გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

გიორგი ასათიანი - მეცნიერება და რელიგია

იმ მოსაზრებათა განხილვისათვის, თუ რა სახის კანონებს გვთავაზობს მეცნიერება და რა ჭეშმარიტებები ითვლება მასში უნაკლოდ, ჩვენ გავიმარტივებთ ამოცანას და ამის მიუხედავად სრულიად მივაღწევთ დასახულ მიზანს თუ განვიხილავთ და დავეყრდნობით მხოლოდ ფიზიკას - ყველაზე ზუსტ მოძღვრებას საბუნებისმეტყველო მეცნიერულ დარგებს შორის. მხოლოდ ფიზიკას ძალუძს პირველ რიგში დაუპირისპიროს საკუთარ წიაღში მიღებული კვლევების შედეგები რელიგიურ პოსტულატებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა დავსვათ აუცილებელი კითხვა: უახლესი პერიოდის კვლევების გათვალისწინებით რა შედეგებამდე მივიდა შემეცნების პროცესში ფიზიკის დარგი და რელიგიური რწმენის რა სახის შეზღუდვები შეიძლება წარმოიქმნას ამ პროცესში?

თუ შევაჯამებთ შედეგებს, შეიძლება ითქვას, რომ ფიზიკური თეორია ითხოვს მიღებას და დაშვებას ჩვენგან დამოუკიდებლი რეალური სამყაროს არსებობისა, რომლის აღქმაც, სამწუხაროდ ჩვენ არ ძალგვიძს უშუალოდ, არამედ შეგვიძლია აღვიქვათ მხოლოდ ჩვენი გრძნობის ორგანოების და მათ მიერ გასაშუალოებული დაკვირვებების შედეგად. ასეთი დაშვების განვითარების პროცესში ჩვენ იძულებულნი ვხდებით შევცვალოთ საკუთარი წარმოდგენა სამყაროს აღქმისა და მისი არსის შესახებ. დაკვირვების სუბიექტი, დამკვირვებელი „მე“, აღარ იქნება აზროვნების ცენტრი და დაიკავებს მისთვის შესაფერის საკმაოდ მოკრძალებულ ადგილს სამყაროში. მართლაც, რამდენად პატარებად და შესაცოდებად, უძლურებად უნდა ვიგრძნოთ თავი ჩვენ ადამიანებმა თუ გავიხსენებთ, რომ დედამიწა, რომელზედაც ვცხოვრობთ წარმოადგენს უმცირეს მტვრის ნაწილაკს, კოსმოსის ჭეშმარიტად უსასრულო სივრცეში, ანუ თითქმის არარაობას! მეორეს მხრივ კი, რამდენად უცნაურად აღიქმება აგრეთვე ის გარემოებაც, რომ ჩვენ, ასეთ მცირე არსებებს, ასეთ შეუზღუდავად მცირე პლანეტაზე, ძალგვიძს შევიმეცნოთ თუნდაც არა მთლიანად არსი, არამედ რეალობა და გარშემოწერილობა იმ ელემენტარული შემადგენელი „აგურებისა“, რისგანაც წარმოქმნილია არსებული სამყარო. მაგრამ ამით სასწაულები არ თავდება. ფიზიკური კვლევების უტყუარი შედეგი გახლავთ ის, რომ ეს ლემენტარული „აგურები“ არ წარმოჩინდებიან როგორც ერთმანეთისგან ქაოსურად განცალკევებულნი, ურთიერთდამოუკიდებელი ჯგუფები, არამედ პირიქით, ისინი წარმოჩნდებიან როგორც ერთიან გეგმაში ჩასმულნი და მოქცეულნი. სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, ბუნებისა და სამყაროს ყველა მოვლენაში დომინირებენ უნივერსალური, გარკვეული კუთხით კი ჩვენთვის შეცნობადი კანონზომიერებები. ამ მიზნით მოვიყვან მხოლოდ ერთ მაგალითს: ენერგიის შენახვის კანონს. სამყაროში არსებობს განსხვავებული სახის ენერგიები: მექანიკური მოძრაობის, გრავიტაციული, სითბური, ელექტრული, მაგნიტური. მთლიანად, ერთად აღებული ეს ენერგიები კი წარმოქმნიან სამყაროს ენერგეტიკულ რესურს, რომლის სიდიდეც განუზომელია. ბუნებაში არსებულ არცერთ მოვლენას ან პროცესს არ ძალუძს არც მისი გაზრდა, არც მისი შემცირება. ყველა არსებულ ცვალებადობებს რეალურად ძალუძთ მხოლოდ ამ ენერგიის სახეობების ურთიერთგარდაქმნების მოხდენა. მაგალითად, მოძრაობის ენერგიის დანაკარგებისას ხახუნის დროს წარმოიქმნება მისი ექვივალენტური სიდიდის სითბური ენერგია. ენერგიის შენახვის კანონი ვრცელდება ფიზიკის ყველა ნაწილში - როგორც კლასიკურ ფიზიკაში, ასევე ქვანტურ ფიზიკაში. ატომარულ დონეზე მიმდინარე პროცესებში კი ამ პრინციპის უარყოფის მრავალი სხვადასხვა მცდელობების მიუხედავად, რის დროსაც ცდილობდნენ მიეწერათ ამ კანონისთვის მხოლოდ სტატისტიკური და არა უნივერსალური  ხასიათი, ყოველი ცნობილი შემთხვევების ზუსტმა შემოწმებამ დაადასტურა მსგავსი მცდელობების უაზრობა. ასე, რომ არ არსებობს არავითარი მიზეზი ამ პრინციპის აღიარების უარყოფისთვის ბუნების სხვა აბსოლუტური ზუსტი კანონით. ამასთან ერთად აქვე დავსძენთ, რომ ენერგიის შენახვის კანონი წარმოადგენს არა ერთადერთ, არამედ მრავალთაგან ერთ-ერთს სამყაროში.

არსებობს სხვა, უფრო მეტად უნივერსალური კანონი, რომლის განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ ის იძლევა ცალსახა პასუხს ყოველ გააზრებულ კითხვაზე ბუნებრივი პროცესის მიმდინარეობის შესახებ. ამ კანონს, ისევე, როგორც ენერგიის შენახვის კანონს, არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა თანამედროვე ფიზიკაშიც. ყველაზე დიდი სასწაული ამ კანონისა კი გახლავთ ის ფაქტი, რომ აღნიშნული კანონის ადეკვატური ფორმულირება ყველა მიუკერძოებელ ადამიანში იწვევს შთაბეჭდილებას თითქოსდა ბუნებას მართავს გონიერი, გარკვეული მიზნის მიღწევისთვის დასახული ნება.

როგორც ცნობილია, სინათლის სხივი, გარკვეული კუთხით რაიმე ზედაპირზე, მაგალითად გამჭვირვალე სხეულზე, წყალზე დაცემისას გადაიხრება თავისი მიმართულებიდან, შედის რა ამ სხეულში. ამ გადახრის მიზეზი კი გახლავთ ის, რომ სინათლე ვრცელდება წყალში უფრო ნელა, ვიდრე ჰაერში. მსგავს გადახრას, ან გარდატეხვას ადგილი აქვს აგრეთვე ატმოსფეროშიც, რამეთუ უფრო დაბალ და მკვრივ ატმოსფერულ შრეებში სინათლე ვრცელდება უფრო ნელა, ვიდრე ატმოსფეროს უფრო მაღალ, ნაკლებად მკვრივ შრეებში. როდესაც ვარსკვლავიდან წამოსული სინათლის სხივი ხვდება დამკვირვებლის თვალში, მისი ტრაექტორია, გარდა ვარსკვლავის ზენიტში ყოფნის შემთხვევისა, წარმოდგენილი იქნება გარკვეული სახის რთული ტეხილის ფორმით, რაც გამოწვეულია იმ ატმოსფეროს სხვადასხვა შრეებში არსებული სხვადასხვა გარდატეხის მაჩვენებლის სიდიდით, რომელსაც გაივლის თავის გზაზე ეს სხივი. ეს გამრუდება მთლიანად აღიწერება შემდეგი კანონის მიხედვით: იმ ყველა ტრაექტორიიდან, რომელთაც მოვყავართ ვარსკვლავიდან დამკვირვებლის თვალში, სინათლის სხივი ყოველთვის ირჩევს იმას, რომლის გავლასაც, ატმოსფეროს სხვადასხვა სიმკვრივის შრეების გავლისას სიჩქარის გათვალისწინებით ანდომებს ყველაზე ნაკლებ დროს. სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით სინათლის სხივის წარმომქმნელი ფოტონები იქცევიან როგორც გონიერი არსებები - ყველა მათ განკარგულებაში არსებული ტრაექტორიიდან ისინი ირჩევენ ყოველთვის იმას, რომელსაც ყველაზე ჩქარა მივყავართ მიზნამდე.

არ არის გასაკვირი, რომ ამ კანონის, რომელიც იწოდება უმცირესი ქმედების პრინციპად და რომლის მიხედვითაც მოგვიანებით ეწოდა სახელი ქმედების ქვანტს, აღმოჩენამ ენით აუწერელ აღრფრთოვანებაში მოიყვანა მისი ავტორი ლაიბნიცი, ისევე, როგორც მალე, ლაიბნიცის მიმდევარი და მოსწავლე მოპერტუიც. ამ მკვლევარებმა ჩათვალეს, რომ შეძლეს აღმოეჩინათ სამყაროში გაბატონებული და მისი შემქმნელი უზენაესი გონების არსებობის  ხელშესახები გამოვლინება. ამ მაგალითით, მე მინდოდა მეჩვენებინა, რომ თეორიული ფიზიკის კუთხით ისტორიული კვლევების განვითარებამ თვალსაჩინოდ მიგვიყვანა ფიზიკური მიზეზ-შედეგობრივობის ისეთ ფორმულირებამდე, რასაც აშკარად გამოხატული თეოლოგიური ხასიათი გააჩნია.

მას შემდეგ, როცა ჩვენ გავეცანით იმ მოთხოვნებს, რისი საშუალებითაც ჩვენ საშუალება გვეძლევა ავხსნათ მსოფლმხედველობითი ხასიათის ყველაზე მაღალი პრობლემები, ერთი მხრივ - რელიგიური, მეორეს მხრივ კი საბუნებისმეტყველო, შევხედოთ რამდენათაა ეს მოთხოვნები თანაზიარი. ნათელია, რომ ეს შემოწმება ეხება იმ სფეროებს სადაც რელიგიური და მეცნიერული შეხედულებები თანხვდება ერთმანეთს. ამასთან ერთად, არსებობს ფართო სფეროები, სადაც ისინი საერთოდ არ იკვეთებიან, კერძოდ, ბუნებისმეტყველებისთვის უცხოა ეთიკის ყველა სახის პრობლემა, ისევე, როგორც რელიგიისთვის არა აქვს არანაერი მნიშვნელობა უნივერსალური კონსტანტების სიდიდეებს, მაგრამ რელიგიაც და მეცნიერებაც სრულ თანხვედრაშია იმ საკითხში, რომელიც ეხება სამყაროზე გაბატონებული უმაღლესი ძალის არსებობას და მის წარმოჩენას. ამ საკითხებზე პასუხები ორივე მიმართულებისთვის ურთიერთთანხვედრაშია იმ კუთხით, რომ პირველ რიგში არსებობს გონისმიერი მსოფლიო წესრიგი, ადამიანისგან დამოუკიდებელი და მეორე რიგში ამ წესრიგის არსის უშუალო დაკვირვება შეუძლებელია, შესაძლებელია მხოლოდ შევიმეცნოთ ნაწილობრივ ან ვივარაუდოთ მისი რეალობა. ამ მიზნით რელიგია იყენებს განსაკუთრებული სახის სიმბოლიკას, ზუსტი მეცნიერებები კი საკუთარ გაზომვებს შეგრძნებებზე დაყრდნობილს. სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით არაფერი არ უშლის ხელს იმას, რომ ჩვენ განვსაზღვროთ ორი ერთდროულად მოქმედი, მაგრამ მაინც იდუმალი ძალა - საბუნებისმეტყველო მსოფლწესრიგი და რელიგიური ღმერთი. შედეგად ღვთაება, რონლისკენაც რელიგიური ადამიანი მიისწრაფის რელიგიური სიმბოლიკის გამოყენებით, თავისი არსით იგივეა, რაც იკვეთება ბუნების კანონებში არსებული და მასზე მოქმედ ძალაში, რომელზეც წარმოდგენას საბუნებისმეტყველო მკვლევარი იძენს საკუთარი გრძნობითი ორგანოების მეშვეობით.  (გია დვალის რეაქცია პლანკის ციტატაზე)


არ მინდა დავიჯერო ის აზრი, რომ მეცნიერისთვის თურმე უტაქტობა ყოფილა თუნდაც ტელევიზიით შემოქმედის ხსენება. ამიტომაც, მოდით, აქ, ამ მომენტში გავიხსენოთ ჩვენი ტელევიზიის ეთერით ხშირად გაშვებული გადაცემის - „სინათლე ყოველივე განცხადებული“ - ის ზოგიერთი საყურადღებო ფრაგმენტი იმის შესახებ, რომ წმინდა წერილი, ბიბლია თითქმის 1000 წლით ადრე გვამცნობდა სამყაროში არსებული კანონებისა და კანონზომიერების ზუსტი არსის შესახებ მეცნიერების მიერ მათ აღმოჩენამდე (ფრაგმენტი გადაცემიდან) 

რა დასკვნის გამოტანა შეიძლება მსგავსი მაგალითებიდან? დასკვნა ყველა საღად მოაზროვნე ადამიანისთვის ცალსახად ჟღერს: მეცნიერული პირველსაწყისის, ან რაც იგივეა - რელიგიური ღმერთის პირველადობის აღიარების გარეშე ჩვენი აზროვნება და ცხოვრება აზრს მოკლებული უგუნურობა და თვალთმაქცობაა. ახლა კი, ვიდრე გადავალთ ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილზე ისევ მაქს პლანკის აღიარებულ ციტატა გავიმეოროთ:  (ფრაგმენტი გადაცემიდან)


ზემოთ მოყვანილი პლანკისეული მაგალითი სინათლის, ანუ ელექტრომაგნიტური ველის გონისმიერი მართვადი ბუნების შესახებ, თქვენ წარმოიდგინეთ, რომ უფრო შორს მიმავალი დასკვნის გამოტანის საშუალებასაც გვაძლევს. თუ განვიხილავთ ბიბლიურ შესაქმის პირველივე თავის ინფორმაციას და შევადარებთ მას ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედების არსის თანამედროვე წარმოდგენებს, მათ შორის სინათლის აღქმის აქამდე ამოუცნობ მექანიზმს ჩვენი გონების მიერ, აშკარად დავინახავთ, რომ სინათლეს, რომელიც დამოუკიდებლად შექმნა უფალმა პირველივე დღეს მყარის და წყლების გაყოფამდე, განსაკუთრებული როლი აკისრია ხილული სამყაროს აღქმადობის კუთხით ადამიანის მხრიდან. მოდით ვიმსჯელოთ ურთიერთშეჯერებული რელიგიურ-მეცნიერული ტერმინოლოგიით, რაც გაგვიადვილებს თვალსაჩინოების კუთხით ამოცანის გადაწყვეტას. ჩვენ ვცხოვრობთ უფლის მიერ შექმნილი უსახური და უდაბური ქვეყანისგან დამოუკიდებლად შექმნილი ელექტრომაგნიტური ველის, ანუ სინათლის ოკეანეში, რომელიც ასევე უფლის ნებით ამ ქვეყანას ისე შეერია, რომ მისცა მას კეთილი სახე, ხილვადობა და არსი მიანიჭა უსახურ და უდაბურ განუმზადებელ მატერიას. შედეგად, ერთი - უმცირესი ქმედების კანონი, ამ აქტისა, პლანკის, ლაიბნიცის და მოპერტუის მიერ გონისმიერად აღიარებული, სახეზე გვაქვს, მაგრამ თუ გავიხსენებთ როგორ ვხედავთ ჩვენ სამყაროს თვალების საშუალებით, საიდანაც შესული სინათლე აღწევს ჩვენი ტვინის ნეირონებამდე და შედეგად ვიღებთ გარე სამყაროს სრულყოფილად აღქმის პროცესს,  გარდა ამისა, თუ განვიხილავთ ფოტოგრაფიის, ჰოლოგრაფიის და თუნდაც სატელევიზიო ეთერის წარმოქმნის მექანიზმებს, აშკარა ხდება, რომ სინათლეს უნდა გააჩნდეს აქამდე ცნობილი პარამეტრების სიხშირის, ფაზის, ამპლიტუდის, პოლარიზაციის გარდა ე.წ. „სულიერი“ ან გონისმიერი პარამეტრიც, რაც უნდა განაპირობებდეს სწორედ მატერიალური სამყაროს შესახებ ინფორმაციის გადატანის პროცესსაც. ასეთი პარამეტრი კი უფლის მიერ უნდა ჩადებულიყო სინათლეში შესაქმის პირველივე დღეს. ეს დასკვნა მკაცრ კორელაციაშია პლანკის მიერ ზემოთმოყვანილ დასკვნებთან მუდმივად მოძრავი ფოტონის გონისმიერობის შესახებ, ამიტომაც ვიჩენ ასეთ სითამამეს ამ საკითხში. რომ არ გაგვიგრძელდეს მსჯელობა, მოდით უფრო შორს წავიდეთ და ვაღიაროთ, რომ სულიერი საწყისის პირველადობის და მუდმივი მოძრაობის აღიარების გარეშე, რამეთუ სულიერება ან გონიერება წარმოუდგენელია გაჩერდეს, ყოველგვარი მეცნიერული დასკვნები აზრს მოკლებული უგუნურებაა. აი, რა შედეგის მომტანია მეცნიერებისა და ჯანსაღი, მოაზროვნე, არაფანატიკური რწმენის სინთეზი.


„ჩვენ გვმართებს დაუღალავად და მიუკერძოებლად გავაგრძელოთ ბრძოლა სკეპტიციზმის, ფანატიზმისა და დოგმატიზმის, ურწმუნოებისა და ცრუმორწმუნეობის წინააღმდეგ, რასაც ერთად, გვერდიგვერდ ეწევა რელიგია და ბუნებისმეტყველება, ხოლო ამ ბრძოლაში დასახული სამიზნე ლოზუნგი კი ყოველთვის ასე ჟღერდა და გაიჟღერებს მუდამ - წინ ღმრთისაკენ!“

скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge