გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ცისკარა ფაჩულია - ნაწყვეტი წიგნიდან: ,,ქართულ-აფხაზური ურთიერთობების პრობლემები და კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივები“


                                აფხაზური პოლიტიკური ძალების გააქტიურება და მათი საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან  დაპირისპირების წანამძღვრები


ქართულ-აფხაზური ურთიერთობების პრობლემებზე საუბარი საფუძვ­ლია­ნი არ გამოგვივა თუ ისტორიულ წარ­სულში არ ჩავიხედებით,  პირველ რიგში გვინდა ყურადღება გავამახვილოთ რუსეთის როლზე ქართულ-აფ­ხაზურ დაპირისპირებაში, რადგან, სწორედ რუსეთმა ყველაზე მეტად შეუ­წყო ხელი ქართულ-აფხაზურ გაუცხოებას და იმ რეალობის შექმნას, რომელსაც დღეისათვის აქვს ადგილი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში.  

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქართულ-აფხაზურ დაპირისპირებაში რუსეთის დამსახურება რამდე­ნიმე ეტაპად შეიძლება დაიყოს: პირველი ეტაპი ამ მი­მარ­თულებით ცარიზ­მის მიერ გატარებულ პოლიტიკას ეხება, რომელიც თა­ვი­სებური და მრავალწახნა­გოვანია. მეორე ეტაპი საბჭოთა პერიოდის სტა­ლინურ ეპოქას შეეხება, მესამე გან­სა­კუთრებული ეტაპი ნ. ხრუშჩოვისა და მისი მემკვიდრეების მართველობის დროზე მოდის და გრძელდება სსრკ-ს დაშლამდე. მეოთხე ეტაპი კი რუსეთის ფედე­რაციულ სახელმწიფოსთანაა დაკავშირებული. 

       ჩვენ შევისწავლეთ თითოეული ეტაპი და შემდეგნაირად ჩამოვაყა­ლი­ბეთ: რუსეთის ცარიზმი ცდილობდა თავისი გავლენა შავი ზღვის სანაპი­რო­ზე განემტკიცებინა. ამ დროისათვის რუსეთის ხელისუფლების პოზი­ციე­ბი აფხაზეთში ჯერ კიდევ სუსტი იყო. როგორც დასტურდება XIX ს-ის დ­ა­საწყისში ცარიზმისთვის სტრატეგიულ და გადაუდებელ ამოცანას წარ­მო­ადგენდა ჩრდილოეთ კავკასიის დაპყრობა. სანამ ეს საკითხი არ გადაწყ­დე­ბოდა, რუსეთის ბატონობა ამიერკავკასიაში მტკიცე ვერ იქ­ნებოდა. ამიტომაც აფხაზეთის სამთავროს გაუქმება და აქ რუსული მმარ­თ­ველობის შემოღება XIX ს-ის მეორე ნახევრამდე გადაიდო. აფხაზურ მოსახლეობას აიძულებდნენ ესწავლა რუსული ენა სამრევლო სკოლებში და სლავური ენა ეკლესიაში, რაც მათ რუსიფიკაციას  დააჩქარებდა. არსებობს მოსაზრება, რომ ცარიზმი, თავი­სი კოლონიური პოლიტიკიდან გამომდინარე, საქართველოს ამ კუთხეში განათლების ქართულ სისტემას არ შექმნიდა. რუსეთის გლობალური პოლი­ტიკური ამოცანა სტრატეგიულად  მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ სივრცეში აქტიურ რუსიფიკაციას გულისხმობდა, რაც რუსული განათლების სისტემის ყოველმხრივი კულტივირების საფუძველზე შეიძლებოდა მხოლოდ მომხდა­რიყო. ამიტომაც ეს პოლიტიკა ძირითადად განმსაზღვრელი იყო XIX საუ­კუნის ბოლოდან 1917 წლამდე. სწორედ ამ პე­რიოდში იწყება ქართულ-აფხა­ზური გაუცხოება და მათი დაპირის­პი­რება. ცარიზმმა აფხაზეთში ეკონომი­კური ურთიერთობების გამო არსებული სოციალური კონფლიქტი, მისი ინტერესების შესაბამისად ეროვნებათაშორის კონფლიქტად აქცია. შემდგომ პერიოდში აფხაზეთში მწვავედ დადგა სეპარატიზმის პრობლემა და მომავალში აფხაზები   დაადგნენ საქართველოსაგან  გამოყოფის გზას.რასაც თავის მხრივ ხელი შეუწყო რუსეთში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამ.

     როგორც ცნობილია 1921 წლის მარტში დასრულდა საქართველოს   სრუ­ლი ოკუპაცია საბჭოთა რუსეთის მიერ, სწორედ საქართველოს გასაბჭოების შემდეგ იწყება ქართველთა და აფხაზთა დაპირისპირების ახალი ეტაპი. გან­სა­კუთრებით აღსანიშნავია საბჭოთა ხელისუფლების მიდ­გომა ამ საკით­ხი­სად­მი. ბოლშევიკებმა თავისი წვლილი შეიტანეს ქართულ-აფხაზურ ურთი­ერთობათა პრობლემების კიდევ უფრო დამძიმებაში.  

       საბჭოთა ხელისუფალთა   მიდგომა დროის მიხედვით  ქართულ-აფხა­ზუ­რი დაპირისპირების საქმეში განსხვავებულია. პირველ ეტაპზე აფხა­ზე­თის დროებით „დამოუკიდებლობას“ (იგულისხმება საბჭოთა ხელისუფ­ლე­ბის მხრიდან აფხაზეთის ვითომ დამოუკიდებლობის მხარდაჭერა)  რუსეთი იყენებდა საქართველოზე ზეწოლისათვის და აიძულებდა მას შეგუებოდა საბჭოთა წყობას, წინააღმ­დეგ შემთხვევაში დაკარგავდა მხოლოდ „დროებით ჩამორთმეულ“ (იგულისხმება საქართველოსთვის აფხაზეთის სახით ჩამო­სართმევად გამზადებულ ტერიტორიას) ტერი­ტორიას. აფხაზეთს კი ამ დროს მოჩვენებითი „დამოუკიდებლობის უფლება“  საბჭოთა რუსეთისადმი გაორ­კე­ცე­ბული ერთგულებით უნდა დაემსახუ­რე­ბინა, თუ არ სურდა კვლავ საქართველოსთან მიერთება. 

აფხაზეთის საქართველოსაგან გამოყოფის იდეა და მისი იურიდიული, ეკონომიკური და პოლიტიკური ასპექტების დამუშავების მცდელობა ოფი­ციალურად პირველად დაფიქსირდა XX საუკუნის 40-იანი წლების მეორე ნახევარში, როცა საბჭოთა კავშირის უმაღლეს ხელმძღვანელობაში შეიქმნა აფხაზეთისა და სოჭის ოლქის კურორტების გაერთიანების და ამის ბაზაზე მოსკოვისადმი უშუალო დაქვემდებარებით ერთიანი შავიზღვისპირა საკუ­რორტო ოლქის შექმნის პროექტი. არსებობს მოსაზრება, რომ ეს იყო საქართ­ველოს ტერიტორიული დეკონსტრუქციის გეგმა. პროექტი წარმოად­გენდა საქართველოს მიმართ რუსულ-საბჭოთა იმპერიალიზმის თვისობრივად ახალ ფორმას, რადგანაც მისი ტერიტორიის ნაწილის ანექსიის და ერთიანი პოლიტიკური სივრცის დაშლის მოტივაციად საკურორტო ინდუსტრიის გაუმჯობესებას ავითარებდა... ამავე დროს, პროექტს ანტიაფხაზური მიმარ­თუ­ლებაც ქონდა, რამეთუ მის რეალიზაციას უნდა მოჰყოლოდა რეგიონში ავტონომიური სახელისუფლებო ინსტიტუტების გაუქმება... და აფხაზეთის ავტონომიის ლიკვიდაცია [1. 330]. „საკურორტო რესპუბლიკის“ შექმნის იმ­პე­რიული იდეა პირველად გააჟღერა საკავშირო კპ(ბ) ცკ-ს მდივანმა მ. სუს­ლოვმა 1945 წელს... მ. სუსლოვის ამ ავანტიურისტულ აქციას საკითხის წა­მოჭრისა და ვითარების წინასწარი ზონდირების ფუნქცია უნდა ქონოდა მხოლოდ. თუმცა საკურორტო ოლქის შექმნის პროექტი არ განხორციე­ლე­ბულა. არსებობს მოსაზრება, რომ მოვლენათა ლოგიკის გათვალისწინებით შესაძლოა მძლავრი იმპულსი საკურორტო ოლქის პროექტის ჯერ დამუხ­რუჭების, შემდეგ კი ჩაშლის საქმეში ლ. ბერიას პოლიტიკური კლანის ზე­წოლა ყოფილიყო [2. 71-74]. ი.სტალინის გარდაცვალების შემდეგ საბჭოთა კავ­შირის უმაღლეს ხელმძღვანელობაში ძალაუფლებისათვის მძაფრი ბრძო­ლის შედეგად დაწყებულმა პოლიტიკურმა კრიზისმა გარკვეული გავლენა მოახდინა აფხაზეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ვითარებაზე და არსე­ბითად განსაზღვრა კიდეც შემდგომი დესტრუქციული პროცესების მიმარ­თულება [1.  331].  

ნ. ხრუშჩოვის მმართველობის პერიოდში იმპერიული ცენტრი დაადგა აფხაზეთში ქარ­თული და აფხაზურ-სეპარატისტული ინტერესების მუდმივი შეჯა­ხებებისა და ცენტრისთვის ხელსაყრელი მედიატორული რეგულირების მართვადი დაძაბულობის ნაცად ხერხებს. 

ამის დასტურია ნ. ხრუშჩოვის მთავრობის მიერ აფხაზეთში განხორ­ციე­ლებული ნომენკლატურული ცვლილებები, ასევე რუსულე­ნოვანი აფხა­ზური და სომხური სკოლების აღდგენა, აფხაზური დამწერ­ლობის ქართული გრაფიკული სისტემიდან რუსულ-სლავურ კირილიცაზე გადაიყვანა. ეს ყველაფერი მოასწავებდა, იმას რომ „კრემლის ახალი ბინადარი“ აქტიურად იწყებდა  აფხაზთა რუსიფიკაციას და თავისი გეგმების განხორციელებას.   

XX საუკუნის 50-იანი წლების შუა ხანებიდან ეყრება საფუძველი ავტონომიურ რესპუბლიკაში ეთნოკრატიული მოდელის პარტიულ-სახელ­მწიფო, ადმინისტრა­ციული, ეკონომიკური და საგანმანათლებლო სტრუქ­ტურების ფორმირების ეტა­პო­ბრივ პროცესს [1. 333].

აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ აფხაზეთის პოლიტიკური ძალების განსაკუთრებული გააქტიურება ნ. ხრუშჩოვის მმართველობის პერიოდი­დან იწყება და ამ გამოვლინებას საქართველოს საბჭოთა ხელისუფლება უკან­დახევითა და კაპიტულანტური საქმიანობით შეხვდა. საბჭოთა კავ­ში­რის უმაღლეს ხელისუფლებაში ნ. ხრუშჩოვის პოზიციების შემდგომ განმტ­კი­ცე­ბასთან ერთად, აფხაზურმაპოლიტიკურმა ძალებმა კიდევ უფრო გააქ­ტიუ­რეს თავიანთი ანტიქართული პროპაგანდა. 

არსებულ სიტუაციაში საქართველოს კომპარ­ტიის ცენტრალურმა კო­მი­ტეტმა და აფხაზეთის საოლქო კომიტეტმაც ვერ გამოიჩინა შესაბამისი პრინ­ციპულობა. ამ ორგანოებმა ვერ გაუძლო ერთის მხრივ კრემლის ახალი ხელმძღვანელობის ზეწოლას და მეორე მხრივ, აფხაზი ნაციონალისტების შემოტევას და ფაქტობ­რივად, კაპიტულაცია გამოაცხადეს [3. 155]. ამას აშკა­რად ადასტურებს მაშინდელი საქართველოს საბჭოთა ხელისუფლების მე­თაურის ვ. მჟავანაძის კაპიტულანტური პოლი­ტიკა. ასეთი პოლიტიკის ნა­ყოფი საქართველოს კომუნის­ტურმა ხელისუფ­ლებამ მოიმკო 1967 წელს, როდესაც აფხაზეთში იფეთქა მორიგმა ანტი­ქარ­თულმა ამბოხმა [3. 160-161], რომელიც წარმოადგენდა აფხაზური ეთნო­კრატიისა და... ინტე­ლიგენ­ციის ალიანსის ბაზაზეორგა­ნიზებულ სამოქალაქო პუტჩის მცდელობას საქართ­ველოსაგან აფხაზეთის გამოყოფის მიზნით [1. 336]. მაშინ აფხაზთა სამოქა­ლა­ქო პუტჩის მცდელობა მარცხით დასრულდა, თუმცა მას უკვალოდ არ ჩაუვლია, რადგანაც მომდევნო პერიოდშიც აქტიურად გაგრძელდა ანტი­ქართული მოძრაობა აფხაზეთში. 

მორიგი ანტიქართული საპროტესტო გამოსვლების საბაბად აფხაზურ­მა ეთნოკრატიამ გამოიყენა მთელ საბჭოთა კავშირში კონსტიტუ­ციური სის­ტემის ფორმალურ-იურიდიული შეცვლის პროცესი. 1977 წლის 10 დე­კემ­ბერს აფხაზური ელიტის 130 წარმომადგენელმა სპეციალური წერილით მიმართა საბჭოთა კავშირის ცენტრალურ ინსტანციებს _ წერილში ცენტრა­ლუ­რი ადგილი ეჭირა სეპარატისტულ მოთხოვნას _ მიმდინარე კონსტი­ტუციური ცვლილების ფარგლებში აფხაზეთის გამოყოფას საქართველო­სა­გან და მის გადასვლას  რსფსრ-ს ტერიტორიულ-სამართლებრივ სივრცეში კრასნოდარის მხარის შემადგენლობაში. წერილის ავტორები მოითხოვდნენ სპეციალური სამთავრობო კომისიის შექმნას საკავშირო დონეზე [4. 151]. რა­ო­დენ გასაკვირიც არ უნდა იყოს  ეს რადიკალურად ანტისეპარატისტული ხაზი  არ მოეწონათ იმპერიულ ცენტრში. ადგილზე ვითარების შესწავლისა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად მიზანშეწონილად ჩაითვალა სპეციალური ჯგუფის აფხაზეთში ჩასვლა სკკპ ცკ-ს მდივნის ი.კაპიტონოვის მეთაურობით [1.  338]. 1978 წლის 21 მაისს, აფხაზეთის პარტიულ-საბჭოთა აქტი­ვის კრებაზე ი.კაპიტონოვმა ცალსახად დააფიქსირა იმპერიული ცენტ­რის პოზიცია: საპროტესტო მოძრაობის მოთხოვნები ანტიკონსტიტუციურია და აფხაზეთის გამოყოფა საქართველოსაგან ამ ეტაპზე გამორიცხულია. მან აღნიშნა: „ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ უნივერსიტეტისა და ტელევიზიის საკითხი, მაგრამ აფხაზეთის გადასვლა რსფსრ-ს შემადგენლობაში გამორი­ცხულია. ასევე გამორიცხულია ახალ კონსტიტუციაში ასეთი გადასვლის უფლების შესახებ სპეციალური მუხლის შეტანა“ [4. 152]. ი. კაპიტონოვის ამ განცხადებას მოჰყვა აფხაზთა მხრიდან აფხაზეთის მთვარობის სახლის წინ ორგანიზებული საპროტესტო მიტინგი. 

შექმნილ სიტუაციაშისაქართველოს კომუნისტური პარტიის ცკ-ს 1978 წლის 24 მაისის გადა­წყვე­ტილებამ „აფხაზეთის ასსრ-ს ეკონომიკური და კულტურული განვი­თარების, ავტონომიური რესპუბ­ლიკის მშრომელებში ორგა­ნი­ზაციული და იდეურ-აღმზრდელობითი მუშაობის გაძლიერების ღო­ნისძიებათა შესახებ“ [5. 26] უზრუნ­ველყო აფხაზური ტელევიზიის გახსნა, ა. გორკის სახე­ლობის სოხუმის პედინს­ტიტუტის გარდაქმნა აფხაზე­თის სახელმწიფო უნივერ­სიტეტად. 

ამასთან ე. შევარდნაძემ აფხაზური ეთნოკრატიის ინტერესების შესა­ბამი­სად განახორციელა ნომენკლატუ­რული ცვლილებები აფხაზეთის პარ­ტიულ-სახელმ­წიფო ელიტაში, რასაც რეალური დაშოშმინება არ მოჰყოლია, პირიქით ასეთი პოლიტიკის შედეგი იყო სეცესიური მოძრაობის გაძლიერება იდეო­ლოგიური ბერკეტებით [1. 338-339].

ჩვენი აზრით, ვერ ვხედავთ პრობლემას აფხაზებისთვის ტელევიზიის გახსნაში ან იმ კულტურული უფლებების მინი­ჭებაში, რასაც ადგილი ჰქონ­და ე. შევარდნაძის მხრიდან, არამედ პრობ­ლემა მდგო­მარეობს იმაში, რომ მსგავსი კულტურული და საკადრო პოლიტიკის გატარებით ე. შევარდნაძემ ვერ უზრუნ­ველეყო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში შექმნილი მდგომარეობის ქარ­თულ-აფხაზური ურთიერთობების სასიკე­თოდ შემობ­რუ­ნება და მის ამ საქმიანობას მოჰყვა სრულიად ნეგატიური მოვლენები.    

საბჭოთა კავშირში 1985 წლის მარტში მოხდა ხელისუფლების ცვლი­ლე­ბა. საბჭოეთის სათავეში მოვიდა მიხეილ გორბაჩოვი, რომელმაც გამოა­ცხა­და ქვეყნის სოციალ-ეკონომიკური განვითარების დაჩქარებისა და გარ­დაქმნის („პერესტ­როიკის“) კურსი. ორი წლის შემდეგ 1987 წლის ოქტომბ­რი­დან მ. გორბაჩოვი იძულებული გახდა „პერესტროიკის“ მეორე ეტაპზე  _ დე­მოკ­რა­ტიისა და საჯაროობის პოლიტიკაზე გადასულიყო, რამაც სტი­მუ­ლი მისცა რეჟიმის მიმართ ოპოზიციური მოძრაობების გააქტიუ­რებას, ამან კი, ძირი გამოუთხარა და საფუძვლიანად შეარყია საბჭოთა სახელმწი­ფო [1. 339].

       „პერესტროიკამ“ სტიმული მისცა საბჭოთა რეჟიმის მიმართ ოპოზი­ციურ მოძრაობებს, რამაც კიდევ უფრო წაახალისა აფხაზი პოლიტიკური ძალები (რომელთა უკან ისედაც საბჭოთა სპეცსამსახურები იდგნენ და მათი მიზანი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისთვის მაქსიმალურად ხელის­შეშ­ლა იყო), ამ პე­რიოდიდან მათ „ოქროს ხანა“ დაუდგათ. აფხაზთა გააქტიურების პირველ ოფიციალურ გამოვლინებას წარმოადგენდა ე.წ. „სამოცის წერილი“ _ აფხაზი ეროვნების მეცნიერებისა და კულ­ტურის სამო­ცი თვალსაჩინო წარმომად­გენლის 1988 წლის 17 ივნისის მიმართვა სკკპ XIX საკავშირო კონფერენციისადმი [6. 414]. „წერი­ლი“ გამოირჩეოდა რადიკა­ლუ­რი ანტიქართული შინაარსით და დოკუ­მენტის ცენტრალური იდეა იყო საქართველოსაგან აფხაზეთის გამო­ყოფის მოთხოვნა. წერილი არც კი გამხ­დარა პარტკონფე­რენციაზე პრეზენტაციისა და განხილვის საგა­ნი, მაგრამ მისმა გამოქვეყ­ნებამ მაინც დაძაბა საზოგადოებრივი ატმოსფერო ავტო­ნო­მიურ რესპუბლი­კაში [1. 339-340] და ნიადაგი შეუმზადააფხაზ­თა თავყ­რი­ლო­ბას 1989 წლის მარტში გუდაუთის რ-ნ სოფ.ლიხნში და „ლიხნის დეკ­ლარაციის“ მიღებას. 

       „ლიხნის დეკლარაციამ“ კი განსაკუთრებით გაამწვავა სა­ზოგა­დოებრივ-პოლიტიკური სიტუაცია ავტონომიურ რესპუბლიკაში  და სტიმული მისცა ფართომასშ­ტაბიან დესტაბილიზაციასაფხაზეთში [1.  340].

      1990 წლის 25 აგვისტოს გამოცხადდა, რომ აფხაზეთის ასსრ-ს უმაღ­ლესმა საბჭომ (მომხსენებელი ვ. კობახია) მიიღო ორი აქტი: „დეკლარაცია აფხაზე­-თის ასსრ სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის შესახებ“, ეს დეკლა­რაცია გახდა აფხაზეთის ასსრ ახალი კონსტიტუციის საფუძველი. მასში გაზრდი­ლია აფხა­ზეთის ასსრ-ის უფლებები და აშკარად ეწინააღმდე­გე­ბო­და საქართ­ველოს კონსტიტუციას. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა 1990 წლის 26 აგვისტოს [7. 27]. დადგენილებით გაუქმე­ბუ­ლად და იური­დიული ძალის არმქონედ გამოაცხადა: აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 25 აგვისტოს დეკლარაცია [8. 15]. 

      1990 წლის შემოდგომისათვის მოვლენათა მსვლელობამ აფხაზეთში წარმოშვა სერიოზული პოლიტიკურ-კონსტიტუციური კონფლიქტის გაჩა­ღების წანამძღვრე­ბი.  

      1990 წლის 4 დეკემბერს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სესიამ დასახე­ლებული საბჭოს თავმჯდომარედ ვ. არძინბა აირჩია [5. 53].

       1990 წლის დამლევისათვის ბევრი რამ ჯერ კიდევ გაურკვეველი იყო, რაც მთავარია, საქართველოს ახალი ხელისუფ­ლება დიდი პრობლემების წინაშე იდგა. ე.წ. ,,სამხრეთ ოსეთში“ განვი­თარებული მოვლენების ფონზე იქმნე­ბო­და საშიშ­როება, რომ აფხაზეთშიც შექმნილიყო წინააღმდეგობის მეორე კერა [9. 115-117]. 

      საქართველოს რეს­პუბ­ლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამ­სახურდიამ  1991 წლის 28 თებერვლის დადგენილებით, 1991 წლის 31 მარტისთვის დანიშნა რეფერენდუმი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდ­გენის თაობაზე [5. 53-54].

       ზემოთ დასახელებულ დადგენილებას არ დაეთანხმა და არც დაემორ­ჩილა აფხაზეთის ასსრ უზენაესი  საბჭოს თავჯდომარე ვ. არძინბა. 1991 წლის 28 თებერვლის აფხაზეთის ასსრ უზე­ნაესი საბჭოს დადგენილებით გადაწყ­და, რომ 1991 წლის 17 მარტის საკავშირო რეფერენდუმში, რომელიც სსრ კავ­შირის შენარჩუნების საკითხს ეხებოდა, აფხაზეთიც მიიღებდა მონაწილეო­ბას [10. 5]. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზი­დიუმმა აფ­ხაზური მხარის ეს გადაწყვეტილება იურიდიული ძალის არმქო­ნედ გამო­აცხადა [11. 24-26]. ფაქტია, რომ ვ. არძინბა მიმართავდა აშკა­რად პრო­ვოკა­ცი­ულ ნაბიჯებს, მაგრამ  ქართული მხარეც იღებდა ადეკვატურ ზომებს მის წინააღმდეგ. 

1991 წლის ბოლოსათვის საქართველოში უკიდურესად დაიძაბა სი­ტუა­ცია. ქვეყანაში, ფაქტობრივად, სამოქალაქო ომი დაიწყო. ზვიად გამსა­ხურ­დიას ოპოზი­ციამ გამოიყენა საქართველოს ხელისუფლების დაძაბული ურ­თიერთობა რუსეთ­თან და მის წინააღმდეგ შეიარაღებული  პუტჩი და­იწ­ყო. 1991  წლის22 დეკემბერ­სა  და  1992წლის 6 იანვარს  შორის  წარმო­ე­­ბუ­­­ლი ბრძოლების შედეგად, თბილის­ში, სამხედ­რო-კრიმინალურმა ხუნ­ტამ, უცხო­ეთის სპეცსამსახურების დახმარებით, დაამხო კანონიერი ხე­ლისუფ­ლება. პრეზიდენტმაზვიად  გამსახურდიამ  თავიჯერ სომხეთს, ხო­ლო შემდეგ ჩეჩ­­ნეთს შეაფარა [12. 127]. ამ პროცესებმა კატალიზატო­რის როლი შეასრუ­ლეს ქართულ-აფხაზური კრი­ზი­სის კიდევ უფრო დამძიმებაში რის შედეგად ომის გაჩაღების პერსპექტივა რეალური გახადა. 

ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ ზვიად გამსახურდიას ხელი­სუფ­ლე­ბის სტაბილური ეროვნულ-სახელმწიფოებრივი პოზიციისა და მასიური მხარ­დაჭერის პირობებში ვ. არძინბა და მისი გარემოცვა მოერიდნენ აშკარა სეცესიურ პო­ლი­ტიკას, უფრო მეტიც მიუხედავად მათი ანტიქარ­თული ორი­ენტაციისა ზვიად გამსახურდიას დაბალანსებული კომპრომი­სუ­ლი პოლი­ტი­კის გამო იძულებულნი იყვნენ მიეღოთ შემოთავაზებული პირობები და თავი შეეკავებინათ აქტიური სეპარატისტული პოლიტიკური აქციებისაგან [1.  345]. 

ამდენად ზ. გამსახურდიას პოლიტიკის შედეგი იყო ის, რომ აფხა­ზურ­მა მხარემ ცნო საქართველოს ტერი­ტორიული ერთიანობა [13. 12], ყო­ველგვარი შუამავალი მისიებისა და მოსკოვის მედიატორობის გარეშე ოფი­ციალურ თბი­ლისთან დაიდო პოლიტიკური შეთანხ­მება ერთიან სახელმ­წიფოებრივ სივრცეში ყოფნის შესახებ. აფხაზებმა აღიარეს, რომ ავტო­ნომიის სტატუსი საფუძველი არის არა ცალკე აფხაზი ერის თვით­გა­მორ­კვევა ან რომელიმე საკავშირო-იმპერიული აქტი, არამედ საქართველოს ხელისუფ­ლების პოლიტიკური ნება და მასთან შეთანხმება [1. 348].

ასევე საინტერესოა ზვიად გამსახურდიას სასკოლო საგანმანათლებლო პოლი­ტიკა საქართველოში, მათ შორის აფხაზეთში აფხაზური ენის, კულ­ტუ­რული მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის კუთხით [14. 3-12]. ზვიად გამსახურდიამ ჯერ კიდევ თავის საინაუგურაციო გამოსვლაში, 1991 წლის 7 ივნისს, მკაფიოდ დააფიქსირა დამოუკიდებელი საქართველოს ურყევი ნება - დაეცვა აფხაზთა ეროვნული უფლებების ხელშეუხებლობა პოლიტიკური ავტონომიის კონსტიტუციური გარანტიების საფუძველზე [15. 8]. პირველი პრეზიდენტის მსგავსი ნაბიჯები ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ქართულ-აფხაზური ურ­თიერთობების გაუმჯო­ბესებისა და კრიზისის განმუხტვის თვალსაზრისით.  

პუტჩისტების მიერ, საქართველოს კანონიერი ხელისუფლების დამხო­ბის შემდეგ, საქართველოში შექმნილ ამ უმძიმეს პერიოდში, აფხაზე­თის სეპარატის­ტული ხელისუფლება კვლავ აგრძელებდა საფუძველის მომზა­დებას ქვეყნისგან რეგიონის გამოსაყოფად. აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბ­ჭოს თავჯდომარის, ვ. არ­ძინბას 1992 წლის 20 იანვარის დადგენილებით, აფხაზეთის ტერიტორიაზე მყოფი ქარ­თული ეროვნული გვარდიის ნაწი­ლები უკანონო ფორმირებებად გამო­ცხად­და და მათ აფხაზეთში ცეცხლ­სას­როლი იარაღის ტარება აეკრძალათ [16. 4], ეს კი თავისთავად ეწინააღმდე­გე­ბოდა საქართველოს კონსტი­ტუციას და მსგავსი ქმე­დება აფხაზური ხელისუფლების მხრიდან წარმოად­გენდა აშკარა პროვოკაციას. 

ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში 1992 წლის 7 მარტს მოსკოვიდან საქარ­თვე­ლოში ჩამოვიდა ედუარდ შევარდნაძე, რომელმაც სამხედრო საბჭოს მაგივრად, შექმნა სახელმწიფო საბჭო და თავადვე ჩაუდგა მას სათავეში. მან­ვე დანიშნა საპარ­ლა­მენტო არ­ჩევ­ნები, რომელიც ჩატარდა 1992 წლის 11 ოქ­ტომბერს. ახალი პარ­ლა­მენტის თავმჯდომარე გახდა ედუარდ შევარ­დ­ნაძე, რომელსაც პარ­ლა­მენ­ტმა სა­ხელმწიფოს მეთაურის ფუნქციები მიანიჭა. საქართველო სცნო გა­ერთია­ნებული ერების ორგანიზა­ციის წევრმა მრა­ვალმა ქვეყანამ   [117. 127-128].

1991 წლის დეკემბერისა და 1992 წლის იანვრის ტრაგიკულ მოვლენებს   შედეგად მოჰყვა საქართველოს ცენტრალური კანონიერი ხელისუფლების მოშლა, ქვეყნის კონსტიტუციის გაუქმება, სრული ქაოსი და განუკითხაობა, რითაც დაუყოვნებლივ ისარგებ­ლეს სეპარატისტებმა. 1992 წლის 6 იანვარს მუშაობას შეუდგა ახლადარ­ჩე­უ­ლი აფხაზეთის უმაღლესი საბჭო, რომელსაც უკვე არ ჰყავდა ზემდგომი კა­ნო­ნიერი ორგანო. პარლამენტის აფხაზი უმ­რავ­ლესობა სარგებლობდა პუტ­ჩის შედეგად შექმნილი სიტუაციით, სის­ტემა­ტურად არღვევდა აფხაზე­თის კონსტიტუ­ციას და ღებულობდა საქართ­ვე­ლოს სახელმწიფო ინტერე­სების საწინააღმ­დეგო უკანონო გადაწყვეტი­ლე­ბებს. სამხედრო ხუნტას არ ჰქონდა არც იურიდიული და არც მორალური უფლება მოეთხოვა ვ. არ­ძინ­ბასაგან იმ კონსტიტუციის დაცვა, რომელიც თავად ფეხ­ქვეშ გათელა“ [18. 17].

ფაქტია, რომ სამხედრო გადატრიალებამ საქართველოში გარდაუვალი გახადა ქართულ-აფხაზური კრიზისის ომში გადაზრდა.

არსებობს მოსაზრება, რომლის თანახმად აფხაზეთის საკითხს შეიძ­ლება ვუწო­დოთ „აფხაზეთის კრიზისი“ და მის ამოსავალ ფაქტად მივიჩნიოთ 1989 წლის „ლიხნის დეკლარაცია“ (როგორც აფხაზური სეპარატიზმის ვერ­ბალური პარა­პოლიტიკური აქტი), ხოლო კრიზისის ომში გადაზრდის საწ­ყის წერტილად _ 1992 წლის 23 ივლისის სეპარატისტული კანონმდებ­ლობა. მითუ­მეტეს, რომ ცნება „კრიზისი“ გაცილებით ფართოა, ვიდრე „ომი“. ომი კრიზისის შემადგენელი ნაწილია და არა პირიქით. ყველა ომი წარ­მოიშობა კრიზისიდან, რაც ნათლად დაა­დასტურა აფხაზეთში ე. შევარდნაძის პო­ლიტიკამ, მაგრამ ყველა კრიზისი ომში არ გადაიზრდება, რაც ასევე ნათლად დაადასტურა ზ. გამსახურდიას პოლიტიკამ აფხაზეთში [2.  15].

      დასახელებულ მოსაზრებაში, ჩვენთვის საინტერესოა ზვიად გამსა­ხურ­­დიასა და ე. შევარდნაძის მიერ გატარე­ბული პოლიტიკის განსხვავე­ბულობა. ვთვლით უდავოდ საინტერესო შედა­რებაა და იმსახურებს ყურა­დღებას, მაგრამ მთავარი მოთამაშე ამ კრიზისის შექმნა-გამწვავებაში ჩვენი აზრით, რუსეთი იყო და მისი მიზანი მდგომარეობდა იმაში, რომ   საქართველო გაეწევრიანებინა  დსთ-ში და ამიტომაც ზეწოლას აძლიერებდა სხვადასვა მეთოდებით. ასეთ დროს ე. შევარდნაძე დაკავებული იყო  უკანო­ნოდ მოპო­ვებული ძალაუფლების შენარჩუნება-განმტკიცებით და რითაც უფროხელი შეუწყო უარესი შედეგის დადგომას ვიდრე იმას, რასაც საქართველოს დსთ-ში შესვლა ერქვა. საქართველო მაშინ  დსთ-ში, რომ შესულიყო თავიდან იქნე­ბოდა აცილებული საქართველოს დეზინ­ტეგრაციული პროცესები. ვთვლით, რომ ე. შევარდნაძეს მარტო აფხაზი პოლიტიკური ძალების 1992 წლის 23 ივლისს მიღებული კანონმდებლობის (1992 წლის 23 ივლისს, აფხაზეთის სეპა­რატისტულმა მთავრობამ გაა­უქმა აფხაზეთის ასსრ 1978 წლის კონსტი­ტუცია და ახალი კონსტიტუციის მიღებამდე 1925 წლის კონსტიტუცია აამოქმედა)გამო არ შეუყვანია სამხედრო შენაერთები აფხაზეთში. 

მართალია ე. შევარდნაძის მიერ აფხაზეთში საჯარისო ნაწილების შეყ­ვანა ითვალი­სწინებდა, ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებუ­ლი კრიზი­სის განმუხტვასაც, მაგრამ მას სურდა „ორი კურდღლის ერთად დაჭერა“ და მისი უმთავრესი მიზანი სამხედრო შენაერთების შეყ­ვა­ნით აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში  ზვიად გამსახურ­დიას მომხრეთა ამოძირკვა, რადგან მათი არსებობა საფრთხეს უქმნიდა მის სკამს. უკე­თეს შემთხვევაში, ის იყო რა, რუსეთის მხრიდან „მხარდაჭერილი“ შესაძლოა ფიქრობდა, რომ მის ამ ნაბიჯს აფხაზებთან  გართულება არ უნდა მოჰყოლოდა, პირიქით აფხაზები უნდა დაეფიქრებინა, რომ არ ღირდა მათთვის საქართველოსთან შეიარა­ღე­ბული კონფლიქტი, რადგანაც მის უკან რუსეთი იდგა, მითუმეტეს ე. შევარ­დ­ნაძემ პირადად სატელეფონო საუბარში შეათანხმა ვ. არძინ­ბასთანსამ­ხედ­­რო შენაერთების სატრანსპორ­ტო მაგისტრა­ლების დაცვის მიზნით აფ­ხაზეთში შეყვანა, ალბათ ამიტომაც დამშვიდებულმა გადადგა ეს ნაბიჯი, რათა გადაერჩინა მისი უკანონო ხელისუფლება და მო­წინააღმდეგე პოლი­ტიკური ძალა ერთხელ და სამუდამოდ  მოეშორებინა თავიდან,  მაგრამ სამ­წუხაროდ, როგორც პოლიტიკოსმა არ გაითვალის­წინა და ვერ განჭვრიტა, რასაბედისწერო შედეგები შეიძლე­ბოდა მოჰყოლოდა მის ამ ნაბიჯს.

ამდენად, ჩვენი აზრით, როდესაც სრულიად აშკარა იყო, რომ აფხაზური ხელმძღვა­ნე­ლობა ყოველნაირად ცდილობდა, დაეძაბა სიტუაცია ავტონომი­ურ რეს­პუბლიკაში და ფაქტიურად შესანიშნავად სარგებლობდა საქართვე­ლოში კანონიერად არჩეული ხელისუფლების არარსებობით და მაშინ, როდესაც  არავითარ ეჭვს არ იწვევდა, რომ ეს ხდებოდა მოსკოვის წაქეზებით, სადაც ანტი­ქარ­თული პროპაგანდისტული კამპანია სულ უფრო ფართო მასშ­ტა­ბებს  იძენ­და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა აფხაზეთში სამხედ­რო შენა­ერთე­ბის შეყვანა.


скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
თენგის გუმბერიძე - გრიგოლ ბატონიშვილის საზოგადოებრივ-პოლიტიკური და შემოქმედებითი მოღვაწეობა თენგის გუმბერიძე - გრიგოლ ბატონიშვილის საზოგადოებრივ-პოლიტიკური და შემოქმედებითი მოღვაწეობა ჟურნალი / სტატიები / კრიტიკა / გამოქვეყნებული გორვანელი - წმინდა საშოს კრიტიკა გორვანელი - წმინდა საშოს კრიტიკა ჟურნალი / სტატიები / პოეზია / გამოქვეყნებული დათო კაკაურიძე - რანი ვართ მოედანზე დათო კაკაურიძე - რანი ვართ მოედანზე ჟურნალი / სტატიები / სპორტი / გამოქვეყნებული ევგენი ბლიაძე  -  პირველი ქართული კონსტიტუცია საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური უფლებების შესახებ ევგენი ბლიაძე - პირველი ქართული კონსტიტუცია საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური უფლებების შესახებ ჟურნალი / სტატიები / ისტორია / პოლიტოლოგია / მეცნიერება / გამოქვეყნებული თენგიზ გუმბერიძე  - ერთი გახმაურებული ლიტერატურული პოლემიკის შესახებ თენგიზ გუმბერიძე - ერთი გახმაურებული ლიტერატურული პოლემიკის შესახებ ჟურნალი / ესეისტიკა / კრიტიკა / ისტორია / სტატიები / გამოქვეყნებული
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge