გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

შორენა გაბელაშვილი - ლექსები

შინდისის გმირები
ირგვლივ ხმაური,
დუღილი სუნთქვის,
და მეომართა ჩუმი განცდები:
ჩემი სამშობლოს მიწას ვიცავ და
უფალო, ნუთუ, მაინც ვმარცხდები?!
ზე წამოიჭრა
დაჭრილი ლომი
ენანებოდა მიწაცდა ზეცაც
ომწაგებულიც არყრიდა ფარ-ხმალს,
და ვაჟკაცობაბოლომდე ეცვა..
ძირს, სისხლიანიიწვნენ ბიჭები
და არემარესკვლავ მზე ათბობდა,
დაჭრილთ, თვალებშიედგათ ნისლები
ახსენდებოდათ თანაცბავშვობა..
და დედატკბილი..
ის ჩახუტება,
რომ უშუშებდათყველა იარებს..
მერე კი ფიქრი:
ჩემო სამშობლოვ
ეს გზა სულშენთვის გამოვიარე..
და თუნდაც, მოვკვდე ჩემიქვეყნისთვის
მე ვარ ქართველი! -ჩემი ვალია!
დარდად მიმყვებადედის თვალები
თორემ, სიცოცხლეერთი წამია...
შორენა გაბელაშვილი.


დავითი
(მონანულ მეფეს)
სინანულით გალობა, წესი არის მეფეთა?
ამაყთა და დიდგულთა და დიდების მხვეჭელთა..
ზღვიდან-ზღვამდე მოჰფინე საქართველოს სახელი
დღეს რომ აჩრდილს ჩამოჰგავს, ბევრი რამის მნახველი...
მეფევ, ნეტავ, მონანულს, რა ფიქრები გეხვია? 
ალბათ, ძალას გმატებდა შენი დიდი სეხნია..
წუთისოფლის ბაგეთა მომნუსხავი ბგერები, 
ფანტელივით გამქრალან ხშირად დიდი ერები..
მაგრამ არა ქართველთა! დაიხსომონ მარადჟამს
რადგან ვხატეთ დიდგორი, ბასიანი, მარაბდა..
მაგრამ ვხატეთ, ახლა კი, მდუმარებენ მხატვარნი
და სიკარგეს იბრალებს, პლაგიატი, მზაკვარი..
ტკივილია ისინიც, რადგან ყველა ჩვენია, 
წვეთი სისხლი ქართული, ვისაც გამორევია..
ვისაც აღარ ადარდებს მისი ჯიშის მეობა
ახსოვს მხოლოდ პირადი, საკუთარი ღრეობა..
უწყის იგი უფალმა, ვის რა გზებით უვლია, 
ვინ როგორი კარგია, თუ რამდენად ცუდია..
სინანულით გალობა-ყველაფერზე მაღალი!
სულის მაკურნებელი, სანატრელი წამალი..
ამიტომაც, გტკიოდა ცოდვა მცირეც მეფეო,
შენებრ გულშემუსვრული არის ვინმე დღემდეო?!
ახლა, შენს საქართველოს, ვუთხრათ, ის დაგვრჩენია:
„აწმყო თუ არა გწყალობს, მომავალი შენია“


ეგო
ჰეი, შენ ხარ?
გეძახი და დაგეძებ,
მერამდენე მეათასე წელია..
რომ იმონებ მომაკვდავთა გონებას
უამისოდ ერთიც არ დაგრჩენია:

"ნეტავ, რისთვის მოვევლინე სამყაროს?
მინდა მეტი, ვერ მითვლია რამდენი..
არასოდეს არ დავჯერდი მიღწეულს
სახელისთვის ყველაფრის ვარ ჩამდენი!..

შემომხედეთ, ჰა, როგორი კარგი ვარ!
მაწუხებდა უთავბოლო კითხვები
მეფე ვიყავ? არ გიყადრე თავი და
მონა ვიყავ? მწველი მქონდა ფიქრები..

გაღიარო? იმსახურებ? მერე რა..
უფრო კარგი რატომ, რისთვის შობილხარ?!
ნარცისივით ჩემს "ნიჭუნებს" ვაფასებ
შენ კი მხოლოდ, ხელოვნური მგონიხარ..."

და ითვალე მილიონთა წუხილი
ერთი " ეგო" ვერ იტევდი გამყოფებს
რა სიმართლე, ან რა სითბო გახსნიდა
ჩვენს მედიდურ, "მოაზროვნე" ქაოსებს..

ჰეი, გესმის?
დაიცადე! გაჩერდი!
მსურს დავკუწო, ეგ სიყალბის მანტია!
ათას წლებში ერთსაც ვერ ავარჩევდი,
ყველგან დღემდე შენი კვალი ატყვია!.


ბავშვობა
მომენატდა ბავშვობა,
და ძლიერი მამიკო.
დედის თბილმა ხელებმა
სულ ფიქრებში წამიღო..

ჩემი სოფლის ჩანჩქერი,
ტყე, წაბლები, მაყვალი
და უბრალო გართობა
ყელაფერზე მაგარი..

ჩემი ბებოს თავშალში
ჩაკარგული სურნელი
და ბაბუას სიმკაცრე
გაცრეცილი ღუმელი..

ქალაქიდან შორს ყოფნა,
თაფლის ტკბილი ფიჭები,
მდინარეში გაცურვა,
ფეხში წვრილი ხვინჭკები..

ჩემი დების კისკისი,
ზოგჯერ ჩხუბი ფარული,
მერე ჩახუტუნება
დღემდე შემონახული..

მომენატრა მშობლების
უჭაღარო გიშრები,
გულებს რომ უხარებდათ
ჩვენი კარგი ნიშნები..

მათი ახალგაზრდობის
მოგონება დამჩემდა,
თოვლს რომ თვალი მათ თმებში
ნელა-ნელა ამჩნევდა..

მიყვარს ჩემი მამიკოს,
თმა ხშირი და ჭაღარა...
ო, როგორ მიხაროდა
მისგან ხელში აყვანა..

მათბობს დედის ლამაზი,
უწყინარი თვალები..
მასში რომ დავინახე
მე სამოთხის კარები..

წლებმა ჩემი ბავშვობის
დამტოვა და გაფრინდა..
რომ შემეძლოს, ყველაფერს,
დავიწყებდი თავიდან.


უნდა თოვდეს
ისე ცივა,
უნდა თოვდეს..
არსად ფიფქის არ სჩანს კვალი..
უნდა თოვდეს,
რომ წაშალოს
ცარიელი ყველა წამი..

გეტკინება
მოგონება,
ოცნებად რომ გედგა გულში.
ვიცი, 
რომ დაგენანება
ყოფნა სადღაც შორს, წარსულში...

ბედისწერა?
არ მგონია..
ყველამ ვიცით
ჩვენს ბრძოლაში
სად დავუშვით
დაბლა ფარი...

აღარასდროს
გაგცეს გულმა,
ვეღარასდროს მომკრა თვალი..

უნდა თოვდეს,
უნდა წვიმდეს
ყველა ტკივილს რომ წაშლიდეს..

რომ
ღიმილად მომიგონო,
წინ მომავლის ლეწო კარი!
და იარო, 
იქ მიხვიდე,
შენი წილი სიყვარული სადაც არი.


ჯერაც ღამეა
გეძებ და მუდამ გელი
როგორც მზის სხივებს ღამე..
უშენოდ - ხე ვარ ხმელი
სხვა არ არსებობს რამე..

ირგვლივ ხიბლთა თუ ცრემლთა
ბუმერანგები ჰქრიან,
ფიქრი კვლავ ფიქრებს ბადებს
როგორც ჭრილობა ღია..

უჩვეულოა გრძნობა,
როცა შეიგრძნობ გამჩენს,
ვიდრე არ მოვა თოვა
ნაკვალევს ვერვინ ამჩნევს!

იქნებ, გეტკინოს გულში
იმ ნალურსმნევის კვალი
და შეიძულო სრულად
უმისო-ყველა წამი!

ჯერაც ღამეა ისევ,
და დროა დღესაც ომის
უფალო, რამდენს იცნობ
ნამდვილს, მლოცველთა შორის? 

7. "ჩემო ნათქვამო სიტყვაო,
შენამც კი გაჰქვავდებოდე."
მიხა ხელაშვილი...


მიხას
ნეტავი, ტკბილო სამშობლოვ,
ოდესმე აყვავდებოდე.
"ჩემო ნათქვამო სიტყვაო,
შენამც კი გაჰქვავდებოდე"...

შენ შემოგწირე ყოველი,
ჩვენო ჩაგრულო მამულო
თქვენს მაგივრადაც ვიბრძოდი
შორეთში გადაკარგულნო..

ვაჟკაცად დავრჩი, მერე რა
თუ ზოგჯერ ცრემლი მძალავდა
ორგულთ, სამშობლოს გამყიდველთ
არ ვეახელი კარადა..

სწორედ ამიტომ, მეგობრებს
შეუჩნდნენ, როგორც წესია
და არ დამინდეს, გამყიდეს
ვით ქრისტე ღმერთი-მესია!

უფალი მყავდა მეგზურად,
ვკაფე სიმუხთლე სოფლისა..
თუმცა, ვიყავი ჭაბუკი,
გული მიძგერდა ლომისა!

ეს საქართველო მთლიანად,
გებარებოდეს უფალო..
და გაჰქრებოდე საერთოდ,
ბედო-ცუდო და მუხთალო!

ადამიანო, შენს თავზე
ოდესმე ამაღლდებოდე..
"ჩემო ნათქვამო სიტყვაო,
შენამც კი გაჰქვავდებოდე"..


ცხოვრება ღირდა
რა გინდა?
რა გსურს?
გრძნობისგან დაცლილ მიწაზე დახვალ..
გგონია, ნახავ,
არნახულს და არ მიწიერს,
ახალს?

აქ, სადაც მტვერი მეტია უფრო, 
ვიდრე ჰაერი.. 
სადაც უცხენოდ
ჰქრიან ნალები..

ცხენები სადღაც
ნაბიჯით ნელით,
ნაბიჯით მშვიდით,
იძრობენ ლაგამს..
რადგან უმისოდ
ქარიც ვერ აბამს..
ისე ზრუნვით და ისე მოზომვით,
როგორც ბუცეფალს
თვით ალექსანდრე
ჭენებით, ქშენით
დაღლილს გაწვრთნიდა..

თუ ყველაფერი:
კარგიც და ცუდიც
მოდის აკვნიდან..
მაშინ ფუჭია
რწმენა სწავლების!
წრთნობის უხეში
მხარე გაცვითა
ამ ბედისწერამ..
რაც წერებულა ალბათ აკვნიდან..

მითხარ,
დაფიქრდი, 
და ყარე წილი..
მითხარ, მშვიდი თუ მეომარი
ვინაა უფრო
სიმართლის სწორი?

მისდევს დინებას ბედისწერის,
რასაც საერთოდ,
არაფერი აქვთ შლეგ ტალღებთან
რამე საერთო..?!
თუ ვინმე,
ვინც კი ცოცხალია ცოცხალთა შორის!
რომელიც არის
გორგალივით
გზების მეგზური
და უგემოვნო გემოვნების
მკაცრი ცენზორი!?

სიყალბე გახრჩობს..
და გიხშობს გრძნობის
რეალურ სარკმელს,
მრუდე გვერდიდან გახედებს მიღმა
თანაც ჩაგირთავს
ფირებს გაცრეცილს,
და გტოვებს მერე
ფიქრებ აწეწილს..

რომ ფანჯრის იქით
ვერ ეძებო ის სუფთა, წმინდა,
რისთვისაც ალბათ
ტკბილიც და მწარეც
შლეგიც და მშვიდიც
ცხოვრება ღირდა!..


ადამიანად ყოფნის წყურვილი
იქნებ ამბობენ,
რომ სიმარტოვე
ხვედრი არისო სულით ეულთა..

მე კი გეტყოდი:
რომ იგი უფრო არჩევანია..
ანდა სურვილი..
მოიკლას ფიქრით
ბრბოსგან დაღლილმა,
ადამიანად ყოფნის წყურვილი!..

მაგრამ, ბეზრდება
ეს სიმარტოვე,
ორი კარების არის მძევალი..
ზოგჯერ სიმშვიდეს
მიაპყრო მზერა,
ზოგჯერ, ხმაურის გახდა მხევალი...

ვერ შეეგუა,
ვერ შეითვისა,
ყალბი დროების ცივი გრძნობები!
იქ, სადაც ნიჭზე
მეტად ფასობენ
უემოციო,
მაგრამ მოდურად
ფრთებ მიკერებულ ანგელოზები!..

იტყვიან რამდენს,
ცრუსა თუ მართალს,
განა სიმართლე ერთი როდია (?!)
თუ არ ღვთის სიტყვა!

სხვა ყველაფერი
ლამაზად თქმული,
არის საკითხი გემოვნებისა..
ვით მელოდია..

გემოვნებაზეც რამდენი ითქვა..

იცოდე, ჩემო,
ეგ გემოვნება
არაფერია..
მხოლოდ ლამაზი
და ქარაფშუტა
ერთი ფერია..

მის ხასიათზე გინდა იარო?
ხვიარასავით შემოივლო
მისი ხლართები?
და ნუ გგონია,
რაიმეს შექმნი
სამარადისოდ,
და მერე მისით
ხელმეორედ დაიბადები!!

არაფერია
უსარგებლო ეგ ამბიცია!
წაიღებს მტკვარი,
წაიღებს ქცია..

თუ არ გაქვს გული..
და ვერ გაუგე
სიყვარულს გემო..
თუ არ წარმოსთქვი გაჟრჟოლებით:
"უფალო, ჩემო"! .


Mortua ale

არ დაინანე,
და დღეები ფანტე უღმერთოდ..
ნუ გეგონება, გზას აუვლი
შიშით მზირალო..
არ შეგეხება,
ან დაგინდობს
განცდა თვალებში,
ჩამოგეხსენაბა აქ ოდესმე,
„mortua ale”“!

შენ წილი ყარე,
წელი წამში გეცვალა დღესვე..
და თავად წერე,
ბედისწერა განა არის რო?!
როცა სიცხადე დაგიდგება
თვალხილულს მიღმა,
შეხედავ, გველმა
თვის პერანგი როგორ გაიძრო..

გარდაუვალი გავიწყდება,
გულს უნდა შვება,
თან ძალა არ აქვს, გამოძერწოს
თავისი ხვალე..
შორს, ბავშვობიდან
სიბერემდე,
არ გტოვებს სევდა,
და მისი ჩუმი თანამგზავრი
“mortua ale”….
  
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge