გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ჯანრი გოგეშვილი - კვანტური სამყარო გიხმობთ…


ალქიმიური მანევრი

ალქიმიურ მანევრში მუზა აწკრიალდა,
ბევრჯერ სიბრძნე ხუმრობად დაიღვარა,
გონიერება, რითმების ტრაურად აისახა,
შთაგონებამ კი, თავისი მაინც გაინაღდა.

ბუნდოვან მეტაფორებში მიჯნური იშვა;
ძიებაში აღენთო ხატოვანება, მელოდია,
არარსებული სულიერი მისიით შეიმოსა,
შეუვალი, მისტიური სწრაფვით აღძრა.
ჯ.გ.
***
შეცნობადია უხილავი აღორძინებაც

არარას სურვილი, წადილით იწყება;
ვერ ჰპოვა სისავსე ”გასხივოსნებამ”,
კვლევა-ძიებით ხარობს სიცოცხლე;
შეცნობადია უხილავი აღორძინებაც.
ხომ გამოვიხმეთ კვანტური სივრცე;
შვებად ავსახავთ სხვა მოდელებსაც,
სასწაულს, უნდა ველოდოთ მარად,
კვლევა-მიგნებით _ფერისცვალებას.
ჯ.გ.

***                                                          
აქ, ყოველ ატომს ჩვენი არსისა

ტვინი _ სამყარო, სამყარო _ ტვინი,
განცდათა ტალღა და აზრთა ფრენა,
და მოვისწრაფით კვანტური მარშით,
ფერიცვალების უსაზღვრო ხიბლით…
დასცხე დაფდაფებს, ჩაჰბერე საყვირს,
აღმასვლა ქვემოთ, დაცემა ზემოთ,
რებუსების ზღვა ბირთვსა თუ გარსში,
უნდა ვიკვლიოთ ფარული ხვედრი;
აქ, ყოველ ატომს ჩვენი არსისა,
გამოვლილი აქვს ვარსკლავთა წყება,
ენეგიაა უსასრულოდ მოქმედი პირი,
ტვინი _ სამყარო, სამყარო _ ტვინი.
ჯ.გ.
***
პლანეტა ტრანსშია  
მოხეტიალე ცისგან

ძველი სამყაროს დიადი აღგზნებიდან,
მარად იღვრება მღელვარე მელოდია,
პლანეტა ტრანსშია მოხეტიალე ცისგან,
იდეათა მჩხრეკავი ესსეში შიშვლდება.
ძნელია იგუო სიმულიაციური სამყარო,
ვერც მისტიფიკაციას აუვლი გვერდს,
სიცოცხლე ტკბილია, და ცადე მოერგო,
დრო-სივრცეს, უსაგნო, ალბათურ ბედს.
ჯ.გ.
***

ზოგმა უსახურში,
ჰპოვა წინსვლის შანსი

წაიგრძელეთ კისერი, გაჭიმეთ ფეხები,
ხატოვან ილეთით აღანთეთ სურვილი,
დახვეწეთ სწრაფვა და ფიქრთა არეალი,
ლპობადი ურვა შემოსეთ განსაცდელით.
ილაღეთ, როგორმე ჩაავლეთ ენერგიას,
ფუჭია, ყალბ ბჭობაში არკვიოთ მსჯავრი,
დაფერეთ განცდებით უტყვი სახე-ხატი,
ზოგმა უსახურში, ჰპოვა წინსვლის შანსი.
ჯ.გ.

***
აი, შენ! ჩემი სიყვარული და გული

ადამიანთა გაუმაძღარო ტკივილო,
აი, შენ! ჩემი სიყვარული და გული,
დაცხრი, ეცადე, ცოტათი შეისვენო;
ესე-სატკივარი, ერთად ამოვიცნოთ.

ჩვილის ტირილს, სხვა მადლი აქვს,
იქნებდა, შენი ბალღობა გაიხსენო,
ვინძლო, სხვა დრო-მრწამსი გაიჩნო,
აი, შენ! ჩემი სიყვარული და გული.
ჯ.გ.
***
სანელებლები უღრან ტყეში

არავის ენახა, არც არვის ეგემნა,
უღრან ტყეში, მიუვალ ადგილას,
არომატულ მცენარეთა ”ოაზისი”,
ყვაოდა, მწიფობდა ზღაპრულად.

უცხო სურნელი ეწვია ყმაწვილს,
აზრზე არ იყო როგორ, საიდან,
თუ წინაპარმა, ან მისხის მისხმა,
სად რა, რა დროში, რარიგ აღიქვა.

ნეირონული კავშირთა ამბით,
დაინტერესდა, მერე ერთხელაც,
ცნება ”ინფსელფი” მოიხელთა და
უხილავ სივრცეს იჭვით გახედა.
ჯ.გ.
***
კვანტურ იგავებს მალავს

შემეცნების შიმშილი ავლენს სამყაროს:
ზეციურ ჩანახატებს ქვეცნობიერი კვებავს;
თუ გონში ვჰპოვებთ ”თხუნელას ორმოს”;
ზეცამდე ავყვეთ დრო-სივრცულ ტალღას.
ძალა სარანგის შევაჩეჩოთ ბნელ ენერგიას,
ეგზოტიკურ გამებით, მოშურნეს განბანს,
შუქი გვირაბის ბოლოს, თხუნელა კრთება;
ბნელი მატერია  კვანტურ იგავებს მალავს.
ჯ.გ.
***

ტყვეობაში სიყვარული…

შენი ”უარი” _  ფანდია,
შენი უბე _ გალია,
ტყვეობაში სიყვარული,
მიჯნურისთვის მადლია…
ჯ.გ.
***
გაყიდე ტვინი!

კვანტური ფიზიკა, რა პრობლემაა?!
სამყარო ჰოლოგრამიული ბრენდია,
გაყიდე ტვინი, ხათაბალად გექცა,
ჭკუა ჩამოფასდა, სიბრძნე ვახშშია…

ჩაიდგი გონების საბანკო ჩიპები,
გათვალე მოგება, მთავარი ფულია,
ნუღა იდარდებ, ვის ცივა , ვის შია;
ის შენი ტვინი, ”ბრენდის” ნაწილია.
ჯ,გ,

***
ჩანს ”უკვდავებაც” ნაირგვარია

ბუნდოვანება ბევრად დიდია,
ვიდრე, სრულყოფის მაგალითები,
თუმც, შეგრძნებები, ისე მძაფრია;
ვავლენთ სულიერ წინსვლას…

ანცობს ”აზრითი ექსპერიმენტი”;
ცოცხალიც ვართ და მკვდარიც.
ჩანს ”უკვდავებაც” ნაირგვარია;
მიწაზე ლხენას ვეღარ ველევით.
ჯ.გ.
***
ღრმად…

ისუნთქეთ ღრმად! სანამ დროა,
იფხიზლეთ! შეტევა გრძელდება,
პარადოქსების კარნავალია;
მოძულე გვიმღერს ნანი ნანინას…
მეცნიერება ”შავ ხვრელს” იძიებს:
აჰ! შეშტერება, თუ დასჯადია,
პასუხი, ალბათ _ კასტრაციაა…
მწვანე პლანეტაც გადაგვარდება.
ჯ.გ.
***
ფსიქოფონოგრაფი

ციური ჰანგები მიწიერ ბაღნარებში;
იდუმალ მეცენატთა იეროგლიფები,
პოეტის ემოციურ სამოსთა მორგება,
გვირილებთან ღადავი დასალიერში.

არს-ყოფა კაიფობს; ეწევა ოცნებებს.
ციური სხეულები თვალთმაქცობენ,
უვიცი გაიბლანდა გონიერ აზრებში;
იწერს და უკრავს ფსიქოფონოგრაფი.
ჯ.გ.
***
ხასხასა ბალახის უშუალობა

მოიშიშვლეთ ფეხისგულები!
ძალზე მიმზიდველია,
როცა ზრდილი,
მაგრამ, აღტკინებული ქალიშვილი,
მდელოზე ცეკვით ერთობა…
მოიშიშვლეთ ფეხისგულები!
მიწა გჩუქნით ძვირფას მოგონებას;
როს ნდომა, ტრფობად გარდისახა.
მოიშიშვლეთ ფეხისგულები!
ხასხასა ბალახის უშუალობა,
იდუმალ წადილს აკრიალებს.
ჯ.გ.
***
თუ თავი მოიკლა

გვიღირს პოეტები თუ ფილოსოფოსები?
ვერაგი კითხვა სულსწარაფი საუკუნისა;
ხელოვნური ინტელექტი იძლევა რჩევებს;
ტანჯვა, ამ ყოფაში, რარიგ  გავიფერადოთ.

ართულებენ ცხოვრებას, ეს მოაზროვნენი,
აცხადებს ურცხვად,  ღრჯუ ბიუროკრატი,
თუ თავი მოიკლა, ეკლესია  ვერ ჰგუობს;
დროა, ტრიუმიდან გავზიდოთ ბალასტი!
ჯ.გ.
***
ილუზიის ტყვეა

დაკეტილ გალიაში სარკე ჰკიდია,
გარეთ, მიჯნური ჩიტუნა დახტის,
ჭყივის , შეჰხარის თავის ორეულს,
ქანდარაზე ნეტარებას ესწრაფვის.

ოინზე კისკისებს ოჯახის ქალი,
გულისპირთან ღილები ჩახსნია,
ფანჯრები ღიაა, მეზობლის კაცი;
ქალით ერთობა, ილუზიის ტყვეა.
ჯ.გ.
***
ანარეკლში

ფიქრთა ფრაგმენტებთან ბორგვა;
მოძალე საყვარლის თრთოლვაში;
მუდარა, თანაგრძნობა, ლტოლვა,
ანარეკლში, უცხო სიამე გაიჭედა;

ცელქი მომხიბვლელობა;
თხელი ბლუზის საფარში,
როკ-ენ-როლის რიტმები,
წარსულ დღეთა შრიალში.
ჯ.გ.
***
ფიზიკა, ათას ჭორს იბრალებს

ქაოსი, სამყაროს დედაა,
მტვრის ბუდე გრძნებათა სავანე,
ერთგულება, ღალატსაც შეიცავს,
ფიზიკა, ათას ჭორს იბრალებს.
მთვარე, ცის თაღზე განაბული,
ტალღებს იზიდავს, აღაგზნებს;
გოგოს ეტანება ბრმა სურვილი,
და მის ბედს ღელვა განაგებს.
***
გონიდან არ შევიქმნათ დევნილი

ზოგი ჰყვება, რომ უფალი იხილა,
მე, ანგელოსიც ვერ მოვიხელთე,
ჰოდა, სიტყვები და სურათ-ხატნი,
სულსა ჰფერავენ, რწმენის საამოდ.

საწყისის შეცნობა მარადიულია,
ადამიანობის დაკარგვა _ ადვილი.
როგორმე, გულის აზრს არ ვავნოთ,
გონიდან არ შევიქმნათ დევნილი.
ჯ.გ.
***
ორთა გულში

დუმილი და ტრფიალი, სააშიკო ანბანი,
ნიავური ალერსი შენი მკერდის ციდან,
შინაგანი გზნება, მაგიური ტალღები,
და ეული ოცნებიდან გაიძურწა სევდა…

არ მოეშვა გეთაყვა, ეს გრძნობაა უკვდავი,
ნუ მოიწყენ გენაცვა, ირგვლივ თუკი ცივა,
არსებითი ინსტიქტი, შეწყვილების მაგია,
ორთა გულში, ის წამი, საარაკოდ ღვივის.
ჯ.გ.
***
შეუცნობი თავისუფლება

შემოქმედებითი მარტოობის ბორკილებში,
მძაფრი შეუდრეკლობითა და რუდუნებით,
მან შექმნა განდეგილის მეტაფორული სახე;
და ჰპოვა, იქამდე შეუცნობი თავისუფლება.

დემოკრატიის ნიღაბი, იმ იდეებს ირჩევს,
მოაზროვნეთა მარტოობაში, რომ იშვნენ…
მასებს კი, დევიზები უხმობს და აღაგზნებს.
ნათელისკენ მსწრაფი ”ინტრიგაში” უცხოა.
ჯ.გ.
***
გამომწვევი ჩურჩული

ნიავი ფოთლებით ერთობა,
შრიალებს გამომწვევი ჩურჩული,
გოგოს, გულს, რომ ბრმად ენდობა,
ჰკლავს შემეცნების წყურვილი…
ის ჩამოცურდა მთვარის სიზმრიდან,
ქალსაც ხიბლავდა მთვარის სურნელი,
ფიგურალური ხედვის სარკმლიდან
ცუღლუტი ვნება იყო გულწრფელი…
ჯ.გ.
***
გონი მლიქვნელობს სულთან

შინაგანი დინების სიჩქარემ,
დაკარგა სიწრფელის გრძნობა,
გონი მლიქვნელობს სულთან,
მაგრამ, ვერას ხდება გულთან.
ჯ.გ.
***
საიმედოდ შეგიფარებს

როცა სიმართლის აღქმა ჭირს,
რეალობა თავხედურად იკბინება.
მრწამსი, საიმედოდ შეგიფარებს,
ენერგიათა საუნჯე გელოდება.
ჯ.გ.
***
სულის ბურღვა

ტვინის კი არა, სულის ბურღვაა;
ქვეცნობიერს მიღმა  და მიღმა;
უნდა გაბურღო, სუფთა არარა,
სიცარიელის მალული სუნთქვა.
ჰოდა მიდი, სიწრფელე ჩააშუქე,
იქნებ იპოვო ცათა სასუფეველი.
ნეხვთა და ვარდთა საუფლოში,
მიწაში გაიხრწნები და ჩალპები.
ჰოდა მიდი, ეცადე მაინც, მიდი;
ფანტომი მრავლად შეგეფეთება;
დიდმოღვაწენი პანტალონებში,
ბანალური სცენები, ”ჩვენ, გაუ!”
ეიფორია,  სიცრუის ლევიტაცია,
ფსევდოიმედების ვაკხანალია.
ჰა, არ შედრკე, სულის ბურღვაა;
ქვეცნობიერს მიღმა  და მიღმა…
ჯ.გ.

***
გზნება ნამიდან ისწრაფვის

ნამიანი სხეულის იგავი;
სურნელება და წადილი,
უცნაურს ერწყმის სიურჩე
რკენაში ნაწრთობ ველურის…
ვინაც შეიგრძნო სიცოცხლე
ახალშობილის ინსტიქტით,
ცვარს იჭვით დასცქერს;
არომატს იკვლევს შეპარვით.
სუფთა სხეულის სიწრფელე,
მითში შეღწევის ქადილი,
გზნება ნამიდან ისწრაფვის
პირველყოფილი წადილით…
ჯ.გ.
***
განბანეთ ნიჰილიზმი

პწკარი თვალს უკრავს, გოიმი ბრაზდება,
შაყირობს მე მაგის, შარია შაშარი… არადა,
ინსაით; იზიდავს სურნელი, შემკრთალი,
კრეატიულ მიგნებას, აბორდაჟზე აჰყავს.

მოაზროვნე ხშირად ხიფათის მომცველია,
თუმც, შოუს, პერიფრაზებით ეძლევა პეწი,
აღიჭურვეთ აფორიზმებით, მუქთად ყრია,
განბანეთ ნიჰილიზმი, ჩაწვდით ინსაითს.
ჯ.გ.
***
და, პლედის ფერს, რიდით გაუღიმა
(კი, ესეც ”კვანტურია”)

კაცი უწუნებდა ცოლს გემოვნებას;
აითვალისწუნა მისი პლედის ფერი,
ქალი უყრუებდა, თავისას ჩემობდა,
საცთურით ხარობდა კოპწია ლედი.

უცებ მოინდომა გიტარაზე დაკვრა,
ამგზნებად მოისხა წითელი პლედი,
აღშფოთდა მამრი, სიგარა გააბოლა,
აიღო ბანკიდან დიდზე დიდი სესხი…

თავნება სახლიდან უქუდოდ გაიქცა,
დალალებზე ენთო ნატრული მზერა,
ქმარი ამხედრდა კაზინოში გავარდა
და ფსონი ცოლის პლედს შეუფერა.

წაგებას ფიქრობდა, წითელმა მოიგო,
კაცმა გაინაღდა, შინისკენ წაიმღერა,
ცოლს გაეჭიმა; მაგარი ალღო მაქვსო,
და, პლედის ფერს, რიდით გაუღიმა.
ჯ.გ.
***
ტრანსში

აალდა მელოდია დიადი აღგზნებიდან,
და ტურფა ექსტაზით ცეკვავს და იხდის,
პლანეტა ტრანსშია მოხეტიალე ცისგან,
ვიღაც კი, ლოცვებში იმ ცისკენ ილტვის…
ოცნება კვდება, როცა უძლური ხარ;
სხვათა ზრახვანი გიყეფს და გდევნის,
ისურვე, ისურვე სანამ კიდევ გიყვარს,
წმინდა სურვილიც იმ ცისკენ მიჰქრის.
ჯ.გ.
***
გაითავისა ”გონს” მიღმა ლხენა

”მაიმუნობა” მაიმუნის იმიჯია;
ითვალთმაქცა, იქურდა, გაიპარა,
ასკეტმა ლოცვას უერთგულა;
დარჩა მშიერი, და ამით გაიხარა.
გაითავისა ”გონს” მიღმა ლხენა,
სული ფოტონთა მღერად აქცია,
და მაიმუნურ ყოფას და იმიჯს,
სიკეთის შუქით გადაეხლართა.
ჯ.გ.
***
ბუნებაში ჰქრიან ურჩი აზრები

ნაგვემი სული ეძებს თავშესაფარს,
ცაში კი, ლირიკული ლაბირინთებია.
”…მრგვალია!" ამოიცნო პითაგორამ;
ჰოდა, იბარტყეს მისმა ადეპტებმა.

ბუნებაში ჰქრიან ურჩი აზრები;
გამომწვევად ტრიალებენ ქალები;
ეს რაა, მთელი სამყარო ბრუნავსო,
თავი დასდო შემცნობთა პლეადამ.

არქეტიპები, ცათა მიღმა ცელქობენ;
”ბრტყელ” მიწაზე ისახება სიცოცხლე,
ეს სამყარო, სხვა სამყაროს ანარეკლია;
იუწყებიან გრავიტაციული ტალღები.
ჯ.გ.
***
განწყობა მქონდა ასკეტის

ხეთა შორის განმარტოებულს,
განწყობა მქონდა ასკეტის,
ცოტაც და, ვიგრძენი,
მეგობართა ერთიანი აურით;
ვიყავ ალერსით მოცული.
მათ შეუძლიათ მდუმარედ
თანაგიგრძნონ;
არავითარი ქვენა აზრები.
ვსუნთქავ მშვიდად, სუფთა ზრახვით;
ამ ქვეყნიდან გასვლის ჟინი მეძალება,
და უცებ, უებროდ მგალობელი შაშვი,
რეალობიდან მისტვენს:
”დაბრუნდი!”

შეცდომათა გამოსწორება მწადია,
”საამოდ გასვლასაც” ვერ ველევი…
ჯ.გ.
***
სტროფებს შუა გაითოშა

მერცხალი ჭრელ-ჭრულა ფერებმა აცდუნეს;
”გაზაფხული მოვიდა!..” ჭიკჭკით მოფრინდა,
ეჰ! სუსხი მისწვდა, სტროფებს შუა გაითოშა,
ავტორის გულში, გულგრილობა თვლემდა.
ჯ.გ.
***
იმღერს ”ბარდი”

_შენი ჭიქიდან საწამლავსაც ავლოკავ!_
იმღერს ”ბარდი”, პეწიანად ქლესაობს,
მელოდია, ქარის ფრთებს შეხიზვნია,
გრძნობათა კვინტენსენცია და ჰაიდა!
ზამთარი შორსაა, თუმც, მწვავე სუსხი,
ყოფილ ”ძმათა” გულებიდან იკბინება:
_შენი ჭიქიდან საწამლავსაც ავლოკავ!_
ღიმილი, ტერმინ ”აქსიომას” მიუგავს.
ჯ.გ
***
თუმც, სხვა ზმანებებს ჩაეკონები…

სურვილი ჩაისახა  ქვიშის შრეებიდან…
ჭოჭმანი გადალახა, აღეგზნო  იონებად,
ფუტკარი ჩაუღმავდა, ტურფა ნეტარებას,
ნექტარს შეერწყა და აფრენა ვერ შეძლო.

ბნელი ენერგია, ბნელი მატერია,
ხილული სამყაროს მეტაფორები;
ერთიანად განტვირთვა სარისკოა;
თუმც, სხვა ზმანებებს ჩაეკონები…
ჯ.გ
***
”ნეტა, იქ მამყოფა…”

ერთგან, სახელოვანი მოწყალე,
უსახლკარო ძაღლს ეფერება,
ნუგბარს ტენის;
შორიახლო,
ყოფისგან დაკნინებულ პოეტს,
ნერწყვი მოსდის,
მერე ფხიზლდება, ძალას იკრებს,
წუთიერი სიამაყით მიიჩქარის.
და უჩინარ სამყაროზე
ფიქრს აგრძელებს,
”ნეტა, იქ მამყოფა…”
ნატრობს გულუბრყვილოდ,
”პლანკის მუდმივა” გვამცნობს…”
პოეტი,
ნებიერა სივრცისკენ მიილტვის…
მილიონობით ”ჰომოსაპიენს”,
წარმოდგენა არა აქვს ”მიკროზე”
”მაკროსაც”, ზერელედ აღიქვამს;
საძღომი, ძალაუფლება, გართობა!
აი, დევიზი დღევანდელი ყოფისა.
”დამზერადებს” ეგ არ ადარდებთ,
ისინი, ზეენერგიებს აფერადებენ,
იქეთურზე,
ბევრად მეტი იციან, ვიდრე ჩვენ.
ჯ.გ.
***
გაწყვეტილი სიმი
უიღბლო განცდათა გაპიროვნება;
უცნაურ ”მოჩვენებათა”  ხიბლი,
მელანქოლია, უმწეობის გრადაცია;
მარტოობის შეტკბობის შიში…
სივრცეში თევზაობის იმიტაცია;
მედიტაცია, თან აზრთა ხლართვა…
_მომაგონდა,
ნაცნობი მელოდია მომაგონდა!_
შეირხა გაწყვეტილი სიმი…
_გშველის, შეჰყევ ფლირტაობას!_
წააქეზა  ”ალბათობის ტალღამ”.
ჯ.გ.
***
აქ კი…

აქ კი…
არაფრის
„ძალა”,
ენერგიათა ”ველი”
სამყაროს მიღმიდან,
უსივრცო სივრციდან,
„ცნობიერი გონი”
გიგზავნით ამბორს;
და ამ დროს;

ცაში, ღრუბლების ხეივანში,
გოგოს ოცნება დახეტიალობს,
მიწაზე, ბიჭი ცაიტნოტშია;
მწარე ყოფაში წრეზე ტრიალებს.

გოგო ეტრფოდა რაინდულ იმიჯს;
მაგრამ შეირგო ჩალიჩა საქმრო.
ნატანჯ ყოფაში ბიჭი ჩანავლდა,
მაინც უხმობდა ყოფილ საბედოს,

ქალმა  შეიტკბო მსუყე ცხოვრება,
პრაგმატულ ხედვას ალღო აუღო;
როს, ხორციელმა ვნებამ ათრია,
ბიჭის სიყვარულს კარი გაუღო…

არაფრის
„ძალა”,
ენერგიათა ”ველი”
სამყაროს მიღმიდან,
უსივრცო სივრციდან,
„ცნობიერი გონი”
გიგზავნით ამბორს;
აქ კი,
ერთგული თუ უიღბლოა, ”ტეხავს”,
სიალალე მძიმე ტვირთად იქცა…
ჯ.გ.
***
სამყარო თავის არსში ფლირტაობს

შთაგონება და ხელმოცარვა;
სამყარო თავის არსში ფლირტაობს,
მკვლევართა ესტაფეტა და ”ევრიკა!”,
მეძავ ენერგიათა უანგარო  ღვაწლი.

მოუსვერობის პირმშო, მოძრაობაში იბადება,
მოტივების ოკეანე, ”კვანტური აგზნებები”,
ნატიფი ფილოსოფია ”ლიბიდო” იტალღება,
შემეცნებათა უსასრულობა _ აი, ”უკვდავება”.

მიწიერ სილამაზეში არასაიმედო სიწრფელეა,
შეცნობიდან შეცნობამდე რთულდება თამაში,
გენია აღიარებულ კანონებს,  თამამად ელევა,
სტიმული _”არასრულფასოვნების კომპლექსი”.

წამიერება და თავდავიწყება,
მისტიური თუ მიწიერი ხიბლი,
ამ ციცქნა, ხილულ სამყაროში,
გვებოძა თვითგადარჩენის ნიჭი.
ჯ.გ.
***


”ყვითელი ჯუჯა”

გემოვნებაზე პრეტენზია,
ნათელი აზრის სანაცვლოდ,
ჭვრეტის დამთრგუნველია,
”ყვითელი ჯუჯა”, ჩვენი მზეა.
ჯ.გ.
***


საძრახი ისაა…
(”უკეთური
(7, 11 მათე) ესე არს მჩემებელი კეთილისა და მოქმედი ბოროტისა”)


განწყობა, სევდით და ტკივილით სავსე…
არადა, ფესვებით სიცოცხლე გწყურია,
განგების წყალობას აროდეს შევუწყრეთ,
სამშობლოს ძრახვა გაუტკბათ უდიერთ.

საძრახი ისაა, თუ მამულს, ვერ ქომაგობ,
წყენის ანატომია გულდაგულ გაშიფრე;
ყოფის ავბედობა უკეთურთ მოეკითხოთ.
ქვეყანა-სამშობლო ერმა უნდა შეირგოს!

ჯ.გ.
***
***
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge