გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

გიორგი ზიჩი - ჰოფა და სეა


არასტანდარტულ ქალაქში დაიბადნენ,მათი სარკმელები ერთმანეთს უცქერდა.
უძრაობა მეფობდა ირგვლივ,
საღეჭი რეზინებიც კი თითქმის არსად იყიდებოდა.
საქორწინო ფიციც ისე მიიღეს,რომ ამაზე არც უფიქრიათ.
არაფერი გააკვირვებდათ, ისინი ხომ უნალო ცხენებს შიშვლები აჭენებდნენ.
მათი მთავარი საზრუნავი ზამთრის გადაგორება იყო.
მოკლული დათვის ხორცს შეექცეოდნენ,ათლიდნენ ყბებში მოწოლილ ნერვებს.
ითვლიდნენ ფიფქებს - წამოსულს ციდან.
ბუღი იდგა სითეთრის მიღმა და ამ ორ ესკიმოსს შერეული გრძნობით უყვარდათ ერთმანეთი.
კანონზომიერება ირღვეოდა მათი ინტიმის დროსაც,
თითქოს ქვესკნელში მიექანებოდნენ,
წურბელებივით იძირებოდნენ ერთმანეთის სხეულებში.
არაფერია ირგვლივ მათ გარდა,ხორბლისფერ მკერდში ჩაძირული კაცი ღრმად აკვნესებდა დუდუკს.
ქალი კი მაინც არ ნაყოფიერდებოდა.
უყვარდათ და სძულდათ ერთმანეთი,ცეცხლის ალში კი ამ დროს პური იღვენთებოდა.
გამალებით ქშინავდნენ ღამის ძილშიდაც ისინი.
არაფერი იყო მათზე მკვეთრად გამოხატული რეალობა დედამიწაზე.
ისინი ღამითაც კარგად სჩანდნენ. არშიყი არ სჭირდებოდა მათ ქვეცნობიერს ერთმანეთის მისაგნებად,
ისინი თითქოს ერთ სხეულში ცხოვრობდნენ და მორჩა. მყუდრობას ყოველთვის არღვევს ვიღაც,
ქალს შეუჩნდა ფიქრები მწარე,
ეჭვები კაცზე ტანჯავდა არადა საბაბი არასოდეს ჰქონია ამის. ისინი ხომ მხოლოდ ორნი ცხოვრობდნენ ქალაქში,
სადაც პირობითად მხოლოდ საღეჭი რეზინი იშოვებოდა და მას მხოლოდ რამოდნიმე ნაძვზე თუ მოიპოვებდი,
სწორედ ამ ხეებზე დაიწყო ეჭვიანობა და ისინი ღამით ცულით მოჭრა.
ასე დაიწყეს ადამიაბებმა ბუნების განადგურება.
ძირითადად მათი მონაპოვარი სავსე ყოფიერება იყო რასაც მარტოობა უბალანსებდათ.
არ ესმოდათ რაღაცეები,
იღიმებოდბენ ხშირად და სადისტურად კბენდნენ ერთმანეთს.
უყვარდათ სახლი საწოლზე მეტად,
მეტი კი მათ ცხოვრებაში საერთოდ არაფერი იყო.
კბილებში გაჩრილი ხორცის ნაფლეთები გამოიბანა კაცმა და შეშის ჩეხვა დაიწყო,
ქალი კი ამ დროს ძაფს ქსოვდა და კიოდა თავისთვის.
ძნელია ორნი დედამიწის მიყრუებულ ადგილას,
როდესაც სხვაგან ცხოვრება მიდის როგორც ნაკადული.
ის შორი ქალაქი რომლიც მათი სახურავიდან ჩანდა თითქოს იხმობდა მათ.
ღამ-ღამობით ისინი ადიოდნენ სახლის სახურავზე,
ჩიბუხს აბოლებდნენ თან უცქერდნენ ბრჭყვიალა ქალაქს,
რომელიც ასე სანუკვარი იყო მათთვის,
მაგრამ იქ წასვლას ვერ ბედავდნენ.
სული უძრწოდათ ისე უნდოდათ უფრო ახლოდან ხილვა იმისა რაც ასე კაშკაშა იყო.
წლები გადიოდა მათ ერთმნეთი (დაავაჟკაც ქალეს) უკვე გამობრძმედილი სხეულებით ერწყმოდნენ ახლა ერთმანეთს,
უფრო დაუდგრომლად უნდოდათ იქ წასვლა სადაც უფრო მეტი რამე იყო ვიდრე სიცარიელეა!!!
სულს,გულს,ნერვებს უხრავდათ ფიქრები თუ რა ხდებოდა იქ,
როგორ ცხოვრობდნენ სხვა ადამიანები.
              
         (წასვლა)

ერთ დღეს მათი ქალაქი გაწითლდა,
დღემ დღის ფერი დაკარგა და სინათლე წითელი გახდა,
მხოლოდ მათ არ უცვლიათ ფერი,
დაბრუნდნენ ბავშვობის ცხენები და ძაღლები,
ოღონდ ისინიც წითლები იყვნენ,
მათი სანუკვარი ქალაქი ისევ ისე კაშკაშებდა,
იქედან ისევ სიფერადე და ფეიერვერკები მოსჩანდა.
ესკიმოსებმა შეაბეს ცხენები და ძაღლები მარხილში და როგორც იქნა გაეშურნენ სანუკვარი ოცნებისაკენ.
რაც უფრო უახლოვდებოდნენ მას,
მით უფრო შორი გზა ხდებოდა გასავლელი,
თითქოს მოჯადოვებულ წრეზე ტრიალებდნენ.
თან გზაში ჩერდებოდნენ და ერწყმოდნენ ერთმანეთს,
ქალი განაყოფიერდა და თითო გაჩერებაზე თითო ბავშვს ტოვებდა წყვილი.
სახელს არქმევდნენ მათ კი მერე მგლების ხროვა ზრდიდა.
სულ სამოცდაცამეტჯერ განაყოფიერდა ქალი ყველა ბიჭი იყო,
ყველას თან მზდევი მგლების ხროვა ზრდიდა ერთად.
გზას დასასრული არ უჩანდა მათ კი ცხოვრების წლები ამოეწურათ,
ისინი მგლების ხროვამ დამარხა,
ღირსეულად და დაიტირა.
იმ დღეს სამყარომ ჩვეული ფერი დაიბრუნა და სიწითლე სამუდამოთ გაქრა.
ყველაფერი კალაპოტს დაუბრუნდა უკვე გაზრდილი ბიჭები ტყიდან გამოვიდნენ,
ახლა კი მათ გააგრძელეს ეს დაუსრულებელი გზა,
გზა რიმელიც აუცილებლად უნდა დასრულებულიყო.
ასეც მოხდა მათ მიაღწიეს ქალაქს სადაც ზუტად იმდენივე ქალიშვილი დახვდათ,
ასე გამრავლა ოცნების ქვეყანა.
ღამის ფერიები კი ეს ქალები იყვნენ რათა მათკენ წასულიყო წყვილი,
რომლებსაც დედამიწის ამ მხარის განაყოფიერება შეეძლო.
ასე ასრულდა ჰოფას და სეას ცხოვრება,ასე მიეცა მათ სიცოცხლეს გამოსავალი.скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge