გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

სოსო სიგუა - ნაწყვეტი წიგნიდან: ,,კულტუროლოგიის საფუძვლები, წიგნი პირველი, კულტურის გენეზისი"


წამებული ღმერთი – კაცთა მხსნელი

უძველესი დროისადამიანი მცირე ხანს ცოცხლობდა, მაგრამ თავის ცხოვრებასუსასრულო დროსთან აიგივებდა, რომელიც მდორედ მიედინებოდა. ამიტომ სიცოცხლეს საიქიოშიც აგრძელებდა (შდრ – გარდაცვალება, ქრისტიანული მიძინება). დროის აღქმაარ მთავრდებოდა, არც წყვეტილი და არც
დანაწევრებული არ იყო, თითქოს გარშემო არაფერი იცვლებოდა.
ადამიანი ცხოვრობდა ნადირის ინსტინქტებითა და ჩვევებით. იგი ცხოველთა სამყაროს ნაწილი იყო, არადაპირისპირებული მტრული ძალა.
ბრტყელი დედამიწა იქ მთავრდებოდა, სადაც მზერას ანუ მზეს მთა ან ზღვა კეტავდა (შდრ – ქართული
ზღვარი, საზღვარი). ხოლო ციური მნათობები, რომლებიც ყოველდღიურად ჩნდებოდნენ და ქრებოდნენ, თითქოს ახლოს იყვნენ.
ისინი მარადიული ციდან ხან სითბოსადა შუქს აგზავნიდნენ, ხანაც – მეხსა და სეტყვას.
სიკვდილი და საიქიო
ველურისათვის სიკვდილი იყო მხოლოდ ძალადობის ან ტაბუს დარღვევის შედეგი (შდრ–ადამმა
იცოცხლა 930, შეთმა – 912, ენოშმა – 905, კაინანმა – 910 წელი და ა. შ. ). ძალადობის მიზეზიკი იყო არა მკვლელი, არამედ – მაგი და ჯადოქარი, რომელმაც სულთა მეშვეობით აამოქმედა მტერი.
სიკვდილი ნორმალური ცხოვრების განზრახულ დარღვევად მიაჩნდათ.
ერთი მხრივარსებობდა შიში მკვდრებისადმი, მეორე მხრივ – ახლოს ინახავდნენ, რათა კოლექტივის მთლიანობა დაეცვათ; ერთი მხრივპატივს მიაგებდნენ (მაგ. , ბერძნები და რომაელები; ეგვიპტელები ყოველ მიცვალებულს ოსირისსუწოდებდნენ), მეორე მხრივ – უფრთხოდნენ, რადგან ისინი საფლავიდან ამოდიოდნენ და ავრცელებდნენ შიშს, სნეულებასა და სიკვდილს.
მაგრამ თავდაპირველად ეს არა პატივისცემის, არამედ – ტაბუირების გამო ხდებოდა.
ველურისათვის სულთა სამყოფელი მიწაა. შემდეგ იგი გადავიდა მიწისქვეშეთში. მიწა კი წარმოედგინათ არა როგორც მრგვალი ბურთი, არამედ როგორც ბრტყელი სივრცე.
ბოლოს მიწისქვეშეთი დაეთმო ჯოჯოხეთს, ზეცა – სამოთხეს.
საიქიო სააქაოს კოპირებაიყო, სადაც ნადირობდნენ, ცოლი ჰყავდათ და ზოგჯერ შვილებიცუჩნდებოდათ
(მაგ. ისიდას ჰორი ჩაესახა მკვდარი ოსირისისაგან), ჰქონდათ დასახლებები. ამიტომ აყოლებდნენ
მიცვალებულს ცოლს, მსახურებს, ცხენს, იარაღს, პირად ნივთებს, რადგან ესენი იქაც დასჭირდებოდა.
ზოგჯერ მიცვალებული ცხოველად ან ფრინველად იქცეოდა, ტოვებდა თავის სამყოფელს და ცოცხალთა საფარს უბრუნდებოდა.
ბერძნულ ჰადესში სულებს სისხლი სწყურიათ, გერმანულ–სკანდინავიურ ვალჰალაში კი ერთმანეთს ხოცავენ.
როცა აქ მზეა, იქ ღამეა; აქ ზაფხულია, იქ – ზამთარი; აქ მზეა, იქ წვიმს; მათი იქაური საჭმელი აქ შხამია.
უძველეს დროში არ არსებობს სულისადა სხეულის განყოფა. მიცვალებული გადადისსხვა ქვეყანაში და იქ აგრძელებს ცხოვრებას, ახლობელთაგან დამოუკიდებლად.
მას სამგლოვიარო რიტუალს უწყობენ და ასე ეთხოვებიან.
ეგვიპტელი ფარაონები გრანდიოზულ პირამიდებს აგებდნენ, რაც მათიმუმირებული სხეულის მუდმივი სამყოფელი უნდა ყოფილიყო. მუმირება სხეულის გაუკვდავებას ნიშნავდა. ასევე იქცეოდნენ პერუელი ინდიელები.
კრეტა-მიკენში (ძვ. წ. ii ათასწლეული) ქვის ფილებისაგან აგებდნენ10-12 მეტრი სიმაღლის გუმბათოვან აკლდამებს.
გვინეელი ზანგები ახლობელთა ძვლებსყუთში ინახავდნენ და ზოგჯერ განმარტოებული მათ ესაუბრებოდნენ. 154 155
კარაიბებს ეგონათ, რომ გარდაცვლილის სული ამ ძვლებშიბინადრობდა. ამიტომ მათ უვლიდნენ, ქსოვილში ახვევდნენ და ასე ინახავდნენ, როგორც ფეტიშსადა ავგაროზს (შდრ–ქრისტიან მარტვილთა სხეულის წმინდა ნაწილები).
ჩინელების წარმოდგენით, სულის ერთიმესამედი ამ ქვეყანაზე რჩებოდა და თუ კაცი შორეთში მოკვდებოდა, მისი სული მამლით უნდა ჩამოეყვანათ (შდრ– მსგავსი რწმენასვანებში).
ავსტრალიელი მოკლულს მარჯვენა ცერა თითს აჭრიდა, რათა მტრის სულს მშვილდის სროლა არ
შესძლებოდა და შური ვერ ეძია (შდრ – მარჯვენის მოკვეთის ტრადიცია ხევსურებში, ვაჟა-ფშაველას პოეზიაში).
ჩინელები განსაკუთრებით უფრთხოდნენ თავის მოკვეთას, რადგან მოკლულს იმქვეყნად უთავოდ უნდა ევლო.
მარადიულ სასუფეველში გადასვლის წინ სულს მრავალი ბარიერიეღობებოდა. უნდა გაევლო მდინარე, მთები, უფსკრული, ცეცხლოვანი ტბა.
ამ ძნელ გზაზე მას შველოდნენ ცხენი, ძაღლი, მსახურები, ფული, ნავი. მაგ. ბერძნულ აქერონზემენავე ქარონს ობოლოსის ფასადგადაჰყავდა მიცვალებული; საფრანგეთსა და გერმანიაში მეომრისცხენს კლავდნენ და საფლავში ატანდნენ; არაბები აქლემსაყოლებდნენ, ესკიმოსები – ძაღლის თავს, ჩრდილო ამერიკის ინდიელები – ჩიბუხსა და თამბაქოს ან კომბალს, ინდუსები – შავ ძროხას, ხოლო ბელადებსა და მეფეებს – ცოლებს, მონებს, მსახურებს, პირად ნივთებს.
საიქიოს კართანკი ყარაულად იდგაურჩხული (მაგ. ცერბერი), რომელიც უშვებდა მხოლოდმას, ვინც სააქაოში წესებსიცავდა და მიჰქონდამსხვერპლშეწირვის ხორცი (შდრ– დღევანდელი ქელეხი).
ვინც ასე არ მოიქცეოდა, საბოლოო სიკვდილი ელოდა ან მუდმივი ხეტიალი.
ბერძნულ მითოსში სიკვდილსთანატოსი განასახიერებდა. ხოლო საიქიოს განაგებდნენ ცოლ–ქმარი ჰადესი და პერსეფონე.
ჰადესი მდიდარი და სტუმართმოყვარე იყო.
შუმერულ – აქადურში მათ შეესაბამებოდა ცოლ-ქმარი ნერგალი და ერეშქიგალი.
ეგვიპტურ მითოსში მკვდართა საუფლოსმთავარი ჯერ ტურისთავა ანუბისი იყო, შემდეგ – ოსირისი, ძმისაგან განწირული.
როგორც სულები ამოდიან საიქიოდან, ისე ცოცხალსაც შეეძლო ქვესკნელში ჩასვლა (მაგ. გილგამეში, ორფეოსი, ოდისევსი, იშთარი, ენეასი; ასევე ხდებაფინურ, იაპონურ, აფრიკულ, ჩრდილოამერიკელ ინდიელთა მითებში). მაგრამ ეს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში შეიძლებოდა და აუცილებელი იყო ეტიკეტისზუსტი დაცვა, რაც ვერ შეძლო ორფეოსმა.
იქ მკრთალად ანათებს მზე, არ არის სინანული და ბინდში მოძრაობენ უგრძნობი სულები. გარშემო მხოლოდ მოწყენასუფევს. ფეხმარდ აქილევსსაც კი ფერი დაჰკარგვია.
ფინურ ტუონელში ანათებსმზე, არის წყალი და მდელო, ცხოველები და მცენარეები, მაგრამ ყველაფერი საზარელია: წყალი შავია, ტყე–ბნელი, ხორბლის ნაცვლად გველის კბილები ამოდის. ხოლო მკვდრები რომ არ გაიქცნენ, მათ სდარაჯობს სასტიკი ტუონი.
ასეთივეა ებრაელების შეოლი და ბაბილონური ირკალა – მღვიმე და ქვესკნელი.
ინდუსების რაიათი, ზეციური სამოთხე, სავსეა ჭაბუკებითა და ქალიშვილებით, ჰყვავიან ვარდები, იმართება მდიდრული დღესასწაულები, მაგრამ იქ ბინადრობენ მხოლოდ ბელადები და ქურუმები.
იქ მბრძანებლობს სიკვდილის ღმერთი იამა.
ძველი გერმანული ტომებისათვის შინ სიკვდილი დიდი სირცხვილი იყო, რადგან ასეთმიცვალებულს მარადი ტანჯვა ელოდაიმქვეყნად. ამიტომ არსებობდა „წინაპართა კლდე”, სადაც ცვიოდნენ და თავსიკლავდნენ მოხუცები.
ნიკარაგუელი ინდიელების წარმოდგენით, სახლში გარდაცვლილები ქვესკნელში ცვივიან, ხოლო ომში
დაცემულები – მზის მხარისაკენ მიემართებიან (შდრ – შანდორ პეტეფი: „მე ერთი ფიქრი მაწვალებს მარად, ვაითუ მოვკვდე ლოგინში წყნარად”).
ვაჟა–ფშაველას შავეთი წყალგაღმაა. იგი ცხენით უნდა გადალახო. თუ წაგექცა, კუპრის ზღვა წაგიღებს.
ჩრდილოამერიკელთარწმენითაც, სააქაოსა და საიქიოსშორის ჩამოდის მდინარე, როგორც ბერძნულიაქერონი, რომელიცუნდა გადაცუროს მიცვალებულის სულმა, რათა იმქვეყნად გადავიდეს.
მთელს მსოფლიოში გავრცელებულ ამგვარწარმოდგენას მზის ჩასვლისა და ამოსვლის ალეგორიად მიიჩნევენ.
მუსულმანური სამოთხეძვირფასი ქვებითა და მეტალით არისშემკობილი, სადაც ცხოვრობენ წმინდანები და შავთვალა ქალწულიჰურიები, ჰყვავიან ლოტოსები და ბანანები. ყველა მათგანი ფიზიკურად და სულიერად უნაკლოა. ყველა მათგანსაქვს ერთი ასაკი– 33 წელი.
გერმანული ვალჰალა მუდამ ხმალთა ელვითაა განათებული. იქ, ზეცაში, მამაც მეომრებს ვალკირიები ემსახურებიან, იქ ცხოვრობს ღმერთი ოდინი (ვოტანი).
შუამდინარელთა რწმენითიმქვეყნად თიხით იკვებებიან. ხოლო ომში დაღუპული ვაჟკაცისაწოლზე წევს, ახლობლები ახვევია, სვამს გრილსადა ანკარა წყალს.
ბრძოლის ველზე დაცემული მეომარისხვა ქვეყანაში ტკბებამარადიული ნეტარებით, – ამბობს “ბჰარაბჰარატა”
(შდრ: რუსთაველი – 156 157
“ვინაც მოკვდეს მეფეთათვის, სულნი მათნი ზეცად რბიან”).
მეომარი ხალხები საიქიოსმიმზიდველ სამყაროდ წარმოსახავენ, სადაც შესვლა ღირსებად მიაჩნიათ. ხოლო პესიმისტი და მჭვრეტელი (მაგ. , ელინელი) იქსევდასა და მოწყენას ხედავს.
ქრისტანულმა მითოსმა საიქიო გაჰყო სამოთხედ და ჯოჯოხეთად (კათოლიკეები უმატებენ განსაწმენდელს), სადაც მიცვალებულის ადგილიგანისაზღვრება არა ქონებით ან აქაური სოციალური სტატუსით, არამედ – უფლისადმი მსახურებით, ქვეყნისა და ხალხისათვის გაწეულიგარჯით, ზნეობის დაცვით.
სამოთხე არისზეციური ქალაქი-ბაღი. ხოლო ჯოჯოხეთი – ქვესკნელი, ადამიანთა მუდმივი საწამებელი, სადაც მბრძანებლობს სატანა.
ქრისტიანული თეოლოგიის საიქიოს სტრუქტურა დაედოსაფუძვლად დანტე ალიგიერის „ღვთაებრივ კომედიას”, რომელშიც წარმართი ვირგილიუსი მიუძღვის სულთა საუფლოში ქრისტიან პოეტს.
საიქიო უბნებად იყო დაყოფილი, როგორც თანამედროვე ქალაქი. ცალ–ცალკე ცხოვრობდნენ მოკლულები, დამხრჩვალები, ბავშვები,
მოხუცები. ბრძოლაში დაცემულებს გერმანელები და აცტეკები სამოთხეში ათავსებდნენ. ხოლო აფრიკელები და ინდონეზიელები მავნეებად მიიჩნევდნენ.
სოციალური იერარქია იქაც იყო გადატანილი: ბელადები და მეფეები, ქურუმები, ფარაონები და არისტოკრატები მზიან მხარეშიდადიოდნენ. მათი მდგომარეობა იქაც უცვლელი იყო. კარგი მონადირე და მამაცი მეომარი ასევეპატივით იყო მოსილი, ხოლო მხდალი, მკვლელი, ტყვე ან მდაბიო – ბნელში
რჩებოდა.
რკინის ეპოქაშიც კი მკვეთრად არ იყო გამიჯნული სააქაო და მიცვალებულთა სამყოფელი. ამიტომ აგებდნენ მავზოლეუმებს, კატაკომბებს (მაგ. , რომსა და ალექსანდრიაში): მიწისქვეშეთში გაჰყავდათ დერეფნები, რომელთა გარშემოგამოჭრილ ოთახებში ათავსებდნენ მიცვალებულს.
იქ ჩასვლა და მკვდართა ნახვა ყოველთვის შეიძლებოდა. ზოგჯერ ეგვიპტელებს სახლშიც კი მიჰქონდათ ახლობლის მუმია, რათა ერთად ეზეიმათ.
საიქიოს სამსჯავროც ჰქონდა: იქ ცოდვა–მადლი იწონებოდა, რათა გაერკვიათ თუ ვინ იყო ღმერთების ერთგული, მისტერიების მონაწილე, ვინ – მკრეხელი, ცრუ და მოღალატე, ვინ განვლო ინიციაციების საფეხურები. მსაჯული არავისაჯილდოებდა, შურსაც არავისზე იძიებდა.
აი, როგორი აღსარებაუნდა ეთქვა ოსირისისა და 42 მსაჯულის წინაშე ეგვიპტელი მიცვალებულის სულს ამენტში:
ო, მეუფენო სამართლისა!
მომეცით ნება, გაგაცნოთ ჩემი ცოდვები. მე ბოროტებასარ ჩავდიოდი. მე სამსჯავროსთვის სიცრუე არ მითქვამს. მე სიავესარ ვაკეთებდი. მე მიწის მუშაკს ზომაზე მეტად არ ვამუშავებდი. მე მონასბატონთან არ ვაბეზღებდი. მე არავინმომიკლავს. მე არავინმომიტყუებია. მე ჩემს ქვეყანაში საწყაოს არ ვაყალბებდი. მე ღმერთების გამოსახულებებს შეურაცხყოფას არ ვაყენებდი. მე მიცვალებულის სუდარა არ მომიხევია. მე არ მიმრუშია. მე ჩვილის ბაგისთვის რძე არ მომისხლიტავს. მე საძოვრებზე არ ვნადირობდი. მე წმინდა ფრინველებიბუდიდან არ ამომიყრია.
მე სუფთა ვარ! მე სუფთავარ! მე სუფთა ვარ”
(შდრ – ბიბლიური ათი მცნება)! ამის შემდეგწონიდნენგანსასჯელის გულს.
ქრისტიანული განკითხვის ჟამი უკავშირდება სამყაროს აპოკალიფსურ დასასრულს. იგი გაიმართება ქრისტეს მეორედ მოსვლის დროს, როცა ანგელოსები დასცემენბუკს, მიცვალებულები აღსდგებიან და აიწონება მათი ცოდვა-მადლი: ზოგს მარადი ნეტარება ელის, ზოგს – მარადი ურვა.
ადამიანი ვერ ეგუებოდა გაქრობას, არყოფნას. მოფიქრალი არსება წარმოსახვით განავრცობდა სააქაოს, რომლის გაგრძელებად, სახეცვლად მიიჩნევდა მკვდართა საუფლოს. ქმნიდა სულისუკვდავებისა და ტრანსფორმაციის, ცოდვა–მადლის, სამოთხისა და ჯოჯოხეთის მითებს, რათა ბედნიერს არც იმქვეყნად მოჰკლებოდა სიკეთე, ხოლო ტანჯულს– საიქიოში მაინცრგებოდა სიხარული.
ასეთი ფიქრი და რწმენა სულს ურვასა და შფოთვას განაშორებდა.
ადამიანი ხედავდა, რომ ქვეყნად ყველაფერი იცვლებოდა და ამასთანერთად არც არაფერიიცვლებოდა, ე. ი. საწუთრო ბრუნავდა და თავისთავს იმეორებდა. სულიც მოგზაურობდა და სახეს იცვლიდა, არსი კი იგივე რჩებოდა, რაც გაიგივებული ჰქონდათ საკუთარ მარადიულ არსებობასთან, ვიდრე გილგამეში არ
შეიტანდა მტანჯველ ეჭვს და არ დაარღვევდა ჰარმონიას, ვიდრე ადამიანსარ შესძრავდა სიკვდილისშიში და საიქიოს “მოუსავლეთს” არ დაარქმევდა.

სულთა მიგრაცი
სიკვდილს, საიქიოსა და სიცოცხლის განახლებას უკავშირდება რწმენა სულთამიგრაციაზე, მუდმივ მოძრაობასა და გადასახლებაზე, რასაც მისტიკოსები მეტემფსიქოზს უწოდებენ.
ინდიელი ალგონკინები მიცვალებულ ბავშვს გზის პირას მარხავდნენ, სადაც დედას უნდა გაევლო, რათა მისი სული ისევ დედის სხე158 159
ულს დაბრუნებოდა და ხელმეორედ შობილიყო.
ბავშვებში თითქოს წინაპართა სულები ცოცხლდებოდნენ. ქურუმები მარჩიელობდნენ, ახალდაბადებულს თუ ვისი სული ჩაედგა. ზოგი აფრიკელი მონა ზანგი თავს იკლავდა, რათა სამშობლოში ხელმეორედ
აღმდგარიყო.
ზანგებს სჯეროდათ, რომ თეთრიევროპელები საიქიოდან დაბრუნებული მათი წინაპრების სულები იყვნენ. მიტომაც ჰქონდათ ლანდივითმკრთალი სახე და ზებუნებრივი ძალა.
ეგონათ, რომ სულები გადადიანმცენარეში, ფრინველსა და ცხოველში და პირიქით – მათგან ადამიანებში ჩასახლდებიან.
სული მიგრაციის შედეგად განიწმინდება, მაგრამ არა მთლიანად.
მაიმუნი, გველი, ხვლიკი ან ტურაშეიძლება ოდესღაც ადამიანები ყოფილიყვნენ, იმის მიხედვითთუ როგორ იცხოვრეს მზისქვეშეთში.
სასტიკი კაცი მხეცად იქცეოდა, კეთილი – მსხმოიარე ხედ, ქურდი – ვირთხად, დამნაშავე – ბრმად და ყრუ–მუნჯად და ა. შ.
სულები ღამესა და სიბნელეში მოგზაურობენ, განსაკუთრებით სიამოვნებთ ნათესავთა და ახლობელთა წრეში ყოფნა. მაგრამსიკვდილი და სიცოცხლე ერთმანეთს ვერ იტანენდა ამიტომ ცდილობდნენ, რომ
ზოგ ტომსათუ ქვეყანაში მიცვალებულის სულისათვის გზა აებნიათ, რათა ვეღარმობრუნებულიყო. მაგ. , გრენლანდიელებს ცხედარიკარიდან კი არა – ფანჯრიდან გაჰქონდათ, ასევე იქცეოდნენ ჩინეთის
ზოგიერთ პროვინციაში; ბრანდენბურგელები სახლისზღურბლს წყლით რეცხავდნენ; ჩუვაშები გავარვარებულ ქვას ესროდნენ მიცვალებულს.
ასე იმიტომ იქცეოდნენ, რომ მიცვალებულის სული ახლობელს ღამე ეწვეოდა, კოშმარულ სიზმარს აღუძრავდა ან სნეულებასშეჰყრიდა და ასე გადაჰყავდა თავის სამყოფელში, ზოგჯერ კი სისხლსსწოვდა, რათა სხეული აღედგინა (აქედან – მითი ვამპირებზე).
ბევრგან კი მიცვალებულებს საჭმელს უმზადებდნენ, სუფრას უშლიდნენ, საფლავთანაც მიჰქონდათ ანუ ცდილობდნენ წასულთაკეთილგანწყობის მოპოვებას, რაც შემდეგში ხსოვნა და პატივისცემა გახდა.
ასევე სჯეროდათ, რომ სულთადანახვა ცხოველს შეუძლია. ძაღლები იმიტომყმუიან, რომ ხედავენდა ყნოსავენ სიკვდილის მოფარფატე ლანდებს.
ინდუისტურ და ბუდისტურ მითოსშიმიიჩნევდნენ, რომ სულიაღორძინდება შთამომავალთა სახით. ეს სულთა მუდმივ მოგზაურობას, სულთა გადასახლებას (რეინკარნაცია) ნიშნავდა, ალეგორიულად
შეესაბამებოდა ბუნებისციკლურ ცვალებადობას, დროთა მონაცვლეობას, აღვსებასა და განლევას,
მცენარეთა მიწიდან ამოსვლას(მაგ. , ოსირისის დაკრძალვა ანუ საიქიოში ჩასვლა), აყვავებას, მწიფობასა და გახმობას (მაგ. , დიონისეს დაგლეჯა ტიტანების მიერ).
შესაბამისად იქმნებოდა კვდომადიდა აღდგომადი ღმერთების (მაგ. , ატისი, ადონისი, დიონისე) მითებიც.

კვდომადი და აღდგომადი ღმერთები
ძვ. წ. მესამე ათასწლეულიდან შუამდინარეთში, მცირეაზიასა და ეგვიპტეში ჰყვაოდაკვდომადი და აღდგომადი ღმერთების მითები.
ღმერთები ებრძვიანბოროტებას, იღუპებიან და ქვესკნელში ჩადიან, მაგრამ ისევ აღდგებიან და მიწაზე ბრუნდებიან (თამუზ–დუმუზი, ოსირისი, ბაალი, ატისი, ადონისი, დიონისე, ტელეფუნისი).
ეს არისსიცოცხლის ბრძოლა სიკვდილთან – ქთონურ ურჩხულთან (მაგ. , ოსირისი ებრძვისსეტს, ბაალი– მუტუს, ინანა–ერეშქიგალს). ატისსა და ადონისს ტახიდაგლეჯს, რომელშიც არესიიყო განსახიერებული.
თამუზი (დუმუზი) ყოველ წელსქვესკნელში ჩადიოდა იშთარისსაძებნელად და სამზეოზეამოჰყავდა. იქ მას დიდი ღმერთი ეა აგზავნიდა.
ქალები და კაცები დასტიროდნენ ქვესკნელში დანთქმულ თამუზს. რიტუალურ წმინდა შეშლილობას (ჰიერომანია) ახლდა წმინდა პროსტიტუცია, რასაც მასობრივი ხასიათი ჰქონდა. ერთი ვერსიით, ნილოსის წყალი ძმის მიერ მოკლული ოსირისის სხეულიდან მოედინებოდა, მეორე ვერსიით – ეს ისიდას
ცრემლები ავსებდა მდინარეს, რომელიც დაღუპულ ქმარს გლოვობდა.
ადონისი წლის ერთნახევარს მიწისქვეშეთში პერსეფონესთან ატარებდა, მეორე ნახევარს – მიწაზე, აფროდიტესთან. ერთ დღეს გლოვობდნენ ადონისს, მეორე დღესმის აღდგომას ზეიმობდნენ.
მიაჩნიათ, რომ ეს უნდა ყოფილიყო დაკავშირებული მემცენარეობისა და მიწათმოქმედების სემანტიკასთან, წელიწადის დროებისცვალებადობასთან, დღე–ღამის მონაცვლეობასთან, ადამიანის ცხოვრებასთან:
მდინარე ერთვისზღვას, იქ აორთლდება მზის მოქმედებით, იქცევა ღრუბლად, ღრუბელი წვიმას დაუშვებს, წვიმის წყალი ჩადისმდინარეში, მდინარე კი ისევ – ზღვაში, ე. ი. ყველაფერი უცვლელი წრიულობით მოძრაობს, ქრება და აღდგება.
ღმერთმსახურების რიტუალებს ახლდა ცრემლი, სისხლი და გლოვა, ექსტაზი, სექსი და ფსიქოზი.
თუ ღმერთებიარ აღდგებოდნენ, მიწას გაბერწება ელოდა, გვალვა და შიმშილი, კაცთა და ცხოველთა სიკვდილი.
მიწა ყოველ სეზონში საბურველს იცვლიდა და ქურუმებს მაგიის 160 161
საშუალებით უნდა შესძლებოდათ დროისა და ამინდის შეცვლა თუ შეჩერება.
ადამიანისათვის მთავარი იყო საკვები, რაც ღმერთებსუნდა მოეცათ ან თავად სახეცვლილი ღმერთი იყო. ამიტომ კვდო მა დი და აღ დგომადიღმერთები უკავშირდებოდნენ ცხოველსან მარცვლეულს, შიმშილის გრძნობას, შიმშილისადმი შიშს.
ეს მოდელიგადავიდა ელინურ სამყაროშიც და გმირთა ბუნებაში განხორციელდა (მაგ. , ჰერაკლე, ოდისევსი, აქილევსი, ორფეოსი და ევრიდიკე). ბოლოს კი ყველაზე სრულადგამოვლინდა ქრისტეს ცხოვრებაში, მისი კვდომა–აღდგომის მისტერიაში.
მათ საკუთარი სიცოცხლის შეწირვით უნდაეხსნათ სხვათა სიცოცხლე ან გამოესყიდათ ადამიანთა მიერ ჩადენილი ცოდვა–დანაშაული: ხალხი სცნობს მხოლოდ წამებულგმირს – მთლიანის სიკეთეს ნაწილი უნდა შეეწიროს.
როგორც ამბობს ლაო-ძი, ის გამეუფდება ცის ქვეშეთში, ვინც დაიტანჯა მთელი ქვეყნის ტანჯვით (შდრ.
მანიქეიზმის შემოქმედს ცოცხლად გააძვრეს ტყავი).
ღმერთების ტანჯვა–წამებისა და კვდომა–აღდგომის მითები გენეტიკურად მომდინარეობს, ერთი მხრივ – ნადირის, მეორე მხრივ– ბელადის ტოტემისტური მკვლელობის რიტუალიდან. შემდეგ კი დედამიწის სხვადასხვა კუთხეში პარალელურად იმართებოდა, ისე რომ წარმოდგენა არ ჰქონდათ ხმელთაშუაზღვისა და მესოპოტამიურ ღმერთებ ზე. მაგრამ ეს არ ეხებაქალს. ალბათ იმიტომ, რომ ქალი არის მიწა, საფლავი და საშო.

ბელადის მკვლელობა, როგორც მსხვერპლშეწირვა
ცხოველთა და ფრინველთა სამყაროში იშვიათად თუ არსებობსბუნებრივი სიკვდილი, რაც არის შინაგანი ბიოლოგიური ენერგიისაგან დაცლა. როგორც კი სისუსტე შეეპარება ნადირს, მას მყისვესპობს უფრო ძლიერი ძალა.
ველურს ადამიანის ბუნებრივი სიკვდილი ვერ წარმოედგინა. და თუ მაინც უსისხლოდ მოკვდებოდა, ეგონა, რომ მისისული სხვა ბოროტმასულმა მოიტაცა.
ამიტომ მშვიდადდა წყნარად ანუსიბერით ვერც ბელადიმოკვდებოდა. იგი უნდაწასულიყო, მაგრამ სული გადასულიყო ახალი ბელადის სხეულში.
სულს არსებობა არ უნდა შეეწყვიტა. იგი ტოტემისგან იყო მოცემული და, როგორც სიცოცხლის წრედი, უწყვეტი უნდა ყოფილიყო, მხოლოდ სახეეცვალა – გარდაცვლილიყო.
ამდენად, ბელადი მანამდე უნდა გამოსთხოვებოდა თავის ტომს, სანამ ძალა ჰქონდა.
ეს ტომისათვის სასიკეთო იყო, რადგან მისიძლიერება არ დაიკარგებოდა, ახალ ბელადსა და ტომის წევრებს გადაეცემოდათ.
გმირისა და ახალგაზრდის დაღუპვაიწვევს გულისდაწყვეტას, სინანულსა და სიმძიმილს ანუ მძაფრად ზემოქმედებს ჩვენზე, მოხუცის სიკვდილს კი გაცილებით მშვიდად ვხვდებით.
ბელადი ხან მეფე იყო, ხან – ბელადი–ქურუმი, ზოგჯერ უმაღლესი მმართველი. მაგრამ ყველგან ღმერთკაცად მიაჩნდათ, ტოტემის განსახიერებად, როგორც გვეუბნება ფრეზერი.
ეს მანამ, ვიდრე ტომს სჭირდებოდა, არადა – თავად უნდა შესწირვოდა მოძმეთა მოთხოვნას.
ღმერთკაცს ფეხი მიწაზე არ უნდა დაედგა, მზის სხივი თავზე არ დასცემოდა, ისევე როგორც ქალწულს
(ალბათ ამ ტაბუირების შედეგია ფეხსაცმელი და თავსაბურავი).
კამბოჯაში ცეცხლისა და წყლისმეფე ბუნებრივი სიკვდილით ვერ მოკვდებოდა. უხუცესები თუ შეატყობდნენ, რომ მომაკვდავი იყო, ხანჯლის დაკვრითკლავდნენ.
კონგოს ტომებს სწამდათ, რომ თუ უმაღლესი ქურუმიჩიტომე მოკვდებოდა, სამყაროც დაიღუპებოდა. ამიტომმას ჰკლავდა ის, ვინც მისიმემკვიდრე უნდა გამხდარიყო.
ეთიოპიაში მეფეს ღმერთად თვლიდნენ, მაგრამ თუ ქურუმები გადაწყვეტდნენ – უნდა მომკვდარიყო.
ეს წესიდაარღვია ერგამენმა, ეგვიპტის მეფე პტოლემეოს მეორის თანამედროვემ, რომელსაც ელინური განათლება ჰქონდა მიღებული.
იგი ჯარისკაცებთან ერთად შეიჭრა ოქროს ტაძარში და ქურუმები დახოცა.
ჩრდილოეთ აფრიკისერთ-ერთი ტომის ბელადს დათქმულიხის ძირას ყოველდღეუნდა გაემართა მართლმსაჯულება. თუამ წესს ზედიზედდაარღვევდა – იმავე ხეზე ჩამოჰკიდებდნენ.
თეთრი ნილოსის ღვთაებრივ მმართველს თუ სისუსტე დაეტყობოდა და რომელიმე ცოლს ვერ დააკმაყოფილებდა, ქალი ამ შემზარავ ამბავს ბელადებს განუცხადებდა.
მათ მმართველი შეჰყავდათ ქოხში, თავს ჩააყოფინებდნენ ქალწულის კალთაში და ორივე ასე შიმშილით უნდა მომკვდარიყო.
სანამ მხნედ იყო, რომელიმე ვაჟს შეეძლო ორთაბრძოლაში გამოეწვია ან მოულოდნელად თავს დასხმოდა.
თუ გაიმარჯვებდა, მამის ადგილსდაიკავებდა. მოკლულს კი დიდი პატივითდამარხავდნენ და საფლავს ზრუნვას არ მოაკლებდნენ. ეგ 162 163
იმიტომ, რომ უმაღლესი მმართველის დაძაბუნება არ შეიძლებოდა, რადგან ეს ნიშნავდა საქონლის დახოცვას, გვალვას, ნათესის გახმობას, ხალხის გაწყვეტას.
ტომის დაღუპვას ბელადის სიკვდილი სჯობდა, ბელადი თავისისისხლით იცავდა მოძმეებს (შდრ – ქსენოფონტეს ცნობით, დამარცხებული მოსინიკების ბელადები ხის კოშკთან ერთად ცეცხლში იწვებოდნენ).
აფრიკის ერთ–ერთიტომის ბელადს უნდა შესძლებოდა წვიმისგამოწვევა. თუ სიბერისან სნეულების გამო თავსცუდად იგრძნობდა, საფლავს გაათხრევინებდა და ხალხისწინ ცოცხლად მარხავდნენ.
ცენტრალურ აფრიკაში ბუნიოროს ტომის ბელადს თავიუნდა მოეკლა, როცა ძალის კლებას იგრძნობდა.
ჯინჯიროს ტომისბელადი თუ ბრძოლაშიდაიჭრებოდა, მანამდე უნდამოეკლათ, სანამ თავად მოკვდებოდა.
ნიგერიის ერთ-ერთ ტომში თუ შეატყობდნენ, რომ მეფე დიდხანს შერჩატახტს, გადაწყვეტდნენ, რომ იგი დასნეულდა და უნდამომკვდარიყო. სიკვდილის წინ კი ნადიმსუმართავდნენ და ლუდსასმევდნენ.
ასე ხდებოდა სხვა აფრიკულ ტომებშიც.
ზულუსები უმაღლესბელადს კლავდნენ თუ ჭაღარა გამოერეოდა. ეს ბელადმაც იცოდა და შიშითელოდა ამ დღეს.
სოფალის ტომში ბელადს ღმერთად მიიჩნევდნენ, მაგრამ თუ წინა კბილები მოსძვრებოდა ან იმპოტენცია დაეტყობოდა, თავი უნდა მოეკლა. მაგრამ კუიტევემ, ისევე როგორც ერგამენმა, ეს წესიდაარღვია და ტომს განუცხადა, რომ მართალია, წინა კბილებიმოსძვრა, მაგრამ თავისმოკვლას არ აპირებდა.
დაგომეაში, ოიოს სამეფოში, თუ ხალხიიტყოდა, რომ მობეზრდათ მონარქის მმართველობა და ამის ნიშნად თუთიყუშის კვერცხებს გაუგზავნიდნენ, მონარქი ბრძანებას აძლევდა თავის ცოლებს, რომ იგი იქვედაეხრჩოთ.
ძველ პრუსიაშიუმაღლესი მმართველი, რომელსაც უფლის ბაგეს უწოდებდნენ, თუ შეატყობდა, რომ სიბერე მოეძალა, წმინდა მუხის ძირას ცეცხლსაღაგზნებდა და თავსიწვავდა.
ასე კვდებოდნენ ღმერთკაცები, ბელადები და ქურუმები თავიანთიტომის სიკეთისა და სიცოცხლისათვის.
სამხრეთ ინდოეთშიმმართველს 12 წლით ირჩევდნენ, რაც ზოდიაქოსციკლს შეესაბამებოდა. ვადის გასვლამდე იგი ხალხისთვალწინ ფიცარნაგზე დგებოდა, დანით ისერავდასახეს, ხალხს ესროდა ყურსა თუ ცხვირს და შემდეგყელს იჭრიდა.
ასევე იქცეოდნენ კალიკატის (ინდოეთი) მმართველები, რაც რეგულირდებოდა ვარსკვლავთა მოძრაობის მიხედვით.
ბენგალიაში ტახტისდაკავება შეეძლო ყველას, ვინც მეფესმოკლავდა. ხალხი იყო არა მეფის, არამედ –
ტახტის ერთგული.
სუმატრაზე თუ გამძვინვარებული ხალხიქუჩაში გამოცვივდებოდა და ყვირილს მორთავდა – „მეფე უნდა მოკვდეს”, მეფეს მისივე ნათესავი კლავდა.
სკანდინავიაში მეფის მმართველობა 9 წელი გრძელდებოდა. შემდეგ რომელიმე მოადგილე კლავდა. ეს წესი შეცვალეს და მეფე ყოველცხრა წელიწადში ერთხელღმერთ ოდინს თავისერთ–ერთ ვაჟსსწირავდა, ე. ი. თავისი სიკვდილი შვილზე გადაჰქონდა.
ძველ საბერძნეთში მმართველობის ვადა 8 წელი იყო, რასაც ვარსკვლავთა განლაგებით განსაზღვრავდნენ. კალენდარს ქურუმები ადგენდნენ.
შემდეგ მეფე უნდა მომკვდარიყო.
ასევე ხდებოდა კუნძულ კრეტაზე. შემდეგ ეს წესი აქაცშეიცვალა: მეფე მღვიმეშიშედიოდა, იქ ზევსს ეთათბირებოდა, ძალას აღიდგენდა და მეფობასაგრძელებდა.
ბაბილონში მეფეს ერთი წლით ირჩევდნენ. მაგრამ ყოველწლიურად, ზაგმუკის დღესასწაულზე, ტაძარში ხელით ეხებოდა მარდუქს და ძალას აღიდგენდა. ამის შემდეგ ერთი დღით ტახტზე დასვამდნენ
დამნაშავე პირს და მეფური პატივითეპყრობოდნენ, მეორე დღეს კი კლავდნენ, ე. ი. მეფე ამ ხერხით იცილებდა განაჩენს (შდრ – ხალიფა ერთი საათით).
ასურეთშიც მეფის კორონაციაყოველწლიურად მეორდებოდა. ამ დროს ხალხი ყვიროდა – “მეფე აშურია”, ე. ი. ღმერთი.
ებრაელი და კართაგენელი მმართველები შვილს სწირავდნენ, უგანდაში – ძმებს, ან ირჩევდნენ დროებით, ერთ ან სამდღიან მმართველებს ( ჯ. ჯ. ფრე ზე რი) და ა. შ. (არსებობს გამოკვლევა, რომელიც უარყოფს ამგვარ რიტუალურ მკვლელობას).
ბიბლიური მითის თანახმად, მოსე ვერ შევიდა აღთქმულქვეყანაში – გარდაიცვალა 120 წლის ასაკში. მაგრამ არსებობს ისტორიული ცნობები, რომ იგი მოკლეს ებრაელებმა, როგორც სასტიკილიდერი,
როგორც ეგვიპტელი და მათი კერპების დამამხობელი, რომელიც ახალ რელიგიას ამკვიდრებდა.
ზ. ფროიდმა ფრეზერის მიერ წარმოდგენილი ბელადისთუ მეფის მკვლელობაგაიაზრა როგორც მამისმკვლელობა, რაც დასაბამს აძლევდა კონფლიქტს მამებსა და შვილებსშორის.
ამგვარი კონფლიქტი განვითარების ზამბარაა, რაც არღვევს ძველ წარმოდგენებს და ამკვიდრებს სიახლეს.
კონფლიქტი და მამისმკვლელობა აისახა ბერძნულ მითოსშიც: ურანოსი სტანჯავდა შვილებს (ტიტანები,
კიკლოპები, ჰეკატოხეირები), 164 165
ისინი ქვესკნელში ჩაყარა და ზევით არ უშვებდა.
მამის წინააღმდეგ აღდგაკრონოსი, ცელით მოსჭრა პენისიდა დაამხო მისი ძლიერება. კრონოსმა დაიკავა ურანოსის ადგილი.
მაგრამ ისიც მამისკვალს გაჰყვა: კრონოსი ყლაპავდა ახალდაბადებულ ბავშვებს, რომელთაც რეა შობდა. დედამ ზევსი გადამალა და ასე გადაარჩინა.
რომ გაიზარდა, ზევსმა ომი გაუმართა მამას, ათი წელიებრძოდა და შემდეგდაამხო; მუცლიდან ამოაყრევინა ჩაყლაპული შვილები და მამაქვესკნელში ჩააგდო.
ზევსი იქცა ბერძენთა უმაღლეს ღვთაებად, ოლიმპიური ღმერთების მბრძანებლად.
ბელადისა და ღმერთის მკვლელობამ ხალხის შემეცნებაში განამტკიცა რწმენა, რომ მმართველი და
ღმერთი ხალხისათვის ეწამება, რათა გამოისყიდოს მათი ცოდვა, დაიცვას სამართლიანობა და უძველესი თანასწორობის პრინციპი. რათა ყველას მიეცეს საშუალება – ღმერთისადმი კრძალვითა და ერთგული სამსახურით მოიპოვოს მარადიული სასუფეველი.
ამ უძველესი ტრადიციის დაგვირგვინებაა იესო ქრისტეს მოწამეობრივი სიკვდილი, მოწაფისაგან
გაყიდვა, მოძმეთაგან გაწირვა, გოლგოთამდე საკუთარიჯვარის ზიდვა და ზედ გაკვრა, აღდგომა და ცად ამაღლება.
თესლი კვდება და ამოდისმცენარე (შდრ – „მითოსურ-კოსმოგონიური წარმოდგენები”).

ქრისტე – ძე ღვთისა
იმპერიულ ხმალთაელვარების შუქზე, პოეზიის, ფილოსოფიური აზრის, ბედისწერის თეატრის, ხალხთა დაახლოების კვალდაკვალ ანუ კულტურის განვითარების შედეგად პოლითეისტური ღმერთები ჰკარგავდნენ ძველძალმოსილებას. ადამიანის ხედვასიზიდავდა უმაღლესი ერთი, რომელშიც
შერწყმული იყო ყველა ის ნიშან–თვისება, რაც ირანულ, ეგვიპტურ თუ ელინურ ღმერთებსჰქონდათ. იგი ტანჯული უნდაყოფილიყო.
აზიური წამებული ღმერთები იჭრებოდნენ რომის იმპერიაში (ადონისი, ოსირისი, ატისი, ქრისტე. . . ).
ახალი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში ორი ღმერთი დაეჯახა ერთმანეთს. ერთი იყო პალესტინაში დაბადებული ჯვარცმული იუდეველი იესო ქრისტე, მეორე – ხარისმკვლელი, გველშემოგრაგნილი ლომისთავა ირანული მზის ღმერთი მითრა.
მითრა ძველიმისტერიებისა და რიტუალების განსახიერება იყო, ქრისტე – სულის ახალიგმირი, რომელიც ადამიანის ზნეობაზე აკეთებდა აქცენტს.
გარდა ამისა, მოძმეთა მიერ გაყიდული და წამებული, ჯვარზე გაკრული ქრისტე აგრძელებდა უძველეს ტრადიციასაც, რომ ტოტემმა, ბელადმა, მეფემ, ღმერთმა უნდა დასთხიოსსისხლი, შეეწიროს ტომისთუ ხალხის ინტერესებს, მოიკლას მოძმეთა ხელით, საკუთარი სისხლით გამოისყიდოს სხვათაცოდვა–
დანაშაული, უჩვენოს მათ მოწამეობრივი მაგალითი.
ამგვარი თავის გაწირვა, რაც ტომისათვის საზეიმო იყო, თანდათან იქცევა სინანულად, მონანიებად, გლოვად. ქრისტეს სახელსდაუკავშირდა კაცობრიობის ცოდვისგან განწმენდა და განთავისუფლება, რათა ველური ინსტინქტები მაქსიმალურად ყოფილიყო დამორჩილებული, რათა ადამიანის ცხოვრების წესი გონებას განესაზღვრა.
იუდაიზმის წიაღიდან გამოსული ქრისტეს მოძღვრება მთელს რომის იმპერიას მოედო, როგორც
ჩაგრულთა, უპოვართა და მონათა რელიგია, რომელიც ზნეობრივსიწმინდეს, სამართლიანობასადა თანასწორობას ქადაგებდა, კრძალავდა ბარბაროსულ და პირუტყვულ ჩვევებს, მოითხოვდა ინსტინქტებისა და ემოციების დათრგუნვას.
ამ რწმენას მრავალი ქრისტიანის სიცოცხლე შეეწირა, მაგრამ ჯვარისა და ჯვარცმულის ტრიუმფალური მსვლელობა არ შეჩერებულა.
313 წელს იმპერატორი კონსტანტინე იძულებული გახდა თანასწორუფლებიან რელიგიად გამოეცხადებინა იგი.
დაიწყო წარმართული ტაძრების ნგრევა და გადაკეთება, უძველესი ღმერთების მოსპობა (391 წელს
იმპერატორ თეოდოსეს ბრძანებით დაიხურა ყველა წარმართული ტაძარი), თეოლოგიური კონცეფციების შექმნა (მაგ. , ნეტარი ავგუსტინესა და ფსევდო–დიონისე არეოპაგელის, იგივე პეტრეიბერის მოძღვრებანი).
ჩამოყალიბდა ლიტურგიკა, ჰომილეტიკა, ეგზეგეტიკა, ჰაგიოგრაფია, ჰიმნოგრაფია. ძველ აღთქმას, ბიბლიის იუდეურ ნაწილს, დაერთო ახალიაღთქმა, ქრისტიანული მრწამსისსაფუძველი.
ქრისტეს მიმდევრები სასტიკი და შეუბრალებელი აღმოჩნდნენ წარმართული კულტურის მიმართ, არ ინდომეს მშვიდობიანი თანაარსებობა.
iv საუკუნეში სომხებმა და ქართველებმაც იწამეს ნაზარეველის რჯული, უარყვეს როგორცსაკუთარი, ისე ირანიდან შემოსული ღმერთები.
ბერ-მონაზონი იყო ცხოვრებისაგან განმდგარი, მუდმივად მარხული, ვისაც სექსი ეკრძალებოდა ანუ ნებაყოფლობით, უსისხლოდ ეწირებოდა ქრისტეს სამსახურს. 166
ბერ-მონაზვნები ქმნიდნენ საეკლესიო იერარქიას.
vii საუკუნიდან ასპარეზზე გამოდის უდაბნოსკიდევ ერთი უფალი– მუჰამედი, რომელიც ალაჰის სახელით გაავრცელებს ახალმოძღვრებას არაბულ და ირანულ სამყაროში.
სინაგოგებისა და ეკლესიების შემდეგ გაჩნდა მეჩეთები, რომელთა თავზე ნახევარმთვარე აღმართეს.
პირველი ხის მეჩეთი 631 წელს საკუთარი ხელით ააგო ხალიფაომარმა იერუსალიმში, სამოთხიდან მოტანილ კლდეზე, როცა ეს ქალაქი წაართვა ბიზანტიელებს.
ამის შემდეგახალი რელიგია არ წარმოშობილა, მაგრამ მათაც ვერ აიცილეს სექტებად დიფერენცირება და ურთიერთშუღლი (მაგ. ქრისტიანობაში არიოზობა და ნესტორიანელობა, ისლამში – შიიტიზმი და სუნიტიზმი), ეკლესიის განყოფა (მაგ. , ქრისტიანობაში ჯერდიოფიზიტობა და მონოფიზიტობა, შემდეგ – კათოლიკობა, მართლმადიდებლობა, პროტესტანტიზმი; შდრ – ლუთერი მოითხოვდა, თავს დასხმოდნენ რომის კარდინალებს, პაპებს, მათი სოდომის ხროვას, მათი სისხლით შეეღებათ ხელები). მაგრამ იგი გამოდიოდა, როგორც კულტურის მფარველიდა ერის ინტერესების დამცველი.
შესაბამისად – ქრისტიანული კულტურაცან რელიგიის ნაწილიიყო ან მასთან კავშირს არ სწყვეტდა, რომელთა იდეალების დაცვა სახელმწიფოს უნდა ეტვირთა.скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge