გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

გეგი კუხალეიშვილი - ლიბერალიზმის დეკონსტრუქცია

                                                                     ნაწყვეტი თხზულებიდან                      

ლიბერალური ინსტინქტები ღრმად ფემინური, სუსტი და გადაგვარებულია. პასიური მდგომარეობიდან მოქმედებაში გადასვლის ჟამს, ეს ინსტინქტები სახეს იცვლიან და გაუკუღმართებული, ინვერსირებული ნების დემონსტრირებას ახდენენ; ასეთ შემთხვევაში, ისინი უპირისპირდებიან თავდაპირველი ინსტინქტების მოქმედების პრინციპს და მის პაციფისტურ ბუნებას, ამიტომაც, ქალაჩუნა ლიბერალში, ძალაუფლების ნება დასაბამითგანვე დადაღულია საკუთარი ღირებულებების წინააღმდეგ წასვლის არაცნობიერი შეგრძნებით, ამას ემატება თვისი უძლურების აშკარა განცდაც, რაიც ავადმყოფი ცხოველის ერთ-ერთი დამახასიათებელი სიმპტომია, საბოლოოდ კი ლიბერალი კლოუნის ნებისაგან ქიმერაღა რჩება.
ცხადია, ნების ნაკადის გახლეჩა და მისი დისოციაციური ნაწილის ავტონომიური შედინება „შიგნით“, წინააღმდეგობის ახალ ტალღებს წარმოშობს, რომელიც „გარეთ“ მიემართება და ჰისტერიულ, უფრო მძიმე შემთხვევებში კი პარანოიუდლ სიმპტომებში ვლინდება. ლიბერალი მასხარის ყოველი მოქმედება საკუთარი თავის წინააღმდეგ წასვლაა, იმდენად რამდენადაც, ძალაუფლების ნება და მისი ხელში ჩაგდებისთვის ბრძოლა ანტილიბერალურ ინსტინქტებს აღვივებს, აზროვნებისა და ქცევის ასეთი აქტები კი, თავისი ხასიათით, უპირისპირდება სუსტ, ჰუმანისტურ-ლიბერალურ ინსტინქტებს.
ეგალიტარიზმის, ჰუმანიზმისა და თავისუფლების ექოლალიური ქადაგება დაავადებული ცხოველის სიმპტომებია. მსგავს ქადაგებათა შინაგანი მორალური მოთხოვნილება, შეუძლებელია გაჩნდეს ისეთ პერვერსირებულ და ზედაპირულ ცხოველში, როგორიც ლიბერალია, რადგანაც ამისათვის აუცილებელია შინაგანი სიწრფელე და გრძნობათა სიჯანსაღე.
ლიბერალში, მორალი თავდაცვის მექანიზმი და სიმხდალის წიაღიდან აღმოცენებული მეორადი სიმპტომია.
ვაი თქვენდა ლიბერნო, რამეთუ საკუთარი სილაჩრისა და არასრულფასოვნების კომპლექსისთვის გიწოდებიათ ჰუმანიზმი და თანასწორობა!
ვაი თქვენდა ლიბერნო, რამეთუ ისე რა ძალა უნდა ჰქონოდა თქვენს მიხრწნილ ნებას და გახლეჩილი სულ არარაღა შთება.
ვაი თქვენდა ლიბერნო, სუსტნო და ავადმყოფნო მძოვარნო, ვით გაექცევით უბოროტესი მწყემსის რისხვას?
ლიბერალში, ეგო-ინსტინქტების დასნებოვნებასა და მისუსტებას აზროვნების ერთ-ერთი მექანიზმიც განაპირობებს.აქ საუბარია საბედისწერო ებრაელი ვირთაგვის ცნობილ ფსიქოანალიტიკურ ცრურწმენაზე, რომლის მიხედვით ძალაუფლების ინსტინქტები არა თანშობილი, არამედ რეპრესირებული სექსუალობით განპირობებული, მეორადი ლტოლვებია, საუკეთესო შემთხვევაში კი სექსუალური იმპულსების სუბლიმირებული ინვარიაცია ან ფსიქიკის უმნიშვნელო ინსტანციის მცირე დამატება. ნეკროფილი და პერვერტი ჰურიის აღნიშნულმა ბოდვამ, ექსტრემისტული, რეპრესიული და პილიგრიმული სახე მიიღო ფრანფურტის სკოლის მასხარებთან, უსაზარლეს ლიბერტარიანელ კომუნისტებთან, რომელთა ხსენება ზიზღსაც კი არ უნდა იწვევდეს. ლიბერალში ყალბი ნეოფროიდიანული სქემები მოქმედებენ, მათდამი რწმენა მის ცნობიერებასა და სისხლში გამჯდარან, ამიტომაც ლიბერსექტანტში, ძალაუფლების ნება a priori დემონიზებული და შინაგანად დადამბლავებულია; ნების ლიბერალური დამბლა კი, თავის მხრივ, ვერ გამორიცხავს მისი განხორციელების გარდაუვალ მოთხოვნილებას - ეგო-ინსტინქტები, ადამიანში დომინანტურ პოზიციას იკავებს, იგი თანდაყოლილი, პირველადი და აბსოლუტურია, მას შეგიძლია გაექცე, მაგრამ მხოლოდ დროებითა და გარკვეული უნებური კომპრომისით.
ვაი თქვენდა ლიბერქრისტეანნო, რამეთუ ფროიდის მწვირიან ლიბიდოზე გაგიცვლიათ დიადი ქრისტესმიერი სიყვარული და ეროსის მშვინვიერი გზნება !
რა არის ჭეშმარიტება? ყოველივე, რაც სუსტ და დეკადენტურ ლიბერალურ ღირებულებებს უპირისპირდება.
ვინ არის კაცობრიობის უპირველესი მტერი? ცრუ,გაიძვერა და ქვემძრომი ლიბერალი,რომელშიც ყოველი ასო ყალბია.
* * * 
განმანათლებლობამ, სცადა დროის ვექტორულობის ილუზიის შექმნა. ეს იყო განათლებული ცხოველის შეგნებული ამპარტავნება და წინასწარგანსაზღვრული, ზედმიწევნით გააზრებული შინაგანი სიცრუე, იმისათვის, რათა რაციონალურად (ე.ი. ზედაპირულად) გადაფარულიყო დროის წრიულობის მტანჯველი და გულის დამდაღავი, მწველი განცდა. მხოლოდ პოლიტიკური სისტემები და საზოგადოებები არ მონაცვლეობენ წრეზე, მათ ბედს იზიარებენ არა მხოლოდ ინტელექტუალები და მოაზროვნე ადამიანები, არამედ უდიდესი გენიოსებიც. ვინ გაბედავს პროგრესსა და დროის ვექტორულობაზე მითითებით თქვას, რომ რომელიმე ფილოსოფოსი პლატონზე შორს წავიდა მმეცნებაში?
არ არსებობს არავითარი პროგრესი, ხოლო თუ ის მაინც არსებობს, მხოლოდ რეგრესთან ერთად, რამეთუ ყოველივე წრეზე ტრიალებს. არ აქვს მნიშვნელობა იმას, რომ წრეზე გამავალი ბილიკი და მასზე შემდგარი მგზავრი, ხან მთაზე გაივლის და საუკუნეთა უტყვ, მარადიულ, ქედმაღალ მოწმეს - მყინვარწვერთა ერთობას შეერწყმება, ხან შმორიანი ჭაობის ტალახიან შიგთავსში დაინთქმება, ხანაც უდაბნოს ცხელი ქვიშის მცხუნვარებით დაიწვავს ფეხებს, ნებისმიერ შემთხვევაში, აღმავალი და დაღმავალი გზები, მისივე შექმნილი ილუზია და ავადმყოფური სუბიექტურობის ნაწილია - თუნდაც ეს აღმართ-დაღმართი რეალური იყოს, ის მაინც წრეზე ტრიალებს, აღმასვლაც და დაღმასცლაც, მარად, გულისამრევ წრიულ მოძრაობასთან ერთად, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს - ეს ციკლური დროის შემადგენელი ნაწილია.
პროგრესისადმი ფანატიკურ რწმენას, არავითარი კავშირი არ აქვს ლიბერთათვის სათაყვანებელ რაციონალურ აზროვნებასთან ან მეცნიერებასთან. კაცობრიობის ისტორია, იმდენად თვალნათლივ, ცხადად გვიდასტურებს დროის წრიულობას, რომ არა მარტო უსინდისობა, არამედ ჭკუანაკლულობაც იქნებოდა ჩვენი მხრიდან, პროგრესის ქადაგება. პროგრესს რეგრესამდე მივყავართ, ყოველი პროგრესის ბოლო რეგრესია, ეს ორი, ერთი შეხედვით ურთიერთსაწინააღმდეგო თეზა, საკუთარ თავშივე ინახავს საპირისპირო პოლუსის ანტაგონისტურ ბუნებას.
პროგრესის შარავანდედის ბრწყინვალებას ამოფარებული გაიძვერა ლიბერალი, კულტურისა და სინათლის ყველაზე დიდი უარმყოფელია; ლიბერალიზმი, ეს არის კულტურით დასნებოვნებული ავადმყოფი ცხოველის უნაყოფო მცდელობა დაბრუნდეს უკან - გამოქვაბულში; ამ მცდელობის პროგრესის სახელით შენიღბვა, უკიდურესი უსინდისობისა და კულტურული ნორმებისგან დაღლის შედეგია, ეს რეზულტატი კი, თავის მხრივ, ვერ გადაფარავს ლიბერთა მგზნებარე მიზიდულობას რეგრესისადმი, რეგრესისაკენ გასავლელი გზის დეიფიკაციას, ამ გზისადმი უგონო, ფანატიკურ მორჩილებასა თუ რწმენას. ლიბერალიზმი, სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, რეგრესის პროგრესიის, პროგრესის რეგრესიისა და მათ შორის ყოველგვარი საზღვრის მოშლის მსურველი დეკადენტური რელიგიაა.
ღიმილისმომგვრელია იმის გაცნობიერება, რომ კაცობრიობის დაღმასვლა და დეკადანსი, დროში, პროგრესისადმი ფანატიკური რწმენის გაჩენას ემთხვევა. რაც უფრო მეტად რეგრესირებდა და პატარავდებოდა ადამიანი, მით უფრო მომეტებული ჯოგური გაცხოველებით მიუთითებდა პროგრესზე. ჩვენს დროში, პროგრესის ქადაგებამ კარიკატურული და ანეკდოტური სახე მიიღო. წარმოგიდგენიათ, ლიბერალურ ჭაობში ჩამხრჩვალი გომბეშოები პროგრესზე საუბარს ბედავენ?! დიდებული ევროპული ცივილიზაცია და მისი ღვთაებრივი წარმომადგენლები : პლატონი, ავგუსტინე, დანტე, გოეტჰე, ლეონარდო, შექსპირი და სხვანი თავიანთი უკვდავი იდეებით, ლიბიდომდე, რეპრესირებულ სექსუალობამდე, გამოხატვის თავისუფლებამდე, LGBTQIP ტომამდე, ტრანსგენდერებისა და პედოფილების უფლებებამდე ჩამოაქვეითეს, უკიდურესად დაამდაბლეს, ყოველივე ამის შემდეგ კი, თავიანთი ბინძური ენებით პროგრესსაც გვიქადაგებენ. ჭეშმარიტად, მოაწევს ჟამი, როცა ყველა ეს კლოუნი, პასუხს აგებს ისტორიის წინაშე.
ყველანაირი მორალი მკვდრადშობლია, თუ ის არ ემყარება მარადიულ, წარუდინებელ და უცვლელ ჭეშმარიტებებს. ჭეშმარიტება არ შეიძლება იყოს ცვალებადი, სახისა და ფორმების შეცვლა, სიცრუისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებაა, რითაც ტყუილი ცდილობს შენიღბოს თვისი ყალბი წიაღის ნაკლოვანება.
მორალური რელატივიზმი, ლიბერალური ფაშიზმის იარაღად გარდასახული სიმპტომია. ის ქრისტიანული მორალისაგან წარმოიშვა, შემდგომ კი გადაგვარდა და სიმახინჯედ იქცა. მისთვის დამახასიათებელია სრული დალტონიზმი სიკეთისა და ბოროტების მიმართ. ჩვენი მიზანია ჩავხვდეთ ამ მორალური სიბრმავის მიზეზებსა და აღმოცენების მექანიზმს.
რელატიური მორალი ემყარება ქრისტიანულ დოგმებს, მაგრამ ყოველ წამს თვითნებური კორექცია შეაქვს მათში, რომელიც დაკავშირებულია ლიბერალის ავადმყოფურ, ახლეჩილ და დეკადენტურ ეგო-ინსტინქტებთან. ძალაუფლების ნება ხარკს მოითხოვს ისეთ გადაგვარებულ ცხოველშიც, როგორიც პოსტმოდერნის ეპოქის ლიბერალი ლაქიაა. ის საზღაური, რომელსაც ლიბერალი იხდის, ამხელს და ამჟღავნებს მის ფარისევლურ ბუნებას, რადგანაც თვითნებური აქტის განხორციელებით, იგი უპირისპირდება რწმენის რანგში აყვანილ, თვის ეთიკურ კოდექსს, ხოლო რამდენადაც, მისი ego-power სუსტი და მიხრწნილია, ეს გარემოება თავის მხრივ წარმოშობს ექსტრა-პერვერსიული და ტრანსგრესიული აქტების განხორციელების გარდაუვალ საჭიროებას. ლიბერალ ჩანდალაში ეგო-ძალაუფლება დამბლადაცემულია და ამიტომაც წარმოიშობა შინაგანი მოთხოვნილება ამორალური ქცევის თეათრალიზირებული ინტენსიფიკაციისა და მის პარანორმალურ ფორმებში გამოვლენისა.
სიცოცხლის უფლება, ერთ-ერთი უმთავრესი ლიბერალური დოგმაა, მაშ საიდან მოვიდა აბორტების მორალური ლეგიტიმაციის ბოდვითი იდეა? რა,ანტილიბერალები ხომ არ ვეწევით აბორტების პროპაგანდას? როგორ მოხდა ის, რომ ლიბერალები თავისი ხელით ანადგურებენ ადამიანის უმთავრეს უფლებას და თვით ბიოლოგიის წინააღმდეგ მიდიან? სწორედ აქ ცნაურდება ლიბერთა ნეკროფილური მისწრაფებანი, რომელიც არნახულად ამორალურ თვითნებობაში-პატარა, ცოცხალი არსების მოკვდინების სურვილსა და მის განხორციელებაში ჰპოვებს გამოხატულებას. აქ, ცალსახად ეგო-ინსტინქტების ტირანიასთან გვაქვს საქმე და გაცვეთილი ნეოფროიდიანული სქემები არას გვეუბნება. ლიბერალური ფემინიზმი, მივიდა იმ ზღვრამდის, რომ მან ცოცხალი ! ადამიანის მკვლელობა დასაშვები გახადა. რატომ? ასე სწადია ლიბერთა დასნებოვნებულ ძალაუფლების ნებას, რომელსაც გამოვლენის სხვა არეალი ჩახშობილი აქვს ავადმყოფობის გამო, ამიტომაც ყველაზე სუსტსა და დაუცველ არსებაზე ანხორციელებს ბოროტ, თვითნებურ ქმედებას.
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე რაღა ვთქვათ? ისიც, ხომ საკუთარი ხელით მოახრჩვეს და გააცამტვერეს ლიბერალ-ფაშისტებმა? რა მიზეზებმა განაპირობეს ასეთი ტრაგი-კომედიის ჩვენს თვალწინ გათამაშება? ფსიქოლოგი ვალდებულია აღიაროს, რომ აღნიშნულ შემთხვევაშიც ეგო-ინსტინქტების ძალუმ ამოხეთქვასთან გვაქვს საქმე,ეგო-ძალაუფლებასთან, რომელიც თავისი ბუნებით ექსტრემისტულად ანტილიბერალურია, ამდენად, იგი ლიბერალში გაორკეცებული დესტრუქციულობით გამოვლინდება.
ჩვენ არ უნდა მოგვატყუოს იმ გარემოებამ, რომ პოლიტკორექტულობა ლიბერალური ფაშიზმის მოქნილი და ბასრი იარაღია. ყურადღება იმაზე უნდა გამახვილდეს, თუ საიდან აღმოცენდა პოლიტიკური კორექტულობის მოთხოვნილება; მთელი საიდუმლო იმაშია, რომ პოლიტკორექტულობა არამხოლოდ იარაღია ძალაუფლების ნების განხორციელებისთვის, არამედ ავტონომიურად აღმოცენებული სავალდებულო თვითცენზურა. სიტყვის თავისუფლების ასეთი რადიკალიზაცია და აბსოლუტურ ჭეშმარიტებად გასაღება, აუცილებლად გამოიღებდა თავის საპირისპირო შედეგს, მისი ნაწილობრივი მოთვინიერება და სათავისოდ გამოყენება მხოლოდ შემდგომი, მეორადი პროცესია, ამდენად ჩვენ მას არ უნდა მივანიჭოთ განსაკუთრებული მნიშვნელობა. მთავარი აქ, იმის დანახვაა, რომ პოლიტკორექტულობა თავად გაჩნდა ლიბერალიზებული თავისუფლების პირობებში, ის ლიბერალური პარადიგმის გაუცხოებული, დეზინტეგრირებული ელემენტია, რომლის მხოლოდ ნაწილობრივი მოხელთებაა შესაძლებელი, საბოლოოდ კი, სწორედ ეს უკანასკნელი დაღუპავს ლიბერალიზმს (აკი დაღუპა კიდეც...)
აკრძალვის აკრძალვაც აკრძალვაა. ლიბერთა პატარა ტვინი, ვერ სწვდება ამ უმარტივეს ჭეშმარიტებას. აკრძალვის ამკრძალავი ყველაზე დიდი ცენზორი და ინკვიზიტორია. აკრძალვის სრული უარყოფით,კონკრეტული მოძღვრება, თავად იქცევა ყოვლად ამაზრზენ პროჰიბიტორად.
აკრძალვის ამკრძალავს, მხოლოდ დროებით შეუძლია გაუძლოს ცდუნებას, ადრე თუ გვიან, ის აუცილებლად შეეცდება „თავისუფლებად“ გაასაღოს თავისი ახალი აკრძალვები; ძველ ცრურწმენებს ახალი პრეჯუდისები ჩაანაცვლებს, ე.წ. „თავისუფალი საზოგადოება“ კი, ისე ჩაიხრჩობა ლიბერალური მორალის მყრალ წუმპეში, რომ მისგან თავის დახსნის არათუ მცდელობა არ ექნება, არამედ ფიქრადაც არ მოუვა თავში ისეთი აზრი, რომელიც ახალ დოგმატებს მკრეხელურად შეურაცხჰყოფს.
თანამედროვე ლიბერალის მთავარი პრობლემა იმაში კი არ მდგომარეობს, რომ ის ცხოველია, არამედ იმაში, რომ ის ავადმყოფი ცხოველია. ლიბერალი არ არის საკმარისად ჯანსაღი და ძლიერი იმისათვის, რათა გარეული ცხოველი იყოს, ის საკუთარი ინსტინქტებშიაც სუსტია; მდაბალი, გადაგვარებული და დადამბლავებულია მისი ინსტინქტური ნება, მასში ჩამქვრალია შინაგანი ცეცხლი და ხორცისმიერი გზნება. რელატიური მორალი, ეს სუსტი, შინაური ცხოველის უკანასკნელი თავშესაფარია, რისი საშუალებითაც ლიბერთ მათზე ძლიერი ცხოველების ძალაუფლების ნების დამცრობა განუზრახავთ. ჰხამს,ამ ბილწი გამოქვაბულის შემუსვრა და დანგრევა, რათა თავისუფალმა ნებამ კვლავაც იზეიმოს !
* * *
ევროპული კულტურა კვდება; ეს დიდებული, მრავალსაუკუნოვანი ცივილიზაცია სულს ღაფავს და ამიტომაც დასჭირდა მას ახალგაზრდა ხორცის საკრალიზება, მოჩვენებითი ახალგაზრდულ-თინეიჯერული სულის აღლაღება და აღზევება, რომელიც თავისი არსით კვდომადი, ხანში შესული და მიხრწნილია, მისი ნება აშმორებული ჭაობის ბაყაყის ყიყინია, მისი ჰედონიზმი ღრმა ნეკროფილიაა, რომლიდანაც სამუდამოდ გაძევებული რომანტიზმი, გამორიცხავს ხორციელი და სულიერი სიამოვნების მიჯნაზე მდებარე მგზნებარებას, მხურვალე, განსულიერებული სხეულის მთრთოლვარე ნეტარებას, რომლის ბოლოც და საწყისიც, მარადი შუადღის ხვატით მოგვრილი კმაყოფილებაა - ზაფხული, რომელიც არასდროს მთავრდება.
პოსტმოდერნის საზარელ კრეატურებს, ისტორია და მისი ძალმოსილება აშინებთ. ისინი იმბეცილნი არიან, მაგრამ ინსტინქტურად მაინც ხვდებიან იმას, რომ წარსულის გახსენება და ჭვრეტა, მათ დაანახებთ ყველაზე მტკივნეულ რეალობას, რასაც ისინი ყოველთვის კისრისტეხით გაურბიან - ყოველივე რაც იყო, კვლავაც აუცილებლად მოხდება, ასეთ შემთხვევაში, პოსტმოდერნის მასხარებს მოუწევდათ მარტივი ჭეშმარიტების აღიარება - აწმყო, ოდენ ლაქია და უგვანო მოსამსახურეა, ის ემსახურება წარსულის მომავლად ქცევას, ემსახურება ყოველ წამს, ყოველ წუთს, ყოველ საათს, ემსახურება მონური მორჩილებით, უსიტყვოდ, უაზროდ, ბრმა ინსტინქტებსა და დროის მარადიულ კანონებს მინდობილი. წარსული მომავლად იქცევა, მომავალი კი წარსულად, მერე ისევ პირიქით და ასე დაუსრულებლად. წარსულის სრული დემონიზებით და უარყოფით, ბედშავი პოსტმოდერნი, იქმნის იმის ილუზიას, რომ დროის მარადი გაყინვა, მისი სრული გათოშვა ხელეწიფება, მაგრამ ეს მხოლოდ უბადრუკი სულით ავადმყოფის სიკვდილისწინა აგონიაა. პოსტმოდერნს ეშინია წარსულის, რომელიც სულ მალე მომავლად იქცევა და თავის უარმყოფელ, სახეზე ხელებაფარებულ მაიმუნს, იმ ცოდვებსაც მოკითხავს, რომელიც ჯერ არ ჩაუდენია და ვერც ვეღარასდროს ჩაიდენს.
აწმყოს აბსოლუტიზებითა და წარსულის სრული უარყოფით (რომელიც, თავის თავში მომავლისადმი ზიზღსაც მოიცავს), ჩვენი დროის ლიბერალები, კიდევ ერთხელ ადასტურებენ თავიანთ უცნაურ „სულიერ ნათესაობას“ ცხოველებთან. მოგეხსენებათ, რომ ცხოველისთვის მხოლოდ აწმყო არსებობს, რადგანაც ის ინსტინქტებით სრულიად არის მიჯაჭვული გრძნობად სამყაროს.
პოსტმოდერნის უგვანი თინეიჯერების ავანსცენაზე გამოჩენა, მათი განღმრთობა და აღზევება, ევროპული კულტურის სულიერ დაბერებას ადასტურებს. ბაზრის დახლებზე ახალგაზრდა ხორცის ნაჭრები დაალაგეს, ამ სატყუარას შხამიანი ბუზები და უსაზრისოდ მოყიალე ბრბო თუ წარეტანება, თავისუფალი სული კი მარტივად ამოიცნობს პოსტმოდერნის ერთობ უნიჭო ხრიკს.
პოსტმოდერნის დაღრეჯილი მასხარა, რომელიც თავისი მცირე ჭკუით აჩრდილებად ქცეულ პოლიტიკურ ზეკაცებს დასცინის, იმ დიადი ფიგურების ანარეკლს, რომელთაც ისტორია შეცვალეს, მათ მიმქრალ შუქს, ვინც სიკეთისა და ბოროტების მიღმა გასვლა მოახერხა, მის გარდასულ დიდებას, რომელიც სუსტთათვის განკუთვნილ რელატიურ მორალზე მაღლა დადგა, სინამდვილეში, მხოლოდ ტირის და შინაგანი გლოვის, უილაჯობისა და ძალაუფლების ნების დადამბლავების გადაფარვას ცდილობს გარეგანი სიცილით, რომელიც არსებითად ტირილია. პოსტმოდერნის კლოუნის მდაბალი ქილიკი, სილაჩრის და სიმხდალის წიაღიდან აღზევდა - ასე იღრიჯება გალიაში ნათრევი მაიმუნი, როდესაც ცხოველთა მეფის აქა-იქ შემორჩენილ ძვლებს ხედავს. რა მოხდებოდა მაშინ, თუკი ეს მშიშარა მაიმუნი პირისპირ შეეყრებოდა ნადირთა რომელიმე მრისხანე წარმომადგენელს?
როცა თანამედროვე ლიბერსექტანტი სხვათა იდეებს რადიკალურობის გამო აყივნებს, ჭაობის ზომიერებას ქადაგებს და ჭეშმარიტად თავისუფალი, აზრის განსულიერებული კრიტიციზმის სიმძაფრეს ,თვისი რაციონალური ცრურწმენებით აკნინებს, ხომ არ ავიწყდება მას, რომ ლიბერალიზმის ავანსცენაზე გამოჩენა, აბსოლუტურად რადიკალურმა იდეათა და მოქმედებათა ჯაჭვურმა რეაქციებმა განაპირობეს? განა ფრანგული რევოლუცია, თავისი ხასიათით, გნებავთ არსობრივად, გინდაც გარეგნულ ფორმებში გამოვლენილი, რადიკალური არ იყო?
დღეს, ლიბერალიზმის კრიტიკაა ერესი და მკრეხელობა. ტრადიციული რელიგიების ზერელე გაქილიკება კი, ინტელექტუალური სნობებისა და ლიბერს დამონებული კარიკატურების საყვარელი თავშესაქცევია.
ადამიანსა და ცხოველს შორის ორი უმთავრესი განმასხვავებლის გამოყოფას თუ შევეცდებით, გვერდს ვერ ავუვლით ამ განსხვავებათა შორის უმთავრესთ : აზროვნების ნებასა და სინდისიერების შინაგან მოთხოვნილებას. რაკი ლიბერალები ორივე მათგანს მოისაკლისებენ, ძალაუნებურად გვიჩნდება ეჭვი, რომლის ქაღალდზე გადმოტანას გადამეტებულად მივიჩნევ, ვფიქრობ, ეს ის უიშვიათესი შეკითხვა იქნებოდა, რომელსაც მხოლოდ ერთი პასუხი აქვს და ამავდროულად ვერც გვაკმაყოფილებს.
ლიბერალთა აზროვნება და შემეცნება, მოკლებულია იმ უმაღლეს, მიუღწეველ მიზანს, რომლის მიუღწევლობის გაცნობიერება აღძრავს გაცხოველებულ ნებას აზროვნებისკენ. თუ არ არსებობს შემეცნებისთვის მიუღწეველი მიზანი, მაშინ არ არსებობს აზროვნების მგზნებარე ნებაც. ლიბერთეისტისთვის, შემეცნების მიზანი წინდაწინვე განსაზღვრულია, როგორც მარტივად თუ ძნელად მიღწევადი რამ, ამიტომაც, ყოველ მცირე აზროვნებით ნაბიჯზე, იქმნება იმის ილუზია, რომ მიზანი მიღწეულია; ასეთი სავალალო შედეგი მოსდევს სასრული მიზნის აბსოლუტიზების მდაბალ იდეას, რაჟამსაც გახელებით უარჰყოფენ აზროვნების უსრულ სამიზნეს, მას, ვინც თავად არის ყოველგვარი აზროვნების შემქმნელი და თავის თავში დამტევი.
სამყარო და ჩვენი სიცოცხლე, გამაოგნებლად დიადი საიდუმლოა, ასე რომ, თუ რომელიმე ლიბერთეისტს არაფერი აკვირვებს ან აოცებს, ეს მხოლოდ მის იმბეცილიზმსა თუ აზროვნების სრულ დამბლაზე მეტყველებს.
ლიბერალიზმი თავის თავშივე და მის გარეთაც, გამორიცხავს ყოველგვარ ფილოსოფიურობასა თუ აზრის სიღრმეს.
ჰხამს, ყოვლის გამწონავი და ყოველივეში შთამსვლელი ინსტინქტურ-მჭვრეტელობითი გონის აღზევება, რამეთუ, ყოველივე მოწამლა და წაბილწა რაციონალურმა გონმა, აწ ჰღირს იმის აღნიშნვნაც, რომ საკუთარი თავის დიქტატორად დანიშვნითა და რამდენიმესაუკუნოვანი ბატონობით, მან, პირველ რიგში თავისივე თავი გააცამტვერა, დაე, ნელი თვითმკვლელობით დაასრულოს სიცოცხლე მან, რომელსაც არ დაუმსახურებია სწრაფი სიკვდილი-გმირთა და უკვდავთა განუყრელი თანამგზავრი, რომელიც ზიზღით აუვლის გვერდს ლიბერთა სათრეველად და ჯამბაზად ქცეულ რაციოს.
პოსტმოდერნისა და ნეოლიბერალიზმის ყალბი ფილოსოფია, “შინაგანი მონობის“ პრობლემის გადაჭრას, მისივე დაკანონებითა და ლეგიტიმაციით შეეცადა. “ღია საზოგადოებისა“ და მსგავსი, არაფრისმთქმელი, იდიოტური და ბოდვითი იდეების კონსტატირებით, პოსტმოდერნის მდაბიორნი ცდილობდნენ გარეგანი თავისუფლების ექსტრემიზებით გადაელახათ შინაგანი მონობა. ამისათვის საჭირო გახდა, ადამიანის იმგვარი ტიპის გამოყვანა, რომელიც იქნებოდა მაქსიმალურად ზერელე და ზედაპირული, კონსიუმერული, ეგზისტენციალურ მსოფლშეგრძნებასა და აბსტრაქტულ აზროვნებას მოკლებული, სტერილური გრძნობებითა თუ მოკვდინებული იდეალებით. ადამის ძის თანდათანობითი დამცრობა და მისი ლიბერალ ჩანდალამდე დაპატარავება, პოსტმოდერნის ცრუფილოსოფიას, უქმნიდა იმის ილუზიას, რომ ამ გზით გადაწყვეტდა „შინაგანი მონობის“ პრობლემას. ცხადია ეს ასე არ მოხდა და ისტორიამ მასხრად აიგდო პოსტმოდერნის მონური პოსტულატები.
ფროიდმა,სექსუალობის დოგმატიზაციით სცადა აბსურდის გამართლება და არა მხოლოდ გადაფარვა. ზუსტად ასევე, ნეოლიბერალიზმმა, პოსტმოდერნის რელატიური მორალის გამოყენებით, სცადა თვისი ამორალურობის გამართლება „მტრების ცოდვებზე“ მითითებით. გასაგებია, რომ ლიბერალიზმის ფარისევლურმა დოქტრინამ, გამოიყენა პოსტმოდერნი მტრის დასაყოფად და საკუთარი თავის აბსოლუტიზაციისთვის, მაგრამ საკითხავი აქ ის არის, რამდენად შეუძლიათ ლიბერალ-შიმპანზეებს ამ პროცესის ბოლომდე გაკონტროლება, ან საერთოდ, უჭირავთ კი ხელში მართვის სადავეები? საქმე იმაშია, რომ გაბატონებულმა და საყოველთაო რელატივიზმმა ყველაფერი დაჰყო, დაანაწევრა და დაჩეხა, უმაწყალოდ გაიხლიჩა და დაპატარავდა : დრო, სივრცე, სიკეთე, ბოროტება, ჭეშმარიტება, ძალაუფლების ნება, სიყვარული, თავად ლიბერალთა ტვინი (ცხადია, თუ მსგავსი რამ, ამ უკანასკნელთ ჯერ კიდევ მოეპოვებათ) და ა.შ. ირგვლივ დამსხვრეული და გაბნეული ნაწილაკებია მიმოყრილი, რომელთა შორის რაიმე კავშირის დამყარება ერთობ რთულია. გონიერება მოითხოვს აღინიშნოს, რომ ასეთ ვითარებაში, ვერც ლიბერალური ღირებულებები იქნება აბსოლუტური, მეტიც, ისინი მხოლოდ გარეგნულად სჩანან დომინანტურნი, ეს ერთი მხრივ ილუზია და სიმულაციაა, მეორე მხრივ კი ეგო-ინსტინქტების გამალებული მუშაობის შედეგი. ფაქტიც სახეზეა - ჩვენ არ გვაქვს არავითარი ჭეშმარიტი თავისუფლება, თანასწორობა ან სოლიდარობა, ყოველივე სიმულაკრია, რომელიც გაიძვერულად იფარება ცნებათა განუწყვეტელი და ჰისტერიული არტიკულირებით. იქ სადაც კაცთმოყვარეობის ნატამალი არა ჰგიებს და ყოველივე მიზანთროპიის სულისშემძვრელ ბნელეთში დანთქმულა, ჰუმანიზმზე გვესაუბრებიან, იქ სადაც ხალხი უკიდურესად არის დამონებული - დემოკრატიაზე, ზუსტად ამ პრინციპით, “თეთრი ხმაურის“ მასხარები, პარლანეტის წინ, განათლებასა და „ევროპულ ღირებულებებზე“ გვიქადაგებდნენ.
საინტერესო იქნებოდა იმ მიზეზებისა და მიზეზთა მიზეზებში ჩაღრმავება, რაიც ლიბერალური თავისუფლების თანასწორობისაკენ მოდრეკას განაპირობებს. საკითხი შემდეგნაირად უნდა დავაყენოთ : საზოგადოების „თავისუფლებას“ ინდივიდის დამონებამდე მივყავართ. “ღია საზოგადოება“ პიროვნების მონობის იგივური ცნებაა. ლიბერალიზებული თავისუფლება ჰქმნის სივრცეს, სადაც ინდივიდი აღარ არსებობს, მუნ მხოლოდ ერთფეროვანი მრავალფეროვნებით დაავადებული ნახირი ჰგიებს. თუ ლიბერალიზმისთვის ამოსავალი წერტილი ინდივიდი და ინდივიდუალიზმი იყო, მაშინ მას უარი უნდა ეთქვა თანასწორობის ბოდვით იდეაზე. შეუძლებელია ცალკეული პიროვნება თავისუფალი იყოს საყოველთაო თანასწორობის პირობებში. ასეთ შემთხვევაში „თავისუფლად“ შეიძლება ჩაითვალოს ინდივიდთა ერთფეროვანი ჯამი და არა ადამიანი თავისთავად.
მარტივად რომ ვთქვათ, თავისუფლება და თანასწორობა ერთდროულად, ერთ სივრცეში ვერ იარსებებენ. იქ სადაც თავისუფლებაა, არ არსებობს არავითარი თანასწორობა, ხოლო იქ სადაც თანასწორობაა, იკარგება თავისუფლება. ისინი ერთი-მეორეს აცამტვერებენ ან ანეიტრალებენ. ამ განეიტრალების იდეალური მაგალითია, დღევანდელი დასავლური ე.წ. ლიბერალური დემოკრატია, რომელშიც არც თავისუფლებაა და აღარც თანასწორობა.
ლიბერალ უნტერმენშში ძლიერი და ღრმაა ქრისტიანობისადმი ზიზღი. თავს მოვალედ ვრაცხ, აგიხსნათ ის ფსიქიკური მექანიზმი, რომელიც სიძულვილის ამ სახეობას უდევს საფუძვლად. საქმე იმაშია, რომ ლიბერალი ძალუმად შეიგრძნობს თვის ქრისტიანულ წარმომავლობას. ლიბერალიზმი ქრისტიანობის ბუში და ნაბიჭვარია, რომელიც ვერ იტანს თავის მშობელს. მისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საკუთარი მამის უარყოფა - აღიარება სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა. ამას მე ლიბერალში თანშობილ სმერდიაკოვის სინდრომს ვუწოდებდი.
მკითხველი იკითხავს, რატომ აქვს ლიბერალისთვის მშობლის უარყოფას ასეთი გადამწყვეტი მნიშვნელობა? მისი აღიარებით, ლიბერალიზმს ილუზორული ავთენტურობა, ამპარტავნება და გადარჩენისთვის აუცილებელი რესენტიმენტი გამოეცლებოდა ხელიდან. ლიბერი ცხადია გრძნობს თვისი მოძღვრების ნაკლულობასა და სიბეჩავეს, შინაგანად აცნობიერებს, რომ ის დიდი ქრისტიანული პარადიგმის მცირე ჩამონაჭერია - სწორედ ეს შეგრძნება ახელებს მის სიძულვილს.
მამისა და მფარველის გარეშე შთენილ ლიბერალს, ახალი „რკინის ხელი“ სჭირდება. ანალიტიკური ფსიქოლოგიის ენაზე, ამას “need for masculine guidance” ეწოდება. ლიბერალი ჩანდალასათვის, ისლამი სწორედ ასეთი მკაცრი და პატრიარქალური მბრძანებელია.
ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ ლიბერალიზმი ქრისტიანობის ინვერსირებული ვერსიაა. შესაბამისად, ლიბერალიც სხვა არაფერია თუ არა დაავადებული ქრისტიანი. ორთოდოქსალური ქრისტიანული რელიგიისთვის, მორჩილება ერთ-ერთი უმთავრესი სიქველეა. ჯანსაღ ქრისტიანში : მოყვასისადმი სიყვარული, საკუთარი ღირსების შეგრძნება, ძალების სიჭარბე, სიმამაცე და თავგანწირვის სურვილი აღძრავს ღვთაებრივი თავმდაბლობისა და მორჩილების მოთხოვნილებას. ქრისტიანის კარიკატურა კი, რომელსაც ლიბერალს უწოდებენ, მოკლებულია ზემოთ ჩამოთვლილ კეთილშობილურ თვისებებს. ამდენად, მისი, როგორც გადაგვარებული ცხოველის მორჩილებაც ინვერსირებულია. ლიბერალში მორჩილებას სიმხდალე, ლაჩრობა, სისუსტის შეგრძნება (რომელსაც ისინი ჰუმანიზმს ეძახიან) და მტრისადმი არსებული შიში განაპირობებს. ლიბერალის მორჩილება არც არის თავისუფალი ნების გამოხატულება - ეს მისი კაპიტულაცია და დაავადების უკანასკნელი სიმპტომია.
დასავლეთ-ევროპული ლიბერალიზმი დაემორჩილა ისლამს, რადგანაც მისთვის წინააღმდეგობის გაწევის ძალა არ შესწევს.
განმანათლებლობის მიერ დოგმატიზებული რაციონალიზმი, ყველაზე დიდი თვითმოტყუების აქტია ისტორიაში. რაციონალიზმი სისულელეა - ის ღრმა შემეცნებისგან გაქცევა და ინტელექტუალური ლაჩრობის ნიშანია.
ჩემო მკითხველო, ახლა ჩვენი მიზანია მოვიძიოთ ის მიზეზები, რაიც რაციონალიზმის მონიზმისკენ მოდრეკას განაპირობებს. რაციონალიზმი შემეცნების ერთ-ერთი, დაბალ საფეხურზე მდგომი ასპექტია - ის საკუთარ თავში გამორიცხავს აზროვნების უმაღლეს ფორმებს -ჭვრეტასა და მჭვრეტელობას, ინტუიციას, ინტელექტუალურ ინსტინქტს -ერთი სიტყვით ყოველივეს, რაც ქმნის იმას, რასაც მე მისტიკურ გონს ვუწოდებ. რაციონალიზმი ეფუძნება გონების ერთი ასპექტის მთლიანობისგან გამოცალკევებას და ამ ნაწილაკის შემდგომ აბსოლუტიზებას. აქ უკვე იკვეთება მისი მონისტური ხასიათი და რეპრესიული ბუნება - ის ეჭვითა და ამპარტავნებით შესცქერის მმეცნების განსხვავებულ ფორმებს, საბოლოოდ კი გადაჭრით უარჰყოფს მათ არსებობას. მასში პატივმოყვარეობას ცნობიერების შეზღუდულობისა და აზრის ზედაპირულობის მწველი შეგრძნება წარმოშობს. რაციონალიზმი ჯერ კიდევ გონების ფარგლებში ავლენს თავის მონისტურ და რეპრესიულ ბუნებას. მაშ, რა გასაკვირია, რომ ის ეფექტურად გამოიყენება ლიბერალური ტოტალიტარიზმის მიერ, როგორც ბასრი და საშიში იარაღი? რაციონალიზმი, თავის მტრებს, მათი არსებობის უარყოფის ხარჯზე ანადგურებს, მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ეს მტრები არსებობას ჭეშმარიტად წყვეტენ - ისინი არაცნობიერში განიდევნებიან, ცნობიერებისთვის მოუხელთებელნი კი ბევრად უფრო სახიფათონი ხდებიან მისი უარმყოფელისთვის. მათი დაბრუნება და ამბოხება გარდაუვალია... ლიბერალური იდეოლოგიისთვის, რაციონალიზმი არის საშუალება, რომლითაც გადაფარავს და ამართლებს საკუთარ ცრურწმენებს.
რაციონალიზმის საბურველში გახვეული, ომიც კი მშვიდობად წარმოგესახება - მას ხომ თავად „დიადი“ რაციო ამართლებს.
ვაი თქვენდა, განმანათლებელო ქადაგნო, რამეთუ თქვენ მოწამლეთ კაცთა მოდგმა რაციონალიზმის სამსალით...
არ არსებობს ლიბერალიზმზე უფრო მონისტური, რეპრესიული და ავტორიტარული იდეოლოგია. ლიბერალური პლურალიზმი მონაჩმახი და სისულელეა, ლიბერთათვის მოჩვენებითი პლურალურობა და პლურალიზმის სიმულირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამით, ისინი ერთი მხრივ გადაფარავენ სისტემის მონისტურ ხასიათს, ხოლო მეორე მხრივ, ჩანასახშივე სპობენ აჯანყების შესაძლებლობას.
განმანათლებლობა, არის მოძღვრება, რომელიც ეგო-ს საკუთრებად, მის პრივილეგიად და თვითნებური სიკეთის გამომხატველ ჟესტად გარდასახავს ქრისტიანულ ღირებულებებს - განმანათლებლობა ქრისტიანობის ეგოცენტრული მეტამორფოზა და რაციონალიზირებულ-კასტრირებული რელიგიაა. ეგო-ს ამგვარი აბსოლუტიზების შემდეგ, საფუძველი ეცლება ლიბერალურ-ალტრუისტულ დოგმებზე სასოწარკვეთილ ქადაგებას. ასეთ შემთხვევაში, ყველა ვინც ჰუმანისტურ-ტოლერანტულ ღირებულელებს სკეპტიკური თვალით უცქერის, ყოველი განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანი, რომლისთვისაც რაციონალიზმი არ არის ერთადერთი ჭეშმარიტება, ჩაითვლება „განუვითარებელ“,“ჩამორჩენილ“,“რეტროგრად“ ინდივიდად, რომელიც პროგრესის მტერი და მაშასადამე მათი მოწინააღმდეგეა. რაც ყველაზე მთავარია, ლიბერალური ეგოცენტრიზმისთვის, დასაშვები ხდება ასეთი მტრის განადგურება სიკეთის, სინათლის, პროგრესისა და მშვიდობის სახელით. განა ომი მშვიდობისთვის ომი არაა? თანასწორობა, სოლიდარობა, ტოლერანტობა, მშვიდობა ფერმკრთალი ქიმერებია, რომელნიც განმანათლებელი გაიძვერასათვის საშუალებათა ფორმებს წარმოადგენენ, ძალაუფლების ნების განსახორციელებლად.
განმანათლებლობა, ერთი მხრივ, ჰქმნის პროგრესის ილუზიას, როდესაც ქრისტიანულ ღირებულებებს ეპოქის შესაბამის სახელებს უძებნის და არქმევს, შემდგომ კი, ამ სახეშეცვლილ, ანთროპომორფულ დოგმებს, ეგო-სა და რაციოს საკუთრებად გარდასახავს, მეორე მხრივ, ის ამითვე აშენებს იდეალურ პლაცდარმს იმისათვის, რათა ლეგიტიმური და დასაშვები გახადოს ჯერ ყოველი განსხვავებული აზრის დემონიზება, ხოლო შემდეგში მტერთა მასობრივი განადგურება.
* * *
ლიბერალური ინდივიდუალიზმი ებრძვის და აუქმებს კოლექტიური თუ სოციალური იდენტობის ყველა აქამდე არსებულ, ტრადიციულ და ბუნებრივ ფორმას. იგი უარჰყოფს : ცივილიზაციურ, კულტურულ, ეროვნულ - ისტორიული პროცესების კვალდაკვალ ჩამოყალიბებულ, ადამიანის ყოველ კოლექტიურ იდენტობას.
ლიბერალური ინდივიდუალიზმი, რომელიც თავისი არსით სოციოპათიური, მიზანთროპული და ექსტრემალურია, აგრეთვე იმ საზოგადოებრივ-კულტურული მოწყობის ფორმებს აცამტვერებს, რომელზეც დაფუძნებულია ყველა ჯანსაღი და სიცოცხლისუნარიანი ცივილიზაცია. ყოველი ძლევამოსილი სახელმწიფოს უკან დგას ძლიერი ოჯახის ინსტიტუტი. ამდენად, ლიბერალური შიზოფრენია სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში იწვევს ოჯახურ იდენტობას - დედა და მამა, გენდერულად ნეიტრალური "მშობელი 1" და "მშობელი 2"-ით ჩანაცვლდა, რაც უკვე რეალურად ქცეული, კონსტიტუციურად დაკანონებული სიგიჟეა და ოდენ დაცინვითა თუ ირონიით ვეღარ გადაიფარება.
ინდივიდუალიზმის პროგრესული დამბლა, საბოლოოდ პიროვნების იმ უკანასკნელ იდენტობასაც ებრძვის, რომელსაც შეიძლება რამე კავშირი ჰქონდეს სოციუმთან ან გარესამყაროსთან. ლიბერალური ინდივიდუალიზმის პირობებში, სქესი აღარ არის ბიოლოგიური მოცემულობა - ადამიანმა თავად უნდა აირჩიოს საკუთარი სქესი. ცხადია, რომ გონიერ ადამიანს შეუძლებელია ასეთ სისულელეზე არ გაეცინოს, მაგრამ თანამედროვე ბიო-ეთიკა და ლიბერალური დემოკრატიის აგრესიული კულტურული პოლიტიკა, აქტიურად ამკვიდრებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ბევრისთვის წარმოუდგენელ, ანტისამეცნიერო, შიზოიდურ დოგმატიზმს.
და მაინც... ადამიანი, თავისი არსით სოციალური არსებაა, მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კოლექტიური იდენტობის ქონა. შედეგად,  საკუთარ ფესვებსა და ისტორიას მოწყვეტილი უნტერმენში, რომელსაც არ გააჩნია არც ცივილიზაციური, არც კულტურული, არც ეროვნული, არც რასობრივი იდენტობა, არ აქვს არც სქესი და არც ოჯახი - შეუძლებელია არ გაერთიანდეს იდეოლოგიურად ინდოქტრინირებულ, აგრესიულ და ტერორისტულ სექტაში, ისეთში, როგორიც არის ვთქვათ ანტიფა. ის ღორების კოლტი, რომელთა ჯოგურმა გაცხოველებამ დასავლური ცივილიზაციის მრავალი სახელმწიფო მოიცვა, ლიბერალური დემოკრატიის პირდაპირ შედეგს წარმოადგენს და არ არსებობს მის გარეშე. ლიბერალური შიზოფრენია კვებავს ბნელ ინსტინქტებზე დაფუძნებულ დესტრუქციულ ნახირს, რომელიც კაცობრიობას უფსკრულისკენ მიერეკება.
ჩვენი ეპოქა ერთი ძალზე სიმპტომატური ნიშან-თვისებით ხასიათდება. ნახირის წარმომადგენელ, რიგით უსახურ არსებას ილუზია აქვს, რომ ინდივიდია. ჯოგის წევრი, რომელიც არსებითად არაფრით განირჩევა სხვებისგან, ინდივიდუალიზმის კულტს ქმნის და ისტერიულად ცდილობს იმის დამტკიცებას, თითქოს სხვებისგან განსხვავებული ცხოველი იყოს. დღეს გაბატონებული დომინანტური ფორმაცია, დიდხანს, ძალზედ ფარისევლურად მალავდა თავის პლებეურ წარმომავლობას - ლიბერალური დემოკრატია არის : მდაბიორების, ქვემდებარე არსებების, მონების იდეოლოგია, რომელთაც პრეტენზია გააჩნიათ იმაზე, რომ არისტოკრატიას წარმოადგენდნენ. უსულო არსება კი ვერასოდეს გახდება არისტოკრატი. არისტოკრატია სულიერი ბუნებისაა და იგი დაგროვილი კაპიტალით არ კომპენსირდება. 
ლიბერალური დემოკრატიისთვის დამახასიათებელია გამთიშავი, დეზინტეგრაციული ხასიათის მქონე დუალიზმი, რომელიც გულისხმობს ოლიგოფრენიულ ინდივიდუალიზმსა და ჯოგურ ინსტინქტებს შორის იმთავითვე ჩამოყალიბებულ გადაულახავ წინააღმდეგობას. ლიბერალური ინდივიდუალიზმი - ქრისტიანული, ტრანსცენდენტული ინდივიდუალიზმის სუროგატია - იგი მყიფე, მყარ საფუძველს მოკლებული და თეატრალურია, ამდენად, დროთა განმავლობაში, ჯოგურ ინსტინქტებთან დაპირისპირებაში კიდევ უფრო იფიტება, საბოლოოდ კი მთლიანად მასზე დაქვემდებარებული ხდება. ასეა, ჭკუასუსტების ინდივიდუალიზმს, თანდათან კიდევ უფრო ჭკუასუსტი, მაგრამ ძლიერი ინსტინქტებით აღტყინებული ბრბო ამარცხებს. ინდივიდი და ჯოგი ასეთ პროცესებში ურთიერთგადაიფარებიან - ინდივიდი ჯოგია და ჯოგი ინდივიდია. 
ის მოვლენები, რომელსაც  დღეს ჩვენ თვალს ვადევნებთ სავსებით ლოგიკურია და  ისტორიული განვითარების ნატურალურ შედეგს წარმოადგენს. მოცემულმა ფორმაციამ სრულიად ამოწურა საკუთარი თავი და უკვე აშკარად გამოვლინდა მისი : ანტიცივილიზაციური, პლებეური, მიზანთროპული და ნეკროფილური ბუნება.
ის უცნაური ფენომენი, რომ რატომღაც, მხოლოდ ლიბერალიზმის რელეგიტიმაციის მიზნით იხსენებენ საუკუნეების წინ დაწერილ კლასიკურ ტექსტებს, რომელიც დღეს მტვრიანი, მივიწყებული და უმნიშვნელოა, გარდასულ დროში შექმნილ ყავლგასულ დოქტრინებს, რითიც დღეს თავად ლიბერალებიც არ ინტერესდებიან - სერიოზულ და ღრმა ანალიზს საჭიროებს. საინტერესოა, რომ ეს მოფილოსოფოსო სუბიექტები, იმავეს არ აკეთებენ სხვა იდეოლოგიის მიმართ. ავიღოთ მაგალითად ნაციონალიზმი. არავინ ამბობს იმას, რომ ამ "ნაციონალიზმს" არავითარი კავშირი არ აქვს "ჭეშმარიტ" ნაციონალიზმთან, არავინ ახსენებს ნაციონალიზმის ლეგიტიმაციისთვის : ფიხტეს, ჰერდერს ან სხვა რომელიმე მოაზროვნეს. პირიქით ხდება - ნაციონალიზმის დემონიზაციის მიზნით, შიზოიდური აკვიატებულობით ცდილობენ მის დაკავშირებას : გენოციდებთან, მიზანთროპიასთან, ომებთან, ნარცისისტულ ეგოიზმთან და ა.შ. ვფიქრობ, ეს პლებეური და ზერელე აზროვნების გამოხატულებაა. თავად ლიბერალური მეინსტრიმი ამკვიდრებს ილუზიას, რომ ეს "ლიბერალიზმი" არ არის "ნამდვილი", რომ სადღაც, მიღმიერ სამყაროში არსებობს "ჭეშმარიტი ლიბერალიზმი", რომ რამდენიმე უფერულმა ინტელექტუალმა, საუკუნეების წინ შექმნა 3-4 "გენიალური" ტექსტი და იქ შევხვდებით ლიბერალიზმის ყველა საიდუმლოებას. სინამდვილეში ეს ყველაფერი ბუტაფორია და მირაჟია. ფარდის უკან არც არაფერია, მეფე შიშველია, არ არსებობს არავითარი ჭეშმარიტი ლიბერალიზმი - ლიბერალიზმი ზუსტად ის სიბინძურეა, რასაც წლების განმავლობაში ვხედავთ, რასაც დიდი ხანია მიგვაჩვიეს. არ არსებობს ჭეშმარიტი ლიბერალი, ისევე როგორც არ არსებობს ჭეშმარიტი ქრისტიანი. სჯობს შევეშვათ ილუზიებში ცხოვრებას და მწარე რეალობას თვალი გავუსწოროთ. "კლასიკური ლიბერალიზმის" დოქტრინა, იმთავითვე გამოირჩეოდა აზროვნების შეზღუდულობით, გადაულახავი შინაგანი წინააღმდეგობით, ქრისტიანული დოგმების იმიტაციითა და სეკულარული შიზოფრენიით; იდიოტიზმი, კი როგორც კარგად ვიცით, დაუსრულებლად პროგრესირებს, ვიდრე საკუთარ თავს არ გაანადგურებდეს...
скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
გეგი კუხალეიშვილი - ნათელი და ბნელი ლოგოსის ურთიერთმიმართების საკითხისათვის გეგი კუხალეიშვილი - ნათელი და ბნელი ლოგოსის ურთიერთმიმართების საკითხისათვის ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / ფილოსოფია / მომხმარებლები ზურა ოდილავაძე - სოციალური რევოლუციების სპირალი, ანუ ბედნიერების დევნაში ზურა ოდილავაძე - სოციალური რევოლუციების სპირალი, ანუ ბედნიერების დევნაში ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / პუბლიცისტიკა / მომხმარებლები გოჩა გვასალია-რეცენზია გეგი კუხალეიშვილის ნაშრომზე გოჩა გვასალია-რეცენზია გეგი კუხალეიშვილის ნაშრომზე ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / ფილოსოფია / გამოქვეყნებული გეგი კუხალეიშვილი  "ლიბერალიზმი არის კაცობრიობის ტრანსფორმაცია საქონელთა ჯოგად" (cattle, ნახირი) ("Ecce Homo") გეგი კუხალეიშვილი "ლიბერალიზმი არის კაცობრიობის ტრანსფორმაცია საქონელთა ჯოგად" (cattle, ნახირი) ("Ecce Homo") ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / გამოქვეყნებული დავით ანდრიაძე  -  მწერალი — ძალაუფლების ინვესტორი დავით ანდრიაძე - მწერალი — ძალაუფლების ინვესტორი ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / ფილოსოფია / გამოქვეყნებული
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge