გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

გეგი კუხალეიშვილი - ნათელი და ბნელი ლოგოსის ურთიერთმიმართების საკითხისათვის

     იოსებ სტალინი, თავის ერთ-ერთ გამორჩეულ ტექსტში - „ანარქიზმი თუ სოციალიზმი“, ძალზედ საინტერესო მოსაზრებას გვთავაზობს: „ჰეგელის ფილოსოფიური სისტემა, რომელიც უცვლელ იდეას ემყარება, თავიდან ბოლომდე მეტაფიზიკურია. მაგრამ ცხადია აგრეთვე ისიც, რომ ჰეგელის დიალექტიკური მეთოდი, რომელიც უარყოფს ყოველივე უცვლელ იდეას - თავიდან ბოლომდე მეცნიერული და რევოლუციურია."
სამწუხაროდ, აქ ვრცლად ვერ განვიხილავ ჰეგელის ფილოსოფიური სისტემის მატერიალისტური ინტერპრეტაციის შეზღუდულობას, ვიტყვი მხოლოდ ერთს - ჰეგელის დიალექტიკა არათუ უცვლელ იდეებს არ უარჰყოფს, არამედ ესწრაფვის ამ მარადიული იდეების, ყოფიერების მარადმედინი, ცვალებადი და ყოველივეს შთანმთქმელი ვულკანური ნაკადის ბატონობის პირობებში, ჩვენთვის მოცემულ გრძნობად სამყაროში, აბსოლუტურ და სრულყოფილ დაფუძნებას.
ი.ბ. სტალინის აღნიშნული შეხედულება, ჩემს გონებაში, უცნაურად (თუმცა, როგორც შემდგომში გავარკვიე, სავსებით „ლეგიტიმურად“) დაუკავშირდა ნიცშეს ერთ შთამბეჭდავ განაზრებას: „მეცნიერების გამარჯვება კი არ არის ჩვენი მე-19 საუკუნის განმასხვავებელი ნიშანი, არამედ მეცნიერული მეთოდის გამარჯვება მეცნიერებაზე."
     სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ნიცშეს ამ წარმოუდგენელი სიღრმის სიტყვებს არ მოჰყოლია საკმარისად ღირსეული და სოლიდური რეფლექსიაე.წ.  „ინტელექტუალურ წრეებში“. 
     გერმანელი ფილოსოფოსი, ძირისძირობამდე აცნობიერებდა იმ უდიდეს საფრთხეს, გარდაუვალ დეკადანსსა და ზნეობრივ-ინტელექტუალურ დეგენერაციას, რომელიც აუცილებლად მოჰყვებოდა მეტაფიზიკის მეცნიერებით ჩანაცვლებას, ან უფრო სწორედ რომ ვთქვათ, ტრადიციული მეტაფიზიკის შეცვლას, „ახალი მეტაფიზიკით“, მეცნიერული ფუნდამენტალიზმითა და რაციონალისტური დოგმატიკით. ნიცშე, ჭვრეტდა რა მომავლის მატერიალისტური მესიანიზმისა და მეცნიერების რელიგიად გარდაქცევის გარდაუვალ შედეგს, ჩანასახშივე ცდილობდა მის მოშთობასა და გაცამტვერებას. რატომ? მეცნიერული მეთოდი მოუხელთებელი, ცვალებადი, მოძრავი და დაუდგრომელია, იგი კრიტიკული, ეჭვიანი და მოუსვენარია, ამდენად საკუთარი თავისგან არასოდეს/ვერასოდეს ააშენებს ახალ ტაძარს. მეცნიერება კი, როგორც ძალაუფლების ნების ერთგვარი გამოვლინება, საკუთარი თავისგან ცდილობს ახალი რელიგიის ჩამოყალიბებას - მას თავად უჩნდება პრეტენზია აბსოლუტურობაზე და თვითდაეჭვების სასიცოცხლო აქტს შიშით იშორებს თავიდან. რელიგიად გარდაქცეული მეცნიერებისთვის, მეცნიერული მეთოდი მხოლოდ ხელისშემშლელი ფაქტორი და აბეზარი შხამიანი ბუზია. 
      ჰაიდეგერი, სრულიადაც არ ხუმრობდა მაშინ, როდესაც ბევრისთვის შოკისმომგვრელ განცხადებას აკეთებდა - „მეცნიერება არ აზროვნებს. „  იგი გენიალურად იაზრებდა იმ ეზოთერულ ფაქტს, რომ მეცნიერება ბნელი ლოგოსისა და ძალაუფლების ნების ერთ-ერთი უხეში და ამავდროულად ძალზედ თვალთმაქცური გამოვლინებაა. მეცნიერება არ აზროვნებს -  იგი ერთდროულად არის, როგორც ბნელი ლოგოსის ძალების გამტარი, ისე საშიში და საჭირო ინსტრუმენტი ძალაუფლების ნებისთვის. ყველაფერთან ერთად, მას ახასიათებს ერთი ძალზედ სიმპტომატური და მრავლისმეტყველი სწორხაზოვნება, რომელიც თავის თავში იუნჯებს ძალზედ ავთვისებიან ფარისევლობას - მეცნიერება, მეცნიერულ მეთოდს იყენებს ყველას და ყველაფრის წინააღმდეგ, მაგრამ არასოდეს მიმართავს ამ უკანასკნელს საკუთარი თავისკენ. ასეთ დროს, იგი დიდ საფრთხეს წარმოადგენს არამხოლოდ ადამიანისთვის, როგორც ტრანსცენდენტირებადი არსებისთვის, არამედ საზოგადოდ ყოფიერებისთვისა და სიცოცხლის ჯანსაღი მიმდინარეობისთვის. 
       სამწუხაროდ, ჩვენს „ჰუმანისტ ღმერთმებრძოლებს“, მეტისმეტად ზერელე და სწორხაზოვანი შეხედულება აქვთ ქრისტიანობისა და მეცნიერების ურთიერთმიმართების საკითხზე. თავიანთი ზედაპირული და მდაბიო მოსაზრებათა ექოლალიური კონსტატირებით, ისინი სრულიად ავლენენ ამ შიზოფრენიული იდეების წარმომავლობის ქვემდებარე ბუნებასა და ინსტინქტების გადაგვარების იმ უცილობელ სიმპტომებს, რომელიც საფუძვლად უდევს მათ ინვერსიულ მოქმედებას. 
      მე-20 საუკუნის, ერთ-ერთი ღირსსახსოვარი მოაზროვნე, კარლ იასპერსი, გასაოცარი სიღრმითა და შორსმჭვრეტელობით განიხილავს ქრისტიანობისა და თანამედროვე მეცნიერების ურთიერთდამოკიდებულებას. იასპერსი, ამ საკითხს აყენებს ისეთი სიმაღლიდან, რომ მეცნიერების აპოლოგეტი საშუალოსტატისტიკური ინდივიდის ცრურწმენებისთვის ფაქტიურად ადგილს არ ტოვებს. იასპერსის მწვერვალიდან წარმოთქმული განაზრებანი, სრულიად მიუტევებელი და შეუწყნარებელი მკრეხელობაა რაციონალისტი ჩანდალასათვის, ვისთვისაც ჩვეულებად ქცეულა მეცნიერული დოგმებისადმი ფანატიკური რწმენა. იასპერსთან საკითხი დგას ასე - მეცნიერული კვლევა-ძიება და ბუნებისმეტყველებით გატაცება აწ გარდასულ ცივილიზაციათა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი იყო, მაგრამ მეცნიერების იმ სპეციფიკური ფორმის გამოჩენა და გაბატონება, რომელსაც თანამედროვეობა იცნობს, აბსოლუტურად უნიკალური და განსხვავებულია თავის წინამორბედთაგან, რაიც გამოიხატება მის არაორდინალურ ლინეარულობასა და ტექნოლოგიური პროგრესის აქამდე არნახულ ფურორში და რომელიც, მხოლოდ და მხოლოდ ქრისტიანულ ქრონოტოპოსში გახდა შესაძლებელი. მთავარი კითხვა დაახლოებით ასე ჟღერს ; რატომ მაინცა და მაინც ქრისტიანულ ცივილიზაციაში გახდა შესაძლებელი მეცნიერების ამგვარი ინვარიაციის გამოჩენა? იასპერსი ამ შედეგს უკავშირებს ქრისტიანული ინსტინქტებისა და იმპულსების მაქსიმალისტურ, უკიდურესობამდე მისულ ბუნებას. ქრისტიანული ლინეარიზმი, სწორხაზოვანი დროის სახარებისეული იდეა, უფსკრულისა და სამყაროს აღსასრულის ფატალური შეგრძნება, მუდამ წინ და მხოლოდ წინ სიარულის დაუოკებელი წყურვილი, შინაგანი პატიოსნება და მასში გამოხატული უმაღლესი პრინციპებისადმი აბსოლუტური ერთგულება, ეს და სხვა ქრისტიანული იდეალები საფუძვლად დაედო თანამედროვე სამეცნიერო ეთოსს და აქამდე არნახული ტექნოლოგიური პროგრესი მოიტანა. საქმე იმაშია, რომ ე.წ. თანამედროვე მეცნიერების ყოველი მიღწევა ქრისტიანული სულის საძირკველზე დგას, მასშია დავანებული და მისგანვე ამოდის. 
       ის, ვინც უარჰყოფს ქრისტიანობას, ამავდროულად უარჰყოფს მეცნიერების იმ ფორმას, რომელიც ჩვენს დროში გაბატონებულა, რადგანაც ეს უკანასკნელი არ არსებობს დიადი ქრისტიანული კულტურის გარეშე და მისი განხორციელება მხოლოდ ქრისტიანულ ქრონოტოპოსში გახდა შესაძლებელი. 
ჩემი შინაგანი დაკვირვებით არსებობს უმაღლესი შემეცნების - ტრანსცენდენტულ სამყაროსთან ზიარების  ( აბსოლუტური გონის შემეცნების ) 5 მთავარი ფორმა/საშუალება: 
  1. ჭვრეტითი ტექნიკები
  2. გნოსტიკური სპირიტუალიზმი ( ეზოთერიკა, ოკულტიზმი და ა.შ. ) 
  3. დიალექტიკური მეთოდები
  4. საკრალურ რიტუალებში ჩართვა
  5. ღვთაებრივი გამოცხადება  ან დემონური ეპიფანია 
      ჭვრეტის საშუალებით, ჩვენ ვთავისუფლდებით გრძნობადი სამყაროს მარწუხებისგან, ვეშვებით პასიურ თვითჩაღრმავებაში, ვპოულობთ შინაგანი წონასწორობის წერტილს (რომელიც ჩვენში არსებული ღვთაებრივი საწყისია), მისი უკიდურესობამდე მისული განცდითა და ამ განცდის ცნობიერი დავიწყებით, ვიძირებით აბსოლუტურ ჰარმონიასა და ნეტარებაში. 
ჭვრეტითი გამოცდილების მიღების შესაძლებლობას გვაძლევს საკრალური ტექსტები. ჩემთვის პირადად, ასეთი ტიპის ინიციაციური განცდა, ყველაზე ძლიერი და შთამბეჭდავია სახარების ოთხთავისა და სუფიური ტექსტების (ირანული პოეზია) მედიტაციური, მჭვრეტელობითი კითხვის დროს. 
ჭვრეტითი ცხოვრება დაკავშრებულია აღმოსავლურ რელიგიებთან, ძველბერძნულ ფილოსოფიურ ტრადიციასთან, ქრისტიანობის სპეციფიკურ ინტერპრეტაციასთან და ა.შ. ჩემთვის, ჭვრეტა, როგორც მისტიკური გამოცდილების პასიური, ფემინური და სტატიკური ფორმა, თავისი ბუნებით, ებმის აპოლონურ-ქრისტიანულ, ე.წ. ნათელ ლოგოსს. 
       გნოსტიკური სპირიტუალიზმის პარადიგმა მჭიდროდ არის დაკავშირებული ნებელობისა და აზროვნების ყველაზე აქტიურ, აღვირახსნილ, გაბედულ და ჰეროიკულ აქტებთან. უმაღლესი შემეცნების გნოსტიკური ფორმა გამორიცხავს ინტელექტუალურ სიმხდალეს, ფილისტერულ ლაჩრობას, ჰარმონიისადმი მიდრეკილებასა და ყოველივე იმას, რასაც თანამედროვე საშუალოსტატისტიკური უნტერმენში „კომფორტის ზონას“ უწოდებს. გნოსტიკურ მისტიციზმში გამოვლენილი ეზოთერული ძალაუფლების ნება შემეცნების გარდამქმნელი აქტების სრულ რადიკალიზებასა და ექსტრემიზებას ახდენს. მიზანი - ოკულტური ძალების უკიდურესი დაძაბვისა და შეკრების ხარჯზე, ნებისმიერ ფასად მიღწეული ხორციელი ტრანსცენდენცია.
       სეკულარისტი მასხარებისა და უსულო, დემოკრატი ტურების ჩაბნელებულ ეპოქაში, ისეთი ტიტანების სახელები, როგორებიც არიან : მაისტერ ეკჰარტი, რუდოლფ შტაინერი, ემანუელ სვედენბორგი, იულიუს ევოლა თუ რენე გენონი ბევრს ვერაფერს გვეუბნება. უმაღლესი შემეცნება, დღეს ოდენ ერთეულთა ხვედრია, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ე.წ. „ინტელექტუალური ელიტა“ შესაბრალისად გადაგვარებული და მმეცნებაში ბერწია. 
უმაღლეს ადამიანთათვის, ტრანსცენდეტულში შეჭრის გნოსტიკურ-ეზოთერული ფორმა ყველაზე მიმზიდველი და მაცდურია. ჩემთვის, იგი წარმოადგენს ბნელი ლოგოსის მოუსვენარი, დესტრუქციული და ყველაფრის განადგურების მსურველი ნების ერთ-ერთ გამოვლინებას. განსხვავებით აპოლონურ-ქრისტიანული ნათელი ლოგოსისგან, დიონისური, ბნელი ლოგოსი მორალურად ნეიტრალურია, მისთვის უცხოა წონასწორობის ეთიკური წერტილი, ამის გამო, მავანი იტყვის, რომ დიონისური ლოგოსი ბოროტი და სატანისეულია, რაც არაგონივრული და უსამართლო მოსაზრებაა, რამეთუ ბნელი ლოგოსის გრძნობად სამყაროში შემოჭრა თავად აბსოლუტური გონის, ღმერთის ნების გამოხატულებაა - ბნელი ლოგოსი მთელი გაშმაგებით ერთვება საქმეში მაშინ, როდესაც ე.წ. „ნათელი ლოგოსი“ გადაგვარდება და ვეღარ ასრულებს მისთვის დაკისრებულ მოვალეობას, ჩიხში შეჰყავს ყოფიერება და შეუძლებელს ხდის ადამიანის, როგორც ღვთაებრივი არსების უმაღლესი მიზნის - ტრანსცენდენციის განხორციელების შესაძლებლობას. ასეთ დროს, ბნელი ლოგოსის ძალები აქტიურდება და უმაღლესი რანგის დესტრუქციულ არსებებში ჰპოვებს თავის გამოხატულებას. ზოგიერთი ლიბერალიზებული ქრისტიანისთვის, ასეთი ტიპის ტიტანები ეშმაკის საჭურჭლეს წარმოადგენენ, სინამდვილეში კი, ისინი აბსოლუტური გონის ნების გამომხატველი ინდივიდები არიან და ოდენ ინსტრუმენტებს წარმოადგენენ მის ყოვლისმომცველ ხელში. ბოლოს და ბოლოს, რით შეიძლება გამართლდეს ჩაფლავებული მოდერნული პარადიგმა და ყბადაღებული ფრანგული რევოლუცია, თუ არა ოთხად ოთხი შედეგით; ეს ოთხი შედეგი წარმოადგენს მოდერნის ოთხ უდიდეს ისტორიულ ფიგურასა და ყოფიერებაში განხორციელებულ უზენაეს არსებას : ნაპოლეონი, სტალინი, ჰიტლერი, მუსოლინი. 
       დავიწყოთ იმით, რომ დიალექტიკური მეთოდი, ერთი მხრივ, შეიძლება ჩაითვალოს შემეცნების ეზოთერული და ოკულტური ფორმების შემავსებელ საშუალებად, მეორე მხრივ, მას ცხადია გააჩნია თავისი ავთენტური ღირებულება და ხშირად, თავად წარმოადგენს რომელიმე მისტიკოსისა თუ ეზოთერიკოსისათვის, ტრანსდენდენციისთვის აუცილებელ რაციონალურ ტექნიკას. 
       სოკრატეთი და პლატონით დაწყებული, ჰეგელით გაგრძელებული და ლოსევით დამთავრებული, დიალექტიკა წარმოადგენს ღვთაებრივ საწყისთან მიახლოების, ტრანსცენდენტული კანონზომიერებების ახსნისა და მეტაფიზიკური სამყაროს რაციონალური მოხელთების ყველაზე ფუნდამენტურ და მნიშვნელოვან მეთოდს. 
       თუ რა მომაკვდინებელი და დრამატული შედეგები შეიძლება მოჰყვეს დიალექტიკური მეთოდის საკრალური და მეტაფიზიკური ტრადიციიდან ამოვარდნას, მისი ფესვებისაგან და მიწისაგან მოწყვეტას, მითოსისაგან დაცლასა და განსულიერებას, შეგვიძლია მარტივად დავინახოთ პოსტმოდერნისტი ლაქიებისა და მდაბიორების უსულგულო, უნიჭო ტექსტებში. აქ, სახეზეა არამხოლოდ სულიერი ან ზნეობრივი, არამედ ინტელექტუალური დეგრადაცია. საქმე იმაშია, რომ შემეცნების : ჭვრეტითი, გნოსტიკური, რიტუალური თუ ეპიფანიური ფორმები, ასტიმულირებს, აღრმავებს და ტიტანურ გაქანებას აძლევს დიალექტიკურ ტექნიკებს. ეულად შთენილი, მშრალი დიალექტიკა საბოლოოდ საკუთარ თავს ჭამს და ანადგურებს, შედეგი კი აზროვნების, როგორც ასეთის, საბოლოო დამბლა და შეუქცევადი გაუქმებაა - რაიც ასე დიდებულად გამოიხატა ჩვენი დროის ე.წ.  „ლიბერალ ინტელექტუალებში“. 
აქ, უხერხული იქნებოდა მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის უდიდესი მოაზროვნეების ჩამოთვლა - ეს მეტისმეტი გაცხოველებით წარმოაჩენდა ჩვენი ეპოქის „აზროვნების“ სიმწირეს. აიღეთ და ხელახლა გადაიკითხეთ, ვთქვათ, გრიგოლ რობაქიძის ყველაზე ადრეული და შედარებით მარტივი ენით დაწერილი ფილოლოგიური ტექსტები, (არაფერს ვამბობ მის მიერ მოგვიანებით დაწერილ ფილოსოფიურ და ეზოთერულ ტექსტებზე ) და შეადარეთ აზროვნების ის შრეები დღევანდელ მეშჩანურ უბადრუკობას. გრიგოლ რობაქიძის ყველაზე ნაკლებად შთამბეჭდავი და უბრალო სტატიებიც კი, თანამედროვე „აზროვნებით“ დასნებოვნებულ ჩანდალას ფანტასტიკურად და წარმოუდგენლად მოეჩვენება. დასკვნა - ხსნა, მხოლოდ საკრალურ და მეტაფიზიკურ ტრადიციაში დაბრუნებაა, სხვა შემთხვევაში აზროვნება უბრალოდ შეუძლებელი გახდება. 
    სანამ საკრალური რიტუალების, როგორც ტრანსცენდენციისა და ინიციაციის ერთ-ერთი უმთავრესი ტრადიციული ფორმის განხილვაზე გადავიდოდეთ, აუცილებლად მეჩვენება შევეხოთ ერთ ძალზედ სიმპტომატურ საკითხს. პოლიტიკის ფილოსოფიით თავს არ მოგაწყენთ, ერთს კი ვიტყვი მხოლოდ : კორონავირუსი ამძაფრებს, აღრმავებს და უკვე ფიზიოლოგიური რადიკალიზმით აყენებს ლიბერალური დემოკრატიის ისედაც უცილობელ და გარდაუვალ კრახს. დღევანდელი პერსპექტივიდან, განსაკუთრებული ისტორიოსოფიული აზროვნება აღარაა საჭირო იმის მისახვედრად, რომ უახლოეს მომავალში, უკვე მოსალოდნელია უნივერსალური ლიბერალური დემოკრატიის, როგორც ფორმაციის სრული დეკონსტრუქცია, რასაც შედეგად მოჰყვება ახალი ცივილიზაციური ბლოკებისა და იმპერიების გამოჩენა, ახალი ტიპის ავტორიტარული სახელმწიფოები და აგრესიული ეთნიკურ-რასიული ნეო-ნაციონალიზმის აღვირახსნილი ტრიუმფი. ყოველივე ამის გამო, ისტერიასა და აგონიაში ჩავადრნილი ლიბერალები, ახლა მართლმადიდებლურ ეკლესიას მისდგნენ - თითქოს, მოცემულ გარემოებათა გათვალისწინებით, ამ უაღრესად ავტორიტეტული ინსტიტუტის მოშლა მათ რაიმე სარგებელს აძლევდეს. აქ, შეუძლებელია არ გავიხსენოთ ფიხტეს გენიალური ინტუიციით ნაკარნახევი შესიტყვება - „უინსტინქტო ცხოველი“, რომლითაც ის თავის თანამედროვეთ მოიხსენიებდა. მართლაც, განა ზუსტად ასეთი „უინსტინქტო ცხოველები“ არ არიან ჩვენი დღევანდელი „პროგრესულები“ ? ისინი მთელი სიშმაგით ებრძვიან იმ ინსტიტუციას, რომელიც გვთავაზობს, ექსტრემალურ სიტუაციებში, საზოგადოებრივი ურთიერთობების დესტაბილიზაციის პრევენციისთვის ლამის ერთადერთ საშუალებას, ინსტიტუტს, რომელიც მედგრად აკავებს, ქვემდებარე ლიბერალური სექტისთვის, ძალზედ საშიშარი შავი ლოგოსიდან მომდინარე ხთონური ძალების ამოხეთქვას, ინსტიტუტს, რომელსაც თავისი უდრეკი ხასიათით, მარტოსღა შეუძლია ჩვენი საზოგადოების მშვიდობიანი არსებობისთვის აუცილებელი მორალური მინიმუმის მიცემა/შენარჩუნება. ჭეშმარიტად, ლიბერალები, ქრისტიანობასთან ბრძოლით, ჭრიან იმ ტოტს, რომელზეც თავად სხედან. შედეგი კი, პირველ რიგში სწორედ მათთვის იქნება ტრაგიკული და სავალალო. 
      მოკლედ რომ მოვჭრათ, ლიბერალი არის გადაგვარებული ცხოველი, რომელსაც თვითგადარჩენის ინსტინქტიც კი აღარ გააჩნია. ჩვენ, ზოოლოგიიდან ვიცით, რომ ასეთი ტიპის ინვერისურებული ცხოველები ყოველთვის ცუდად ამთავრებენ თავიანთ უბადრუკ არსებობას. 
როდესაც თანამედროვე ქართველ ლიბერალთ ვახსენებთ, ჩვენ საქმე გვაქვს, არა უბრალოდ უნტერმენშებთან, ჩანდალებთან თუ ქვემდებარე არსებებთან, არამედ დაავადებულ ცხოველებთან, რომელთაც ფიზიკური არსებობისთვის მინიმალური ინსტინქტური სიჯანსაღე არ გააჩნიათ, ამდენად წარმოადგენენ რანგით ცხოველებზე უფრო დაბალ არსებებს. 
      როცა მავანი აუბრალოებს საკრალური რიტუალის ( მითუმეტეს ქრისტიანული ევქარისტიის მნიშვნელობას ) , ის ან შეგნებულად ცრუობს, ან სრული იდიოტია. ინდივიდუალური რწმენისა და ლოცვითი მედიტაციის პრიმატი საკრალურ რიტუალზე, უნიჭო პროტესტანტული ცრურწმენაა, რომელიც შესაძლოა ოდენ ანგლო-საქსურ ქრონოტოპოსში მნიშვნელობდეს, მაგრამ ჯანსაღი ნომინალისტური გადმოსახედიდან, ის მცირე კრიტიკასაც ვერ უძლებს. საქმე იმაშია, რომ ქართული ცივილიზაცია და ყოფიერება დგას ქრისტიანობის მართლმადიდებლურ ინტერპრეტაციაზე, რომელიც თავისი ბუნებით კრებითი, კოლექტივისტური და ექსტრემალურად ანტი-ინდივიდუალისტურია. ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ინდივიდი მასაში გათქვეფილი არსებაა, არამედ იმას, რომ მართლმადიდებლურ ყოფიერებაში, ინდივიდს აქვს არა თავისთავადი, დისკრეტული და ატომიზებული მნიშვნელობა ( როგორც ეს პროტესტანტულ სამყაროშია ) , არამედ შემკრები და ერთიანობისთვის თავდადებულის ინტენცია. მოკლედ, ქრისტიანობის ქართულ, მართლმადიდებლურ ინტერპრეტაციაში განყენებული ინდივიდი კი არ მნიშვნელობს, არამედ ქრისტეს მისტიურ სხეულში კრებითი და თვისობრივი პრინციპით დავანებული ინდივიდი. 
სწორედ აქედან გამომდინარეობს, ქართულ მართლმადიდებლობაში რიტუალების გადამწყვეტი მნიშვნელობა. 
       სიბრალული და ირონია მას, ვისაც ჰგონია, რომ საკრალური რიტუალების დემონიზება და პროტესტანტული ინდივიდუალიზმის ფეტიშიზაცია, რაიმე სახით დაკავშირებულია ინტელექტუალურ ან მორალურ უპირატესობასთან. ასეთ მოსაწყენ იდიოტებს, შემიძლია ვურჩიო, გაეცნონ ისეთ მოაზროვნეთა შრომებს, რომელთაც ნათლად და სიღრმისეულად აქვთ ახსნილი საკრალური რიტუალების უპირატესობა, ე.წ. ინდივიდუალისტურ ეთიკაზე, ესენი არიან : მირჩა ელიადე, იულიუს ევოლა, კარლ გუსტავ იუნგი და სხვანი. 
      საკრალური კოლექტიური რიტუალების შემსრულებელი ადამიანი, იმთავითვე ცოცხალ ტრანსცენდენტულ ტრადიციაშია ჩართული, ღვთაებრივ საწყისთან ინიციაციისთვის მას არ სჭირდება რწმენის გარდამქმნელი აქტი, რადგანაც ეს უკანასკნელი მხოლოდ მაშინღაა საჭირო, როდესაც ადამიანი უკვე მოწყვეტილია ცოცხალ მითოსსა და საკრალურ ტრადიციას. 
      რაც შეეხება ღვთაებრივ გამოცხადებასა და ეპიფანიას, ამ საკითხზე, ძალზედ ყურადსაღები ნაშრომი დაწერა ქრისტიანობის აპოლოგეტმა, გენიალურმა რომანო გუარდინიმ - „სასწაული და ნიშანი“ , სადაც შესანიშნავად არის ახსნილი ის ფაქტი, რომ სასწაული ბუნების კანონების დარღვევა კი არ არის, არამედ ბუნების უღრმეს კანონთა აღსრულების შედეგია. скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
ზურაბ ხასაია - მეტაფიზიკის შესაძლებლობის შესახებ ზურაბ ხასაია - მეტაფიზიკის შესაძლებლობის შესახებ ჟურნალი / სტატიები / ფილოსოფია / მეცნიერება / მომხმარებლები გორვანელი - შერმადინ მიქელთაძის რომანის ,,უდუმბარას" შესახებ გორვანელი - შერმადინ მიქელთაძის რომანის ,,უდუმბარას" შესახებ ჟურნალი / სტატიები / კრიტიკა / მომხმარებლები გორვანელი - მეოცე საუკუნის ქართული ფილოსოფიის მნიშვნელობა შალვა ნუცუბიძისა და მერაბ მამარდაშვილის მოძღვრებათა შედარებითი ანალიზის საფუძველზე გორვანელი - მეოცე საუკუნის ქართული ფილოსოფიის მნიშვნელობა შალვა ნუცუბიძისა და მერაბ მამარდაშვილის მოძღვრებათა შედარებითი ანალიზის საფუძველზე ჟურნალი / სტატიები / პუბლიცისტიკა / ისტორია / ფილოსოფია / მეცნიერება / მომხმარებლები გოჩა გვასალია-რეცენზია გეგი კუხალეიშვილის ნაშრომზე გოჩა გვასალია-რეცენზია გეგი კუხალეიშვილის ნაშრომზე ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / ფილოსოფია / გამოქვეყნებული მერაბ მაღრაძე - დიმიტრი უზნაძე მეტაფიზიკური აზროვნების შესახებ მერაბ მაღრაძე - დიმიტრი უზნაძე მეტაფიზიკური აზროვნების შესახებ ჟურნალი / ფილოსოფია / ფსიქოლოგია / სტატიები / მეცნიერება / გამოქვეყნებული
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge