გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

დათო კაკაურიძე - ისტორიულ-ბიოგრაფიული ნარკვევი ივანე ჯავახიშვილის შესახებ

                           

                                           დიდი  ქართველი მეცნიერი  და  საზოგადო მოღვაწე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ერთ-ერთი ფუძემდებელი, ივანე  ჯავახიშვილი,  დაიბადა 1876 წლის  11 აპირილ, ქალაქ თბილისში. ალექსანდრე  და სოფია ჯავახიშვილების ოჯახში. მამა პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა, ხოლო  დედა - განსაკუთრებული საქმით - შვილების  აღზრდით იყო  დაკავებული, ეს ფუნდამენტი,  სამომავლოდ, გამოვლინდა ივანეს პიროვნებაში. დედა შვილებს  ადრეული პერიოდიდანვე ასწავლიდა ქართულ  ენას, ისტორიასა და კულტურას, ხოლო  ივანეს გიმნაზია დაეხმარა თავისი  მსოფლმხედველობრივი  ღირებულებების ჩამოყალიბებაში.
                            ივანე  ჯავახიშვილის საზოგადოებრივ-პოლიტიკური  მსოფლმხედველობა 1880-90-იანი წლების ქართული  სინამდვილით  იყო განსაზღვრული. 80-იანი წლების რუსეთის  ცარიზმის რეაქციული  პოლიტიკა, როგორც  ცნობილია, მთელს იმპერიაში რევოლუციურ-დემოკრატიული  მოძრაობის ჩახშობისაკენ იყო  მიმართული.  ცარიზმი ებრძოდა  იმპერიის  შემადგენლობაში მყოფი არარუსი  ხალხების ეროვნულ  განმათავისუფლებელ  მოძრაობასდა  რუსიფიკაციას ახორციელებდა,  ივანე ჯავახიშვილი  კი ამ პროცესს წინ აღუდგა  და ენერგიულად ცდილობდა განმათავისუფლებელი  მოძრაობის გაღვივებას.  ის  ჯერ   კიდევ  სტუდენტი იყო პეტერბურგის  უნივერსიტეტისა, როდესაც  აქტიურად გამოდიოდა  რევოლუციურ-განმათავისუფლებელი იდეებით გამსჭვალული  საზოგადო  მოღვაწეებთან ერთად, რათა ცარიზმი  გაეკრიტიკებინა,  ამას  კი  მოჰყვა უდიდესი  ენათმეცნიერისა და დიდი  ისტორიათმცოდნის (ამავდროულად მისი პედაგოგის) - მარი  ბროსეს  კრიტიკული შეფასება  ჯავახიშვილის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეობის მიმართ. ბროსე თვლიდა,  რომ არ  უნდა ჩარეულიყო მომავალი მეცნიერი  პოლიტიკურ  მოძრაობებში, ჯავახიშვილმა კი სწორედ ამ დროს გამოავლინა ეროვნული სულისკვეთება.
                              ივანე ჯავახიშვილს უდიდესი სურვილი ჰქონდა,  რომ თბილისში გაეხსნა ეროვნული უნივერსიტეტი. თითქოს, ერთი შეხედვით, წარმოუდგენელ ოცნებას ჰგავდა,  მაგრამ სწორად დასახული  მიზნის და მონდომების  შემთხვევაში,სრულებით წარმოადგენდა შესრულებად  მიზანს. მისი ფიქრები  ყოველთვის მიმართული იყო საქართველოს მეცნიერული წინსვლისა და განვითარებისაკენ. სწორედ  ამ დროში, დიდ მეცნიერ-ისტორიკოსს, ისტორიულად  გამოუკვლევი წყაროების  ნაკლებობით გამოწვეულ ფაქტობრივ სიცარიელეში  უწევდა დაედასტურებინა ამა  თუ  იმ ისტორიული ფაქტის ავქთენტურობა. 
                       ივანე ჯავახიშვილი ჯერ  კიდევ ასპირანტობისას ნიკო მართან ერთად გაემგზავრა  სინაის მთაზე,რათა ქართული ისტორიული  წყაროების კვლევა ჩაეტარებინა და  უძველესი ასომთავრული წარწერების აღმოჩენაც შეძლო, აღნიშნული წარწერები ბოლნისის სიონის კედლის ეპითაფიაზეც ( VI ს.)  თითქმის 1 საუკუნით  ძველი აღმოჩნდა.
                      ი. ჯავახიშვილი არ  წყვეტდა ქართული საისტორიო წყაროების  მოძიებას და,ამავე  დროს,  ჯვრის ტაძარში (იერუსალიმი) მან აღმოაჩინა ფრესკაზე გამოსახული პიროვნება, რომელიც,  სავარაუდოდ,  ბერად უნდა ყოფილიყო  აღკვეცილი. შემდგომ გამოკვლევებში, ჯავახიშვილმა, შოთა  რუსთაველის  ფრესკად ივარაუდა.
    გარდა  მამულიშვილურისიყვარულისა, ასევე, ჯავახიშვილი გამუდმებით მკაცრ  შეხედულებებს ავლენდა  თავის ისტორიულ ნარკვევებში; მეცნიერის მოსაზრბით, „მამულიშვილი“  ანუ  სამშობლოსათვის  თავდადებულიმებრძოლი ის კი არ იყო,  ვინც გაზვიადებით აშუქებდა  მშობლიური  ქვეყნისწარსულს, არამედ ის,  ვინც მას მიუკრძოვებლად სწავლობდა. იგი  ემიჯნებოდა ეროვნული „განსაკუთრებულობის“ მაძიებლებს, რომლებიც ნაციონალისტურ ტენდენციებს ამჟღავნებდნენ.  ამავდროულად, ის გამალებით  იცავდა ჩვენსქვეყნას კულტურის  მოძულეების, ე. წ. „ველიკო რუსისტების“ და იმ შოვინისტური მსოფლმხედველობის ხალხისგან,  რომლებიცარა  მარტო  ქვეყნისგარეთ, არამედ შიგნითაც მრავლად იყვნენ.
                      ჯავახიშვილმა 1902 წელს  პეტერბურგის უნივერსიტეტის ავტორიტეტული  ტრიბუნიდან გააკრიტიკა  აღმოსავლეთის ხალხზე მაშინ  გავრცელებული ოდიოზური წარმოდგენები.  საქართველოსა და  სომხეთისკონკრეტულ  მაგალითზე ის ამტკიცებდა, რომ აღმოსავლეთშიც ადგილი ჰქონდა კულტურისა და ისტორიის უწყვეტ   განვითარებას.
                     ივანე ჯავახიშვილი რამდენადაც პირუთვნელი  იყო საქართველოს ისტორიოგრაფიის ანალიზის  მხრივ, იმდენად კრიტიკულად  ნსჯიდა მის ისტორიას.  ამის  თვალსაჩინო  მაგალითიისაა, რაც  გარკვეულ  წყაროთაშედარებისას  ვლინდება. ანდრია  პირველწოდებულის მოგზაურობას  აფხაზეთში,მრავალმხრივი შესწავლის შემდეგ, ჯავახიშვილი გარკვევით განმარტავს, რომ  ანდრიასსაქართველოს ტერიტორიაზე არ  უქადაგია.  მრავალიადამიანის სურვილის მიუხედავად, ჯავახიშვილი თავისას ამტკიცებდა, მაგრამ  რასაკვირველია, ამ  ფაქტს  სხვა ქართველი მეცნიერები სრულებით მართებულად ეწინააღმდეგებოდნენ,   მისდამიდიდი  პატივისცემის მიუხედავათ,  ფაქტი ანდრიასმოგზაურობის შესახებ აფხაზეთში უთუოდარსებობს. ხელჩასაჭიდი მასალაა  ჩვენს  ისტორიოგრაფიაში გიორგი  მთაწმინდელისგამოკვლევა ჯერ  კიდევ  XI საუკუნეში, ასევე, უტყუარ მასალად  ითვლება ლეონტი  მროველისადა  ბერძენი ნიკიტა  პაფლაგონიელის (890.გ.) წყაროები, მათი მიხედვით ანდრიამ  მართლაც იქადაგა შავი  ძღვის სანაპიროს აღმოსავლეთ  ნაწილში (საქართველო), აგრეთვე სკვითიაში. 
                        იგი განსაკუთრებულ ყურადრებას აქცევდა ბერძნულ, სპარსულ, სომხურ და  ლათინურ ენათა შესწავლას,  რადგან იქ, სადაც ქართველ  მემატიანეთა და ჟამთაღმწერელთა წყაროები ვერ უწევდნენ სათანადო წვდომას, ისტორიოგრაფიულ პერიპეტიებში საჭირო იყო გამოკვლევათა ახალ ეტაპზე გადაყვანა. მან კარგად შეისწავლა ბერძნული, სპარსული, არაბული, სომხური ისტორიოგრაფია და  თავისივე წყაროთა შედარებით დასკვნებს წარმოადგენდა. ჯავახიშვილმა ასევე კარგად იცოდა, რომ სხვა ქვეყნის  წყაროთაღმწერნი არ აღწერდნენ ქართულ კულტურულ თუ ფეოდალურ წეს-ჩვეულებათა ცხოვრებას, მაგრამ მიახლოებით სურათს მაინც უსახავდა ბრწყინვალე მეცნიერს. ამ გამოკვლევასთან დაკავშირებით ერთობ საინტერესო, აქამდე უცნობი ფაქტები გამოვლინდა ვახტანგ გორგასლის შესახებ. ჯავახიშვილი აღწერდა,  რომ დაახლოებით 60 წელი იცხოვრა მეფემ. დაიბადა დაახლოებით 442 წელს და  გარდაიცვალა 502 წელს.  იგი ასევე აღნიშნავდა, რომ ვახტანგი უნდა ყოფილიყო მაღალი, ახოვანი  კაცი,  რაზეც ჩვენამდე მოღწეული მითიც კარგად მეტყველებდა.  
             ივანე ჯავახიშვილმა 1905 წლისათვის გამოაქვეყნა ორი  წიგნი „გასუდარსტვენნი  სიროი დრუჟნიი გრუზიი ი არმენიი“ და „საქართველოს მეფე  და მისი უფლების ისტორია“.  ის ამ  წიგნებით უდასტურებდა,  რომ ქართველ და სომეხ ხალხებს უძველესი დროიდანვე ჰქონდათ თავიანთი  სახელმწიფოებრიობა.  საქართველოშიმეფის  ხელისუფლების  ძიება აქტუალურად  ჟღერდა; მაგალითად, ისეთი  ფაქტისგამომზეურება, როგორიც  იყო თამარის დროს მეფის  ხელისუფლების  შეზღუდვისათვის  მიმდინარებრძოლა. ავტორის გარკვეული ტენდენციებიმიმართული იყო თვითმპყრობელური  ძალაუფლების წინააღმდეგ. მან ასევე 1906 წელს  გამოაქვეყნა წიგნი „პოლიტიჩესკიე  ი სოციალნიე  დვიჟენიივ გრუზიი ვ XIX ვეკე“.   ეს  ნაშრომი  ცარიზმისპოლიტიკის  გაკრიტიკებას  ემსახურებოდა, მეფის რუსეთი ხომ დაპყრობილ  ქვეყნებში თავის  თვითმპყრობელობას  ავლენდა, რასაც ადამიანთა პროტესტი მოსდევდა.  ასევე, არშეიძლება არ  აღინიშნოს ის ციკლური  აღმოჩენა, რომელიც მან თავისივე გამოკვლევებით  დაადგინა ქართლის სახელმწიფოს გაქრისიანების  შესახებ, გავახიშვილის აზრით, ქართლის გაქრისტიანება მირიან მეფის  დროს  მომხდარა 337 წელს.
                      ივანე  ჯავახიშვილისმოღვაწეობაში არ შეიძლება არ აღინიშნოს ერთობ საინტერესო ფაქტი იმის  შესახებ,რომ ძველი ქართული საისტორიო წყაროების შესწავლისას მან დიდი ყურადრება დაუთმო ზემოთ აღნიშნული სომხური საისტორიო  წყაროების  ზედმიწევნით შესწავლას, თითქმის იდენტურად,  როგორც ქართულისა. საქმე იმაშია, რომ საქართველო-სომხეთის კულტურულ-პოლიტიკური ცხოვრება (თავისივე გამოკვლევის  საფუძველზე) ფაქტობრივ  იდენტობას უსვამს ხაზს, რომელიც  მან  სომეხი წყაროდაღმწერთა ფაესტოს, ბუზანდის,  ეღიძეს და ლაზარ ფარპეცის მონაცემების საფუძველზეგანიხილა, რომელიც ლეონტი მროველისა თუ სხვა ქართველ წყაროდაღმწერთა წყაროს შედარებით დაადგინა. სომხური წყაროების კარგადშესწავლამ, მეცნიერს საშუალება მისცა ქართულ ისტორიულ  დოკუმენტებზედაყრდნობით არა  მარტო ქართული სოციალური მდგომარეობის  შესწავლასა, არამედ სომხურისაც.
                            მისი  აზრით,სახელმწიფოებრივი წყობილება ძველ საქართველოსა და  სომხეთში, ძირითადად, ერთნაირი იყო. გვაროვნული წყობილების ამსახველი ნიშნები საქართველოშიუფრო მეტადაა  შემონახული ადმინისტრაციულ ტერმინოლოგიაში,  სომხეთში კი  „ტერიტორიულ ტერმინოლოგიიაში“.  აქ არსებითად დასახლებასთან დაკავშირებული სახელები  იგულისხმება. ჯავახიშვილმა იმსჯელა და გამოიკვლია, რომ  ტერმინი „მამასახლისი“ ძველად საქართველოში ოჯახის უფროსს ერქვა,  შემდგომ კი გავრცელება ჰპოვა მთელს ქართლის გვაროვნულ  თემში და  სრულიადქართლის მამასახლისობა გამოცხადდა, ხოლოტერმინ  „მამასახლისს“ სომხურ შესატყვისში ,,ტანუტერი“ შეესატყვისა. ასე რომ, ჯავახიშვილმა მმართველობითი ორგანოები  საქართველოსიპარალელურად დაუკავშირა სომხურსაც. „ქართული სამართლის ისტორიაში“ ჯავახიშვილი ყურადღებას უთმობს ფეოდალურ ურთიერთობებს, მაგრამ ამის მიუხედავათ იგი არ  ჩერდება ამურთულესი  გადასვლის ფორმაციაზე.  სრული  სიცხადით ირკვევა - წერდა ივანე ჯავახიშვილი 1888  წელს - რომ საქართველოში  I-VII ს.  მხოლოდ მონობა იყო, ბატონყმობა მაშინ არ  არსებობდა. ჯავახიშვილს ამ ფაქტით იმის დადასტურება სურდა, რომ  არსებობდა იმ  ხანისთვის ეს გარკვეული ფენა. ასევე, სხვა  არსებული მისივე კვლევის დოკუმენტური მასალა კრიტიკულად არის  შესწავლილი. 
                         ჯავახიშვილი თავისუფალია  ყოველგვარი იდიალიზაციისაგან.  ფაქტობრივიმასალები ამ კვლევისა  საკმაო აღმოჩნდა იმის  საჩვენებლად,  რომ  ქართული  სახელმწიფო XI-XVII ს-ნ. მაღალ საფეხურზე  იდგა,  რომ  იგი თავისიაღნაგობით,  მართვის  ფორმით თუსამართლებრივი ნორმებით, არაფრით  ჩამოუვარდებოდა ევროპის  თანადროულ სახელმწიფოებს. უამრავ  მასალაზედაყრდნობით, ჯავახიშვილი ქართულ-კულტურულ თუ სოციალურ  მდგომარეობას დიდი მონდომებითაცნობდა იმდროინდელ აღმოსავლეთსა  თუ  დასავლეთს.
                        აქ  მოთხრობილიდოკუმენტური  მასალის  გარდა,ივანე ჯავახიშვილი უდიდეს  ღვაწლს  დებდა ჩვენი ქვეყნისათვის. არა მხოლოდ  ისტორიულნარკვევებს, არამედ უამრავ  კრიტიკულ კვლევებს. უაღრესად  პირუთვნელი,  მრავალმხრივ განსწავლული ივანე ჯავახიშილი პირად  ცხოვრებასაც კი  ვერ  უთმობდა  დროს. ასევე,სენსიტიურად  უნდა გაიაზროს  საზოგადოებამმისი  ხელმოკლეობის ფაქტი. დიდი  მეცნიერი  სიციცხლის ბოლო წუთებამდე ენერგიულად აქვეყნებდა შრომებს, რომელიც  სამომავლოდ  „პანდორასყუთის“  გასაღებს  უტოვებდა მომავალ თაობებს.                

скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge