ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
გორვანელი - შერმადინ მიქელთაძის რომანის ,,უდუმბარას" შესახებ

წიგნის რედაქტორის წინასიტყვაობა
თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში იშვიათად თუ მოიძებნება ნაწარმოები, რომელიც მკითხველის
უსაზღვრო ინტერესსა და შთაგონებას გამოიწვევს. ვფიქრობ, რომ აღნიშნული რომანი საზოგადოების ყურადღებას მიიპყრობს.
შერმადინ მიქელთაძე გახლავთ ვეტერანი მოჭიდავე, პოეტი, მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი და
პრიზიორი სამბოში, ძიუდოში და ქამრიან ჭიდაობაში. ასევე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი.
,,უდუმბარა“ აერთიანებს დოკუმენტურ-ბიოგრაფიულ და მხატვრულ-ესთეტიკურ სიუჟეტს. თხრობა ლაპიდარულია. ავტორი ცდილობს თავისი ცხოვრების განვლილი წლების შესახებ გვიამბოს, შეაფასოს პოზიტიური და ნეგატიური მხარეები. აგრეთვე, წარმოისახავს რეალურად არსებული სიყვარულის იდეალურ დასასრულს, რაც თავგანწირვისა და სიმამაცის გამოხატულებაა.
წიგნის დიდი ნაწილი ბიოგრაფიულია, თუმცა მხატვრული ელემენტებით დატვირთული. ყოველი პერსონაჟი რეალურია.
წიგნის მთავარი გმირები - ბესო და მაკა შეყვარებულ წყვილს განასახიერებენ, რომელთათვისაც ზედროული და წმინდაა ერთმანეთისადმი დამოკიდებულება, გრძნობა, რომელიც მთელი ცხოვრება ახარებთ და სტანჯავთ. მათ უარი სთქვეს ყოველგვარ სიამეზე, რაც ყოფიერებაში მიეცათ. მართალია, ორივე მათგანს ჰყავს ოჯახი და საკმაოდ მტკიცე ფინანსური მდგომარეობა გააჩნიათ, თუმცა სიყმაწვილეში განცდილი გრძნობა განუმეორებელი, ღვთაებრივი აღმოჩნდა... ეს გრძნობა მათ ყოფიერების საიდუმლოს ამოხსნაში ეხმარება. იდეალიზებული სიყვარული ადამიანური ვნებებისა და ცხოველური ინსტიქტებისაგან ათავისუფლებს, მათ წინაშე რჩება მხოლოდ ღამე, მთვარე და ერთმანეთი.
ავმა ბედისწერამ ისინი ერთმანეთს დააშორა, მაგრამ მათ სიყვარულს ვერაფერი დააკლო.
წიგნის სათაურად დასახელებული სიტყვა (უდუმბარა) განსაკუთრებული ყვავილია, რომელიც ამოიზრდება მიწისა და ქვის შერეულ ალაგზე... უდუმბარა 3 ათას წელიწადში ერთხელ ყვავის. მისი გამოჩენა ადამიანებს ანცვიფრებს, ღვთის ნიშანი ჰგონიათ. გარდამავალი, ზღვრული საწყისისა და სასრულის სიმბოლოა.
ავტორის ჩანაფიქრი, შეექმნა საინტერესო, რეალისტური, ამავდროულად კი ესთეტიკური ნაწარმოები - განხორციელდა.
ვთვლი, რომ ,,უდუმბარა“ ადამიანური ცხოვრების საინტერესო გზაა, მრავალჯერადი განახლების, შევსება-დაცლის, სადაც სიყვარული მარადიული სათნოებაა.
ვფიქრობ, რომ ,,უდუმბარა“ მკითხველთა ცნობიერებაში წარუშლელ კვალს დატოვებს.
ახალი სტატიები
ზურაბ კიკნაძე - “ვეფხისტყაოსნის” ორი სამეფო და ისტორიის დასასრული 22:04ვირჯინია ვულფი - ორი ესსე (თარგმანი - მაგდალენ გელაშვილი) 20:18თამარ ჩიხლაძე - ფენტეზის პარადოქსი, ანუ ფენტეზი გადაარჩენს ლიტერატურას? 20:06ლუიზ გლიკი - ორი ლექსი (თარგმანი - მარიამ გაბუნიასი) 19:56ქეთი იმერლიშვილი - ორი მოთხრობა 19:38ანა (ქალთამზე) სურმანიძე - ლექსები 19:03თეა ხასაია - ლექსები 18:57ნანა მეფარიშვილი - ლექსები 18:51
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა
ზაზა შათირიშვილი - რას ნიშნავს “შედარებითი ფილოსოფია”?
თამარ ჩიხლაძე - ფენტეზის პარადოქსი, ანუ ფენტეზი გადაარჩენს ლიტერატურას?
ზურაბ კიკნაძე - “ვეფხისტყაოსნის” ორი სამეფო და ისტორიის დასასრული
ქეთი იმერლიშვილი - ორი მოთხრობა
ვირჯინია ვულფი - ორი ესსე (თარგმანი - მაგდალენ გელაშვილი)
ანა (ქალთამზე) სურმანიძე - ლექსები
თეა ხასაია - ლექსები
ზაალ ებანოიძე - ლექსები
ნანა მეფარიშვილი - ლექსები
ლუიზ გლიკი - ორი ლექსი (თარგმანი - მარიამ გაბუნიასი)