გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

კონსტანტინე კაპანაძე - მხარე მზიურისა

                                      

                            ეძღვნება ყველა ერთნაირს და ერთ განსხვავებულს




            წინათქმა

    მკითხველო ამა ქვეყნისა! ერთხელ,როცა ძველი ბერძნული ენის ლექსიკონს ჩავკირკიტებდი და თურმე სადღაც მიუსაფარში იბადებოდნენ პერსონაჟები,რომელთა ამბავი არც მე ვიცოდი,მოულოდნელად გამომეცხადნენ და რადგან უსახელოდ დაიბადნენ,იმწამსვე მოუწიათ სახელების შერჩევა,თორემ დაიღუპებოდნენ და სამუდამოდ გადაიკარგებოდნენ.სწორედ ამ დროს შეეგებნენ ძველი ბერძნული ენის ლექსიკონს.თავიდან ფორთხიალი დაიწყეს,ხან ძველქართულ სახელებს ირჩევდნენ,ხან ინგლისურს,ხან კი დღევანდელ ქართულს.რატომღაც არცერთს იღებდნენ,მტკიცე უარზე იყვნენ.მერე სული მოითქვეს და ძველ ბერძნული ენა შეამჩნიეს .კარგა ხნიანი ხეტიალის შემდეგ სამ სიტყვას მიადგნენ.მკითხველო ამა ქვეყნისა,კოინოსი ერთნაირს ნიშნავს,ალოსი-განსხვავებულს,ოფთალმოლოსი კი თვალს.როგორც კი სახელები დაირქვეს,დადუმდნენ და კვირები მოანდომეს,რომ მიეღოთ. სახელები რომ მიიღეს და გაცხადებულად ხეტიალობდნენ უმისამართოდ,მე შემეჭიდნენ,ახლა მე უნდა მეღიარებინა სახლები და,ავად თუ კარგად,ვაღიარე!მე დედა აღმოვჩნდი,ხოლო მამა-ძველი ბერძნული ენა.


მხარე მზიურისა


* * * 

  ყველა კოინოსი თავისებურად კოინოსბდა და საზოგადოებაში გამოსულები, როცა კოინოსების ჭეშმარიტი ბუნება სააშკარაოზე ამოიწვერებოდა, მარტოობის ჟამს აღმოცენებული თესლი ალოსობისა მიწაში ისე ღრმად, ღრმად ეფლობოდა, რომ საეჭვოც კი ხდებოდა ხელახლა გაღვივება თესლისა, რადგან კოინოსობის ტყავში შეძრომა და თბილად, აუღელვებლად სიარული მარტივი და უსატკივარო იყო,ვიდრე ქვა-ღორღიანი, ნაგვით გადაპენტილი გზის გავლა,რომლის გავლის მერე წმინდა და ღრუბელივით თეთრი ალოსობა ელოდებოდათ.ბედის უკუღმართობით თუ ბედის შეწევნით,ალოს შორიდანვე ამოიცნობდი.ალოსის შეცნობას კი ზნე ჭირდებოდა,რომელიც საჩუქარიც იყო და წყევლაც.საჩუქარი იმიტომ,რომ ერთ-ერთი იყავი,ვისაც შეეძლო ალოსის შეცნობა,წყევლა კი იმიტომ,რომ ალოსის შეცნობას თან მოჰყვებოდა კოინოსების შეცნობაც.ალოსი ვერასდროს შეიგრძნობს ალოსობას და ვერც კოინოსი კოინოსობას,ამიტომ ამა ქვეყანაში საშოდან იშვნენ ოფთალმოლოსები...


                         1


     გაზქურასთან ვიდექი. ხელში ხის გრძელი ყავისფერი კოვზი მეჭირა და გაზზე დადებულ ყავადანს მოვურიე. ახლა გათენდა, შუადღე საღამოს კარს უღებდა.ჯიბეში ერთი ღერი მოვჩხრიკე და ყავა ფანჯრის რაფაზე მოზომილად დავდე.საათის წიკწიკმა შემაწუხა,როგორც კი სამზარეულოში შემოვაბიჯე,ალმაცერად გავხედე.ღია ფანჯრიდან,რომელიც ღამე ღია დავტოვე,მანქანებისა და ადამიანების ფორთხიალი იჭრებოდა.ქუჩაზე ადამიანებს მოვავლე თვალი,თან ყავას სვამდი და სიგარეტს ვაყოლებდი.ბოლო ნაფაზი დავარტყი,როცა ხის ქვეშ კოინოსები დავლანდე.კოინოსების ფეხისნაბიჯზე სტაფილოსფერ ფორმაში გამოწყობილი ხანშიშესული მენაგვე ცოცხის ძლიერი მოქნევით ასუფთავებდა ტროტუარს ჩამოცვენილი ფოთლებისგან.შენმა მზემ!ვითომ ადარდებს ხალხს ჩამოცვენილი ფოთლები.გუშინ ღამე,სტუდენტმა კაცმა,მენაგვის ხელფასი ინტერნეტკაზინოს მივათხლიშე.
    
სახლიდან გასვლამდე პატარა რიტუალს ვატარებდი-ჩემ დას შევუვლიდი საძინებელში.ქერათმიანი და ცისფერთვალებიანი,ო,ისეთი კამკამა,ნაზი ცისფერი,მხოლოდ მოწმენდილ ცაზე რომ ბუდობს.შხვართივით ფეხები დაჰქონდა,თუმცა ბაყვებში სიმსუქნე შეპაროდა,რაც ტანს მიმზიდველობას უმატებდა.ლიფს რომ გაიკეთებდა,მკერდი მაღლა იწევდა და აჯდებოდა.ხშირად მოუკრავს ყური ბავშვებისა და დიდების ჩუმ,მოგუდულ ლაპარაკს,რომ მის მკერდში ჩაყოფდნენ თავს და განისვენებდნენ.მკერდით წუხდება ხოლმე,მით უმეტეს მაშინ,როცა მირბოდა ან ცეკვავდა.ის უნდა გენახათ მანიკიურს რა მონდომებით ისვამდა ფეხის ფრჩხილებზე:გადაწევდა ფარდას,გაშლიდა ფეხებს,მუხლებამდე აიწევდა თხელ ხალათს და დინჯად,ღიმილ-ღიმილით შეუდგებოდა საყვარელ საქმეს.ცდილობდა გაეწელა პროცესი,რათა მეზობელ ფანჯრებზე ატუზულ ბიჭებს დიდხანს ეცქირათ მისთვის.მაგრად კაიფობდა....
  მის ოთახში შევედი.იწვა.
   -ისევ ერთობი?-ვკითხე და ფარდა ჩამოვაფარე.
   -ხო იცი,ოფთალმოს,როგორ მიყვარს-გამიღიმა.
    ადგა.მომიახლოვდა.
 -ყავისფერი პალტო უხდება ყავისფერ თვალებს.მომწონს,მომწონს-მათვალიერებს-ოხ,უყურე შენ,მწვანე პერანგი გვიყიდა.რა ღირდა?
  -ოთხასი დოლარი.
  -შავი ნაჭრის შარვალი,კარგია,კარგი.
   რახან მოეწონა,გარეთ გავიშვებოდი.ოთახს ტოვებდი,როცა მომაძახა,დღეს ჩემები მოიდან და უეჭველი ადრე დაბრუნდიო.თავი დავუქნიე.საღამოს აცივდებოდა,ასე რომ პალტოს ატანა ჰა-ჰა ერთ საათი მომიწევდა.
    სახლში დავბრუნდი.კარი რომ გავაღე,ათობით კარდონის პარკი დამხვდა.სამზარეულოდან ხმაური მომესმა.ფეხსაცმელი შემოსასვლელში გავიხადე,პალტო დავკიდე და ჩუსტები ჩავიცვი.სამზარეულოში შევედი.
    -ოფთალმოლოსიც მოსულა.დაჯე,დაჯე-მითხრა თაფლისფერთვალებამ.
  თაფლისფერთვალებას,რომელსაც კოინოს 1-ი ვუწოდე,წითელი მანიკიური ესვა.მისი შავი ტყავის შარვალი,თეთრი როლინგი და შავი,ოქროსჯაჭვიანი “GUCCI”-ის მხრების ჩანთა,სკამის ფეხთან რომ დაედო,შესვლისთანავე მეცა თვალში.
   დავჯექი.საფერფლე მოვწიე.ჩემი და ჩაის ისხამდა.
  -პარკში რა გაქვს?-მკითხა ყავისფერთვალებამ.
    ყავისფერთვალებას კოინოს 2-ს ვეძახდი.ჩემი დაც ჭეშმარიტი კოინოსი იყო,მაგრამ და-ძმურმა სიყვარულმა კოინოსობის ტიტული ჩამოართვა.
   კითხვა მოვიყრუე.კოინოს 2-ი ადგა და სკამზე გადაკიდებული პარკიდან წიგნი ამოიღო.
-ძველი ჩინური პოეზია,ძველი ჩინური პოეზია-წაიკითხა ხმამაღლა.
    კოინოს 2-ი თითქოს გამოირჩეოდა.დედამისის ზეგავლენას განიცდიდა,დედამისი კი,როგორც  მხარე მზიურის ჭეშმარიტი კოინოსი,სხვების.თურმე რომელიღაცა დიზაინერმა შემოიღო მის ახალგაზრდობაში ქალების სპორტული სტილი და მას მერე სპორტულებით დადის.კოინოს 2-ს კრემისფერი სპორტული შარვალი,კრემისფერი როლინგი და შავი დათბილული “DR.MARTENS”-ი ეცვა.
   -ხო,ათასცხრაას ოთხმოცდახუთი  წლის გამოცემაა.-ვალდებული გავხდი,რომ მეთქვა.
   კოინოს 2-მა უდიერად შემომხედა.წიგნი მაგიდაზე დადო.
   -წაგვიკითხე ერთი ლექსი.-ჩემა დამ ომახიანად მითხრა და მოგვიჯდა.
   ჩაის ჭიქიდან ორთქლი ამოდიოდა.კოინოს 1-მა ბაგეტის პურზე წითელი თევზი დადო,ზედ წითელი ხიზილალა გადაუსვა და მოკბიჩა.კოინოს 2-ი თაროებს მიადგა,ყავა დამალევინეო,უთხრა ჩემ დას.ჩემი და შეწუხებული წამოდგა,არა იმიტომ,ყავის მოდუღება რომ სთხოვა,არამედ იმიტომ,ახლახან რომ დაჯდა და ადგომა მოუწია.ამასობაში წიგნი მოვიმარჯვე.სანამ მოვიდოდი,თვალი გადავავლე და გონება-გულს რომელიც მოხვდა,ნაძალადევად წავუკითხე.
  --„როგორც იქნა,ჩადგა ქარის ხველა,
    ყვავილები ძირს გაშლილა ნისლად,
   ვეღარა ვწევ მე დაღალულ ხელებს,
   ნაღვლით მავსებს მიწურვილი დღისა.“
  გავჩრდი.შევათვალიერე.
-„უცვლელია ეს ქვეყანა,ვხედავ
    შენ არა ხარ,მწუხარებას ჩემსას
   ვინღა იგრძნობს,ვინღა იცნობს,ნეტავ.
   ცრემლი მცვივა,ვერ ვაჩერებ ცრემლსა.“
      არცერთი მისმენდა.ჩემი და ბუზებს ითვლიდა.კოინოს 1-ი თეფშს დაჰყურებდა.კოინოს2-ი ტელეფონში ჩამძვრალიყო.როცა მიხვდნენ,რომ მოვრჩი,ერთხმად აღნიშნეს,მაგარიაო.....რატომ წავიკითხე -არ ვიცი,ბოლოს და ბოლოს დამ მთხოვა.ისე არასდროს აინტერესებდა რას ვკითხულობდი და რატომ.ალბათ,კოინოს 2-ი წიგნს რომ დაეძგერა,შერცხვა,აქაოდა ძმის პირად ნივთებში ჩაძვრა,უნდა გამოვაძვრინოო და წაკითხვა მთხოვა,თან პოეზია იყო.
   -ჰოდა,გოგოებო-დაიწყო კოინოს 1-მა-გიორგი შემხვდა-სიგარეტს გაუკიდა- ნატოსთან არის,ადრე რომ ვდაქალობდით.
   -ვისთან??? არ მითხრა,რომ იმ იდოტკასთან-შეიცხადა კოინოს 2-მა და მაგიდაზე დადებული   პაჭკიდანღერი ამოაძვრინა.
   -ხო,ხო,მეც ვნახე.ფოტოც დადეს.-დაუდასტურა ჩემმა დამ და აბრეშუმის ხალათი შეიკრა.
   -გეცოდება?-გაიკვირვა ჩემმა დამ.
    კოინოს 2-ი გულისყურით იჭერდა სიტყვებს.მე ჩემი დის გაკვირვება გამიკვირდა.საუბარში ჩაჭრა მომინდა,მაგრამ გადავიფიქრე,გონება დუმდა.წითელი ღვინო დავისხი,თუ გართობაა,ბარემ ალკოჰოლსაც მივაშველებ-მეთქი.
   კოინოს 1-მა მოჭრილად უპასუხაა,ხოო და ასპარეზი ჩემ დას დაუთმო.
   - გუშინ გიორგის ძმაკაცი შემხვდა,მოგწერეთ კიდევაც,და მითხრა,რომ ეგ და გიორგი გერმანიაში მიდიან.ხო გახსოვს,ბიოქიმიაზე სწავლობდა და გერმანიაში მაგისტრატურაზე მოეწყო.გიორგიც მიყვება,მაგარი,ძალიან მაგარი სამუშაო უშოვია და ერთად იცხოვრებენ რა.
  -ყოჩაღ მაგათ!-ჩავერიე.
     შურიანი თვალებით შემომხედეს,თითქოს ბოდიშის მთხოვდნენ შექებისთვის.
    -ჩვენ გავზარდეთ-შემოიჭრა კოინოს 2-ი-ჩვენ რომ არა,ვერაფერს მიაღწევდა.თბილისელი არ იყო,როგორ გვიმალავდა გახსოვთ?არა,გახსოვთ?-ხელებს აქეთ-იქით იქნევს-მე გავაცანი გიორგი,ახლა კი-შეჩერდა,მზერა ფანჯისკენ მიატრიალა-ახლა კი აიწყო ცხოვრება.
     ხმაურიანი სიჩუმე ჩამოვარდა.ღვინო მოვსვი და სიჩუმის გასაქარწყლებლად,თუმცა მაინტერესებდა,ვიკითხე:
    -რატომ აღარ დაქალობთ?
    მიზეზი რომც ვერ გამოეგო,ქვეყანა არ დაიქცეოდა.მოვისმენდი და ნახევარ საათში დამავიწყდებოდა,მაგრამ მათი მოციმციმე თვალები სამარადისოდ ჩამებეჭდებოდა მეხსიერებაში.
   -აურია და მაგიტომ-მოკლედ მიპასუხა კოინოს 1-მა.
   მეტს ველოდი...მაცივარი გამოვაღე და წითელი ღვინო დავიმატე.ზურგით ვედექი.როცა მოვბრუნდი,მკაცრად გავუმეორე შეკითხვა,რათა მიმეხვედრებინა ჩემი წადილი,ვაგრძნობინე,რომ პასუხით უკმაყოფილო დავრჩი,ვაგრძნობინე,რომ მანამ,სანამ ამომწურავად არ მიპასუხებდნენ,სამზარეულოში მოუწევდათ ყურყუტი,რაზეც წარმები დაჭიმეს და მზერა,რომელიც კითხვის დასმამდე უბრწყინავდათ,შეცვალეს,თან ოთახში მარტო მე ვიყავი კაცი და ჩემს სახლში ბჭობდნენ გიორგისა და ნატოს ავან-ჩავანზე.დის პასუხზე რომ გავჩუმებულიყავი,ღირსება შემელახებოდა,ნუ ასე მიკარნახა ინსტინქტმა და მეც დავმორჩილდი.ახლა ცალი ყურით მოვისმენდი მიზეზებს.
  -რაც უნივერსიტეტში ჩააბარა,აურია.ბავშვობიდან ვდაქალობდით,ერთად დავიდოდით საყიდლებზე,ოფთალმოს,თან შენც კარგად იცი,რომ ფული თავზე საყრელად აქვს.უნივერსიტეტში დაუახლოვდა ვიღააცებს-ჩემი ჭიქიდან ღვინო მოსვა-დაუახლოვდა უნივერსიტეტში ვიღააცებს და აღარ გვნახულობდა,აი,ამას-კოინოს 1-ზე მიმითითა-მიწერა,სწავლაში ხელს მიშლითო,მაფერხებთო,თქვენ სულ გართობა გინდათო.მერე ორი თუ სამი კვირა არ შევეხმიანეთ და დავშორდით.ახლა მითხარი,რაღა გვესაქმებოდა ჩვენ?
  დავიბენი.
-არაფერი,ცამდე მართლები ხართ.-მოსაშორებლად ვუპასუხე.
  ესიამოვნათ,მხარი რომ ავუბი,გაინაბნენ და თავიანთ სიმართლეში დარწმუნდნენ.ზარის ხმა გაისმა.მშობლები დაბრუნდნენ.კოინოსები სკამებიდან წამოხტნენ და ჩემ დას გაჰყვნენ,რომელიც კარის გასაღებად წავიდა.სამზარეულოს კარებს მივეყრდენი.შემოსასვლელი კარი ხელისგულივით მოჩანდა.უღიმღამოდ შეეფეთნენ.მერე მაგიდიდან წიგნი ავიღე და პარკში ჩავდე.საძინებელში შევედი.ჭურჭელს დილას მოსამსახურე მიხედავდა.
   
2

    
   ზაფხულის ოთხშაბათი დღე იდგა.კოინოს 1-ი ფანჯრიდან შემოპარულმა მზის სხივმა გამოაღვიძა.დაბუჟებული ხელებით თვალები მოისრისა და გემრიელად დაამთქნარა,მერე გაიზმორა,აქეთ-იქით მიმოიხედა.უკვე შუადღე იყო,მაგრამ კოინოს 1-ისთვის მნიშვნელობა არა ჰქონდა შუადღეს წამოდგებოდა ლოგინიდან,საღამოს თუ გამთენიისას.მაღლა სართულიდან ფაციფუცი მოესმა.დამლაგებელი,რომელიც დილას მოდიოდა და სახლის გასაღების ასლს ჩანთით დაატარებდა,მტვერს წმენდა.კოინოს 1-მა ხალათი ჩაიცვა და სამსართულიანი კორპუსის ბინაში,კახეთიდან თბილისში ჩამოსულმა მამამისმა რომ იყიდა,როცა უბრალო მუშობიდან ბიზნესმენად იქცა,მეორე სართულზე ავიდა და აბაზანაში შევიდა.თაფლისფერი თვალები სარკეს მიაპყრო.უცქერდა სწორ,წვრილ ნესტოიან ცხვირს,პატარა,უბიბილოო ყურს,ღია შუბლს,ოდნავ გამოწეულ ყბას,წითლად შეღებილ თმებს,იდაყვამდე რომ ჩამოსდიოდა,და შეკუმშულ,სქელ ტუჩებს.სანამ დილის რიტუალს ჩაატარებდა,სახლში გაიღვიძეს,მათ შორის მისმა თექვსმეტი წლის ძმამ,რომელიც კომპიუტერთან ათენებდა და აღამებდა.დედა რომ ეუბნებოდა,ჩადი ეზოში,ბავშვებთან ითამაშეო,ცალ ყურში შეუშვებდა და გამოუშვებდა,არადა,ზაფხულობით ეზოს ბავშვების ჟრიამული იკლებდა.კოინოს 1-ის ძმა პატარაობიდანვე ჩაბნელებულ ოთახში,დიდი ყურსასმენებით მიშტერებოდა ეკრანს და სულ არ ადარდებდა,რომ კლასელების გარდა არავისთან მეგობრობდა,იმათაც მხოლოდ სკოლაში ან რომელიმე კლასელის დაბადების დღეზე ნახულობდა.დედამისი ნაღვლობდა,ნერვიულობდა.მან ხომ განზრახ აარჩია პრესტიჟულ,მდიდარ,ოცსართულიანი კორპუსებით დამშვენებულ უბანში გადმოსვლა,მან ხომ განზრახ ამჯობინა საჯარო სკოლას კერძო სკოლა,რომელშიც ორიათას დოლარს იხდიდა,რათა შვილი უსაფრთხოდ ჰყოლოდა.დიახ,დედა,შენი შვილი თავს დაცულად გრძნობდა!
    კოინოს 1-ი აბაზანიდან გამოვიდა და სამზარეულოში შევიდა.დედამისი საუზმეს ამზადებდა,ოთხკუთხედად დაჭრილ პურის ნაჭრებზე ბერძნულ ყველს უსვამდა.ტაფაზე ლორი შიშხინებდა.
  -დაჯექი,ვისაუზმოთ.-უთხრა გასასვლელად გამოწყობილმა მამისმა.
  -გარეთ ვისაუზმებ.-მიუგო კოინოს 1-მა.
   მისი ძმაც მოვიდა.დამლაგებელს მეორე სართულზე გადაენაცვლა.
  კოინოს 1-ი საძინებელში აბრუნდა.თეთრი ტილოს შორტი ამოიცვა,ამოღებული შავი მაისური გადაიცვა,შავი თხელი მოსაცმელი მოიცვა,“GEORGE PIRALLI”-ის მზის სათვალე გაიკეთა,შავი ტყავის დიდი ჩანთა გადაიკიდა,დაბალ ქუსლიანი ლომფერები ჩაიცვა და სარკესთან დადგა.როცა შესაფერის პოზას მიაგნო,რამდენიმე ფოტო გადაიღო ტელეფონით.რომელიც მოეწონა „INSTAGRAM”-ზე დადო,თან ფოტოს ლურჯი წვრილი შრიფტით ინგლისურად დააწერა-„My summer look”.მერე კმაყოფილმა ჩამოირბინა კიბეებზე და სამზარეულოს დაუბრუნდა.
  -წავედი მე-დაიყვირა.
  -მალე მოდი,იცოდე.-გამოეხმაურა დედამისი.
   ლიფთან შეყოვნდა,გაახსენდა,რომ გუშინ სულ დახარჯა ფული-„ექვსასი ლარი რაში დავხარჯეო“-თქვა თავისთვის გაოცებულმა და სახლში შებრუნდა.
  -მამა.
   მიუახლოვდა მამას.დედამის  გაეღიმა,მიხვდა ფულის სათხოვნელად რომ მობრუნდა...
  -ჰო,მამა-გამოხედა შეფიქრიანებულმა და მარჯვენა ხელი ტელეფონს ჩაავლო.
  -ფული მინდა-დაიწვრილა ხმა.
  -გადმოგირიცხავ კარტაზე.ოთხასი ლარი გეყოფა?-სიამაყით კითხა.
  -ექვსასი ვერა?-უფრო დაიწვრილა ხმა.
   დედამისი ჭამდა,თან ცალ თვალს მისკენ აპარებდა.მისი ძმა სამზარეულოს ნიჟარაში ხელებს იბანდა.
   -კაი,კაი-ჩაიცინა და ტელეფონი გახსნა.
  აკოცა,ჩაჩურჩულა მიყვარხარო და სწრაფი ნაბიჯებით მიირბინა ლიფთან.ლიფტში რომ შევიდა,პირველი სართულის ღილაკს მიაჭირა.გონებაში ფოტოს გადაღების ნება ამოუტივტივდა,მაგრამ გადაიფიქრა,ოც ფოტოს ხომ არ დავდებ ამ ლიფტიდანო.სანამ პირველ სართულზე ჩავიდოდა,ტელეფონში შეიჭყიტა,აბა ვინმემ ნახა ახალი ფოტოო და მალევე ლიფტის კარებიც გაიღო.ქუჩა გადაჭრა და მზიურის პარკში ჩავიდა,კაფე „მზიურის“ ახლოს მოკალათდა.კოინოს 2-ი გზაში იყო,საცაა მოვიდოდა.
    კოინოს 1-ი და კოინოს 2-ი ერთ საკლასო ოთახში დაიზარდნენ.როცა უნივერსიტეტის ჩაბარების ჟამი მოვიდა,კარგა ხნიანი ბჭობის მერე,გადაწყვიტეს,რომ რახან ბავშვობიდანვე მხარდამხარ მოდიოდნენ,ბარემ საერთო უნივერსიტეტში ესწავლათ.თავიდან,რა თქმა უნდა,უნივერსიტეტში ჩაბარების ეშინოდათ,არ იცოდნენ რა ესწავლათ,რატომ,როგორ.ბიზნეს ადმინისტრირებაზე შეჩერდნენ.კოინოს 2-ის მშობლებს მოეწონათ არჩევანი,ჩათვალეს,შვილი ფინანსებს სათანადოდ შეისწავლიდა და ცხოვრებაში გამოადგება.ბაბუამისი მუდამ ეუბნებოდა,შვილო,ფინანსები ისწავლე,მაგაზე კარგს ცხოვრებაში ვერაფერს აითვისებ და იქნებ იმაზე დიდი ფული იშოვო,ვიდრე გვაქვსო.ვის რაში სჭირდება შენი მეცნიერება ან ხელოვნება,მთავარია მოილხინო სიკვდილამდეო.აი,ხო მიყურებ,თავის დროზე მოსკოვში რომ არ წავსულიყავი და მეცნიერებას გავყოლოდი,ახლა რომელიღაცა გარეუბანში იცხოვრებდი ოროთახიან ბინაშიო,ისე დიდ მომავალს კი მიწინასწარმეტყველებდნენო.ხოლო,კოინოს 1-ის სახლში რომ გაიგეს შვილის გადაწყვეტილება,უემოციოდ შეეგებნენ,თითქოს დაბადებიდანვე ამისთვის ემზადებოდა.
   უნივერსიტეტით მოიხიბლნენ.კურსზე ორასამდე ბავშვი იყო,რომლებიც თითქმის ყოველ შაბათ-კვირას წვეულებებს აწყობდა.ესენი კი საპატიო სტუმრებად იმ დღიდან მოინათლნენ,კოინოს 2-ის მძღოლმა ახალთახალი „მერსედესით“ რომ მიიყვანა უნივერსიტეტში.კურსელები გარეთ იდგნენ.შემოდგომა იყო,სწავლის დაწყების პირველი კვირა.უნივერსიტეტის შესასვლელთან გაჩერდნენ.მძღოლს სთხოვეს,რომ კარი გაეღო,ასე უფრო მაგრები გამოვჩნდებითო.ყველამ დაინახა,მაგრამ ხმა არ გაიღეს,მერე,მერე კი....
   საგნებს ძლივსძლივობით ხურავდნენ,თუმცა პატივისცემა,ყურადღება თან დაჰყვებოდათ,რაც კოინოსებისთვის,ბავშვობაში სკოლის დამთავრების შემდეგ რომ სხდებოდნენ პარკში,კაფეში და უფროს გოგოებს ათვალიერებდნენ სიამაყით მოსიარულეებს,გამოპრანჭულებს,ბიჭებით გარშემორტყმულებს და ოცნებობდნენ მათნაირები გამხდარიყვნენ,ოცნების ახდენას უდრიდა.
      ჩემი დაც დაჰყავდათ წვეულებებზე,არცერთ წვეულება გამოუტოვებია ოთხი წლის მანძილზე.ჩემმა  დამ მარკეტინგზე ჩააბარა სხვა უნივერსიტეტში.კურსელების უმეტესობა ხელმომჭირნედ ცხოვრობდა,დამეგობრება გაუჭირდა და აკადემიური წელი აიღო,რასაც უნივერსიტეტის მიტოვება მოჰყვა.მშობლებმა რთულად მიიღეს,სახლში უდიპლომო როგორ გავაჩეროთო,ვის გაუგია ადამიანი უდიპლომოდ,შევრცხვებითო.ერთ-ორ წელში კი ჩემი დის  გამოწვეული ვნებათაღელვა მიყუჩდა. 
    ერთხელ ჩემი და,კოინოს1-ი და მე კოინოს2-ის სახლში ავედით,სადაც მის კურსელებს მოეყარათ თავი.რატომღაც წასვლის წინ,როცა წამოწოლილი ჭერს ვუყურებდი და ქუჩაში შემთხვევით გადაყრილ ალოსზე ვფიქრობდი,ჩემმა დამ მითხრა,წამო,დაქალთან წამომყევი,კარგად გავერთობითო.წამოვიწიე და ვკითხე,ბევრნი იქნებით-მეთქი(ვკითხე,რადგან ნანატრი ალოსი მეპოვა,რომელსაც აგერ ოთხი წელია ვეძებდი.)თანხმობის ნიშნად ხელები გაშალა და მძიმედ  დამიქნია თავი.კოინოსებისბუნაგში აღმოვჩნდი.ალოს ხელისცეცებით დავეძებდი,მაგრამ ამაოდ,მხოლოდ კოინოსები,კოინოსები და ბიჭი კოინოსებ.წვეულებიდან მარტო ერთი გოგო დამამახსოვრდა,ისიც იმიტომ,რომ კატასტროფულად წვალობდა მათ დამსგავსებოდა და ერთი ბიჭი,რომელიც იმავეს ლამობდა.
   ბიჭი ყოველდღე მახსენდებოდა,სახლისკენ მიმავალს  შემხვდებოდა ხოლმე.ნელ-ნელა,რაც წვეულებისას შევნიშნე მასში,რომ კოინოსად მონათვლისთვის ძალ-ღონეს არ იშურებდა,რომ საღამოს,როცა მხარე მზიურის არც თუ ისე ცნობილ,გამორჩეულ ეზოში ჩამომჯდარი, კოინოსებითშემოფარგლული მიდი-მოდიოდა და  ისე იქცეოდა,როგორც კოინოსი,მიაღწია საწადელს და კოინოს3-ის ტიტული მივანიჭე.აივნიდან გადმოვხედავდი კოინოს3-ის სქელი თვალის უბეში ჩასმულ ყავისფერი გუგებს,გამოყვანილ,სწორ ცხვირს,თმაგადაპარსულ თავსა და ხშირ წვერს.სახლში ასასვლელად ეზოს გავლა მიწევდა.მაღაზიიდან მოვდიოდი,ხელში ახლად ნაყიდი სიგარეტის პაჭკამეჭირა.ნაგვის ურნასთან შევჩერდი ძველი ცარიელი პაჭკის გადასაგდებად.ყველა ფეხის ნაბიჯზე ნაგვის ურნაა,მე  კი ძირს ვყრიდი   ნაგავს და მეეზოვეს  უნდა ეკრიფა,რათა სამსახურებრივი მოვალეობა შეესრულებინა.ზოგი სამსახური აუტანელია-მეთქი-გავიფიქრე-განსაკუთრებით  მეეზოვეობა,მაღაზიის ონსულტატობა და ტაქსისტობა,თითქოს არარაობა ხარ,ვინც კი შეგხვდება ზემოდან გიყურებს,ე მანდ,იცოდეს ვის ემსახურება-მეთქი.აი,ახლაც,როცა სიგარეტი ვიყიდე,ბიჭი კოინოსიაუშარდაკონსულტატს.რიგში მის უკან ვიდექი.კონსულტატსრომელიღაცა პროდუქტის გატარება დაავიწყდა და ფული რომ გაუწოდა კოინოსმა,რომელსაც  “Hugo Boss”-ის შორტი და პერანგი ეცვა,კონსულტატმა მორიდებითა და მოწყალე ხმით უთხრა,ბოდიში ბანბანერკის გატარება დამავიწყდა,წაშლა მომიწევს და ხელახლა გატარებაო.კოინოსმა მკაცრი ტონით მიუგო,მალე ქენიო.დრო გაიწელა,ონსულტატივიღაცას ეძახდა.ვგრძნობდი,ღიზიანდებოდა კოინოსი,მენეჯერს დაუძახეთო,შეჰკივლა.მენეჯერიც გაჩნდა,მე ისევ უკან ვედექი.ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულებისთვისო,მოახსენა მენეჯერმა კოინოს.მე მეორე სალაროსთან მომიხმეს.კოინოს გავხედე,თვალებიდან ბრაზს ანთხევდა.რა საშინელი მომსახურებაა,როგორ შეიძლება ასეო,ათი წუთი მომაცდევინეთ,სირცხვილია,სირცხვილიო,სად მცალია ათი წუთი აქ დგომისთვის და ლოდინისთვისო.მიხედეთ თანამშრომლებს,რა უბედურებაო.გამოლანძღა გულიანად.შეეშალა,ვის არ შეშლია?!და ჰო,რა თქმა უნდა,ტაქსისტი არარაობადაც ჩამითვლია.
   სადარბაზოში რომ შევდიოდი,შორიახლოდან მომაძახეს,ოფთალმოსს გაუმარჯოსო.შევტრიალდი და კოინოსებისკენ გავეშურე.სკვერიდან მომესალმნენ.
  -ოფთალმოს,როგორ ხარ,სულ რომ დაიკარგე?-მკითხა კოინოს 3-მა.
  -კარგად,თქვენ როგორ ხართ?-და შვიდივე შევათვალიერე.
   ხუთივე ბიჭს თავი გადაპარსული ჰქონდა და ხუთივე მუქი ლურჯი ჯინსით იყო.ფეხზე ზოგს კეტები ეცვა,ზოგს „Margiela”,ზედატანზე კი სხვადასხვა ფერის მაისურები და იდაყვამდე აკეცილი ლურჯი და შავი პერანგი.
  -მშვენივრად,მშვენივრად-მიპასუხა ლურჯპერაგიანმა.
   მზე ღრუბლებში იპარებოდა.აივანზე ქალი სარეცხს ხსნიდა.ფანჯარაზე გადმოკიდებული მოხუცი კაცი სიგარეტს ეწოდა,თან გამვლელებს ესალმებოდა,ხელს უწევდა.ბავშვი ბოლო ხმაზე ეძახდა ბებიას,ბებოო,ბებოო...
   დავჯექი.გოგოებს ავხედ-ჩავხედე.ორივეს „Gucci”-ის მხრების ჩანთა ედოთ მუხლებზე,ერთს წითელი,მეორეს-შავი.
   -გუშინ ცუდი პლანი გაიჩითა-დაიწყო შავპერაგიანმა-მაგისგან მეორეჯერ აღარ ვიყიდოთ.ტყუილად ვყრით ფულს,იბოლებოდეს მაინც.
   -აბააა,იმედია წესეირი გაიჩითება დღეს,თან ახლა სხვა ბარიგა გავაძრეთ-აჰყვა თეთრმაისურიანი.
    -როდის მოვა ახლა ეგ?-იკითხა შავმაისურიანმა და გოგოს გადაეხვია.
   -რა ვიცი,აბა,როგორც ყოველთვის თერთმეტისკენ ან თორმეტისკენ.-უპასუხა ლურჯპერაგიანმა.
    კოინოს 3-ი ადგა,გაიარ-გამოიარა.მე  ვიჯექი,ვდუმდი.
    -რას დადიხარ?-კითხა ლურჯპერაგიანმა.
    -რავი,ბიჭო,მობეზრდა ასე რაა,სულ ეზოში,სულ ბირჟაზე.
    უხერხული სიტუაცია ჩამოვარდა.სიტყვის ჩაგდება მიწევდა,როდემდე ვყოფილიყავი ჩუმად?
-სწავლობთ სადმე,ბიჭებო?
  ბიჭები ჩემი უბნელები იყვნენ.ხშირად ვხედავდი,მაგრამ არ ვძამაკცობდი.კოინოს 3-კი ვიცოდი,ბიზნეს ადმინისტრირებაზე რომ სწავლობდა.
  -ტურიზმე მე-თქვა ლურპერაგიანმა-ერთ წელში ვამთავრებ.
  -მე ბიზნეს ადმინისტრირება დავამთავრე-აჰყვა შავმაისურიანი.
  -მე მარკეტინგზე,ორი წელი დამრჩა-მიპასუხა შავპერაგინმა.
  -ჩვენ-მინაიშნა გოგოზე-ფსიქოლოგიაზე,წელს ვამთავრებთ.
    მხარე მზიურში იშვიათად წააწყდებოდით  ბიჭებს,რომელსაც ბიზნეს ადმინისტირებაზე,მარკეტინგზე ან ტურიზმე არ ესწავლა,გოგოებს კი ფსიქოლოგიაზე.
  წამოსვლა მომინდა,მაგრამ ჯერ დარჩენა ჯობდა.
   -ხშირად ყიდულობთ პლანს?-ვკითხე კოინოს 3-ს.
   -უფ-ამოიოხრა-თითქმის ყოველდღე.რა ვაკეთოთ?უნივერსიტეტიდან რომ მოვლენ,ავჩალიჩდებით რა და ღამისკენ გაიჩითება რა.ისე,ხანდახან აგარაზე ავდივართ-გაენაბა სახე-ხან ვინმესთან ვსავთ.ისე შენც გაიჩითე ხოლმე,რა.სულ გვხდები,დააავახლოვდეთ უფრო.
  მესიამოვნა.
  -ჰო,ძმაო,რა.-აყვა შავმაისურიანი.
  -გოგოები სად დაიკარგნენ,როგორ არიან?-მკითხა კოინოს 3-მა.
  -გავიჩითები აუცილებლად.გოგოები?-დავფიქრდი-რავი არიან,რა უჭირთ?-მივხდი,ჩემ დაზე და მის დაქალებზე მკითხა.
   გოგოები ჩვენგან მოშორებით რაღაცაზე მალულად ბუტბუტებდნენ.
   -ამოყავი,ბიჭო თავი მაგ ტელეფონიად,რა გახდი?-დაუყვირა ლურპერაგიანმა გვერდზე მჯდომ ბიჭს.
   -მაიცა,რა,პაბჯის ვყომარობ.-აიქნია ხელი.
    გოგოები მოგვიახლოვდნენ.კოინოს 3-მი,რომელიც ისევ ბოლთას სცემდა,მოიხმეს,დაჯექი,რაღაც უნდა ვთქვათო.კოინოს 3-ი დაჯდა,ყველამ გოგოებს შევხდეთ.ზედმეტად ვიგრძენი თავი.
  -როდემდე უნდა ვიჯდეთ აქ?-იკითხა კოინოს 3-ის შეყვარებულმა-დავიღალე,მობეზრდა აქ ჯდომა და უსაქმურობა.შევცვალოთ რამე,რა.
   -ხო,ხო შევცვალოთ-მიეშველა მეორე.
   კოინოს 3-მა წარბები დაჭიმა,დანარჩენებს ღიმილი გაეპარათ.მე გავწითლდი.
  -რა გინდათ?რას წუწუნებ?ხო ხარ ჩემთან,ჩვენთან?-მკაცრად უთხრა კოინოს 3-მა.
   -ხო,რა იყო?-გაგულიანდა შავმაისურიანი.
    მე არაფერი მეთქმოდა.
  -რა იყო და სხვები ათას ადგილას დადიან,აუზე,ბარებში,რესტორნებში და მოკლედ,სად არ დაყავთ,ჩვენ კიდევ აქ ვლპეპით-მამაცურად გამოუვიდა შავმაისურიანის შეყვარებულს.
    -მომისმინე-დაიძაბა კოინოს 3-ი.-მოვა დრო და ვივლით,ახლა რა ვქნათ,მითხარი,ხო იცი,როგორ მიყვარხარ-და ისე მიუახლოვდა შეყვარებულს,რომ მისი სუნთქვა ესმოდა-გატარებთ,გატარებთ,აბა რას ვიზამთ.-და ტუჩებში აკოცა.
    შავმაისურიანი შეყვარებულს ჩაეხუტა.
-აუ,მე მეგონა რამე სერიზული მოხდა-მეთქი-გულიანად გადაიხარხარა ლურპერაგიანმა.
   ყველას სიცილი წასკდა.მე ძალად გავიღიმე.წასვლის ჟამი მოვიდა,ვღიზიანებოდი.
   -კარგი,მეგობრებო,წავედი მე.დროებით-
  -აბა მაგრად-გამომშვიდობა ლურპერანგიანი.
    ღამის ათი საათი ხდებოდა,გამახსენდა,რომ პლანი იყიდეს და ელოდებოდნენ.აივნიდან გადავხედე, სკვერში ტრიალებდნენ,გოგოები წასულიყვნენ.ეზოში ბიჭები შემოლაგდნენ.მარჯვნივ გადავეკიდე,რამდენიმე ვიცანი.ისევე გამოიყურებოდნენ,როგორც კოინოს 3-ი და მისი ძმაკაცები.პირველამდე თუ ორამდე მათი ლაპარაკი მესმოდა.საუბრის მანერაც და ლექსიკაც იგივე ჰქონდათ.დაძინებამდე კოინოს3-ის “Instagram”-ი დავათვალიერე.შვიდი სურათი ედო,აქედან ექვსი შავთეთრში.ერთი ფოტოში კოინოს3-ი და ის ბიჭები იყვნენ,სკვერში რომ შემხვდნენ.სავარძელზე ხელიხელ გადახვეული ისხდნენ,შავი სათვალეებიით და ხელოვნურად დაყენებული მკაცრი,თითქოს შეხედვისთანავე რომ მოგკლავენ სახით.შეყვარებულთან გადაღებული ფოტოც ვნახე( ეს იყო ფერადი).შავი სათვალეები ეკეთათ.კოინოს 3-ს შავი ჟილეტი,შავი როლინგი და   შავი ჯინსი ეცვა,შეყვარებულს კი-შავი როლინგი,შავი ტყავის თბილი ქურთუკი და ღია ცისფერი ჯინსი.კოინოს 3-ის “Instagram”-ზე გადავედი.რასაც მოველოდი ის დამხვდა.როგორც ჩანს,ზაფხული უყვარდა,რადგან  პლაჟზე,ბულვარში,პალმასთან გადაღებული ფოტოები  გამოემზეურებინა ღია საცურაო კოსტიუმით,სადაც გამოკვეთილად,შესამჩნევად უჩანდა მკერდი,ფეხები,ტრაკი და წელი.ერთ  ფოტოში,რომელიც ზამთრის ჟამს გადაეღო,”BMW-X6”-ს მიყრდნობოდა.მუხლებამდე ჩამოყრილი თმა მარცხნივ გადაეწია,სათვალე მარჯვენა ხელში ეჭირა და პირდაპირ ობიექტივში იყურებოდა თავის “Gucci”ის მხრის ჩანით,შავი გრძელი პალტოთი და წითელი “Dr.Martines”-ით.სხვა მხარე მზიურის გოგოების “Instagram”-ზეც გადავედი.კარგა ხანს ვუკირკიტე და განსხვავება მხოლოდ და მხოლოდ ფოტოების რაოდენობაში იყო.მერე შუქი ჩავაქრე და დავიძინე.
       
3

    კოინოს2-ი,ახლა რომ მიდიოდა ქუჩაში თავმომწონედ,სიამაყით გაჯერებული და უხაროდა დილა მისი ნაზად,ხალისად რომ დაიბადა ღამიდან,როგორც ჭეშმარიტი მარტოობისგან ადამიანი,გადასასვლელზე შეჩერდა.ყურსასმენი გაისწორა,მიიხედ-მოიხედა,თეთრ კეტებს დახედა და თქვა-„რა ლამაზიაო“.ამასობაში შუქნიშანზე მწვანე აინთო,გადასასვლელი გადაკვეთა,მარჯვნივ ჩაუხვია და კაფე „მზიურს“ მიადგა.თვალებით კოინოს1-ს ეძებდა.შორეულ სკამზე დალანდა,ვიღაცას ესაუბრებოდა.მზერა გაამძაფრა,იქნებ ვიცნოო,მაგრამ ამოცნობა გაუჭირდა,რადგან უცნობი,რომელსაც სახეში ჩახედავდა,როცა კოინოს 1-ს გამოეცხადებოდა,ზურგით ედგა და მიხვრა-მოხვრაზე ვერავის მიამსგავსა,თან კოინოს1-ს რომ ახლდა,მაშინ კოინოს 2-იც იცნობდა,იმიტომ,რომ მხარე მზიურში ვისაც იცნობდნენ,ერთად იცნობდნენ,ხოლო შუადღისას მხარე მზიურის პარკში იშვიათად შეხვდებოდათ  არა მხარე მზიურელი.ნელი აღელვებული ნაბიჭებით უახლოვდებოდა.პარკში აყალმაყალი სუფევდა:ხან ძაღლის ყეფა მოისმოდა,ხან ლოთების ხვნეშა და ღრიალი,ხან გორგოლაჭებიანი ბავშვების ხმა,ხან ადამიანების ლაპარაკი,რომელიც თან ესმოდა კოინოს 2-ს,თან არა,თან სიტყვებს არჩევდა,თან-არა.სიცოცხლე ჩქეფდა,როგორც ადიდებული მდინარე,კალაპოტს რომ გადმოსცდება,თუმცა კოინოსებისთვის მუდამ აღუქმელი დარჩებოდა განდგომისა და  გვერდიდან შეხედვის შიშის გამო.ისე აბსურდულად ეშინოდათ,რომ შიში სათავე დაკარგეს,რადგან უკუნით და უსაზღვრო ღამეში დაბადებულ ტკივილს,რომლითაც გაზრდა ეწერათ,ყოველდღიურ უღიმღამო ურთიერთობაში,ყოველდღიურ თავის მოტყუებაში  ქაღალდივით კუჭავდნენ და როგორც ნაგავს,ურნაში ისროდნენ.
   -მოხვედი? დაგაგვიანდა-მიესალმა კოინოს 1-ი.
    უცნობი გატრიალდა.კოინოს 2-ს შეხედა.
   -ვა,გიგა,როგორ ხარ?-შეეკითხა კოინოს 2-ი და წითელი თმების ბოლოები საჩვნებელ და არათითს შორის მოაქცია.
    -კარგად,კარგად,შენ როგორ ხარ?-თხელი კოსტუმის უბის ჯიბიდან ოქროს „Vertu” ამოიღო-შემთხვევით შევხდი და გავჩერდი ცოტა ხანი.რას შვები შენ,როგორ ხარ?გამიხარდა შენი ნახვა.
  -ვარ რა,ისევ ისე.მეც გამიხარდა.
   კოინოს 1-ი წამოდგა.
  -იქ უნდა დავჯდეთ-კაფე „მზიურზე“ მიუთითა-შემოგვიერთდი-და კოინოს 2-მა ჯინსის მოკლეკაბა დასანახად ჩამოიწია.
  -ხო,ხო,წამო.
  -ახლა ვერა,გასაქცევი ვარ.საღამოს დაგირეკავთ და ჩვენ ადგილას წავიდეთ,ადრე რომ დავდიოდით.
   კოინოს 2-ი გაიტრუნა.
  -კაი,კაი.დარეკე.
     გიგას ვიცნობდი.ერთხანს კოინოს1-ის შეყვარებული იყო.მამას სამშენებლო ბიზნესში ტრიალებდა,დედა-სალონის.როცა სახლში მოდიოდა,მახსოვს,სულ ახალთახალი მანქანებით დაჰყავდა კოინოს 1-ი,კვირაში ფეხსაცმელივით იცვლიდა მანქანებს.ერთხელ გიგაზე ჩემი დისა და კოინოსებისლაპარაკი მომესმინა სამზარეულოში.კოინოს1-ი ჩიოდა,ქარიზმა აკლია,მაგრამ შეძლებული და ხელგაშლილიაო.ესენი კი აქეზებდნენ,რომ ქარიზმას ეშველება,მთავარია კაცია და ბევრზე მაღლა დგასო.კაცობას,ნუ,როგორც ჩემი კოინოსები განსაზღვრავდნენ,ატარებდა,მიუხედავად მისი აუტანელი ქედმაღლობისა,რომელსაც მასზე ნაკლებფულიანებთანიჩენდა.შევუდექი გიგასნაირებისძებნას მხარე მზიურში და,სამწუხაროდ,ბევრს მივაგენი,ამიტომ გიგას კოინოს 4-ის ტიტული ვუბოძე.იგი მეზიზღებოდა,მძულდა.მსურდა,რომ სამზარეულოში დანა ჩამერტყა,ხორცის ასაპრტყელებელითგამეჩეჩქვა თავი ან მის სახლში შევარდნილიყავი,გამეკოჭა და გამემათრახებინა იქამდე,სანამ სული არ აღმოხდებოდა,რადგან კოინოს4-ში სიცოცხლით ტკბებოდა ჩემი თავის ის ნაწილი,დაუსრულებლად რომ მებრძოდა თვალის ახელის დღიდან და რომლის შესისხორცებლად ერთი თავის მოტყუება მეყოფოდა,ხოლო ხსნა დაუსრულებელი ომიდან ბუნაგში მძინარე ნანატრ,ერთადერთ,განუმეორებელ,სანუკვარ ალოსს შეეძლო.
   კაფე „მზიური“ მათთვის სასაუზმოდ საყვარელი ადგილი გახლდათ.რატომღაც ამოიჩემეს,ჯერ ერთხელ მივიდნენ,მერე ორჯერ,სამჯერ და რახან მიეჩვნიენ,მოშინაურდნენ,თითქოს მაგიდა,თეფში,ჭიქა ენათესავებოდათ.მენიუ არც სჭირდებოდათ,ისე უკვეთავდნენ.წელიწადის დროებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ.ზაფხულის ჟამს განსხვავებულად საუზმობდნენ,ვიდრე ზამთრისას,შემოდგომისას ან გაზაფხულისას;წელიწადის ოთხივე დროს საკუთარი საუზმე ჰქონდა.ხანდახან კაფე „მზიურის“ მეპატრონე პატიჟებდა,იცოდა,კოინოს1-ის მამა და კოინოს2-ის დედა მხარე მზიურს ასე თუ ისე მოდებულები იყვნენ და ეტყვიან,რომ დავპატიჟეო.
    გარეთ დასხდნენ.ჩანთები სკამზე დადეს.მიმტანმა უმალ მოურბენინა მენიუ.
   -ორი წყალი-დაიწყო შეკვეთა კოინოს 2-მა-ორი ტოსტის სენდვიჩი ლორითა და ყველით,ორი ბრაუნი მიწისთხილით და ორი ცივი კაფუჩინო,ოღონდ როცა სენდვიჩს შევჭამთ,ბრაუნი და კაფუშინო მაშინ მოგვიტანე.მენიუ წაიღე.
   მიმტანმა შეკვეთა ჩაიწერა და მოკურცხლა.კოინოსებმა სიგარეტი და ტელეფონი ამოიღეს.
  -სად გადაეყარე,გოგო?-კითხა კოინოს 2-მა.
  -შემთხვევით,გოგო.უფრო მაგარი ტიპი დამდგარა.
  -კიდევ მოგწონს?-ირონიულად შეეკითხა.
  -არა,რაღა დროს გიგაა,ახლა ისეთი მინდა,ქორწილები და ამბები.დავიღალე.კი მოვწონვარ ბევრს,მაგრამ-გაჩერდა,ჩანთიდან სარკე ამოიღო,ჩოლკა გაისწორა-მაგრამ ისეთი მინდა რა,სიმპატიური და ფულიანი.აბა,ხო იცი,გოგო,უფულობას ვერ ავიტან.
  -აჰაა-ტელეფონი გახნსა კოინოს 2-მა.
  -ჰოდა ასე რა,გოგო.
  -იმას მგონი ისევ მოწონხარ,ლექსებს რომ წერს,ოფთალმოლოსის ძმაკაცი რომაა-მოეშვა ტელეფონს.
   -რა,საიდან მოიტანე?-ჩაიცინა და სიგარეტი ჩააფერფლა.
   -ფეისბუკზე ლექსი შემხვდა,სიყვარულზე იყო.წითელი თმებიო,ისა-ესაო და ვიფიქრე ისევ მოწონს-მეთქი-გაიცინა.
   -მოვწონდე და იყოს-მკაცრად თქვა-მაგას გვერდზე ვერ დავიყენებ.სტრანი ტიპია.კითხულობს,სულ წიგნებს აზიარებს,წიგნებზე წერს,ლექსებზე კამათობს,ლექსებს წერს.მაიცა რა,სად მავს მაგის თავი-ჩაიქნია ხელი-მირჩევნია ვინმე სერიოზული,მშვიდი ტიპი.აი,ექიმი,იურისტი,ბიზნესმენი.საინტერესო ტიპიც რომ ქინება,რა.არა,ფული კი აქვს,მაგრამ აფრენენ ხოლმე ეგეთები,მიდი და აიტანე მერე-გადაიხარხარა.
   -არა,ხო,რად გინდა,გოგო.-ჩაფიქრდა-უი,ახლა გამახსენდა,ნათია,ნათია,ჩვენი კურსელი,გახსოვს? დედაჩემთან დაიწყო მუშაობა და შვილიც გააჩინა.
    კოინოს 1-მა სიგარეტი საფერფლეში ჩაწვა.
  -უყურე შენ.ოცდაექვსი წლისაა და შვილი ყავს უკვე.-ნიკაპზე მოისვა ხელი-ქორწილში რატომ არ დაგვიძახა?
   მიმტანმა სენდვიჩები და წყალი მოიტანა.
   -ახალი ხარ,ხო?-კითხა კოინოს 2-მა.
   -დიახ,დიახ.-ლანგარი მუცელზე მიიდო და დაიმორცხვა.
   -ეგრევე დავწვით.აქ იციან რით ვსაუზმობთ,მენიუ არც მოაქვთ.დაიმახსოვრე შენც.
      კოინოს 1-მა ჭიქებში წყალი დაასხა.
-დიახ,დიახ.-და გაბრუნდა.
-არ გადაუხდია ქორწილი-გააგრძლეა კოინოს 2-მა-რომც გადაეხადა და ეთქვა,არ მივდიოდი მე.ვდაქალობდით,მარა სირცხვილი იქნებოდა,ნათიას ქორწილში ჩვენ,ხო წარმოგიდგენია?
  მიმტანები მიდი-მოდიოდნენ.ხალხი დგებოდა,სხდებოდა,ჯღურტულებდა.
  -ჰო,ჰო-დაეთანხმა და სენდვიჩს ეძგერა.
    სანამ სენდვიჩნს ჭამდნენ,დუმდნენ.კოინოს 2-ს ამოღებულ თეთრ მოკლესახელურებიან მაისურზე წყალი გადაესხა,მაგრამ არ შეიმჩნია,ზაფხულია, გაშრებაო.
    -უფ,საუკეთესოა-ამოიოხრა კოინოს 1-მა.
როგორც კი დაინახა მიმტანმა,რომ სენდვიჩები შეჭამეს,ბრაუნი და ცივი კაფუჩინო მიურბენინა.კოინოს 2-მა ტელეფონი მოიმარჯვა.თეფშს,რომელზედაც ბრაუნი იდო,ცივი კაფუჩინო მიუდო,წამოიწია და გადაუღო.მერე ადგილს დაუბრუნდა.ფოტო „Instagram”-ზე ატვირთა,თან დრო მიუთითა და კოინოს 1-ი მონიშნა.ყოველდღიური რიტუალი რომ შეასრულა,თეფში ახლოს მოწია,კოინოს 1-ს შეხედა და სხვათაშორისოდ უთხრა,დაგეცადაო.კოინოს 1-მა კი ყურადღება არ მიაქცია,განცხრომით ჭამდა.
    -კაფუჩინო გავიყოლოთ,ხო?
    -ხო,ხო,ერთ ღერს მოვწევ და გავიდეთ-დაეთანმხა კოინოს 2-ი.
      კოინოს 1-მა კაფუჩინო მოსვა.
     -როგორც ყოველთვის?-იკითხა კოინოს 2-მა და ახლადმოკიდებული სიგარეტი ჩააქრო.
     -კი,კი,როგორც ყოველთვის.
          საფულეები ჩანთაში ჩააბრუნეს.
     -ჰა,წავიდეთ,რა.ტანსაცმლის მაღაზიებში გავიაროთ და გიგას დავუცადოთ.თუ არ დარეკა,ვინმეს ავიდეთ-დააჩქარა კოინოს 2-მა.
       ხმაურიანად წამოდგნენ და ხალხში გაერივნენ.
      მიმტანი,რომელიც ემსახურებოდა,მაგიდასთან რომ მივიდა,თმები ყალყზე დაუდგა,ორი ორმოცდაათლარიანი ისე მიეგდოთ,როგორც მზესუმზირის ნაჭუჭები.ფული წინსაფრის ჯიბეში ჩაიდო,ჭურჭელი ლანგარზე დაალაგა,მოტრიალდა და მენეჯერმა რომ უხმო ხელით,მოდიო,სწრაფად მიირბინა კაფის შესასვლელთან.
    -დაიმახსოვრე,ეს ქალები რომ მოვლენ,მენიუ არ მიუტანო და ყოველთვის ის მიართვი,რაც დღეს-დოინჯი შემოირტყა.
    -დიახ,დაიხ-დაბლა ჩაწია თავი.
    -აქ,რომ იცოდე,უბრალო ხალხი არ დადის და უბრალო ხალხი ასე ზედმეტ ფულს არ ტოვებს,გაიგე?-თითი დაუქნია-ესენი კი უბრალო ხალხი ნაღდად არაა.დაიმახსოვრე,თრემ დაგემშვიდობები.
   -დიახ,დიახ.
   -წადი ახლა,იმუშავე.
     მენეჯერი რომ გაეცალა,თავისთვის ჩაილაპარაკა-„მხარე მზიურში არავინაა უბრალო თურმე“-ჩალაპარაკება მის წინ ბართან დაყუდებულ მიმტანს გაეგო-„და ყველა გოგოს ფული და გართობა უნდაო“-ამოისუნთქა-„ბიჭებს კი მანქანები და ასეთი გოგოებიო“-იმ ადგილისკენ გაიხედა,სადაც კოინოსებმა ისაუზმეს.-„მიხვდები,სამი წელია აქ ვმუშაობო“
    კაფედან გამოვიდნენ თუ არა,მხარე მზიურის მთავარ პროსპექტზე ჩაიარეს,რომელიც ტანსაცმლის მაღაზიებითა და რესტორნებით იყო სავსე.კოინსები,როგორც მათი წესი და რიგია,ქუჩის დასაწყისში ჩავიდნენ და რიგ-რიგობით,სათითაოდ დაიარეს მაღაზიები.კოინოს 1-ს უკვირდა,რატომ ვიწყებთ სულ პირველი მაღაზიიდანო და უკითხია კიდევაც,მაგრამ პასუხი არასდროს მიუღია,ისე,მოსაშორებლად უპასუხებდა ხოლმე ჩემი და ან კოინოს 2-ი,ასე მივეჩვიეთ და რატომ შევცვალოთო.შემოვლა ნაყოფიერი გამოდგა:კოინოს 2-მა ორი საზაფხულო შარვალი და სამი კაბა იყიდა,ხოლო კოინოს 1-მა,როცა გაიაზრა,დილით მამამისისთვის გამორთმეული ფულით ვერას გახდებოდა,როცა დაფარული სირცხვილით ეჭირა კოინოს 2-ის ტანსაცმელი გასახდელში,მამამის ჩუმად,კოინოს 2-ის დასამალად დაურეკა და სთხოვა,არა უბრძანა,ფული გადმომირიცხე,ტანსაცმელი უნდა ვიყიდოო,და მამამისმა,რადგან მამა იყო,თან შვილმა იცოდა,რომ ორიათასი ლარი მისთვის არაფერს წარმოადგენდა,სიამაყით,აქაო და,ჩემ შვილს ფულს მივცემ,როგორც მე შემეფერებაო,პირნათლად შეასრულა ბრძანება.
   კოინოს 1-მა ფარდა გადაწია.
  -ეს აქ დაკიდე,ჩემთვისაც ავარჩევ რამეს.-აციმციმებული სახით უთხრა.
    კარდონის პარკებით ასხმულები მიაბიჯებდნენ მაღაზიიდან მაღაზიამდე.უსაზღვროდ ხარობდნენ,რადგან გამვლელები,მით უმეტეს ქალები,მზერას აყოლებდნენ და კოინოესბი თავს გამორჩეულად,მაღლა მდგომად თვლიდნენ.ამასობაში,სანამ შემოვლა ამოწურეს,მიუხედავად იმისა,ძლივს რომ მიათრევდნენ კარდონი პარკებს,კოინოს 4-მა დაურეკა და დასალევად დაუძახა.საღამოც დამდგარიყო.
     ჩემ დას გააგებინეს,სახლში გამომიცხადა,გოგოებთან მივდივარ და გვიან მოვალო.დაახლოებით მივხდი სად წავიდოდა და ვისთან,მაგრამ ვკითხე:
    -შენების სანახავად მიდიხარ?
    -ხო,ხო-ფეხზე იცვამს-გიგამ დაგვპატიჟა,ჩვენ ძველ ადგილას მივდივართ.
    -კაი,რომ მოხვალ დამირეკე,არ მეძინება.
  ოთახში შევბრუნდი.სარწეველა სკამს დავუბრუნდი.წიგნი გადავდე.სიგარეტს გავუკიდე და კოინოსებზე,ჩემ დაზე,მხარე მზიურზე და მძინარე ალოსზე ჩავფიქრდი.ვხედავდი,როგორ ისხდნენ გულანთებულები და ამაყები,როგორ სვამდნენ ნაირ-ნაირ კოქტეილებსა და სასმელებს,როგორ ღლიცინებდნენ,ბჭობდნენ,განიკითხავდნენ,როგორი მოწიწებით ემსახურებოდა მიმტანი,როგორ ეპრანჭებოდნენ,ამკობდნენ ტკბილი სიტყვებით ერთმანეთს,როგორ ეწეოდნენ სიგარეტს,როგორ ტრაბახობდნენ,როგორი მკაცრი გამომეტყველებითა და ზიზღით გადახედავდნენ სხვა მაგიდაზე მჯდომ კოინოსებს და ისინიც როგორ უბრუნებდნენ უკან,როგორი ჯახი ჰქონდათ კოინოსებში პირველობაზე,როგორი კმაყოფილი იყო კოინოს 4-ი,გოგო კოინოსებში რომ ფუსფუსებდა და სიტყვა ეთქმოდა მამამისისა და დედამისის შეწევნით,და როგორი სიზუსტით აგრძელებდნენ მშობლების დანატოვარ,გაკაფულ გზას კოინოსობისა....მაგრამ კი არ მძულდნენ კოინოსები,სიბრალულით ვუდგებოდი თვალის ახელის დღიდანვე.მე მარტო კოინოსების ამა ნაწილთან მიწევდა შეხება,თორემ მსოფლიო რომ შემომეარა და დარჩენილი სიცოცხლე კოინოესები აღმერიცხა,აღმოვაჩენდი,რომ კოინოსებიც განსხვავდებიან,თავისებურად კოინოსობენ,თუმცა მაინც კოინოსებად დარჩებოდნენ,რამეთუ კოინოსები იყვნენ.ჩემ კოინოსებს ძლიერ გაუმართლა ამა ქვეყანაში,მათ არ უწევდათ სისხამ დილით თბილი ლოგინიდან ადგომა და სახლის დალაგება,არ უწევდათ ავტოსამრეცხაოში მანქანებისა,ხალიჩების რეცხვა,არ უწევდათ გალეშილი კაცების დაკმაყოფილება,არ უწევდათ ცემენტის ზიდვა და თვიდან თვემდე თავის გატანა.შემთხვევითობამ გაუღიმა,მხოლოდ და მხოლოდ შემთხვევითობას უნდა უმადლოდნენ,რომ ნეტარად სუფევენ ამა ქვეყანაში.მე კი კოინოსების მადლიერი გახლდით,რადგან მათთან ურთიერთობის ჟამს ალვის ხესავით იტოტებოდა მარტოობაა...

ალოსი


„ და როგორც თეთრი მთვარის ნაფოტი,
   მე შენი სული მედო თაროზე,
   როგორც ყველაზე ძლიერი ხატი,
  ანდა ქვეყანა, რომელსაც შევრჩი.“
                                   ოთარ ჭილაძე
                                                                * * *
  და აი,ალოსი გადამეყარა გზაზე,რომელმაც სამუდამოდ ამირია თავგზა.თვალიც ვერ მოვკარი,თუნდაც შორიდან,ქუჩის გადაღმა ნაცნობს რომ დალანდავ.ერთი კია-ის ისე იჭრებოდა ჩემში ყოველდღე,როგორც ღამენათევ ოთახში დილის მზე.

                                                             დღე 1

  დილას ლექცია მიწევდა.ადრე ავდექი.მეზარებოდა.საწოლზე ლეპტოპი გადმოვდე,თავი ბალიშზე დავდე და სმენად ვიქეცი.დასაწყის გულანთებული ვუსმენდი,მაგრამ გამოუძინებლობამ დამძლია,ძილი მომერია და გადავწყვიტე ვინმე სულიერი მომეძებნა,რათა მეკითხა ლექტორმა რა მოგვცა და რა ილაპარაკა.გოგო ვიპოვე,თან მარტო მას ეწერა სახელი და გვარი.”Facebook”-ზე იმწუთსავე მოვძებნე და მეგობრობა გავუგზავნე.რაწამს დამთანხმდა,ლეპტოპი დავხურე და ძილს მივეცი. შუადღეს გამეღვიძა.ვისაუზმე.ყავა დავლიე.სამი ღერი მოვწიე და სახლში ცოტა ვიბლუყუნე.კომპიუტერს მივუჯექი,სანამ აზრზე მოვიდოდი რაღაცებს დავათვალიერებ-მეთქი.გონებამ დავალება შემახსენა,ადექი,დაწერეო.მეც დავეთანხმე და დილას დამეგობრებულ გოგოს მივწერე:
   -სალამი,როგორ მოგმართოთ?
   -გამარჯობა,ნატაში ასე მქვია.ზედმეტსახელი არაა,გისმენთ!.
      ძახილის ნიშანმა შემაშინა.
   -თქვენ შესავალი ხელოვნებათმცოდნეობაში გადიხართ,ხო?
     თავი მოვიტყუე,ვითომ არ ვიცოდი.
    -მოდი შენობით! დიახ,გავდივარ.
    -ლექციის ბოლოს ვერ დავესწარი და რა მოგვცა გასაკეთებლად?-აბა,იმას ვეტყოდი,ლექცია გავაცდინე და დავიძინე-მეთქი?.
   -იმეილი შეამოწმე,მანდ უნდა გამოეგზავნა.
   მარდად მპასუხობდა,მგონი არც ფიქრობდა პასუხებზე.
     იმეილი შევამოწმე,დავალება დამხვდა.გავიფიქრე-მივწერ,ვნახე,მადლობა-მეთქი,მაგრამ მივწერე,რომ არაფერი მომსვლია.
   -საღამოს გამახსენე და გამოგიგზავნი.
   -საღამოა ექვსი,შვიდი,რვა,ცხრა-და ოთხი სიცილის სმაილი მივწერე.
  -ხო,აი,ეგეთი კონკრეტული ვარ-სიცილის სმაილი-ცხრისკენ გამოგიგზავნი,თუ ვრიბინე რვისკენ.
    -მეც შეგახსენებ!
   ბოლო მიწერილი ნახა და გავიდა.ახლა ისღა დამრჩენოდა ცხრა საათს დავლოდებულიყავი.მაქამდე დავალებაც დავწერე.
     ცხრა რომ გახდა,მივწერე,აი,უკვე ცხრა საათია-მეთქი.პასუხი კი სადღაც თერთმეტისკენ მოვიდა.ბოდიში მომიხადა,იმეილი გამომართვა და გადმომიგზავნა.ვიგრძენი,რომ საუბარი გაჩერდა.მეტი მოვისურვე,ამიტომ მოვატყუე:
   -ფილოლოგიაზე ვარ მე,წეღან რომ მკითხე,ვეღარ გიპასიხე.
   -გკითხე?-ალბათ გაიკვირვა-ვეძებ თუ გკითხე.მე ფილოსოფიაზე ვარ.
   -მკითხე,რა...-დავიძაბე,ძებნა რომ დაიწყო.
   -აუ,მიყვარს გაუგებრობები-ორი სიცილის სმაილი და ერთი გულის სმაილი მოაყოლა.
   მერე მკითხა,საინტერესოა და მეც ამომწურავად ვუპასუხე.ფეხებზე მეკიდა ახსნა,იმასაც ეკიდა,ალბათ,არა ბიჭოს,ახლა მართლა დაინტერესდა  უცხო ადამიანის განცდებით  მომავალ პროფესიაზე.
   ავუხსენი თუ არა,წავიდა.
   ღამის პირველი იყო.ვუსაქმურობდი.მომაფქირდა,რომ ნატაშისთვის მიმწერა.უპასუხოდ რომ დავეტოვებინე,თავისუფლად გადავიტანდი.
   -ვაიმე,რამდენია დასაწერი.აი,სემესტრის დაწყებას ასეთი უნდა.
   -შენზე ამბობ,ჩემზე თუ ჩვენზე?-ეგრევე მიპასუხა.
   -ჩემზე.
   -ირონიის დამუღამებას ადამიანებში თურმე დრო სჭრდება-სიცილის სმაილი დაურთო.
   -ფილოსოფოსი ხარ,უნდა დაამუღამო-ფუ,ეს რა მივწერე-მეთქი-რის გამო აირჩიე ფილოსოფია?-გადასაფარად ვკითხე.
    -ფილოსოფია ფილოსოფოსობის გამო არ ამირჩევია,რისთვისაც ავირჩიე იმას მივყვები.რთული ამბავია,რომ დავიწყო გათენდება.
    -მოკლედ მითხარი.-არ მოვეში.
    -ჰმ,რატომ გითხრა მოკლედ,როცა შეიძლება სწორ დროს ვრცლად გითხრა?
      დავიბენი.ნეტავ რას ნიშნავდა სწორი დრო?.ვფიქრობდი.ფიქრში დრო გამეპარა.აღარ მივწერე.კომპიუტერი გავთიშე და ლოგინზე დავენარცხე.ფანჯარაში გავიხედე.მოწმენდილ ცაზე მთვარე ეკიდა.ოთახი დუმდა.წიგნი ავიღე და დაძინებამდე ყველაფერი დამავიწყდა,ჩემი თავიც კი...

                                                           დღე 2

   საუბრის მიზეზს ვეძებდი.მომაფიქრდა,რომ მისი „Facebook“-ი დამეთვალიერებინა იმ იმედით,იქნებ რაიმესთვის მიმეგნო,რაც საუბარს ააწყობდა.თვალიერებისას ხელჩასაჭიდი ვიპოვე.კაცს მივაგენი,რომლის სტატუსებსაც სულ იწონებდა და აზიარებდა.საღამოს იმ კაცის სტატუსი მივწერე.
  -ეს კაცი სიგიჟემდე მიყვარს....არაფერს ვტოვებ მისას.
     გამიხარდა,ცხრიანში მოვარტყი.
   -წაკითხული გაქვს მისი წიგნი?
   -წიგნი არა,მაგრამ სტატუსები თითქმის  ყველა-გულის სმაილი მოაყოლა.
     გადავრჩი.კი რომ ეთქვა,შარში გავეხვეოდი,რადგან წიგნზე მომიწევდა მიწერა,წიგნს კი ერთხელ გადავავლე თვალი წიგნის მაღაზიაში,ისიც პირველ გვერდს.
    -ასე იწყებს წიგნს,არ ვიცი ინგილისური და თუ გინდათ შემეცითო-რაღაც ასეთი მახსოვდა.
    -დაწყება არის უდიდესი ხელოვნება,რას დაწერ პირველს.აი კამიუს „უცხო“ როგორ იწყება-თან სიცილის და გულის სმაილი დაურთო.
     -გყვარებია მხატრული ლიტერატურა-ნიშნისმოგებით მივწერე.არ მომეწონა,მაგრამ უკან ვეღარ დავაბრუნებდი.
      -კი,კი...ახლა გამახსენდა ეს „და სკამზე,როგორც ნანადირევი,ჰკიდია შენი ლამაზი კაბა“.ოთარ ჭილაძის ეს ძალიან მიყვარს.
       გავწითლდი,თითქოს პირისპირ ვესაუბრებოდი.
    -მეც მიყვარს ოთარი! განსაკუთრებით მისი ძმის თამაზ ჭილაძის პოეზიას გირჩევ.დაჩაგრულია.აი,ეს ლექსი-
      „მატარებელი მიდის და ბნელში 
      დაეძებს გზებს და ხეობებს ღიას
      და,ფანჯრებივით განათებული
      ჩემი უშენოდ ცხოვრება მიაქვს“.
  ან ის,რაც შენ მომწერე,რამხელა რამე დევს... -ეს რომ მივწერე,გამიხარდა,როგორც ბავშვს ახალი სათამაშო.
     მოუთმენელად ველოდი პასუხს.
   -როგორ გაეცინებოდა ახლა,ვინმე ჩემი ნაცნობი რომ კითხულობდეს ჩვენს მიმოწერას..
   -რატომ?-მეორეჯერ დამაბნია.
   -მე და პოზია სხვა ლეველია,სხვა სიმაღლე.ძალიან ახლოს ვართ მე და პოეზია.ცუდად არ გამიგო,რა თქმა უნდა.-სამი სიცილის და ორი გულის სმაილი დაურთო.
    -ოპააა...დავეჭიდოთ?-ავდექი,ოთახში გავიარ-გამოვიარე.ღრმად ვსუნთქავდი,გული სწრაფად მიცემდა.აუტანელ ეიფორას განვიცდიდი.
     -ზეპირმეტყველბაში? მატარებელში და მგზავრობისას სულ ლექსებს ვიზეპირებ.ბროდსკი გინდა,გალაკტიონი გინდა...
     ისე ავფორიაქდი,რომ ორი ღერი მიყოლებით მოვწიე.
    -სიყვარულში...სხვათაშორის,რომ იცოდე თამაზ ჭილაძე მწერალთა კავშირში გალაკტიონის რეკომენდაციით მიიღეს,მას გაურჩევია მისი ლექსები.-შთაბეჭდილების მოსახდენად მივწერე.აი,ხედავ რა ვიცი-მეთქი.
     -ეგ ვიცოდი.წავედი ახლა,წასაკითხი და სამეცადინო მაქვს.აბა ჰე.
       გამოვემშვიდობე.ღამე წიგნს გული ვეღარ დავუდე.

                                                       დღე 3

  ჯენის ჯოფლინის “Cry baby”-ი გავუგზავნე.
  -ოჰ,”litlle girl blue” უფრო ახლოსაა ჩემთან.მაგის ვინილი მიდევს წინ ახლა.
  -ცუდად ვხდები მის ხმაზე.პირველი ოცი წამი არის საოცრება.
     „ I need a man to love” გამომიგზავნა.
   -ეს სიმღერა არ ვიცი-ნერვიულად ვწერ.-მაგრამ,რაც ჩამიგდე,ძალიან მიყვარს.ხმა მაგიჟებს.როგორ წევს ასე მაღლა და მერე უცბად როგორ აგდებს.ჰაიმეე-დავიცალე.
   -შედარება არც მიფიქრია,ოფთალმოს,და ვერც გავბედავ ოდესმე,მაგრამ ჩემთვის,როცა ხმაზე და შეგრძნებებზეა საუბარი,უფრო წინ ეს დგას-და “The great gig in the sky”-ი მომწერა.
   -ა,ეს ვიცი.მე უფრო კლასიკისკენ ვიხრები.
   -რას ამბობ,ესაა კლასიკა ზუსტადაც რომ,ესაა!-ორი სიცილის სმაილი მოაყოლა.
   -შუბერტი,უძლიერესი ლირიკოსი-უცბად მივწერე,დაუფიქრებლად.
   -ყველაზე პაპსა კლასიკა.ჯენისით შენ დაიწყე,თორემ შოპენზე და შუბერტზე უარი როდის ვთქვი.-ოთხი სიცილის სმაილი დაურთო.
     -ლისტიც მიყვარს.
     -ისე შოპენის დაკვრა უფრო რთულია,ვიდრე ლისტის.ლისტს ვუკრავ,შოპენს დღემდე ვერა.
    გრძნობები გამიმძაფრდა,ის გრძნობები,მეორე დღეს რომ დამებადა,როცა მითხრა,პოეზიაში გაჯობებო.
     -რა? ყოჩაღ შენ!
     -მოცარტსაც შევჭდებივარ.
     -ვისთან ვიწონებთ თავს კლასიკური მუსიკით,ღმერთო ჩემო!-ვაღიარე,რათა შერცხვენა დამეჩრდლია.
     -მამაჩემის გავლენით ვუკრავ.
     -რას გრძნობ როცა უკრავ?-ცოტა მოვეში.
     -მაგაზე წერა უკეთ გამოდის.ასე ერთად ვერ ვუკრავ.საკუთარ გრძნობებზე ლაპარაკი მარტივი არაა.
      -ხო,მართალი ხარ.
        გავჩერდით.მეოთხე დღეს ჩავფლავდი.

      დღე 4

     ნატაშის ვათვალიერებდი და ჰერმან ჰესეზე სტატიას წავაწყდი,რომელიც თავის გვერდზე გამოეტანა.წაკითხული არ მქონდა,მაგრამ მივწერე:
    -ასმაგად გამიხარდა,შენ რომ გააზიარე.-ცუდად გამომივიდა.
    -ძალიან საინტერესო ვინმეა.
    -ჰესე გიზიდავს?
        ვცდილობდი დიალოგი ამეწყო.
    -კი და არა მარტო.
      მომინდა,რომ ჰერმან ჰესეს ნოველიდან „გზა ხელოვნებისკენ“,რომელსაც ინტერნეტში წავაწყდი,ნაწყვეტი გამეზიარებინა.
      -„იგი გრძნობა,რომ  ვერანაირი დღესასწაული,ვერანაირი მხიარულება ვერასდროს შეძლებდა მისი გულისთვის შვების მინიჭებას,გრძნობდა,რომ ამქვეყნიური სიცოცხლის ფერხულში მუმად მარტოსულ და მიუსაფარ მაყურებლად დარჩებოდა.იგი გრძნობდა,რომ სხვა მრავალ სულათა შორის სული მისი იმგვარად იყო შექმნილი,რომ მას ერთდროულად უნდა შეეგძრო ქვეყნიერების მშვენიერება და ყარობის იდუმალი სწრაფვები.ამ ფიქრება სევდა მოჰვაგრა მას,ის ჩაფიქრდა საკუთარ ბედზე და მიხვდა,ჭეშმარიტ ბედნიერებას და სრულ ნეტარებას მხოლოდ მაშინ შეიძლა მიაღწიოს,როცა სამყაროს სრულქნილად არეკლავს თავის ლექსებში,როცა ამ ანარეკლში სამყარო თავად იკიაფებს და მარადიულობას ეზიარება“.
  -ვიცი ეს,კარგია.
     შევეშვი,აღარაფერი მივწერე.
     უცნაურად ვგრძნობდი თავს,რაღაც ახალი შემოდიოდა ჩემში მტკინვეულად,აქამდე უცნობი და მიუწდომელი.შემეშინდა,რომ მაჯობებდა.ღამე კიდევ ვათვალიერებდი მას და დავრწმუნდი,რომ ვერაფრით გავაოცემდი.ჩემზე მეტი იცოდა და,ალბათ,ესმოდა.გასართობად ვწერდი მანამ,სანამ მისით დავინტერესდებოდი.
       ფოტოებში ნატაში იკითხებოდა,მთავარი იყო წამეკითხა,ბიძგს თვითონ გაძლევდა.ერთი ფოტო გამორჩეულად მომეწონა.ფეხი-ფეხზე გადადებული იჯდა.ფონად თეთრი კედელი ჰქონდა,რომელზედაც სამი ტილო ეკიდა.კამერაში პირდაპირ იყურებოდა.იღიმოდა,თუმცა ხელით იფარავდა.თეთრი ნაჭრის შარვალი ეცვა,შავი პატარა მრგვალი ლაქებით გადაპენტილი.საათი ეკეთა,მხრებზე კი ყავისფერი დათბილული ტყავის პალტო მოეხურა.ო,რა ლამაზი ფოტოა-მეთქი და მის უკან ჩამოკიდებულ ტილოებს დავაკვირდი.დიდ ხანს ვაკვირდებოდი,მაგრამ ჩემთვის ნაცნობ მხატვრებს ვერ მივამსგავსე.კომენტარებს გადავხედე,მისი ყოფილა,ვიღაცამ დაუწერე-„გამოფენას როდის აწყობო“.სხვა ფოტოებზე გადავედი.რამდენიმე მომხვდა თვალში.პირველი მგონი ფილმის კადრი იყო.ბიჭი მუცელზე იწვა,ხელისგულს  ნიკაპით ეყრდნობოდა,მარცხენა ხელით წიგნი ეჭირა და კითხულობდა.ნაჭრის შარვალი ემოსა და ლურჯი ჯემპრი.თავზე მუქი,მუქი ნაცრისფერი ბერეტი ეხურა.მეორე ფოტოზე მარტო წარწერა იყო-„Eeach time she returns my books,there are flower inside”.მესამე ფოტოზე ნაცრისფერ ფონზე თეთრად და დიდად ეწერა-„Have you felt so proud to get at the meaning of poems?”. და უცბად,როცა დათვალიერება შევწყვიტე,ვიგრძენი,რომ სამი ღამე მას ვათვალიერებდი,როგორც ძილად მისვლის ლოცვებს...

                                                                  დღე 5

   თავმოყვარეობამ შემაწუხა,რაღა მე უნდა მიმეწერა პირველს სულ და თავი შევიკავე.

                                                     დღე 6

      სიჩუმე...

                                                                  დღე 7
  
   ისევ სიჩუმე...

                                                               დღე 8

  ისევ და ისევ სიჩუმე...


                                                                დღე 9
   
    
   მეგონა მომწერდა,შევცდი.უნდა მიხვედრილიყავი,რომ როგორც ყველა გოგოს,ისე ვერ მოვექცეოდი.ნატაში ჩემთვის განსხვავებული იყო,იმიტომ,რომ ჭეშმარიტად გამოირჩეოდა სხვებისგან.მას საკუთარი მე გააჩნდა,დიახ,საკუთარი და არავის,არავის არ ჰგავდა....!
    მოკითხვით საუბრის დაწყებას მოვერიდე.ჩავთვალე,რომ უაზრობა იქნებოდა.კომპიუტერს მივუჯექი და რასაც ვფიქრობდი,განვიცდიდი მივწერე:
   -უჩვეულო გამოდგა შენი გაცნობა,გაცნობა თუ შეიძლება ეწოდოს.როცა პირველად მოგწერე მხოლოდ საგნის დავალება მაინტერესებდა,ვინმეს ხომ უნდა ვიცნობდე საგანზე,რამე რომ დამჭირდეს-მეთქი,ამიტომ მოგაგენი შენ-სიგარეტს გავუკიდე,თითები გავატკაცუნე-იმის წარმოდგენაც კი შეუძლებელი იყო,რომ ჩვენს შორის საუბარი აეწყობოდა.მერე,როგორც ადამიანთა ბუნების წესია,ცნობისმოყვარეობამ შემიპყრო და შენს დათვალიერებას,გაცნობას შევუდექი.ლაპარაკს შევყევით და ვერ ამიხსნია,რანაირად მოხდა ასე..ამასობაში პოეზიაზე ჩამოვარდა საუბარი და როცა მითხარი პოეზიაში გაჯობებო ან ავტობუსში ლექსებს ვიზეპირებო,გადავირიე,ცაში ავფრინდი,რადგან დედამიწის ზურგზე შენამდე ერთ ადამიანს არ უთქვას ეს ჩემთვის.შენთან თურმე ასეთ თემებზე ისევე შეიძლება საუბარი,როგორც ადამიანები საუბრობენ ფულზე,ჭამაზე და ერთმანეთზე.უამრავი ადამიანი მახვევია გარს,უამრავი,უამრავი,მაგრამ ყოველთვის მარტო ვარ.თბილისის ქუჩებს შემოვივლიდი შენთან ერთად და ამაზე მთელი არსებით დაგელაპარაკებოდი,არსებით,რომელიც მუდამ მარტოა...
     დავიცალე,გავნთავისუფლდი.
      ნახა...

                                                                        დღე 10


      ისევ,ისევ და ისევ სიჩუმე...


                                                                               დღე 11

   ისევ,ისევ,ისევ და ისევ სიჩუმე...
                                                                   დღე 12

   ავღელდი,ნუთუ გადამივიწყა-მეთქი.ერთი მხარე მექაჩებოდა,რომ შემეწყვიტა მიმოწერა,რახან ეს გაატარა,აწი რაღა დაგრჩენიაო,ჩამჩურჩულებდა გონებაში,ხოლო მეორე მხარე მექაჩებოდა,რომ მიმწერა,შენი რა მიდის,რას კარგავო.
   მაკლდა ნატაშისთან საუბარი.დღე,რომელიც მისით იწყებოდა ან მთავრდებოდა,მკვრეთით მაღდგენდა.
    -აუ,ჩათვალე არ მომიწერია.ესე მემართება ხოლმე,შემოტევები მაქვს.იმედია,ცუდად არ მიიღე.
     -აუ,ვერ ჩავთვლი ეგრე,ძალიანაც მესიამოვნა,თან წარმოიდგინე,ახლა გავიღვიძე და ეგრევე ეს წავიკითხე.საოცრად მესიამოვნა.მადლობა.დიდ წარმოდგენას ნუ შეიქმნი,მორცხვი ვარ.-ორი სიცილის სმაილი და ოთხი გულის სმაილი მოაყოლა.
      -ძალიან კარგი.მე ის მესიამოვნა,რომ შენ გესიამოვნა.ესეიგი შემოტევები მთლად ურიგო არაა-ორი გულის სმაილი მივწერე.
     -არა,ნამდვილად,არა.
      გამახსენდა,რომ ლიტერატურაშ ნობელის პრემია გასცეს,თან კაი საბაბი იქნებოდა სასაუბროდ.
      -ისე გაიგე ვის მისცეს ნობელის პრემია ლიტერატური დარგში?ამერიკელ ქალ პოეტს,ლუის გლიუკს.-სულელურად გამომივიდა.
      -იმსახურებდა,ოფთალმოს.
      -მე რატომღაც მეგონა,რომ მილან კუნდერა აიღებდა.
      -კუნდერაც გენიოსია,მაგრამ შედარებები არ მიყვარს,რომელი უფრო და რომელი ნაკლებად.ორივე კარგია,ორივე სხვადასხვა გრძნობებია.
       -ისე ბობ დილანისთვის რამ მიაცემინათ ნობელი,მუსიკოსია ადამიანი.
  -ღადაობ,რას ერჩი?
       დავიძაბე.
        -პირადად არაფერს.
       -ბობ დილანი ჩვეულებრივად გულში ჩასახუტებელი პიროვნებაა.ყველა ადამიანი იმსახურებს სიყვარულს და ადამიანურ დაფასებას.
        -არა,ძალიან მაგარია,უსერიოზულესია,მაგრამ მუსიკააა-ვეღარ ვთმობდი.
        -მუსიკა ელტონ ჯონსაც ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი აქვს.მთავარია როგორ სვამ სიტყვებს და როგორ ათანხმებ ნოტებს,თორემ,ტომ იორკმა ანიმეში გრემი რომ ვერ აიღო და ბილი აილიშს მისცეს,ეგ მაინც მოგეყვანა მაგალითად.-სამი სიცილის სმაილი დაურთო.
        გავპარტახდი.
       -მუსიკა მხოლოდ მელოდია კაგრა ხანია აღარ არის,ასე რომ იყოს,მაქს რიჩერის მერე ჩაწვებოდა ინდუსტრია.
       შევეშვი.გავბრაზდი.ისე ვერ ვწერდი,როგორც უწინ.რა თქმა უნდა,ნატაშიც მომეშვა.
       ღამე ისევ მას ვათვალიერებდი.მისი ნახვა მსურდა და რომ მიმეხვედრებინდა,ჯანსუღ კახიძის   „ოღონდ შენთან მამყოფინა“ გავუგზავნე.
    
                                                              დღე 13
  -მაგ ტალღას დიდი ხანია ავცდი.
    მოწერილი შუადღეს ვნახე.
   -დილის ცხრის შვიდ წუთზე მოგიწერია,ასე ადრე იღვიძებ?
   -კი,იმიტომ,რომ მგონია დროს ვკარგად ძილში.აი,დაფიქრდი,ცხოვრების ოცპროცენტს ხარჯავ საცობში და ძილში რამდენს,გაფიქრებაც არ მინდა.-ერთი გულის სმაილი მოაყოლა.
    -რა გემრიელია ძილი,ღმერთო ჩემო!-ალალად გამოვუტყდი.
    -კი,მაგრამ ცოტა,ბევრი-არა.საცობში სული მეკვრება,ისე ცუდად ვხდები.ან ვკითხულობ ან ხალხს ვაკვირდები.იმაზე რომ ვიფიქრო,რამდენი ხანი ვარ გზაში,იქვე გამასვენებენ-ბევრი,ძალიან ბევრი სიცილის სმაილი მომწერა-უნდა წავიდე ახლა,დროებით გტოვებეთ.
    მტანჯავდა შეხვედრის ჟინი.საღამოს გავტყდი და ამჯერად ჩემთვის სიკვდილ-სიცოცხლის კითხვა დავუსვი:
      -როდის გავისეირნოთ?
     სანამ მიპასუხებდა,ვბორგავდი,როგორც უძილობისგან საწოლში.
     -გადადგილება შეზღუდული მაქვს,დედაჩემის ხათრით.ვირუსის გამო ნერვიულობს.ამიტომ ჯერ არა,მაგრამ გადავდოთ და მოვახერხებთ რამენაირად.
   თან გამიხარდა,თან-არა.
  -მაშინ ისევ აქ უნდა გეებასო,რაც მხიბლავს,მაგრამ პირისპირ სხვაა მაინც!
-კი,სჯობს,თუმცა ახლა ყველა ეგრე ვართ.
-როგორც ახლა მე ვარ,ყველა ეგრე ვერ იქნება-იმწუთსავე მივწერე,წამებში.
-ამიხსენი როგორ ხარ.
-„მომწყურდი ახლა,ისე მომწყურდი,
    ვით უბინაოს-ყოფნა ბინაში“.
    აი,ასე.-კმაყოფილება დამეუფლა.
-მიჭირს მსგავსი დიალოგები,რადგან გულწრეფელი უნდა იყო და,ამავდროულად ზუსტად გადმოსცე ის,რასაც ფიქრობ,თან ისე,რომ სწორედ გაგიგონ.ამიტომ მეშინია ხოლმე,მაგრამ სულ ვცდილობ და ძალისხმევას ვდებ იმაში,რომ ეს კომუნიკაცია შედგეს.ძალიან კარგია ადამიანი ხარ,ჩემგან განსხვავებით.ახნსას იმსახურებ,ყველა კი იმსახურებს ახსნას,თუმცა კარგი და დადებითი ადამიანები უფრო!ჰოდა,არ ღირს,ბევრად კარგი ობიექტები არსებობენ ფიქრისთვის.მე ვერ მიგითითებ,შენი გადასაწყვეტია...ნეტა მეც ვგრძნობდე მსგავს ვინმეს მიმართ.პირველ რიგში,არაფერ შუაში ხარ შენ!ანუ ის,რომ შენ არ აკმაყოფილებ ჩემში არსებულ სტანდარტებს ან ჩემს გემოვნებაში არ ჯდები-არა!მზად არ ვარ ურთიერთობისთვის.ვერ ვრგრძნობ,რომ ესაა,რაც მჭირდება ან თუნდაც,ჭირდებათ მათ,ვინც ჩემგან ამას ითხოვს.ასეთი ვარ! არ ვითხოვ ადამიანებისგან იმას,რაც არ არიან ან არ აქვთ,ასეთ დროს ვწყვეტ ურთიერთობას.შესაბამისად,ასეთივე დამოკიდებულებას მოვითხოვ სხვებისგან.და ხო,შემხვდები,ნუ დარდობ...
   -პირველ რიგში,მადლობა ამისთვის,კონკრეტულად იმისთვის,რომ ამიხსენი.გული  გასკდომაზე მაქვს ისე მინდა შეგხვდე,თუნდაც ერთხელ და,თუ მოისურვებ,სამუდამოდ გავქრები.
     მესიამოვნა,რომ ამიხსნა,თან გავოცდი,მოკლე პასუხს ველოდი.ეჰ,არადა რა იცოდა,რომ ალოსი იყო....
     ჩემი მიწერილი ნახა,მეტი აღარაფერი მოუწერია.
                                                 
                                                    დღე 14

  ფიქრი შემიჩნდა,რომ ვაწუხებდი.ადრეც მღრნიდა ეს ფიქრი,მაგრამ გუშინდლის მერე გამიმძაფრდა.უნდა განთავისუფლებულიყავი,ასე რომ  გასარკვევად მივწერე.
   -რაღაცას გკითხავ და სიმართლე მიპასუხე,კარგი?
   -სულ სიმართლეს ვამბობ.მძულს ტყუილლი,ვის უყვარს რომ?-სამი სიცილის და ორი გულის სამილი დაურთო.
   -გაწუხებ ხოლმე?-როგორც იქნა,აღმომღხდა.
   -არანაირად.მარტივად აგიხსნი:ჩვენ ვაძლევთ ადამიანებს უფლებას,რომ შეგვაწუხონ.ამიტომ ვერასდროს შემაწუხებ.როცა საუბრის სურვილი მიქრება ვწყვეტ და თუ მინდა,აგე,გელაპარაკები.
       თითქოს დიდი ტვირთი მომეხსნა.
   -უცნაური შეკითხვია დაგისვი,არა?-ერთი სიცილის სმაილი მივწერე.
    -ჩვეულებრივი.
   -ჩვეულებრივი შენთვის.
   -რა თქმა უნდა,ოფთალმოს!-გულის სმაილი დაურთო-შესვენებამდე დარჩენილია    თორმეტი წუთი.
  ეგრევე მივწერე,რომ შესვენებას ყავა და სიგარეტი უხდება.ალბათ ლექცია ეწყებოდა.
   -არა,კომპანია.
   -მე ძალიან კარანტინი გითხარი.
   მხიარულ გუნებაზე დავდექი.მსიამოვნება ლაპარაკი.
   -ძალიან თან!შესვენების არსიც ეგაა,ეზოში რომ ჩამოჯდები და უცნობთან ერთ-ორ სიტყვას გაცვლი.ლექტორებიც გამომიჭერია,მაგრამ მაგათ სხვა გასასვლელი აქვთ,შევნიშნე.ტყეში გადიან „Dead poets society”-ს აწყობენ.-ოთხი სიცილის სმაილი მოაყოლა.
   -შედევრი ფილმი,გუშინ გავიხსენე.-მოვატყუე.
   -რომელიმე მათგანი რომ ვყოფილიყავი,თავს მე მოვიკლავდი.
      გამეცინა.
  -ბოლო სცენა მიყვარს.ახალი მასწაველბელი რომ შემოდის და პოეზიის გაგებისთვის სახელმძღვანეოლად პირველ გვერდის წაკითხვას რომ თხოვს,არადა რობინ ვილიამსმა ამოახევინა...
-რა არის პოეზია,აბა?ზოგადად რა არის არ მაინტერესებს,შენი პერსპექტივა უფრო საინტეროა,ვიდრე ზოგადი.არც სწორი პასუხი არსებობს და არც არასწორი.
   თვალები გამიფართოვდა.შეკითხვა მესიამოვნა.იმდენად კარგი შეკითხვა დამისვა,რომ ფიქრი მომიწია.ლტოლვა გამიმძაფრდა.ო,რა დიდებული შეკითხვა იყო.
  -ტკივილი,ტკივილი.აი,ოთარ ჭილაძის ერთმა ლექსა „ნუ გეშინია“ ბევრი უძირო,ბნელი ღამე გადამატაინა და არა მარტო ამ ლექსმა.ერთმა ადამიანმა მითხა,კეთილ საფიქრალს ტკივილიანი კაცები ტოვებენო,და ჰო,კაიფია,სიტყვის პირდაპირი მნიშნელობით.
   მივწერე თუ არა პასუხი,ნახა.
   -აი,მომენტები მაქვს ხოლმე,როცა რაღაცას წავიკითხავ და ბოლომდე ვერასდროს ვიგებ,პოეტური მიგნებაა თუ ცხოვრებისეული.ჯერ მეორე მგონია და მერე პირველი,თან ვფიქრობ,რომ ნამდვილი პოეტური მიგნებები თავისთავადი და ხელშეუხებელია.და ასევე დიდი,ჭეშმარიტი პოეზია,ჩემი აზრით,გამოუთქმელის სახელის მცდელობაა.და პროზა ხომ ცალკე ფენომენია.....ერთი სიტყვით მაგრად მაკლია,გაფრენილი ფსიქოფატი ვარ.
  -მეც ეგრე ვაფრენ ხოლმე.რაზეც შენ ახლა მესაუბრე,ეეე კაცი შვილი არ მესაუბრება.
  -შენ დაიყწე და აგყვებიან.ანახე შენი თვალით დანახული სამყარო-გულის სმაილი მოაყოლა.
  -რამდენჯერაც ეგ ვქენი,იმდენჯერ უარყოფითი რეაქცია მივიღე.შევეშვი.
  -ნახე...ადამიანები იმიტომ ვართ,რომ სხვადასხვა ინტერესები გავქს.ჩემი მეგობარი კალათბურთზე რომ მელაპარაკება,ვერაფერს ვიგებ,მაგრამ როცა ყვება თვალები უბრწყინავს და ძალიან მიყავრს.
   -მართალი ხარ,ოღონდ მიხვედრა უნდა მაგას.
  -ყველაფერი მიუწდომელია ადამიანისთვის.ძალიან საინტერესო არსებები ვართ ადამიანები,ჩვენი სიბრძნებიან და სისულელებიანად.იმის მაგივრად,რომ ერთმანეთი შევიმეცნოთ,გავიცნოთ,ვქმნით კონფლიქტებს.მე გამიმართლა ადამიანებში ან უბარალოდ მე მაქვს თვისება,რომ ყველასთან სხვადასხვა მე ვარ.
   ეჰ....ჭეშმარიტი ალოსი მესაუბრებოდა და მიჭირდა,რომ მიმეხვედრებინა,თითქმის შეუძლებელი იყო,რადგან წმინდა და ღრუბელივით თეთრ ალოსობამდე ცოტაღა აკლდა.
   -ვისთანაც ყველაზე მოგწონს შენი მე თუ ვისთანაც ნამდვილი იყავი?-ვციდლობდი ბოლომდე  გამეხსნა.
მხოლოდ ალოსზე მეფიქრებოდა.წარმოვიდგინე,როგორ მიმშვენებს მხარს და იგივეზე მელაპარაკებოდა,რასაც ახლა.მე სულგანაბული ვუსმენდი,ის ხელებს იშვერდა აქეთ-იქით,ხან თვალებს ჭუტავდა,ხან მსუბუქად ამოისუნთქავდა.მის შეწითლებულ ლოყებს ვუცქერდი,ტუჩების მოძრაობს,ნერწვიყვით დასველებს და შიგადაშიგ ენით რომ იპრესავდა.
  -არა,არა საქმეც მაგაშია,ნამდვილია ყველა მე.-გულის სმაილი დაურთო.
  -მე იმისკენ ვიხრები,რომ ვინც კი მოგცემს საშუალებას იყო ის,რაც ხარ,ისაა შენიანი.
  -ფსევდო-მოგონილი ამბავია.ის ხარ,რაც ხარ მაშინ,როცა მარტო ხარ.არ არსებობს ადამიანი ვისთანაც ის იქნები,როდესაც მარტო ხარ,იმიტომ,რომ შინაგანი სულის სამყარო მარტო ყოფნის დროს ვლინდება.ადამიანებს აქიდან გამოყავთ სხვადასხვა მეები.ჩემი არცერთი მე მძულს,არადა ყველა უნდა გიყვარდეს.სადაც მოგწონს შენი თავი იქ დარჩები,იქ ხარ კომპორტულად.სულ ესაა.
    როცა ტონს უწევდა,კისრის ძარღვები ეჭიმებოდა.კისერზე პალტოს კუუთხები ეხახუნებოდა.ხელით ჩოლკას ისწორებდა და დაჭიმულ,შიშველ შუბლს წამიერად გამოაჩენდა.
   -კარგი რამე თქვი,მაგრამ აქ ფიზიკურად ვერ გაგიშლი.-უღიმღაოდ ვუთხარი.
   -მომისმინე,მალე გაიაზრებ,რომ ტყუილად შეიქმენი ახმელა ემოციები და წარმოდგენები.
    -რას გულისხმობ?
    -რას და წარმოდგენები რაც გაქვს ჩემზე,ოფთალმოს,არაა ეგრე,არაა.
    -ვიცი,მაგრამ:
        „რაც უფრო შორს ხარ - მით უფრო ვტკბები!
          მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი,
          ხელუხლებელი - როგორც მზის სხივი,
          მიუწვდომელი - როგორც ედემი.

         და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ,
         მე დღეს არ ვნაღვლობ, დაე, ვცდებოდე!
         ავადმყოფ გულს სურს, რომ მას ოცნების
         თეთრ ანგელოსად ევლინებოდე.

          დაიწვას გული უცნაურ ტრფობით,
          ცრემლით აივსოს ზღვა-საწყაული -
          ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა
          და სიყვარულის დღესასწაული.“-მიწაზე დავეშვი.
-გალაკტიონს რომ ციტირებენ,მინდა დავკუჭო ის ხალხი.ვერ ვიკადრებ მე-ოთხი სიცილის სმაილი მოაყოლა.
  -რატომ ვერ იკადრებ?-გავღიზიანდი.
  -თავხედი ვიქნები,ხანდახან ვკადრულობ.
  -აჰა,ესეგი თავხედი ვარ.-ჩამეღიმა.
  -კი,თავხედი ბრძანდებით!თავხედს ცუდად ნუ მიიღებ ეთიკური თვალსაზრისები ცუდისა და კარგის არ გამაჩნია,არის და მორჩა.
    -წასასველი ვარ,ნატაში.შენთვის ძნელი წარმოსაგენია ახლა ჩემი ყოფა როგორ გაალამაზე...
    დიალოგი გავწყვიტე.მიწაზე დაბრუნებამ შემაზანზარა.
     -სამი წერტილი ერთდორულად რა სიმკაცრეა-და ფოტო გამომიგზავნა,სადაც ეწერა-„არასდროს მესმოდა,რატომ უნდა დამეწერა სამი წერტილი,როცა შეიძლება თორმეტი წერტილის დაწერა ნაგულისხმების გასამძაფრებლად............“

                                                 დღე 15

  უკვე შეუძლებელი გახდა შეხვედრის ჟინის ჩაკვლა.დილას ავდექი და პირდაპირ მივწერე.დავიღალე.
  -როდის მნახავ?
  -არ ვიცი და როგორ გიპასუხო,ოფთალმოს?
     უპასუხოდ დავტოვე.
     შუაღამე იყო.
  -„   სადა ხარ, როცა ასე მჭირდები,
   როცა უძილო ღამის კოცონზე
   ვიწვი _
  ფიქრები, ვით ბრმა ჩიტები,
  გავარვარებულ სულს მიკორტნიან _
  როცა გამდნარი ღამის ზვირთები
  მახრჩობენ,
  როცა ღმერთიც შორია...
  მხურვალე თოვლში იწვის ქვეყანა,
    ფიქრს რამოდენა ფერფლი ჰქონია!..“-
      წაიკითხა.
  
წერილი

  მას მერე,რაც ბოლოს მიწერილი ლექსი ნახა,ალოსი გაქრა..მივწერე კიდევ,მაგრამ სამარისებულად დუმდა.მეც გავჩუმდი.
     დღე დღეს მისდევდა,კვირა კვირას...
     სიჩუმე.
     სიჩუმე.
     სიჩუმე.
    ერთხელ და სამუდამოდ უნდა მორჩენილიყო ან გაგრძელებულიყო ჩვენი ამბავი,თორემ შემჭამდა და გამომღრნიდა.
   წერილის მიწერა მოვიფიქრე.მხიბლავდა წერილის აზრი,შევინახავ და სულ მექნება-მეთქი.რადგან თბილისში  სწავლობდა,ჩავთვალე,რომ თბილისსში იცხოვრებდა.ფოტოების თვალიერებით არაფერი გამოვიდა,ვერც ხელჩასაჭიდი ინფორმაცია ვიპოვე.დავიწყე საერთო მეგობრების გამონახვადა დიდხნიანი ძებნისშემდეგ,მივაგენი,რომ მისი კლასელი ჩემი ძმკაცის მეზობელი ყოფილა.ჩემმა ძმაკაცმა,რა თქმა უნდა,მისამართი,სართული და ბინის ნომერი გამიგო,კორპუსის ფოტოც გამომიგზავნა. მხარე მზიურში ცხოვრობდა....ახლა ისღა დამრჩენოდა,რომ წერილი დამწერა,ჰოდა დავწერე:
         
       სალამი ნატაში.დარწმუნებული ვარ,უცნაურად მიიღებ წერილს,მაგრამ,მიუხედავად ამისა,მაინც მოგწერე.დანარჩენი შენთვის მომინდია.
    როგორც კი გაქრი,წყვიადმა მომიცვა,რადგან ის თხუთმეტი დღე,როცა შენ გწერდი და ვსაუბრობდით,ამოუხსნელი ძალა მეუფლებოდა.ქრებოდა ყველაფერი,იძირებოდა სამყარო და მხოლოდ შენზე ერთვებოდა ჩემი არსება,სადაც დროის აღქმა მეკარგებოდა და თითქოს ვქრებოდი.რაღაც სხვა იღვიძებდა ჩემში,აქამდე დაკარგული და მიუსაფარი.ხოლო,როცა გაქრი,შენ გაქრობასთან ერთად,ყოველივე ეს ერთი ხელის მოსმით გაფრინდა,თითქოს არც ყოფილა არასდროს.არადა,პირველად რომ მოგწერე,ვერც კი გავიფიქრებდი,ასე თუ მოხდება,ან როგორ გავიფიქრებდი? მაგრამ,როგორც ჩანს,თავისით აეწყო.ერთი ფიქრი მქონდა,რომ შენი კეთილი ნების დამსახურება იყო,თუმცა,როგორც მერე გაირკვა ძალდატანებით არ  მესაუბრებოდი,ამიტომ ეს ფიქრი მომშორდა და ფიქრის მოშორებას სიბნელე  მოყვრა,რაც ჩემი ყოფის წყვიადს  ანათებდა და ანათებდა,მემატებოდა ახალი ძალა,მეუფლებოდა შთაგონება და სამყარო ხელახლა იბადებოდა ყოველდღე.
     რაცუფრო გადიოდა დრო,მით უფრო იმატება შენი ნახვის სურვილი.თავს ვერ ვაკონტროლებდი.ღრმად მწამს,ჩვეულებირვი გოგო არა ხარ,რაც მანცვიფრებს და უჩვეულო,ამოუხსნელ ურთიერთობას,რომელიც ორი კვირა იყო ჩვენს შორის,ამძიმებს და ტკვილს მმატებს.ხოლო ეს მიწიერი,ხორციელი ტკივლი არ იყო,ეს იყო-
    „თუმცა მეც მზად ვარ,რომ მოვუმზადო
      ახალ ტკივილებს სულიც და ხორციც
      და როგორც ბრძოლის შემდეგ მუზარადს,
      ჩემს ტკივილებს ხელში ვიღებ და ვკოცნი.

    ყველა სიმღერა ტკივილით ჩნდება,
     ყველას დაყვება ტკივილის კვალი,
     რომ შეამჩნიონ მაშინვე სხვებაც,
     რასაც ვერ ამჩნევს უბრალო თვალი“
  მახსენდება ბორის პასტერნაკისა და მარინა ცვეტაევას მიმოწერები.პასტერნაკი წერდა-„მერე იქნება ჩვენი შეხვედრის გაზაფხული.მიყვარს იმიტომ,რომ ეს იქნება შეხვედრა ნაცნობ ძალასთან,იმასთან,რაც ყველაზე ახლობელია ჩემთვის და რასაც მხოლოდ მუსიკაში შევხვედრილვარ,ცხოვრებაში კი არასდროს.“ შენაირი არავინ შემხვედრია და არც შემხვდება!
   პასუხის მოწერა თუ მოგინება,გთხოვ,რომ სადარბაზოში,ლიფთან,სადაც გაზის,დენის ქვითრებია იქ ჩადე შენი პასუხი სამი დღის განმავლობაში.და თუ არ მიპასუხე,ისე გავქრები,როგორც მოვედი,თუ არ მიპასუხე,ისე წავალ,როგორც შარშანდელი თოვლი.
  დანრაჩენი შენთვის მომინდია,ნატაში...
P.S. თბილისი ძალიან პატარა ქალაქია,ყველა ყველას იცნობს.
სიყვარულით და პატივისცემით ოფთალმოლოსი.


  წერილის გადასაცემად  პოეტი ძმაკაცი გავუშვი.პირველისავე სიტყვებზე გამიგო, უყოყმანოდ დამთანხმდა.როცა სადარბაზოდან გამოვიდა,მითხრა,თუ გინდა სულ ვატარებ თქვენს წერილებსო...
 საპასუხოდ სამი დღე მივეცი.ათი სიუჟეტი მაინც გავაირე წერილის განვითარების.
მესამე დღეს მივედი.ვფიქრობდი,რომ გადამეყრებოდა.გაზისა და დენის ქვითრებში წერილი მოვქექე,ქუჩაში გავარდი და ლამპიონის შუქზე წავიკითხე:
    
     წერილს მხოლოდ იმიტომ გიტოვებ,რომ შინაგანი ზრდილობა არ მაძლევს საშუალებას სხვანაირად მოვიქცე.ადამინური რჩევაა,რომ შეეშვა ჩემზე დროის ხარჯვას.მაქსიმალურად შეეცადე განთავისუფლე ამ გრძნობისგან.
     როგორც მოიქცეოდი იმ შემთხვევაში,მე რომ წერილი არ დამეტოვებინა,ისე მოიქეცი.წერილს იმიტომ გიტოვებ,რომ გამოსავალი არა მაქვს,საკუთარ თავთან შემაწუხებდა სინდისი,ესეთი გრძნობით აღსავსე წერილი რომ დამეიგნორებინა.
პატივისცემით ნატაში


   სახლმადე გაურკველი გრძნობებით დატვირთულმა ვიარე.სახლში ხმა არავის გავეცი,საძინებელში შევარდი და კარები დავკეტე.მისი წერილი და ჩემი წერილის ასლი კონვერტში ჩავდე.კონვერტს დავაწერე-„ჩემი წერილი და  მისი პასუხი,რომელიც ცხოვრების ნაწილს შეადგენს.აღარ შემიძლია წერილის მიწერა,ამიტომ აქ ვიტყვი იმას,რისი თქმაც ბოლოსთვის მინდოდა-მადლობა,ნახვამდის!“.,თარო გამოვაღე და შევინახე.წმინდა და ღრუბელივით თეთრი ალოსი  არსებობდა!
***
   მშვიდობით ოფთალმოს!შენმა თვალმა ალოსი იპოვა...შენ იყავი ერთ-ერთი,ვინც ოფთალმოლოსად დაიაბადა და ნატაში,ვინც ალოსად მოინათლა.შენ,ჩემო შვილო,ადრე თუ გვიან,შეუერთდები ოფთალმოლოსების მცირერიცხოვან ლაშქარს.და სანამ ადამიანი დააბიჯებს დედამიწაზე,სანამ სიკვდილ-სიცხლის მარადიული წრე ბრუნავს,სამარადისოდ იარსებებენ კოინოსები,ალოსები და ოფთალმოლოსები.გაცილებ მარშითა და ტაშით.დაე,მარადჟამს გევლოს ამაყად!


скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
ზურაბ ხასაია - მითოსიდან ლოგოსამდე ზურაბ ხასაია - მითოსიდან ლოგოსამდე ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / ისტორია / ფილოსოფია / მეცნიერება / გამოქვეყნებული ზაზა შათირიშვილი - რას ნიშნავს “შედარებითი ფილოსოფია”? ზაზა შათირიშვილი - რას ნიშნავს “შედარებითი ფილოსოფია”? ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / ისტორია / ფილოსოფია / მეცნიერება / გამოქვეყნებული გიორგი ზიჩი - ჰოფა და სეა გიორგი ზიჩი - ჰოფა და სეა ჟურნალი / სტატიები / პოეზია / მომხმარებლები დავით შემოქმედელი - „გრაალის“ მისტერიის ისტორიულ-ქრისტიანული არსი დავით შემოქმედელი - „გრაალის“ მისტერიის ისტორიულ-ქრისტიანული არსი ჟურნალი / სტატიები / პუბლიცისტიკა / ისტორია / მეცნიერება / მომხმარებლები გორვანელი (ლევან გოგაბერიშვილი)  -  დაკარგული კლასიკა გორვანელი (ლევან გოგაბერიშვილი) - დაკარგული კლასიკა ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / ფილოსოფია / მეცნიერება / გამოქვეყნებული
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge