ წოლლტე, დას წარ თ ო ტ ა ლ ი ტ ä ტ “. იგი ერთმანეთის მიყოლებით იმარჯვებდა გონზე, გრძნობასა და ნებაზე, გოეთე უდიდესი რეალისტი იყო. „მე ის დიონისოს სახელით მოვნათლე. –“ („Iცჰ ჰაბე იჰნ აუფ დენ Nამენ დეს D ი ო ნ ყ ს ო ს გეტაუფტ. – (KშA 6, 151). თავის თავს კი ნიცშე მართებულად მიჩნევს აფორიზმისა და სენტენციის დიდოსტატად. „ღმერთების დაისში“ დიდი სიამაყით აღნიშნავს, რომ იგი უპირველესია იმ გერმანელ შემოქმედთა შორის, რომელმაც ეს „მარადიული” ფორმები (აფორიზმი და სენტენცია) გამოიყენა თავის შემოქმედებაში. თავმომწონე ნიცშესათვის გოეთე ერთადერთია, რომლისაც ეკრძალვის. ცნობილ სიტყვებს „Gოეტჰე ისტ დერ ლეტზტე Dეუტსცჰე, ვორ დემ იცჰ Eჰრფურცჰტ ჰაბე“ (KშA 6, 153). ნიცშეს სიამაყისა და ამპარტავნების საფუძველს წარმოადგენს ის, რომ, როგორც თავად აღნიშნავს, შეუძლია ათი წინადადებით თქვას დიდი სათქმელი, რისთვისაც სხვებს ერთი წიგნიც არ ეყოფოდათ... ამის დასტურია „ზარატუსტრა“, უღრმესი ნაწარმოები, რომელიც მან კაცობრიობას აჩუქა (KშA 6, 153). ნიცშე მაქსიმალურად შეეცადა შეექმნა იგი ანტიკური ავტორების მანერითა და გერმანული ტრადიციის გათველისწინებით. ანუ რომანი ყოფილიყო როგორც თვალისათვის სასიამოვნო საკითხავი, ასევე ყურისათვის სასიამოვნო მოსასმენი. მისი დიდი მასწავლებლისაგან, გოეთესაგან იმემკვიდრა მან მშვენიერი პროზისა და ლირიკისათვის აუცილებელი სტილური საშუალებები და „თავისი ექსპერიმენტით“ კიდევ უფრო გაამდიდრა გერმანული ლიტერატურის პოეტოლოგიური არსენალი. დითირამბი და ქადაგების ბიბლიური სტილი, მის მიერ ახლებურად ინტერპრეტირებული, საუკეთესო საშუალებად იქცა „ზარატუსტრას“ იმ ძირითადი იდეის წარმოსაჩენად, რომელსაც ევროპული ცივილიზაციის კრიზისული პროცესები ასაზრდოებენ. ზარატუსტრა კი წარმოგვიდგინა, როგორც „ტრაგიკული ფილოსოფოსი“, რომლის ქადაგებები დითირამბების, სენტენციებისა და აფორიზმების მონაცვლეობითაა შექმნილი.
ცხოვრების დიონისური თამაშის გამოხატულებაა ნიცშეს „მხიარული მეცნიერება“. ავტორის აზრით, პოეტსა და მეცნიერს ერთი საერთო მიზნები ამოძრავებთ. განსაკუთრებით მძიმეა ხვედრი ფილოსოფოსისა, რომლის ნააზრევი უსაზღვრო ტკივილისა და განცდისაგან იბადება. ამ ნაშრომის ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენს ნიცშეს „ხუმრობა, ცბიერება და შურისძიება“ („შცჰერზ, Lისტ უნდ ღაცჰე“, 1882), დაწერილი „შპრუხის“ სტილის ლექსებით. ნიცშე კვლავ თამაშობს რითმებით. მთელი ციკლი წარმოადგენს „პრელუდიას გერმანულ რითმებში“. იამბის, ტერცეტის, შპრუხისა და დითირამბის გამოყენებით ნიცშე ქმნის ფილოსოფიური სიღრმით გაჯერებულ ორიგინალურ ლირიკას.
„მხიარულ მეცნიერებაში“ ნიცშე წერს, რომ „მადლიერებასა და სიყვარულზე“ აღმოცენებული ხელოვნება „აპოთეოზურია“, „დიტჰყრამბისცჰ ვიელლეიცჰტ მიტ ღუბენს, სელიგსპöტტისცჰ მიტ Hაფის, ჰელლ უნდ გüტიგ მიტ Gოეტჰე, უნდ ეინენ ჰომერისცჰენ Lიცჰტ- უნდ Gლორიენსცჰეინ üბერ ალლე Dინგე ბრეიტენდ“ (KშA 3, 622 ). მისი აზრით, არსებობს აპოთეოზურ ხელოვანთა („Aპოტჰეოსენ-Küნსტლერ“) უწყვეტი ჯაჭვი ჰომეროსიდან გოეთემდე რენესანსისა და რაფაელის გავლით (KშA 12, 119). ნიცშე განასხვავებს რომანტიკულ და დითირამბულ ხელოვნებას. ვაგნერი, მისი აზრით, რომანტიკული ხელოვნების პროტოტიპია („Iსტ ჭაგნერ üბერჰაუპტ ეინ Mენსცჰ? Iსტ ერ ნიცჰტ ეჰერ ეინე Kრანკჰეიტ? Eრ მაცჰტ Aლლეს კრანკ, წორან ერ რüჰრტ, – ე რ ჰ ა ტ დ ი ე M უ ს ი კ კ რ ა ნ კ გ ე მ ა ც ჰ ტ – “ (KშA 6, 21), ხოლო გოეთე – სიცოცხლისა და ცხოვრების მოყვარული ჯანსაღი ინდივიდი.
რომანტიკული მანერით შექმნილი ლექსები ნიცშეს შემოქმედებაში განსაკუთრებულ ადგილს იჭერს. აღსანიშნავია: „დაბადების დღისათვის“ („ძუმ Gებურტსტაგ“), „შინ დაბრუნება“ („Hეიმკეჰრ“), „მოგონება“ („Eრინნერუნგ“), „უსამშობლოდ“ („Oჰნე Hეიმატ“), რომლებიც 1868-1871 წლებშია დაწერილი. ამავე პერიოდში ნიცშე წერს ბალადებს საფრანგეთის რევოლუციის თემაზე და ცდილობს შექმნას სენ-ჟიუსტის, ჟირონდისტებისა და სხვათა ფსიქოლოგიური პორტრეტები. ნიცშეს ამ პერიოდის ლექსები ისე გამოიყურება, როგორც მუსიკალური ნაწარმოების ტექსტები. ისინი ლირიულობითა და ღრმა სენტიმენტალურობით ხასიათდება.
ნიცშეს შემოქმედებითი აღმავლობის პერიოდიოდში, 1871-1877 წლებში შექმნილ ლექსებში კვლავ შენარჩუნებულია პოეტის ღრმად პესიმისტური განწყობილება. მაგ.: „შემოდგომის ხე“ („Bაუმ იმ Hერბსტ“), „მგზავრი და მისი ჩრდილი“ („ჭანდერერ უნდ სეინ შცჰატტენ“), „მელანქოლიური ჰიმნი“ („Aნ დიე Mელანცჰოლიე“), „მგზავრი“ („Dერ ჭანდერერ“), „შემოდგომა“ („Dერ Hერბსტ“), და სხვა.
ეს შემოდგომაა, რომელიც გულს გიმსხვრევს!
გაფრინდი! გაფრინდი შორს! –
მზე მთისკენ მიიწევს
მაღლა და მაღლა
ყოველ ნაბიჯზე ისვენებს.
სამყარო ჭკნება ასე!
დაღლილობისგან დაჭიმულ ძაფებით
უკრავს მის სიმღერას ქარი.
ჩივის და მოთქვამს: გაქრა იმედი,
გაქრა იმედი ...
ეს შემოდგომაა, რომელიც გულს გიმსხვრევს!
გაფრინდი! გაფრინდი შორს! –
ხის ნაყოფო
თრთი და კანკალებ?
რა საიდუმლოს გასწავლის
ღამე,
გითხრა, რომ სიცივის ჟრჟოლა დაფარავს
მაგ შენს მეწამულ ღაწვებს? –
დუმხარ, ხმას არ მცემ?
ვინ ლაპარაკობს? –
ეს შემოდგომაა, რომელიც გულს გიმსხვრევს!
გაფრინდი! გაფრინდი შორს! –
„ლამაზი არ ვარ
– ამბობს ვარსკვლავა –
თუმც მიყვარს კაცნი,
ვამშვიდებ მათ –
ისინი უცქერენ ყვავილებს მრავალს,
მაგრამ მოვწონვარ მე,
დამკრეფენ მერე
და მათ თვალებში
მოგონებები ბრწყინავენ,
ფიქრობენ კიდევ უფრო ლამაზზე: –
–როს ვხედავ ამას – ვკვდები მე.“ –
ეს შემოდგომაა, რომელიც გულს გიმსხვრევს!
გაფრინდი! გაფრინდი შორს! –
სასოწარკვეთილი უკანასკნელი რომანტიკოსი – ფრიდრიხ ნიცშე – ამ ლექსში გვიხატავს შემოდგომის პირქუშ პეიზაჟს და ამით გადმოგვცემს საკუთარ მძიმე სულიერ მდგომარეობას. Uუიმედოდ შესცქერის პოეტი დამჭკნარ სამყაროს დაცდილობს სწრაფად გაეცალოს მას. ისევე, როგორც ამ ლექსში, ნიცშეს მთელს ლირიკაშიაზრისა და რითმის სინთეზით იქმნება ჰარმონიული მთლიანობა. მასში არსებით მნიშვნელობას იძენს რომანტიკული ესთეტიკისათვის ნიშანდობლივი პრობლემები: სინათლისა და სიბნელის, სიცოცხლისა და სიკვდილის მარადიული ჭიდილი, რომელთაც მეტაფიზიკური შეფერილობა აქვთ.
ნიცშეს პოეზიაში, ისევე, როგორც რომანტიკოსთა ლირიკაში, ცხოვრებიდან გაქცევის, ახალი სამყაროს ძიების სურვილი იხატება, თუმცა მიწიერ საწყისთან გენეტიკურ კავშირს იგი ყოველთვის გრძნობს. ყველაზე მძლავრი იმპულსის მიმცემი მისი ლირიკისათვის, როგორც თავადაც აღნიშნავს, გოეთეს, შილერის, ჰოლდერლინისა და ჰაინეს შემოქმედებაა. გოეთეს მსგავსად, ნიცშეც იყენებს ტრადიციულ სალექსო ფორმებს, მიმართავს მრავალგზის ნაცად სალექსო ზომებს, უპირველეს ყოვლისა ქოროსა და იამბს, ზოგჯერ კი, უარს ამბობს რითმზე. აღნიშნული თავისებურებები დამახასიათებელი იყო როგორც 70-იანი წლების ნიცშეს ლირიკისათვის, ასევე მოგვინებით შექმნილი ციკლებისათვის „ხუმრობა, ცბიერება და შურისძიება“ და „ფოგელფრაის სიმღერები“. ნიცშე, როგორც „მაღალი სტილის“ დიდოსტატი, თავის შესაძლებლობებს მაქსიმალურად წარმოაჩენს რითმული პროზის ფორმით დაწერილ ფილოსოფიურ რომანში „ესე იტყოდა ზარატუსტრა“.
შეიძლება ითქვას, რომ ნიცშემ რევოლუცია მოახდინა თავისი წერის მანერით მე-19 საუკუნის ლიტერატურის ისტორიაში. მან პროზაში პოეტური გამომსახველობითი საშუალებები შემოიტანა და დაამკვიდრა შპრუხი, როგორც ლიტერტურული ფორმა. თავისი ლიტერატურულ-ესთეტიკური შეხედულებებით, მრავალფეროვანი სალექსო ფორმების გამოყენებითა და ლირიკული პროზით შექმნა ის განსაკუთრებული პოეტური სამყარო, რომელიც დღემდე არ კარგავს მოხიბვლელობასა და აქტუალობას.
ბიბლიოგრაფია
გაგნიძე, ნუგეშა: „დითირამბი და Aაფორიზმი ნიცშეს ზარატუსტრაში“. წიგნში: „XX საუკუნის დასავლეთევროპული და ამერიკული რომანის პოეტიკის საკითხები“. რედ. ნ. კაკაურიძე. ქუთაისი 2007, 223-238.
ნიცშე, ფრიდრიხ, „ესე იტყოდა ზარატუსტრა“, [გერმანულიდან თარგმნა ერეკლე ტატიშვილმა]. თბილისი 1993.
Gოეტჰე: Gოეტჰეს ჭერკე ინ ზეჰნ Bäნდენ. Bდ. 3: „Dერ ჯუნგე Gოეტჰე“. ჭეიმარ 1962. .
Gრიტზმანნ, Gიტტა, „Nიეტზსცჰეს Lყრიკ ალს Aუსდრუცკსკუნსტ: Pოეტისცჰ უნდ სტილისტისცჰ კონსტიტუტივე Mერკმალე ინ Nიეტზსცჰეს 6. ‚Dიონყსოს-Dიტყრამბუს’ Dიე შონნე სინკტ”. Nიეტზსცჰე შტუდიენ 26 (1997): 34-71.
Mეყერ, თჰეო: Nიეტზსცჰე: Kუნსტაუფფასსუნგ უნდ Lებენსბეგრიფფ. თüბინგენ 1991.
Nიეტზსცჰე, Fრიედრიცჰ, შäმტლიცჰე ჭერკე: Kრიტისცჰე შტუდიენაუსგაბე ინ 15 Bäნდენ (KშA), Hგ. Gიორგიო ჩოლლი უნდ Mაზზინო Mონტინარი. Müნცჰენ, 1980.
---. „Dიე ერსტენ დრეი Uნზეიტგემäßენ Bეტრაცჰტუნგენ“, KშA.1.
---. „Dიე Gებურტ დერ თრაგöდიე“, KშA 1.
---. „ღიცჰარდ ჭაგნერ ინ Bაყრეუტჰ“, KშA1.
---. „Dიე ნაცჰგელასსენენ შცჰრიფტენ დერ Bასლერ ჟაჰრე“, KშA 1.
---. „Dიე ფრöჰლიცჰე ჭისსენსცჰაფტ“, KშA 3.
---. „Aლსო სპრაცჰ ძარატჰუსტრა“, KშA 4.
---. „ჟენსეიტს ვონ Gუტ უნდ Böსე“, KშA 5.
---. „ძურ Gენეალოგიე დერ Mორალ“, KშA 5.
---. „Dერ Fალლ ჭაგნერ“, KშA 6.
---. „Göტზენ-Däმმერუნგ“, KშA 6.
---. „Nაცჰგელასსენე შცჰრიფტენ“ (Aუგუსტ 1888 – Aნფანგ ჟანუარ 1889), KშA 1.
---. „Dერ Aნტიცჰრისტ“, KშA 6.
---. „Eცცე ჰომო“, KშA 6.
---. „Dიონყსოს-Dიტყრამბენ“, KშA 6.
---. „Nიეტზსცჰე ცონტრა ჭაგნერ“, KშA 6.
---. „Nაცჰგელასსენე Fრაგმენტე 1869-1874“, KშA 7.
---. „Nაცჰგელასსენე Fრაგმენტე 1875-1879“, KშA 8.
---. „Nაცჰგელასსენე Fრაგმენტე 1884-1885“, KშA 11.
Oტტმანნ, Hენნინგ: Hგ., Nიეტზსცჰე-Hანდბუცჰ: Lებენ, ჭერკ, ჭირკუნგ. შტუტტგარტ 2000.
შალომé, Lოუ-Aნდრეა: Fრიედრიცჰ Nიეტზსცჰე ინ სეინენ ჭერკენ. Fრანკფურტ ა. M. 1994
შცჰლაფფერ, Hეინზ: Dას ენტფესსელტე ჭორტ: Nიეტზსცჰეს შტილ უნდ სეინე Fოლგენ. Müნცჰენ 2007.
ახალი სტატიები
ზურაბ კიკნაძე - ღვთის ქმნილება და ადამიანის კულტურა 21:48მილან კუნდერა - ცენტრალური ევროპის ტრაგედია (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძისა) 21:37ნინო უძილაური - ლექსები 21:24იოსებ ჭუმბურიძე - პორტრეტები ლირიკოსის პროზაში 21:13თეონა დოლენჯაშვილი - Animal Planet 21:01ეთერ სადაღაშვილი - გაიღვიძე, საქართველო 23:42ხათუნა თავდგირიძე - ნიბელუნგების ბეჭედი 23:24თემო ჭახნაკია - ლექსები 23:12
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა