გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

სერგო ცაგარეიშვილი - ლექსები


სამშობლო

დარდიან   სახეზე  ფიქრები...

ოცნებავ,  რა  სწრაფადმიქრები.

ტკივილი,რამდენი  ტკივილი

და მერე  გენების  ყივილი.

ჩამქრალი,  ოცნებებს  მივყვებით,

ვიწვით  და სანთლებად ვინთებით.

გვიხმობენ  სამშობლოს   მიწები,

ბრძოლის  წყურვილით   ვიწვებით.

„ქართველო   ხელი  ხმალსიკარ“,

გამარჯვებული   ვიქნებით.

უფალო,  შენ  დაგვილოცე

ღვთსმშობლის   მიწის  შვილები.




ბედნიერი ერა 

სტუდენტობა,   გაზაფხული 

ჩვენს  ცხოვრებისგზაზე,

სტუდენტობა  არნახული,

ქარიშხალი  ზღვაზე,

სტუდენტობა  მეგობრობის,

სიყვარულის  გზები,

სტუდენტობა   საოცარი 

თავგადასავლები ,

სტუდენტობა  სიჭაბუკის 

წლების  გადაფრენა,

სტუდენტობა  სიხარულით 

ცაში  აღმაფრენა!

სტუდენტობა ახდენილი  

ოცნებების  მარში,

ანთებული  ვარსკვლავები 

მოციმციმე ცაში,

სტუდენტობის მეგობრობის,  

ერთგულების მჯერა,

კელაპტრებით ანთებული

ბედნიერი ერა.




ზმანება 

შენ  დახატულგულთა  ცქერა

ვარსკვლავებთან   ერთად,

სიყვარულით მივფრინავდით

სალოცავად  ღმერთთან.

მთვარის შუქი  ნათელსჰფენდა

უფლის  ტაძარსხეში,

ენდემური , ეგზოტური

მცენარეთა  ტევრში.

ანგელოზები  როკავდნენ 

ტაძრის  სანთლისშუქზე,

ღვთიურ  ნათებადმოჩანდნენ ,

როს  შორიდანუცქერთ.

უსაყვარლესი  სიტყვების

საოცარი განცდა,

ვიწვოდით  და  ვინთებოდით

კელაპტრების  მსგავსად.









ნოქალაქევი

ტეხურის  ნაპირას

ბუნების  საჩუქარს,

თერმული  წყაროსგან 

სიცოცხლეს  ნაჩუქარს,

წეროთა  ბუდენი,

ამშვენებს ხეობას,

ტეხურის  ბუნება

აგრძელებს  ძეობას,

ტეხურის  ნაპირას

არქეოპოლისი,

წარსულის  გმირების 

დიდება  მოისმის,

სასტუმრო „თომას სახლს“

წარსულით  გარმოსილს,

ფარავდეს უფალი

დიდებით შემოსილს.










შენი  ფერი

შენი ფერი  ვარდისფერი -

სიყვარულის  ფერი,

ღაწვებს  ცეცხლიეკიდება,

დაჰკრავს  ალისფერი.

ვარდისფერი,ალისფერი

ვეღარ  უძლებ  ფერებს,

ნუღარ  მალავ  ლამაზ  ხელებს,

ჩემს ნაფერებ ხელებს.

ბინდისფერი, 

სევდისფერი,

მესტუმრება,  როცა,

მეწამული  ფერი ახლავს 

ალიონის  მოსვლას.

ნამიანი  ფანჯრისმინებს

მზე   სხივებითმოსავს,

შენ  ღიმილითმატყობინებ 

გაზაფხულის მოსვლას.

ატმისფერი , იისფერი

ენძელების ფერი,

გაზაფხულისფერთა  შეჯიბრს

შენთან  ერთად  ველი.




საყვარელ შვილიშვილებს ლიზასა და ნიკოს

ოქროსფერი დალალებით

თქვენ მოდიხართ მითებით,

თქვენი ცეკვით და სიმღერით,

ლამაზები იზრდებით.

კოლხელების ჯიშისა ხართ,

სანახავად მათი დარი,

ეს პატარა საქართველო 

ტრადიციით არს მდიდარი.

ნიკო ოქროსფერთმიანო

სილამაზით ლიზას დარო,

ეს ცხოვრება ჩვენთვის ტკბილი

თქვენ შექმენით სანეტარო.


                               


   სულის ამბოხი

წინაპართა ნაფეხურებს,
ნაფეხურებსთან მეფურებს
წმინდანების თავდადებას
ვითავისებთ?! მათ დიდებას!
მოუსმინოთ მიწის ყივილს,
სისხლით გაპოხილის ტკივილს,
ყური ვუგდოთ გმირთა-გმირებს
ღვთისმშობელის ქვეყნის შვილებს.
აჩეხილი-დაჩეხილი;
ვაჟას დაჭრილ არწივს ვგევართ,
ნაწილ-ნაწილ დარჩენილი
ზედ უფსკრულის პირას ვდგევართ.
გადავხედოთ ცოდნის ტაძრებს
ჩვენს მომავლის საფრთიანოს,
მათ თუ არა,ჩვენი დროშა
ვინღა უნდა აფრიალოს?!
სად მივდივართ ,ვის ვუტოვებთ?
სწორუპოვარ მთას და მდელოს,
მარიამის წილხვედრი ვართ
ერთად ვიხსნათ საქართველო!











***

შენ მოფრინავ ძვირფასო

გელი ტაძრის კართან,

არაფერი არ მინდა

სიყვარულის გარდა.

მენატრები ძვირფასო,

მენატრები როგორ,

რა ხელებით? რა ფერებით? 

დახატულო გოგო;

ირგვლივ მთები, მთა წმინდა,

უსასრულო ზღვები,

არაფერი არ მინდა

სიყვარულით ვთვრები.

როცა მტოვებ ლამაზო

ფიქრითაც ვერ გწვდები.

„ნაფიქრალით დაფარულან“

მწვერვალები მთების.

სიყვარულით შემისვამს

შთაგონების წყარო,

ოცნებებში დაგეძებ

საოცნებო ქალო,

შენ მიფრინავ ძვირფასო,

ვრჩები ტაძრის კართან,

არაფერი არ მინდა

სიყვარულის გარდა.

        


შემოდგომის ფრაგმენტი


შემოდგომა, ერთად მოსვლა

სწავლისა და ბარაქის,

ქალ-ვაჟების აღმაფრენით

ხარობს ჩვენი ქალაქი.

ჩანს ქართული ტალავერი

ცოდნის ტაძრის კართან,

სტუდენტები შესცქერიან

აკიდოებს თავთან.

ოცნებით და სიყვარულით

მიუწვდომელს წვდებით,

ვაზის ნაჟურს შეუღებავს

ტუჩები და თმები.

თქვენ ყველანი ყურძენსა კრეფთ

მზის სხივებთან ერთად

და აგზავნით კოცნის სურნელს

სიყვარულის ღმერთთან.

  ქართული ცეკვა

სუხიშვილის, რამიშვილის

თაობების დარად,

თქვენ დაფრინავთ მსოფლიოში

ხალხის გასახარად.

და ამ გზებზე ჩვენი ცეკვა

როკვით განფენილი,

არწივებად, შევარდნებად

ცაში აფრენილი.

აქ ფრიდონი, ომარი და

ფართა ჯახი მთაში,

მანდილებით ფრიალებენ

ფერიები ცაში.

როს აფხაზთა კულტურის დღეს

ჩვენთან  ცეკვა მოჰყვა,

მათ ასწლოვან უხუცესთა

მოხდენილი როკვა.

აჭარულის სამშობლოდან

განდაგანა გვატკბობს,

წყლის ნაფოტის სიყვარულის

ხიბლი დღესაც გვამკობს.

„შინა - ვორგილ, ვორგილ ვოსა!“

ცეკვა ამაყ სვანთა,

თითქოს ბარად ჩამოდიან

მწვერვალები მთათა.

კავკასიის მთების ცეკვას

ვესალმებით ოსურს,

ქართველები თბილად ვიღებთ

სტუმრებს ჩვენთან მოსულს.

და რაჭველებს გაახსენდათ

გვიან , ცეკვა რთველში

მოკლე კაბის ხათრით ახლა

ბევრი ცეკვავს ჩვენში.

ისტორიას ალამაზებს

ქუთაისის როლი!

უშვერიძის ხანჯლები და

ძოწენიძის დოლი.

ქართულ ცეკვის ჯადოქართა

თაობების დარად,

თქვენ იფრინეთ მსოფლიოში

ხალხის გასახარად.


                        



ანა ხარჩილავას

სამშობლოს ამბების

ჩვენამდე მომტანი,

გმირი ხარ სტუდენტი

ამდენის ამტანი.

ქართველებს, აფხაზებს

სიმღერით აღმერთებ,

გაყოფილ სამშობლოს

შენ ასე აერთებ.

ქართველებს , აფხაზებს

უფალი გვავალებს,

ძმობით და ერთობით

გავტეხავთ მტარვალებს.

შენ ჩვენთან ჩამოსვლას 

სურვილით, სულ ველით,

შენ მოგაქვს სამშობლოს 

ნანატრი სურნელი.

სამშობლოს ამბების

ჩვენამდე მომტანი, 

გმირი ხარ სწავლისთვის

ამდენის ამტანი.  



რომანტიკული ტური ქუთაისში

სანთლებივით ანთებული
იწვებით და ინთებით,
და დაფრინავთ ოცნებებში
სიყვარულზე ფიქრებით.

წერეთელის და ტაბიძის
პოეზიით გამთბარი,
მზის სხივებით მოქარგული
ეს ლამაზი მთა-ბარი.

ქალ-ვაჟებისსიყვარულით
ანთებული ლამპარი,
და ჩვენს მიერმონათხრობი
სიყვარულის ზღაპარი.

აქ ბესიკისსიყვარულის
უცნაური არაკი,
რომანტიკულ ტურს ზეიმობს
სიყვარულის ქალაქი

                                            


скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge