გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

მედიკო ბენდელიანი - წმინდა ნინოს წარმომავლობის საკითხისათვის (ჰერმენევტიკული მეთოდის გამოყენებით)

                               ტექსტი დაიბეჭდა ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალში ,,შრომები XI-XII". 2016 წელი.
                         
                               ამ ოთხი წლის განმავლობაში გამოვლინდა: ვინ არის" მოქცევაის" ავტორი,  
რომელ თხზულებაშია საუბარი, იმაზე, რომ " მოქცევაი"  ორ- სამ დონეზე განსამარტავი ტექსტია და აქამდე მისი კვლევა გარეგანი ლოგოსით, ანუ პირდაპირი მნიშვნელობით ხდება, რასაც მოყვა კვლევათა სერიის ჩიხში შეყვანა, შინაგანი საზრისი განუმარტავია.


ქართულ და უცხოურ სპეციალურ ლიტერატურაში წმ. ნინოს წარ-მომავლობასთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. ზო-გიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ის ებრაელია, ზოგი მას განიხილავს როგორც სომეხს, ზოგს კი მიაჩნია, რომ იგი ქართველია.

მკვლევარი მ. ჩხარტიშვილი თავის ნაშრომში დედა ნინო და მირიან მეფის რელიგიური რეფორმა~ (ჩხარტიშვილი, 2014) აღნიშნავს, რომ სპეციალურ ლიტერატურაში ზოგჯერ შევხვდებით, სრულიად დაუსაბუთებ-ელ თვალსაზრისებს წმ. ნინოს წარმომავლობასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ასეთია კ. ლერნერის შეხედულება: `ნინო იყო ებრაელი ქრისტიანი სომხეთიდან~ (ლერნერ, 2004). სტატიის ავტორი იქვე განაგრძობს: `ჩვენ არაფერი შეგვიძლია გადაწყვეტით ვთქვათ, ქართველთა განმანათლე-ბლის წარმომავლობის თაობაზე, თუმც მისი სახელი ქართველთა შერქმეულია, რადგან იგი ქართული ისტორიული ნარატივის პერსონაჟია, როგორც ქართველთა განმანათლებელი~.

მ. ჩხარტიშვილის მოსაზრებიდან ჩანს, რომ მკვლევარი აშკარად ემი-ჯნება წმ. ნინოს ებრაულ წარმომავლობას, მაგრამ არც იმას ადასტურებს, რომ ის ქართველია. იგი უბრალოდ ამობობს, რომ `მას არაფერი შეუ-

ძლია გადაწყვეტით თქვას წმ. ნინოს წარმომავლობის შესახებ~ (ჩჰკარ-ტისჰვილი, 2014).

კონსტანტინე ლერნერს, ხსენებულ მონოგრაფიაში მიზნად არ აქვს დასახული სპეციალური კვლევა აწარმოოს წმ. ნინოს წარმომავლობაზე;

მკვლევარი სავარაუდოდ მიიჩნევს, რომ წმინდანი `როგორც ჩანს, იყო ებრაელი, დაბადებული სომხეთში~ (Lერნერ, 2004). თუმცა აქვე უნდა ითქ-

ვას ისიც, რომ აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში ფრიად მნიშვნელოვა-ნია კ. ლერნერის კვლევები, რომელსაც ჩვენ ქვემოთ გავითვალისწინებთ, ნამდვილად ებრაელია ნინო სომხეთიდან, თუ იგი ქართველია წარმომა-ვლობით.

საისტორიო თხზულება `წმინდა ნინოს ცხოვრება~ შესანიშნავი მაგა-ლითია იმისა, თუ როგორ ახერხებდნენ შუა საუკუნეების ავტორები კომ-პოზიციური აგების საშუალებით მოვლენათა მნიშვნელობის, ამ მოვლე-ნებში პიროვნების როლის განსაზღვრას და ისტორიულ პერსპექტივაში მისი ხვედრითი წილის წარმოჩენას.

როგორც ცნობილია, შუა საუკუნეების ისტორიოგრაფია მოვლენებს აღწერს არა ისე და იმ თანმიმდევრობით, როგორც ეს სიმანდვილეში იყო, არამედ ისე, როგორც ეს ავტორს წარმოედგინა, ღვთაებრივი ისტო-



ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის შრომები, XI-XII


რიის ქრისტიანული იდეის შესაბამისად (ჩკჰარტისჰვილი, 2014), ე. ი. ღვთაე-ბრივი ისტორიის მანტიაში გახვეულია პოლიტიკური ისტორია, კულტის რეფორმა _ ტექსტი დაშიფრულია.

ტექსტის სათაური მიგვანიშნებს იმაზე, რომ საკითხი ეხება იმ პირის ბიოგრაფიის გადმოცემას, რომლის სამისიონერო საქმიანობა პირდაპირ უკავშირდება მცხეთის საკრალური დანიშნულების მქონე ადგილების: (იგულისხმება წმ. კვართისა და ელიას ხალენის სამარხი ადგილები _ მ. ბ.). `მაყვლოვანისა~ და `სამეფო ბაღის~, `სახლი მცირეის~ ხელახლა საკრალიზაციას (ამ შემთხვევაში ქრისტიანობის ხარჯზე _ მ. ბ.). ხოლო, სადაც კი არსებობს საკრალურის კატეგორია და მისი ცოცხალი განც-და არის კანონზომიერი მცდელობა (ავტორის მხრიდან _ მ.ბ), რომ ეს ადგილები, თუ საგნები პიროვნული შეხებისაგან, თუ მზერისაგან იყოს განრიდებული, რაც თავის მხრივ იდუმალებით მოსავს ტექსტს და რაც უფრო დიდია სიწმინდე, მით უფრო მატულობს საიდუმლოს ხარიხი, ასეა დაახლოებით წმ. ნინოს წარმომავლობასთან მიმართებაშიც.

ჩვენ შევეხეთ `საიდუმლოს ხარისხს~. ავტორის მცდელობაა (სიმ-ბოლოთა გამოყენებისა და აზრის ალეგორიულად გადმოცემის ხარჯზე

⦁მ. ბ.) რაც შეიძლება რთულად განსამარტავი იყოს არა მარტო წმ. ნინოს წარმომავლობა, არამედ, საზოგადოდ ყველაფერი, რასთანაც, ან ვისთანაც აქვს მას შეხება.

`წმ. ნინოს ცხოვრება~ _ ტექსტის სათაური _ ის ნიშანია, რომლის სემანტიკური რადიუსიც მთელ ტექსტზე ვრცელდება. მასში შეკუმშული სახით აკუმილირებულია ინფორმაცია, რომელიც მთელ ნაწარმოებშია გაშლილი. სათაური გამოკვეთს ტექსტის მთავარ თეზისს, იგი ნაწარ-მოების იდეურ განვითარებას უზრუნველყოფს. ამდენად, თუ გვინდა შევისწავლოთ `წმ. ნინოს ცხოვრება~, კვლევა უნდა დავიწყოთ მისი წარ-მომავლობის გამოვლენით, სხვანაირად, ტექსტი ისეა შედგენილი (აგე-ბული), რომ თხზულების შინაგანი საზრისის გამოვლენა ვერ ხორციელ-დება.

სპეციალურ ლიტერატურაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ შუა საუკუნეებში ყველაფერი სიმბოლურად მიაჩნდათ. სიმბოლურად გაიაზ-

რებოდა უსულო საგნები, ცხოველები, მცენარეები, ადამიანი და ღვთაე-ბაც (შირადზე, 1982).

ამდენად, ძველი ტექსტები და მათ შორის `ნინოს ცხოვრების~ სააზ-როვნო ენა არის სიმბოლური. იგი ოპერირებს ისტორიის თეოლოგიური ენით, რომელიც განმარტება-გაგებით საჭიროებს შესწავლას, ანუ იგივე, ტექსტი საჭიროებს ჰერმენევტიკულ კვლევას.

რა არის ჰერმენევტიკა და რა დადებითი პოზიტივის შემოტა-ნა შეუძლია მას ჩვენს წინაშე დაყენებული პრობლემის მართებულად გადაწყვეტაში? ჰერმენევტიკა ზოგადად არის გარკვეული საზრისის შემ-ცველი მოცულობების განმარტება-გაგების ხელოვნება, ხოლო კონკრე-ტულად, _ ძველი ტექსტების ინტერპრეტაციის ხელოვნება. შესაბამ-

ისად, განმარტება-გაგება ერთ დიალექტიკურ მთლიანობას ქმნის, რის საფუძველზეც წარმოიქმნება ე.წ. ჰერმენევტიკული სპირალი (ფურცელაძე,
1998), რომლის უსასრულოდ გაფართოება იმთავითვეა დაშვებული. ე.ი. როდესაც ერთი სიტყვის განმარტებისა და გაგების შედეგად რაიმე ხდე-ბა გაგებული, ამის შემდგომ გაგებული საფუძვლად ედება განმარტება-გაგების შემდგომ პროცესს და ასე დაუსრულებლად, ვიდრე არ მოხდება ტექსტის შინაგანი, დაფარული საზრისის საბოლოო წვდომა. აქედან გამომდინარე, ჰერმენევტიკა, როგორც ტექსტების განმარტება-გაგების ხელოვნება და მეცნიერება, შეიმუშავებს განმარტება-გაგების უნივერ-სალურ მეთოდებს. ტექსტების ინტერპრეტაციის ამ უნივერსალური მეთოდების შემუშავება უკავშირდება გერმანელ თეოლოგს ფრ. შლაიერ-მახერს (1768-1834)). ხსენებული მეთოდი ძველი ტექსტების განმარტე-ბა-გაგების უცილობელი და შეუცვლელი მეთოდია. თუმცა ძველი ტე-ქსტების ინტერპრეტაცია ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში იღებს სათავეს, რაც სტოელთა ფილოსოფიურ სკოლას უკავშირდება. როდესაც ამ სკოლის წარმომადგენლები შეუდგნენ ბერძნული მითების, ალეგორიულ განმარტებას (Gრონდინი, 1991). ტექსტების ინტერპრეტაციის პროცესში სტოელები ურთიერთისგან განასხვავებენ წარმოთქმულ და შინაგან ლოგოსს. აქედან, პირველი გამოხატულებაა, ანუ ტექსტის პირდაპირი აზრი, ხოლო მეორე ამ გამოხატულების შინაარსი, ანუ ქვეაზრი, დაფა-რული საზრისი. შინაგანი ლოგოსი, ანუ ტექსტის დაფარული საზრისი ცხადდება გარეგან ლოგოსში, ანუ ტექსტის პირდაპირ აზრში. შესაბამ-ისად, შინაგანი ლოგოსის წვდომა და განმარტება ხდება ამ პირდაპირი აზრის, ანუ გამოხატულების გავლით. ე.ი. განმარტება-გაგების გზით მივდივართ შინაგანი ლოგოსისაკენ. ასეთ შემთხვევაში ინტერპრეტა-ტორი (იგივე ჰერმენევტი _ მ. ბ.) ვერ შეისწავლის ნაწილს (ნინოს წარ-მომავლობას _ მ. ბ.), თუ მან თავიდან ბოლომდე არ განმარტა არა მარტო `ნინოს ცხოვრება~, არამედ, `მეფეთა ცხოვრებიდან~ `მირიანის ცხოვრებაც~, რადგანაც, როგორც ნინოს წარმომავლობა და `აღზრდაა~ განსამარტავ-შესასწავლი (... `და აღმზარდა დედამან ჩემმან, წიაღთა შინა თვისთა.....~ (შ. რ), ასევეა შესასწავლი მირიან მეფის წარმომავლობა და `აღზრდა~ (...და აღიზარდა მირიან მსახურებასა მას შვიდთა მათ კერპთათა და ცეცხლისათა...)~. ორივე პერსონის `აღზრდის~ თემა, ინტერპრეტაციისას ავსებს ერთმანეთს და ასე მივიწევთ წინ. ამით, იმის თქმა გვსურს, რომ წმ. ნინოს წარმომავლობის შესწავლა ტექსტიდან გა-მოცალკავებულად ვერ მოხდება, რადგან ტექსტის ბუნებაა ისეთი, რომ `მეფეთა ცხოვრების~ რელიგიურ-პოლიტიკური კონცეფციის გაუცნო-ბიერებლად ვერ განვმარტავთ `მირიანის ცხოვრებას~ და პირიქით, თუ ვერ განვმარტავთ `ნინოს ცხოვრებაში~ სომხეთის ებრაული დიასპო-რის ისტორიას, ვერც ნინოს წარომომავლობას და აქედან გამომდინარე, ვერც მთელ ტექსტს ვერ განვმარტავთ.

შლაიერმახერის ჰერმენევტიკული თეორიის თანახმად, ჰერმენევტს ამ საქმეში დახმარებას უწევს ჰერმენევტიკული გამოცდილება, ანუ ორივე ზემოთ დასახელებული ტექსტის (ყველა რედაქციის _ მ. ბ.) გამუდმებული კითხვა და კითხვის პროცესში გამუდმებული დივინაცია და კომპარაციის მეთოდის გამოყენება (რაც კვლევის ხანგრძლივი პრო-







ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის შრომები, XI-XII


ცესია _ მ. ბ.). ასევე, ჰერმენევტს კვლევის პროცესში აუცილებლად სჭირდება ისტორიზმის პრინციპის გამოყენება, რაც მიზნის მიღწევის (ტექსტის სრული განმარტების _ მ. ბ.) უმნიშვნელოვანესი პირობაა.

ტექსტის განმარტებაზე მუშაობის დროს ჩვენ ვაწყდებით ავტორის მიერ მიზანმიმართულად შეთხზულ (მოთხრობილ _ მ. ბ.), რთულად გა-ნასამარტავ სიუჟეტებს და ეპიზოდებს, რომელთაც თავიანთი ბუნები-დან გამომდინარე, უმეტეს შემთხვევაში, არალოგიკური `აბსურდული~ ხასიათი გააჩნიათ. ასეთ სახის სიუჟეტებში დარღვეულია გონებისმიერი ლოგიკის კანონზომიერებანი. აქედან გამომდინარე, თუკი ასეთ თხრო-ბაში ასახულ მოვლენებს პირდაპირი მნიშვნელობით გავიაზრებთ, მაშინ მოხდება ამ `მითის~ სახისმეტყველებისთვის დამახასიათებელი ალოგი-კურობის პირდაპირი აზრით გაგება, შედეგად კი მითის შინაგანი საზრი-სი განუმარტებელი და გაუგებარი დარჩება. ასეთი პასაჟია მაგალითად ტექსტში წმ. ნინოს გადადგილება კაბადოკიიდან იერუსალიმში, იერუ-სალიმიდან ეფესოში, ეფესოდან რომში, რომიდან რიფსიმესა და ორ-მოცდაათ ქალწულთან ერთად `ლტოლვა~ სომხეთში, სომხეთიდან ისევ იერუსალიმში და ა. შ., თუ ჩვენ განმარტებისას, `იერუსალიმი~ და `რომი~ პირდაპირი მნიშვნელობით გავიგეთ, მუდმივად დავრჩებით `ღვთაებრივი ისტორიის~ ტყვეობაში და ტექსტის შინაგანი ლოგოსი (ჭეშმარიტი აზრი

⦁მ. ბ.) საბოლოოდ განუმარტავი დარჩება. `მოგზაურობის~ ამსახველ ამბებს შორის, ავტორს სხვა წყება მითები აქვს ჩაქსოვილი. ასეთ შემ-თხვევაში, მკითხველს რჩება შთაბეჭდილება (გარეგანი ლოგოსით მიღე-ბული ინფორმაციით _ მ. ბ.), რომ წმინდა ნინო გეოგრაფიული იერუსა-ლიმიდან გადაადგილდება რომში და რომიდან სომხეთში. სინამდვილეში წმ. ნინო სულაც არ იმყოფებოდა არც რომში და არც იერუსალიმში. ამ შემთხვევაში `იერუსალიმი~ და `რომი~ უნდა განიმარტოს ალეგორი-ულად, ისე როგორც, თავის დროზე განმარტა იგი იოანე კასიანემ.

⦁იერუსალიმი _ ქალაქი პალესტინაში (სიტყვა-სიტყვითი განმარტე-

ბა);

⦁იერუსალიმი _ ეკლესია (ალეგორიულ-გადატანითი განმარტება);

⦁იერუსალიმი _ განრიგებული სახელმწიფოს განსახიერება (მორალ-ური განმარტება);

⦁იერუსალიმი _ მარადი ცხოვრების სიმბოლო (აღყვანებითი, ანუ სულიერი განმარტება) (Lაიფრიდი, 1980);

⦁რომი _ ქალაქი აპენინის ნახევარკუნძულზე (სიტყვა სიტყვით განმარტა);

⦁რომი _ სახელმწიფო იმპერია (ალეგორიული განმარტება);

⦁რომი _ გზა, რომელიც მხოლოდ რომთან მიდის (მორალური განმარტება);

⦁რომია, იქ სადაც მისი იურისდიქცია ვრცელდება (ხაზი ჩემია). როგორც ვხედავთ, `იერუსალიმს~ და `რომს~, გარდა პირდაპირი

მნიშვნელობისა გააჩნია გადატანითი მნიშვნელობაც. აქედან ჩანს, რომ ჩვენს განსამარტავ ტექსტში იერუსალიმს გააჩნია ეკლესიის, სალოცავი სახლის, სინაგოგის მნიშვნელობა. ე.ი. `იერუსალიმია ავტორისთვის დია-








სპორაში იქ, სადაც არსებობს ქრისტიან ებრაელთა თემი და მათი სინა-გოგა, სადაც მსახურებენ ერთ შემოქმედ ღმერთს და სწავლობენ საღვთო სჯულს. ეს `იერუსალიმი~ (დიასპორაში _ მ. ბ.) ქრისტიანი ებრაელების აზრით, `მეორე იერუსალიმია~, იქ, სადაც სჯული უნდა შესრულდეს, იუდაიზმმა უნდა დაიდგას ქრისტეს გვირგვინი, ხოლო `რომი~ ალეგო-რიული განმარტებით არის იქ, სადაც მისი იურისდიქცია ვრცელდება.

შლაიერმახერის მიხედვით, ტექსტის გრამატიკული ინტერპრეტა-ცია ეფუძნება კომპარატიულ (შედარებით) მეთოდს, რომელიც ტექს-ტის ცალკეული ნაწილების _ გრამატიკულ-ლექსიკური ერთეულების _ ურთიერთთან შედარების საფუძველზე ადგენს ტექსტის ზედაპირულ შინაარსს, პირდაპირ აზრს, ტექსტის ფაბულურ ხაზს. ტექსტის ეს ზედა-პირული შინაარსი არის ენობრივი სისტემის გამოვლინება: ტექსტის მო-ცემულ კონკრეტულ ადგილზე ყოველი ცალკეული სიტყვის საზრისი უნდა განისაზღვროს იმ სხვა სიტყვებთან თანაარსებობის მიხედვით, რომლებიც მას გარემოიცავენ. გრამატიკული განმარტება ნაწილების მთლიანობას განიხილავს ენობრივი კონსტრუქციების თვალსაზრისით,

სადაც კომპოზიციის საფუძველს შეერთებათა კონსტრუქციები ქმნიან (შჰლაიერმაკჰერი, 1999). ასე მაგალითად: მცხეთაში მოსულ წმ. ნინოს არის-

ტოკრატიის წარმომადგენლები ეკითხებიან: `ვითარ, ანუ ვინაი მოჰშუ-ერ შენ ქუეყანასა ჩუენსა განმათავისუფლებლად სულთა ჩუენთათვის და გვიხსენ ჩუენ კერპთა მსახურებისაგან და გუიჩუნე ჩუენ ღმერთი, რომელმან დაგუბადა, ანუ სადაითმე იყო აღძრვაი შენი, დედაუფალო მაუწყე ჩუენ შენი საქმეი, ვითარ იტყუი ტ ყ უ ე ო ბ ა ს ა, ტ ყ უ ე თ ა მ ხ ს ნ ე ლ ო, სანატრელო?~ (შატბ. კრებ.).

`შეერთებათა კონსტრუქციებისთვის~ (შლაიერმახერის თეორი-ის თანახმად) მოვიძიოთ ტექსტში დამატებითი დეტალები, რომელთა გრამატიკულ-ლექსიკური განმარტება საფუძველს მოგვცემს, რომ თავი დავაღწიოთ ტექსტის `ღვთაებრივ ისტორიას~, ანუ გარეგან ლოგოსს და დავინახოთ ჭეშმარიტი, შინაგანი ლოგოსი. ტექსტიდან მოვიტანოთ კიდევ რამოდენიმე ეპიზოდი, რომელშიც აშკარად გამოკვეთილი იქნება წმ. ნინოს წარმომავლობის დეტალები. დავიწყოთ ცალკეული სიტყვების განმარტება, შევადაროთ ისინი ერთმანეთს და აქედან მიღებული აზრი (ინფორმაცია _ მ. ბ.) გავატაროთ `ისტორიზმის პრინციპის~ სცილაში და შემდეგ გამოვიტანოთ დასკვნები.

ტექსტში მირიან მეფე წმ. ნ ი ნ ო ზ ე ამბობს: `ოდეს მიიწია ჟამი და მოვიდა ნინო პირველ, ვითარცა შეუწევნელი, და ვითარცა უ ტ ყ უ ი და ვითარცა უ ს მ ი, რომელიცა აწ მექმნა ტ ყ უ ე ი იგი დედაუფალ და უ ც ხ ო ი იგი დედაკაცი, შეუწევნელი იგი-შესავედრებელ ყოველთა, უ ტ ყ ვ ი იგი _ ქ ა დ ა გ ძ ლ ი ე რ და მეცნიერ დაფარულთა ჩემთა~

(შატ.366).
ურიათყოფილიაბიათარისასული  სიდონია  მიმართავს  ნინოს:
ტ ყ უ ე ო  და ტ ყ უ ე თ ა  მ ხ ს ნ ე ლ ო , უ ც ხ ო ო და ა ქ აშ ო ბ ი -
ლ ო ,  უწყი,  რამეთუ  შენ  მიერმიიწია  და  შენ  ძლით  მოისმის  ამბავი
იგი  ძუელი  მამათაჩუენთაი  ნაქმარი  ზეცისა  კაცთა  ზედა,სისხლისა უბრალოისაი დათხევაი, რომელიცა ქმნა ღმერთმან, ჰურიათა სირცხვი-ლი და ცის კიდეთა განბნევაი, მეფობისა დაცემაი, ტაძრისა მის წმიდისა მოღებაი და ერისა მის უცხოისა წოდებაი და დიდებისა მათისა მიცე-მაი~. და კუალად თქუა: `ი ე რ უ ს ა ლ ი მ ი ე რ უ ს ა ლ ი მ, ვითარ განგიმარტავნ ფრთენი შენნი და შეიკრებ ყოველთა ნ ა თ ე ს ა ვ თ ა შენთა ფრთეთა შენთა ქუეშე. აჰა ესერა, აქაცა მ ო ს რ უ ლ ა დედაკაცი ესე, შეცვალოს ყოველი წესი ამის ქუეყნისაი~ (შატ.351).

ჩვენ ზემოთ გამოვთქვით მოსაზრება, რომ წმ. ნინო კოლასტადან, კაბადოკიიდან მშობლებთან ერთად არ წასულა გეოგრაფიულ იერუსა-ლიმში. განვმარტეთ, `იერუსალიმი~ და ვნახეთ, რომ მას გააჩნია სხვა მნიშვნელობებთნ ერთად ეკლესიის (ბაგინის _ მ. ბ.) მნიშვნელობაც. შევადაროთ იგი ახლა მესამე ამონარიდში სიდონიას მიერ მოხმობილ სიტყვებს: `იერუსალიმ~, `იერუსალიმ~... სიდონია ამ სიტყვების გამოთქ-მის დროს წმ. ნინოსთან ერთად იმყოფება მცხეთის `სამოთხის ბაღში~. ამ კონტექსტში წმ. ნინო მოიხსენიება `აქაცა მოსრულად~ (წესის შეს-აცვლელად), ხოლო `იერუსალიმი~, ამ შემთხვევაში აღიქმება იმ ადგი-ლად, სადაც ცის კიდეთა გაბნეული ებრაელები იკრიბებიან (შესაკრე-ბელი, ანუ სალოცავი ადგილი). ამრიგად, ასეთი შესაკრებელი _ `მეორე იერუსალიმი~, შეიძლება იყოს როგორც სომხეთშიც, ასევე ქართლშიც. რაც შეეხება ზემო ამონარიდში თხრობას იმასთან დაკავშირებით, რომ `ებრაელთა სირცხვილს~ მოჰყვა იერუსალიმის ტაძრის `მოღება~, ერს კი `უცხოის~ წოდება, ფაქტობრივად მიმანიშნებელია იმაზე, რომ ნინო სხვა ებრაელებთან ერთად დიასპორაში გენეტიკურ კავშირში იმყოფება უწინარეს დროში, პალესტინიდან დეპორტირებულ ტყვე ებრაელებთნ. ამით უნდა განისაზღვროს ტექსტში მისი `ტყვეობა~, `უცხოობა~, `მწი-რობა~ და სხვა, რომელ სიტყვათა განმარტება-გაგებით ჩვენ გამოვი-ტანთ დასკვნას განმანათლებლის წარმომავლობის შესახებ.

განვმარტოთ ტექსტიდან მოტანილი სიტყვები შლაიერმახერის თეო-რიის თანახმაად: `გასაგები~, `გაგება~ და `გაგებული~: დავიწყოთ პირვე-ლად იქედან, რომ ქართლში (მცხეთაში) მოსული წმ. ნინოს მცხეთელი ებრაელები თვლიან `მოსრულად~, ე.ი. მოსულად~:

აჰა, აქაცა მოსრულა დედაკაცი ესე~ (შატ. 351), რათა `შეცვალოს წესი ამის ქუეყნისაი~ (იქვე). როგორც ვხედავთ,~ ქუეყნის წესის შეცვ-ლა `მარტო `აქაც~ არ ხდება; იგი უკვე საყოველთაო მოვლენაა რომის იმპერიის მთელი ტერიტორიაზე. ესაა, რელიგიის სფეროში რეფორ-მის გატარების დასაწყისი. ვინაა წმ. ნინო, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ცხოვრების წესი უნდა შეცვალოს? უპირველეს ყოვლისა, განვმარტოთ სიტყვა `მოსრული~. საბას ლექსიკონში:

მ ო ს რ უ ლ ი _ აქეთ მოსული. წიაღმოსრული და შემდეგ წ ი - ა ღ ი . წიაღი-კალთა და უბე. დაბადების წიგნში წ ი ა ღ ი სხვარიგ უთარგმანებიათ, ჩუენში არად სახმარ არს. შეისწავე, სადა ესე ქარ-თულად წ ი ა ღ ი დაგვიწერია, მუნ ბერძულად პ ე რ ა ტ ი სწერია, ვითარმედ: უთხრაო აბრაამს პ ე რ ა ტ ს ა _ ესე, იგი წ ი ა ღ ს ა, ანუ წ ი ა ღ მ ო ს უ ლ ს ა , ანუ წიაღ კერძო მყოფსა. ხოლო პერატი ენითაა
ასურესტანელთათა ე ბ რ ა ე ლ თ ა უწოდიან (საბა 376). ე.ი. `მ ო ს - რ უ ლ ი ~ იგივე წიაღი ასურულ ენაზე, ე ბ რ ა ე ლ ი ა. ახლა მივუმატოთ განსამარტავად `უ ც ხ ო ~ და `ა ქ ა შ ო ბ ი ლ ი~ სხვა ქვეყნისა, აქეთ მხარეში დაბადებული (საბა, 177). როგორც ვხედავთ, ებრაელებს დიას-პორაში ადგილობრვი, მკვიდრი მოსახლეობა, თავიანთი განსხვავებული

აღმსარებლობითა და ტრადიციების გამო, უწოდებდნენ `უ ც ხ ო ~-ებს (Lერნერ, 2008).

ამდენად, ქართველი წარმართებისთვის, როგორც მცხეთელი ებ-რაელები, ასევე მათი გენეტიკური ნათესავი, სხვა ქვეყნიდან იმჟამად მოსული წმ. ნინო, არის `უცხო~. ახლა, განვმარტოთ `აქა შობილი~-ს მნიშ-ვნელობა. როგორც ტექსტი გვაუწყებს წმ. ნინო დაბადებულია კაბა-დოკიაში, რომელიც იმ დროისათვის ვრცელი ქვეყანაა. მასში შედის როგორც სომხეთის, ასევე ქართლის მოსახლეობაც. ბუნებრივია, წმ. ნინო თავდაპირველად, მშობლიური ენის შემდეგ, იმ ენას შეითვისებდა, რომელთანაც მეტი შეხება ჰქონდა. ტექსტის ავტორი ჰერმენევტს, ამ გარემოების ახსნის საშუალებას აძლევს, _ იგი ამბობს, რომ წმ. ნინო საუბრობდა `მცირედ სომხურად~ (ქ. ცხ. 19550); ე.ი. მეტყველებდა იმ ხალხის ენაზე, რომელთა შორის იგი იზრდებოდა. განსამარტავია ასევე: `მწირი~, `ტყუე~, `ტყუეთა მხსნელი~, `უტყუი~, და `უსმი~.

მ წ ი რ ი _ ესე არს უცხო ვინმე, უცხო ადგილთა იყოფებოდეს და გამოიზარდებოდეს, გინა სულსა ზრდიდეს (კაცი, რომელიც გამოიზ-არდებოდეს უცხოთა ადგილთა (საბა 546).

ე.ი. როგორც ვხედავთ, ნინო თავის სულს უცხო ქვეყანაში ზრდის, იგი, სადაც მწირობს და იზრდება, იმ ქვეყნის მკვიდრი არ არის, _ წმ. ნინო თავის ისტორიულ სამშობლოში არ იმყოფება. სწორედ ამით გან-ისაზღვრება მისი უცხოელებაც და `ტყუე~-ბაც.

განვმარტოთ `ტ ყ უ ე~. ტ ყ უ ე არს ლაშქართაგან წარტაცებული, გინა მძლავრებით აყრილი, გინა მოპარვით განსყიდული (საბა 150).

როგორც ვხედავთ წმ. ნინოს წარმომავლობა, ალეგორიული განმარტებით, მჭიდროდ უკავშირდება მის `ტყუეობას~, და მის `მწირო-ბას~ თავის ისტორულ სამშობლოდან მოშორებით.

განსაკუთრებული დატვირთვა მიენიჭება წმ. ნინოს წარმომავლობის დასადგენად, მისი სოციალური სტატუსის განსაზღვრას, კერძოდ, რა-ტომ უწოდებენ მას `ტყვეს~? ასეთ შემთხვევაში ჰერმენევტი ტექსტში მოძებნის იმ ადგილს, სადაც წმ. ნინოს გენეტიკური წინაპრების სომხ-ეთში შემოყვნასა და ვაღარშაპატში (დღევანდელ ეჩმიაძინში _ მ.ბ.) ჩასა-ხლებაზეა საუბარი: `და მოიწივნეს ლტოლვილნი არეთა სომხითისათა, ადგილსა მას, რომელსა ჰქვიან ახალქალაქი, უალერეს შენებულსა ვა-ლარ (შაპატ) ვალარშის ნაგებში (სომხურად აგათ. უაღრეს), რომელ არს დვინი, საყოფელი სომეხთა მეფისა. და შევიდეს მუნ საწნახელთა მათ ვენახისათა, რომელი შენებულ არს ჩრდილოთ _ კერძოდ აღმოსავლით, და იზრდებოდეს მუნ შინა ხელთსაქმრისაგან ვაჭრობით~ (ქ. ცხ. 82).

ჩვენ მიერ მოტანილი ამონარიდი ავტორს ჩართული აქვს `რომიდან~ რიფსიმიანელ ორმოცდაათ ქალწულთან ერთად წმ. ნინოს დევნასა და

მათი სომხეთის საზღვრებში შემოყვანის მითში.

ავტორის მიერ საგანგებოდ შეთხზულ ალოგიკური შინაარსის შემ-ცველ მითში უნდა ვეძიოთ ჭეშმარიტი საზრისი. ეს მითი შეთხზულია საგანგებოდ. რომელზედაც ამჯერად, ამ წერილში არ შევჩერდებით, ალოგიკურ თხრობაში უნდა დავინახოთ ჭეშმარიტი საზრისი, _ პალეს-ტინიდან ებრაელი ტყვეების სომხეთში შემოყვანისა და აქ საგანგებოდ ჩასახლების ფაქტი. აქ რომ ნამდვილად რომის კეისრისგან ქალწულთა ლტოლვასა და დევნაზე იყოს საუბარი, მაშინ სადაა ლოგიკა, დევნილი ორმოცდაცამეტი ქალწული მაინც და მაინც კეისრის მოკავშირე, სომხე-თის მეფის თრდატის საყოფელში მოვიდა და აქ ვაჭრობით ირჩენს თავს? რა თქმა უნდა არა. აქ საუბარია ისტორიულ რეალობაზე.

როგორც ცნობილია, ებრაელების დეპორტაცია, უწინაც და ამჟამად განიხილება, როგორც ბაბილონის ტყვეები. იერუსალიმის აღების შემ-დეგ (ჩვ. წ. აღ. 586), როგორც სომხეთის ისტორია მეტყველებს, სომხ-ეთის მეფეს ტიგრან დიდს პალესტინაში ულაშქრია და იქედან ტყვეების გარკვეული ნაწილი სომხეთის მდინარე ქასახის ხეობაში დაუსახლებია. გარკვეული დროის შემდეგ ტიგრანის შთამომავალს ვალარშს, ებრაუ-ლი დასახლების ეს ადგილი, დიდი კედლით შემოუზღუდავს, აქ ქალაქი აუშენებია და მისთვის თვისი სახელი ვაღარშაპატი დაურქმევია, რომ-ელი ადგილიც შემდეგში სავაჭრო ცენტრად გადაქცეულა. ვალარშს ებრაელებისთვის სინაგოგისა და აღმსარებლობის თავისუფლება მიუნი-ჭებია. ებრაელები ამ ქალაქს `ნორ~ ქალაქს, ანუ ახალ ქალაქს ეძახ-დნენ. დროთა განმავლობაში, _ ქრისტეს მოსვლის შემდგომ, ნაწილი

ებრაელებისა გაქრისტიანებულა,ხოლო ნაწილი ტრადიციულ იუდაიზმზე დარჩენილა (Kჰორენაცი: 153).

შევადაროთ ის ისტორიული ფაქტი ზემომოტანილ ამონარიდს ტექს-ტიდან, ისინი თითქმის ერთმანეთს შეიცავენ.

აქედან, დასკვნა: წმ. ნინოს `მოსრულობა~, `წიაღმოსულობა~, `უცხოობა~, `მწირობა~ და `ტყვეობა~ უკავშირდება მის ებრაულ წარმო-მავლობას, ხოლო, რაც შეეხება სომხეთის ვაღარშაპატში თორმეტი წლის შემდეგ მისი აღზრდის თემას, ვნახოთ როგორაა იგი გადმოცემული ტე-ქსტში. წმ. ნინო თავის თავზე პირველი პირით საუბრობს: `და აღმზარდა დედამან ჩემმა წიაღთა შინა თვისთა, მსახურებასა შინა გლახაკთათა~ (შატიბრ). განვმარტოთ მოტანილი წინადადება: ა ღ ზ რ დ ა _ ზრდა-აღორძინება (ს.286)., დ ე დ ა _ მშობელი (ს.214), ჩ ე მ მ ა ნ _ ჩემმა კერძმა (ს.318); წ ი ა ღ თ ა _ ებრაელთა (576); შინა-სახლს შიგან (ს302), სახლი (ტაძარი) ეწოდების სახლთა ღმრთისათა (ს. 77). თ ვ ი ს თ ა _ დედის ნათესავი (ს.314), მსახური _ უფლის შინაყმა (ს.520), გლახაკთა

⦁გინა დაშავებულთა (ს162). როგორც ვხედავთ, წმ. ნინო საკუთარ დე-დას, (ქმართან გაყრის შემდეგ), აღუზრდია ებრაულ სინაგოგაში, თავის ნათესავებს შორის, ხოლო რაც შეეხება მამას (ზაბილონს _ მ. ბ.) იგი მეუღლესთან (სოსანასთან _ მ. ბ.) გაყრის შემდეგ `წარვიდა წ ი ა ღ იორდანესა კაცთა მათ თანა ველურთა, სადა იგი ყოფა უწყის ღმერთმან, ყოვლისა მეცნიერად დამბადებელმან~ (ქ. ცხ.76). ბოლო წინადადებაში
წიაღ~ _ ნიშნავს ებრაელს. წინადადების სრული განმარტებიდან ჩანს, რომ ზაბულონმა თავისი ოჯახი (ცოლ-შვილი _ მ. ბ.) კაბადოკიიდან ჭა-მოსვლის შემდეგ ვაღარშაპატის სინაგოგაში დატოვა, ხოლო თვითონ სამუდამოდ წავიდა, (`წ ი ა ღ ~ იორდანეთა `კაცთა მათ ველურთა~), ებრაელ მეუდაობნეებთან; ე.ი. ასკეტური ცხოვებისთვის. ამრიგად, რო-გორც ვხედავთ წმ. ნინო წარმომავლობით არის დიასპორის ებრაელი, დაბადებული კაბადოკიაში და შემდეგ საცხოვრებლად წამოსული სომხე-თის ებრაულ თემში, ვაღარშაპატში, აქ ის იზრდება, ასევე კაბადოკიიდან წამოსულ მისივე დედის (სუსანას _ მ. ბ.) ძმის, იუბინალისა და დვინელი ქალის ნიაფორის პატრონაჟის ქვეშ.

წმ. ნინოს წარმომავლობასთან დაკავშირებით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ტექსტში გაჟღერებრულ მისი მაღალი წრიდან წარ-მომავლობის თემას. ჩვენ ზემოთ სიტყვათა განმარტებიდან ვნახეთ, რომ წმ. ნინო დედით და მამით ებრაელია, ბუნებრივია, წმ. ნინოს დედის ძმაც ებრაელი იქნებოდა, რომელიც ტექსტის თანახმად, კაბადოკიის ქ. კო-ლასტაში დევტალარობდა. საბას განმარტებით ლექსიკონში დევტალარი რაღაც სახელოა (ს. 216) ე. ი. იობენალი სინაგოგაში დაბალი სასულიერო წოდების მატარებელი ყოფილა, რადგანაც ტექსტი იობენალზე გვეუბ-ნება, რომ, როცა ზაბილონი რომიდან დაბრუნებულა (სანამ სოსანასთან იქორწინებდა _ მ. ბ.), `იერუსალიმში~ (ე.ი. ვაღარშაპატში _ მ. ბ.) ნახა, რომ თავისი თანამოქალაქე, კოლასტელი იობინალი `პატრიარქ ქმნულ იყო~ (ქ. ცხ.75), _ გვამცნობს ტექსტი. კიდევ ერთხელ, რომ დავადგინოთ იობენალის (პირდაპირი მნიშვნელობით _ მ.ბ.) პატრიარქის ხარისხში ყოფნის ალოგიკურობა, უნდა აღვნიშნოთ, რომ დიასპორაში (სომხეთის _ მ. ბ.), ქრისტიანულ-იუდაური თემის სამსახურში მყოფი იობენალი, გეო-გრაფიული იერუსალიმის პატრიარქი ვერ იქნებოდა, დევტალარობიდან `პატრიარქობამდე~ აღზევება, ტექსტის ალეგორიული განმარტებით, ნიშნავს თემში დაბალი წოდებიდან (დევტალარობიდან _ მ.ბ.) თემის მა-მამთავრობამდე აღმატებას. ე.ი. იობინალი დაწინაურებულა და თემის უხუცესი გამხდარა. გარდა ამისა, მეცნიერულად დადგენილია, რომ იერუსალიმის საპატრიარქოს IV- V სს. განმავლობაში ამ სახელის პატრი-არქი არ ჰყოლია. ტექსტში იობინალ `პატრიარქი~ (თემის მამამთავარი _ მ. ბ.) `წმიდა მამად~ იწოდება, როგორც ჩანს, ვაღარშაპატის მესიანურ-იუდაური თემი ძალზედ ძლიერი ყოფილა, რადგან იობინალი იმ მონასტ-ერსაც კურირებს, საიდანაც ქალწულებს ქრისტიანობის საქადაგებლად ქვეყნის სხვადასხვა მიმართულებით გზავნიან. ამ ქალწულებთაგან ერთ-ერთს, წმინდა ნინოს, წილად ხვდა ქართლში სამისიონეროდ წარგზავნა: `მაშინ მოვიხსენე სიტყუაი იგი, რომელ მამცნო იობანელ პატრიარქმან, წმიდამან მამამან, ვითარმედ ვითარცა მამაკაცსა სრულსა წარგავლინ-ებ შენ, მიწევნად ხარ ქუეყანასა უცხოთა ნათესავთა~... (ჭელ. რედ.), _ გვამცნობს თავისთავზე წმ. ნინო. `უცხოთა ნათესავთა~ _ ალეგორი-ული განმარტება ასეთია: უცხო _ სხვა ქვეყნისა (ს. 176), ნ ა თ ე ს ა ვ ი


⦁სამ სახედ განიყოფება: პირველი უკვე არს ისრაელისაგან ისრაელნი მამობით, მეორე პალესტინელნი პალესტინად ქვეყნობით, მესამეც...
რომელსა არა აქვნდეს ნათესავი (ს. 561). როგორც ვხედავთ, წმ. ნინოს გენეტიკური წარმომავლობა მჭიდროდ უკავშირდება მის სამისიენორო საქმიანობას. `წმდა მამა~ იობინალი, მას ქართლის (`უცხო ნათესავებში~

⦁მ. ბ), ებრაულ თემში წარმოგზავნის სამისიონეროდ, პირველ რიგში ებრაელთა, ხოლო შემდეგ კი წარმართთა გასაქრისტიანებლად.

ზემოთ წმ. ნინოს წარმომავლობასთან დაკავშირებით, ჩვენ განვმარ-ტეთ რამდენიმე სიტყვა, რაზედაც დაყრდნობით გავაკეთეთ დასკვნები. განსამარტავი დარჩა `ტ ყ უ ე თ ა მ ხ ს ნ ე ლ ი~, `უ ტ ყ ვ ი~ და `უ ს მ ი~. `ტყუეს~ განმარტებამ და შემდგომ მისი ისტორიზმის პრინციპით, შე-დარებითი მეთოდის გამოყენებამ, მიგვიყვანა იმ დასკვნამდე, რომ მოცე-მული განსამარტავი სიტყვა ალეგორიულად განიმარტება როგორც `დი-ასპორის ებრაელი~, ხოლო `მხსნელი~, საბას ლექსიკონში, ხსნის მოქმედი (ს. 554). `ხსნა~ _ ქრისტიანულ ეგზეგეტიკაში არის ქრისტე. ამგვარად, წმ. ნინო როგორც წარმომავლობით ებრაელი, ვაღარშაპატის იუდაურ-ქრისტიანულ თემში. წიაღში ეწეოდა მათში დანერგილი ცდომილებების აღმოფხვრას და ქრისტიანული ჯანსაღი წესის დამკვიდრებას. ეს პრო-ცესი რომის იმპერიის მთელ ტერიტორაზე III-IV საუკუნის დასაწყისში მიმდინარეობდა, მათ შორის გამონაკლისს არ წარმოადგენდა სომხეთი და ქართლი. წმ. ნინომ სწორედ სომხეთში მიიღო ეს გამოცდილება, რაც კარგად ჩანს მისი მასწავლებლის, სარა ნიაფორის სიტყვებიდან: `ვხე-დავ, შვილო ძალსა შენსა, ვითარცა ძალსა ძუვისა ლომისასა, რომელნი იძახებნ ყოველთა ზედა ოთხფერხთთა, გინა ვითარცა ორბი დედალი, რომელი აღვიდის სიმაღლესა ერთასა უფროის მამლისა, და ყოველი ხმელი მას გუგასა შინა თუალისა მისისასა, მცირისა მის მარგალიტისა სწორად შეიყვანის, განიხილის და განიცადის საჭმელი მისი ცეცხლებრ. ქუეყანაი შემოაყენის და განიხილის და განიცადის საჭმელი მისი ცეცხ-ლებრ. ხოლო იხილის რა, მიუტევნის ფრთენი და მიეტევის მას ზედა. ეგრეთვე სახედ იყოს ცხოვრება შენი წინამძღურებითა სულისა წმიდი-სათა~ (შატბერ. კრებული).


ახლა რაც შეეხება `უსმისა~ და `უტყუის~ განმარტებას. უსმია ის, ვისაც-არა ესმოდეს რა (ს. 170),ხოლო `უტყვია~-ის ვინც არის მუნჯი (ს. 172). წმ. ნინო ქართლში მირიან მეფის სიტყვებით, რომ ვთქვათ, მოვიდა `ვითარცა უტყვი და უსმი~, რომელიც ქართლში გამხდარა `ქადაგ ძლიერ და მეცნიერ დაფარულთა ჩემთა~, _ ასე გვაუწყებს მეფე მირიანი.

ე.ი. აქედან დასკვნა: წმ. ნინო არ ფლობს ქართულს და, შესაბამ-ისად, არ ესმის მათი (ქართველების _ მ.ბ.) საუბარი, ის ელინიზირე-ბული ებრაელია, რომელიც მშობლიური ენის შემდეგ ფლობს სომხურს და ბერძნულს. არმაზის მთაზე, `ბრინჯის ხის~ ქვეშ მლოცველ წმინდა ნინოს სეფექალმა თარჯიმნად ბერძნულად მეტყველი ქალი მიუყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ წმ. ნინო ქართველებთნ პირველ ეტაპზე თარ-ჯიმნის მეშვეობით ახერხებს ურთიერთობას. ხოლო რაც შეეხება იმას, რომ იგი `უტყვი~ და `უსმი~ _ ძლიერ ქადაგი შექმნილა, განიმარტება ასე, რომ მას დიდებულად შეუსწავლია წლების მანძილზე ქართული ენა. `იქმნა ძლიერ ქადაგ...~, _ გვამცნობს ტექსტი. მის პატივსაცემად ქართველ ხალხს, წმინდანის კუთვნილი სახელის (თეოგნოსტას) გვერდით, მისთვის წმ. ნინო უწოდებიათ. ქართულად ნ ი ნ ვ ე ლ ა ს უწოდებდნენ, ქალს ათი წლიდან თხუთმეტ წლამდე (საბა 593, საბა 359.) ვფიქრობთ, რომ ქართველებმა წმინდა ქალწულს, თავიანთ განმანათლებელს, დიდი სიყვარულით შეარქვეს მისი მდგომარეობისთვის (ქალწულობისთვის _ მ.ბ.) სწორედ ქართული ლექსიკიდან გამომდინარე სახელი _ `ნ ი ნ ვ ე - ლ ა ~, რომლის მოკლე ვარიანტი არის `ნინო~.

ამრიგად, ტექსტის ჰერმენევტიკულმა კვლევამ მიგვიყვანა იმ დასკვ-ნამდე, რომ წმინდა ნინო დაბადებულია ქრისტიანი ებრაელების ოჯახში, კაბადოკიის ქალაქ კოლასტაში. თორმეტი წლის თანაცხოვრების შემდეგ წმ. ნინოს მშობლები მხოლოდშობილი შვილითურთ სომხეთის ერთ-ერთ სავაჭრო და ებრაელებისთვის ერთ-ერთ სასულიერო ცენტრში ვაღაშა-პატში წამოსულან, და მისულან იქ, სადაც წმინდა ნინოს ბიძა იობი-ნალი მოღვაწეობდა, სინაგოგაში. როგორც კვლევიდან ჩანს, იმ ეტაპზე ვაღარშაპატის იუდაური სინაგოგა ორ ნაწილადაა გაყოფილი: ერთი ნაწილი ებრაელებისა ტრადიციულ იუდაიზმზე დარჩენილა და არ დაუთ-მია მამა-პაპათა სჯული და მეორე ნაწილი იუდაურ-ქრისტიანულ თემად ჩამოყალიბებულა, რომლის წინამძღვრადაც (უხუცესად) გვევლინება იო-ბინალი. სწორედ ამ თემში იზრდება წმ. ნინო დედის ნათსავებში.

მეოთხე საუკუნის დასაწყისში, კონსტანტინე კეისრის მმართვ-ელობის პერიოდში, ვაღარშაპატის ქრისტიანული სინაგოგა იწყებს აღორძინება-აყვავებას, სწორედ ამ პერიოდიდან იწყება რომს, სომხეთსა და ქართლს შორის აქტიური პოლიტიკური კავშირები და მოლაპარაკე-ბები რელიგიის სფეროში რეფორმის გატარების შესახებ, რომელ საქმე-შიც განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა ვაღარშაპატის ქრისტიანულ სინაგოგაში აღზრდილი ქალწულების გაგზავნამ იმპერიის სხვადასხვა პროვინციაში; ქართლში შემოსვლა კი უფლის ნებით, წილად ხვდა ქართ-ველთა განმანათლებელს, წმ. ნინოს.


ლიტერატურა:

literatura:
1.Bregadze K. Hermenektika da mkhatvruli teqstis interpretacia. Koveltsliuri samecniero Jurnali literaturis teoriisa da shedarebiti litmcodneobebi, #10, 2009.

1.Chkhartishvili M. Deda nino da mirian mefis religiuri reforma, Tbilisi, 2014.

1.Homeriki G. Somkhetis istoria. Tbilis, 1984.

1.Lerner K. Evrei ot ellinizma do pozdnogo feodalizma. Ierusalim, 2008.

1.Qartlis ckhovreba, t.1. Red. S. Kaukhchishvili, Tbilisi, 1955.

1.Purceladze V. Teqsti rogorc enobrivi mozgvatseobis tserilobiti

ganckhadeba. Tbilisi, 1998.

7.  Siradze R. Sakhismetkveleba. Tbilisi, 1982.
скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
გორვანელი - შერმადინ მიქელთაძის რომანის ,,უდუმბარას" შესახებ გორვანელი - შერმადინ მიქელთაძის რომანის ,,უდუმბარას" შესახებ ჟურნალი / სტატიები / კრიტიკა / მომხმარებლები დავით შემოქმედელი - „გრაალის“ მისტერიის ისტორიულ-ქრისტიანული არსი დავით შემოქმედელი - „გრაალის“ მისტერიის ისტორიულ-ქრისტიანული არსი ჟურნალი / სტატიები / პუბლიცისტიკა / ისტორია / მეცნიერება / მომხმარებლები დათო კაკაურიძე - ისტორიულ-ბიოგრაფიული ნარკვევი ივანე ჯავახიშვილის შესახებ დათო კაკაურიძე - ისტორიულ-ბიოგრაფიული ნარკვევი ივანე ჯავახიშვილის შესახებ ჟურნალი / სტატიები / პუბლიცისტიკა / ისტორია / მეცნიერება / მომხმარებლები გორვანელი (ლევან გოგაბერიშვილი)  -  დაკარგული კლასიკა გორვანელი (ლევან გოგაბერიშვილი) - დაკარგული კლასიკა ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / ფილოსოფია / მეცნიერება / გამოქვეყნებული გორვანელი (ლევან გოგაბერიშვილი)  - ავტორის დაბადება გორვანელი (ლევან გოგაბერიშვილი) - ავტორის დაბადება ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / ფილოსოფია / გამოქვეყნებული
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge